პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

მაგვიტალი 365 მგ გრანულების შემცველი პაკეტი

Magvital® 365 mg Granül Içeren Saşe

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მაგვიტალის საშეტები შეიცავენ მაგნიუმის კარბონატს და მაგნიუმის ოქსიდს აქტიური ნივთიერების სახით. მაგნეზიუმი მიეკუთვნება მინერალური დანამატების მედიკამენტების ჯგუფს. მაგვიტალის შეიცავს 30 საშეტს პოლიეთილენის/ალუმინის/ფოლგის შეფუთვაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბონატი (carbonate) + ოქსიდი (oxide)
ფორმა და შეფუთვა
670მგ + 342მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის გემოთი პაკეტი №30
მწარმოებელი
Neutec İlaç San. Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, მაგნიუმი
ATC კოდი
A12CC30
რეგისტრაციის ნომერი
რ-046582
რეგისტრირებულია
2 ნოემბერი 2026, მოქმედებს 2 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებამაგვიტალი 365 მგ გრანულების შემცველი პაკეტი და სხვა წამალი ერთად

მაგვიტალი 365 მგ გრანულების შემცველი პაკეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაგვიტალის საშეტები შეიცავენ მაგნიუმის კარბონატს და მაგნიუმის ოქსიდს აქტიური ნივთიერების სახით.

მაგნეზიუმი მიეკუთვნება მინერალური დანამატების მედიკამენტების ჯგუფს.

მაგვიტალის შეიცავს 30 საშეტს პოლიეთილენის/ალუმინის/ფოლგის შეფუთვაში.

მაგვიტალი,

ამსუბუქებს მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს,

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გახშირებული პულსი, არარეგულარული გულისცემა, გულის შეტევა, სტენოკარდია (გულის მკერდის ტკივილი, გამოწვეული გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების შევიწროებით/ბლოკირებით), მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰიპერტენზია,

ნერვები და კუნთები: კუნთების უეცარი და ჭარბი შეკუმშვა (ტეტანია), კუნთების სპაზმები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, კუნთებისა და ნერვების აგზნებადობის მომატება, წვივის სპაზმები, ახალშობილებსა და ჩვილებში კრუნჩხვითი მდგომარეობები და სტრესი.

გინეკოლოგიური, სამეანო და ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობები: ნაადრევი შეკუმშვა, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევა, ორსულობასთან დაკავშირებული შეკუმშვა (ეკლამფსია/პრეეკლამფსია), ტოკოლიზი, რომელიც მოითხოვს ბეტა-მიმეტიკების მიღებას (საშვილოსნოს შეკუმშვის შეჩერება), მტკივნეული მენსტრუაცია.

ორთოპედია: ოსტეოართრიტი და ოსიფიკაცია,

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია (კალციუმის ოქსალატის უროლიტიზის რეციდივის პრევენცია),

გამოიყენება დიაბეტისა და შაკიკის (თავის ტკივილის სახეობა) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირე:

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ:

მოზრდილებისა და მოზარდებისთვის (12-17 წლის) რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 საშეტი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 საშეტი.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მაგვიტალი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

გახსენით 1 საშეტი 75 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალში და მიიღეთ საკვებთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

რეკომენდებული დღიური დოზა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეადგენს ½ (ნახევარი) - 1 საშეტი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენება ხანდაზმულებში:

გერიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

მაგვიტალი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.

თუ ფიქრობთ, რომ მაგვიტალის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგვიტალი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგვიტალი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მაგვიტალის გამოყენება

გამოტოვებული დოზების კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მაგვიტალით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

არ შეწყვიტოთ მაგვიტალის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა ან დარღვევა,

მაგვიტალი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს,

თუ თქვენ იღებთ კრაზანას ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ,

თუ თქვენ იღებთ ლითიუმის თერაპიას შფოთვითი აშლილობებით გამოწვეული განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის კონტროლისთვის,

თუ თქვენი მაგნიუმის დონე 1.5 მეკვ/ლ-ზე ნაკლებია,

საშუალო ასაკის პაციენტებში დიარეა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით ან მედიკამენტების მიღებით. თუ დიარეა განგივითარდათ, აცნობეთ ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც აღინიშნებოდა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

მაგვიტალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მაგვიტალი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. უზმოზე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება მაგვიტალის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მაგვიტალით მკურნალობაზე. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

