ლინკას პლუში საწუწნი ტაბლეტები
Linkus Plush Lozenges
• ყელის ტკივილი; • ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის; • სასუნთქი გზების მწვავე კატარალური დაავადებები, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- dried powdered standardized of
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ხველის საწინააღმდეგო უშაქრო საწუწნი ტაბლეტი №16 (2X8)
- მწარმოებელი
- Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ამოსახველებელი საშუალებები
- ATC კოდი
- R05CA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039207
- რეგისტრირებულია
- 28 სექტემბერი 2023, მოქმედებს 28 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
- განმცხადებელი
- სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლინკას პლუში საწუწნი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ყელის ტკივილი;
- ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის;
- სასუნთქი გზების მწვავე კატარალური დაავადებები, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ბავშვები (12 წლის და უფროსი): ერთი ან ორი საწუწნი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვები (6-დან 12 წლამდე): თითო საწუწნი ტაბლეტი 4-ჯერ დღეში;
ბავშვები (3-დან 6 წლამდე): თითო საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; ან ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას და იმავე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ანთებითი დაავადების სიმპტომების მოხსნიდან კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
სიფრთხილის ზომები
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
თუ გაწუხებთ ქოშინი, ცხელება ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოთ დოზა. უბრალოდ გააგრძელეთ სუროს ფოთლის ხველის საწუწნი აბების შემდგომი მიღება მკურნალობის რეჟიმის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებზე გავლენის თავისებურებები - არ მოქმედებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის დადგენილი
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და კარგად ხდება მისი გადატანა.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
შემადგენლობა
თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: სუროს ფოთლის ექსტრაქტის ფხვნილი ..........5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
იზომალტი, ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, მენთოლი, წითელი საღებავი, მონოამონიუმის გლიცირიზინატი, თაფლის არომატი, პიტნის არომატი, ევკალიპტის ზეთი.
აღწერა:
ღია წითელიდან ვარდისფერ ფერამდე, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები თაფლის დამახასიათებელი გემოთი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მოარიდეთ ბავშვებს!
შენახვის ვადა:
3 წელი;
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალი ფხვნილის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტურობა რესპირატორული კატარისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზია და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებსაც აქვთ მუკოლიზური და ანტისპაზმური მოქმედება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
GEO - ლინკას პლუში SF საწუწნი ტაბლეტები ჩანართი-14-06-2023 - Rus Side
W = 170 მმ
H=240 მმ
სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები
შაქრის გარეშე
სავაჭრო დასახელება:
ლინკას პლუში
წამლის ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები შაქრის გარეშე
შემადგენლობა:
თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: სუროს ფოთლის ექსტრაქტის ფხვნილი ..........5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
იზომალტი, ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, მენთოლი, წითელი საღებავი, მონოამონიუმის გლიცირიზინატი, თაფლის არომატი, პიტნის არომატი, ევკალიპტის ზეთი.
აღწერა:
ღია წითელიდან ვარდისფერ ფერამდე, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები თაფლის დამახასიათებელი გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალი ფხვნილის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტურობა რესპირატორული კატარისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზია და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებსაც აქვთ მუკოლიზური და ანტისპაზმური მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები:
- ყელის ტკივილი;
- ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის;
- სასუნთქი გზების მწვავე კატარალური დაავადებები, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.
დოზირება და მიღება:
მოზრდილები და ბავშვები (12 წლის და უფროსი): ერთი ან ორი საწუწნი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვები (6-დან 12 წლამდე): თითო საწუწნი ტაბლეტი 4-ჯერ დღეში;
ბავშვები (3-დან 6 წლამდე): თითო საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; ან ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას და იმავე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ანთებითი დაავადების სიმპტომების მოხსნიდან კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და კარგად ხდება მისი გადატანა.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ არის დადგენილი
სპეციალური მითითებები:
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
თუ გაწუხებთ ქოშინი, ცხელება ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოთ დოზა. უბრალოდ გააგრძელეთ სუროს ფოთლის ხველის საწუწნი აბების შემდგომი მიღება მკურნალობის რეჟიმის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებზე გავლენის თავისებურებები - არ მოქმედებს.
დოზის გადაჭარბება:
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
8 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის / PVC ბლისტერში გამოყენების ინსტრუქციით.
8 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის/PVC ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით, მუყაოს კოლოფში.
9 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის/PVC ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით, მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მოარიდეთ ბავშვებს!
შენახვის ვადა:
3 წელი;
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
ჰერბიონ ნატურალსი
Herbion Pakistan Pvt. შ.პ.ს.
37/A-3 ლანდის ინდუსტრიული ზონა, კარაჩი, პაკისტანი
- 06.2023
/ხელმოწერილია//ბეჭედი დასმულია/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


