პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლორისტა

Lorista®

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულებში და 6-18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში. თირკმლის უკმარისობის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით პროტეინურიით ≥ 0.5 გ/დღე-ღამეში, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ფარგლებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლოსარტანი (losartan)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
ATC კოდი
C09CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038173
რეგისტრირებულია
23 მაისი 2023, მოქმედებს 23 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალორისტა და სხვა წამალი ერთად

ლორისტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულებში და 6-18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში.

თირკმლის უკმარისობის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით პროტეინურიით ≥ 0.5 გ/დღე-ღამეში, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ფარგლებში.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებით არაეფექტური მკურნალობის დროს შეუთავსებლობის, განსაკუთრებით ხველის,ან უკუჩვენებების გამო. პაციენტებმა გულის უკმარისობით, რომლებიც სტაბილიზირებულნი არიან აგფ ინჰიბიტორებით, არ უნდა გადავიდნენ ლოზარტანზე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40 % და უნდა იქნან კლინიკურად სტაბილურები და დაიცვან გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის მიზნით დადგენილი სქემები.

ინსულტის რისკის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრულებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, რომელიც დადასტურებულია ეკგ-ს მონაცემებით

მიღების წესი და დოზირება

არტერიული ჰიპერტენზია: პაციენტების უმეტესობისთვის სტანდარტული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს, უფრო დიდი ეფექტის მისაღწევად დოზა შეიძლება გაეზარდოს 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ (დილით). ლოზარტანის მიღება შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით დიურეტიკებთან (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი) (იხ. განყოფილებები -უკუჩვენებები, გაფრთხილებები და სპეციალური ინსტრუქციები, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები ტიპი 2 დიაბეტით და პროტეინურიით ≥ 0,5 გ/დღე-ღამეში: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ, არტერიული წნევის შემცირების ხარისხის გათვალისწინებით თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და მერე. ლოზარტანის მიღება შესაძლებელია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, დიურეტიკებთან, კალციუმის არხის ბლოკატორებთან, ალფა- და ბეტა -ადრენობლოკატორებთან, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ საშუალებებთან), ასევე ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, გლიტაზონებთან და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებთან ).

გულის უკმარისობა: ლოზარტანის სტანდარტული საწყისი დოზა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეადგენს 12,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ. როგორც წესი, დოზა შეირჩევა კვირეული ინტერვალებით (ანუ 12,5 მგ დღე-ღამეში, 25 მგ დღე-ღამეში, 50 მგ დღე-ღამეში , 100 მგ დღე-ღამეში, მაქსიმალურ დოზამდე 150 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით.

ინსულტის რისკის შემცირება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, რომელიც დადასტურებულია ეკგ-ს მონაცემებით: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს ლოზარტანის 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მომავალში რეკომენდებულია თერაპიისათვის ჰიდროქლორთიაზიდის დაბალი დოზების დამატება ან/და ლოზარტანის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ, არტერიული წნევის შემცირების ხარისხის გათვალისწინებით .

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება პაციენტებში ინტრავასკულარული მოცულობის დაქვეითებით: პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტრავასკულური მოცულობის შემცირება (მაგალითად, დიურეტიკებს მაღალი დოზებით მიმღები პირები ), საწყის დოზად უნდა განიხილებოდეს 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ ( იხ. განყოფილება - გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში: არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში .

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს უფრო დაბალი დოზა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თერაპიული გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომაც ლოზარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. განყოფილებები უკუჩვენებები და გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

ბავშვები

6 თვე - 6 წელი :

უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია განყოფილებაში ფარმაკოლოგიური თვისებები, მაგრამ დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.

6-18 წელი :

პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ, პაციენტებისთვის > 20 - < 50 კგ ( გამონაკლის შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ). დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის რეაქციის შესაბამისად. პაციენტებისთვის > 50 კგ სტანდარტული დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ . გამონაკლის შემთხვევებში დოზა შეიძლება დაკორექტირდეს მაქსიმალურ დოზამდე 100 მგ დღე-ღამეში ერთხელ. 1.4 მგ/კგ-ზე მეტი დოზები (ან 100 მგ-ზე მეტი) დღე-ღამეში ბავშვებში არ არის შესწავლილი. ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში გაგვაჩნია შეზღუდული მონაცემები. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ /1 , 73 მ 2 , მონაცემთა ნაკლებობის გამო (იხ. აგრეთვე განყოფილება გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები). ლოზარტანის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში ( იხ. აგრეთვე გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: მიუხედავად იმისა, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობის დასაწყებად უნდა განიხილებოდეს 25 მგ დოზა , ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო .

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ერთ-ერთი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები და 6.1 განყოფილებაში;.
  • ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. განყოფილება გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
  • ლოზარტანის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2) (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობა

ანგიონევროზული შეშუპება. ანგიონევროზული შეშუპების ანამნეზის მქონე პაციენტები (სახის, ტუჩების, ფარინქსის/ხორხის და/ან ენის შეშუპება) უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. განყოფილება გვერდითი მოქმედება).

ჰიპოტენზია და წყლის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა

სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განუვითარდეთ სითხის მოცულობის და/ან ნატრიუმის დეფიციტის მქონე პაციენტებს დიურეზულების მაღალი დოზებით მკურნალობის, მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. ასეთი მდგომარეობების კორექტირება უნდა ჩატარდეს ლოზარტანის გამოყენებამდე ან გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი საწყისი დოზა (იხ. ნაწილი მიღების წესი და დოზები). ეს ასევე ეხება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ელექტროლიტური დისბალანსი

ელექტროლიტური დისბალანსი დამახასიათებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს . კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში ნეფროპათიით, ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ლოზარტანის მიმღებ ჯგუფში იმ ჯგუფთან შედარებით, სადაც იღებდნენ პლაცებოს (იხ. განყოფილება გვერდითი მოქმედება). ამასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების გულდასმითი მონიტორინგი; განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით და კრეატინინის კლირენსით 30-50 მლ/წთ დიაპაზონში.

არ არის რეკომენდებული კალიუმის შემნახველი დიურეზულების, კალიუმის პრეპარატების და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე სისხლის შრატში (მაგალითად, ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები) ლოზარტანთან (იხ. პუნქტი - ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ უნდა იქნას გამოყენებული უფრო დაბალი დოზა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ლოზარტანის თერაპიული გამოყენების გამოცდილება არ გაგვაჩნია. ამიტომ ლოზარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (იხ. განყოფილებები - მიღების წესი და დოზები, უკუჩვენებები და ფარმაკოლოგიური თვისებები).

ლოზარტანი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის (იხ. განყოფილება მიღების წესი და დოზები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად იქნა აღნიშნული თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობის განვითარება (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მაგალითად, პაციენტებში მძიმე გულის უკმარისობით ან თირკმლის დისფუნქციით ანამნეზში ). როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, აღინიშნა სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის მატება პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან თირკმლის არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში ; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან თირკმლის არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში .

გამოყენება ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ლოზარტანი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ/1,73 მ2 მონაცემების ნაკლებობის გამო (იხ. განყოფილება მიღების წესი და დოზები).

ლოზარტანით მკურნალობის დროს საჭიროა თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი, რადგან ის შეიძლება დაქვეითდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ლოზარტანის მიღების შემთხვევებს სხვა მდგომარეობების არსებობისას (ცხელება, დეჰიდრატაცია), რომლებმაც შეიძლება დაარღვიონ თირკმლის ფუნქცია.

ლოზარტანისა და აგფ ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ დაადასტურა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამიტომ, ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

თირკმლის ტრანსპლანტაცია

თირკმლის ახლახან გაკეთებული გადანერგვის შემდეგ პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში, როგორც წესი, არ აღინიშნება დადებითი პასუხი ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე , რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. ამასთან დაკავშირებით ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადებები

ისევე, როგორც ნებისმიერი ჰიპოტენზიური პრეპარატის შემთხვევაში, არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ გულის კორონარული და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

გულის უკმარისობა

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას , რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, პაციენტებში გულის უკმარისობით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე , არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და ( ხშირად მწვავე ) თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი.