კუნთების რელაქსანტები (არადეპოლარიზებადი ნეირომუსკულური ბლოკატორები),

ამინოქინოლონები, ნიტროფურანტოინი, პენიცილამინი, ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები (ანტიბიოტიკები),

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ),

ლითიუმი (განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის კონტროლისათვის),

ნატრიუმის პოლისტიროლის სულფონატი (ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნას),

ცელულოზის ნატრიუმის ფოსფატი (გამოიყენება თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენციისთვის),

სხვა მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები (მაგნიუმის ოყნების ჩათვლით),

ბარბიტურატები (უძილობის სამკურნალო მედიკამენტები), ოპიოიდები (ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მორფინის მსგავსი ეფექტი ორგანიზმში), ჰიპნოტიკები (ძილის გამომწვევი პრეპარატები),

ნიფედიპინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს),

რადგან ლევოთიროქსინის შემცველი მედიკამენტების შეწოვა მაგნიუმთან ერთად მიღებისას დარღვეულია, ორივე მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი ძუძუთი კვების დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაგვიტალს არ აქვს უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგვიტალის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2,08 მმოლ (47,76 მგ) ნატრიუმს თითო საშეტში. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, მაგვიტალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ მაგვიტალის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

მძიმე ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუსა და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, სიწითლე)

სუნთქვის დათრგუნვა

კომა

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან სულ მცირე 1-მდე პაციენტში.

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში,

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

დიარეა

ხშირი

დეპრესია

ფსიქიკური დაბნეულობა

კომა

დაბალი არტერიული წნევა

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები (ეკგ)

სუნთქვის დათრგუნვა (ნელი და არაეფექტური სუნთქვა)

გულისრევა

ღებინება

უცნობია

ალერგიული რეაქცია

სიწითლე

ქავილი

სპაზმები

დაღლილობის შეგრძნება

სისუსტე

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08.

თქვენს მიერ განცდილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

შენახვის პირობები

მაგვიტალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ მაგვიტალი.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადაყაროთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ნეუტექ ილაჩ სან. ტიკ. ა.შ. / neutec Ilac San. Tic. A.S.

ესენლერი / სტამბოლი

ტელეფონი: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

არიფიე / საქარია

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამოწმების თარიღია 18.04.2023 წელი.

ML365KT07

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მაგვიტალი® 365 მგ საშეტი გრანულებით

ეს სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: თითოეული პაკეტი შეიცავს 365 მგ მაგნიუმის იონებს, რომლებიც მიიღება შემდეგი ნივთიერებების კომბინაციიდან: 670 მგ მაგნიუმის კარბონატი და 342 მგ მაგნიუმის ოქსიდი.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონის არომატიზატორი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას გამოყენების მიზნით.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში წასვლა, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ სამკურნალო საშუალებას.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს მაგვიტალი და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია მაგვიტალის გამოყენებამდე
  • მაგვიტალის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • მაგვიტალის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს მაგვიტალი და რისთვის გამოიყენება?

მაგვიტალის საშეტები შეიცავენ მაგნიუმის კარბონატს და მაგნიუმის ოქსიდს აქტიური ნივთიერების სახით.

მაგნეზიუმი მიეკუთვნება მინერალური დანამატების მედიკამენტების ჯგუფს.

მაგვიტალის შეიცავს 30 საშეტს პოლიეთილენის/ალუმინის/ფოლგის შეფუთვაში.

მაგვიტალი,

ამსუბუქებს მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს,

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გახშირებული პულსი, არარეგულარული გულისცემა, გულის შეტევა, სტენოკარდია (გულის მკერდის ტკივილი, გამოწვეული გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების შევიწროებით/ბლოკირებით), მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰიპერტენზია,

ნერვები და კუნთები: კუნთების უეცარი და ჭარბი შეკუმშვა (ტეტანია), კუნთების სპაზმები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, კუნთებისა და ნერვების აგზნებადობის მომატება, წვივის სპაზმები, ახალშობილებსა და ჩვილებში კრუნჩხვითი მდგომარეობები და სტრესი.

გინეკოლოგიური, სამეანო და ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობები: ნაადრევი შეკუმშვა, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევა, ორსულობასთან დაკავშირებული შეკუმშვა (ეკლამფსია/პრეეკლამფსია), ტოკოლიზი, რომელიც მოითხოვს ბეტა-მიმეტიკების მიღებას (საშვილოსნოს შეკუმშვის შეჩერება), მტკივნეული მენსტრუაცია.

