ლიზობაქტი არის ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე ლიზობაქტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიზოზიმი (lysozyme) + პირიდოქსინი (pyridoxine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ + 10მგ საწუწნი ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044098
- რეგისტრირებულია
- 7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიზობაქტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლიზობაქტი არის ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე
ლიზობაქტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს.
მედიკამენტი რეკომენდებულია ცხელების გარეშე მიმდინარე ყელის სუსტი ტკივილის, პირის აფთოზური წყლულების და პირის ღრუს მცირე წყლულების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ 5 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანისნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს სამკურნალო პროდუქტი ნაჩვენებია მხოლოდ მოზრდილებისა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის
რეკომენდებული დოზაა 6-8 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი, რომელიც მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში.
მიღების მეთოდი
შიგნით მისაღებად (პერორალურად)
დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები ნელა უნდა გაიხსნას ენის ქვეშ.
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 საათი.
მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5 დღით. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვებში გამოყენება
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ლიზობაქტის დოზის გადაჭარბებისას
მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (თვეები ან წლები) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია (წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ხელებისა და ფეხების კანკალი, კუნთების სისუსტე), რომელიც როგორც წესი, შექცევადია მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ. თუ ვითარდება ეს დარღვევები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რომელმაც შეიძლება დანიშნოს მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება.
ლიზობაქტის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ..
ლიზობაქტის გამოყენების შეწყვეტისას
არ არის მოწოდებული.
დამატებითი კითხვების არსებობისას მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია;
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტი ალერგიულია კვერცხზე (რადგან ლისოზიმი მიიღება ქათმის კვერცხის ცილიდან).
სიფრთხილის ზომები
ლიზობაქტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
სპეციალური გაფრთხილება
პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) მაღალი დოზების ხანგრძლივად (რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პარესთეზიები და წონასწორობის დარღვევა, ხელებისა და ტერფების ტრემორი, ასევე კოორდინირებული მოძრაობის გაძნელება, რომელიც როგორც წესი, შექცევადია მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება (5 დღეზე მეტ ხანს) არ არის სასურველი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ბალანსის დარღვევა.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ყელის ტკივილი
თუ ვითარდება სიმპტომები:
ცხელება (სხეულის ტემპერატურის მომატება);
ჩირქოვანი ნახველი;
საკვების ყლაპვის გაძნელება;
მედიკამენტის გამოყენებისას 5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია!
აფთოზური წყლულები და პირის ღრუს მცირე წყლულები:
თუ ვითარდება:
ღრმა დაზიანებები (ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი დაზიანება);
გავრცელებული დაზიანებები;
ცხელება (სხეულის ტემპერატურის მომატება)
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ერთდროულად არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ საშუალებებს.
ეს მედიკამენტი შეიცავს ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. სხვა მედიკამენტები ასევე შეიცავენ მათ. დაუშვებელია მათი ერთდროულად მიღება, რათა არ იქნეს გადაჭარბებული მაქსიმალური რეკომენდებული დოზები (იხ. “ლიზობაქტის მიღების წესი”).
ლიზობაქტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოწოდებული სპეციალური შენიშვნები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს.
უცნობია ლისოზიმი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საწიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოწოდებული სპეციალური შენიშვნები.
ლიზობაქტი შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის პირველად მიღებამდე.
ლიზობაქტი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს უცნობი სიხსირით (სიხშირის სეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), სახის და ყელის უეცარი შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, კანის მგრძნობელობა მზის სხივებზე (ფოტომგრძნობელობა).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცვტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
ლიზობაქტის დოზის მწვავე გადაჭარბებისას არ არის მოსალოდნელი რაიმე კლინიკური შედეგი.
პირიდოქსინის მაღალი დოზების (>100 მგ/დღე) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (თვეები ან წლები) გამოყენებისას არის სენსორული ნეიროპათიის რისკი, რომელიც როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: ლისოზიმის ჰიდროქლორიდი და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
ლიზობაქტის თითოეული დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და 10 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (B6 ვიტამინი).
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტის დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი და ვანილინი.
ლიზობაქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი და გლუვი ზედაპირით და გლუვი კიდეებით, გამყოფი ნიშნით ცალ მხარეს.
გამყოფი ნიშანი განკუთვნილია დაქნეხილი საწუწნი ტაბლეტის გასატეხად.
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (1 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით) და 30 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (3 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით).
შენახვის პირობები
ლიზობაქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C-ზე.
შენახვის ვადა: 60 თვე.
დაუშვებელია ლიზობაქტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები - ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA20
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლიზობაქტი® 20 მგ/10 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
ლისოზიმი / პირიდოქსინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის შეძენა შეიძლება ექიმის რეცეპტის გარეშე. საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა მედიკამენტით მკურნალობისაგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთა მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 5 დღის შემდეგ.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლიზობაქტი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტის მიღებამდე;
ლიზობაქტის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლიზობაქტის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლიზობაქტი და მისი გამოყენება
ლიზობაქტი არის ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე
ლიზობაქტი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს.
მედიკამენტი რეკომენდებულია ცხელების გარეშე მიმდინარე ყელის სუსტი ტკივილის, პირის აფთოზური წყლულების და პირის ღრუს მცირე წყლულების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ 5 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტის მიღებამდე
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია ლიზობაქტის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტების მიღება
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია;
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტი ალერგიულია კვერცხზე (რადგან ლისოზიმი მიიღება ქათმის კვერცხის ცილიდან).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლიზობაქტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
სპეციალური გაფრთხილება
პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) მაღალი დოზების ხანგრძლივად (რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პარესთეზიები და წონასწორობის დარღვევა, ხელებისა და ტერფების ტრემორი, ასევე კოორდინირებული მოძრაობის გაძნელება, რომელიც როგორც წესი, შექცევადია მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება (5 დღეზე მეტ ხანს) არ არის სასურველი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ბალანსის დარღვევა.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ყელის ტკივილი
თუ ვითარდება სიმპტომები:
ცხელება (სხეულის ტემპერატურის მომატება);
ჩირქოვანი ნახველი;
საკვების ყლაპვის გაძნელება;
მედიკამენტის გამოყენებისას 5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია!
აფთოზური წყლულები და პირის ღრუს მცირე წყლულები:
თუ ვითარდება:
ღრმა დაზიანებები (ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი დაზიანება);
გავრცელებული დაზიანებები;
ცხელება (სხეულის ტემპერატურის მომატება)
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა მედიკამენტები და ლიზობაქტი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ერთდროულად არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ საშუალებებს.
ეს მედიკამენტი შეიცავს ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. სხვა მედიკამენტები ასევე შეიცავენ მათ. დაუშვებელია მათი ერთდროულად მიღება, რათა არ იქნეს გადაჭარბებული მაქსიმალური რეკომენდებული დოზები (იხ. “ლიზობაქტის მიღების წესი”).
ლიზობაქტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოწოდებული სპეციალური შენიშვნები.
ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს.
უცნობია ლისოზიმი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, ამიტომ ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საწიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მოწოდებული სპეციალური შენიშვნები.
ლიზობაქტი შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის პირველად მიღებამდე.
ლიზობაქტი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ლიზობაქტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანისნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს სამკურნალო პროდუქტი ნაჩვენებია მხოლოდ მოზრდილებისა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის
რეკომენდებული დოზაა 6-8 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი, რომელიც მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში.
მიღების მეთოდი
შიგნით მისაღებად (პერორალურად)
დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები ნელა უნდა გაიხსნას ენის ქვეშ.
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 საათი.
მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5 დღით. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვებში გამოყენება
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ლიზობაქტის დოზის გადაჭარბებისას
მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (თვეები ან წლები) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია (წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ხელებისა და ფეხების კანკალი, კუნთების სისუსტე), რომელიც როგორც წესი, შექცევადია მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ. თუ ვითარდება ეს დარღვევები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რომელმაც შეიძლება დანიშნოს მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება.
ლიზობაქტის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ..
ლიზობაქტის გამოყენების შეწყვეტისას
არ არის მოწოდებული.
დამატებითი კითხვების არსებობისას მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს უცნობი სიხსირით (სიხშირის სეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), სახის და ყელის უეცარი შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, კანის მგრძნობელობა მზის სხივებზე (ფოტომგრძნობელობა).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცვტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ლიზობაქტის შენახვის წესი
ლიზობაქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C-ზე.
შენახვის ვადა: 60 თვე.
დაუშვებელია ლიზობაქტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლიზობაქტი
აქტიური ნივთიერებებია: ლისოზიმის ჰიდროქლორიდი და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
ლიზობაქტის თითოეული დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს და 10 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (B6 ვიტამინი).
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტის დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი და ვანილინი.
ლიზობაქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი და გლუვი ზედაპირით და გლუვი კიდეებით, გამყოფი ნიშნით ცალ მხარეს.
გამყოფი ნიშანი განკუთვნილია დაქნეხილი საწუწნი ტაბლეტის გასატეხად.
ლიზობაქტი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (1 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით) და 30 დაწნეხილ საწუწნ ტაბლეტს (3 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით).
მწარმოებელი
Bosnalijek, Joint Stock Company, Jukićeva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Joint Stock Company, Jukićeva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი: 2025 წლის მარტი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