არ გაგვაჩნია ლოზარტანის გამოყენების საკმარისი თერაპიული გამოცდილება პაციენტებში გულის უკმარისობით და თანმხლები მძიმე თირკმლის უკმარისობით, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ( NYHA-ს მიხედვით IV კლასი ), ასევე პაციენტებში გულის უკმარისობით და სიმპტომატური სიცოცხლისათვის საშიში არითმიებით. ამიტომ, ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ ჯგუფში. ლოზარტანის კომბინაცია ბეტა-ბლოკატორებთან უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

აორტისა და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

ისევე, როგორც სხვა სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტისა ან მიტრალური სტენოზის ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა ჰიპოტენზიურმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ლოზარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ერთდროულმა გამოყენებამ სხვა პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არტერიული ჰიპოტენზია, არასასურველი რეაქციის სახით (როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი) შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ლოზარტანი მეტაბოლიზდება უპირატესად ციტოქრომ P450( CYP )2C9-ის მეშვეობით კარბონის მჟავას აქტიურ მეტაბოლიტამდე. კლინიკურ კვლევების მიმდინარეობის დროს იქნა დადგენილი, რომ ფლუკონაზოლი ( CYP2C9 ინჰიბიტორი) ამცირებს აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედებას დაახლოებით 50%-ით. იქნა აღმოჩენილი, რომ ლოზარტანის ერთდროულმა გამოყენებამ რიფამპიცინთან (მეტაბოლიზმის ფერმენტების სტიმულატორი) გამოიწვია პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 40%-ით შემცირება. ამ ეფექტების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი. ფლუვასტატინთან ( CYP2C9-ს სუსტი ინჰიბიტორი) ერთდროული მკურნალობისას განსხვავება ზემოქმედებაში არ გამოვლენილა .

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ბლოკავენ ანგიოტენზინ II-ს ან მის ეფექტებს, იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ინარჩუნებენ კალიუმს (მაგალითად, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები: სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) ან ზრდიან კალიუმის დონეს (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები), კალიუმის პრეპარატები ან მარილის შემცვლელებმა, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა. ამ სამკურნალო სასუალებების ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება აღინიშნა ლითიუმის აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევებში. ასევე აღინიშნა ძალიან იშვიათი შემთხვევები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად მიღებისას. ლითიუმისა და ლოზარტანის ერთობლივი გამოყენება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, რეკომენდებულია ლითიუმის დონის მონიტორინგი სისხლის შრატში პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას აასს-თან (მაგალითად, ცოგ-2-ს სელექტიური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებში) და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ( აასს) ერთდროული გამოყენებისას , შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან დიურეტიკების და აასს-ს ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, და შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც თავიდანვე ჰქონდათ თირკმელების ფუნქციის დარღვევები. საჭიროა კომბინირებული მკურნალობის სიფრთხილით გამოყენება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტების ადეკვატურად ჰიდრატირება და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს.

კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების სიხშირის განვითარების ზრდასთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით ) ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებით, რომელიც გავლენას ახდენს რაას-ზე ( იხ. განყოფილებები უკუჩვენებები, გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლოზარტანით თერაპია არ უნდა იქნას დაწყებული ორსულობის პერიოდში. თუ პაციენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ლოსარტანით ჰიპოტენზიური თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, ლოზარტანი უნდა იქნას შეიცვლილი ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის პერიოდში გამოყენების დროს. ორსულობის დადგენისას ლოზარტანის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. განყოფილება უკუჩვენებები).

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დაკვირვებების მიხედვით, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები, როგორც ჩანს, არტერიული წნევის შესამცირებლად ნაკლებად ეფექტურია ნეგროიდული რასის პაციენტებში, ვიდრე სხვა რასების წარმომადგენლებში, რადგან, სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტების პოპულაციაში უფრო ფართოდაა გავრცელებული მდგომარეობები რენინის დაბალი შემცველობით.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას)

არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ აგფ-ს ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროულმა გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკს ( თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამასთან დაკავშირებით, რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

თუ ორმაგი ბლოკადა ითვლება აბსოლუტურ აუცილებლობად, ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა უნდა გახდეს თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის გულდასმითი მონიტორინგის ობიექტი.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, რომ თავბრუსხვევა ან ძილიანობა შეიძლება ზოგჯერ მოხდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას.

გვერდითი მოვლენები

კალიუმის ლოზარტანით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღმოცენების სიხშირის მიხედვით იყოფა:

ძალიან ხშირი (> 1/10);

ხშირი (> 1/100 და < 1/10);

არახშირი (> 1/1000 და < 1/100);

იშვიათი (> 1/10000 და < 1/1000);

ძალიან იშვიათი (< 1/10000, ერთჯერადი შეტყობინებების ჩათვლით).

არასასურველი ეფექტების სიხშირე სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ:

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ : ხშირად - ანემია , სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ : იშვიათად - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება * და ვასკულიტი **

ფსიქიკური დარღვევები : სიხშირე უცნობია - დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ : ხშირად - თავბრუსხვევა, არახშირად - ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად - პარესთეზია, სიხშირე უცნობია - შაკიკი, დისგევზია

დარღვევები სმენის მხრივ და ლაბირინთის დარღვევები: ხშირად - ვერტიგო , სიხშირე უცნობია - შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ : არახშირად - გულისცემის შეგრძნება , სტენოკარდია , იშვიათად - სინკოპე , წინაგულების ფიბრილაცია , თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ : ხშირად - (ორთოსტატული) ჰიპოტენზია (დოზაზე დამოკიდებული ორთოსტატული ეფექტების ჩათვლით)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისპნოე, ხველა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : არახშირად - ტკივილი მუცლის არეში , ნაწლავის გაუვალობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ : იშვიათად - ჰეპატიტი, სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : იშვიათად - ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, სიხშირე უცნობია - ფოტომგრძნობელობა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მიალგია, ართრალგია, რაბდომიოლიზი

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ : ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა

დარღვევები კსასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ : სიხშირე უცნობია - ერექციული დისფუნქცია / იმპოტენცია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე : ხშირად - ასთენია , მომატებული დაღლილობა , არახშირად - შეშუპება , სიხშირე უცნობია - ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები : ხშირად - ჰიპერკალიემია , სისხლის შარდოვანას, შრატის კრეატინინისა და შრატის კალიუმის კონცენტრაციის მომატება , ჰიპოგლიკემია , იშვიათად - ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატება , სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია.

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო შედეგები შეიძლება იყოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; პარასიმპათიკური (ვაგუსური) სტიმულაციის გამო შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია.

მკურნალობა: სიმპტომურად გამოვლენილი ჰიპოტენზიის შემთხვევაში ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია. არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი 25 მგ, 50 მგ, 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ქინოლინის ყვითელი* (E104).

  • ქინოლინის ყვითელი გამოიყენება 25 მგ ტაბლეტების წარმოებაში და არ გამოიყენება 50 და 100 მგ ტაბლეტების წარმოებაში.

აღწერა

ტაბლეტები 25 მგ. ოვალური ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული, ნაჭდევით ცალ მხარეს.

ტაბლეტები 50 მგ. მრგვალი ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ცალ მხარეს ჭრილით, ჩამჭრელებით.

ტაბლეტები 100 მგ. ოვალური ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღზე გვიან.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

7 ან 14 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 2 ან 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი. ათქ კოდი [C09CA01].

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლოზარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) სინთეთიკური ანტაგონისტი პერორალური გამოყენებისთვის. ანგიოტენზინ II , ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიაში. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT 1 რეცეპტორს , რომელიც შედის ბევრი ქსოვილის შემადგენლობაში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, თირკმელებში და გულში) და იწვევს რიგ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ეფექტებს, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.

ლოზარტანი სელექტიურად უკავშირდება AT 1 რეცეპტორს. In vitro და in vivo პირობებში ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მეტაბოლიტი E -3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II- ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან ეფექტს , მიუხედავად მისი სინთეზის წყაროსა და გზაზე.

ლოზარტანს არ ახდენს აგონისტურ ეფექტს და არ ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულირებაში. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II ), ფერმენტს, რომელიც შლის ბრადიკინინს. მაშასადამე, ბრადიკინინით განპირობებული გვერდითი ეფექტების ზრდა არ აღინიშნება.

ანგიოტენზინ II- ის უარყოფითი უკუკავშირის აღმოფხვრა რენინის სეკრეციაზე იწვევს რენინის აქტივობის მატებას სისხლის პლაზმაში(რენინის აქტივობა პლაზმაში - რაპ). რაპ-ის მატება იწვევს ანგიოტენზინ II- ის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. მიუხედავად ამ ზრდისა, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, რაპ და ანგიოტენზინ II-ის შემცველობის მაჩვენებლები უბრუნდება საწყის დონეს 3 დღის განმავლობაში.

როგორც ლოზარტანს, ასევე მის აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია უფრო მაღალი აფინურობა AT 1 რეცეპტორთან , ვიდრე AT 2 რეცეპტორთან . აქტიური მეტაბოლიტი, წონაზე გადათვლით, 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოზარტანი.

ფარმაკოკინეტიკა

ლოზარტანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ის განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ღვიძლში "პირველი გავლის" დროს, წარმოქმნის რა აქტიურ მეტაბოლიტს (EXP-3174) და რიგ არააქტიურ მეტაბოლიტს. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%. პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მის კონცენტრაციაზე შრატში. ლოზარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შინაგანად მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო EXP-3174 მაქსიმალური კონცენტრაცია - 3-4 საათის შემდეგ.

ლოზარტანისა და EXP-3174-ის 99%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 34 ლიტრს. პრაქტიკულად არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა.

ლოზარტანი მეტაბოლიზდება აქტიური მეტაბოლიტის EXP-3174 (14%) და არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით, ორი ძირითადი მეტაბოლიტის, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის ჯაჭვის ჯგუფის ჰიდროქსილაციით და ნაკლებად მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი N-2-ტეტრაზოლის გლუკურონიდის ჩათვლით.

ლოზარტანისა და EXP-3174-ის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10 მლ/წმ. (600 მლ/წთ.) და 0,83 მლ/წმ. (50 მლ/წთ.) შესაბამისად. ლოზარტანისა და EXP-3174-ის თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1,23 მლ/წმ. (74 მლ/წთ.) და 0,43 მლ/წმ. (26 მლ/წთ.). ლოზარტანისა და EXP-3174-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად.

პრეპარატის დაახლოებით 58% გამოიყოფა ნაღველთან ერთად, 35% - თირკმელებით.

პაციენტების ცალკეული ჯგუფები

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა პაციენტების ანალოგიური მონაცემებისაგან.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ორჯერ აღემატებოდა შესაბამის მნიშვნელობებს მამაკაცებში. ამავდროულად, აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მამაკაცებსა და ქალებში არ განსხვავდებოდა.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში ლოზარტანის შინაგანად მიღების შემდეგ, ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია იყო 5 და 1,7-ჯერ უფრო მაღალი, შესაბამისად, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაც მოხალისეებში.

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ-ზე მეტი ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ შეცვლილა. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, ლოზარტანის AUC იყო დაახლოებით 2-ჯერ მაღალი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით .

აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენჰემოდიალიზზე.

არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის პროცედურის მეშვეობით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ლორისტა ®

ლოზარტანი

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

სავაჭრო დასახელება

ლორისტა (Lorista)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლოსარტანი (Losartan)

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გამოყენების ჩვენებები

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულებში და 6-18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში.

თირკმლის უკმარისობის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით პროტეინურიით ≥ 0.5 გ/დღე-ღამეში, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ფარგლებში.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ზრდასრულ პაციენტებში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებით არაეფექტური მკურნალობის დროს შეუთავსებლობის, განსაკუთრებით ხველის,ან უკუჩვენებების გამო. პაციენტებმა გულის უკმარისობით, რომლებიც სტაბილიზირებულნი არიან აგფ ინჰიბიტორებით, არ უნდა გადავიდნენ ლოზარტანზე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40 % და უნდა იქნან კლინიკურად სტაბილურები და დაიცვან გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის მიზნით დადგენილი სქემები.

ინსულტის რისკის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრულებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, რომელიც დადასტურებულია ეკგ-ს მონაცემებით

მიღების წესი და დოზები

არტერიული ჰიპერტენზია: პაციენტების უმეტესობისთვის სტანდარტული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს, უფრო დიდი ეფექტის მისაღწევად დოზა შეიძლება გაეზარდოს 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ (დილით). ლოზარტანის მიღება შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით დიურეტიკებთან (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი) (იხ. განყოფილებები -უკუჩვენებები, გაფრთხილებები და სპეციალური ინსტრუქციები, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები ტიპი 2 დიაბეტით და პროტეინურიით ≥ 0,5 გ/დღე-ღამეში: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ, არტერიული წნევის შემცირების ხარისხის გათვალისწინებით თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და მერე. ლოზარტანის მიღება შესაძლებელია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, დიურეტიკებთან, კალციუმის არხის ბლოკატორებთან, ალფა- და ბეტა -ადრენობლოკატორებთან, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ საშუალებებთან), ასევე ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, გლიტაზონებთან და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებთან ).

გულის უკმარისობა: ლოზარტანის სტანდარტული საწყისი დოზა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეადგენს 12,5 მგ დღე-ღამეში ერთხელ. როგორც წესი, დოზა შეირჩევა კვირეული ინტერვალებით (ანუ 12,5 მგ დღე-ღამეში, 25 მგ დღე-ღამეში, 50 მგ დღე-ღამეში , 100 მგ დღე-ღამეში, მაქსიმალურ დოზამდე 150 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით.

ინსულტის რისკის შემცირება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, რომელიც დადასტურებულია ეკგ-ს მონაცემებით: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს ლოზარტანის 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მომავალში რეკომენდებულია თერაპიისათვის ჰიდროქლორთიაზიდის დაბალი დოზების დამატება ან/და ლოზარტანის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ, არტერიული წნევის შემცირების ხარისხის გათვალისწინებით .

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება პაციენტებში ინტრავასკულარული მოცულობის დაქვეითებით: პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტრავასკულური მოცულობის შემცირება (მაგალითად, დიურეტიკებს მაღალი დოზებით მიმღები პირები ), საწყის დოზად უნდა განიხილებოდეს 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ ( იხ. განყოფილება - გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში: არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში .

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს უფრო დაბალი დოზა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თერაპიული გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომაც ლოზარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. განყოფილებები უკუჩვენებები და გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

ბავშვები

6 თვე - 6 წელი :

უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია განყოფილებაში ფარმაკოლოგიური თვისებები, მაგრამ დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.

6-18 წელი :

პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ, პაციენტებისთვის > 20 - < 50 კგ ( გამონაკლის შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ). დოზა უნდა დაკორექტირდეს არტერიული წნევის რეაქციის შესაბამისად. პაციენტებისთვის > 50 კგ სტანდარტული დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ . გამონაკლის შემთხვევებში დოზა შეიძლება დაკორექტირდეს მაქსიმალურ დოზამდე 100 მგ დღე-ღამეში ერთხელ. 1.4 მგ/კგ-ზე მეტი დოზები (ან 100 მგ-ზე მეტი) დღე-ღამეში ბავშვებში არ არის შესწავლილი. ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში გაგვაჩნია შეზღუდული მონაცემები. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ /1 , 73 მ 2 , მონაცემთა ნაკლებობის გამო (იხ. აგრეთვე განყოფილება გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები). ლოზარტანის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში ( იხ. აგრეთვე გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: მიუხედავად იმისა, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობის დასაწყებად უნდა განიხილებოდეს 25 მგ დოზა , ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო .

გვერდითი მოქმედება

კალიუმის ლოზარტანით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღმოცენების სიხშირის მიხედვით იყოფა:

ძალიან ხშირი (> 1/10);

ხშირი (> 1/100 და < 1/10);

არახშირი (> 1/1000 და < 1/100);

იშვიათი (> 1/10000 და < 1/1000);

ძალიან იშვიათი (< 1/10000, ერთჯერადი შეტყობინებების ჩათვლით).

არასასურველი ეფექტების სიხშირე სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ:

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ : ხშირად - ანემია , სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ : იშვიათად - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება * და ვასკულიტი **

ფსიქიკური დარღვევები : სიხშირე უცნობია - დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ : ხშირად - თავბრუსხვევა, არახშირად - ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად - პარესთეზია, სიხშირე უცნობია - შაკიკი, დისგევზია

დარღვევები სმენის მხრივ და ლაბირინთის დარღვევები: ხშირად - ვერტიგო , სიხშირე უცნობია - შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ : არახშირად - გულისცემის შეგრძნება , სტენოკარდია , იშვიათად - სინკოპე , წინაგულების ფიბრილაცია , თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ : ხშირად - (ორთოსტატული) ჰიპოტენზია (დოზაზე დამოკიდებული ორთოსტატული ეფექტების ჩათვლით)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისპნოე, ხველა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : არახშირად - ტკივილი მუცლის არეში , ნაწლავის გაუვალობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ : იშვიათად - ჰეპატიტი, სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : იშვიათად - ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, სიხშირე უცნობია - ფოტომგრძნობელობა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მიალგია, ართრალგია, რაბდომიოლიზი

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ : ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა

დარღვევები კსასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ : სიხშირე უცნობია - ერექციული დისფუნქცია / იმპოტენცია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე : ხშირად - ასთენია , მომატებული დაღლილობა , არახშირად - შეშუპება , სიხშირე უცნობია - ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები : ხშირად - ჰიპერკალიემია , სისხლის შარდოვანას, შრატის კრეატინინისა და შრატის კალიუმის კონცენტრაციის მომატება , ჰიპოგლიკემია , იშვიათად - ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატება , სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ერთ-ერთი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები და 6.1 განყოფილებაში;.
  • ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. განყოფილება გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
  • ლოზარტანის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2) (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მომატებული მგრძნობელობა

ანგიონევროზული შეშუპება. ანგიონევროზული შეშუპების ანამნეზის მქონე პაციენტები (სახის, ტუჩების, ფარინქსის/ხორხის და/ან ენის შეშუპება) უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. განყოფილება გვერდითი მოქმედება).

ჰიპოტენზია და წყლის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა

სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განუვითარდეთ სითხის მოცულობის და/ან ნატრიუმის დეფიციტის მქონე პაციენტებს დიურეზულების მაღალი დოზებით მკურნალობის, მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. ასეთი მდგომარეობების კორექტირება უნდა ჩატარდეს ლოზარტანის გამოყენებამდე ან გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი საწყისი დოზა (იხ. ნაწილი მიღების წესი და დოზები). ეს ასევე ეხება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ელექტროლიტური დისბალანსი

ელექტროლიტური დისბალანსი დამახასიათებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს . კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში ნეფროპათიით, ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ლოზარტანის მიმღებ ჯგუფში იმ ჯგუფთან შედარებით, სადაც იღებდნენ პლაცებოს (იხ. განყოფილება გვერდითი მოქმედება). ამასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების გულდასმითი მონიტორინგი; განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით და კრეატინინის კლირენსით 30-50 მლ/წთ დიაპაზონში.

არ არის რეკომენდებული კალიუმის შემნახველი დიურეზულების, კალიუმის პრეპარატების და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე სისხლის შრატში (მაგალითად, ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები) ლოზარტანთან (იხ. პუნქტი - ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ უნდა იქნას გამოყენებული უფრო დაბალი დოზა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ლოზარტანის თერაპიული გამოყენების გამოცდილება არ გაგვაჩნია. ამიტომ ლოზარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (იხ. განყოფილებები - მიღების წესი და დოზები, უკუჩვენებები და ფარმაკოლოგიური თვისებები).

ლოზარტანი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის (იხ. განყოფილება მიღების წესი და დოზები).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად იქნა აღნიშნული თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობის განვითარება (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მაგალითად, პაციენტებში მძიმე გულის უკმარისობით ან თირკმლის დისფუნქციით ანამნეზში ). როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, აღინიშნა სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის მატება პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან თირკმლის არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში ; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან თირკმლის არტერიის სტენოზით ერთადერთ თირკმელში .

გამოყენება ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ლოზარტანი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ/1,73 მ2 მონაცემების ნაკლებობის გამო (იხ. განყოფილება მიღების წესი და დოზები).

ლოზარტანით მკურნალობის დროს საჭიროა თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი, რადგან ის შეიძლება დაქვეითდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ლოზარტანის მიღების შემთხვევებს სხვა მდგომარეობების არსებობისას (ცხელება, დეჰიდრატაცია), რომლებმაც შეიძლება დაარღვიონ თირკმლის ფუნქცია.

ლოზარტანისა და აგფ ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ დაადასტურა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამიტომ, ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

თირკმლის ტრანსპლანტაცია

თირკმლის ახლახან გაკეთებული გადანერგვის შემდეგ პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში, როგორც წესი, არ აღინიშნება დადებითი პასუხი ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე , რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. ამასთან დაკავშირებით ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადებები

ისევე, როგორც ნებისმიერი ჰიპოტენზიური პრეპარატის შემთხვევაში, არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ გულის კორონარული და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

გულის უკმარისობა

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას , რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, პაციენტებში გულის უკმარისობით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე , არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და ( ხშირად მწვავე ) თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი.

არ გაგვაჩნია ლოზარტანის გამოყენების საკმარისი თერაპიული გამოცდილება პაციენტებში გულის უკმარისობით და თანმხლები მძიმე თირკმლის უკმარისობით, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ( NYHA-ს მიხედვით IV კლასი ), ასევე პაციენტებში გულის უკმარისობით და სიმპტომატური სიცოცხლისათვის საშიში არითმიებით. ამიტომ, ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ ჯგუფში. ლოზარტანის კომბინაცია ბეტა-ბლოკატორებთან უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

აორტისა და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

ისევე, როგორც სხვა სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტისა ან მიტრალური სტენოზის ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ორსულობა

ლოზარტანით თერაპია არ უნდა იქნას დაწყებული ორსულობის პერიოდში. თუ პაციენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ლოსარტანით ჰიპოტენზიური თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, ლოზარტანი უნდა იქნას შეიცვლილი ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის პერიოდში გამოყენების დროს. ორსულობის დადგენისას ლოზარტანის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. განყოფილება უკუჩვენებები).

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დაკვირვებების მიხედვით, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები, როგორც ჩანს, არტერიული წნევის შესამცირებლად ნაკლებად ეფექტურია ნეგროიდული რასის პაციენტებში, ვიდრე სხვა რასების წარმომადგენლებში, რადგან, სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტების პოპულაციაში უფრო ფართოდაა გავრცელებული მდგომარეობები რენინის დაბალი შემცველობით.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას)

არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ აგფ-ს ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროულმა გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკს ( თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამასთან დაკავშირებით, რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).

თუ ორმაგი ბლოკადა ითვლება აბსოლუტურ აუცილებლობად, ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა უნდა გახდეს თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის გულდასმითი მონიტორინგის ობიექტი.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა ჰიპოტენზიურმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ლოზარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ერთდროულმა გამოყენებამ სხვა პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არტერიული ჰიპოტენზია, არასასურველი რეაქციის სახით (როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი) შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ლოზარტანი მეტაბოლიზდება უპირატესად ციტოქრომ P450( CYP )2C9-ის მეშვეობით კარბონის მჟავას აქტიურ მეტაბოლიტამდე. კლინიკურ კვლევების მიმდინარეობის დროს იქნა დადგენილი, რომ ფლუკონაზოლი ( CYP2C9 ინჰიბიტორი) ამცირებს აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედებას დაახლოებით 50%-ით. იქნა აღმოჩენილი, რომ ლოზარტანის ერთდროულმა გამოყენებამ რიფამპიცინთან (მეტაბოლიზმის ფერმენტების სტიმულატორი) გამოიწვია პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 40%-ით შემცირება. ამ ეფექტების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი. ფლუვასტატინთან ( CYP2C9-ს სუსტი ინჰიბიტორი) ერთდროული მკურნალობისას განსხვავება ზემოქმედებაში არ გამოვლენილა .

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ბლოკავენ ანგიოტენზინ II-ს ან მის ეფექტებს, იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ინარჩუნებენ კალიუმს (მაგალითად, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები: სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) ან ზრდიან კალიუმის დონეს (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმის შემცველი სამკურნალო პრეპარატები), კალიუმის პრეპარატები ან მარილის შემცვლელებმა, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა. ამ სამკურნალო სასუალებების ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება აღინიშნა ლითიუმის აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევებში. ასევე აღინიშნა ძალიან იშვიათი შემთხვევები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად მიღებისას. ლითიუმისა და ლოზარტანის ერთობლივი გამოყენება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, რეკომენდებულია ლითიუმის დონის მონიტორინგი სისხლის შრატში პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას აასს-თან (მაგალითად, ცოგ-2-ს სელექტიური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებში) და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ( აასს) ერთდროული გამოყენებისას , შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან დიურეტიკების და აასს-ს ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, და შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც თავიდანვე ჰქონდათ თირკმელების ფუნქციის დარღვევები. საჭიროა კომბინირებული მკურნალობის სიფრთხილით გამოყენება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტების ადეკვატურად ჰიდრატირება და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს.

კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების სიხშირის განვითარების ზრდასთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით ) ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებით, რომელიც გავლენას ახდენს რაას-ზე ( იხ. განყოფილებები უკუჩვენებები, გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები).

დოზის გადაჭარბება

ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო შედეგები შეიძლება იყოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; პარასიმპათიკური (ვაგუსური) სტიმულაციის გამო შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია.

მკურნალობა: სიმპტომურად გამოვლენილი ჰიპოტენზიის შემთხვევაში ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია. არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღზე გვიან.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

7 ან 14 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 2 ან 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა