პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ლინკას პლუში

Linkus Plush

ურეცეპტოდ35მგინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ivy hedera helix leaves
ფორმა და შეფუთვა
35მგ/5მლ 90მლ ხველების საწინააღმდეგო უშაქრო სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ამოსახველებელი საშუალებები
ATC კოდი
R05CA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-039209
რეგისტრირებულია
28 სექტემბერი 2023, მოქმედებს 28 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალინკას პლუში და სხვა წამალი ერთად

ლინკას პლუში — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.

მიღების წესი და დოზირება

ორალურად;

ჩვილები და ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე): 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში.

ბავშვები (2-დან 6 წლამდე): 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

ბავშვები და მოზარდები (6-დან 18 წლამდე): 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები: 10 მლ (2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულებით.

მოყვება საზომი ჭიქა ზუსტი დოზირებისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის ბუნებასა და სიმძიმეზე.

თუმცა, სასუნთქი გზების მსუბუქი ანთების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია სიმპტომების შეწყვეტიდან 2-3 დღის განმავლობაში, რათა უზრუნველყოთ სრული გამოჯანმრთელება. თუ სიმპტომები გრძელდება, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

  • ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
  • თუ გაწუხებთ ქოშინი, ცხელება ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოთ დოზა. უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის შემდგომი მიღება მკურნალობის რეჟიმის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა განვითარდეს საფაღარათო ეფექტი პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო.

ჭარბი დოზა

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზა:

შემადგენლობა

თითოეული 5 მლ სიროფი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სუროს ფოთლის ფხვნილი ექსტრაქტი 35მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალტი, ლიმონმჟავა, სტევია, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, 70% სორბიტოლის ხსნარი, გლიცერინი, თაფლის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

აღწერა:

ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე, ერთგვაროვანი ხსნარი დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ ბავშვებს!

შენახვის ვადა:

3 წელი;

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო სიროფი არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალი ფხვნილის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტურობა რესპირატორული კატარისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზია და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებსაც აქვთ მუკოლიზური და ანტისპაზმური მოქმედება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

GEO - ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო სიროფი SF-14-06-2023 - Rus Side

სიგანე=170 მმ

სიმაღლე=240 მმ

სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ლინკას პლუში

ხველების საწინააღმდეგო სიროფი

შაქრის გარეშე

სავაჭრო დასახელება: ლინკას პლუში

დოზირების ფორმა:

სიროფი შაქრის გარეშე

შემადგენლობა:

თითოეული 5 მლ სიროფი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სუროს ფოთლის ფხვნილი ექსტრაქტი 35მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალტი, ლიმონმჟავა, სტევია, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, 70% სორბიტოლის ხსნარი, გლიცერინი, თაფლის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

აღწერა:

ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე, ერთგვაროვანი ხსნარი დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინკას პლუში ხველების საწინააღმდეგო სიროფი არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების მშრალი ფხვნილის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტურობა რესპირატორული კატარისა და ქრონიკული ანთებითი ბრონქული დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექტაზია და პნევმონია. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებსაც აქვთ მუკოლიზური და ანტისპაზმური მოქმედება.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს პროდუქტიული ხველა.

დოზირება და მიღება:

ორალურად;

ჩვილები და ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე): 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში.

ბავშვები (2-დან 6 წლამდე): 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

ბავშვები და მოზარდები (6-დან 18 წლამდე): 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები: 10 მლ (2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულებით.

მოყვება საზომი ჭიქა ზუსტი დოზირებისთვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის ბუნებასა და სიმძიმეზე.

თუმცა, სასუნთქი გზების მსუბუქი ანთების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია სიმპტომების შეწყვეტიდან 2-3 დღის განმავლობაში, რათა უზრუნველყოთ სრული გამოჯანმრთელება. თუ სიმპტომები გრძელდება, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა განვითარდეს საფაღარათო ეფექტი პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

სპეციალური მითითებები:

  • ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
  • თუ გაწუხებთ ქოშინი, ცხელება ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოთ დოზა. უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის შემდგომი მიღება მკურნალობის რეჟიმის მიხედვით.

დოზის გადაჭარბება:

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზა:

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

90 მლ პრეპარატი ქარვისფერ შუშის ბოთლში დამცავი რგოლით აღჭურვილი თავსახურით; 1 ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და საზომი ჭიქა მუყაოს კოლოფში. 120 და 150 მლ წამალი ქარვისფერ შუშის ბოთლში, თავსახური ბავშვებისთვის დამცავი საკეტით; 1 ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და საზომი ჭიქა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ ბავშვებს!

შენახვის ვადა:

3 წელი;

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

ჰერბიონ ნატურალსი

Herbion Pakistan Pvt. შ.პ.ს.

30/28 ქორანგის ინდუსტრიული ზონა, კარაჩი, პაკისტანი

  • 06.2023

/ხელმოწერილია//ბეჭედი დასმულია/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა