პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ლორნადო

LORNADO

ურეცეპტოდ8მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის მწვავე ტკივილის სინდრომის სიმპტომური მოკლევადიანი მკურნალობა; ოსტეოართრიტის დროს ტკივილის და ანთების სიმპტომური მკურნალობა; რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში გამოსაყენებლად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლორნოქსიკამი (lornoxicam)
ფორმა და შეფუთვა
8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044559
რეგისტრირებულია
25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალორნადო და სხვა წამალი ერთად

ლორნადო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის მწვავე ტკივილის სინდრომის სიმპტომური მოკლევადიანი მკურნალობა;

ოსტეოართრიტის დროს ტკივილის და ანთების სიმპტომური მკურნალობა;

რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში გამოსაყენებლად.

მიღების წესი და დოზირება

ლორნოქსიკამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლორნოქსიკამის გამოყენებისას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

ტკივილის სინდრომი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 8-16 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. ლორნოქსიკამის მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 მგ-ს.

ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებაზე. შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდირებული ლორნადოს გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში; არ არსებობს მონაცემები ლორნოქსიკამის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ამ კატეგორიის პაციენტებში.

ხანდაზმული პაციენტები

65 წლის ზემოთ პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები არ აღენიშნებათ. თუმცა, ლორნადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში, რადგან ისინი უფრო ცუდად იტანენ გვერდით რეაქციებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული დარღვევებით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებად. ლორნადოს გამოყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებაზე. ლორნადოს გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ჰიპერმგრძნობელობა (ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, რინიტი, ჭინჭრის ციება) სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავის ჩათვლით;

თრომბოციტოპენია;

გულის მწვავე უკმარისობა;

კუჭ-ნაწლავიდან, ცერებროვასკულარული ან სხვა სისხლდენა;

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, დაკავშირებული წარსულში ჩატარებულ თერაპიასთან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;

მწვავე პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მორეციდივე წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში (წყლულების წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია (Ccr) 700 მკმოლი/ლ მეტი);

ორსულობის III ტრიმესტრი.

სიფრთხილის ზომები

ლორნოქსიკამი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას, ამიტომ ლორნადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

შემდეგ სიტუაციებში ლორნოქსიკამი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადოდ შეფასების შემდეგ:

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო (Ccr 150-300 მკმოლ/ლ) და ზომიერიად (Ccr 300-700 მკმოლ/ლ) გამოხატული დარღვევებით ლორნოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ პროსტაგლანდინები აუცილებელია თირკმლის სისხლის ნაკადის შესანარჩუნებლად. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გულის უკმარისობით, დიურეზულების ან პრეპარატების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევებით საჭიროა ჩატარდეს კლინიკური სტატუსის სათანადო მონიტორინგი და ლაბორატორიული მაჩვენებლების (მაგალითად, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის) შეფასება.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით (მაგალითად, ციროზით) აუცილებელია კლინიკური სტატუსის მონიტორინგის და ლაბორატორიული მაჩვენებლების (მაგალითად, სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების დონეების) შეფასების ჩატარება რეგულარული ინტერვალებით, ვინაიდან ლორნოქსიკამი, 12-16 მგ დღიური დოზით გამოყენებისას, შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში (AUC-ის ზრდა). ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენებისას პრეპარატის სხვა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ლორნადოს ხანგრძლივი გამოყენებისას (3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პარამეტრები, ასევე ჰემატოლოგიური მაჩვენებლები.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს ხანდაზმული (65 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში საჭიროა თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან

არ არის რეკომენდირებული ლორნოქსიკამის გამოყენება სხვა აასს-თან, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციმეტიდინი

ლორნოქსიკამის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს არასასურველი რეაქციების აღნიშვნის გაზრდილ რისკთან (არ გამოვლენილა ურთიერთქმედება ლორნოქსიკამს და რანიტიდინს ან ანტაციდებს შორის).

ანტიკოაგულანტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის სათანადო მონიტორინგი.

ფენპროკუმონი

ფენპროკუმონის ეფექტურობის დაქვეითება.

ჰეპარინი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჰეპარინთან ერთდროული გამოყენებისას სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის დროს იზრდება სისხლდენის და ცერებროსპინალური ან ეპიდურალური ჰემატომის განვითარების რისკი.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები

აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

დიურეზულები

მარყუჟოვანი, თიაზიდური და კალიუმშემნახველი დიურეზულების შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (ჰიპერკალიემიის და ნეფროტოქსიურობის გაზრდილი რისკი).

β-ადრენობლოკერები

β-ადრენობლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.

დიგოქსინი

დიგოქსინის თირკმლის კლირენსის დაქვეითება და მისი ტოქსიური ეფექტების რისკის გაზრდა.

გლუკოკორტიკოსტეროიდები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულის წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ლევოფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი)

კრუნჩხვების წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

ანტიაგრეგანტები (მაგალითად, კლოპიდოგრელი)

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულების აღნიშვნის გაზრდილი რისკი.

მეტოთრექსატი

მეტოთრექსატის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შეიძლება გაძლიერდეს მისი ტოქსიური მოქმედება.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია პაციენტების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლის მიერ კლირენსს, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და ტოქსიური ეფექტების განვითარება.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირებისას და ასევე თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. ციკლოსპორინის თირკმლისმიერი ტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს თირკმლის პროსტაგლანდინების შუამავლობით გამოწვეული ეფექტებით. ერთობლივი თერაპიის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები (მაგალითად, გლიბენკლამიდი)

ჰიპოგლიკემიის განვითარების გაზრდილი რისკი.

CYP2C9 იზოფერმენტების ცნობილი ინდუქტორები და ინჰიბიტორები

ლორნოქსიკამი (როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც დამოკიდებულია ციტოქრომ P450 2C9-ზე (CYP2C9 იზოფერმენტი)) ურთიერთქმედებს CYP2C9 იზოფერმენტების ცნობილ ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან.

ტაკროლიმუსი

ნეფროტოქსიური მოქმედების გაზრდილი რისკი თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის შემცირების გამო.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

პემეტრექსედი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ პემეტრექსედის თირკმლისმიერი კლირენსი, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნეფროტოქსიური, გასტროენტეროტოქსიური და მიელოსუპრესიული ეფექტების გაძლიერება.

საკვებთან ერთად მიღებისას ლორნოქსიკამის შეწოვის სიჩქარე მცირდება. ამიტომ ლორნადოს მიღება არ არის რეკომენდირებულოი საკვებთან ერთად იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ეფექტის სწრაფი დაწყება (ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი).

საკვებთან ერთად მიღებისას ლორნოქსიკამის შეწოვა მცირდება დაახლოებით 20%-ით და Tmax იზრდება.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლორნადოს გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ლორნოქსიკამის გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის დროს პირველ და მეორე ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, ამიტომ ლორნადო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.

მონაცემები ორსულობის დროს ქალებში ლორნოქსიკამის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ ლორნოქსიკამს გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია სპონტანური აბორტისა და გულის დაავადებების გაზრდილ რისკთან. რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს იზრდება ემბრიო-ფეტალური ლეტალობა პრე და პოსტიმპლანტაციურ პერიოდში. ამიტომ, ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში ლორნადოს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ორსულობის მე-20-ე კვირიდან დაწყებული ლორნოქსიკამის გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. აღნიშნული ცვლილებები შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი, ისინი ატარებენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, იყო შეტყობინებები ნაყოფის არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ ორსულობის მეორე ტრიმესტრში ქალებში პრეპარატის გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში ცვლილებები ატარებდნენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ქალებში ორსულობის I და II ტრიმესტრში ლორნოქსიკამი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზებით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში. დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან ლორნოქსიკამის რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინარის შევიწროების განვითარების თაობაზე. ლორნოქსიკამით თერაპია უნდა შეწყდეს ოლიგოჰიდრამნიონიის ან არტერიული სადინრის შევიწროვების წარმოქმნის შემთხვევაში.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას შეიძლება მოახდინონ უარყოფითი გავლენა :

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიურობა (მათ შორის, არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა/შევიწროება და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევები (იხ. ზემოთ), ზოგჯერ თირკმლის უკმარისობის და ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებით;
  • დედაზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლებელია სისხლდენის დროის ხანგრძლივობის გაზრდა; საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება. ამიტომ ლორნოქსიკამის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ლაქტაცია

მონაცემები იმის შესახებ, რომ ლორნოქსიკამი გამოიყოფა დედის რძეში ადამიანებში არ გაგვაჩნია. ამავდროულად, ლორნოქსიკამი შედარებით მაღალი კონცენტრაციით შეინიშნება ვირთხებში დედის რძეში. ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ლორნოქსიკამმა, ისევე, როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორმა, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული ლორნადოს გამოყენება. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც ამ მიზეზით უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა, უნდა განიხილებოდეს საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

ფერტილობა

ლორნოქსიკამს, ისევე როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, ამიტომ ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც უტარდებათ ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გამოკვლევა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა და/ან ძილიანობა, ზემოაღნიშნული ან მსგავსი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვისგან.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლორნოქსიკამის გამოყენებისას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ქვემოთ და განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნა

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური დასასრულით, აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად წინა სიმპტომების არსებობისა ან ანამნეზში მძიმე კუჭ-ნაწლავის დაავადებების არსებობისა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში; ასეთ სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ლორნოქსიკამის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, განხილული უნდა იქნას საკითხი გასტროპროტექტორული თერაპიის გამოყენების შესახებ (მაგალითად, მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების). ასეთ სიტუაციებში პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, რომლებსაც ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციები ანამნეზში, უნდა შეატყობინონ ექიმს რაიმე უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის (კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის) შესახებ, განსაკუთრებით პრეპარატით ლორნადო მკურნალობის დასაწყისში.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლორნადოს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური გამოყენებისთვის გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

თუ პაციენტს პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მათ შეუძლიათ ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავების გამოწვევა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და პერფორაცია, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპების განვითარებასთან, ლორნადოს გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და საჭირო რეკომენდაციები მიეცეს პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობით მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის (ანამნეზში ან აწმყოში არსებობის შემთხვევაში).

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ არტერიული თრომბოზის რისკი (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას). არ არის საკმარისი მონაცემები ლორნოქსიკამისთვის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დიაგნოზირებული გულის კორონარული დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ლორნადო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ. ასევე აუცილებელია ლორნადოს თერაპიის დაწყებამდე სარგებალი/რისკის თანაფარდობის შეფასება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ჰეპარინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება სპინალური/ეპიდურული ჰემატომის განვითარების რისკი სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, განვითარდა კანისმიერი მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მათ შორის ფატალური დასასრულით. ასეთი რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყისი ეტაპისთვის - ისინი ძირითადად დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის პირველ თვეში. ლორნადოს გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომების გამოჩენისთანავე.

სასუნთქი გზების დაავადებები

ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან ისინი ხელს უწყობენ ბრონქოსპაზმის განვითარებას.

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება

სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების მქონე პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო ლორნოქსიკამის გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

ნეფროტოქსიურობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის შემცირების გამო. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასეთ კომბინირებულ თერაპიას, საჭიროა თირკმელების ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ლორნოქსიკამის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში, ასევე შეიძლება მოხდეს სხვა ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები. თუ ასეთი ცვლილებები არის მნიშვნელოვანი და ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ლორნოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები.

ფერტილობა

ლორნოქსიკამს, ისევე როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, ამიტომ ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც უტარდებათ ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გამოკვლევა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ჩუტყვავილა

იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ჩუტყვავილას ფონზე, შეიძლება აღინიშნოს კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ მძიმე ინფექციური გართულებები. ვინაიდან ვერ გამოირიცხება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების წვლილი ინფექციის სიმძიმის გამწვავებაში, ლორნოქსიკამის გამოყენება ჩუტყვავილას დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

დამხმარე ნივთიერებები

ლორნადო შეიცავს ლაქტოზას და ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ლორნადო შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ჭარბი დოზა

დღეისათვის არ არსებობს ლორნოქსიკამით ჭარბი დოზირების მკურნალობის გამოცდილება, რომელიც იძლევა მისი შედეგების დადგენის ან სპეციალური თერაპიული ზომების შეთავაზების საშუალებას. ლორნოქსიკამით ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება მოსალოდნელი იყოს ისეთი სიმპტომების აღნიშვნა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ცერებრალური სიმპტომები (თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა), მათ შორის მძიმე, ატაქსიის, კომის, კრუნჩხვების, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების და, შესაძლოა, სისხლის შედედების დარღვევების ჩათვლით.

ფაქტობრივი ან სავარაუდო ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ლორნოქსიკამს აქვს მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლორნოქსიკამი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით. ამჟამად არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული გადაუდებელი თერაპია. ლორნოქსიკამის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს, თუ აქტივირებული ნახშირი გამოიყენება პრეპარატის მიღებისთანავე. პროსტაგლანდინის ანალოგები ან რანიტიდინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლორნოქსიკამი 4 მგ ან 8 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

ლორნადო 4 მგ: მოგრძო ფორმის ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, ცალ მხარეს გრავირებით „L04“.

ლორნადო 8 მგ:, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, ცალ მხარეს გრავირებით „L08“.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1, 2, 5 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქებიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები. ათქ კოდი M01AC05.

მოქმედების მექანიზმი

ლორნოქსიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, მიეკუთვნება ოქსიკამების კლასს. ლორნოქსიკამის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია პროსტაგლანდიების სინთეზის დაქვეითებასთან (ციკლოოქსიგენაზას (ცოგ) ინჰიბირების ხარჯზე), რაც იწვევს ანთებითი პროცესის დათრგუნვას და პერიფერიული ნოციცეპტორების დესენსიბილიზაციას. ასევე ნავარაუდევია სამკურნალო საშუალების ცენტრალური ნოციცეპტური მოქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლორნოქსიკამი არ მოქმედებს ძირითად მნიშვნელოვან სასიცოცხლო მაჩვენებლებზე (მაგალითად, სხეულის ტემპერატურაზე, სუნთქვის სიხშირეზე, გულისცემაზე, არტერიულ წნევაზე, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და სპირომეტრიის მონაცემებზე).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლორნოქსიკამის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გამოვლინდა რამდენიმე კლინიკურ კვლევაში პრეპარატის შემუშავების პროცესში.

ლორნოქსიკამის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებისას, ხშირი არასასურველი რეაქციები არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც დაკავშირებულია მის ადგილობრივ გამაღიზიანებელ და სისტემურ ულცეროგენულ მოქმედებასთან, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლორნოქსიკამი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ლორნოქსიკამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90-100%-ს. სამკურნალო საშუალება არ ექვემდებარება პრესისტემურ ელიმინაციას (პირველი გავლის ეფექტი).

საკვებთან ერთად მიღებისას, ლორნოქსიკამისთვის Cmax მნიშვნელობა მცირდება დაახლოებით 30%-ით, ხოლო სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის მაჩვენებელი (Tmax) იზრდება 1,5 საათიდან 2,3 საათამდე; ლორნოქსიკამის აბსორბცია (შეფასებული „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მნიშვნელობით) შეიძლება შემცირდეს 20%-ით.

განაწილება

ლორნოქსიკამის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ს და არ არის დამოკიდებული სამკურნალო საშუალების კონცენტრაციაზე. პლაზმაში ლორნოქსიკამი გვხვდება უცვლელი სახით და ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის ფორმით. მრავალჯერადი გამოყენებისას პრეპარატი შეიძლება აღმოჩენილი იქნას სინოვიალურ სითხეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლორნოქსიკამი მნიშვნელოვანი ხარისხით ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში; სამკურნალო საშუალების ჰიდროქსილირებისას უპირატესად წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტი 5-ჰიდროქსილორნოქსიკამი. CYP2C9 მონაწილეობს ლორნოქსიკამის მეტაბოლიზმში, ამ იზოფერმენტის გენეტიკური პოლიმორფიზმის გამო, პაციენტები შეიძლება მიეკუთვნებოდნენ სწრაფ ან ნელ მეტაბოლიზატორებს; ნელ მეტაბოლიზატორებში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ლორნოქსიკამი მთლიანად მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა; პრეპარატის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა ღვიძლით და 1/3 - თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტის სახით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლორნოქსიკამი არ იწვევდა ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ პრეპარატი არ გროვდება ორგანიზმში რეკომენდებულ დოზებში მრავალჯერადი გამოყენებისას, ეს დასტურდება ერთწლიან კვლევებში ლორნოქსიკამის გამოყენების მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემებით.

გამოყოფა

ლორნოქსიკამის ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 3-4 საათს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, 42% - თირკმელებით, ძირითადად 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის ფორმით. 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს, დღეში ერთხელ ან ორჯერ პარენტერალური შეყვანის შემდეგ. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სამკურნალო საშუალების გამოყოფის სიჩქარე იცვლება მისი განმეორებითი გამოყენებისას.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ), ლორნოქსიკამის კლირენსი 30%-40%-ით მცირდება, სამკურნალო საშუალების დანარჩენი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით არ აღინიშნება ლორნოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური პროფილის მნიშვნელოვანი ცვლილებები. დადგინდა, რომ ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ლორნოქსიკამის დღეში 12 მგ და 16 მგ დოზით 7 დღის განმავლობაში გამოყენებისას პრეპარატი გროვდება ორგანიზმში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლორნადო

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ლორნადო, Lornado

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლორნოქსიკამი, Lornoxicam

შემადგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლორნოქსიკამი 4 მგ ან 8 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

ლორნადო 4 მგ: მოგრძო ფორმის ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, ცალ მხარეს გრავირებით „L04“.

ლორნადო 8 მგ:, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, ცალ მხარეს გრავირებით „L08“.

გამოყენების ჩვენებები

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის მწვავე ტკივილის სინდრომის სიმპტომური მოკლევადიანი მკურნალობა;

ოსტეოართრიტის დროს ტკივილის და ანთების სიმპტომური მკურნალობა;

რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

ლორნოქსიკამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლორნოქსიკამის გამოყენებისას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

ტკივილის სინდრომი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 8-16 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. ლორნოქსიკამის მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 მგ-ს.

ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებაზე. შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდირებული ლორნადოს გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში; არ არსებობს მონაცემები ლორნოქსიკამის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ამ კატეგორიის პაციენტებში.

ხანდაზმული პაციენტები

65 წლის ზემოთ პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები არ აღენიშნებათ. თუმცა, ლორნადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში, რადგან ისინი უფრო ცუდად იტანენ გვერდით რეაქციებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული დარღვევებით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებად. ლორნადოს გამოყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 მგ ლორნოქსიკამს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებაზე. ლორნადოს გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ჰიპერმგრძნობელობა (ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, რინიტი, ჭინჭრის ციება) სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავის ჩათვლით;

თრომბოციტოპენია;

გულის მწვავე უკმარისობა;

კუჭ-ნაწლავიდან, ცერებროვასკულარული ან სხვა სისხლდენა;

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, დაკავშირებული წარსულში ჩატარებულ თერაპიასთან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;

მწვავე პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მორეციდივე წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში (წყლულების წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია (Ccr) 700 მკმოლი/ლ მეტი);

ორსულობის III ტრიმესტრი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ლორნოქსიკამი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას, ამიტომ ლორნადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

შემდეგ სიტუაციებში ლორნოქსიკამი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადოდ შეფასების შემდეგ:

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო (Ccr 150-300 მკმოლ/ლ) და ზომიერიად (Ccr 300-700 მკმოლ/ლ) გამოხატული დარღვევებით ლორნოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ პროსტაგლანდინები აუცილებელია თირკმლის სისხლის ნაკადის შესანარჩუნებლად. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გულის უკმარისობით, დიურეზულების ან პრეპარატების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევებით საჭიროა ჩატარდეს კლინიკური სტატუსის სათანადო მონიტორინგი და ლაბორატორიული მაჩვენებლების (მაგალითად, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის) შეფასება.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით (მაგალითად, ციროზით) აუცილებელია კლინიკური სტატუსის მონიტორინგის და ლაბორატორიული მაჩვენებლების (მაგალითად, სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების დონეების) შეფასების ჩატარება რეგულარული ინტერვალებით, ვინაიდან ლორნოქსიკამი, 12-16 მგ დღიური დოზით გამოყენებისას, შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში (AUC-ის ზრდა). ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენებისას პრეპარატის სხვა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ლორნადოს ხანგრძლივი გამოყენებისას (3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პარამეტრები, ასევე ჰემატოლოგიური მაჩვენებლები.

პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს ხანდაზმული (65 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში საჭიროა თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან

არ არის რეკომენდირებული ლორნოქსიკამის გამოყენება სხვა აასს-თან, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის მინიმიზაცია

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ლორნოქსიკამის გამოყენებისას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ქვემოთ და განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნა

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის, წყლულების და პერფორაციის წარმოქმნის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური დასასრულით, აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად წინა სიმპტომების არსებობისა ან ანამნეზში მძიმე კუჭ-ნაწლავის დაავადებების არსებობისა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში; ასეთ სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ლორნოქსიკამის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, განხილული უნდა იქნას საკითხი გასტროპროტექტორული თერაპიის გამოყენების შესახებ (მაგალითად, მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების). ასეთ სიტუაციებში პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, რომლებსაც ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციები ანამნეზში, უნდა შეატყობინონ ექიმს რაიმე უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის (კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის) შესახებ, განსაკუთრებით პრეპარატით ლორნადო მკურნალობის დასაწყისში.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლორნადოს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური გამოყენებისთვის გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

თუ პაციენტს პრეპარატით ლორნადო თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მათ შეუძლიათ ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავების გამოწვევა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და პერფორაცია, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპების განვითარებასთან, ლორნადოს გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და საჭირო რეკომენდაციები მიეცეს პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობით მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის (ანამნეზში ან აწმყოში არსებობის შემთხვევაში).

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ არტერიული თრომბოზის რისკი (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას). არ არის საკმარისი მონაცემები ლორნოქსიკამისთვის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დიაგნოზირებული გულის კორონარული დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ლორნადო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ. ასევე აუცილებელია ლორნადოს თერაპიის დაწყებამდე სარგებალი/რისკის თანაფარდობის შეფასება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ჰეპარინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება სპინალური/ეპიდურული ჰემატომის განვითარების რისკი სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, განვითარდა კანისმიერი მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მათ შორის ფატალური დასასრულით. ასეთი რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყისი ეტაპისთვის - ისინი ძირითადად დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის პირველ თვეში. ლორნადოს გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომების გამოჩენისთანავე.

სასუნთქი გზების დაავადებები

ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან ისინი ხელს უწყობენ ბრონქოსპაზმის განვითარებას.

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება

სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების მქონე პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო ლორნოქსიკამის გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

ნეფროტოქსიურობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის შემცირების გამო. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასეთ კომბინირებულ თერაპიას, საჭიროა თირკმელების ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ლორნოქსიკამის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში, ასევე შეიძლება მოხდეს სხვა ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები. თუ ასეთი ცვლილებები არის მნიშვნელოვანი და ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ლორნოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები.

ფერტილობა

ლორნოქსიკამს, ისევე როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, ამიტომ ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც უტარდებათ ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გამოკვლევა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ჩუტყვავილა

იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ჩუტყვავილას ფონზე, შეიძლება აღინიშნოს კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ მძიმე ინფექციური გართულებები. ვინაიდან ვერ გამოირიცხება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების წვლილი ინფექციის სიმძიმის გამწვავებაში, ლორნოქსიკამის გამოყენება ჩუტყვავილას დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

დამხმარე ნივთიერებები

ლორნადო შეიცავს ლაქტოზას და ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ლორნადო შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ციმეტიდინი

ლორნოქსიკამის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს არასასურველი რეაქციების აღნიშვნის გაზრდილ რისკთან (არ გამოვლენილა ურთიერთქმედება ლორნოქსიკამს და რანიტიდინს ან ანტაციდებს შორის).

ანტიკოაგულანტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის სათანადო მონიტორინგი.

ფენპროკუმონი

ფენპროკუმონის ეფექტურობის დაქვეითება.

ჰეპარინი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჰეპარინთან ერთდროული გამოყენებისას სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის დროს იზრდება სისხლდენის და ცერებროსპინალური ან ეპიდურალური ჰემატომის განვითარების რისკი.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები

აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

დიურეზულები

მარყუჟოვანი, თიაზიდური და კალიუმშემნახველი დიურეზულების შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (ჰიპერკალიემიის და ნეფროტოქსიურობის გაზრდილი რისკი).

β-ადრენობლოკერები

β-ადრენობლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.

დიგოქსინი

დიგოქსინის თირკმლის კლირენსის დაქვეითება და მისი ტოქსიური ეფექტების რისკის გაზრდა.

გლუკოკორტიკოსტეროიდები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების და წყლულის წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ლევოფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი)

კრუნჩხვების წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

ანტიაგრეგანტები (მაგალითად, კლოპიდოგრელი)

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულების აღნიშვნის გაზრდილი რისკი.

მეტოთრექსატი

მეტოთრექსატის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შეიძლება გაძლიერდეს მისი ტოქსიური მოქმედება.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია პაციენტების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის წარმოქმნის გაზრდილი რისკი.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლის მიერ კლირენსს, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და ტოქსიური ეფექტების განვითარება.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირებისას და ასევე თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. ციკლოსპორინის თირკმლისმიერი ტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს თირკმლის პროსტაგლანდინების შუამავლობით გამოწვეული ეფექტებით. ერთობლივი თერაპიის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები (მაგალითად, გლიბენკლამიდი)

ჰიპოგლიკემიის განვითარების გაზრდილი რისკი.

CYP2C9 იზოფერმენტების ცნობილი ინდუქტორები და ინჰიბიტორები

ლორნოქსიკამი (როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც დამოკიდებულია ციტოქრომ P450 2C9-ზე (CYP2C9 იზოფერმენტი)) ურთიერთქმედებს CYP2C9 იზოფერმენტების ცნობილ ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან.

ტაკროლიმუსი

ნეფროტოქსიური მოქმედების გაზრდილი რისკი თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის შემცირების გამო.

კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

პემეტრექსედი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ პემეტრექსედის თირკმლისმიერი კლირენსი, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნეფროტოქსიური, გასტროენტეროტოქსიური და მიელოსუპრესიული ეფექტების გაძლიერება.

საკვებთან ერთად მიღებისას ლორნოქსიკამის შეწოვის სიჩქარე მცირდება. ამიტომ ლორნადოს მიღება არ არის რეკომენდირებულოი საკვებთან ერთად იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ეფექტის სწრაფი დაწყება (ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი).

საკვებთან ერთად მიღებისას ლორნოქსიკამის შეწოვა მცირდება დაახლოებით 20%-ით და Tmax იზრდება.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ლორნადოს გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ლორნოქსიკამის გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის დროს პირველ და მეორე ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, ამიტომ ლორნადო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.

მონაცემები ორსულობის დროს ქალებში ლორნოქსიკამის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ ლორნოქსიკამს გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია სპონტანური აბორტისა და გულის დაავადებების გაზრდილ რისკთან. რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს იზრდება ემბრიო-ფეტალური ლეტალობა პრე და პოსტიმპლანტაციურ პერიოდში. ამიტომ, ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში ლორნადოს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ორსულობის მე-20-ე კვირიდან დაწყებული ლორნოქსიკამის გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. აღნიშნული ცვლილებები შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი, ისინი ატარებენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, იყო შეტყობინებები ნაყოფის არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ ორსულობის მეორე ტრიმესტრში ქალებში პრეპარატის გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში ცვლილებები ატარებდნენ შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ქალებში ორსულობის I და II ტრიმესტრში ლორნოქსიკამი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზებით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში. დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან ლორნოქსიკამის რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინარის შევიწროების განვითარების თაობაზე. ლორნოქსიკამით თერაპია უნდა შეწყდეს ოლიგოჰიდრამნიონიის ან არტერიული სადინრის შევიწროვების წარმოქმნის შემთხვევაში.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას შეიძლება მოახდინონ უარყოფითი გავლენა :

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიურობა (მათ შორის, არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა/შევიწროება და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევები (იხ. ზემოთ), ზოგჯერ თირკმლის უკმარისობის და ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებით;
  • დედაზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლებელია სისხლდენის დროის ხანგრძლივობის გაზრდა; საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება. ამიტომ ლორნოქსიკამის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ლაქტაცია

მონაცემები იმის შესახებ, რომ ლორნოქსიკამი გამოიყოფა დედის რძეში ადამიანებში არ გაგვაჩნია. ამავდროულად, ლორნოქსიკამი შედარებით მაღალი კონცენტრაციით შეინიშნება ვირთხებში დედის რძეში. ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ლორნოქსიკამმა, ისევე, როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორმა, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული ლორნადოს გამოყენება. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც ამ მიზეზით უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა, უნდა განიხილებოდეს საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

ფერტილობა

ლორნოქსიკამს, ისევე როგორც ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორს, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, ამიტომ ლორნადოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება, ან რომლებსაც უტარდებათ ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გამოკვლევა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა და/ან ძილიანობა, ზემოაღნიშნული ან მსგავსი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვისგან.

არასასურველი რეაქციები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; მათ შორის შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პეპტიური წყლულები, პერფორაციები, ზოგჯერ ფატალური დასასრულით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლით ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება; იშვიათად ვითარდებოდა გასტრიტი.

არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელია პაციენტების დაახლოებით 20%-ში, რომლებიც იღებენ ლორნოქსიკამს. ლორნოქსიკამის გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია: გულისრევა, დისპეფსია, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები აღინიშნება პაციენტების 10%-ზე ნაკლებში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ არტერიული თრომბოზის რისკი (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას).

იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას ჩუტყვავილას ფონზე, შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექციური გართულებები კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ.

ქვემოთ მოცემულია ცნობები არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც განვითარდა 6417 პაციენტიდან 0,05%-ზე მეტში, რომლებიც მკურნალობდნენ ლორნოქსიკამით კლინიკური კვლევების II, III და IV ფაზის ჩატარების მსვლელობაში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1,000, მაგრამ <1/100); იშვიათი (≥1/10,000, მაგრამ <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: იშვიათი - ფარინგიტი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენის დროის გაზრდა; ძალიან იშვიათი - ეკქიმოზი.

დადგენილია, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევები (კლას-ეფექტი), როგორიცაა ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტოიდური რეაქციების, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირი - ანორექსია, სხეულის მასის ცვლილებები.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირი - უძილობა, დეპრესია; იშვიათი - ცნობიერების არევა, ნერვოზულობა, აჟიტაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - მსუბუქი და ტრანზიტორული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათი - ძილიანობა, პარესთეზია, დისგევზია, ტრემორი, შაკიკი; ძალიან იშვიათი - ასეპტიკური მენინგიტი პაციენტებში სისტემური მგლურათი და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებით.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი - კონიუნქტივიტი; იშვიათი - მხედველობის დარღვევები.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინტული დარღვევები: არახშირი - ვერტიგო, ტინიტუსი.

გულის მხრივ: არახშირი - პალპიტაცია, ტაქიკარდია, შეშუპება, გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - კანის გაწითლება, შეშუპებები; იშვიათი - არტერიული ჰიპერტენზია, წამოხურება, სისხლჩაქცევები, ჰემატომები.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: არახშირი - რინიტი, იშვიათი - ქოშინი, ხველა, ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ღებინება; არახშირი - ყაბზობა, მეტეორიზმი, ბოყინი, პირის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, წყლულოვანი სტომატიტი; იშვიათი - მელენა, ღებინება სისხლის მინარევით, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, დისფაგია, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, პეპტიური წყლულის პერფორაცია, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფერმენტების (ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST)) დონის მატება სისხლის პლაზმაში; ძალიან იშვიათი - ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, ქოლესტაზი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - კანზე გამონაყარი, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება, ალოპეცია; იშვიათი - დერმატიტი, ეგზემა, პურპურა; ძალიან იშვიათი - შეშუპება და ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსივილის მხრივ: არახშირი - ართრალგია; იშვიათი - ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი - ნიქტურია, შარდვის დარღვევა, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონის მატება სისხლის პლაზმაში; ძალიან იშვიათი - თირკმლის მწვავე უკმარისობა პაციენტებში უკვე არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევით (ასეთ პაციენტებში, ლორნოქსიკამის გამოყენებისას პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო, შესაძლებელია თირკმლის სისხლის ნაკადის შემდგომი შემცირება).

დადგენილია, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეიძლება ჰქონდეთ ნეფროტოქსიური ეფექტი (კლას-ეფექტი), ნეფრიტის და ნეფროზული სინდრომის განვითარების ჩათვლით.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - შეუძლოდ ყოფნა, სახის შეშუპება; იშვიათი - ასთენია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

დღეისათვის არ არსებობს ლორნოქსიკამით ჭარბი დოზირების მკურნალობის გამოცდილება, რომელიც იძლევა მისი შედეგების დადგენის ან სპეციალური თერაპიული ზომების შეთავაზების საშუალებას. ლორნოქსიკამით ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება მოსალოდნელი იყოს ისეთი სიმპტომების აღნიშვნა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ცერებრალური სიმპტომები (თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა), მათ შორის მძიმე, ატაქსიის, კომის, კრუნჩხვების, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების და, შესაძლოა, სისხლის შედედების დარღვევების ჩათვლით.

ფაქტობრივი ან სავარაუდო ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ლორნოქსიკამს აქვს მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლორნოქსიკამი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით. ამჟამად არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული გადაუდებელი თერაპია. ლორნოქსიკამის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს, თუ აქტივირებული ნახშირი გამოიყენება პრეპარატის მიღებისთანავე. პროსტაგლანდინის ანალოგები ან რანიტიდინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები. ათქ კოდი M01AC05.

მოქმედების მექანიზმი

ლორნოქსიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, მიეკუთვნება ოქსიკამების კლასს. ლორნოქსიკამის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია პროსტაგლანდიების სინთეზის დაქვეითებასთან (ციკლოოქსიგენაზას (ცოგ) ინჰიბირების ხარჯზე), რაც იწვევს ანთებითი პროცესის დათრგუნვას და პერიფერიული ნოციცეპტორების დესენსიბილიზაციას. ასევე ნავარაუდევია სამკურნალო საშუალების ცენტრალური ნოციცეპტური მოქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლორნოქსიკამი არ მოქმედებს ძირითად მნიშვნელოვან სასიცოცხლო მაჩვენებლებზე (მაგალითად, სხეულის ტემპერატურაზე, სუნთქვის სიხშირეზე, გულისცემაზე, არტერიულ წნევაზე, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და სპირომეტრიის მონაცემებზე).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლორნოქსიკამის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გამოვლინდა რამდენიმე კლინიკურ კვლევაში პრეპარატის შემუშავების პროცესში.

ლორნოქსიკამის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებისას, ხშირი არასასურველი რეაქციები არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც დაკავშირებულია მის ადგილობრივ გამაღიზიანებელ და სისტემურ ულცეროგენულ მოქმედებასთან, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლორნოქსიკამი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ლორნოქსიკამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90-100%-ს. სამკურნალო საშუალება არ ექვემდებარება პრესისტემურ ელიმინაციას (პირველი გავლის ეფექტი).

საკვებთან ერთად მიღებისას, ლორნოქსიკამისთვის Cmax მნიშვნელობა მცირდება დაახლოებით 30%-ით, ხოლო სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის მაჩვენებელი (Tmax) იზრდება 1,5 საათიდან 2,3 საათამდე; ლორნოქსიკამის აბსორბცია (შეფასებული „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მნიშვნელობით) შეიძლება შემცირდეს 20%-ით.

განაწილება

ლორნოქსიკამის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ს და არ არის დამოკიდებული სამკურნალო საშუალების კონცენტრაციაზე. პლაზმაში ლორნოქსიკამი გვხვდება უცვლელი სახით და ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის ფორმით. მრავალჯერადი გამოყენებისას პრეპარატი შეიძლება აღმოჩენილი იქნას სინოვიალურ სითხეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლორნოქსიკამი მნიშვნელოვანი ხარისხით ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში; სამკურნალო საშუალების ჰიდროქსილირებისას უპირატესად წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტი 5-ჰიდროქსილორნოქსიკამი. CYP2C9 მონაწილეობს ლორნოქსიკამის მეტაბოლიზმში, ამ იზოფერმენტის გენეტიკური პოლიმორფიზმის გამო, პაციენტები შეიძლება მიეკუთვნებოდნენ სწრაფ ან ნელ მეტაბოლიზატორებს; ნელ მეტაბოლიზატორებში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ლორნოქსიკამი მთლიანად მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა; პრეპარატის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა ღვიძლით და 1/3 - თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტის სახით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლორნოქსიკამი არ იწვევდა ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ პრეპარატი არ გროვდება ორგანიზმში რეკომენდებულ დოზებში მრავალჯერადი გამოყენებისას, ეს დასტურდება ერთწლიან კვლევებში ლორნოქსიკამის გამოყენების მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემებით.

გამოყოფა

ლორნოქსიკამის ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 3-4 საათს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, 42% - თირკმელებით, ძირითადად 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის ფორმით. 5-ჰიდროქსილორნოქსიკამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს, დღეში ერთხელ ან ორჯერ პარენტერალური შეყვანის შემდეგ. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სამკურნალო საშუალების გამოყოფის სიჩქარე იცვლება მისი განმეორებითი გამოყენებისას.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ), ლორნოქსიკამის კლირენსი 30%-40%-ით მცირდება, სამკურნალო საშუალების დანარჩენი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით არ აღინიშნება ლორნოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური პროფილის მნიშვნელოვანი ცვლილებები. დადგინდა, რომ ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ლორნოქსიკამის დღეში 12 მგ და 16 მგ დოზით 7 დღის განმავლობაში გამოყენებისას პრეპარატი გროვდება ორგანიზმში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1, 2, 5 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქებიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა