პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

მაგნასპარტატი

Magnaspartate®

ურეცეპტოდ243მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

მაგნასპარტატი არის მინერალური პრეპარატი და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს, რაც 243 მგ (10 მმოლ) მაგნიუმის ეკვივალენტურია. მაგნასპარტატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშებში 2 წლიდან და ზემოთ, მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისათვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Magnesium asparatate dihydrate)
ფორმა და შეფუთვა
243მგ/6,5გ 6,5გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
Lusomedicamenta Sociedade Tecnica Farmaceutica, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, მაგნიუმი
ATC კოდი
A12CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044911
რეგისტრირებულია
4 მარტი 2026, მოქმედებს 4 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებამაგნასპარტატი და სხვა წამალი ერთად

მაგნასპარტატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაგნასპარტატი არის მინერალური პრეპარატი და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს, რაც 243 მგ (10 მმოლ) მაგნიუმის ეკვივალენტურია.

მაგნასპარტატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშებში 2 წლიდან და ზემოთ, მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ, თავს უკეთ არ გრძნობთ ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები (18 წლის ზემოთ) 1-2 საშეტი დღეში (243-486 მგ მაგნიუმის ექვივალენტი).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები და მოზარდები (10-18 წელი)

1 საშეტი დღეში (243 მაგნიუმის ექვივალენტი) გახსნილი 50-200მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში.

ბავშვები (4-10 წელი)

1 საშეტი დღეში (243 მაგნიუმის ექვივალენტი) გახსნილი 50-200მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში. ალტერნატიულად, ნახევარი დოზისთვის, გამოიყენეთ ნახევარი მოცულობა 1 საშეტისა გახსნილი 50-200მლ წყალში (121,5მგ მაგნიუმის ექვივალენტი)

ბავშვები (2-4 წელი) 1 საშეტის ნახევარი მოცულობა გახსენით 50-200მლ წყალში (121,5მგ მაგნიუმის ექვივალენტი)

პაციენტები თირკმლის დისფუნქციით:

თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვებში და მოზარდებში(12-18 წელი) და თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სისხლში მაგნიუმის დონე უნდა კონტროლდებოდეს რეგულარული ინტერვალებით.

მაგნიუმის მომარაგების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეული პაციენტის კლინიკურ საჭიროებებზე.

მიღების წესი:

მაგნასპარტატის ერთი საშეტი გახსენით 50-200 მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში.

მოურიეთ, სანამ ხსნარი წყალში გამჭვირვალე არ იქნება. ფორთოხლის წვენში ან ჩაიში შეიძლება იყოს არააქტიური ნაწილაკები ხილული.

დალიეთ მყისიერად ან 24 საათის განმავლობაში თუ დამზადდა ბოთლის წყლით და ინახებოდა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

თუ არ შეგიძლიათ გადაყლაპვა და გაქვთ კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან ნაზალური ტუბი კვებისათვის, 200 მლ წყალში გახსნილი მაგნასპარტატის მიღება შეიძლება ტუბის საშუალებით მომზადებისთანავე ან 24 საათის განმავლობაში თუ დამზადებულია ბოთლის წყლით და ინახებოდა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მაგნასპარტატის დოზის გადაჭარბება

გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, თუ თქვენი თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგნიუმის ჭარბი რაოდენობა თირკმლების საშუალებით გამოიყოფა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დისფუნქცია ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ადგილობრივი საავადმყოფოს უბედური შემთხვევების განყოფილებას რისკების შეფასებისა და რჩევების მისაღებად.

თუ დაგავიწყდათ მაგნასპარტატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დარღვევები

თუ თქვენი გულის რითმი ძალიან ნელია (‘ბრადიკარდია’)

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ მაგნასპარტატს:

თუ თქვენ გადმოერთეთ სხვა მაგნიუმის პრეპარატიდან, რათა დარწმუნდეთ, რომ მაგნასპარტატით მკურნალობა არ გაგრძნობინებთ თავს ცუდად და შეძლოთ განაგრძოთ მაგნიუმის სწორი დოზის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. მაგნასპარტატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მაგნასპარტატის მოქმედებაზე.

კერძოდ, მაგნასპარტატის მიღებასა და შემდეგი პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2–3 საათი.

ცელულოზა ნატრიუმის ფოსფატი, გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი დაავადების პრევენციისათვის

EDTA, გამოიყენება საავადმყოფოში კალციუმის მაღალი დონის სამკურნალოდ

ფტორიდები, გამოიყენება კბილის კარიესის პრევენციისათვის

ტეტრაციკლინები, ნიტროფურანტოინი, ნიტროქსოლინი, ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი

ამინოქინოლინები, მალარიის სამკურნალო პრეპარატები

ქინიდინი და ქინიდინის წარმოებულები, გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

პენიცილამინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მძიმე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და ვილსონის დაავადების დროს

რკინა, ანემიის სამკურნალოდ

ბისფოსფონატები, გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

ელტრომბოპაგი, გამოიყენება სისხლდენისას დეფიციტის კორექციისათვის

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის დეფიციტი. ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი მაგნიუმის დღიური დოზა.

ამინოგლიკოზიდები, ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები, მაგ. გენტამიცინი, სტრეპტომიცინი და ნეომიცინი

კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ცისპლატინი და EGF-რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ცეტუქსიმაბი და ერლოტინიბი

ციკლოსპორინები, პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, მაგ. ორგანოს გადანერგვის შემდეგ

შარდმდენები (დიურეტიკები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მაგ. თიაზიდი, ფუროსემიდი, ბუმეტანიდი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭში ან საყლაპავში მაღალი მჟავიანობის სამკურნალოდ, მაგ. ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი

ამფოტერიცინი B, ანტიბიოტიკი, რომელიც ებრძვის სოკოვან ინფექციებს ორგანიზმში

რაპამიცინი, პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას, მაგ. ორგანოს გადანერგვის შემდეგ

პენტამიდინი, ინფექციების, მაგ. პნევმონიის სამკურნალო პრეპარატი

ფოსკარნეტი, ანტივირუსული პრეპარატი

მაგნასპარტატი სასმელებთან ერთად

მაგნასპარტატის მიღება შეიძლება წყალთან, ჩაისთან ან ფორთოხლის წვენთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მაგნასპარტატის გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე, მამაკაცებისა და ქალების ფერტილობაზე ზეგავლენა მაგნიუმის მიღების შემდეგ მოსალოდნელი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაგნასპარტატს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზეგავლენა გააჩნია ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგნასპარტატი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს.

თუ თქვენთვის ექიმს აქვს ნათქვამი, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის.

თითო პაკეტი შეიცავს 2.706გ სუკროზას. ეს მხედველობაში უნდა მიიღონ დიაბეტიან პაციენტებმა.

ხშირი და/ან მუდმივი გამოყენების შემთხვევაში მაგნასპარტატი შეიძლება საზიანო იყოს კბილებისათვის.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო საშეტში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

არახშირი (შესაძლოა განვითრდეს 1,000-დან 1-10 პაციენტში):

თხიერი განავალი ან ფაღარათი მკურნალობის დასაწყისში (უვნებელია და ჩვეულებრივ კლებულობს მკურნალობის გაგრძელებისას).

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

სისუსტე, თუ მაგნასპარტატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის მაგ. ფაღარათი განვითარების შემთხვევაში, დროებით უნდა შეწყვიტო მკურნალობა. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში, შეიძლება მკურნალობის განახლება, შემცირებული დოზით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რაც მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ (იხ.მონაცემები ქვემოთ).

გაერთიანებული სამეფო(ჩრდილო ირლანდია)

ყვითელი ბარათის სქემა

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ან მოძებნეთ ყვითელი ბარათის სქემა Google play-ში ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის მაგნიუმი. ერთი საშეტი (6,5 გ) შეიცავს 3246 მგ მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს; მაგნიუმის შემცველობა: 243 მგ.

დახმარე ნივთიერებებია საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ატმის/გარგარის არომატი, საქარინ ნატრიუმი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

მაგნასპარტატის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი ფხვნილი ატმის/გარგარის არომატით.

მაგნასპარტატი ხელმისაწვდომია შეფუთვებში 10 ან 20 საშეტით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

წყალში, ფორთოხლის წვენში ან ჩაიში გახსნილი მაგნასპარტატის მიიღება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე ან 24 საათის განმავლობაში როდესაც გახსნილია ბოთლის წყალში და ინახებოდა 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლოს დღეს.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

მაგნასპარტატი® 243 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისათვის

მაგნიუმი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ გაქვთ კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

რას წარმოადგენს მაგნასპარტატი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ მაგნასპარტატის მიღებამდე

მაგნასპარტატის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება მაგნასპარტატი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება

მაგნასპარტატი არის მინერალური პრეპარატი და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს, რაც 243 მგ (10 მმოლ) მაგნიუმის ეკვივალენტურია.

მაგნასპარტატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშებში 2 წლიდან და ზემოთ, მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ, თავს უკეთ არ გრძნობთ ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება მიმართეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ მაგნასპარტატის მიღებამდე

არ მიიღოთ მაგნასპარტატი:

თუ ხართ ალერგიული მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დარღვევები

თუ თქვენი გულის რითმი ძალიან ნელია (‘ბრადიკარდია’)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ მაგნასპარტატს:

თუ თქვენ გადმოერთეთ სხვა მაგნიუმის პრეპარატიდან, რათა დარწმუნდეთ, რომ მაგნასპარტატით მკურნალობა არ გაგრძნობინებთ თავს ცუდად და შეძლოთ განაგრძოთ მაგნიუმის სწორი დოზის მიღება.

სხვა პრეპარატები და მაგნასპარტატი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. მაგნასპარტატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მაგნასპარტატის მოქმედებაზე.

კერძოდ, მაგნასპარტატის მიღებასა და შემდეგი პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2–3 საათი.

ცელულოზა ნატრიუმის ფოსფატი, გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი დაავადების პრევენციისათვის

EDTA, გამოიყენება საავადმყოფოში კალციუმის მაღალი დონის სამკურნალოდ

ფტორიდები, გამოიყენება კბილის კარიესის პრევენციისათვის

ტეტრაციკლინები, ნიტროფურანტოინი, ნიტროქსოლინი, ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი

ამინოქინოლინები, მალარიის სამკურნალო პრეპარატები

ქინიდინი და ქინიდინის წარმოებულები, გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

პენიცილამინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მძიმე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და ვილსონის დაავადების დროს

რკინა, ანემიის სამკურნალოდ

ბისფოსფონატები, გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

ელტრომბოპაგი, გამოიყენება სისხლდენისას დეფიციტის კორექციისათვის

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის დეფიციტი. ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი მაგნიუმის დღიური დოზა.

ამინოგლიკოზიდები, ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები, მაგ. გენტამიცინი, სტრეპტომიცინი და ნეომიცინი

კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ცისპლატინი და EGF-რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ცეტუქსიმაბი და ერლოტინიბი

ციკლოსპორინები, პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, მაგ. ორგანოს გადანერგვის შემდეგ

შარდმდენები (დიურეტიკები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მაგ. თიაზიდი, ფუროსემიდი, ბუმეტანიდი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭში ან საყლაპავში მაღალი მჟავიანობის სამკურნალოდ, მაგ. ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი

ამფოტერიცინი B, ანტიბიოტიკი, რომელიც ებრძვის სოკოვან ინფექციებს ორგანიზმში

რაპამიცინი, პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას, მაგ. ორგანოს გადანერგვის შემდეგ

პენტამიდინი, ინფექციების, მაგ. პნევმონიის სამკურნალო პრეპარატი

ფოსკარნეტი, ანტივირუსული პრეპარატი

მაგნასპარტატი სასმელებთან ერთად

მაგნასპარტატის მიღება შეიძლება წყალთან, ჩაისთან ან ფორთოხლის წვენთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

მაგნასპარტატის გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე, მამაკაცებისა და ქალების ფერტილობაზე ზეგავლენა მაგნიუმის მიღების შემდეგ მოსალოდნელი არ არის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მაგნასპარტატს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზეგავლენა გააჩნია ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგნასპარტატი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს.

თუ თქვენთვის ექიმს აქვს ნათქვამი, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის.

თითო პაკეტი შეიცავს 2.706გ სუკროზას. ეს მხედველობაში უნდა მიიღონ დიაბეტიან პაციენტებმა.

ხშირი და/ან მუდმივი გამოყენების შემთხვევაში მაგნასპარტატი შეიძლება საზიანო იყოს კბილებისათვის.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო საშეტში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

მაგნასპარტატის მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები (18 წლის ზემოთ) 1-2 საშეტი დღეში (243-486 მგ მაგნიუმის ექვივალენტი).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები და მოზარდები (10-18 წელი)

1 საშეტი დღეში (243 მაგნიუმის ექვივალენტი) გახსნილი 50-200მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში.

ბავშვები (4-10 წელი)

1 საშეტი დღეში (243 მაგნიუმის ექვივალენტი) გახსნილი 50-200მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში. ალტერნატიულად, ნახევარი დოზისთვის, გამოიყენეთ ნახევარი მოცულობა 1 საშეტისა გახსნილი 50-200მლ წყალში (121,5მგ მაგნიუმის ექვივალენტი)

ბავშვები (2-4 წელი) 1 საშეტის ნახევარი მოცულობა გახსენით 50-200მლ წყალში (121,5მგ მაგნიუმის ექვივალენტი)

პაციენტები თირკმლის დისფუნქციით:

თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვებში და მოზარდებში(12-18 წელი) და თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სისხლში მაგნიუმის დონე უნდა კონტროლდებოდეს რეგულარული ინტერვალებით.

მაგნიუმის მომარაგების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეული პაციენტის კლინიკურ საჭიროებებზე.

მიღების წესი:

მაგნასპარტატის ერთი საშეტი გახსენით 50-200 მლ წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში.

მოურიეთ, სანამ ხსნარი წყალში გამჭვირვალე არ იქნება. ფორთოხლის წვენში ან ჩაიში შეიძლება იყოს არააქტიური ნაწილაკები ხილული.

დალიეთ მყისიერად ან 24 საათის განმავლობაში თუ დამზადდა ბოთლის წყლით და ინახებოდა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

თუ არ შეგიძლიათ გადაყლაპვა და გაქვთ კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან ნაზალური ტუბი კვებისათვის, 200 მლ წყალში გახსნილი მაგნასპარტატის მიღება შეიძლება ტუბის საშუალებით მომზადებისთანავე ან 24 საათის განმავლობაში თუ დამზადებულია ბოთლის წყლით და ინახებოდა 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მაგნასპარტატის დოზის გადაჭარბება

გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, თუ თქვენი თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგნიუმის ჭარბი რაოდენობა თირკმლების საშუალებით გამოიყოფა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დისფუნქცია ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ადგილობრივი საავადმყოფოს უბედური შემთხვევების განყოფილებას რისკების შეფასებისა და რჩევების მისაღებად.

თუ დაგავიწყდათ მაგნასპარტატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

არახშირი (შესაძლოა განვითრდეს 1,000-დან 1-10 პაციენტში):

თხიერი განავალი ან ფაღარათი მკურნალობის დასაწყისში (უვნებელია და ჩვეულებრივ კლებულობს მკურნალობის გაგრძელებისას).

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

სისუსტე, თუ მაგნასპარტატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის მაგ. ფაღარათი განვითარების შემთხვევაში, დროებით უნდა შეწყვიტო მკურნალობა. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში, შეიძლება მკურნალობის განახლება, შემცირებული დოზით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რაც მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ (იხ.მონაცემები ქვემოთ).

გაერთიანებული სამეფო(ჩრდილო ირლანდია)

ყვითელი ბარათის სქემა

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ან მოძებნეთ ყვითელი ბარათის სქემა Google play-ში ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

როგორ ინახება მაგნასპარტატი

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

წყალში, ფორთოხლის წვენში ან ჩაიში გახსნილი მაგნასპარტატის მიიღება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე ან 24 საათის განმავლობაში როდესაც გახსნილია ბოთლის წყალში და ინახებოდა 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლოს დღეს.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მაგნასპარტატი

აქტიური ნივთიერება არის მაგნიუმი. ერთი საშეტი (6,5 გ) შეიცავს 3246 მგ მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს; მაგნიუმის შემცველობა: 243 მგ.

დახმარე ნივთიერებებია საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ატმის/გარგარის არომატი, საქარინ ნატრიუმი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

მაგნასპარტატის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი ფხვნილი ატმის/გარგარის არომატით.

მაგნასპარტატი ხელმისაწვდომია შეფუთვებში 10 ან 20 საშეტით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Kora Corporation Ltd t/a Kora Healthcare

20 Harcourt Street, Dublin 2, D02 H364, ირლანდია

მწარმოებელი

Lusomedicamenta Sociedade Tecnica Farmaceutica, S.A.

Estrada Consiglieri Pedroso, 69-B, Queluz,

Barcarena, 2730-055, პორტუგალია

ეს სამკურნალო პრეპარატი ნებადართული EEA წვერ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში შემდეგი სახელწოდებებით:

გაერთიანებული სამეფო(NI&GB)

მაგნასპარტატი 243 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისათვის

ბელგია, ნიდერლანდები, ირლანდია:

Magnence 243 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისათვის

ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2024 წლის აპრილში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა