ლევომეკოლი
LEVOMECOL
ჩირქოვანი ჭრილობები (მათ შორის შერეული მიკროფლორით ინფიცირებული) ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში (ჩირქოვან-ნეკროზული), ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, ინფიცირებული დამწვრობა, ფურუნკულები, კარბუნკულები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეთილურაცილი (methyluracil) + ქლორამფენიკოლი (chloramphenicol)
- ფორმა და შეფუთვა
- (7,5მგ + 40მგ)/გ 40გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- PJSC “Khimfarmzavod“ Krasnaya Zvezda”, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები, შეხორცების ხელშემწყობი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D03AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044810
- რეგისტრირებულია
- 13 თებერვალი 2026, მოქმედებს 10 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC “Khimfarmzavod“ Krasnaya Zvezda” (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევომეკოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჩირქოვანი ჭრილობები (მათ შორის შერეული მიკროფლორით ინფიცირებული) ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში (ჩირქოვან-ნეკროზული), ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, ინფიცირებული დამწვრობა, ფურუნკულები, კარბუნკულები.
მიღების წესი და დოზირება
მალამო განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. სტერილური მარლის დისკები უნდა გაჯერდეს მალამოთი და შემდეგ მისი დატანა ხდება ჭრილობაზე. პრეპარატის შეყვანა ასევე შესაძლებელია ჩირქოვან ღრუებში კათეტერის (დრენაჟის მილის) მეშვეობით შპრიცის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, მალამო წინასწარ უნდა გაცხელდეს 35-36°C-მდე. სახვევები ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს მანამ, სანამ ჭრილობა სრულად არ გაიწმინდება ჩირქისა და ნეკროზული მასისგან. დიდი ფართობის ჭრილობის ზედაპირებისთვის, მალამოს დღიური დოზა, რომელიც ქლორამფენიკოლის ექვივალენტურია, არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
მალამოს გამოყენება უნდა დაიწყოს დაზიანების პირველივე დღიდან 4 დღის განმავლობაში. ჰიპეროსმოლარული ლევომეკოლის მალამო არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გამოყენებისთვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს ოსმოსური შოკი დაუზიანებელ უჯრედებში. მკურნალობის მე-5-7 დღეს რეკომენდებულია მალამო ჩანაცვლდეს დაზიანებული ქსოვილის მთლიანობის აღმდგენი მედიკამენტებით.
ბავშვები.
გამოიყენება 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი ინფექციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული: სულფანილამიდები, ციტოსტატიკური საშუალებები, პირაზოლინის წარმოებულები, დიფენილი, ბარბიტურატები, ეთანოლი.
ერითრომიცინთან, ოლეანდომიცინთან, ნისტატინთან და ლევორინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ლევომეკოლის მალამოს ანტიბაქტერიულ აქტივობას, ხოლო ბენზილპენიცილინის მარილებთან ერთად გამოყენება ამცირებს მას.
გამოყენების მახასიათებლები.
ლევომეკოლის მალამოს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სენსიბილიზაცია, რასაც თან ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება შემდგომი გარეგანი გამოყენებისას ან სისტემური მოქმედების წამლის ფორმით მიღებისას.
ჩირქის ან ნეკროზული მასების არსებობისას, პრეპარატის ანტიბაქტერიული ეფექტი შენარჩუნებულია.
პრეპარატის ხანგრძლივი (1 თვეზე მეტი) გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის მდგომარეობის მონიტორინგი.
მოერიდეთ მალამოს თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
არ უნდა დაირღვეს სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.
არ მოქმედებს.
გვერდითი მოვლენები
ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, ადგილობრივი შეშუპება, ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და ზოგადი სისუსტე. ასეთ უნდა შეწყდეს მალამოს გამოყენება და საჭიროა ექითან ვიზიტი.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ხანგრძლივი (5-7 დღე-ღამეზე მეტი) გარეგანი გამოყენება ხშირად იწვევს კონტაქტურ სენსიბილიზაციას, რასაც თან ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება შემდგომი გარეგანი გამოყენების ან სისტემური მოქმედების წამლის ფორმით მიღებისას. მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ქლორამფენიკოლი (chloramphenicol), მეთილურაცილი (methyluracil);
1 გ მალამო შეიცავს: 7.5 მგ ქლორამფენიკოლს, 40 მგ მეთილურაცილს;
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 1500.
წამლის ფორმა. მალამო.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი ფერის მალამო მოყვითალო ელფერით.
შენახვის პირობები
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 გ ტუბში.
1 ტუბი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჭრილობებისა და წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალო საშუალება.
ათქ კოდი D03A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება და აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი) წინააღმდეგ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს მეთილურაცილს და ქლორამფენიკოლს.
ქლორამფენიკოლს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირების და ნაწლავის ჩხირების წინააღმდეგ და უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ ეფექტს მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დარღვევის გზით.
მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
პრეპარატი ადვილად აღწევს ქსოვილებში ბიოლოგიური მემბრანების დაზიანების გარეშე. ანტიბაქტერიული ეფექტი ნარჩუნდება ჩირქისა და ნეკროზული მასის არსებობის შემთხვევაშიც კი.
ფარმაკოკინეტიკა.
არ შესწავლილა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ლევომეკოლი
(LAEVOMECOL)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ქლორამფენიკოლი (chloramphenicol), მეთილურაცილი (methyluracil);
1 გ მალამო შეიცავს: 7.5 მგ ქლორამფენიკოლს, 40 მგ მეთილურაცილს;
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 1500.
წამლის ფორმა. მალამო.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი ფერის მალამო მოყვითალო ელფერით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ჭრილობებისა და წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალო საშუალება.
ათქ კოდი D03A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება და აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი) წინააღმდეგ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს მეთილურაცილს და ქლორამფენიკოლს.
ქლორამფენიკოლს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირების და ნაწლავის ჩხირების წინააღმდეგ და უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ ეფექტს მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დარღვევის გზით.
მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
პრეპარატი ადვილად აღწევს ქსოვილებში ბიოლოგიური მემბრანების დაზიანების გარეშე. ანტიბაქტერიული ეფექტი ნარჩუნდება ჩირქისა და ნეკროზული მასის არსებობის შემთხვევაშიც კი.
ფარმაკოკინეტიკა.
არ შესწავლილა.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ჩირქოვანი ჭრილობები (მათ შორის შერეული მიკროფლორით ინფიცირებული) ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში (ჩირქოვან-ნეკროზული), ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, ინფიცირებული დამწვრობა, ფურუნკულები, კარბუნკულები.
უკუჩვენებები.
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი ინფექციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერქმედების სხვა ფორმები.
სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული: სულფანილამიდები, ციტოსტატიკური საშუალებები, პირაზოლინის წარმოებულები, დიფენილი, ბარბიტურატები, ეთანოლი.
ერითრომიცინთან, ოლეანდომიცინთან, ნისტატინთან და ლევორინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ლევომეკოლის მალამოს ანტიბაქტერიულ აქტივობას, ხოლო ბენზილპენიცილინის მარილებთან ერთად გამოყენება ამცირებს მას.
გამოყენების მახასიათებლები.
ლევომეკოლის მალამოს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სენსიბილიზაცია, რასაც თან ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება შემდგომი გარეგანი გამოყენებისას ან სისტემური მოქმედების წამლის ფორმით მიღებისას.
ჩირქის ან ნეკროზული მასების არსებობისას, პრეპარატის ანტიბაქტერიული ეფექტი შენარჩუნებულია.
პრეპარატის ხანგრძლივი (1 თვეზე მეტი) გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის მდგომარეობის მონიტორინგი.
მოერიდეთ მალამოს თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
არ უნდა დაირღვეს სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია.
გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.
არ მოქმედებს.
გამოყენების წესი და დოზები.
მალამო განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. სტერილური მარლის დისკები უნდა გაჯერდეს მალამოთი და შემდეგ მისი დატანა ხდება ჭრილობაზე. პრეპარატის შეყვანა ასევე შესაძლებელია ჩირქოვან ღრუებში კათეტერის (დრენაჟის მილის) მეშვეობით შპრიცის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, მალამო წინასწარ უნდა გაცხელდეს 35-36°C-მდე. სახვევები ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს მანამ, სანამ ჭრილობა სრულად არ გაიწმინდება ჩირქისა და ნეკროზული მასისგან. დიდი ფართობის ჭრილობის ზედაპირებისთვის, მალამოს დღიური დოზა, რომელიც ქლორამფენიკოლის ექვივალენტურია, არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
მალამოს გამოყენება უნდა დაიწყოს დაზიანების პირველივე დღიდან 4 დღის განმავლობაში. ჰიპეროსმოლარული ლევომეკოლის მალამო არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გამოყენებისთვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს ოსმოსური შოკი დაუზიანებელ უჯრედებში. მკურნალობის მე-5-7 დღეს რეკომენდებულია მალამო ჩანაცვლდეს დაზიანებული ქსოვილის მთლიანობის აღმდგენი მედიკამენტებით.
ბავშვები.
გამოიყენება 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ხანგრძლივი (5-7 დღე-ღამეზე მეტი) გარეგანი გამოყენება ხშირად იწვევს კონტაქტურ სენსიბილიზაციას, რასაც თან ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება შემდგომი გარეგანი გამოყენების ან სისტემური მოქმედების წამლის ფორმით მიღებისას. მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი მოვლენები.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, ადგილობრივი შეშუპება, ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, დერმატიტი და ზოგადი სისუსტე. ასეთ უნდა შეწყდეს მალამოს გამოყენება და საჭიროა ექითან ვიზიტი.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 გ ტუბში.
1 ტუბი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
კერძო სააქციო საზოგადოება „ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა „კრასნაია ზვეზდა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი.
უკრაინა, 61010, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, გორდიენკოვსკას ქუჩა, სახლი 1.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



