ყაბზობის სიმპტომატური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მაკროგოლი (macrogol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ/გ 300გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პოლიეთილენის ქილაში №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- PJSC "Kievmedpreparat", უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AD15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045245
- რეგისტრირებულია
- 16 აპრილი 2026, მოქმედებს 16 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს ,,ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლეგკოლაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ყაბზობის სიმპტომატური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
მკურნალობა ახდენს მსხვილი ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებას კვების (დიეტის) შესაბამისი კულტურის დაცვის პირობით.
მოზრდილებს და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ ენიშნებათ 10-20 გ დღეში.
6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 4 გ-ს, 1 წლიდან 4 წლამდე - 8 გ-ს, ხოლო 4-დან 8 წლამდე ასაკის - 16 გ-ს.
ფხვნილის საჭირო რაოდენობა, რომელიც იზომება საზომი კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 4 გ და 10 გ დანაყოფები, წინასწარ იხსნება ერთ ჭიქა წყალში, გამჭვირვალე წვენში (მაგალითად, ვაშლის წვენში) ან ცივ ჩაიში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გახსენით 50 მლ წყალში.
რეკომენდებულია ლეგკოლაქსის მიღება დილით, ჭამის დროს, ერთ მიღებაზე.
პრეპარატის გამოყენების პირველი ეფექტი ვლინდება მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
ყოველდღიური დოზა განისაზღვრება კლინიკური პასუხის შესაბამისად და შეიძლება შეადგენდეს 4 გ-დან დღეგამოშვებით (ბავშვებისთვის) 20 გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის, ასევე მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. ბავშვებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რადგან არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები პრეპარატის ამ პერიოდზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შესახებ.
ბავშვები
ეს მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
მაკროგოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიკური მეგაკოლონი).
ნაწლავური გაუვალობა ან ეჭვი ნაწლავურ გაუვალობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან მისი საშიშროება.
უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ყაბზობის ორგანული ბუნება. ყაბზობის მკურნალობა ნებისმიერი მედიკამენტით მხოლოდ დამატებითი თერაპიაა, იმ პირობით, რომ დაცულია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვების კულტურა, კერძოდ: სითხისა და ბოჭკოების მეტი რაოდენობის მიღება, შესაბამისი ფიზიკური აქტივობა და ნაწლავების ფუნქციის აღდგენა.
ბავშვებსი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვისა.
თუ სიმპტომები არ ქრება მედიკამენტების გამოყენების და შესაბამისი დიეტის დაცვის შედეგადაც კი, ეს შეიძლება მიუთითებდეს სხვა პათოლოგიებზე, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტირებას და მკურნალობას.
ასპირაციის შემთხვევები დაფიქსირდა პოლიეთილენგლიკოლის მნინშვნელოვანი მოცულობების შეყვანისას ელექტროლიტებთან ერთად ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით. ასპირაციის განსაკუთრებული რისკი აღინიშნება ბავშვებში ყლაპვის აქტის ნევროლოგიური დარღვევებით.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისაკენ, კერძოდ: ხანდაზმულებში, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში; შარდმდენების ერთდროულად მიღებისას, დიარეის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე რეკომენდირებულია ელექტროლიტური ბალანსის მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალება არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი დანიშვნა შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებსა და იმ პირებში, რომელთა რაციონიდან გამოირიცხება გალაქტოზა.
რადგან მედიკამენტი შეიცავს მაკროგოლს, შესაძლებელია აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების აბსორბციის შენელება, რომლებიც მიიღება პრეპარატ ლეგკოლაქსთან ერთად. ამიტომ, რეკომენდირებულია პრეპარატ ლეგკოლაქსის მიღება სხვა მედიკამენტებისგან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალება შეიძლება დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მუცლის შებერილობა და/ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დეფეკაციის მწვავე დაუყოვნებელი სურვილი და ნაწლავების უნებლიე დაცლა.
ძალიან მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომელიც წყდება მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან 1-2 დღეში; ამ დროის შემდეგ, მედიკამენტის მიღება შესაძლებელია უფრო დაბალი დოზებით. ბავშვებში დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი პერიანალურ არეში.
შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) და/ან დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
ძალიან იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, სახის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და ბრონქოსპაზმი.
ჭარბი დოზა
სისტემური შეწოვის არარსებობის გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბება იწვევს დიარეას, რომელიც ქრება მედიკამენტის გამოყენების დროებით შეწყვეტით ან დოზის შემცირებით.
დიარეის ან ღებინების შედეგად სითხის ჭარბი დაკარგვის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს დარღვეული წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი);
1 ქილა შეიცავს 4000 პოლიეთილენგლიკოლს (მაკროგოლს), 100%-იან ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 300 გ
სამკურნალო ფორმა. ფხვნილი ორალური ხსნარისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.
შენახვის პირობები
3 წელი.
ქილის პირველი გახსნის შემდეგ - 1 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ქილაში.
შეფუთვა. 300.0 გ პოლიეთილენის ქილაში თავსახურით და შუასადებით.