ორთოპედია: ოსტეოართრიტი და ოსიფიკაცია,

თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენცია (კალციუმის ოქსალატის უროლიტიზის რეციდივის პრევენცია),

გამოიყენება დიაბეტისა და შაკიკის (თავის ტკივილის სახეობა) სამკურნალოდ.

  • ინფორმაცია მაგვიტალის გამოყენებამდე

არ შეიძლება მაგვიტალის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:

არ მიიღოთ მაგვიტალი, თუ გაქვთ ალერგია მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ,

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა ან დარღვევა,

მაგვიტალი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს,

თუ თქვენ იღებთ კრაზანას ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ,

თუ თქვენ იღებთ ლითიუმის თერაპიას შფოთვითი აშლილობებით გამოწვეული განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის კონტროლისთვის,

თუ თქვენი მაგნიუმის დონე 1.5 მეკვ/ლ-ზე ნაკლებია,

საშუალო ასაკის პაციენტებში დიარეა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით ან მედიკამენტების მიღებით. თუ დიარეა განგივითარდათ, აცნობეთ ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც აღინიშნებოდა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

მაგვიტალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მაგვიტალი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. უზმოზე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი ძუძუთი კვების დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მაგვიტალს არ აქვს უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგვიტალის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2,08 მმოლ (47,76 მგ) ნატრიუმს თითო საშეტში. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მაგვიტალით მკურნალობაზე. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

კუნთების რელაქსანტები (არადეპოლარიზებადი ნეირომუსკულური ბლოკატორები),

ამინოქინოლონები, ნიტროფურანტოინი, პენიცილამინი, ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები (ანტიბიოტიკები),

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ),

ლითიუმი (განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის კონტროლისათვის),

ნატრიუმის პოლისტიროლის სულფონატი (ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნას),

ცელულოზის ნატრიუმის ფოსფატი (გამოიყენება თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენციისთვის),

სხვა მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები (მაგნიუმის ოყნების ჩათვლით),

ბარბიტურატები (უძილობის სამკურნალო მედიკამენტები), ოპიოიდები (ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მორფინის მსგავსი ეფექტი ორგანიზმში), ჰიპნოტიკები (ძილის გამომწვევი პრეპარატები),

ნიფედიპინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს),

რადგან ლევოთიროქსინის შემცველი მედიკამენტების შეწოვა მაგნიუმთან ერთად მიღებისას დარღვეულია, ორივე მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მაგვიტალის გამოყენების წესი

ინსტრუქცია გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირე:

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ:

მოზრდილებისა და მოზარდებისთვის (12-17 წლის) რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 საშეტი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 საშეტი.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მაგვიტალი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

გახსენით 1 საშეტი 75 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალში და მიიღეთ საკვებთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

რეკომენდებული დღიური დოზა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეადგენს ½ (ნახევარი) - 1 საშეტი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენება ხანდაზმულებში:

გერიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

მაგვიტალი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.

თუ ფიქრობთ, რომ მაგვიტალის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგვიტალი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგვიტალი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მაგვიტალის გამოყენება

გამოტოვებული დოზების კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მაგვიტალით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

არ შეწყვიტოთ მაგვიტალის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, მაგვიტალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ მაგვიტალის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

მძიმე ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუსა და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, სიწითლე)

სუნთქვის დათრგუნვა

კომა

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან სულ მცირე 1-მდე პაციენტში.

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 -დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში,

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

დიარეა

ხშირი

დეპრესია

ფსიქიკური დაბნეულობა

კომა

დაბალი არტერიული წნევა

გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები (ეკგ)

სუნთქვის დათრგუნვა (ნელი და არაეფექტური სუნთქვა)

გულისრევა

ღებინება

უცნობია

ალერგიული რეაქცია

სიწითლე

ქავილი

სპაზმები

დაღლილობის შეგრძნება

სისუსტე

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08.

თქვენს მიერ განცდილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

  • მაგვიტალის შენახვის პირობები

მაგვიტალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მაგვიტალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ მაგვიტალი.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადაყაროთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ნეუტექ ილაჩ სან. ტიკ. ა.შ. / neutec Ilac San. Tic. A.S.

ესენლერი / სტამბოლი

ტელეფონი: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

ნეუტექ ილაჩ სან. ტიკ. ა.შ. / neutec Ilac San. Tic. A.S.

არიფიე / საქარია

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამოწმების თარიღია 18.04.2023 წელი.

ML365KT07

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა