ლაქსოდალი არის კონტაქტური საფაღარათო საშუალება. გამოიყენება ყაბზობის ყველა ფორმის შემთხვევაში. იგი წარმოდგენილია საწვეთურ ბოთლში, რომელიც შეიცავს 30 მლ პერორალურ ხსნარს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პიკოზულფატი (picosulfate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7.5მგ/მლ 30მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1 საწვეთურით
- მწარმოებელი
- Baldacci Portugal, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035837
- რეგისტრირებულია
- 13 ივლისი 2022, მოქმედებს 13 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „3დ“
- GMP
- -
ლაქსოდალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლაქსოდალი არის კონტაქტური საფაღარათო საშუალება. გამოიყენება ყაბზობის ყველა ფორმის შემთხვევაში.
იგი წარმოდგენილია საწვეთურ ბოთლში, რომელიც შეიცავს 30 მლ პერორალურ ხსნარს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ლაქსოდალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10-20 წვეთი (5-10 მგ)
ბავშვები 4-დან 10 წლამდე: 5-10 წვეთი (2,5-5 მგ)
4 წლამდე ბავშვები: 0.250 მგ/კგ სხეულის მასაზე
მიიღება პერორალურად, მცირე რაოდენობით წყალში განზავებული.
ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ლაქსოდალი სამედიცინო პერსონალის რჩევის გარეშე.
თუ თქვენ მიიღეთ მეტი ლაქსოდალი ვიდრე საჭიროა
სიმპტომები
მაღალი დოზებით მიღებისას ლაქსოდალმა შეიძლება გამოიწვიოს წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის კრუნჩხვა, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება.
გარდა ამისა, დაფიქსირდა ნატრიუმის პიკოსულფატის მაღალ დოზებთან დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიის შემთხვევები (საკმაოდ მაღალი, ვიდრე ყაბზობის სამკურნალოდ გამოყენებული ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზების შემთხვევაში).
ცნობილია, რომ საფაღარათო საშუალებები ქრონიკული დოზის გადაჭარბებისას იწვევენ ქრონიკულ დიარეას, მუცლის ტკივილს, ჰიპოკალიემიას, მეორად ჰიპერალდოსტერონიზმს და თირკმლში კენჭებს. ასევე აღწერილია საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული მეორედ ჰიპოკალიემიის, თირკმლის მილაკების დაზიანების, მეტაბოლური ალკალოზის და კუნთების სისუსტის შემთხვევები.
მკურნალობა
პრეპარატის შეწოვის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის მიღებიდან მოკლე პერიოდში მოხდება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის მიღება და ელექტროლიტური ბალანსის კორექტირება. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტებისთვის.
ანტისპაზმური საშუალებების მიღებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა.
თუ დაგავიწყდათ ლაქსოდალის მიღება
თუ დაგავიწყდათ ლაქსოდალის მიღება, მიიღეთ იმავე დღეს გახსენებისთანავე, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ლაქსოდალის მიღებას
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მოცემული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ ლაქსოდალი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის პიკოსულფატის ან პროდუქტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლაქსოდალს შემდეგ შემთხვევებში:
- ნაწლავის გაუვალობა.
- ძუძუთი კვების დროს.
- გახანგრძლივებული გამოყენების რისკი.
- დოზის გადაჭარბება.
- სითხისა და ელექტროლიტების დეფიციტი (რისკები ბავშვებისა და მოხუცებისთვის).
როგორც ყველა საფაღარათო საშუალება, ლაქსოდალი არ უნდა იქნას მიღებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ იქნება საფაღარათო საშუალებების ყოველდღიური საჭიროება, უნდა შეკრულობის მიზეზის გამოკვლევა. ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიდროელექტროლიტური დისბალანსი და ჰიპოკალიემია და შეიძლება მოახდინოს ყაბზობის განვთარების პროვოცირება, როგორც შექცევადი ეფექტი.
ლაქსოდალის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ეხლახანს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
დიურეზული საშუალებების ან ადრენოკორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ლაქსოდალთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.
ლაქსოდალი მიიღეთ საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენების ხანგრძლივმა გამოცდილებამ არ აჩვენა ორსულობის დროს არასასურველი ეფექტების გამოავლენა. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ლაქსოდალი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმის რჩევით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლაქსოდალი გადადის დედის რძეში, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ არის ცნობილი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლაქსოდალის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს პარაბენებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლაქსოდალმაც ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები .
შეიძლება განვითარდეს იშვიათი და უმნიშვნელო (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ლიპოთიმია) შემთხვევები, რომლებიც ადვილად აღმოიფხვრება დოზის კორექტირებით.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
პროდუქტი ყოველთვის უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, სინათლისა და სიცხისგან დაცული ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ლაქსოდალი არ გამოიყენოთ ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადენლობა და სხვა ინფორმაცია
როგორია ვიზუაკურად ლაქსოდალი და რას შეიცავს შეფუთვა
მედიკამენტი არის პერორალური ხსნარი, რომელიც მოთავსებულია საწვეთურ-ფლაკონში, რომელიც შეიცავს 30 მლ ხსნარს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ლაქსოდალი 7.5 მგ/მლ პერორალური ხსნარი
ნატრიუმის პიკოსულფატი
პრეპარატის მიღებანდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ბროშურას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ მოცემული მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ბროშურაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ბროშურა, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ბროშურაში. იხილეთ ნაწილი 4.
თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბროშურაში იხილავთ:
- რა არის ლაქსოდალი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლაქსოდალის მიღებამდე
- ლაქსოდალის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლაქსოდალის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ლაქსოდალი და რისთვის გამოიყენება
ლაქსოდალი არის კონტაქტური საფაღარათო საშუალება. გამოიყენება ყაბზობის ყველა ფორმის შემთხვევაში.
იგი წარმოდგენილია საწვეთურ ბოთლში, რომელიც შეიცავს 30 მლ პერორალურ ხსნარს.
- რა უნდა იცოდეთ ლაქსოდალის მიღებამდე
არ მიიღოთ ლაქსოდალი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის პიკოსულფატის ან პროდუქტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლაქსოდალს შემდეგ შემთხვევებში:
- ნაწლავის გაუვალობა.
- ძუძუთი კვების დროს.
- გახანგრძლივებული გამოყენების რისკი.
- დოზის გადაჭარბება.
- სითხისა და ელექტროლიტების დეფიციტი (რისკები ბავშვებისა და მოხუცებისთვის).
როგორც ყველა საფაღარათო საშუალება, ლაქსოდალი არ უნდა იქნას მიღებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ იქნება საფაღარათო საშუალებების ყოველდღიური საჭიროება, უნდა შეკრულობის მიზეზის გამოკვლევა. ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიდროელექტროლიტური დისბალანსი და ჰიპოკალიემია და შეიძლება მოახდინოს ყაბზობის განვთარების პროვოცირება, როგორც შექცევადი ეფექტი.
ლაქსოდალის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ეხლახანს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
დიურეზული საშუალებების ან ადრენოკორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ლაქსოდალთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.
ლაქსოდალი მიიღეთ საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენების ხანგრძლივმა გამოცდილებამ არ აჩვენა ორსულობის დროს არასასურველი ეფექტების გამოავლენა. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ლაქსოდალი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმის რჩევით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლაქსოდალი გადადის დედის რძეში, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ არის ცნობილი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლაქსოდალის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს პარაბენებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
- როგორ მივიღოთ ლაქსოდალი
ყოველთვის მიიღეთ ლაქსოდალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10-20 წვეთი (5-10 მგ)
ბავშვები 4-დან 10 წლამდე: 5-10 წვეთი (2,5-5 მგ)
4 წლამდე ბავშვები: 0.250 მგ/კგ სხეულის მასაზე
მიიღება პერორალურად, მცირე რაოდენობით წყალში განზავებული.
ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ლაქსოდალი სამედიცინო პერსონალის რჩევის გარეშე.
თუ თქვენ მიიღეთ მეტი ლაქსოდალი ვიდრე საჭიროა
სიმპტომები
მაღალი დოზებით მიღებისას ლაქსოდალმა შეიძლება გამოიწვიოს წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის კრუნჩხვა, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება.
გარდა ამისა, დაფიქსირდა ნატრიუმის პიკოსულფატის მაღალ დოზებთან დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიის შემთხვევები (საკმაოდ მაღალი, ვიდრე ყაბზობის სამკურნალოდ გამოყენებული ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზების შემთხვევაში).
ცნობილია, რომ საფაღარათო საშუალებები ქრონიკული დოზის გადაჭარბებისას იწვევენ ქრონიკულ დიარეას, მუცლის ტკივილს, ჰიპოკალიემიას, მეორად ჰიპერალდოსტერონიზმს და თირკმლში კენჭებს. ასევე აღწერილია საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული მეორედ ჰიპოკალიემიის, თირკმლის მილაკების დაზიანების, მეტაბოლური ალკალოზის და კუნთების სისუსტის შემთხვევები.
მკურნალობა
პრეპარატის შეწოვის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის მიღებიდან მოკლე პერიოდში მოხდება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის მიღება და ელექტროლიტური ბალანსის კორექტირება. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტებისთვის.
ანტისპაზმური საშუალებების მიღებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა.
თუ დაგავიწყდათ ლაქსოდალის მიღება
თუ დაგავიწყდათ ლაქსოდალის მიღება, მიიღეთ იმავე დღეს გახსენებისთანავე, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ლაქსოდალის მიღებას
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მოცემული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლაქსოდალმაც ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები .
შეიძლება განვითარდეს იშვიათი და უმნიშვნელო (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ლიპოთიმია) შემთხვევები, რომლებიც ადვილად აღმოიფხვრება დოზის კორექტირებით.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ლაქსოდალის შენახვის პირობები
პროდუქტი ყოველთვის უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, სინათლისა და სიცხისგან დაცული ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ლაქსოდალი არ გამოიყენოთ ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადენლობა და სხვა ინფორმაცია
როგორია ვიზუაკურად ლაქსოდალი და რას შეიცავს შეფუთვა
მედიკამენტი არის პერორალური ხსნარი, რომელიც მოთავსებულია საწვეთურ-ფლაკონში, რომელიც შეიცავს 30 მლ ხსნარს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბალდაცი პორტუგალ ს.ა (Baldacci Portugal, S.A.)
რუა კანდიდო დე ფიგუერედო, 84-B, 1549-005 ლისაბონი
ბროშურუს ბოლოს განახლება - 2013 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


