ეს პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. ის რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირიდოქსინი (pyridoxine) + magnesium lactate anhydrous
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- CHINOIN Private Co. Ltd., უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მინერალური დანამატები, მაგნიუმი
- ATC კოდი
- A12CC30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023645
- რეგისტრირებულია
- 23 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სანოფი-ავენტის ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
მაგნე В6® პრემიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. ის რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისათვის.
შემდეგი სიმპტომების ერთობა შეიძლება მიუთითებდეს მაგნიუმის დეფიციტზე:
ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, გარდამავალი დაღლილობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევა,
შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორებიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ან პალპიტაციები (პაციენტებში გულის დაავადების გარეშე),
კუნთების სპაზმი, ჩხვლეტის შეგრძნება.
მაგნიუმის მიღება ამსუბუქებს ამ სიმპტომებს.
შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ერთი თვის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა.
მაგნე B6 პრემიუმის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები: მაგნე B6 პრემიუმის 3-4 ტაბლეტი დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად ჭამის დროს.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (დაახლოებით 20კგ): მაგნე B6 პრემიუმის 2-4 ტაბლეტი დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად ჭამის დროს.
თუ ფიქრობთ, რომ მაგნე B6 პრემიუმის ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
პერორალური მიღების წესი და ხანგრძლივობა
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანა წყლის (ჭიქა) დაყოლებით.
სასურველია დღიური დოზის რამდენიმე მიღებად დაყოფა და მიღება ჭამამდე, ან ჭამის დროს.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თუ სიმპტომები არ უმჯობესდება ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ.
თუ მიიღეთ მაგნე B6 პრემიუმი ჭარბი დოზით
ჩვეულებრივ მაგნიუმის დოზის გადაჭარბება არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია. თუმცა თირკმლის უკმარისობის დროს შეიძლება გამოვლინდეს მაგნიუმით ინტოქსიკაცია. რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები: დაბალი არტერიული წნევა, გულისრევა, ღებინება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების შემცირება, ეკგ-ს ცვლილება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სასუნთქი სისტემის პარალიზი, ანურია.
მაგნე B6 პრემიუმის დოზის გადაჭარბების მკურნალობა: რეჰიდრატაცია და ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა ჰემოდიალიზი, ან პერიტონეალური დიალიზი.
თუ დაგავიწყდათ მაგნე B6 პრემიუმი მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს, ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძლობიარე) მაგნიუმის უწყლო ციტრატის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის, ან მაგნე B6 პრემიუმის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ;
თუ გაქვთ თირკმლის ძლიერი უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის გაუარესება);
თუ მკურნალობთ ლევოდოპათი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ფარმაცევტს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მაგნე B6 პრემიუმის მიღებისას
ეს ფარმაცევტული ფორმა არ არის განკუთვნილი 20კგ-მდე (6 წელი) ბავშვებისათვის. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის მომატების რისკის თავიდან ასაცილებლად.
თუ ასევე პაციენტს აქვს კალციუმის დეფიციტი, კალციუმის მიღებამდე უმრავლეს შემთხვევაში რეკომენდებულია პირველად მაგნიუმის დეფიციტის რეგულირება.
პირიდოქსინის მაღალი დოზით ხანგრძლივად მიღებამ (რამდენიმე თვე, ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წელი) შეიძლება დააზიანოს აფერენტული ნერვი. სიმპტომები მოიცავს მგრძნობელობის დაკარგვას და წონასწორობის დაკარგვა, კიდურების ტრემორი და თანდათან პროგრესირებადი სენსორული ატაქსია (კოორდინაციის სირთულე). ზოგადად, ეს ეფექტები შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
წინააღმდეგნაჩვენები კომბინაციებია:
ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). თავი აარიდეთ ლევოდოპასთან ერთად გამოყენებას, რადგან ამ შემთხვევაში ლევოდოპას ეფექტი კლებულობს. თუ იგი არ გამოიყენება დოპა-დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან ერთად.
არ არის რეკომენდებული:
ფოსფატები, ან კალციუმის მარილები, რადგან ისინი ხელს უშლის ნაწლავებიდან მაგნიუმის შეწოვას.
ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კომბინაციებს:
პერორალურად მისაღები ტეტრაციკლინი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი). პერორალური ტეტრაციკლინების მიღებისას საჭიროა დაიცვათ სულ მცირე 3 საათიანი ინტერვალი კუჭ-ნაწლავის სისტემიდან ციკლინების შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ექიმი ამ პრეპარატის მიღებას ორსულობის პერიოდში გირჩევთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ ამ პრეპარატის მიღებისას გაიგეთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწვეტილების მიღება მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ითვლება, რომ პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები, მაგნიუმი და ვიტამინი B6, თავსებადია ლაქტაციასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ლაქტაციის პერიოდში ვიტამინ B6 მაქსიმალური დღიური დოზის შესახებ მონაცემები შეზღუდულია,
რეკომენდებულია ლაქტაციის პერიოდში ქალებმა მიიღონ მაქსიმუმ 20მგ ვიტამინი B6.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგნე B6 პრემიუმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მაგნე B6 პრემიუმი შეიცავს უწყლო ლაქტოზას (იხ. „დამატებითი ინფორმაცია”). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად მაგნე B6 პრემიუმმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შესაძლოა გამოვლინდეს:
იზოლირებულ შემთხვევებში დიარეა და ტკივილი მუცლის არეში;
რეაქციები კანის მხრივ;
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართწთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
- აქტიური ნივთიერებები: მაგნიუმი 100მგ, მაგნიუმის უწყლო ციტრატის სახით 618.43მგ და პირიდოქსინის ჰიდროქლორიტი (ვიტამინი B6) 10მგ;
- სხვა ნივთიერებებია: ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ჰიპროელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171) ტალკი.
მაგნე B6 პრემიუმი აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
კოლოფში მოთავსებულია 15 ტაბლეტი 2 პვქ-პე-პვდქ/ალ ბლისტერზე.
კოლოფში მოთავსებულია 15 ტაბლეტი 4 პვქ-პე-პვდქ/ალ ბლისტერზე.
ყველა შეფუთვა არ არის მარკეტიზებული.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
მაგნე B6 პრემიუმი 100მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები
მაგნიუმი/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია მაგნე B6 პრემიუმის მიღება სიფრთილით.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია,ან რჩევა მიმართეთ ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდა, ან არ გაუმჯობესდა ერთი თვის შემდეგ.
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან გამოგივლინდათ ისეთი გვერდით მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რას წარმოადგენს მაგნე B6 პრემიუმი და რისთვის გამოიყენება
მაგნე B6 პრემიუმის მიღებამდე
როგორ მივიღოთ მაგნე B6 პრემიუმი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ მაგნე B6 პრემიუმი
დამატებითი ინფორმაცია
1 რას წარმოადგენს მაგნე B6 პრემიუმი და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. ის რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისათვის.
შემდეგი სიმპტომების ერთობა შეიძლება მიუთითებდეს მაგნიუმის დეფიციტზე:
ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, გარდამავალი დაღლილობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევა,
შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორებიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ან პალპიტაციები (პაციენტებში გულის დაავადების გარეშე),
კუნთების სპაზმი, ჩხვლეტის შეგრძნება.
მაგნიუმის მიღება ამსუბუქებს ამ სიმპტომებს.
შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ერთი თვის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა.
მაგნე B6 პრემიუმის მიღებამდე
არ მიიღოთ მაგნე B6 პრემიუმი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძლობიარე) მაგნიუმის უწყლო ციტრატის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის, ან მაგნე B6 პრემიუმის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ;
თუ გაქვთ თირკმლის ძლიერი უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის გაუარესება);
თუ მკურნალობთ ლევოდოპათი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ფარმაცევტს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მაგნე B6 პრემიუმის მიღებისას
ეს ფარმაცევტული ფორმა არ არის განკუთვნილი 20კგ-მდე (6 წელი) ბავშვებისათვის. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის მომატების რისკის თავიდან ასაცილებლად.
თუ ასევე პაციენტს აქვს კალციუმის დეფიციტი, კალციუმის მიღებამდე უმრავლეს შემთხვევაში რეკომენდებულია პირველად მაგნიუმის დეფიციტის რეგულირება.
პირიდოქსინის მაღალი დოზით ხანგრძლივად მიღებამ (რამდენიმე თვე, ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წელი) შეიძლება დააზიანოს აფერენტული ნერვი. სიმპტომები მოიცავს მგრძნობელობის დაკარგვას და წონასწორობის დაკარგვა, კიდურების ტრემორი და თანდათან პროგრესირებადი სენსორული ატაქსია (კოორდინაციის სირთულე). ზოგადად, ეს ეფექტები შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
წინააღმდეგნაჩვენები კომბინაციებია:
ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). თავი აარიდეთ ლევოდოპასთან ერთად გამოყენებას, რადგან ამ შემთხვევაში ლევოდოპას ეფექტი კლებულობს. თუ იგი არ გამოიყენება დოპა-დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან ერთად.
არ არის რეკომენდებული:
ფოსფატები, ან კალციუმის მარილები, რადგან ისინი ხელს უშლის ნაწლავებიდან მაგნიუმის შეწოვას.
ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კომბინაციებს:
პერორალურად მისაღები ტეტრაციკლინი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი). პერორალური ტეტრაციკლინების მიღებისას საჭიროა დაიცვათ სულ მცირე 3 საათიანი ინტერვალი კუჭ-ნაწლავის სისტემიდან ციკლინების შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ექიმი ამ პრეპარატის მიღებას ორსულობის პერიოდში გირჩევთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ ამ პრეპარატის მიღებისას გაიგეთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწვეტილების მიღება მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ითვლება, რომ პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები, მაგნიუმი და ვიტამინი B6, თავსებადია ლაქტაციასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ლაქტაციის პერიოდში ვიტამინ B6 მაქსიმალური დღიური დოზის შესახებ მონაცემები შეზღუდულია,
რეკომენდებულია ლაქტაციის პერიოდში ქალებმა მიიღონ მაქსიმუმ 20მგ ვიტამინი B6.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგნე B6 პრემიუმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მაგნე B6 პრემიუმი შეიცავს უწყლო ლაქტოზას (იხ. „დამატებითი ინფორმაცია”). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ მივიღოთ მაგნე B6 პრემიუმი
ზრდასრულები: მაგნე B6 პრემიუმის 3-4 ტაბლეტი დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად ჭამის დროს.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (დაახლოებით 20კგ): მაგნე B6 პრემიუმის 2-4 ტაბლეტი დღეში, დაყოფილი 2-3 მიღებად ჭამის დროს.
თუ ფიქრობთ, რომ მაგნე B6 პრემიუმის ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
პერორალური მიღების წესი და ხანგრძლივობა
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანა წყლის (ჭიქა) დაყოლებით.
სასურველია დღიური დოზის რამდენიმე მიღებად დაყოფა და მიღება ჭამამდე, ან ჭამის დროს.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თუ სიმპტომები არ უმჯობესდება ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ.
თუ მიიღეთ მაგნე B6 პრემიუმი ჭარბი დოზით
ჩვეულებრივ მაგნიუმის დოზის გადაჭარბება არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია. თუმცა თირკმლის უკმარისობის დროს შეიძლება გამოვლინდეს მაგნიუმით ინტოქსიკაცია. რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები: დაბალი არტერიული წნევა, გულისრევა, ღებინება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების შემცირება, ეკგ-ს ცვლილება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სასუნთქი სისტემის პარალიზი, ანურია.
მაგნე B6 პრემიუმის დოზის გადაჭარბების მკურნალობა: რეჰიდრატაცია და ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა ჰემოდიალიზი, ან პერიტონეალური დიალიზი.
თუ დაგავიწყდათ მაგნე B6 პრემიუმი მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად მაგნე B6 პრემიუმმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შესაძლოა გამოვლინდეს:
იზოლირებულ შემთხვევებში დიარეა და ტკივილი მუცლის არეში;
რეაქციები კანის მხრივ;
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართწთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ მაგნე B6 პრემიუმი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მაგნე B6 პრემიუმი
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
- აქტიური ნივთიერებები: მაგნიუმი 100მგ, მაგნიუმის უწყლო ციტრატის სახით 618.43მგ და პირიდოქსინის ჰიდროქლორიტი (ვიტამინი B6) 10მგ;
- სხვა ნივთიერებებია: ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ჰიპროელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171) ტალკი.
მაგნე B6 პრემიუმი აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
კოლოფში მოთავსებულია 15 ტაბლეტი 2 პვქ-პე-პვდქ/ალ ბლისტერზე.
კოლოფში მოთავსებულია 15 ტაბლეტი 4 პვქ-პე-პვდქ/ალ ბლისტერზე.
ყველა შეფუთვა არ არის მარკეტიზებული.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
SANOFI ROMANIA S.R.L.
ჰერასტრაუს რკინიგზის სადგურის ქ. #4, შენობა ბ, 8-9 სართული
სექტორი 2, ბუქარესტი.
რუმინეთი
მწარმოებელი
CHINOIN Private Co. Ltd.
Levai u. 5, 2112 Veresegyhaz, უნგრეთი
ამ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ სავაჭრო უფლების მფლობელს:
Sanofi Romania S.R.L.
ტელ: 021 317 31 36
ბოლო გადახედვის თარიღი: ივლისი 2015
ინფორმაცია და მითითებები ამ პრეპარატის სწორი გამოყენების შესახებ
მაგნიუმი არის მინერალური ელემენტი, რომელიც ბუნებრივად წარმოდგენილია ადამის ორგანიზმის უჯრედებში; ის კონკრეტულად არეგულირებს ნერვულ იმპულსებს და კუნთების შეკუმშვას. ორანისმის მიერ საჭირო რაოდენობით მაგნიუმის მიღება ხდება დაბალანსებული დიეტით. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს არაბალანსირებული კვების დროს. მაგ. ძალიან მკაცრი დიეტის დაცვისას, ან კონკრეტულ სიტუაციებში, როგორიცაა ინტენსიური ვარჯიში, ზრდა, სტრესი, კონკრეტული პრეპარატებით მკურნალობა (მაგ. დიურეტიკებით). მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის უჯრედების მომატებულ აგზნებადობას, რასაც მივყავართ უსიამოვნო გამოვლინებებამდე, როგორებიცაა გარდამავალი დაღლილობა, ტრემორი, კუნთების სპაზმები, ნევროზულობა. ზოგიერთი ამ სიმპტომის ერთობლივი გამოვლინება მიუთითებს მაგნიუმის დეფიციტზე. ამიტომ, თქვენი ექიმი, ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ, ან რეკომენდაციას გაუწევს მაგნიუმის შემცველ პრეპარატს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დარღვევა არ ქრება მაგნიუმით მკურნალობის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


