დამცავი თერაპია გულის შეტევისა და მიოკარდიუმის ნეკროზის წინააღმდეგ, გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, თუ ეს ჩვენებები გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით. არტერიოსკლეროზი, სტენოკარდია, არტერიიტი და არტერიოლიტი; ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Magnesium orotate dihydrate)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- Wörwag Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მინერალური დანამატები, მაგნიუმი
- ATC კოდი
- A12CC09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043832
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Wörwag Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მაგნეროტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დამცავი თერაპია გულის შეტევისა და მიოკარდიუმის ნეკროზის წინააღმდეგ, გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, თუ ეს ჩვენებები გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით. არტერიოსკლეროზი, სტენოკარდია, არტერიიტი და არტერიოლიტი; ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მაგნიუმის რეზერვების შესავსებად მიიღეთ 3 x 2 ტაბლეტი დღეში ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ 2-3 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ტაბლეტები მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ექვსი კვირა. მაგნეროტი® ტაბლეტების მიღება ასევე შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მაგნეროტი® ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის და კალციუმის- მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატის კენჭოვანი დიათეზის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
მაგნეროტი® შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ ის თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“. 6 ტაბლეტის მაქსიმალური დღიური დოზით, მიიღება 23 მგ-ზე ნაკლები ნატრიუმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რკინის ერთდროულად გამოყენებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მაგნიუმმა შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის აბსორბციას. ამ შემთხვევაში, მაგნიუმისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იქნას დაცული 2-3 საათიანი ინტერვალი. ეს ასევე ეხება ტეტრაციკლინებისა და ნატრიუმის ფტორიდის მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მაგნეროტის® ტაბლეტების გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რისკები არ არსებობს. ეს, ფაქტობრივად, მაგნიუმის პრეპარატების გამოყენების სფეროებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მაგნეროტის® ტაბლეტები არანაირ გავლენას არ ახდენენ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა ან თხიერი განავალი, რისი კონტროლი შესაძლებელია დღიური დოზის შემცირებით.
ჭარბი დოზა
თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია, მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევები იშვიათია და არ არის მოსალოდნელი მაგნეროტის® ტაბლეტების გამოყენებისას.
მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ვენური (გულისრევა, ღებინება, ლეთარგია, შარდის ბუშტის გამოსასვლელის ობსტრუქცია, ყაბზობა, სუნთქვის დამბლა) და გულის მხრივი სიმპტომები (ეფექტები წინაგულ-პარკუჭოვან და პარკუჭოვან გამტარებლობაზე), ასევე კურარეს ტიპის ზემოქმედება ნერვ-კუნთოვან გამტარებლობაზე. მაგნიუმით ინტოქსიკაციის მკურნალობა უნდა მოხდეს კალციუმის ინტრავენური შეყვანით (100-200 მგ Ca2+ 5-10 წუთის განმავლობაში). გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი და ხელოვნური სუნთქვა.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: 500 მგ მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი, რაც შეესაბამება 1.35 მმოლ ან 32.8 მგ მაგნიუმს.
შენახვის პირობები
მაგნეროტის® ტაბლეტების შენახვა შესაძლებელია ხუთი წლის განმავლობაში.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვასთან დაკავშირებით
შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით და შესაძლებლობის შემთხვევაში დასაკეც ყუთში.
- 5 კონტეინერის ხასიათი და შემადგენლობა
შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს, 50 ტაბლეტს (#1), 100 ტაბლეტს (#2), 200 ტაბლეტს (#3).
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციასთან დაკავშირებით
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
„ვიორვაგ ფარმა გმბჰ & კო.კგ“ (Wörwag Pharma GmbH & Co. KG)
ფლუგფელდ-ალეე-24
71034 ბობლინგენი
გერმანია
ტელ. +49 (0)7031-6204 0
ფაქსი: +49 (0)7031-6204 31
ელ-ფოსტა: [email protected]
- მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი(ნომრები)
0030444, 030445
ფარმაკოლოგიური თვისებები
მინერალური/მაგნიუმის პრეპარატი
ათქ კოდი: A12CC09
როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონი, მაგნიუმი მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, უჯრედების შღწევადობისა და ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის რეგულირებაში. მაგნიუმის დეფიციტი ყოველთვის ვლინდება გრძელვადიანი კლინიკური სიმპტომებით, რის შედეგადაც შეიძლება აღინიშნოს ნერვ-კუნთოვანი დარღვევები (მოტორული და სენსორული ჰიპერაგზნებადობა, კუნთების სპაზმები, პარესთეზიები), ფსიქოლოგიური ცვლილებები (დეპრესიული მდგომარეობები, ცნობიერების აბნევა და ჰალუცინაციები) და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია, დიგიტალისის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუნთოვანი სპაზმები) და ა.შ. მაგნიუმის დეფიციტი ასევე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და გესტოზისადმი ტენდენციას.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების მკურნალობის გარდა, ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენისას, მაგნიუმის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შემდეგი კლინიკური ეფექტები: მაგნიუმი ავლენს კურარეს ტიპის ეფექტებს ქოლინერგულ ნერვულ დაბოლოებებზე, რადგანაც მცირდება აცეტილქოლინის გამოყოფა; მაგნიუმს და კალციუმს აქვთ ნაწილობრივ სინერგიული ეფექტი ორგანიზმში, თუმცა მაგნიუმს ასევე შეუძლია იმოქმედოს როგორც „ კალციუმის ფიზიოლოგიურმა ანტაგონისტმა“ კალციუმის შეკავშირების ადგილებში კონკურენტული ინჰიბირების გამო.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ორგანიზმის მიერ სტანდარტულ დიეტურ რაოდენობაზე მეტი დოზით მაგნიუმის მიღებისას აბსორბირდება დაახლოებით 35-40%. მაგნიუმის დეფიციტი ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას.
ლიტერატურაში არსებობს მითითებები მაგნიუმის აბსორბციის გაუმჯობესების შესახებ, თუ ის მიიღება ორგანულ მჟავებთან (ასპარტინის, ოროტის მჟავა) ერთად, რომლებიც შედის მაგნეროტის® ტაბლეტებში.
თირკმლებით მაგნიუმის გამოყოფა სწრაფად ადაპტირდება მაგნიუმის მიწოდებასთან; გამოყოფა მცირდება მაგნიუმის დეფიციტის დროს, ხოლო ჭარბი მიწოდებისას ის გამოიყოფა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება:
მაგნეროტი® ტაბლეტები
აქტიური ინგრედიენტი: მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი 500 მგ
- თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: 500 მგ მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი, რაც შეესაბამება 1.35 მმოლ ან 32.8 მგ მაგნიუმს.
- ფარმაცევტული ფორმა
ტაბლეტი
- კლინიკური მახასიათებლები
- 1 თერაპიული ჩვენებები
დამცავი თერაპია გულის შეტევისა და მიოკარდიუმის ნეკროზის წინააღმდეგ, გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, თუ ეს ჩვენებები გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით. არტერიოსკლეროზი, სტენოკარდია, არტერიიტი და არტერიოლიტი; ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევები.
- 2 დოზირება და გამოყენების მეთოდი
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მაგნიუმის რეზერვების შესავსებად მიიღეთ 3 x 2 ტაბლეტი დღეში ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ 2-3 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ტაბლეტები მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ექვსი კვირა. მაგნეროტი® ტაბლეტების მიღება ასევე შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- 3 უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მაგნეროტი® ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის და კალციუმის- მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატის კენჭოვანი დიათეზის შემთხვევაში.
- 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მაგნეროტი® შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ ის თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“. 6 ტაბლეტის მაქსიმალური დღიური დოზით, მიიღება 23 მგ-ზე ნაკლები ნატრიუმი.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
რკინის ერთდროულად გამოყენებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მაგნიუმმა შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის აბსორბციას. ამ შემთხვევაში, მაგნიუმისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იქნას დაცული 2-3 საათიანი ინტერვალი. ეს ასევე ეხება ტეტრაციკლინებისა და ნატრიუმის ფტორიდის მიღებას.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
მაგნეროტის® ტაბლეტების გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რისკები არ არსებობს. ეს, ფაქტობრივად, მაგნიუმის პრეპარატების გამოყენების სფეროებია.
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მაგნეროტის® ტაბლეტები არანაირ გავლენას არ ახდენენ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- 8 არასასურველი ეფექტები
მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა ან თხიერი განავალი, რისი კონტროლი შესაძლებელია დღიური დოზის შემცირებით.
- 9 დოზის გადაჭარბება
თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია, მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევები იშვიათია და არ არის მოსალოდნელი მაგნეროტის® ტაბლეტების გამოყენებისას.
მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ვენური (გულისრევა, ღებინება, ლეთარგია, შარდის ბუშტის გამოსასვლელის ობსტრუქცია, ყაბზობა, სუნთქვის დამბლა) და გულის მხრივი სიმპტომები (ეფექტები წინაგულ-პარკუჭოვან და პარკუჭოვან გამტარებლობაზე), ასევე კურარეს ტიპის ზემოქმედება ნერვ-კუნთოვან გამტარებლობაზე. მაგნიუმით ინტოქსიკაციის მკურნალობა უნდა მოხდეს კალციუმის ინტრავენური შეყვანით (100-200 მგ Ca2+ 5-10 წუთის განმავლობაში). გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი და ხელოვნური სუნთქვა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
მინერალური/მაგნიუმის პრეპარატი
ათქ კოდი: A12CC09
როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონი, მაგნიუმი მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, უჯრედების შღწევადობისა და ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის რეგულირებაში. მაგნიუმის დეფიციტი ყოველთვის ვლინდება გრძელვადიანი კლინიკური სიმპტომებით, რის შედეგადაც შეიძლება აღინიშნოს ნერვ-კუნთოვანი დარღვევები (მოტორული და სენსორული ჰიპერაგზნებადობა, კუნთების სპაზმები, პარესთეზიები), ფსიქოლოგიური ცვლილებები (დეპრესიული მდგომარეობები, ცნობიერების აბნევა და ჰალუცინაციები) და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია, დიგიტალისის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუნთოვანი სპაზმები) და ა.შ. მაგნიუმის დეფიციტი ასევე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და გესტოზისადმი ტენდენციას.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების მკურნალობის გარდა, ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენისას, მაგნიუმის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შემდეგი კლინიკური ეფექტები: მაგნიუმი ავლენს კურარეს ტიპის ეფექტებს ქოლინერგულ ნერვულ დაბოლოებებზე, რადგანაც მცირდება აცეტილქოლინის გამოყოფა; მაგნიუმს და კალციუმს აქვთ ნაწილობრივ სინერგიული ეფექტი ორგანიზმში, თუმცა მაგნიუმს ასევე შეუძლია იმოქმედოს როგორც „ კალციუმის ფიზიოლოგიურმა ანტაგონისტმა“ კალციუმის შეკავშირების ადგილებში კონკურენტული ინჰიბირების გამო.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ორგანიზმის მიერ სტანდარტულ დიეტურ რაოდენობაზე მეტი დოზით მაგნიუმის მიღებისას აბსორბირდება დაახლოებით 35-40%. მაგნიუმის დეფიციტი ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას.
ლიტერატურაში არსებობს მითითებები მაგნიუმის აბსორბციის გაუმჯობესების შესახებ, თუ ის მიიღება ორგანულ მჟავებთან (ასპარტინის, ოროტის მჟავა) ერთად, რომლებიც შედის მაგნეროტის® ტაბლეტებში.
თირკმლებით მაგნიუმის გამოყოფა სწრაფად ადაპტირდება მაგნიუმის მიწოდებასთან; გამოყოფა მცირდება მაგნიუმის დეფიციტის დროს, ხოლო ჭარბი მიწოდებისას ის გამოიყოფა.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არ გამოიყენება
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
პოვიდონი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ციკლამატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა -გლუტენის გარეშე, შეიცავს ლაქტოზას.
- 2 შეუთავსებადობები
არ გამოიყენება
- 3 ვარგისიანობის ვადა
მაგნეროტის® ტაბლეტების შენახვა შესაძლებელია ხუთი წლის განმავლობაში.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვასთან დაკავშირებით
შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით და შესაძლებლობის შემთხვევაში დასაკეც ყუთში.
- 5 კონტეინერის ხასიათი და შემადგენლობა
შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს, 50 ტაბლეტს (#1), 100 ტაბლეტს (#2), 200 ტაბლეტს (#3).
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციასთან დაკავშირებით
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
„ვიორვაგ ფარმა გმბჰ & კო.კგ“ (Wörwag Pharma GmbH & Co. KG)
ფლუგფელდ-ალეე-24
71034 ბობლინგენი
გერმანია
ტელ. +49 (0)7031-6204 0
ფაქსი: +49 (0)7031-6204 31
ელ-ფოსტა: [email protected]
- მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი(ნომრები)
0030444, 030445
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2025 წლის ივლისი
- გაყიდვის შეზღუდვები
ხელმისაწვდომია მხოლოდ ფარმაცევტებისგან
- დამატებითი ინფორმაცია
- მაგნიუმის დეფიციტის დასადგენად არ არსებობს მნიშვნელოვანი კლინიკურ-ქიმიური პარამეტრები, რომელთა განსაზღვრაც მარტივია. თუ შრატში მაგნიუმის კონცენტრაცია სტანდარტულ დიაპაზონზე დაბალია, ეს მიუთითებს მაგნიუმის მწვავე დეფიციტზე, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ შრატში მაგნიუმის დონე ნორმალურია, ეს არ გამორიცხავს მაგნიუმის მცირე ან საშუალო დეფიციტს, რადგანაც პლაზმური და უჯრედშიდა კონცენტრაციები არ არიან აუცილებლად ერთმანეთთან კორელაციაში. აქედან გამომდინარე, კლინიკურად, მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომური დიაგნოზი, როგორც წესი, წინა პლანზეა. არაჯანსაღი კვების გამო მაგნიუმის არასაკმარისი მიწოდება დღეს ძალიან გავრცელებულია.
სპეციალიზებულ საერთაშორისო ლიტერატურაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, მაგნიუმის მეტაბოლიზმის დარღვევის ძირითადი მიზეზები შემდეგია:
- ცხიმებისა და ცილების მომატებული მოხმარება აფერხებს მაგნიუმის რეზორბციას და იწვევს ნაწლავების მეშვეობით გამოყოფის გაზრდას.
- ფოსფატის შემცველი გამაგრილებელი გაზიანი სასმელების მომატებული მოხმარება ხელს უწყობს მაგნიუმის დეფიციტს.
- ნატრიუმის მომატებული მიღება (სუფრის მარილით მდიდარი საკვები) ზრდის თირკმლით ექსკრეციას და შესაბამისად, მოთხოვნილებებს.
- საკვების შეზღუდვის და დიეტების დროს მინერალური დანამატების მიღება ხშირად უგულებელყოფილია.
- ალკოჰოლის მომატებული მოხმარება არღვევს ორგანიზმში მაგნიუმის სტატუსს რეზორბციის შეფერხებისა და მაგნიუმის დიურეზის გაზრდის გამო.
- შემდეგი მედიკამენტების მიღების შედეგად მაგნიუმის გამოყოფა მოითხოვს მაგნიუმის მიღების გაზრდას:
საგულე გლიკოზიდები, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, საფაღარათო საშუალებები, შარდმდენები და კორტიკოიდები.
- ჭარბი ოფლიანობა - მაგალითად, შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენების მიერ - იწვევს მაგნიუმის დაკარგვას, რაც კიდევ უფრო იზრდება მისი კომპენსაციისთვის რეკომენდებული მარილის შემცველი სასმელების მოხმარებით.
- D ვიტამინის დოზები ხელს უწყობს კალციუმის შეკავებას და შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის ბალანსის დარღვევა, ისევე როგორც მზის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ.
- ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივები ხშირად იწვევენ შრატში მაგნიუმის დონის დაქვეითებას.
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაგნიუმზე მოთხოვნილება იზრდება.
- სტრესის ყველა სახეობა - განსაკუთრებით ხმაურის ეფექტები (მაგნიუმი საჭიროა კატექოლამინების თირკმელზედა ჯირკვლის ტვინში შესანახად და ადრენალინის გამოსაყოფად) ზრდის მასზე დღიურ მოთხოვნილებას. შარდში მაგნიუმის გამოყოფა დაახლოებით 15%-ით იზრდება ხმაურის მაღალი დონის პირობებში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