თითო ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ კოვზთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის კატეგორის.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
საფაღარათო საშუალებები. ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. მაკროგოლი. ათქ კოდი: A06A D15.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: წყლის მოლეკულებთან წყალბადის ბმების წარმოქმნის ხარჯზე, პრეპარატი იკავებს მას ნაწლავებში. ამგვარად ნაწლავის ღრუში სითხის შემცველობა იზრდება, რაც აუმჯობესებს დაცლის პროცესს.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
პრეპარატი არ შეიწოვება და არ მეტაბოლიზდება. გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ლეგკოლაქსი
(LEGKOLAX)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი);
1 ქილა შეიცავს 4000 პოლიეთილენგლიკოლს (მაკროგოლს), 100%-იან ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 300 გ
სამკურნალო ფორმა. ფხვნილი ორალური ხსნარისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები. ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. მაკროგოლი. ათქ კოდი: A06A D15.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: წყლის მოლეკულებთან წყალბადის ბმების წარმოქმნის ხარჯზე, პრეპარატი იკავებს მას ნაწლავებში. ამგვარად ნაწლავის ღრუში სითხის შემცველობა იზრდება, რაც აუმჯობესებს დაცლის პროცესს.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
პრეპარატი არ შეიწოვება და არ მეტაბოლიზდება. გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ყაბზობის სიმპტომატური მკურნალობა.
უკუჩვენებები
მაკროგოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიკური მეგაკოლონი).
ნაწლავური გაუვალობა ან ეჭვი ნაწლავურ გაუვალობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან მისი საშიშროება.
უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების აბსორბციის შენელება, რომლებიც მიიღება პრეპარატ ლეგკოლაქსთან ერთად. ამიტომ, რეკომენდირებულია პრეპარატ ლეგკოლაქსის მიღება სხვა მედიკამენტებისგან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
გამოყენების თავისებურებანი
მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ყაბზობის ორგანული ბუნება. ყაბზობის მკურნალობა ნებისმიერი მედიკამენტით მხოლოდ დამატებითი თერაპიაა, იმ პირობით, რომ დაცულია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვების კულტურა, კერძოდ: სითხისა და ბოჭკოების მეტი რაოდენობის მიღება, შესაბამისი ფიზიკური აქტივობა და ნაწლავების ფუნქციის აღდგენა.
ბავშვებსი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვისა.
თუ სიმპტომები არ ქრება მედიკამენტების გამოყენების და შესაბამისი დიეტის დაცვის შედეგადაც კი, ეს შეიძლება მიუთითებდეს სხვა პათოლოგიებზე, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტირებას და მკურნალობას.
ასპირაციის შემთხვევები დაფიქსირდა პოლიეთილენგლიკოლის მნინშვნელოვანი მოცულობების შეყვანისას ელექტროლიტებთან ერთად ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით. ასპირაციის განსაკუთრებული რისკი აღინიშნება ბავშვებში ყლაპვის აქტის ნევროლოგიური დარღვევებით.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისაკენ, კერძოდ: ხანდაზმულებში, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში; შარდმდენების ერთდროულად მიღებისას, დიარეის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე რეკომენდირებულია ელექტროლიტური ბალანსის მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალება არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი დანიშვნა შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებსა და იმ პირებში, რომელთა რაციონიდან გამოირიცხება გალაქტოზა.
რადგან მედიკამენტი შეიცავს მაკროგოლს, შესაძლებელია აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
სამკურნალო საშუალება შეიძლება დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს
არ არის დადგენილი.
გამოყენების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
მკურნალობა ახდენს მსხვილი ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებას კვების (დიეტის) შესაბამისი კულტურის დაცვის პირობით.
მოზრდილებს და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ ენიშნებათ 10-20 გ დღეში.
6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 4 გ-ს, 1 წლიდან 4 წლამდე - 8 გ-ს, ხოლო 4-დან 8 წლამდე ასაკის - 16 გ-ს.
ფხვნილის საჭირო რაოდენობა, რომელიც იზომება საზომი კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 4 გ და 10 გ დანაყოფები, წინასწარ იხსნება ერთ ჭიქა წყალში, გამჭვირვალე წვენში (მაგალითად, ვაშლის წვენში) ან ცივ ჩაიში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გახსენით 50 მლ წყალში.
რეკომენდებულია ლეგკოლაქსის მიღება დილით, ჭამის დროს, ერთ მიღებაზე.
პრეპარატის გამოყენების პირველი ეფექტი ვლინდება მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
ყოველდღიური დოზა განისაზღვრება კლინიკური პასუხის შესაბამისად და შეიძლება შეადგენდეს 4 გ-დან დღეგამოშვებით (ბავშვებისთვის) 20 გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის, ასევე მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. ბავშვებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რადგან არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები პრეპარატის ამ პერიოდზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შესახებ.
ბავშვები
ეს მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება
სისტემური შეწოვის არარსებობის გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბება იწვევს დიარეას, რომელიც ქრება მედიკამენტის გამოყენების დროებით შეწყვეტით ან დოზის შემცირებით.
დიარეის ან ღებინების შედეგად სითხის ჭარბი დაკარგვის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს დარღვეული წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია.
გვერდითი რეაქციები
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მუცლის შებერილობა და/ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დეფეკაციის მწვავე დაუყოვნებელი სურვილი და ნაწლავების უნებლიე დაცლა.
ძალიან მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომელიც წყდება მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან 1-2 დღეში; ამ დროის შემდეგ, მედიკამენტის მიღება შესაძლებელია უფრო დაბალი დოზებით. ბავშვებში დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი პერიანალურ არეში.
შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) და/ან დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
ძალიან იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, სახის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და ბრონქოსპაზმი.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ქილის პირველი გახსნის შემდეგ - 1 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ქილაში.
შეფუთვა. 300.0 გ პოლიეთილენის ქილაში თავსახურით და შუასადებით.
თითო ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ კოვზთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის კატეგორის.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: საჯარო სააქციო საზოგადოება „კიევმედპრეპარატი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი
უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საქსაგანსკის ქუჩა, 139.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


