პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ლევემირი პენფილი

Levemir® Penfill®

რეცეპტით100 ერთინსტრუქცია ქართულადდანია
რისთვის გამოიყენება

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. პოსოლოგია ლევემირი® არის ხსნადი, ბაზალური ინსულინის ანალოგი მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით (24 საათამდე). ინსულინის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ლევემირი®-ით ბაზალურ-ბოლუსური თერაპია არ არის დაკავშირებული წონის მატებასთან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
insulin detemir
ფორმა და შეფუთვა
100 ერთეული/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №5
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novo Nordisk Production SAS(საფრანგეთი)), დანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
ATC კოდი
A10AE05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043824
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novo Nordisk A/S (დანია)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალევემირი პენფილი და სხვა წამალი ერთად

ლევემირი პენფილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

პოსოლოგია

ლევემირი® არის ხსნადი, ბაზალური ინსულინის ანალოგი მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით (24 საათამდე). ინსულინის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ლევემირი®-ით ბაზალურ-ბოლუსური თერაპია არ არის დაკავშირებული წონის მატებასთან. ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკი NPH (ნეიტრალური პროტამინ ჰაგედორნი) ინსულინთან შედარებით უფრო ინტენსიური ტიტრირების საშუალებას იძლევა სისხლის გლუკოზის სამიზნე დონესთან მიმართებაში ბაზალურ-ბოლუსური თერაპიისათვის.

ლევემირი® უზრუნველჰყოფს უკეთეს გლიკემიურ კონტროლს FPG-ს (პლაზმაში გლუკოზის შემცველობა უზმოზე) მიხედვით NPH ინსულინით მკურნალობასთან შედარებით.

ლევემირი®-ს გამოყენება შეიძლება ცალკე ბაზალური ინსულინის სახით ან კომბინაციაში ბოლუსურ ინსულინთან. მისი გამოყენება ასევე შეიძლება კომბინაციაში პერორალური ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად და/ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტებთან.

დოზა -

ლევემირის გამოყენებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში ან მისი დამატებისას GLP-1 რეცეპტორის აგონისტებზე, რეკომენდებულია ლევემირის დღეში ერთელ გამოყენება, თავდაპირველად დოზით 0.1-0.2 ე/კგ ან 10 ე მოზრდილ პაციენტებში. ლევემირის დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

GLP-1 რეცეპტორის აგონისტებზე ლევემირის დამატებისას რეკომენდებულია ლევემირის დოზის შემცირება 20%-ით, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად. შემდეგ დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილთა მე-2 ტიპის დიაბეტის ტიტრირების გაიდლაინი:

საუზმემდე საშუალო SMPG*

ლევემირი®-ს დოზის რეგულირება

> 10.0 მმოლ/ლ (180 მგ/დლ)

+ 8 ერთ.

  • 1-10.0 მმოლ/ლ (163-180 მგ/დლ)

+ 6 ერთ.

  • 1-9.0 მმოლ/ლ (145-162 მგ/დლ)

+ 4 ერთ.

  • 1-8.0 მმოლ/ლ (127-144 მგ/დლ)

+ 2 ერთ.

  • 1-7.0 მმოლ/ლ (109–126 მგ/დლ)

+ 2 ერთ.

  • 1-6.0 მმოლ/ლ: (73–108 მგ/დლ)

ცვლილების გარეშე (სამიზნე)

თუ ერთი SMPG გაზომვა

  • 1-4.0 მმოლ/ლ (56-72 მგ/დლ)
  • 2 ერთ.

< 3.1 მმოლ/ლ (<56 მგ/დლ)

  • 4 ერთ.
  • პლაზმური გლუკოზის თვითმონიტორინგი

მოზრდილთა მე-2 ტიპის დიაბეტის თვით-ტიტრირების გაიდლაინი:

საუზმემდე საშუალო SMPG*

ლევემირი®-ს დოზის კორექცია

> 6.1 მმოლ/ლ (>110 მგ/დლ)

+ 3 ერთ.

  • 4-6.1 მმოლ/ლ (80-110 მგ/დლ)

ცვლილების გარეშე (სამიზნე)

< 4.4 მმოლ/ლ (< 80 მგ/დლ)

  • 3 ერთ.
  • პლაზმური გლუკოზის თვითმონიტორინგი

როდესაც ლევემირი გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რეჟიმის ფარგლებში, ლევემირის შეყვანა უნდა მოხდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, პაციენტის საჭიროების მიხედვით. ლევემირის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს.

იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დღეში ორი დოზა სისხლში გლუკოზის ოპტიმიზაციისთვის, საღამოს დოზა მიღებული უნდა იყოს საღამოს ან ძილის წინ. დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის მომატებული ფიზიკური დატვირთვისას, ჩვეულ კვების რეჟიმში ცვლილებისას ან იმავდროულად სხვა დაავადების არსებობისას.

სპეციალური პოპულაციები

როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ლევემირის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.

პედიატრიული პოპულაცია

ლევემირის გამოყენება შეიძლება მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან (იხილეთ ფარმაკოდინამიკური თვისებები). ბაზალური ინსულინიდან ლევემირზე გადასვლისას ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული ბაზალური და ბოლუსური ინსულინის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების გამო (იხილეთ სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ბავშვებსა და მოზარდებში გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ლევემირის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.

ლევემირის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გადასვლა სხვა ინსულინური პროდუქტებიდან

ლევემირიდან საშუალო ან ხანგრძლივად მოქმედ ინსულინურ პროდუქტებზე გადასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზისა და მიღების დროის კორექცია (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, გადასვლისას და შემდეგ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია გლუკოზის მკაცრი მონიტორინგი.

შეიძლება საჭირო გახდეს იმავდროული ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ან იმავდროულად გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების ინსულინური პროდუქტების დოზის და/ან მიღების დროის კორექცია).

გამოყენების მეთოდი

ლევემირი®-ს ინიექცია შეიძლება მხოლოდ კანქვეშ. ლევემირი®-ს ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება, რადგანაც ამ დროს შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია. კუნთში ინიექციას უნდა მოვერიდოთ. ლევემირი® არ გამოიყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში.

ლევემირი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მხარში, დელტოიდურ უბანში ან დუნდულოში ინიექციის გზით. ერთიდაიგივე მიდამოში ინექციის ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების რისკის შემცირების მიზნით (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). სხვა ინსულინური პრეპარატების მსგავსად, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს დოზის, ინიექციის ადგილის, სისხლის დინების, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით.

ლევემირი® პენფილი® არის წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც გამოიყენება ნოვოფაინ® ან ნოვოტვისტ® ნემსებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ (იხილეთ დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი).

სიფრთხილის ზომები

დროის სხვადასხვა ზონებს შორის მოგზაურობისას პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს უნდა მიიღოს.

ჰიპერგლიკემია

არაადეკვატურმა დოზირებამ და მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი. როგორც წესი, ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათან რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ეს სიმპტომებია წყურვილი, ხშირი შარდვა, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, აგრეთვე აცეტონის სუნი სუნთქვისას. ტიპი 1 დიაბეტის დროს არანამკურნალები ჰიპერგლიკემიური მოვლენები საბოლოოდ იწვევს დიაბეტურ კეტოაციდოზს, რომელიც პოტენციურად ლეთალურია.

ჰიპოგლიკემია

საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვების მიღებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით (იხილეთ არასასურველი ეფექტები და ჭარბი დოზა).

იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თანმხლები დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. თანმხლები დაავადებების არსებობისას, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროა ინსულინის დოზის ცვლილება.

გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან

პაციენტის გადაყვანა სხვა სახის ან სავაჭრო ნიშნის ინსულინზე უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მოქმედების ძალის, სავაჭრო ნიშნის (მწაროებლის), სახეობის, წარმოშობის (ადამიანის ინსულინი, ინსულინის ანალოგი) და/ან მწარმოებლის მეთოდის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის ცვლილების საჭიროება. ინსულინის სხვა სახეობიდან ლევემირზე გადასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს ჩვეულებრივი ინსულინის პროდუქტების მიღებისას გამოყენებული დოზის ცვლილება, თუ საჭიროა კორექცია, ეს შეიძლება მოხდეს პირველი დოზით ან პირველი რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

რეაქციები ინექცირების ადგილას

როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ რეაქციების შემცირებას ან პრევენციას. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ლევემირის შეწყვეტა.

კანის და კანქვეშა უჯრედისის დარღვევები

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.

თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია

გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის სიმპტომების რაიმე გაუარესება.

შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ლევემირსა და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტში ინსულინზე მოთხოვნა:

პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, GLP-1 რეცეპტორის აგონისტები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტში ინსულინზე მოთხოვნა:

პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.

ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსპექტულ არა-ინტერვენციულ პოსტ-ავტორიზაციის უსაფრთხოების კვლევაში, 1 და 2 ტიპის დიაბეტის მქონე ორსული ქალები, რომლებიც ღებულობდნენ ლევემირს (n=727,680 ცოცხლადშობილი ჩვილი) ან სხვა ბაზალურ ინსულინებს (n=730,668 ცოცხლადშობილი ჩვილი), იყვნენ დაკვირვების ქვეშ.

ლევემირ®-სა და სხვა ბაზალურ ინსულინებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა განვითარების მანკების საბოლოო წერტილის კომპონენტებში (აბორტიდიდი თანდაყოლილი მანკების ან მცირე თანდაყოლილი მანკების გამო). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ლევემირი® არ არის დაკავშირებული ორსულობის არასასურველი შედეგების გადაჭარბებულ რისკთან, სხვა ბაზალურ ინსულინებთან შედარებით, დიაბეტის მქონე ქალებში.

ლევემირი® შეისწავლეს ერთ ღია, რანდომიზებულ, კონტროლირებულ, კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ორსულ ქალები I ტიპის დიაბეტით (n=310) მკურნალობდნენ ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმით ლევემირით® (n=152) ან NPH ინსულინით (n=158) ბაზალური ინსულინის სახით, ორივე კომბინაციაში ნოვორაპიდთან®.

ლევემირი არ ჩამოუვარდებოდა NPH ინსულინს HbA1c გაზომვით გესტაციურ კვირაზე 36, და HbA1c -ს საშუალო შემცირება ორსულობის განმავლობაში მსგავსი იყო.

ბავშვთა პოპულაცია

ლევემირი®-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში სამ რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში 1 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში I ტიპის შაქრიანი დიაბეტით (n=1045 ჯამში); ერთ-ერთი კვლევა ჯამში მოიცავდა 1-5 წლის 167 ბავშვს. კვლევებმა უჩვენეს, რომ გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა და ინსულინ დეგლუდეკისა ბაზალურ-ბოლუსური თერაპიის გამოყენებისას. კვლევაში, რომელიც ადარებდა ლევემირსა და ინსულინ დეგლუდეკს, კეტოზით მიმდინარე ჰიპერგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ლევემირისათვის, 1.09 და 0.68 ეპიზოდი თითო პაციენტზე წელიწადში, შესაბამისად. გარდა ამისა, ღამი ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი სიხშირე (SMPG გაზომვებზე დაფუძნებით) და წონაში ნაკლები მომატება (SMPG ქულები, წონა კორექტირებული სქესისა და ასაკისათვის) აღინიშნებოდა ინულინის დეტემირით, ვიდრე NPH ინსულინით. ერთი კვლევა დამატებით კიდევ 12 თვით გახანგრძლივდა (ჯამში 24 თვის მკურნალობის მონაცემები) ლევემირი®-თ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების შესაფასებლად. პირველი წლის განმავლობაში ინსულინის ანტისხეულების მომატების შემდეგ, ინსულინის ანტისხეულები შემცირდა მეორე წელს იმ დონემდე, რომელიც ოდნავ უფრო მაღალი იყო, ვიდრე კვლევამდე არსებული დონე. შედეგები უჩვენებენ, რომ ანტისხეულების განვითარებას არ ჰქონდა უარყოფითი ზეგავლენა გლიკემიურ კონტროლსა და ინსულინ დეტემირის დოზაზე.

ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდი პაციენტებისათვის ექსტრაპოლირებული იყო 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრილი პაციენტების მონაცემებიდან. შედეგები მხარს უჭერენ ლევემირის გამოყენებას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ. დღეში ორჯერ გამოყენებისას, შრატში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 დოზის შემდეგ. პაციენტთაშორისი შედარებისას, შეწოვა უფრო დაბალია ლევემირი®-სათვის, ვიდრე სხვა ბაზალური ინსულინური პრეპარატებისათვის.

განაწილება

განაწილების მოცულობა ლევემირი®-სათვის (დაახლოებით 0.1 ლ/კგ) უჩვენებს, რომ ინსულინ დეტემირის მაღალი პროცენტულობა ცირკულირებს სისხლში. ცილებთან შეკავშირების ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა უჩვენეს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ინსულინის დეტემირსა და ცხიმოვან მჟავეებს ან ცილებთან შეკავშირებულ წამლებში შორის არ აღინიშნება.

მეტაბოლიზმი

ლევემირი®-ს დაშლა მსგავსია ადამიანის ინსულინისა; ყველა წარმოქმნილი მეტაბოლიტი არააქტიურია.

გამოყოფა

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ნახევრად დაშლის პერიოდი განისაზღვრება კანქვეშა ქსოვილის შეწოვის ხარისხით. ნახევრად დაშლის დროს არის 5-7 საათის, დოზის მიხედვით.

ხაზოვნება

დოზის პროპორციულობა შრატის კონცენტრაციებში (მაქსიმალური კონცენტრაცია, შეწოვის ხარისხი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ თერაპიული დოზების ფარგლებში. ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკური თვისებების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სქესის მიხევიდთ არ აღინიშნება. ლირაგლუტიდსა და ლევემირი®-ს შორის ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებანი არ აღინიშნებოდა ლევემირი®-ს ერთჯერადი დოზის 0.5 ერთ/კგ გამოყენებისას 1.8 მგ ლირაგლუტიდთან ერთად წონასწორობის მდგომარეობაზე პაციებტებში მე-2 ტიპის დიაბეტით.

განსაკუთრებული პოპულაციები

ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკური თვისებები შესწვალ იქნა პატარა ბავშვებში (1-5 წლის), ბავშვებსა (6-12 წლის) და მოზარდებში (13-17 წლის) და შემდეგ შედარებული უფროსებთან I ტიპის დიაბეტით. ფარმაკოკინეტიკური თვისებების განსხვავება არ აღინიშნებოდა. ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პირებს შორის ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებსა დ ჯანმრთელ პირებს შორის არ აღინიშნებოდა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ სისხლში შაქრის დონე დაბალი ან მაღალია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირების და რეაგირების უნარზე და შესაბამისად, ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის.

გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეძლებთ თუ არა ავტომობილების ან მექანიზმების მართვას:

► თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.

► თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.

გვერდითი მოვლენები

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ლევემირის გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. იმ პაციენტთა საერთო პროცენტულობა, რომლებშიც მოსალოდნელია უარყოფითი რეაქციების განვითარება შეადგენს 12%-ს.

მკურნალობის დროს ყველა ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.

კლინიკური კვლევებით ცნობილია, რომ მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემია, რომელიც საჭიროებს მესამე მხარის ჩარევას, ვითარდება ლევემირით® მკურნალობაზე მყოფი პაციენტების დაახლოებით 6%-ში.

რეაქციები ინექცირების ადგილას უფრო ხშირად აღინიშნება ლევემირით მკურნალობის დროს, ვიდრე ადამიანის ინსულინის პროდუქტებით მკურნალობისას. ეს რეაქციებია ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი ინექციის ადგილას. ამ რეაქციების უმეტესობა უმნიშვნელოა და ტრანზიტორული ხასიათის, ე.ი. როგორც წესი, ქრება მკურნალობის გაგრძლებისას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში.

ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები და შეშუპება; ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს მწვავე ტკივილით მიმდინარე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.

ბ. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალის ცხრილი

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები დაფუძნებულია კლინიკური კვლევების მონაცემებზე და კლასიფიცირებულია MedDRA სიხშირის და სისტემათა ორგანოების ჯგუფების მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი წესის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 ან <1/10); არახშირი (≥1/1,000 ან <1/100); იშვიათი (≥1/10,000 ან <1/1,000; ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (შეუძლებელია შეფასბეა არსებული მოაცემებიდან).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი

ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*

დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი - რეფრაქციული დარღვევები

არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი - ლიპოდისტროფია*

უცნობია - კანის ამილოიდოზი*†

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას

არახშირი - შეშუპება

  • იხილეთ პუნქტი „გ“

† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან

გ. შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა

ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი

ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინწრის ციება, გამონაყარი ხშირი არ არის, როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმის დროს. თუმცა, პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას, სამმა კლინიკურმა კვლევამ ხშირი გამოვლენა უჩვენა (აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციების და პოტენციურად ალერგიული რეაქციების 2.2%).

ანაფილაქსური რეაქციები

გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროტული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.

ჰიპოგლიკემია

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მავავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, ნერვოზულობა ან ტრემორი, აგზნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, გონების არევა, კონცენტრაციის გაძნელება, ძილიანობა, შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები

ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ჭარბი დოზა

ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:

მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.

მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენებში სამედიცინო სპეციალისტის მიერ. გლუკოზა ვენებში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთში. გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

შემადგენლობა

ხსნარის ერთი მლ შეიცავს 100 ე ინსულინის დეტემირს* (14.2 მგ-ს ექვივალენტი).

1 კარტრიჯი შეიცავს 3 მლ-ს, რაც 300 ე-ს ექვივალენტია.

  • ინსულინის დეტემირი წარმოიქმნება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae-ში.

ინსულინის დეტემირის 1 ერთეული (ე) შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს (IU).

შენახვის პირობები

გახსნამდე: ინახება მაცივარში (20C -80C). მოარიდეთ გამაგრილებელ ელემენტებს. ნუ გაყინავთ. კარტრიჯი შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად. ლევემირი® უნდა დაიცვათ ზედმეტი სითბოსა და სინათლისაგან.

გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: შეინახეთ 300C-მდე. არ შეიძლება მაცივარში შენახვა. გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში. არ გაყინოთ.

კონტეინერის სახეობა და შემცველობა

3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპი 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილის) და რეზინის თავსახურით (ბრომობუტილ/პოლისოპრენი) კოლოფში. შეფუთვის ზომები 1,5 და 10 კარტრიჯით. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი.

მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები

დაუშვებელია ერთიდაიგივე ნემსებისა და ლევემირ პენფილის გამოყენება სხვადასხვა პირის მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.

ლევემირის გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის გამჭვირვალე და უფერო.

ლევემირი არ გამოიყენება, თუ ის გაყინულია.

პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ ყოველი ინექციის შემდეგ ნემსი გადააგდოს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები. საინიექციო, ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები და ანალოგები. ათქ კოდი: A10AE05.

მოქმედების მექანიზმი

ლევემირი® არის ხსნადი, ხანგრძლივი მოქმედების ბაზალური ინსულინის ანალოგი, მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით.

ლევემირი® -ს მოქმედების დროის პროფილი ნაკლებად ცვალებადია, ვიდრე NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა.

ლევემირი®-ს ხანგრძლივი მოქმედება განპირობებული ინსულინ დეტემირის მოლეკულების ძლიერი თვით-ასოციაციით ინიქციის ადგილას და ალბუმინის შეკავშირებით ცხიმოვანი მჟავეების გვერდითი ჯაჭვების საშუალებით. ინსულინ დეტემირი უფრო ნელა ნაწილდება პერიფერულ სამიზნე ქსოვილებში NPH ინსულინთან შედარებით. გახანგრძლივების ეს კომბინირებული მექანიზმები გვაძლევს უფრო აღდგენად შეწოვას და ლევემირი®-ს მოქმედების პროფილს NPH ინსულინთან შედარებით.

მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათამდეა და დამოკიდებულია დოზაზე, რომელიც დღეში ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირების საშუალებას იძლევა. დღეში ორჯერ გამოყენებისას, წონასწორობის მდგომარეობა ვითარდება 2-3 დოზის შეყვანის შემდეგ. 0.2-0.4 ერთ/კგ დოზის ფარგლებში, ლევემირი® ავლენს მისი მაქსიმალური ეფექტის 50%-ზე მეტი 3-4 საათი და დაახლოებით 14 საათამდე დოზის შეყვანის შემდეგ.

დოზის პროპორციულობა ფარმაკოდინამიკურ პასუხში (მაქსიმალური ეფექტი, მოქმედების ხანგრძლივობა, საერთო ეფექტი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ.

ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, FPG-ს უფრო დაბალი ვარიაბელობა NPH-თან შედარებით აღინიშნებოდა ლევემირი® -თ მკურნალობის დროს.

კვლევებმა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბაზალური ინსულინის კომბინირებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან უჩვენეს, რომ გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსია NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა და დაკავშირებულია წონის უფრო ნაკლებ მატებასთან, იხ. ცხრილი 1.

ცხრილი 1. წონის ცვლილება ინსულინით მკურნალობის შემდეგ

კვლევის ხანგრძლივობა

ლევემირი® დღეში ერთხელ

ლევემირი® დღეში ორჯერ

NPH ინსულინი

ინსულინ გლარგინი

20 კვირა

+0.7 კგ

+1.6 კგ

26 კვირა

+1.2 კგ

+2.8 კგ

52 კვირა

+2.3 კგ

+3.7 კგ

+4.0 კგ

კვლევებში OAD-ინსულინის კომბინაციური თერაპიის გამოყენებით, ლევემირი®-თ მკურნალობამ გამოიწვია ღამის მცირე ჰიპოგლიკემიის 61-65%-ით უფრო დაბალი რისკი NPH ინსულინთან შედარებით.

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პერორალურ ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებებით ვერ აღწევდნენ მიზანს, ჩატარდა ღია რანდომიზებული კლინიკური კვლევა. კვლევა დაიწყო 12 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდით ლირაგლუტიდ+მეტფორმინით, სადაც 61%-მა მიაღწია HbA1c <7%-ს. პაციენტების 39%, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რანდომიზებულად შეირჩნენ ლევემირი®-ს მისაღებად დღეში ერთხელ დამატებით (n=160) ან ლირაგლუტიდ+მეტფორმინით (n=149) გასაგრძელებლად 52 კვირის განმავლობაში. ლევემირი®-ს დამატება გვაძლევდა HbA1c-ს მომდევნო დაქვეითებას 0.51% და 0.50% (7.6%-დან 7.1%-მდე) 26 და 52 კვირის შემდეგ, სადაც ლირაგლუტიდ+მეტფორმინზე ცვლილებები არ დაფიქსირებულა (0.02% და 0.01% 26 და 52 კვირის შემდეგ); ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო ლევემირის დამატებით 26 და 52 კვირის შემდეგ (p < 0.0001). პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HbA1c-ს <7% მიზანს უფრო მაღალი იყო ლევემირის დამატებით, ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (43.1% და 16.8%; p <0.0001) და 52 კვირის შემდეგ (51.9% და 21.5%; p<0.0001). დიდი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები არ დაფიქსირებულა. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები (თითო პაციენტზე წელიწადში) უფრო მაღალი იყო ლევემირის® დამატებით ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (0.286 და 0.029; p=0.0037) და 52 კვირის შემდეგ (0.228 და 0.034; p = 0.0011). ლირაგლუტიდზე ლევემირის დამატებისას, ლირაგლუტიდის წონის სარგებელი შენარჩუნებული იყო; 26 კვირის შემდეგ წონის ცვლილებები ლევემირისა და ლირაგლუტიდ+მეტფორმინის დამატებით იყო -0.16 კგ და -0.95 კგ (p =0.0283), ხოლო 52 კვირის შემდეგ -0.05 კგ და -1.02 კგ ( p = 0.0416).

26-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული კლინიკური კვლევა ჩატარდა ლირაგლუტიდის (1.8 მგ) დამატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოსაკვლევად პლაცებოსთან შედარებით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადევქტურად ვერ აკონტროლებდნენ ბაზალური ინსულინით მეტფორმინით ან მის გარეშე. ინსულინის დოზა შემცირდა 20%-ით პაციენტებისათვის საწყისი HbA1c ≤8.0%-ით ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით. ამის შემდეგ, პაციენტებს ინსულინ დოზის გაზრდის უფლება მისცეს დოზაზე, რომელიც არ აღემატებოდა პრე-რანდომიზაციის დოზას. ლევემირი იყო ბაზალური ინსულინური პრეპარატი პაციენტების 33%-სათვის (n=147) (97.3% იყენებდა მეტფორმინს). აღნიშნულ პაციენტებში, ლირაგლუტიდის დამატებამ გამოიწვია HbA1c -ს უფრო დიდი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (6.93%-მდე და 8.24%-მდე), უზმოზე პლაზმური გლუკოზის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (7.20 მმოლ/ლ-მდე და 8.13 მმოლ/ლ-მდე), და წონის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (-3.47 კგ / -0.43 კგ).

საწყისი მაჩვენებლები აღინიშნული პარამეტრებისათვის ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების გამოვლენილი სიხშირე მსგავსი იყო და მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების არცერთ ჯგუფში არ გამოვლენილა.

ხანგრძლივ კვლევებში (≥6 თვე), I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბაზალურ-ბოლუსურ ინსულინოთერაპიას, უზმოზე პლაზმური გლუკოზა გაუმჯობესდა ლევემირი®-თ NPH ინსულინთან შედარებით. გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა, ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკით ან წონაში მატებასთან კავშირის არარსებობით.

კლინიკურ კვლევებში ბაზალურ-ბოლუსური ინსულინოთერაპიის გამოყენებით, ჰიპოგლიკემიის საერთო მაჩვენლებლები ლევემირი®-თა და NPH ინსულინით მსგავსი იყო. ღამის ჰიპოგლიკემიის ანალიზებმა პაციენტებში I ტიპის დიაბეტით უჩვენეს ღამის ჰიპოგლიკემიის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი რისკი (თვით-განკურნების უნარი და დადასტურებული სისხლის კაპილარული გლუკოზით <2.8 მმოლ/ლ ან 3.1 მმოლ/ლ პლაზმური გლუზკოით გამოსახულების შემთხვევაში) NPH ინსულინთან შედარებით, როდესაც მე-2 ტიპის დიაბეტის დროს განსხვავება არ აღინიშნებოდა. ღამის გლუკოზის პროფილი უფრო ბრტყელი და გლუვია ლევემირი®-თ, ვიდრე NPH ინსულინით, და ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალ რისკს იძლევა.

ლევემირი®ს გამოყენებით აღინიშნებოდა ანტისხეულების განვითარება. თუმცა, ამას არანაირი ზეგავლენა არ აქვს გლიკემიურ კონტროლზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლევემირი® პენფილი®

100 ე/მლ, საინექციო ხსნარი კარტრიჯში

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ხსნარის ერთი მლ შეიცავს 100 ე ინსულინის დეტემირს* (14.2 მგ-ს ექვივალენტი).

1 კარტრიჯი შეიცავს 3 მლ-ს, რაც 300 ე-ს ექვივალენტია.

  • ინსულინის დეტემირი წარმოიქმნება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae-ში.

ინსულინის დეტემირის 1 ერთეული (ე) შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს (IU).

ფარმაცევტული ფორმა

გამჭვირვალე, უფერო, ნეიტრალური საინექციო ხსნარი კარტრიჯში. პენფილი®.

თერაპიული ჩვენებები

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

პოსოლოგია

ლევემირი® არის ხსნადი, ბაზალური ინსულინის ანალოგი მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით (24 საათამდე). ინსულინის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ლევემირი®-ით ბაზალურ-ბოლუსური თერაპია არ არის დაკავშირებული წონის მატებასთან. ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკი NPH (ნეიტრალური პროტამინ ჰაგედორნი) ინსულინთან შედარებით უფრო ინტენსიური ტიტრირების საშუალებას იძლევა სისხლის გლუკოზის სამიზნე დონესთან მიმართებაში ბაზალურ-ბოლუსური თერაპიისათვის.

ლევემირი® უზრუნველჰყოფს უკეთეს გლიკემიურ კონტროლს FPG-ს (პლაზმაში გლუკოზის შემცველობა უზმოზე) მიხედვით NPH ინსულინით მკურნალობასთან შედარებით.

ლევემირი®-ს გამოყენება შეიძლება ცალკე ბაზალური ინსულინის სახით ან კომბინაციაში ბოლუსურ ინსულინთან. მისი გამოყენება ასევე შეიძლება კომბინაციაში პერორალური ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად და/ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტებთან.

დოზა -

ლევემირის გამოყენებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში ან მისი დამატებისას GLP-1 რეცეპტორის აგონისტებზე, რეკომენდებულია ლევემირის დღეში ერთელ გამოყენება, თავდაპირველად დოზით 0.1-0.2 ე/კგ ან 10 ე მოზრდილ პაციენტებში. ლევემირის დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

GLP-1 რეცეპტორის აგონისტებზე ლევემირის დამატებისას რეკომენდებულია ლევემირის დოზის შემცირება 20%-ით, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად. შემდეგ დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს.

დოზების ინდივიდუალური კორექციისთვის მოზრდილებისთვის რეკომენდებულია შემდეგი ორი სახის ტიტრირება:

მოზრდილთა მე-2 ტიპის დიაბეტის ტიტრირების გაიდლაინი:

საუზმემდე საშუალო SMPG*

ლევემირი®-ს დოზის რეგულირება

> 10.0 მმოლ/ლ (180 მგ/დლ)

+ 8 ერთ.

  • 1-10.0 მმოლ/ლ (163-180 მგ/დლ)

+ 6 ერთ.

  • 1-9.0 მმოლ/ლ (145-162 მგ/დლ)

+ 4 ერთ.

  • 1-8.0 მმოლ/ლ (127-144 მგ/დლ)

+ 2 ერთ.

  • 1-7.0 მმოლ/ლ (109–126 მგ/დლ)

+ 2 ერთ.

  • 1-6.0 მმოლ/ლ: (73–108 მგ/დლ)

ცვლილების გარეშე (სამიზნე)

თუ ერთი SMPG გაზომვა

  • 1-4.0 მმოლ/ლ (56-72 მგ/დლ)
  • 2 ერთ.

< 3.1 მმოლ/ლ (<56 მგ/დლ)

  • 4 ერთ.
  • პლაზმური გლუკოზის თვითმონიტორინგი

მოზრდილთა მე-2 ტიპის დიაბეტის თვით-ტიტრირების გაიდლაინი:

საუზმემდე საშუალო SMPG*

ლევემირი®-ს დოზის კორექცია

> 6.1 მმოლ/ლ (>110 მგ/დლ)

+ 3 ერთ.

  • 4-6.1 მმოლ/ლ (80-110 მგ/დლ)

ცვლილების გარეშე (სამიზნე)

< 4.4 მმოლ/ლ (< 80 მგ/დლ)

  • 3 ერთ.
  • პლაზმური გლუკოზის თვითმონიტორინგი

როდესაც ლევემირი გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რეჟიმის ფარგლებში, ლევემირის შეყვანა უნდა მოხდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, პაციენტის საჭიროების მიხედვით. ლევემირის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს.

იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დღეში ორი დოზა სისხლში გლუკოზის ოპტიმიზაციისთვის, საღამოს დოზა მიღებული უნდა იყოს საღამოს ან ძილის წინ. დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის მომატებული ფიზიკური დატვირთვისას, ჩვეულ კვების რეჟიმში ცვლილებისას ან იმავდროულად სხვა დაავადების არსებობისას.

სპეციალური პოპულაციები

როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ლევემირის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.

პედიატრიული პოპულაცია

ლევემირის გამოყენება შეიძლება მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან (იხილეთ ფარმაკოდინამიკური თვისებები). ბაზალური ინსულინიდან ლევემირზე გადასვლისას ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული ბაზალური და ბოლუსური ინსულინის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების გამო (იხილეთ სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ბავშვებსა და მოზარდებში გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ლევემირის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.

ლევემირის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გადასვლა სხვა ინსულინური პროდუქტებიდან

ლევემირიდან საშუალო ან ხანგრძლივად მოქმედ ინსულინურ პროდუქტებზე გადასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზისა და მიღების დროის კორექცია (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, გადასვლისას და შემდეგ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია გლუკოზის მკაცრი მონიტორინგი.

შეიძლება საჭირო გახდეს იმავდროული ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ან იმავდროულად გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების ინსულინური პროდუქტების დოზის და/ან მიღების დროის კორექცია).

გამოყენების მეთოდი

ლევემირი®-ს ინიექცია შეიძლება მხოლოდ კანქვეშ. ლევემირი®-ს ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება, რადგანაც ამ დროს შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია. კუნთში ინიექციას უნდა მოვერიდოთ. ლევემირი® არ გამოიყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში.

ლევემირი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მხარში, დელტოიდურ უბანში ან დუნდულოში ინიექციის გზით. ერთიდაიგივე მიდამოში ინექციის ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების რისკის შემცირების მიზნით (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). სხვა ინსულინური პრეპარატების მსგავსად, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს დოზის, ინიექციის ადგილის, სისხლის დინების, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით.

ლევემირი® პენფილი® არის წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც გამოიყენება ნოვოფაინ® ან ნოვოტვისტ® ნემსებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ (იხილეთ დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი).

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

დროის სხვადასხვა ზონებს შორის მოგზაურობისას პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს უნდა მიიღოს.

ჰიპერგლიკემია

არაადეკვატურმა დოზირებამ და მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი. როგორც წესი, ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათან რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ეს სიმპტომებია წყურვილი, ხშირი შარდვა, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, აგრეთვე აცეტონის სუნი სუნთქვისას. ტიპი 1 დიაბეტის დროს არანამკურნალები ჰიპერგლიკემიური მოვლენები საბოლოოდ იწვევს დიაბეტურ კეტოაციდოზს, რომელიც პოტენციურად ლეთალურია.

ჰიპოგლიკემია

საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვების მიღებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით (იხილეთ არასასურველი ეფექტები და ჭარბი დოზა).

იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თანმხლები დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. თანმხლები დაავადებების არსებობისას, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროა ინსულინის დოზის ცვლილება.

გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან

პაციენტის გადაყვანა სხვა სახის ან სავაჭრო ნიშნის ინსულინზე უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მოქმედების ძალის, სავაჭრო ნიშნის (მწაროებლის), სახეობის, წარმოშობის (ადამიანის ინსულინი, ინსულინის ანალოგი) და/ან მწარმოებლის მეთოდის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის ცვლილების საჭიროება. ინსულინის სხვა სახეობიდან ლევემირზე გადასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს ჩვეულებრივი ინსულინის პროდუქტების მიღებისას გამოყენებული დოზის ცვლილება, თუ საჭიროა კორექცია, ეს შეიძლება მოხდეს პირველი დოზით ან პირველი რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

რეაქციები ინექცირების ადგილას

როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ რეაქციების შემცირებას ან პრევენციას. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ლევემირის შეწყვეტა.

კანის და კანქვეშა უჯრედისის დარღვევები

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.

თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია

გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის სიმპტომების რაიმე გაუარესება.

შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ლევემირსა და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტში ინსულინზე მოთხოვნა:

პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, GLP-1 რეცეპტორის აგონისტები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტში ინსულინზე მოთხოვნა:

პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.

ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ლევემირი®-ს გამოყენება დიაბეტის მქონე ორსულ ქალებში შეისწავლეს კლინიკურ კვლევაში და პროსპექტულ არაინტერვენციულ პოსტ-ავტორიზაციის უსაფრთხოების კვლევაში (იხ. ფარმაკოდინამიკური თვისებები). პოსტმარკეტინგული მონაცემები ორსულ ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ ლევემირს, ორსულობის 4500-ზე მეტი შედეგით არ მიუთითებს განვითარების მანკების ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობის მომატებულ რისკზე. ლევემირით® მკურნალობა ორსულობის დროს შესაძლებელია, მხოლოდ კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.

ზოგადად, სისხლში გლუკოზის კონტროლის გაძლიერება და დიაბეტით დაავადებული ორსული ქალების მონიტორინგი რეკომენდებულია მთელი ორსულობის განმავლობაში და ორსულობის დაგეგმვისას. ინსულინის მოთხოვნილება ჩვეულებრივ მცირდება პირველ ტრიმესტრში და იზრდება შემდგომ მეორე და მესამე ტრიმესტრში. მშობიარობის შემდეგ, ინსულინის მოთხოვნილება ჩვეულებრივ სწრაფად უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მაჩვენებლებს.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ინსულინ დეტემირი დედის რძეში. არ არის მოსალოდნელი ინსულინის დეტემირის მეტაბოლური ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილზე/ჩვილზე, ვინაიდან ინსულინ დეტემირი, როგორც პეპტიდი, შეიწოვება ამინომჟავებად ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

მეძუძურ ქალებს შეიძლება დასჭირდეთ ინსულინის დოზის კორექცია.

ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ჰიპოგლიკემიის შედეგად შეიძლება დაირღვეს პაციენტის კონცენტრირების და რეაგირების უნარი, რაც შეიძლება სახიფათო იყოს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის ან დანადგარების მართვა).

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მიიღონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისას ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც არ იციან ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ და აქვთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. ასეთ პირობებში განხილული უნდა იყოს ავტომობილების მართვის მიზანშეწონილობა.

არასასურველი ეფექტები

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ლევემირის გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. იმ პაციენტთა საერთო პროცენტულობა, რომლებშიც მოსალოდნელია უარყოფითი რეაქციების განვითარება შეადგენს 12%-ს.

მკურნალობის დროს ყველა ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.

კლინიკური კვლევებით ცნობილია, რომ მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემია, რომელიც საჭიროებს მესამე მხარის ჩარევას, ვითარდება ლევემირით® მკურნალობაზე მყოფი პაციენტების დაახლოებით 6%-ში.

რეაქციები ინექცირების ადგილას უფრო ხშირად აღინიშნება ლევემირით მკურნალობის დროს, ვიდრე ადამიანის ინსულინის პროდუქტებით მკურნალობისას. ეს რეაქციებია ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი ინექციის ადგილას. ამ რეაქციების უმეტესობა უმნიშვნელოა და ტრანზიტორული ხასიათის, ე.ი. როგორც წესი, ქრება მკურნალობის გაგრძლებისას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში.

ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები და შეშუპება; ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს მწვავე ტკივილით მიმდინარე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.

ბ. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალის ცხრილი

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები დაფუძნებულია კლინიკური კვლევების მონაცემებზე და კლასიფიცირებულია MedDRA სიხშირის და სისტემათა ორგანოების ჯგუფების მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი წესის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 ან <1/10); არახშირი (≥1/1,000 ან <1/100); იშვიათი (≥1/10,000 ან <1/1,000; ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (შეუძლებელია შეფასბეა არსებული მოაცემებიდან).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი

ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*

დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ

იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი - რეფრაქციული დარღვევები

არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი - ლიპოდისტროფია*

უცნობია - კანის ამილოიდოზი*†

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას

არახშირი - შეშუპება

  • იხილეთ პუნქტი „გ“

† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან

გ. შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა

ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი

ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინწრის ციება, გამონაყარი ხშირი არ არის, როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმის დროს. თუმცა, პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას, სამმა კლინიკურმა კვლევამ ხშირი გამოვლენა უჩვენა (აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციების და პოტენციურად ალერგიული რეაქციების 2.2%).

ანაფილაქსური რეაქციები

გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროტული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.

ჰიპოგლიკემია

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მავავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, ნერვოზულობა ან ტრემორი, აგზნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, გონების არევა, კონცენტრაციის გაძნელება, ძილიანობა, შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები

ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ჭარბი დოზა

ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:

მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.

მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენებში სამედიცინო სპეციალისტის მიერ. გლუკოზა ვენებში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთში. გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები. საინიექციო, ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები და ანალოგები. ათქ კოდი: A10AE05.

მოქმედების მექანიზმი

ლევემირი® არის ხსნადი, ხანგრძლივი მოქმედების ბაზალური ინსულინის ანალოგი, მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით.

ლევემირი® -ს მოქმედების დროის პროფილი ნაკლებად ცვალებადია, ვიდრე NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა.

ლევემირი®-ს ხანგრძლივი მოქმედება განპირობებული ინსულინ დეტემირის მოლეკულების ძლიერი თვით-ასოციაციით ინიქციის ადგილას და ალბუმინის შეკავშირებით ცხიმოვანი მჟავეების გვერდითი ჯაჭვების საშუალებით. ინსულინ დეტემირი უფრო ნელა ნაწილდება პერიფერულ სამიზნე ქსოვილებში NPH ინსულინთან შედარებით. გახანგრძლივების ეს კომბინირებული მექანიზმები გვაძლევს უფრო აღდგენად შეწოვას და ლევემირი®-ს მოქმედების პროფილს NPH ინსულინთან შედარებით.

მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათამდეა და დამოკიდებულია დოზაზე, რომელიც დღეში ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირების საშუალებას იძლევა. დღეში ორჯერ გამოყენებისას, წონასწორობის მდგომარეობა ვითარდება 2-3 დოზის შეყვანის შემდეგ. 0.2-0.4 ერთ/კგ დოზის ფარგლებში, ლევემირი® ავლენს მისი მაქსიმალური ეფექტის 50%-ზე მეტი 3-4 საათი და დაახლოებით 14 საათამდე დოზის შეყვანის შემდეგ.

დოზის პროპორციულობა ფარმაკოდინამიკურ პასუხში (მაქსიმალური ეფექტი, მოქმედების ხანგრძლივობა, საერთო ეფექტი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ.

ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, FPG-ს უფრო დაბალი ვარიაბელობა NPH-თან შედარებით აღინიშნებოდა ლევემირი® -თ მკურნალობის დროს.

კვლევებმა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბაზალური ინსულინის კომბინირებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან უჩვენეს, რომ გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსია NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა და დაკავშირებულია წონის უფრო ნაკლებ მატებასთან, იხ. ცხრილი 1.

ცხრილი 1. წონის ცვლილება ინსულინით მკურნალობის შემდეგ

კვლევის ხანგრძლივობა

ლევემირი® დღეში ერთხელ

ლევემირი® დღეში ორჯერ

NPH ინსულინი

ინსულინ გლარგინი

20 კვირა

+0.7 კგ

+1.6 კგ

26 კვირა

+1.2 კგ

+2.8 კგ

52 კვირა

+2.3 კგ

+3.7 კგ

+4.0 კგ

კვლევებში OAD-ინსულინის კომბინაციური თერაპიის გამოყენებით, ლევემირი®-თ მკურნალობამ გამოიწვია ღამის მცირე ჰიპოგლიკემიის 61-65%-ით უფრო დაბალი რისკი NPH ინსულინთან შედარებით.

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პერორალურ ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებებით ვერ აღწევდნენ მიზანს, ჩატარდა ღია რანდომიზებული კლინიკური კვლევა. კვლევა დაიწყო 12 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდით ლირაგლუტიდ+მეტფორმინით, სადაც 61%-მა მიაღწია HbA1c <7%-ს. პაციენტების 39%, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რანდომიზებულად შეირჩნენ ლევემირი®-ს მისაღებად დღეში ერთხელ დამატებით (n=160) ან ლირაგლუტიდ+მეტფორმინით (n=149) გასაგრძელებლად 52 კვირის განმავლობაში. ლევემირი®-ს დამატება გვაძლევდა HbA1c-ს მომდევნო დაქვეითებას 0.51% და 0.50% (7.6%-დან 7.1%-მდე) 26 და 52 კვირის შემდეგ, სადაც ლირაგლუტიდ+მეტფორმინზე ცვლილებები არ დაფიქსირებულა (0.02% და 0.01% 26 და 52 კვირის შემდეგ); ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო ლევემირის დამატებით 26 და 52 კვირის შემდეგ (p < 0.0001). პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HbA1c-ს <7% მიზანს უფრო მაღალი იყო ლევემირის დამატებით, ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (43.1% და 16.8%; p <0.0001) და 52 კვირის შემდეგ (51.9% და 21.5%; p<0.0001). დიდი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები არ დაფიქსირებულა. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები (თითო პაციენტზე წელიწადში) უფრო მაღალი იყო ლევემირის® დამატებით ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (0.286 და 0.029; p=0.0037) და 52 კვირის შემდეგ (0.228 და 0.034; p = 0.0011). ლირაგლუტიდზე ლევემირის დამატებისას, ლირაგლუტიდის წონის სარგებელი შენარჩუნებული იყო; 26 კვირის შემდეგ წონის ცვლილებები ლევემირისა და ლირაგლუტიდ+მეტფორმინის დამატებით იყო -0.16 კგ და -0.95 კგ (p =0.0283), ხოლო 52 კვირის შემდეგ -0.05 კგ და -1.02 კგ ( p = 0.0416).

26-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული კლინიკური კვლევა ჩატარდა ლირაგლუტიდის (1.8 მგ) დამატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოსაკვლევად პლაცებოსთან შედარებით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადევქტურად ვერ აკონტროლებდნენ ბაზალური ინსულინით მეტფორმინით ან მის გარეშე. ინსულინის დოზა შემცირდა 20%-ით პაციენტებისათვის საწყისი HbA1c ≤8.0%-ით ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით. ამის შემდეგ, პაციენტებს ინსულინ დოზის გაზრდის უფლება მისცეს დოზაზე, რომელიც არ აღემატებოდა პრე-რანდომიზაციის დოზას. ლევემირი იყო ბაზალური ინსულინური პრეპარატი პაციენტების 33%-სათვის (n=147) (97.3% იყენებდა მეტფორმინს). აღნიშნულ პაციენტებში, ლირაგლუტიდის დამატებამ გამოიწვია HbA1c -ს უფრო დიდი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (6.93%-მდე და 8.24%-მდე), უზმოზე პლაზმური გლუკოზის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (7.20 მმოლ/ლ-მდე და 8.13 მმოლ/ლ-მდე), და წონის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (-3.47 კგ / -0.43 კგ).

საწყისი მაჩვენებლები აღინიშნული პარამეტრებისათვის ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების გამოვლენილი სიხშირე მსგავსი იყო და მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების არცერთ ჯგუფში არ გამოვლენილა.

ხანგრძლივ კვლევებში (≥6 თვე), I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბაზალურ-ბოლუსურ ინსულინოთერაპიას, უზმოზე პლაზმური გლუკოზა გაუმჯობესდა ლევემირი®-თ NPH ინსულინთან შედარებით. გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა, ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკით ან წონაში მატებასთან კავშირის არარსებობით.

კლინიკურ კვლევებში ბაზალურ-ბოლუსური ინსულინოთერაპიის გამოყენებით, ჰიპოგლიკემიის საერთო მაჩვენლებლები ლევემირი®-თა და NPH ინსულინით მსგავსი იყო. ღამის ჰიპოგლიკემიის ანალიზებმა პაციენტებში I ტიპის დიაბეტით უჩვენეს ღამის ჰიპოგლიკემიის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი რისკი (თვით-განკურნების უნარი და დადასტურებული სისხლის კაპილარული გლუკოზით <2.8 მმოლ/ლ ან 3.1 მმოლ/ლ პლაზმური გლუზკოით გამოსახულების შემთხვევაში) NPH ინსულინთან შედარებით, როდესაც მე-2 ტიპის დიაბეტის დროს განსხვავება არ აღინიშნებოდა. ღამის გლუკოზის პროფილი უფრო ბრტყელი და გლუვია ლევემირი®-თ, ვიდრე NPH ინსულინით, და ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალ რისკს იძლევა.

ლევემირი®ს გამოყენებით აღინიშნებოდა ანტისხეულების განვითარება. თუმცა, ამას არანაირი ზეგავლენა არ აქვს გლიკემიურ კონტროლზე.

ორსულობა

პროსპექტულ არა-ინტერვენციულ პოსტ-ავტორიზაციის უსაფრთხოების კვლევაში, 1 და 2 ტიპის დიაბეტის მქონე ორსული ქალები, რომლებიც ღებულობდნენ ლევემირს (n=727,680 ცოცხლადშობილი ჩვილი) ან სხვა ბაზალურ ინსულინებს (n=730,668 ცოცხლადშობილი ჩვილი), იყვნენ დაკვირვების ქვეშ.

ლევემირ®-სა და სხვა ბაზალურ ინსულინებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა განვითარების მანკების საბოლოო წერტილის კომპონენტებში (აბორტიდიდი თანდაყოლილი მანკების ან მცირე თანდაყოლილი მანკების გამო). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ლევემირი® არ არის დაკავშირებული ორსულობის არასასურველი შედეგების გადაჭარბებულ რისკთან, სხვა ბაზალურ ინსულინებთან შედარებით, დიაბეტის მქონე ქალებში.

ლევემირი® შეისწავლეს ერთ ღია, რანდომიზებულ, კონტროლირებულ, კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ორსულ ქალები I ტიპის დიაბეტით (n=310) მკურნალობდნენ ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმით ლევემირით® (n=152) ან NPH ინსულინით (n=158) ბაზალური ინსულინის სახით, ორივე კომბინაციაში ნოვორაპიდთან®.

ლევემირი არ ჩამოუვარდებოდა NPH ინსულინს HbA1c გაზომვით გესტაციურ კვირაზე 36, და HbA1c -ს საშუალო შემცირება ორსულობის განმავლობაში მსგავსი იყო.

ბავშვთა პოპულაცია

ლევემირი®-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში სამ რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში 1 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში I ტიპის შაქრიანი დიაბეტით (n=1045 ჯამში); ერთ-ერთი კვლევა ჯამში მოიცავდა 1-5 წლის 167 ბავშვს. კვლევებმა უჩვენეს, რომ გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა და ინსულინ დეგლუდეკისა ბაზალურ-ბოლუსური თერაპიის გამოყენებისას. კვლევაში, რომელიც ადარებდა ლევემირსა და ინსულინ დეგლუდეკს, კეტოზით მიმდინარე ჰიპერგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ლევემირისათვის, 1.09 და 0.68 ეპიზოდი თითო პაციენტზე წელიწადში, შესაბამისად. გარდა ამისა, ღამი ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი სიხშირე (SMPG გაზომვებზე დაფუძნებით) და წონაში ნაკლები მომატება (SMPG ქულები, წონა კორექტირებული სქესისა და ასაკისათვის) აღინიშნებოდა ინულინის დეტემირით, ვიდრე NPH ინსულინით. ერთი კვლევა დამატებით კიდევ 12 თვით გახანგრძლივდა (ჯამში 24 თვის მკურნალობის მონაცემები) ლევემირი®-თ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების შესაფასებლად. პირველი წლის განმავლობაში ინსულინის ანტისხეულების მომატების შემდეგ, ინსულინის ანტისხეულები შემცირდა მეორე წელს იმ დონემდე, რომელიც ოდნავ უფრო მაღალი იყო, ვიდრე კვლევამდე არსებული დონე. შედეგები უჩვენებენ, რომ ანტისხეულების განვითარებას არ ჰქონდა უარყოფითი ზეგავლენა გლიკემიურ კონტროლსა და ინსულინ დეტემირის დოზაზე.

ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდი პაციენტებისათვის ექსტრაპოლირებული იყო 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრილი პაციენტების მონაცემებიდან. შედეგები მხარს უჭერენ ლევემირის გამოყენებას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ. დღეში ორჯერ გამოყენებისას, შრატში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 დოზის შემდეგ. პაციენტთაშორისი შედარებისას, შეწოვა უფრო დაბალია ლევემირი®-სათვის, ვიდრე სხვა ბაზალური ინსულინური პრეპარატებისათვის.

განაწილება

განაწილების მოცულობა ლევემირი®-სათვის (დაახლოებით 0.1 ლ/კგ) უჩვენებს, რომ ინსულინ დეტემირის მაღალი პროცენტულობა ცირკულირებს სისხლში. ცილებთან შეკავშირების ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა უჩვენეს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ინსულინის დეტემირსა და ცხიმოვან მჟავეებს ან ცილებთან შეკავშირებულ წამლებში შორის არ აღინიშნება.

მეტაბოლიზმი

ლევემირი®-ს დაშლა მსგავსია ადამიანის ინსულინისა; ყველა წარმოქმნილი მეტაბოლიტი არააქტიურია.

გამოყოფა

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ნახევრად დაშლის პერიოდი განისაზღვრება კანქვეშა ქსოვილის შეწოვის ხარისხით. ნახევრად დაშლის დროს არის 5-7 საათის, დოზის მიხედვით.

ხაზოვნება

დოზის პროპორციულობა შრატის კონცენტრაციებში (მაქსიმალური კონცენტრაცია, შეწოვის ხარისხი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ თერაპიული დოზების ფარგლებში. ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკური თვისებების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სქესის მიხევიდთ არ აღინიშნება. ლირაგლუტიდსა და ლევემირი®-ს შორის ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებანი არ აღინიშნებოდა ლევემირი®-ს ერთჯერადი დოზის 0.5 ერთ/კგ გამოყენებისას 1.8 მგ ლირაგლუტიდთან ერთად წონასწორობის მდგომარეობაზე პაციებტებში მე-2 ტიპის დიაბეტით.

განსაკუთრებული პოპულაციები

ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკური თვისებები შესწვალ იქნა პატარა ბავშვებში (1-5 წლის), ბავშვებსა (6-12 წლის) და მოზარდებში (13-17 წლის) და შემდეგ შედარებული უფროსებთან I ტიპის დიაბეტით. ფარმაკოკინეტიკური თვისებების განსხვავება არ აღინიშნებოდა. ლევემირი®-ს ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პირებს შორის ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებსა დ ჯანმრთელ პირებს შორის არ აღინიშნებოდა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ადამიანის უჯრედულ რიგებში ინ ვიტრო ტესტებმა, რომლებიც ინსულინთან და IGF-1-რეცეპტორებთან შეკავშირებას იკვლევდნენ უჩვენეს, რომ ინსულინ დეტემირს აქვს დაქვეითებული აფინიტეტი ორივე რეცეპტორის მიმართ, ისევე როგორც დაქვეითებული ეფექტი უჯრედის ზრდაზე ადამიანის ინსულინთან შედარებით. კლინიკური მონაცემები არ ავლენენ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისათვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზირების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კარცინოგენული პოტენციალის ან რეპროდუქციის ტოქსიურობის თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებით.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრეზოლი, თუთიის აცეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის) და საინექციო წყალი.

შეუთავსებლობები

ლევემირზე დამატებულმა სუნსტანციებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინ დეტემირის დაშლა, მაგ. თუ სამკურნალო საშუალება შეიცავს თიოლებს ან სულფიტებს. არ შეიძლება ლევემირის დამატება ინსულინის სითხეებზე. არ შეიძლება ამ სამკურნალო საშუალების შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

შენახვის განსაკუთრებული მითითებანი

გახსნამდე: ინახება მაცივარში (20C -80C). მოარიდეთ გამაგრილებელ ელემენტებს. ნუ გაყინავთ. კარტრიჯი შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისგან დასაცავად. ლევემირი® უნდა დაიცვათ ზედმეტი სითბოსა და სინათლისაგან.

გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: შეინახეთ 300C-მდე. არ შეიძლება მაცივარში შენახვა. გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში. არ გაყინოთ.

კონტეინერის სახეობა და შემცველობა

3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპი 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილის) და რეზინის თავსახურით (ბრომობუტილ/პოლისოპრენი) კოლოფში. შეფუთვის ზომები 1,5 და 10 კარტრიჯით. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი.

მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები

დაუშვებელია ერთიდაიგივე ნემსებისა და ლევემირ პენფილის გამოყენება სხვადასხვა პირის მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.

ლევემირის გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის გამჭვირვალე და უფერო.

ლევემირი არ გამოიყენება, თუ ის გაყინულია.

პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ ყოველი ინექციის შემდეგ ნემსი გადააგდოს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:

Novo Nordisk A/S, Novo Allé, DK-2880 Bagsværd, დანია

ლევემირი®, ნოვორაპიდი, პენფილი®, ნოვოფაინი®და ნოვოტვისტი® სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის კომპანიას Novo Nordisk A/S, დანია.

© 2021

Novo Nordisk A/S

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა