პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ლინდინეტი 20

Lindynette 20

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პერორალური კონტრაცეპცია. პრეპარატის ლინდინეტი 20 დანიშვნამდე საჭიროა ქალის არსებული ინდივიდუალური რისკის ფაქტორების შეფასება, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიებთან (ვთე) მიმართებაში, ასევე პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღებისას გამოწვეული ვთე რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების რისკთან …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,02მგ + 0,075მგ შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21 (1X21)
მწარმოებელი
GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემისმოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
ATC კოდი
G03AA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-044165
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალინდინეტი 20 და სხვა წამალი ერთად

ლინდინეტი 20 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პერორალური კონტრაცეპცია.

პრეპარატის ლინდინეტი 20 დანიშვნამდე საჭიროა ქალის არსებული ინდივიდუალური რისკის ფაქტორების შეფასება, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიებთან (ვთე) მიმართებაში, ასევე პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღებისას გამოწვეული ვთე რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების რისკთან (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები” და ,,სიფრთხილის ზომები”).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის მიღების დაწყებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.

დოზირება

ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ყოველდღიურად დღის ერთსა და იმავე დროს, იმ თანმიმდევრობით, რომელიც მითითებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაზე. უნდა იქნას მიიღებული დღეში ერთი ტაბლეტი 21 დღის განმავლობაში ზედიზედ, რის შემდეგაც ტაბლეტების მიღება წყდება 7 დღით. ყოველი შემდგომი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების დასრულების მომდევნო დღეს. სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიღების მოხსნით, ჩვეულებრივ იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2 ან მე-3 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დაწყება

თუ წინა თვეში ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება არ მომხდარა

ლინდინეტი 20-ის მიღება უნდა მოხდეს ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ( ესე იგი მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დაწყება ასევე დასაშვებია მენსტრუალური ციკლის მე-2-7 დღეს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეპციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი, სპერმიციდი) პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში.

კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივებიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან (კოკ), ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან) გადასვლის დროს

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება სასურველია დაიწყოს წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს კოკ-ის მიღების ჩვეული შესვენების დასრულებიდან ან წინა კოკ-ის ბოლო არააქტიური ტაბლეტის მიღების მომდევნო დღისა.

ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან გადასვლისას პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება სასურველია დაიწყოს წინა საშუალების მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როცა უნდა გაკეთდეს შემდგომი აპლიკაცია.

მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივებიდან გადასვლა (ტაბლეტები, იმპლანტი, საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს), საინექციო საშუალება)

  • პროგესტინული ტაბლეტების მიღება (მინი-პილი) შეიძლება იქნას შეწყვეტილი ნებისმიერ დღეს, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს მომდევნო დღიდან.
  • პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს იმპლანტის ან სშს მოცილების დღეს, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტინს.
  • პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღეს, როცა დანიშნული იყო პროგესტინული საინექციო საშუალების მომდევნო ინექცია.

ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში.

I ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია დაუყოვნებლივ. კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება არ არის საჭირო.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ მშობიარობის შემდეგ იზრდება თრომბოემბოლიის განვითარების რისკი, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება დაწყებული უნდა იქნას მშობიარობიდან არაუადრეს 28 დღის შემდეგ (ლაქტაციის არარსებობის პირობებში) ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი არაჰორმონული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კონტაქტები, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან საჭირო იქნება მოცდა პირველ მენსტრუაციამდე (იხ. ასევე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში”).

გამოტოვებული ტაბლეტები:

კონტრაცეპციული დაცვა შესაძლებელია შემცირდეს ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაბლეტის გამოტოვება ახანგრძლივებს პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების 7-დღიან შესვენებას.

თუ მომდევნო ტაბლეტის მიღებამდე გასულია 12 საათზე ნაკლები, ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) და შემდეგი ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეული რეჟიმით.

თუ მომდევნო ტაბლეტის მიღებამდე გასულია 12 საათზე მეტი, კონტრაცეპციული დაცვა შესაძლებელია შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორი ძირითადი წესის დაცვა:

  • არ შეიძლება ტაბლეტის მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
  • ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-საკვერცხეების სისტემის საკმარისი დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა პრეპარატის 7-დღიანი უწყვეტი მიღება.

შესაბამისად, შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების მოყვანა:

  • პირველი კვირა:

ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება), მაშინაც, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამ წუთიდან შემდეგი ტაბლეტები მიიღება ჩვეული რეჟიმით. დამატებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი). თუ წინა 7 დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, დაორსულება ვერ იქნება გამორიცხული. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს იყო გამოტოვების პერიოდი ტაბლეტების მიღებებს შორის შესვენების პერიოდთან, მით მეტია დაორსულების რისკი.

  • მეორე კვირა

საჭიროა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) მაშინაც კი, როცა ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამის შემდეგ ტაბლეტები მიიღება ჩვეული რეჟიმით. იმ პირობით, რომ ტაბლეტების გამოტოვებამდე მათი მიღება ხდებოდა სწორი თანმიმდევრობით 7 დღის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებდა ტაბლეტის გამოტოვებას, კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების საჭიროება არ არის. სხვა შემთხვევაში, ან თუ გამოტოვებული იყო 1-ზე მეტი ტაბლეტი, მომდევნო 7 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

  • მესამე კვირა

კონტრაცეპციის საიმედოობის შემცირების რისკი ძალიან მაღალია, რადგან ახლოსაა შესვენების პერიოდი პრეპარატის მიღებებს შორის. თუმცა, კონტრაცეპციული დაცვის შემცირების თავიდან აცილება შესაძლებელია ტაბლეტების მიღების განრიგის კორექტირებით. თუ მივყვებით ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებიდან რომელიმეს, იმ პირობით, რომ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვოდა გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი იქნა მიღებული სწორად, არ არის კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. სხვა შემთხვევაში საჭიროა მივყვეთ #1 მითითებას და გამოვიყენოთ კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

  • აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამის შემდეგ მომდევნო ტაბლეტები უნდა იქნას მიიღებული ჩვეული რეჟიმით. ლინდინეტ 20-ის ახალი შუფუთვიდან ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს მიმდინარე შეფუთვის დასრულებისთანავე, ესე იგი მიმდინარე და შემდეგი შეფუთვის ტაბლეტების მიღებებს შორის არ უნდა იყოს წყვეტა. ამ შემთხვევაში სისხლდენა ნაკლებად სავარაუდოა მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე, თუმცა შესაძლებელია დაფიქსირდეს „ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან ჭარბი სისხლდენა.
  • მოქმედების კიდევ ერთ ვარიანტად შეიძლება განხილული იყოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მიმდინარე შეფუთვიდან და პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების განახლება ახალი შეფუთვიდან შესვენების შემდეგ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ტაბლეტის მიღების გამოტოვების დღეების ჩათვლით. თუ ქალს უნდა ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან მიღების დაწყების ჩვეულებრივ დღეს, ტაბლეტების მიღებაში 7-დღიანი შესვენება უნდა იქნას შემცირებული შესაბამისი წესით.

ტაბლეტის მიღების გამოტოვების და პრეპარატის მიღებებს შორის პირველი გეგმიური შესვენების შემთხვევაში ,,მოხსნის” სისხლდენის არარსებობისას, ორსულობის დადგომის ალბათობა ვერ იქნება გამორიცხული.

რა უნდა გაკეთდეს ღებინების და/ან დიარეის გამოვლენის შემთხვევაში:

თუ მომდევნო (რიგითი) ტაბლეტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში ვითარდება ღებინება ან დიარეა, ტაბლეტის შეწოვა შეიძლება არასრული იყოს. ასეთ შემთხვევაში ტაბლეტების მიღება ხდება სათადარიგო შეფუთვიდან იმ მითითებების შესაბამისად, რომლებიც მოყვანილია ნაწილში ,, გამოტოვებული ტაბლეტები”.

ყველა საჭირო აქტიური ტაბლეტის მიღება უნდა იქნას ამოღებული სათადარიგო შეფუთვიდან.

როგორ შეიძლება მენსტრუაციის გადავადება:

მენსტრუაციის გადასავადებლად ტაბლეტების მიღება პრეპარატ ლინდინეტ 20-ის ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს მაშინვე, 7 დღიანი შესვენების გარეშე. გადავადება შესაძლებელია იმდენი ხნით, რამდენსაც ისურვებს ქალი მანამ, სანამ არ დასრულდება ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მენსტრუაციის გადავადების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს „ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან „ჭარბი“ სისხლდენა. შემდგომში, გეგმიური 7-დღიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია პრეპარატ ლინდინეტ 20-ის რეგულარული მიღების განახლება.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები

ლინდინეტი 20-ის გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ პირველი მენსტრუაციის დადგომის შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

არ გამოიყენება. პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

ლინდინეტი 20 უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის უკმარისობით (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

თირკმლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები გამოყენების შესახებ ქალებში თირკმელების უკმარისობით.

უკუჩვენებები

კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) გამოყენება არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. იმ შემთხვევაში, თუ კჰკ მიღების დროს ასეთი მდგომარეობა ვითარდება პირველად, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

  • ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელთა ჩამონათვალი მოყვანილია ნაწილში ,,შემადგენლობა”.
  • არსებული ვენური თრომბოემბოლია (ვთე) ან მისი განვითარების რისკი.
  • ვენური თრომბოემბოლია (ვთე) –ვენური თრომბოემბოლია (ანტიკოაგულანტების ფონზე) არსებული ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ) ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია [ფათე]).
  • დადგენილი დამძიმებული მემკვიდრეობითი მიდრეკილება ან შეძენილი განწყობა ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული С პროტეინის მიმართ (ლეიდენის V ფაქტორის ჩათვლით), ანტითრომბინი III-ის უკმარისობა, С პროტეინის ან S პროტეინის უკმარისობა.
  • ფართო ოპერაციული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
  • ვენური თრომბოემბოლიური გართულებების მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორების გამო (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
  • არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის არსებობა
  • არტერიული თრომბოემბოლია – არტერიული თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, სტენოკარდია).
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა – ინსულტის არსებობა მიმდინარე დროს ან ანამნეზში ან მისი წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ)).
  • დადგენილი დამძიმებული მემკვიდრეობითი მიდრეკილება ან შეძენილი განწყობა არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მიმართ, მაგალითად, ჰიპერგომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).
  • შაკიკი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით.
  • არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორების გამო (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”) ან ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული რისკის ფაქტორებიდან ერთ-ერთის არსებობა:
  • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გამოვლინებებით;
  • ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა;
  • დისლიპოპროტეინემიის მძიმე ფორმა.
  • პანკრეატიტის არსებობა, რომელიც ასოცირებულია მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან, ამჟამად ან ანამნეზში.
  • ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები ამჟამად ან ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ნორმალიზებამდეც კი).
  • ღვიძლის სიმსივნე ამჟამად ან ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი).
  • დადგენილი ან შესაძლო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომელიც დამოკიდებულია სქესობრივ სტეროიდებზე (მაგალითად, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ახალწარმონაქმნები).
  • დაუდგენელი ეტიოლოგიის პათოლოგიური სისხლდენა საშოდან.

ლინდინეტი 20 ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს / პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს, გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოკსილაპრევირს (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” ).

სიფრთხილის ზომები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობის ან რისკის ფაქტორის არსებობის პირობებში საჭიროა პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების საფუძვლიანობის განხილვა პაციენტთან.

ნებისმიერი მითითებული მდგომარეობის ან რისკის ფაქტორის დამძიმებისას ან პირველად განვითარებისას რეკომენდებულია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და განიხილოთ პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები

ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი

კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მათ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობენ მითითებულ პრეპარატებს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, ნორგესტიმატს ან ნორეთისტერონს, ასოცირებულები არიან ვთე-ს უმცირეს რისკთან. სხვა პრეპარატებმა, როგორიცაა ლინდინეტ 20, შეიძლება ორჯერ გაზარდონ ვთე-ს განვითარების რისკი. გადაწყვეტილება ისეთი პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ მიეკუთვნება ვთე-ს განვითარების უმცირესი რისკის მქონე პრეპარატს, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ქალთან გასაუბრების შემდეგ. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პაციენტს გააზრებული აქვს ვთე-ს განვითარების რისკი პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დროს, ასევე არსებული რისკის ფაქტორების მასზე ზემოქმედება და ის, რომ ვთე განვითარების ყველაზე დიდი რისკი აღინიშნება პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებული მონაცემებით, რისკი იზრდება კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების განახლებისას მიღებებს შორის 4 კვირიანი და მეტი პერიოდის შუალედის შემდეგ.

წლის განმავლობაში ვთე უვითარდება დაახლოებით 10000-დან 2 ქალს არაფეხმძიმე ქალებში და ქალებში, რომლებიც არ ღებულობენ კომბინირებულ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს. თუმცა, ქალის ინდივიდუალური რისკი შეიძლებელია იყოს ბევრად უფრო მაღალი იმ არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მას აქვს (იხ. ქვევით),.

შეფასების თანახმად1, 10 000 ქალიდან, რომლებიც ღებულობდნენ გესტოდენის შემცველ კჰკ-ს, ვთე უვითარდება 9-12 ქალს წლის განმავლობაში, (იმ ქალების დაახლოებით 62 შემთხვევასთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ლევონორგესტრელ-შემცველ კჰკ-ს).

ორივე შემთხვევაში ვთე-ს რაოდენობა წლის განმავლობაში იყო უფრო მცირე იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც მოსალოდნელი იყო ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ვთე შესაძლებელია დასრულდეს ლეტალურად შემთხვევათა 1-2%-ში.

ვთე-ს შემთხვევათა რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში

ვთე შემთხვევათა რაოდენობა

რომლებიც არ ღებულობენ კჰკ-ს (2 შემთხვევა)

ლევონორგესტრელ-შემცველი

კჰკ (5-7 შემთხვევა)

გესტოდენ-შემცველი

კჰკ (9-12 შემთხვევა)

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კჰკ-ს, იყო შეტყობინებები სხვა სისხლძარღვების თრომბოზების განვითარების შესახებ (მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერიალურის, თირკმელების ან რეტინალური ვენებისა და არტერიების).

______________________________________________

1 სიხშირის ასეთი მნიშვნელობები მიღებულია ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების ანალიზით, როცა ხდებოდა ლევონორგესტრელის შემცველი კჰკ რისკის შედარება სხვადასხვა პრეპარატებისთვის დაფიქსირებულ რისკთან.

2 დიაპაზონის მედიანა 5-7-ი 10 000 ქალ-წელიწადზე, რომელიც დაფუძნებულია შეფარდებით რისკზე ლევონორგესტრელ*შემცველი კჰკ-სთვის, იმ შემთხვევებთან შედარებით, როცა კჰკ არ გამოიყენებოდა, შეადგენს დაახლოებით 2,3-3,6-ს.

ვთე განვითარების რისკის ფაქტორები

ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი კჰკ-ს გამოყენებისას შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალებში დამატებითი რისკის ფაქტორებით, კერძოდ, მრავლობითი რისკის ფაქტორებით (იხ. ცხრილი).

პრეპარატი ლინდინეტ 20 უკუნაჩვენებია ქალებში მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც განაპირობებენ მის მოხვედრას ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). ერთზე მეტი რიკსის ფაქტორის არსებობის პირობებში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომლის დროსაც რისკი იზრდება უფრო მეტად, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების დაჯამებისას: ასეთ შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ვთე განვითარების საერთო რისკი, რომელიც აქვს ამ ქალს. თუ შეფასების დროს “სარგებელი/რისკის” თანაფარდობა აღმოჩნდება არასასურველი, მაშინ კჰკ დანიშვნაზე უნდა ითქვას უარი (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

ცხრილი: ვთე განვითარების რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

შენიშვნა

სიმსუქნე (სხეულის წონის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2 )

სწი მატებით რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინება.

ხანგრძლივი იმობილიზაცია, ფართო ოპერაციული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ოპერაციები ან დიდი ტრავმები

შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაგადაფრენების ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვთე-ს განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში დამატებითი რისკის ფაქტორებით.

ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პლასტირის/ტაბლეტების/რგოლის გამოყენების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში – მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და გამოყენების განახლება არ უნდა მოხდეს მოძრაობის სრული აღდგენიდან ორი კვირის გასვლამდე. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენება კონტრაცეპციის სხვა მეთოდი.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ მოხდა პრეპარატ ლინდინეტი 20-ის მიღების შეწყვეტა, განიხილება ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევები ახლო ნათესავებში – ძმასთან, დასთან, მშობლებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ესე იგი 50 წლამდე).

თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე, ნებისმიერი კჰკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა მოხდეს ქალის გაგზავნა კონსულტაციისთვის სპეციალისტთან

ვთე-სთან ასოცირებული ნებისმიერი პათოლოგია

კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ

არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში ვენების ვარიკოზული გაფართოებისა და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლთან დაკავშირებით.

გასათვალისწინებელია თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ პირველი 6 კვირის განმავლობაში (ინფორმაცია ორსულობასთან და ლაქტაციასთან დაკავშირებით იხ. ნაწილში ,,გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).

ვთე სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)

ქალები უნდა იქნან ინფორმირებულნი იმაზე, რომ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ გადაუდებელ სასწრაფო დახმარების ცენტრს და შეატყობინონ მედიცინის მუშაკს კჰკ-ს გამოყენების შესახებ.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • ფეხის და/ან ტერფის ცალმხრივ შეშუპებას ან შეშუპებას ფეხის ვენის გასწვრივ;
  • ტკივილს ან მტკივნეულობას ფეხის მიდამოში, რომელიც შეიგრძნება ფეხზე დგომის ან სიარულის დროს;
  • დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატებას; სიწითლეს ან ფეხის კანის ფერის შეცვლას.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • უეცრად განვითარებულ უმიზეზო ქოშინს ან ხშირ სუნთქვას;
  • უეცრად განვითარებულ უმიზეზო ხველას, შესაძლებელია სისხლით;
  • მწვავე ტკივილს მკერდის არეში;
  • გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას;
  • ხშირ ან არარითმულ გულისცემას.

ზოგიერთი მოყვანილი სიმპტომი (მაგალითად, ხველა, ქოშინი) არასპეციფიურია და შესაძლებელია შეცდომით ჩაითვალოს უფრო გავრცელებულ ან ნაკლებად მძიმე პათოლოგიად (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები).

სისხლძარღვების დაცობის სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდნენ უეცრად განვითარებულ ტკივილს, შეშუპებას და სუსტად გამოხატულ კიდურის სილურჯეს.

თვალში სისხლძარღვების დაცობის განვითარების შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მის დაკარგვამდე (პროგრესირების შემთხვევაში). ცალკეულ შემთხვევებში მხედველობის სრული დაკარგვა შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად მაშინვე.

არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებმა შესაძლებელი გახადეს კჰკ გამოყენების დაკავშირება არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული დარღვევა, ინსულტი). არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.

ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები

არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკი კჰკ გამოყენების დროს იზრდება ქალებში რისკის ფაქტორებით (იხ. ცხრილი). პრეპარატი ლინდინეტ 20 უკუნაჩვენებია ქალებში ათე-ს განვითარების ერთი სერიოზული რისკის ფაქტორით ან მრავალი რისკის ფაქტორით, რომლებიც განაპირობებენ მის მოხვედრას არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როცა რისკი იზრდება უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების მარტივი დაჯამებისას: ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მისი საერთო რისკი. თუ “სარგებელი/რისკის” თანაფარდობა შეფასების დროს არასასურველია, კჰკ დანიშვნაზე უარი უნდა ითქვას (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

ცხრილი: ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

შენიშვნა

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ

მოწევა

ქალებში, რომლებიც გეგმავენ კჰკ გამოყენებას, რეკომენდირებულია უარის თქმა მოწევაზე. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, რეკომენდირებულია კონტრაცეპციის სხვა მეთოდის გამოყენება.

ჰიპერტენზია

სწი-ს მატებით რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის დამატებითი რისკის ფაქტორებით.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევები ახლო ნათესავებში – ძმასთან, დასთან, მშობლებთან, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).

თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით განწყობაზე, ნებისმიერი კჰკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე ქალი უნდა გაიგზავნოს კონსულტაციისთვის სპეციალისტთან.

შაკიკი

შაკიკის სიხშირისა ან სიმძიმის ხარიხსის მატება კჰკ-ს გამოყენების დროს (რაც შესაძლებელია იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინამორბედი) შესაძლებელია გახდეს პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნის მიზეზი.

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვების არასასურველ მოვლენებთან.

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგომოცისტეინემია, გულის მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

ათე-ს სიმპტომები

საჭიროა ქალების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და შეატყობინონ მედიცინის მუშაკს, რომ ღებულობენ კჰკ-ს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • უეცრად განვითარებულ სისუსტეს ან სახის, ხელის ან ფეხების დაბუჟებას, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეზე;
  • უეცრად განვითარებულ გართულებას სიარულის დროს, თავბრუსხვევას, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევას;
  • ცნობიერების უეცრად განვითარებულ აღრევას, მეტყველების და აღქმის დარღვევას;
  • მხედველობის უეცარ დარღვევას ერთ ან ორივე თვალში;
  • უეცარ, გამოხატულ ან ხანგრძლივ თავის ტკივილს, განვითარბულს ცნობილი მიზეზების გარეშე
  • გონების დაკარგვას ან გულის წასვლას კრუნჩხვებით ან მათ გარეშე.

სიმპტომების დროებითი ხასიათი იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ ტრანზიტორულ იშემიურ შეტევა (ტიშ).

მიოკარდიუმის ინფარქტის (მი) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • ტკივილს, დისკომფორტს, ზეწოლას, სიმძიმეს, შებოჭილობის ან გადავსების შეგრძნებას მკერდის არეში, ხელში ან გულ-მკერდის არეში;
  • დისკომფორტს ირიდაციით ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში, კუჭში;
  • გადავსების, საჭმლის მონელების დარღვევის ან ხუთვის შეგრძნებას;
  • ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას ან თავბრუსხვევას;
  • უკიდურეს სისუსტეს, შფოთვას ან ქოშინს;
  • ხშირ ან არარითმულ გულისცემას.

სიმსივნე

საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორს წარმოადგენს პერსისტიული პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ). რამოდენიმე ეპიდემიოლოგიურ კვლევაში აღმოჩენილი იყო, რომ კჰკ-ს ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის მატებასთან ქალებში, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ადამიანის პაპილომის ვირუსით. ამისდამიუხედავად, ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოქმედებენ მიღებულ მონაცემებზე სისტემატური შეცდომები (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენასთან ან ინდივიდების სქესობრივ ქცევასთან დაკავშირებული, რომლებიც იყენებენ კონტრაცეპციის ბარიერულ მეთოდებს).

54 ეპიდემიოლოგიური კვლევების მეტა-ანალიზების შედეგების თანახმად, კოკ-ის მიღების ფონზე ქალებში გამოვლენილია სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შედარებითი რისკის (შრ=1,24) გარკვეული მატება. კოკ-ის მიღების დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში მომატებული რისკი თანდათანობით ნიველირდება. ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო 40 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება იშვიათად, სარძევე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი, დიაგნოსტირებული პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ღებულობენ კოკ-ს ან ახლო წარსულში დაიწყეს მისი მიღება, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. ამ კვლევებში არ ყოფილა წარმოდგენილი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის მტკიცებულება.

რისკის მატების აღნიშნული თავისებურებები შეიძლება განპირობებული იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრინდელი დიაგნოსტიკით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კოკ-ს, კოკ პრეპარატების ბიოლოგიური ეფექტებით ან ორივე ფაქტორის ერთობლიობით. სარძევე ჯირკვლის კიბო პაციენტებში, რომლებიც როდესმე ღებულობდნენ კოკ-ს, როგორც წესი, დიაგნოსტირდება უფრო ადრეულ სტადიაზე იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არასდროს არ იღებდნენ კოკს-ს.

იშვიათ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ კოკ-პრეპარატებს, აღნიშნული იყო ღვიძლის კეთილთვისებიანი და, უფრო იშვიათად, ავთვისებიანი სიმსივნე. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მუცლის ღრუს შიდა სისხლდენებს. ქალებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან მუცლის ღრუს შიდა სისხლდენის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ღვიძლის სიმსივნეზე.

სხვა მდგომარეობები

დეპრესიული განწყობა და დეპრესია წარმოადგენენ არასასურველ რეაქციას ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“ ). დეპრესია შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ დარღვევას და არის სუიციდური საქციელისა და სუიციდის ცნობილი რისკის ფაქტორი. ქალებს უნდა მიეცეს რჩევა მიმართონ თავის ექიმს განწყობაში ცვლილებებისა და დეპრესიული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის მკურნალობის დაწყებისთანავე.

ანამნეზში დეპრესიის მქონე ქალები, რომლებიც ღებულობენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, მძიმე დეპრესიის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ მძიმე დეპრესია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და გამოიყენონ კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდი, რათა განისაზღვროს, დაკავშირებულია თუ არა დეპრესიის განვითარება კოკ-ის მიღებასთან.

ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან ჰიპერტრიგლიცერიდემიის ოჯახური ანამნეზით კოკ-ის მიღებისას უნდა გაითვალისწინონ პანკრეატიტის განვითარების შესაძლო მომატებული რისკი.

თუმცა ბევრ ქალს, რომელიც ღებულობს კოკ-ს, აღენიშნა არტერიული წნევის მცირედი მომატება, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება ვლინდება იშვიათად. ამისდამიუხედავად, ასეთ იშვიათ შემთხვევებში გამართლებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ჰიპოტენზიული თერაპიის დანიშვნა. აუცილებლობისას შესაძლებელია კოკ მიღების განახლება, თუ ჰიპოტენზიური თერაპიის დახმარებით შესაძლებელი ხდება არტერიული წნევის ნორმალური მნიშვნელობის მიღწევა.

შემოდიოდა შეტყობინებები ორსულობის დროს და კოკ-ის მიღების ფონზე შემდეგი მდგომარეობების/დაავადებების განვითარების ან პროგრესირების შესახებ (თუმცა კავშირი კოკ-ის მიღებასთან დამაჯერებლად არ არის დამტკიცებული): ქოლესტაზთან დაკავშირებული სიყვითლე და/ან ქავილი; კენჭები ნაღვლის ბუშტში; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსულთა ჰერპესი; ოტოსკლეროზით განპირობებული სმენის დაკარგვა.

ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება მოახდინონ მემკვიდროებითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების პროვოცირება ან გაძლიერება.

ღვიძლის ფუნქციის ქრონიკულმა ან მწვავე დარღვევებმა შეიძლება მოითხოვონ კოკ-ის მოხსნა მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდებიან ნორმას. სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი შეიძლება მნიშვნელოვნად შენელდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ქოლესტატური სიყვითლის რეციდივი, რომელიც ადრე ვლინდებოდა ორსულობის დროს ან წარსულში სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების მიღების დროს, საჭიროებს კოკ-ის მიღების შეწყვეტას.

თუმცა კოკ შეიძლება მოქმედებდეს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზის მიმართ, არ არსებობს მონაცემები თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობის შესახებ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დაბალდოზირებულ კოკ-ს (შეიცავს <0,05 მგ ეთინილესტრადიოლს). ამისდამიუხედავად, კოკ-ის მიღების დროს ქალები შაქრიანი დიაბეტით უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი ზედამხედველობის ქვეშ.

ასევე შემოდიოდა შეტყობინებები კრონის დაავადების და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა (განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ორსულობის დროს აღენიშნებათ ქლოაზმა). პაციენტები ქლოაზმის განვითარებისადმი მიდრეკილებით უნდა მოერიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სამედიცინო გამოკვლევა/კონსულტაცია

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების დაწყებამდე ან განმეორებით დანიშვნამდე საგულდაგულოდ უნდა იქნას შეგროვებული ანამნეზი (საოჯახო ანამნეზის ჩათვლით) და გამორიცხის ორსულობა. საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა, ფიზიკალური კვლევის ჩატარება, გათვალისწინებული იქნება რა ინფორმაცია უკუჩვენებების (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”) და განსაკუთრებული მითითებისა და სიფრთხილის ზომების (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”) შესახებ. მნიშვნელოვანია ქალის ყურადღების მიქცევა ვენური და არტერიული თრომბოზის განვითარების რისკზე, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების რისკის ჩათვლით სხვა კჰკ-თან შედარებით, ვთე და ათე სიმპტომებზე, ასევე დადგენილ რისკის ფაქტორებზე და ქმედებებზე, რომლებიც მიიღება თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის გაჩენისას.

აუცილებელია, რომ ქალმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ფურცელ-ჩანართი პაციენტებისათვის განკუთვნილი ინფორმაციით და მიჰყვეს მასში მოყვანილი რეკომენდაციებს. კვლევის სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს დამუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მათი ადაპტაციით თითოეულ კონკრეტულ ქალზე.

აუცილებელია ქალის გაფრთხილება, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივები არ იცავენ აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.

ეფექტურობის შემცირება

კოკ-ის ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს ტაბლეტის გამოტოვების (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”), კუჭ-ნაწლავის დარღვევების (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”) ან სხვა სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენების (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) შემთხვევაში.

ციკლის კონტროლის შემცირება

კოკ-ის მიღების ფონზე შესაძლებელია აღინიშნებოდეს არარეგულარული სისხლდენა („ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან „ჭარბი“ სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამ მიზეზით ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც მოიცავს დაახლოებით სამ ციკლს.

თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა იქნას განხილული არაჰორმონალური მიზეზები შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად. ისინი შეიძლება მოიცავდნენ დიაგნოსტიკურ გამოფხეკვას.

ზოგიერთ ქალთან ,,მოხსნის” სისხლდენა შეიძლება არ განვითარდეს შუალედში პერორალური კონტრაცეპტივების მიღებებს შორის.

თუ კოკ-ი მიიღებოდა იმ მითითების თანახმად, რომლებიც აღწერილია ნაწილში ,,გამოყენების წესი და დოზირება”, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი დაორსულება. ამისდამიუხედავად, თუ იმ პერიოდამდე, როდესაც არ მოვა პირველი ,,მოხსნის” სისხლდენა, ქალი არ იცავდა კოკ-ის მიღების ინსტრუქციას, ან ,,მოხსნის” სისხლდენა არ არის ზედიზედ ორჯერ, კოკ-ის გამოყენების გაგრძელებამდე უნდა იქნას გამორიცხული ორსულობა.

ბავშვები და მოზარდები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი იყო ზრდასრული რეპროდუქციული ასაკის ქალებში. მსგავსი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება მენარქეს დადგომამდე არ არის ნაჩვენები.

ხანდაზმული პაციენტები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ არ არის ნაჩვენები.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი ლინდინეტ 20 შეიცავს …

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შენიშვნა: შესაძლო მედიკამენტოზური ურთიერთქმედების გამოსავლენად უნდა ჩატარდეს იმ ინფორმაციის გაანალიზება, რომელიც წარმოდგენილია გამოყენებული პრეპარატების თანმხლებ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში.

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედებები

კლინიკურ კვლევებში იმ პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რინოტავირს და დასაბუვირს, რიბავირინთან კომბინაციაში ან მის გარეშე, ვირუსული ჰეპატიტ C-ს (ვჰС) სამკურნალოდ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ სამკურნალო პრეპარატებს ეთინილესრტადიოლის, მაგალითად, კჰკ-ს, შემცველობით, მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) აქტივობის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად. გარდა ამისა, ალტ-ს აქტივობის მომატება აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატებს ეთინილესტრადიოლის, მაგალითად, კჰკ-ს, შემცველობით და ღებულობდნენ გლეკაპრევირს/ პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოკსალაპრევირს (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). ამიტომ, პაციენტი ქალები, რომლებიც ღებულობენ ლინდინეტ 20-ს, უნდა გადავიდნენ კონტრაცეპციის ალტერნატიულ მეთოდების გამოყენებაზე (მაგალითად, კონტრაცეპციულ პრეპარატებზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს ან არაჰორმონულ მეთოდებზე) თერაპიის დაწყებამდე კომბინირებული პრეპარატების გამოყენების სქემის მიხედვით. პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების განახლება შესაძლებელია კომბინირებული პრეპარატების გამოყენების სქემის მიხედვით თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკული ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება ლინდინეტ 20-ზე

შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუცირებას, რის შედეგად მოსალოდნელია სასქესო ჰორმონების კლირენსის მატება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს „ჭარბი“ სისხლდენა და/ან კონტრაცეპციული არაეფექტურობა.

ტაქტიკა

ფერმენტების ინდუქცია შესაძლებელია აღინიშნოს მიღებიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ფერმენტების ინდუქცია შესაძლებელია შენარჩუნდეს 4 კვირამდე.

ხანმოკლე მკურნალობა

ქალებში, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორი პრეპარატებით, დამატებით კოკ-თან ერთად რეკომენდებულია დროებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების ან კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება. კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის სრული პერიოდის განმავლობაში და მისი მოხსნიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში.

თუ პრეპარატი-ინდუქტორის გამოყენება გრძელდება კოკ მიმდინარე შეფუთვის ბოლო ტაბლეტის მიღების შემდეგ, ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს ახალი შეფუთვიდან ჩვეული შესვენების გარეშე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ქალებისთვის, რომლებიც ღებულობენ ხანგრძლივ თერაპიას ფერმენტული სისტემის მაინდუცირებელი პრეპარატებით, რეკომენდირებულია სხვა საიმედო არაჰორმონული კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება.

ლიტერატურაში აღწერილიაა შემდეგი ურთიერთქმედებები:

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კოკ-ის კლირენსის მომატებას (კოკ-ის ეფექტურობის შემცირება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის შედეგად), მაგალითად:

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენზი), შესაძლებელია ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და ნასვრეტებიანი კრაზანას შემცველი პრეპარატები.

ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ვარიაბელურ ეფექტს კოკ-ის კლირენსზე:

კოკ-თან ერთდროული დანიშვნისას, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებისა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზური ინჰიბიტორების ბევრმა კომბინაციამ, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მოცემული ცვლილების ერთდროული ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.

შესაძლო სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების და ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გამოსავლენად საჭიროა ჩატარდეს იმ ინფორმაციის გაანალიზება, რომელიც წარმოდგენილია თანმხლები პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, რომლებიც განკუთვნილია აივ-ინფექციის/ C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

ქალებმა, რომლებიც ღებულობენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზურ ინჰიბიტორებს, ნებისმიერი ეჭვის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლებელია იმოქმედონ გარკვეული აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, მათი კონცენტრაცია პლაზმაში და ქსოვილებში შეიძლება როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი, თეოფილინი), ასევე შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი, თიზანიდინი, ლევოთიროქსინი).

ზემოქმედება ლაბორატორიული ანალიზებისა და სხვა დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებზე

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მოქმედებენ ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის:

  • ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე (ბილირუბინის კონცენტრაციისა და ტუტოვანი ფოსფატაზას აქტივობის შემცირების ჩათვლით), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე (საერთო Т3 და Т4 დონის მომატება თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის (თშგ) კონცენტრაციის ზრდის შედეგად, თავისუფალი Т3 შემცირება), თირკმელზედა ჯირკვლზე (კორტიზოლის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, კორტიზოლ-შემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციის მომატება, დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (დჰეა-ს) კონცენტრაციისშემცირება) და თირკმელების ფუნქციაზე(კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და კრეატინინის კლირენსის დაბალი მაჩვენებლები)
  • (სატრანსპორტო) ცილების კონცენტრაციებზე სისხლის პლაზმაში, ისეთების, როგორიცაა კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ ლიპოპროტეინების ფრაქციებზე
  • ნახშირწყლების მეტაბოლიზმის მაჩვენებლებზე
  • კოაგულაციის და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე
  • ფოლატების კონცენტრაციის შემცირებაზე სისხლის პლაზმაში.

ცვლილებები ჩვეულებრივ არ არღვევენ ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალური მნიშვნელობების ზღვარს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის, როგორც კონტრაცეპციის საშუალების, დანიშვნამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.

თუ დაორსულება მოხდა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყების ფონზე, მათი გამოყენება უნდა შეწყდეს. არ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ესტროგენებს და პროგესტინს, რომლებიც შედიან კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში, შეუძლიათ დაარღვიონ ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარება, თუ ჩასახვა მოხდება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის განმეორებითი დანიშვნისას უნდა იქნას გათვალისწინებული ვთე განვითარების რისკის გაზრდა მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება» და ,,სიფრთხილის ზომები”).

ძუძუთი კვება

კოკ-ის შემადგენლობაში შემავალი სტეროიდული ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა აღმოჩენილი იყო დედის რძეში, გარდა ამისა, შემოსულია შეტყობინებები ბავშვებში არასასურველი მოვლენების შემთხვევების შესახებ, სიყვითლის და სარძევე ჯირკვლების შეშუპების ჩათვლით. პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეამცირონ დედის რძის რაოდენობა და შეცვალონ მისი შემადგენლობა.

ამგვარად, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ მეძუძური ქალი ბუნებრივი გზით კვებავს ბავშვს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლინდინეტ 20 არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა

21 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია მუყაოს ბრტყელი ფუტლიარი ბლისტერის შესანახად.

გვერდითი მოვლენები

ცხრილში მითითებული არასასურველი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი განსაზღვრებების შესაბამისად:

ძალიან ხშირი: (≥1/10)

ხშირი: (≥1/100 <1/10-მდე)

არახშირი: (≥1/1000 <1/100-მდე)

იშვიათი: (≥1/10 000 <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია შემდეგი მდგომარეობების განვითარების რისკის მატებასთან:

  • არტერიული და ვენური თრომბოზები და თრომბოემბოლიები* (სიხშირე: იშვიათი) (იხ. ასევე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”)
  • ინტრაეპითელიალური ცერვიკალური ნეოპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო
  • სარძევე ჯირკვლის კიბო
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების რისკის მატება (მაგალითად, ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია, ჰეპატოცელულური ადენომა).
  • არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკის მატება, მიოკარდის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევების, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით, დაფიქსირებული იყო ქალებში, რომლებიც იღებდნენ კჰკ-ს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში ,,სიფრთხილის ზომები”.

სისტემურ-ორგანული კლასები MedDRA ლექსიკონის შესაბამისად და სიხშირე

არასასურველი ეფექტები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ხშირი

ვაგინიტი, კანდიდოზის ჩათვლით

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი წარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

ძალიან იშვიათი

ჰეპატოცელულარული კარცინომა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების და მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, რომლებსაც თან ახლავს რესპირატორული და ცირკულატორული სიმპტომები

სისტემური წითელი მგლურას გამწვავება

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

შრატისმიერი ლიპიდების კონცენტრაციის ცვლილება, ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით; მადის მხრივ ცვლილებები (მომატება ან შემცირება)

ფოლატების კონცენტრაციის ცვლილება სისხლის შრატში*, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ

პორფირიის გამწვავება

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ხშირი

ხასიათის ცვლილებები, დეპრესიის ჩათვლით

ლიბიდოს ცვლილება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად

ხშირი

ძალიან იშვიათი

თავის ტკივილი, შაკიკის ჩათვლით

ნევროზულობა; თავბრუსხვევა

ქორეის პროგრესირება

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

მხედველობის ნერვის ნევრიტი**; ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი

არტერიული ჰიპერტენზია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

ვენური თრომბოემბოლია (ვთე) არტერიული თრომბოემბოლია (ათე)

ვენების ვარიკოზული გაგანიერების

პროგრესირება

დარღვევები კუჭ-ნავლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი

არახშირი

ძალიან იშვიათი

უცნობია

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი

სპასტიური ტკივილი მუცელში; მეტეორიზმი

პანკრეატიტი; იშემიური კოლიტი

ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი)

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობია

ქოლესტაზური სიყვითლე

ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩათვლით***

ჰეპატოცელულარული დაზიანებები (მაგალითად, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

აკნე

გამონაყარი; ქლოაზმა (მელაზმა), შესაძლებელია პერსისტიული; ჰირსუტიზმი; ალოპეცია

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმიანი ერითემა

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

ძალიან ხშირი

ხშირი

ჭარბი სისხლდენა / “ბლანტი“სისხლიანი გამონადენი საშოდან

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში და გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების შესიება და მტკივნეულობა; დისმენორეა; მენსტრუაციის ხასიათის შეცვლა; საშვილოსნოს ყელის ეროზია და ცვლილებები ლორწოს გამონადენში; ამენორეა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

ხშირი

სითხის შეკავება/შეშუპება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ხშირი

არახშირი

იშვიათი

სხეულის წონის შეცვლა (მომატება ან შემცირება)

არტერიული წნევის მატება, შრატისმიერი ლიპიდების კონცენტრაციის შეცვლა, ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით

ფოლატების კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში*

  • ფოლატების კონცენტრაცია სისხლის შრატში შესაძლებელია შემცირდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ზემოქმედების გამო. ეს ეფექტი შესაძლოა იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მოხსნიდან მოკლე ვადაში დაორსულების შემთხვევაში.
  • *მხედველობის ნერვის ნევრიტმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.
  • **კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გააუარესონ ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიმდინარეობა და შესაძლებელია მოახდინონ ნახსენები დაავადებების განვითარების პროვოცირება ქალებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონიათ შესაბამისი სიმპტომები.

ურთიერთქმედებები

„ჭარბი“ სისხლდენები და/ან კონტრაცეპციის არაეფექტურობა შეიძლება იყოს პერორალური კონტრაცეპტივების სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედების შედეგი (იხ. ნაწილი ,,ურთიერქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ჭარბი დოზა

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებით დოზის გადაჭარბების სიმპტომები ზრდასრულებსა და ბავშვებში შეიძლება ვლინდებოდეს გულისრევით, ღებინებით, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობით, თავბრუსხვევით, მუცლის ტკივილით, ძილიანობით /სისუსტით. ქალებში შესაძლებელია განვითარდეს ,,მოხსნის” სისხლდენა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, აუცილებლობისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 0,075 მგ გესტოდენი და 0,02 მგ ეთინილესტრადიოლი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K-30, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გარსი: საკვები საღებავი ქინოლინის, ყვითელი (E104), პოვიდონი K-90, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

აღწერილობა

ღია-ყვითელი მრგვალი ორმხრივად ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები; არც ერთ მხარეზე არ არის წარწერა. დიამეტრი: ~5,6 მმ, მასა : 90 მგ

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში +15° C-დან +25° C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენების და ესტროგენების ფიქსირებული კომბინაციები.

ათქ კოდი: G03AA10

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები მოქმედებენ გონადოტროპინების დათრგუნვის გზით. თუმცა მოქმედების ძირითადი მექანიზმს წარმოადგენს ოვულაციის დათრგუნვა, მოქმედების დამატებითი მექანიზმები, რომლებიც დაკავშირებულია ცერვიკალური ლორწოს (რაც ართულებს სპერმის მოხვედრას საშვილოსნოში) და ენდომეტრიუმის (რაც ამცირებს იმპლანტაციის შესაძლებლობას) ცვლილებებთან აძლიერებენ კონტრაცეპციულ ეფექტს.

ინსტრუქციის შესაბამისად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში დაორსულების ალბათობა შეადგენს 0,1%-ს წელიწადში. ამავე დროს, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ტიპიური გამოყენების შემთხვევაში დაორსულების საერთო სიხშირე შეადგენს 5%-ს წელიწადში. კონტრაცეპციის მეთოდების უმრავლესობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკაცრად ხდება მათი გამოყენების წესის დაცვა. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ტაბლეტის მიღების გამოტოვებასთან.

ფარმაკოკინეტიკა

გესტოდენი

შეწოვა

გესტოდენი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 99%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.

გადანაწილება

სისხლის შრატში გესტოდენი ძირითადად უკავშირდება გლობულინს, რომელიც უკავშირდება სასქესო ჰორმონებს (სჰშგ) (50-70%-ით) და უფრო მცირე ხარისხით შრატის ალბუმინს. ნივთიერების საერთო შრატისმიერი კონცენტრაციის მხოლოდ 1-2% არის თავისუფალი სტეროიდული ჰორმონის სახით. ეთინილესტრადიოლი იწვევს სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (სჰშგ) კონცენტრაციის გაზრდას, რაც მოქმედებს სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებული გესტოდენის რაოდენობაზე, ზრდის სჰშგ-შეკავშირებული ჰორმონის ფრაქციის კონცენტრაციას და ამცირებს ალბუმინ-შეკავშირებული ფრაქციის კონცენტრაციას. განმეორებითი დოზების მიღებისას გესტოდენი გროვდება სისხლის პლაზმაში.

ნივთიერების წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, როცა პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება 3-5-ჯერ.

მეტაბოლიზმი

გესტოდენი სრულად მეტაბოლიზდება С3-კეტოჯგუფისა და დელტა-4-ორმაგი კავშირის აღდგენის გზით, ასევე ჰიდროქსილირების რამდენიმე ეტაპის მსვლელობისას. არ არის მიღებული იმის დადასტურება, რომ გესტოდენი ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღებისას ახდენს რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ეთინილესტრადიოლის კინეტიკაზე.

გამოყოფა

გესტოდენის კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდება ორფაზიანი გზით. განმეორებითი დოზების გამოყენებისას ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20-28 საათს. გესტოდენის მეტაბოლიტები გამოიყოფა უმეტესწილად თირკმელებით, ვიდრე ნაწლავებით.

ეთინილესტრადიოლი

შეწოვა

ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 40-60%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში.

გადანაწილება

ეთინილესტრადიოლი უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინს (დაახლოებით 98%) და იწვევს სჰშგ კონცენტრაციის გაზრდას სისხლის შრატში. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ციკლის მეორე ნახევარში, როცა ნივთიერების კონცენტრაცია სისხლის შრატში ხდება 25-50%-ით მეტი, ვიდრე ერთჯერადი მიღების შემდეგ.

მეტაბოლიზმი

ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება პრესისტემურ კონიუგაციას როგორც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში, ასევე ღვიძლში, და აღწევს ნაწლავ-ღვიძლის რეცირკულაციის სისტემაში. ჟანგვა ხორციელდება ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტებით 2-ჰიდროქსილირების დროს. ამასთან წარმოიქმნება ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების ფართო სპექტრი, რომლებიც არსებობენ თავისუფალი მეტაბოლიტების და გლუკურონიდებთან და სულფატებთან კონიუგატების სახით.

გამოყოფა

ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში ხდება ორ ეტაპად. ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 16-18 საათს. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები (კონიუგატები გლუკურონიდებთან და სულფატებთან) გამოიყოფა უფრო მეტად ნაწლავებით, ვიდრე თირკმელებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ლინდინეტი 20 (Lindynette 20)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): გესტოდენი + ეთინილესტრადიოლი(Gestodene + Ethinylestradiol)

გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 0,075 მგ გესტოდენი და 0,02 მგ ეთინილესტრადიოლი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K-30, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გარსი: საკვები საღებავი ქინოლინის, ყვითელი (E104), პოვიდონი K-90, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

აღწერილობა

ღია-ყვითელი მრგვალი ორმხრივად ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები; არც ერთ მხარეზე არ არის წარწერა. დიამეტრი: ~5,6 მმ, მასა : 90 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენების და ესტროგენების ფიქსირებული კომბინაციები.

ათქ კოდი: G03AA10

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები მოქმედებენ გონადოტროპინების დათრგუნვის გზით. თუმცა მოქმედების ძირითადი მექანიზმს წარმოადგენს ოვულაციის დათრგუნვა, მოქმედების დამატებითი მექანიზმები, რომლებიც დაკავშირებულია ცერვიკალური ლორწოს (რაც ართულებს სპერმის მოხვედრას საშვილოსნოში) და ენდომეტრიუმის (რაც ამცირებს იმპლანტაციის შესაძლებლობას) ცვლილებებთან აძლიერებენ კონტრაცეპციულ ეფექტს.

ინსტრუქციის შესაბამისად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში დაორსულების ალბათობა შეადგენს 0,1%-ს წელიწადში. ამავე დროს, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ტიპიური გამოყენების შემთხვევაში დაორსულების საერთო სიხშირე შეადგენს 5%-ს წელიწადში. კონტრაცეპციის მეთოდების უმრავლესობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკაცრად ხდება მათი გამოყენების წესის დაცვა. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ტაბლეტის მიღების გამოტოვებასთან.

ფარმაკოკინეტიკა

გესტოდენი

შეწოვა

გესტოდენი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 99%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.

გადანაწილება

სისხლის შრატში გესტოდენი ძირითადად უკავშირდება გლობულინს, რომელიც უკავშირდება სასქესო ჰორმონებს (სჰშგ) (50-70%-ით) და უფრო მცირე ხარისხით შრატის ალბუმინს. ნივთიერების საერთო შრატისმიერი კონცენტრაციის მხოლოდ 1-2% არის თავისუფალი სტეროიდული ჰორმონის სახით. ეთინილესტრადიოლი იწვევს სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (სჰშგ) კონცენტრაციის გაზრდას, რაც მოქმედებს სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებული გესტოდენის რაოდენობაზე, ზრდის სჰშგ-შეკავშირებული ჰორმონის ფრაქციის კონცენტრაციას და ამცირებს ალბუმინ-შეკავშირებული ფრაქციის კონცენტრაციას. განმეორებითი დოზების მიღებისას გესტოდენი გროვდება სისხლის პლაზმაში.

ნივთიერების წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, როცა პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება 3-5-ჯერ.

მეტაბოლიზმი

გესტოდენი სრულად მეტაბოლიზდება С3-კეტოჯგუფისა და დელტა-4-ორმაგი კავშირის აღდგენის გზით, ასევე ჰიდროქსილირების რამდენიმე ეტაპის მსვლელობისას. არ არის მიღებული იმის დადასტურება, რომ გესტოდენი ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღებისას ახდენს რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ეთინილესტრადიოლის კინეტიკაზე.

გამოყოფა

გესტოდენის კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდება ორფაზიანი გზით. განმეორებითი დოზების გამოყენებისას ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20-28 საათს. გესტოდენის მეტაბოლიტები გამოიყოფა უმეტესწილად თირკმელებით, ვიდრე ნაწლავებით.

ეთინილესტრადიოლი

შეწოვა

ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 40-60%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში.

გადანაწილება

ეთინილესტრადიოლი უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინს (დაახლოებით 98%) და იწვევს სჰშგ კონცენტრაციის გაზრდას სისხლის შრატში. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ციკლის მეორე ნახევარში, როცა ნივთიერების კონცენტრაცია სისხლის შრატში ხდება 25-50%-ით მეტი, ვიდრე ერთჯერადი მიღების შემდეგ.

მეტაბოლიზმი

ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება პრესისტემურ კონიუგაციას როგორც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში, ასევე ღვიძლში, და აღწევს ნაწლავ-ღვიძლის რეცირკულაციის სისტემაში. ჟანგვა ხორციელდება ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტებით 2-ჰიდროქსილირების დროს. ამასთან წარმოიქმნება ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების ფართო სპექტრი, რომლებიც არსებობენ თავისუფალი მეტაბოლიტების და გლუკურონიდებთან და სულფატებთან კონიუგატების სახით.

გამოყოფა

ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში ხდება ორ ეტაპად. ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 16-18 საათს. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები (კონიუგატები გლუკურონიდებთან და სულფატებთან) გამოიყოფა უფრო მეტად ნაწლავებით, ვიდრე თირკმელებით.

გამოყენების ჩვენება

პერორალური კონტრაცეპცია.

პრეპარატის ლინდინეტი 20 დანიშვნამდე საჭიროა ქალის არსებული ინდივიდუალური რისკის ფაქტორების შეფასება, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიებთან (ვთე) მიმართებაში, ასევე პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღებისას გამოწვეული ვთე რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების რისკთან (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები” და ,,სიფრთხილის ზომები”).

უკუჩვენებები:

კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) გამოყენება არ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. იმ შემთხვევაში, თუ კჰკ მიღების დროს ასეთი მდგომარეობა ვითარდება პირველად, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

  • ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელთა ჩამონათვალი მოყვანილია ნაწილში ,,შემადგენლობა”.
  • არსებული ვენური თრომბოემბოლია (ვთე) ან მისი განვითარების რისკი.
  • ვენური თრომბოემბოლია (ვთე) –ვენური თრომბოემბოლია (ანტიკოაგულანტების ფონზე) არსებული ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ) ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია [ფათე]).
  • დადგენილი დამძიმებული მემკვიდრეობითი მიდრეკილება ან შეძენილი განწყობა ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული С პროტეინის მიმართ (ლეიდენის V ფაქტორის ჩათვლით), ანტითრომბინი III-ის უკმარისობა, С პროტეინის ან S პროტეინის უკმარისობა.
  • ფართო ოპერაციული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
  • ვენური თრომბოემბოლიური გართულებების მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორების გამო (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
  • არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის არსებობა
  • არტერიული თრომბოემბოლია – არტერიული თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, სტენოკარდია).
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა – ინსულტის არსებობა მიმდინარე დროს ან ანამნეზში ან მისი წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ)).
  • დადგენილი დამძიმებული მემკვიდრეობითი მიდრეკილება ან შეძენილი განწყობა არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მიმართ, მაგალითად, ჰიპერგომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).
  • შაკიკი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით.
  • არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორების გამო (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”) ან ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული რისკის ფაქტორებიდან ერთ-ერთის არსებობა:
  • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გამოვლინებებით;
  • ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა;
  • დისლიპოპროტეინემიის მძიმე ფორმა.
  • პანკრეატიტის არსებობა, რომელიც ასოცირებულია მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან, ამჟამად ან ანამნეზში.
  • ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები ამჟამად ან ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ნორმალიზებამდეც კი).
  • ღვიძლის სიმსივნე ამჟამად ან ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი).
  • დადგენილი ან შესაძლო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომელიც დამოკიდებულია სქესობრივ სტეროიდებზე (მაგალითად, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ახალწარმონაქმნები).
  • დაუდგენელი ეტიოლოგიის პათოლოგიური სისხლდენა საშოდან.

ლინდინეტი 20 ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს / პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს, გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოკსილაპრევირს (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” ).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში:

ორსულობა

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის, როგორც კონტრაცეპციის საშუალების, დანიშვნამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.

თუ დაორსულება მოხდა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყების ფონზე, მათი გამოყენება უნდა შეწყდეს. არ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ესტროგენებს და პროგესტინს, რომლებიც შედიან კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში, შეუძლიათ დაარღვიონ ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარება, თუ ჩასახვა მოხდება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის განმეორებითი დანიშვნისას უნდა იქნას გათვალისწინებული ვთე განვითარების რისკის გაზრდა მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება» და ,,სიფრთხილის ზომები”).

ძუძუთი კვება

კოკ-ის შემადგენლობაში შემავალი სტეროიდული ჰორმონების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა აღმოჩენილი იყო დედის რძეში, გარდა ამისა, შემოსულია შეტყობინებები ბავშვებში არასასურველი მოვლენების შემთხვევების შესახებ, სიყვითლის და სარძევე ჯირკვლების შეშუპების ჩათვლით. პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეამცირონ დედის რძის რაოდენობა და შეცვალონ მისი შემადგენლობა.

ამგვარად, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ მეძუძური ქალი ბუნებრივი გზით კვებავს ბავშვს.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატ ლინდინეტი 20-ის მიღების დაწყებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.

დოზირება

ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ყოველდღიურად დღის ერთსა და იმავე დროს, იმ თანმიმდევრობით, რომელიც მითითებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაზე. უნდა იქნას მიიღებული დღეში ერთი ტაბლეტი 21 დღის განმავლობაში ზედიზედ, რის შემდეგაც ტაბლეტების მიღება წყდება 7 დღით. ყოველი შემდგომი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების დასრულების მომდევნო დღეს. სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიღების მოხსნით, ჩვეულებრივ იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2 ან მე-3 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დაწყება

თუ წინა თვეში ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება არ მომხდარა

ლინდინეტი 20-ის მიღება უნდა მოხდეს ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ( ესე იგი მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დაწყება ასევე დასაშვებია მენსტრუალური ციკლის მე-2-7 დღეს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეპციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი, სპერმიციდი) პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში.

კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივებიდან (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივიდან (კოკ), ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან) გადასვლის დროს

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება სასურველია დაიწყოს წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს კოკ-ის მიღების ჩვეული შესვენების დასრულებიდან ან წინა კოკ-ის ბოლო არააქტიური ტაბლეტის მიღების მომდევნო დღისა.

ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმული პლასტირიდან გადასვლისას პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება სასურველია დაიწყოს წინა საშუალების მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს დღისა, როცა უნდა გაკეთდეს შემდგომი აპლიკაცია.

მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივებიდან გადასვლა (ტაბლეტები, იმპლანტი, საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს), საინექციო საშუალება)

  • პროგესტინული ტაბლეტების მიღება (მინი-პილი) შეიძლება იქნას შეწყვეტილი ნებისმიერ დღეს, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს მომდევნო დღიდან.
  • პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს იმპლანტის ან სშს მოცილების დღეს, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტინს.
  • პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღეს, როცა დანიშნული იყო პროგესტინული საინექციო საშუალების მომდევნო ინექცია.

ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში.

I ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია დაუყოვნებლივ. კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება არ არის საჭირო.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ მშობიარობის შემდეგ იზრდება თრომბოემბოლიის განვითარების რისკი, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღება დაწყებული უნდა იქნას მშობიარობიდან არაუადრეს 28 დღის შემდეგ (ლაქტაციის არარსებობის პირობებში) ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ. რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი არაჰორმონული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კონტაქტები, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან საჭირო იქნება მოცდა პირველ მენსტრუაციამდე (იხ. ასევე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში”).

გამოტოვებული ტაბლეტები:

კონტრაცეპციული დაცვა შესაძლებელია შემცირდეს ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაბლეტის გამოტოვება ახანგრძლივებს პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების 7-დღიან შესვენებას.

თუ მომდევნო ტაბლეტის მიღებამდე გასულია 12 საათზე ნაკლები, ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) და შემდეგი ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეული რეჟიმით.

თუ მომდევნო ტაბლეტის მიღებამდე გასულია 12 საათზე მეტი, კონტრაცეპციული დაცვა შესაძლებელია შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორი ძირითადი წესის დაცვა:

  • არ შეიძლება ტაბლეტის მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
  • ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-საკვერცხეების სისტემის საკმარისი დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა პრეპარატის 7-დღიანი უწყვეტი მიღება.

შესაბამისად, შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების მოყვანა:

  • პირველი კვირა:

ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება), მაშინაც, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამ წუთიდან შემდეგი ტაბლეტები მიიღება ჩვეული რეჟიმით. დამატებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი). თუ წინა 7 დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, დაორსულება ვერ იქნება გამორიცხული. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს იყო გამოტოვების პერიოდი ტაბლეტების მიღებებს შორის შესვენების პერიოდთან, მით მეტია დაორსულების რისკი.

  • მეორე კვირა

საჭიროა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) მაშინაც კი, როცა ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამის შემდეგ ტაბლეტები მიიღება ჩვეული რეჟიმით. იმ პირობით, რომ ტაბლეტების გამოტოვებამდე მათი მიღება ხდებოდა სწორი თანმიმდევრობით 7 დღის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებდა ტაბლეტის გამოტოვებას, კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების საჭიროება არ არის. სხვა შემთხვევაში, ან თუ გამოტოვებული იყო 1-ზე მეტი ტაბლეტი, მომდევნო 7 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

  • მესამე კვირა

კონტრაცეპციის საიმედოობის შემცირების რისკი ძალიან მაღალია, რადგან ახლოსაა შესვენების პერიოდი პრეპარატის მიღებებს შორის. თუმცა, კონტრაცეპციული დაცვის შემცირების თავიდან აცილება შესაძლებელია ტაბლეტების მიღების განრიგის კორექტირებით. თუ მივყვებით ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებიდან რომელიმეს, იმ პირობით, რომ 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უძღვოდა გამოტოვებას, ყველა ტაბლეტი იქნა მიღებული სწორად, არ არის კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. სხვა შემთხვევაში საჭიროა მივყვეთ #1 მითითებას და გამოვიყენოთ კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდი მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

  • აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად (როგორც კი ქალს გაახსენდება) მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულ მიღებას. ამის შემდეგ მომდევნო ტაბლეტები უნდა იქნას მიიღებული ჩვეული რეჟიმით. ლინდინეტ 20-ის ახალი შუფუთვიდან ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს მიმდინარე შეფუთვის დასრულებისთანავე, ესე იგი მიმდინარე და შემდეგი შეფუთვის ტაბლეტების მიღებებს შორის არ უნდა იყოს წყვეტა. ამ შემთხვევაში სისხლდენა ნაკლებად სავარაუდოა მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე, თუმცა შესაძლებელია დაფიქსირდეს „ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან ჭარბი სისხლდენა.
  • მოქმედების კიდევ ერთ ვარიანტად შეიძლება განხილული იყოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მიმდინარე შეფუთვიდან და პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების განახლება ახალი შეფუთვიდან შესვენების შემდეგ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ტაბლეტის მიღების გამოტოვების დღეების ჩათვლით. თუ ქალს უნდა ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან მიღების დაწყების ჩვეულებრივ დღეს, ტაბლეტების მიღებაში 7-დღიანი შესვენება უნდა იქნას შემცირებული შესაბამისი წესით.

ტაბლეტის მიღების გამოტოვების და პრეპარატის მიღებებს შორის პირველი გეგმიური შესვენების შემთხვევაში ,,მოხსნის” სისხლდენის არარსებობისას, ორსულობის დადგომის ალბათობა ვერ იქნება გამორიცხული.

რა უნდა გაკეთდეს ღებინების და/ან დიარეის გამოვლენის შემთხვევაში:

თუ მომდევნო (რიგითი) ტაბლეტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში ვითარდება ღებინება ან დიარეა, ტაბლეტის შეწოვა შეიძლება არასრული იყოს. ასეთ შემთხვევაში ტაბლეტების მიღება ხდება სათადარიგო შეფუთვიდან იმ მითითებების შესაბამისად, რომლებიც მოყვანილია ნაწილში ,, გამოტოვებული ტაბლეტები”.

ყველა საჭირო აქტიური ტაბლეტის მიღება უნდა იქნას ამოღებული სათადარიგო შეფუთვიდან.

როგორ შეიძლება მენსტრუაციის გადავადება:

მენსტრუაციის გადასავადებლად ტაბლეტების მიღება პრეპარატ ლინდინეტ 20-ის ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს მაშინვე, 7 დღიანი შესვენების გარეშე. გადავადება შესაძლებელია იმდენი ხნით, რამდენსაც ისურვებს ქალი მანამ, სანამ არ დასრულდება ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან. მენსტრუაციის გადავადების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს „ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან „ჭარბი“ სისხლდენა. შემდგომში, გეგმიური 7-დღიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია პრეპარატ ლინდინეტ 20-ის რეგულარული მიღების განახლება.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები

ლინდინეტი 20-ის გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ პირველი მენსტრუაციის დადგომის შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

არ გამოიყენება. პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

ლინდინეტი 20 უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის უკმარისობით (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

თირკმლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები გამოყენების შესახებ ქალებში თირკმელების უკმარისობით.

გვერდითი მოქმედება:

ცხრილში მითითებული არასასურველი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი განსაზღვრებების შესაბამისად:

ძალიან ხშირი: (≥1/10)

ხშირი: (≥1/100 <1/10-მდე)

არახშირი: (≥1/1000 <1/100-მდე)

იშვიათი: (≥1/10 000 <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია შემდეგი მდგომარეობების განვითარების რისკის მატებასთან:

  • არტერიული და ვენური თრომბოზები და თრომბოემბოლიები* (სიხშირე: იშვიათი) (იხ. ასევე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”)
  • ინტრაეპითელიალური ცერვიკალური ნეოპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო
  • სარძევე ჯირკვლის კიბო
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების რისკის მატება (მაგალითად, ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია, ჰეპატოცელულური ადენომა).
  • არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკის მატება, მიოკარდის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევების, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით, დაფიქსირებული იყო ქალებში, რომლებიც იღებდნენ კჰკ-ს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოყვანილია ნაწილში ,,სიფრთხილის ზომები”.

სისტემურ-ორგანული კლასები MedDRA ლექსიკონის შესაბამისად და სიხშირე

არასასურველი ეფექტები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ხშირი

ვაგინიტი, კანდიდოზის ჩათვლით

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი წარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

ძალიან იშვიათი

ჰეპატოცელულარული კარცინომა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების და მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, რომლებსაც თან ახლავს რესპირატორული და ცირკულატორული სიმპტომები

სისტემური წითელი მგლურას გამწვავება

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

შრატისმიერი ლიპიდების კონცენტრაციის ცვლილება, ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით; მადის მხრივ ცვლილებები (მომატება ან შემცირება)

ფოლატების კონცენტრაციის ცვლილება სისხლის შრატში*, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ

პორფირიის გამწვავება

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ხშირი

ხასიათის ცვლილებები, დეპრესიის ჩათვლით

ლიბიდოს ცვლილება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად

ხშირი

ძალიან იშვიათი

თავის ტკივილი, შაკიკის ჩათვლით

ნევროზულობა; თავბრუსხვევა

ქორეის პროგრესირება

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

მხედველობის ნერვის ნევრიტი**; ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი

არტერიული ჰიპერტენზია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

ვენური თრომბოემბოლია (ვთე) არტერიული თრომბოემბოლია (ათე)

ვენების ვარიკოზული გაგანიერების

პროგრესირება

დარღვევები კუჭ-ნავლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი

არახშირი

ძალიან იშვიათი

უცნობია

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი

სპასტიური ტკივილი მუცელში; მეტეორიზმი

პანკრეატიტი; იშემიური კოლიტი

ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი)

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობია

ქოლესტაზური სიყვითლე

ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩათვლით***

ჰეპატოცელულარული დაზიანებები (მაგალითად, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

აკნე

გამონაყარი; ქლოაზმა (მელაზმა), შესაძლებელია პერსისტიული; ჰირსუტიზმი; ალოპეცია

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმიანი ერითემა

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

ძალიან ხშირი

ხშირი

ჭარბი სისხლდენა / “ბლანტი“სისხლიანი გამონადენი საშოდან

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში და გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების შესიება და მტკივნეულობა; დისმენორეა; მენსტრუაციის ხასიათის შეცვლა; საშვილოსნოს ყელის ეროზია და ცვლილებები ლორწოს გამონადენში; ამენორეა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

ხშირი

სითხის შეკავება/შეშუპება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ხშირი

არახშირი

იშვიათი

სხეულის წონის შეცვლა (მომატება ან შემცირება)

არტერიული წნევის მატება, შრატისმიერი ლიპიდების კონცენტრაციის შეცვლა, ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით

ფოლატების კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში*

  • ფოლატების კონცენტრაცია სისხლის შრატში შესაძლებელია შემცირდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ზემოქმედების გამო. ეს ეფექტი შესაძლოა იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მოხსნიდან მოკლე ვადაში დაორსულების შემთხვევაში.
  • *მხედველობის ნერვის ნევრიტმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.
  • **კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გააუარესონ ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიმდინარეობა და შესაძლებელია მოახდინონ ნახსენები დაავადებების განვითარების პროვოცირება ქალებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონიათ შესაბამისი სიმპტომები.

ურთიერთქმედებები

„ჭარბი“ სისხლდენები და/ან კონტრაცეპციის არაეფექტურობა შეიძლება იყოს პერორალური კონტრაცეპტივების სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედების შედეგი (იხ. ნაწილი ,,ურთიერქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

დოზის გადაჭარბება

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებით დოზის გადაჭარბების სიმპტომები ზრდასრულებსა და ბავშვებში შეიძლება ვლინდებოდეს გულისრევით, ღებინებით, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობით, თავბრუსხვევით, მუცლის ტკივილით, ძილიანობით /სისუსტით. ქალებში შესაძლებელია განვითარდეს ,,მოხსნის” სისხლდენა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, აუცილებლობისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შენიშვნა: შესაძლო მედიკამენტოზური ურთიერთქმედების გამოსავლენად უნდა ჩატარდეს იმ ინფორმაციის გაანალიზება, რომელიც წარმოდგენილია გამოყენებული პრეპარატების თანმხლებ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში.

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედებები

კლინიკურ კვლევებში იმ პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რინოტავირს და დასაბუვირს, რიბავირინთან კომბინაციაში ან მის გარეშე, ვირუსული ჰეპატიტ C-ს (ვჰС) სამკურნალოდ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ სამკურნალო პრეპარატებს ეთინილესრტადიოლის, მაგალითად, კჰკ-ს, შემცველობით, მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) აქტივობის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად. გარდა ამისა, ალტ-ს აქტივობის მომატება აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატებს ეთინილესტრადიოლის, მაგალითად, კჰკ-ს, შემცველობით და ღებულობდნენ გლეკაპრევირს/ პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოკსალაპრევირს (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). ამიტომ, პაციენტი ქალები, რომლებიც ღებულობენ ლინდინეტ 20-ს, უნდა გადავიდნენ კონტრაცეპციის ალტერნატიულ მეთოდების გამოყენებაზე (მაგალითად, კონტრაცეპციულ პრეპარატებზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს ან არაჰორმონულ მეთოდებზე) თერაპიის დაწყებამდე კომბინირებული პრეპარატების გამოყენების სქემის მიხედვით. პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების განახლება შესაძლებელია კომბინირებული პრეპარატების გამოყენების სქემის მიხედვით თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკული ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება ლინდინეტ 20-ზე

შესაძლოა ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუცირებას, რის შედეგად მოსალოდნელია სასქესო ჰორმონების კლირენსის მატება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს „ჭარბი“ სისხლდენა და/ან კონტრაცეპციული არაეფექტურობა.

ტაქტიკა

ფერმენტების ინდუქცია შესაძლებელია აღინიშნოს მიღებიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ფერმენტების ინდუქცია შესაძლებელია შენარჩუნდეს 4 კვირამდე.

ხანმოკლე მკურნალობა

ქალებში, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორი პრეპარატებით, დამატებით კოკ-თან ერთად რეკომენდებულია დროებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების ან კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება. კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის სრული პერიოდის განმავლობაში და მისი მოხსნიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში.

თუ პრეპარატი-ინდუქტორის გამოყენება გრძელდება კოკ მიმდინარე შეფუთვის ბოლო ტაბლეტის მიღების შემდეგ, ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს ახალი შეფუთვიდან ჩვეული შესვენების გარეშე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ქალებისთვის, რომლებიც ღებულობენ ხანგრძლივ თერაპიას ფერმენტული სისტემის მაინდუცირებელი პრეპარატებით, რეკომენდირებულია სხვა საიმედო არაჰორმონული კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება.

ლიტერატურაში აღწერილიაა შემდეგი ურთიერთქმედებები:

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კოკ-ის კლირენსის მომატებას (კოკ-ის ეფექტურობის შემცირება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის შედეგად), მაგალითად:

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენზი), შესაძლებელია ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და ნასვრეტებიანი კრაზანას შემცველი პრეპარატები.

ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ვარიაბელურ ეფექტს კოკ-ის კლირენსზე:

კოკ-თან ერთდროული დანიშვნისას, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებისა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზური ინჰიბიტორების ბევრმა კომბინაციამ, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მოცემული ცვლილების ერთდროული ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.

შესაძლო სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების და ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გამოსავლენად საჭიროა ჩატარდეს იმ ინფორმაციის გაანალიზება, რომელიც წარმოდგენილია თანმხლები პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, რომლებიც განკუთვნილია აივ-ინფექციის/ C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

ქალებმა, რომლებიც ღებულობენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზურ ინჰიბიტორებს, ნებისმიერი ეჭვის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლებელია იმოქმედონ გარკვეული აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, მათი კონცენტრაცია პლაზმაში და ქსოვილებში შეიძლება როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი, თეოფილინი), ასევე შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი, თიზანიდინი, ლევოთიროქსინი).

ზემოქმედება ლაბორატორიული ანალიზებისა და სხვა დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებზე

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მოქმედებენ ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის:

  • ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე (ბილირუბინის კონცენტრაციისა და ტუტოვანი ფოსფატაზას აქტივობის შემცირების ჩათვლით), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე (საერთო Т3 და Т4 დონის მომატება თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის (თშგ) კონცენტრაციის ზრდის შედეგად, თავისუფალი Т3 შემცირება), თირკმელზედა ჯირკვლზე (კორტიზოლის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, კორტიზოლ-შემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციის მომატება, დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (დჰეა-ს) კონცენტრაციისშემცირება) და თირკმელების ფუნქციაზე(კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და კრეატინინის კლირენსის დაბალი მაჩვენებლები)
  • (სატრანსპორტო) ცილების კონცენტრაციებზე სისხლის პლაზმაში, ისეთების, როგორიცაა კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ ლიპოპროტეინების ფრაქციებზე
  • ნახშირწყლების მეტაბოლიზმის მაჩვენებლებზე
  • კოაგულაციის და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე
  • ფოლატების კონცენტრაციის შემცირებაზე სისხლის პლაზმაში.

ცვლილებები ჩვეულებრივ არ არღვევენ ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალური მნიშვნელობების ზღვარს.

სიფრთხილის ზომები

გაფრთხილებები

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობის ან რისკის ფაქტორის არსებობის პირობებში საჭიროა პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების საფუძვლიანობის განხილვა პაციენტთან.

ნებისმიერი მითითებული მდგომარეობის ან რისკის ფაქტორის დამძიმებისას ან პირველად განვითარებისას რეკომენდებულია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და განიხილოთ პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები

ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი

კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მათ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობენ მითითებულ პრეპარატებს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, ნორგესტიმატს ან ნორეთისტერონს, ასოცირებულები არიან ვთე-ს უმცირეს რისკთან. სხვა პრეპარატებმა, როგორიცაა ლინდინეტ 20, შეიძლება ორჯერ გაზარდონ ვთე-ს განვითარების რისკი. გადაწყვეტილება ისეთი პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ მიეკუთვნება ვთე-ს განვითარების უმცირესი რისკის მქონე პრეპარატს, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ქალთან გასაუბრების შემდეგ. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პაციენტს გააზრებული აქვს ვთე-ს განვითარების რისკი პრეპარატ ლინდინეტ 20-ის მიღების დროს, ასევე არსებული რისკის ფაქტორების მასზე ზემოქმედება და ის, რომ ვთე განვითარების ყველაზე დიდი რისკი აღინიშნება პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებული მონაცემებით, რისკი იზრდება კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების განახლებისას მიღებებს შორის 4 კვირიანი და მეტი პერიოდის შუალედის შემდეგ.

წლის განმავლობაში ვთე უვითარდება დაახლოებით 10000-დან 2 ქალს არაფეხმძიმე ქალებში და ქალებში, რომლებიც არ ღებულობენ კომბინირებულ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს. თუმცა, ქალის ინდივიდუალური რისკი შეიძლებელია იყოს ბევრად უფრო მაღალი იმ არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მას აქვს (იხ. ქვევით),.

შეფასების თანახმად1, 10 000 ქალიდან, რომლებიც ღებულობდნენ გესტოდენის შემცველ კჰკ-ს, ვთე უვითარდება 9-12 ქალს წლის განმავლობაში, (იმ ქალების დაახლოებით 62 შემთხვევასთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ლევონორგესტრელ-შემცველ კჰკ-ს).

ორივე შემთხვევაში ვთე-ს რაოდენობა წლის განმავლობაში იყო უფრო მცირე იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც მოსალოდნელი იყო ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ვთე შესაძლებელია დასრულდეს ლეტალურად შემთხვევათა 1-2%-ში.

ვთე-ს შემთხვევათა რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში

ვთე შემთხვევათა რაოდენობა

რომლებიც არ ღებულობენ კჰკ-ს (2 შემთხვევა)

ლევონორგესტრელ-შემცველი

კჰკ (5-7 შემთხვევა)

გესტოდენ-შემცველი

კჰკ (9-12 შემთხვევა)

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კჰკ-ს, იყო შეტყობინებები სხვა სისხლძარღვების თრომბოზების განვითარების შესახებ (მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერიალურის, თირკმელების ან რეტინალური ვენებისა და არტერიების).

______________________________________________

1 სიხშირის ასეთი მნიშვნელობები მიღებულია ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების ანალიზით, როცა ხდებოდა ლევონორგესტრელის შემცველი კჰკ რისკის შედარება სხვადასხვა პრეპარატებისთვის დაფიქსირებულ რისკთან.

2 დიაპაზონის მედიანა 5-7-ი 10 000 ქალ-წელიწადზე, რომელიც დაფუძნებულია შეფარდებით რისკზე ლევონორგესტრელ*შემცველი კჰკ-სთვის, იმ შემთხვევებთან შედარებით, როცა კჰკ არ გამოიყენებოდა, შეადგენს დაახლოებით 2,3-3,6-ს.

ვთე განვითარების რისკის ფაქტორები

ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი კჰკ-ს გამოყენებისას შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალებში დამატებითი რისკის ფაქტორებით, კერძოდ, მრავლობითი რისკის ფაქტორებით (იხ. ცხრილი).

პრეპარატი ლინდინეტ 20 უკუნაჩვენებია ქალებში მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც განაპირობებენ მის მოხვედრას ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). ერთზე მეტი რიკსის ფაქტორის არსებობის პირობებში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომლის დროსაც რისკი იზრდება უფრო მეტად, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების დაჯამებისას: ასეთ შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ვთე განვითარების საერთო რისკი, რომელიც აქვს ამ ქალს. თუ შეფასების დროს “სარგებელი/რისკის” თანაფარდობა აღმოჩნდება არასასურველი, მაშინ კჰკ დანიშვნაზე უნდა ითქვას უარი (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

ცხრილი: ვთე განვითარების რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

შენიშვნა

სიმსუქნე (სხეულის წონის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2 )

სწი მატებით რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინება.

ხანგრძლივი იმობილიზაცია, ფართო ოპერაციული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ოპერაციები ან დიდი ტრავმები

შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაგადაფრენების ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვთე-ს განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში დამატებითი რისკის ფაქტორებით.

ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პლასტირის/ტაბლეტების/რგოლის გამოყენების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში – მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და გამოყენების განახლება არ უნდა მოხდეს მოძრაობის სრული აღდგენიდან ორი კვირის გასვლამდე. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენება კონტრაცეპციის სხვა მეთოდი.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ მოხდა პრეპარატ ლინდინეტი 20-ის მიღების შეწყვეტა, განიხილება ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევები ახლო ნათესავებში – ძმასთან, დასთან, მშობლებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ესე იგი 50 წლამდე).

თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე, ნებისმიერი კჰკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა მოხდეს ქალის გაგზავნა კონსულტაციისთვის სპეციალისტთან

ვთე-სთან ასოცირებული ნებისმიერი პათოლოგია

კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ

არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში ვენების ვარიკოზული გაფართოებისა და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლთან დაკავშირებით.

გასათვალისწინებელია თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ პირველი 6 კვირის განმავლობაში (ინფორმაცია ორსულობასთან და ლაქტაციასთან დაკავშირებით იხ. ნაწილში ,,გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).

ვთე სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)

ქალები უნდა იქნან ინფორმირებულნი იმაზე, რომ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ გადაუდებელ სასწრაფო დახმარების ცენტრს და შეატყობინონ მედიცინის მუშაკს კჰკ-ს გამოყენების შესახებ.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • ფეხის და/ან ტერფის ცალმხრივ შეშუპებას ან შეშუპებას ფეხის ვენის გასწვრივ;
  • ტკივილს ან მტკივნეულობას ფეხის მიდამოში, რომელიც შეიგრძნება ფეხზე დგომის ან სიარულის დროს;
  • დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატებას; სიწითლეს ან ფეხის კანის ფერის შეცვლას.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • უეცრად განვითარებულ უმიზეზო ქოშინს ან ხშირ სუნთქვას;
  • უეცრად განვითარებულ უმიზეზო ხველას, შესაძლებელია სისხლით;
  • მწვავე ტკივილს მკერდის არეში;
  • გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას;
  • ხშირ ან არარითმულ გულისცემას.

ზოგიერთი მოყვანილი სიმპტომი (მაგალითად, ხველა, ქოშინი) არასპეციფიურია და შესაძლებელია შეცდომით ჩაითვალოს უფრო გავრცელებულ ან ნაკლებად მძიმე პათოლოგიად (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები).

სისხლძარღვების დაცობის სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდნენ უეცრად განვითარებულ ტკივილს, შეშუპებას და სუსტად გამოხატულ კიდურის სილურჯეს.

თვალში სისხლძარღვების დაცობის განვითარების შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მის დაკარგვამდე (პროგრესირების შემთხვევაში). ცალკეულ შემთხვევებში მხედველობის სრული დაკარგვა შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად მაშინვე.

არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებმა შესაძლებელი გახადეს კჰკ გამოყენების დაკავშირება არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული დარღვევა, ინსულტი). არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.

ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები

არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკი კჰკ გამოყენების დროს იზრდება ქალებში რისკის ფაქტორებით (იხ. ცხრილი). პრეპარატი ლინდინეტ 20 უკუნაჩვენებია ქალებში ათე-ს განვითარების ერთი სერიოზული რისკის ფაქტორით ან მრავალი რისკის ფაქტორით, რომლებიც განაპირობებენ მის მოხვედრას არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როცა რისკი იზრდება უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების მარტივი დაჯამებისას: ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მისი საერთო რისკი. თუ “სარგებელი/რისკის” თანაფარდობა შეფასების დროს არასასურველია, კჰკ დანიშვნაზე უარი უნდა ითქვას (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”).

ცხრილი: ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

შენიშვნა

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ

მოწევა

ქალებში, რომლებიც გეგმავენ კჰკ გამოყენებას, რეკომენდირებულია უარის თქმა მოწევაზე. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, რეკომენდირებულია კონტრაცეპციის სხვა მეთოდის გამოყენება.

ჰიპერტენზია

სიმსუქნე (სხეულის წონის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2 )

სწი-ს მატებით რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის დამატებითი რისკის ფაქტორებით.

დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევები ახლო ნათესავებში – ძმასთან, დასთან, მშობლებთან, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).

თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით განწყობაზე, ნებისმიერი კჰკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე ქალი უნდა გაიგზავნოს კონსულტაციისთვის სპეციალისტთან.

შაკიკი

შაკიკის სიხშირისა ან სიმძიმის ხარიხსის მატება კჰკ-ს გამოყენების დროს (რაც შესაძლებელია იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინამორბედი) შესაძლებელია გახდეს პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნის მიზეზი.

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვების არასასურველ მოვლენებთან.

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგომოცისტეინემია, გულის მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

ათე-ს სიმპტომები

საჭიროა ქალების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და შეატყობინონ მედიცინის მუშაკს, რომ ღებულობენ კჰკ-ს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • უეცრად განვითარებულ სისუსტეს ან სახის, ხელის ან ფეხების დაბუჟებას, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეზე;
  • უეცრად განვითარებულ გართულებას სიარულის დროს, თავბრუსხვევას, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევას;
  • ცნობიერების უეცრად განვითარებულ აღრევას, მეტყველების და აღქმის დარღვევას;
  • მხედველობის უეცარ დარღვევას ერთ ან ორივე თვალში;
  • უეცარ, გამოხატულ ან ხანგრძლივ თავის ტკივილს, განვითარბულს ცნობილი მიზეზების გარეშე
  • გონების დაკარგვას ან გულის წასვლას კრუნჩხვებით ან მათ გარეშე.

სიმპტომების დროებითი ხასიათი იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ ტრანზიტორულ იშემიურ შეტევა (ტიშ).

მიოკარდიუმის ინფარქტის (მი) სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ:

  • ტკივილს, დისკომფორტს, ზეწოლას, სიმძიმეს, შებოჭილობის ან გადავსების შეგრძნებას მკერდის არეში, ხელში ან გულ-მკერდის არეში;
  • დისკომფორტს ირიდაციით ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში, კუჭში;
  • გადავსების, საჭმლის მონელების დარღვევის ან ხუთვის შეგრძნებას;
  • ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას ან თავბრუსხვევას;
  • უკიდურეს სისუსტეს, შფოთვას ან ქოშინს;
  • ხშირ ან არარითმულ გულისცემას.

სიმსივნე

საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორს წარმოადგენს პერსისტიული პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ). რამოდენიმე ეპიდემიოლოგიურ კვლევაში აღმოჩენილი იყო, რომ კჰკ-ს ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის მატებასთან ქალებში, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ადამიანის პაპილომის ვირუსით. ამისდამიუხედავად, ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოქმედებენ მიღებულ მონაცემებზე სისტემატური შეცდომები (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენასთან ან ინდივიდების სქესობრივ ქცევასთან დაკავშირებული, რომლებიც იყენებენ კონტრაცეპციის ბარიერულ მეთოდებს).

54 ეპიდემიოლოგიური კვლევების მეტა-ანალიზების შედეგების თანახმად, კოკ-ის მიღების ფონზე ქალებში გამოვლენილია სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შედარებითი რისკის (შრ=1,24) გარკვეული მატება. კოკ-ის მიღების დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში მომატებული რისკი თანდათანობით ნიველირდება. ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო 40 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება იშვიათად, სარძევე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი, დიაგნოსტირებული პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ღებულობენ კოკ-ს ან ახლო წარსულში დაიწყეს მისი მიღება, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. ამ კვლევებში არ ყოფილა წარმოდგენილი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის მტკიცებულება.

რისკის მატების აღნიშნული თავისებურებები შეიძლება განპირობებული იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრინდელი დიაგნოსტიკით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კოკ-ს, კოკ პრეპარატების ბიოლოგიური ეფექტებით ან ორივე ფაქტორის ერთობლიობით. სარძევე ჯირკვლის კიბო პაციენტებში, რომლებიც როდესმე ღებულობდნენ კოკ-ს, როგორც წესი, დიაგნოსტირდება უფრო ადრეულ სტადიაზე იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არასდროს არ იღებდნენ კოკს-ს.

იშვიათ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ კოკ-პრეპარატებს, აღნიშნული იყო ღვიძლის კეთილთვისებიანი და, უფრო იშვიათად, ავთვისებიანი სიმსივნე. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მუცლის ღრუს შიდა სისხლდენებს. ქალებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან მუცლის ღრუს შიდა სისხლდენის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ღვიძლის სიმსივნეზე.

სხვა მდგომარეობები

დეპრესიული განწყობა და დეპრესია წარმოადგენენ არასასურველ რეაქციას ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“ ). დეპრესია შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ დარღვევას და არის სუიციდური საქციელისა და სუიციდის ცნობილი რისკის ფაქტორი. ქალებს უნდა მიეცეს რჩევა მიმართონ თავის ექიმს განწყობაში ცვლილებებისა და დეპრესიული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის მკურნალობის დაწყებისთანავე.

ანამნეზში დეპრესიის მქონე ქალები, რომლებიც ღებულობენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, მძიმე დეპრესიის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ მძიმე დეპრესია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და გამოიყენონ კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდი, რათა განისაზღვროს, დაკავშირებულია თუ არა დეპრესიის განვითარება კოკ-ის მიღებასთან.

ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან ჰიპერტრიგლიცერიდემიის ოჯახური ანამნეზით კოკ-ის მიღებისას უნდა გაითვალისწინონ პანკრეატიტის განვითარების შესაძლო მომატებული რისკი.

თუმცა ბევრ ქალს, რომელიც ღებულობს კოკ-ს, აღენიშნა არტერიული წნევის მცირედი მომატება, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება ვლინდება იშვიათად. ამისდამიუხედავად, ასეთ იშვიათ შემთხვევებში გამართლებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ჰიპოტენზიული თერაპიის დანიშვნა. აუცილებლობისას შესაძლებელია კოკ მიღების განახლება, თუ ჰიპოტენზიური თერაპიის დახმარებით შესაძლებელი ხდება არტერიული წნევის ნორმალური მნიშვნელობის მიღწევა.

შემოდიოდა შეტყობინებები ორსულობის დროს და კოკ-ის მიღების ფონზე შემდეგი მდგომარეობების/დაავადებების განვითარების ან პროგრესირების შესახებ (თუმცა კავშირი კოკ-ის მიღებასთან დამაჯერებლად არ არის დამტკიცებული): ქოლესტაზთან დაკავშირებული სიყვითლე და/ან ქავილი; კენჭები ნაღვლის ბუშტში; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსულთა ჰერპესი; ოტოსკლეროზით განპირობებული სმენის დაკარგვა.

ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება მოახდინონ მემკვიდროებითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების პროვოცირება ან გაძლიერება.

ღვიძლის ფუნქციის ქრონიკულმა ან მწვავე დარღვევებმა შეიძლება მოითხოვონ კოკ-ის მოხსნა მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდებიან ნორმას. სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი შეიძლება მნიშვნელოვნად შენელდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ქოლესტატური სიყვითლის რეციდივი, რომელიც ადრე ვლინდებოდა ორსულობის დროს ან წარსულში სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების მიღების დროს, საჭიროებს კოკ-ის მიღების შეწყვეტას.

თუმცა კოკ შეიძლება მოქმედებდეს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე გლუკოზის მიმართ, არ არსებობს მონაცემები თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობის შესახებ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დაბალდოზირებულ კოკ-ს (შეიცავს <0,05 მგ ეთინილესტრადიოლს). ამისდამიუხედავად, კოკ-ის მიღების დროს ქალები შაქრიანი დიაბეტით უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი ზედამხედველობის ქვეშ.

ასევე შემოდიოდა შეტყობინებები კრონის დაავადების და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა (განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ორსულობის დროს აღენიშნებათ ქლოაზმა). პაციენტები ქლოაზმის განვითარებისადმი მიდრეკილებით უნდა მოერიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სამედიცინო გამოკვლევა/კონსულტაცია

პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების დაწყებამდე ან განმეორებით დანიშვნამდე საგულდაგულოდ უნდა იქნას შეგროვებული ანამნეზი (საოჯახო ანამნეზის ჩათვლით) და გამორიცხის ორსულობა. საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა, ფიზიკალური კვლევის ჩატარება, გათვალისწინებული იქნება რა ინფორმაცია უკუჩვენებების (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები”) და განსაკუთრებული მითითებისა და სიფრთხილის ზომების (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”) შესახებ. მნიშვნელოვანია ქალის ყურადღების მიქცევა ვენური და არტერიული თრომბოზის განვითარების რისკზე, პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენების რისკის ჩათვლით სხვა კჰკ-თან შედარებით, ვთე და ათე სიმპტომებზე, ასევე დადგენილ რისკის ფაქტორებზე და ქმედებებზე, რომლებიც მიიღება თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის გაჩენისას.

აუცილებელია, რომ ქალმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ფურცელ-ჩანართი პაციენტებისათვის განკუთვნილი ინფორმაციით და მიჰყვეს მასში მოყვანილი რეკომენდაციებს. კვლევის სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს დამუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მათი ადაპტაციით თითოეულ კონკრეტულ ქალზე.

აუცილებელია ქალის გაფრთხილება, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივები არ იცავენ აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.

ეფექტურობის შემცირება

კოკ-ის ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს ტაბლეტის გამოტოვების (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”), კუჭ-ნაწლავის დარღვევების (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”) ან სხვა სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენების (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) შემთხვევაში.

ციკლის კონტროლის შემცირება

კოკ-ის მიღების ფონზე შესაძლებელია აღინიშნებოდეს არარეგულარული სისხლდენა („ბლანტი“ სისხლიანი გამონადენი ან „ჭარბი“ სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამ მიზეზით ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც მოიცავს დაახლოებით სამ ციკლს.

თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა იქნას განხილული არაჰორმონალური მიზეზები შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად. ისინი შეიძლება მოიცავდნენ დიაგნოსტიკურ გამოფხეკვას.

ზოგიერთ ქალთან ,,მოხსნის” სისხლდენა შეიძლება არ განვითარდეს შუალედში პერორალური კონტრაცეპტივების მიღებებს შორის.

თუ კოკ-ი მიიღებოდა იმ მითითების თანახმად, რომლებიც აღწერილია ნაწილში ,,გამოყენების წესი და დოზირება”, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი დაორსულება. ამისდამიუხედავად, თუ იმ პერიოდამდე, როდესაც არ მოვა პირველი ,,მოხსნის” სისხლდენა, ქალი არ იცავდა კოკ-ის მიღების ინსტრუქციას, ან ,,მოხსნის” სისხლდენა არ არის ზედიზედ ორჯერ, კოკ-ის გამოყენების გაგრძელებამდე უნდა იქნას გამორიცხული ორსულობა.

ბავშვები და მოზარდები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი იყო ზრდასრული რეპროდუქციული ასაკის ქალებში. მსგავსი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება მენარქეს დადგომამდე არ არის ნაჩვენები.

ხანდაზმული პაციენტები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ არ არის ნაჩვენები.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი ლინდინეტ 20 შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიით, როგორიც არის გალაქტოზას აუტანლობა, ზოგადი ლაქტაზური აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ფრუქტოზის აუტანლობა, საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

პრეპარატი ლინდინეტ 20 შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნატრიუმს ყოველ ტაბლეტში, რომელიც დაფარულია გარსით, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ლინდინეტ 20 არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა

21 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია მუყაოს ბრტყელი ფუტლიარი ბლისტერის შესანახად.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში +15° C-დან +25° C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ღსს ,,გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

მწარმოებელი

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დემროის ქუჩა, 19-21, უნგრეთი

პრეპარატზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს ,,გედეონ რიხტერი”-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160, ქალ. თბილისი, ს. კანდელაკის ქუჩა N 8

ტელეფონი : +995-322-37-11-00

ელექტრონული მისამართი: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენელობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003 ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,

რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, 5-ე სართული, ოფისი 507, 508

ტელეფონი:+992-44-603-33-36

ელექრონული მისამართი: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენელობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ქ. ათათურქი, ს.82

ბიზნეს ცენტრი „ბერკარარი“ B-7

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელექტორონული მისამართი: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენელობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, 17012ქ. ულან-ბატორი, ჰან-უულის რაიონი, 11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი, ქ. დიდი მოღოლეთის სახელმწიფო, ს 118, ოფ.200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა