მოზრდილები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა. ბავშვები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა ბავშვებში 3 თვის ასაკიდან. ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- antigenic extracts of streptococcus + streptococcus pyogenes group + branhamella catarrhalis + staphylococcus aureus + haemophilus influenzae type + klebsiela pneumoniae
- ფორმა და შეფუთვა
- 18მლ შიგნით მისაღები წვეთები, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საწვეთურით
- მწარმოებელი
- BRUSCHETTINI S.r.l., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, სხვა ბაქტერიული ვაქცინები
- ATC კოდი
- J07AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044068
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BRUSCHETTINI S.r.l. (იტალია)
- განმცხადებელი
- სიტაკო თრეიდინგ დიემსის საქართველოში წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლანტიგენი B — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა.
ბავშვები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა ბავშვებში 3 თვის ასაკიდან.
ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ა) ბოთლის გახსნის და დოზატორის (საწვეთურის) გამოყენების ინსტრუქცია.
- შეანჯღრიეთ ბოთლი და მოაძრეთ ლუქი შემდეგნაირად: მოკიდეთ ხელი თავსახურის შუაში განთავსებულ პლასტმასის სამაგრს, გამოწიეთ ის გარეთა მხარეს, ბოლომდე მოხსენით ბოთლის გარშემო მოძრაობით.
- მოხსენით თავსახური და გადმოაბრუნეთ ბოთლი ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, შემდეგ საჩვენებელი და ცერა თითით დააჭირეთ დოზატორს, სანამ არ მიიღებთ სასურველი რაოდენობის წვეთებს.
ბ) დოზირების ინსტრუქცია
მოზრდილებში ლანტიგენი B-ს ერთი დოზის მისაღებად უნდა ამოატრიალოთ ბოთლი და მანამდე დააჭიროთ დოზატორს, სანამ არ მიიღება დოზა 15 წვეთი.
ბავშვებში ნახევარი დოზა მიიღება დოზატორზე მანამდე დაჭერით, სანამ არ მიიღება დოზა 7-8 წვეთი.
ინტეერვენციული ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
უკუჩვენებები
ორსულებში ლანტიგენი B–ს გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს ან ძალიან შეზღუდულია. სიფრთხილის თვალსაზრისით უმჯობესია ორსულობის პერიოდში მოერიდოთ ლანტიგენი B-ს გამოყენებას.
რაც შეეხება ძუძუთი კვებას, რამდენადაც სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა და მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, სიფრთხილისთვის უმჯობესია მოერიდოთ პრეპარატის გამოყენებას.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე: არ ფიქსირდება.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი.
სუსპენზიაში აგლომერატების შესაძლო არსებობა (შენჯღრევის შემდეგაც კი) ზეგავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოებაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი და საჭირო მითითებები
დოზა, მიღების გზა და დოზირების რეჟიმი: 3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: დილით 15 წვეთი, უმჯობესია კვებამდე ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი ღამით, ძილის წინ.
10 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია კვებამდე და 15 წვეთი (ერთი დოზა) ღამით, ძილის წინ.
მკურნალობის ციკლი: მკურნალობის ერთი კურსი ითვალისწინებს:
პრეპარატის ორი ბოთლის მიღებას მოზრდილებში და ერთი ბოთლის მიღებას 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ჩვილებში შესაბამისი დოზირებით.
მკურნალობის შეჩერებას 2-3 კვირით.
პრეპარატის მიღების გაგრძელებას მოზრდილებში ერთი ბოთლის მიღებით და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ნახევარი ბოთლის მიღებით, მათ შორის ჩვილებში შესაბამისი დოზირებით.
ცივ სეზონზე, თავდაცვის მისაღწევად და მისი შენარჩუნებისათვის აუცილებელია მკურნალობის ციკლი დაიწყოს ცივი სეზონის დასაწყისში და განმეორდეს 3-4 თვის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: ძალიან პატარა ბავშვებში ლანტიგენი B-ს გამოყენება შესაძლებელია ძილის დროს, ქვედა ტუჩსა და ღრძილს შორის ჩაწვეთებით.
სიფრთხილის ზომები
წვეთები გადაყლაპვის გარეშე უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, უმჯობესია ენის ქვეშ, რომ სუსპენზია შეერიოს ორო-ფარინგეალური ლორწოვანი გარსის სანერწყვე სეკრეტს, რაც აადვილებს პრეპარატის შეწოვას.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ორი ბოთლი (36 მლ) მოზრდილებში და ერთი ბოთლი (18 მლ) ბავშვებში, შესაბამისი დოზირებით. მკურნალობა უნდა შეჩერდეს 2–3 კვირით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ: რამდენადაც ლანტიგენი B შეიცავს ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (მათ შორის დაყოვნებული) და იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უცნობია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში ლანტიგენი B–ს გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს ან ძალიან შეზღუდულია.
სიფრთხილის თვალსაზრისით უმჯობესია ორსულობის პერიოდში მოერიდოთ ლანტიგენი B-ს გამოყენებას.
ძუძუთი კვება
რაც შეეხება ძუძუთი კვებას, არ ჩატარებულა სპეციალური კვლევები და შესაბამისად მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. სიფრთხილის თვალსაზრისით უმჯობესია მოერიდოთ პრეპარატის გამოყენებას.
- 7. ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ზეგავლენა არ არის ცნობილი.
გვერდითი მოვლენები
პირველად გამოყენების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები სიმპტომების (ყაბზობის შეგრძნება, რინორეა) დროებითი გაუარესების სახით.
სიხშირე: იშვიათი (1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტიდან) დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ყაბზობის შეგრძნება და რინორეა. ასეთი რეაქციები იშვიათი და ზოგადად უმნიშვნელოა.
სხვა პრეპარატების მსგავსად ლანტიგენ B-ს პერორალურმა წვეთებმა, სუსპენზიამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სასურველია, რომ პაციენტმა აცნობოს თავის ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
შემადგენლობა
1 მლ სუსპენზია შეიცავს ანტიგენურ ექსტრაქტებს: მე-3 ტიპის Streptococcus pneumoniae 63,2 ანტიგენური ერთეული; A ჯგუფის Streptococcus pyogenes 126,2 ანტიგენური ერთეული; Branhamella catarrhalis 39,9 ანტიგენური ერთეული; Staphylococcus aureus 79,6 ანტიგენური ერთეული; b ტიპის Haemophilus influenzae 50,2 ანტიგენური ერთეული; Klebsiela pneumoniae 39,8 ანტიგენური ერთეული.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ქლორჰექსიდინის დიაცეტატი, ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე, რომელიც მოქმედია თუ პროდუქცია ინახება სათანადო პირობებში, დაუზიანებელ კოლოფში.
ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: გამოყენების შემდეგ პრეპარატი ყოველთვის უნდა ინახებოდეს თავდახურულ მდგომარეობაში. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, თავისივე ორიგინალ კოლოფში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
J07AX - სხვა ბაქტერიული ვაქცინები.
ლანტიგენი B მზადდება ბაქტერიული ანტიგენების სუსპენზიისგან, რომელთა მიღება ხდება ზოგიერთი მიკრობული სახეობის (S. pneumoniae, S. pyogenes, B. catarrhalis, S. aureus, H. influenzae, K. pneumoniae) ავტოლიზისის პროცესით კონტროლირებად პირობებში, რომლებიც უფრო ხშირად პასუხისმგებლები არიან სასუნთქი გზების ინფექციებზე.
ენის ქვეშ მიღებისას, ასეთი პრეპარატი იწვევს ადგილობრივი იმუნური პროცესების სტიმულირებას პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის მეშვეობით ბაქტერიული ანტიგენების შეწოვის გზით. ეს იწვევს სუბმუკოზური პლაზმური უჯრედების მიერ A კლასის სეკრეტორული იმუნოგლობულინების (IgA-S) გამომუშავებას, რომელთა მნიშვნელობა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაცვაში ფართოდ არის აღიარებული ლიტერატურაში.
არაერთმა in vitro კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ფარმაკოლოგიურ აქტივობას ავლენს იმუნომასტიმულირებელი მოქმედების გზით, რომელიც:
აღადგენს პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების ფუნქციურ მაჩვენებლებს ნორმალურ დონემდე;
ზრდის ინტერლეიკინ-1-ის გამომუშავებას კულტივირებულ მონონუკლეარულ უჯრედებში;
მოქმედებს როგორც პოლიკლონური ლიმფოციტის აქტივატორი, რომლის მასტიმულირებელი აქტივობა უფრო მაღალია ვიდრე „ფიტოლაკის მიტოგენის“ (“pokeweed mitogen”);
აქტიურად ასტიმულირებს IgM-ის გამომუშავებას კულტივირებულ ლიმფოციტებში;
გარდა ამისა, in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ლანტიგენი B:
ზრდის სანერწყვე და მოცირკულირე IgA, IgM, IgG-ის გამომუშავების დონეს;
ამცირებს ინფექციური ეპიზოდების სიხშირესა და ინტენსივობას;
ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარებას.
კვლევაში LAN-BR-11-001 მონაწილეობდა 18-65 წლის 120 პაციენტი, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ სასუნთქი გზების 2-6 ინფექცია, რაც ხშირად დაკავშირებული იყო სასუნთქი გზების ალერგიულ დარღვევებთან, 62 პაციენტი აქტიურად იყენებდა ლანტიგენ B-ს, ხოლო 58 მკურნალობდა პლაცებოთი. გამოვლინდა, რომ კვლევის პერიოდში ინფექციათა რაოდენობა, მნიშვნელოვნად დაბალი (-42%) იყო იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლანტიგენი B-ს გამოყენებით, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.
მსგავსი შედეგები გამოვლინდა ასევე ალერგიული პაციენტების ქვეპოპულაციაში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატის ბუნების გამო, შეუძლებელი იყო ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ლანტიგენი B
პერორალური წვეთები, ბაქტერიული ანტიგენების სუსპენზია
შემადგენლობა: 1 მლ სუსპენზია შეიცავს ანტიგენურ ექსტრაქტებს: მე-3 ტიპის Streptococcus pneumoniae 63,2 ანტიგენური ერთეული; A ჯგუფის Streptococcus pyogenes 126,2 ანტიგენური ერთეული; Branhamella catarrhalis 39,9 ანტიგენური ერთეული; Staphylococcus aureus 79,6 ანტიგენური ერთეული; b ტიპის Haemophilus influenzae 50,2 ანტიგენური ერთეული; Klebsiela pneumoniae 39,8 ანტიგენური ერთეული.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ქლორჰექსიდინის დიაცეტატი, ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და მოცულობა: პერორალური წვეთები, 18 მლ ბოთლი
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ბაქტერიული ლიზატები
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი: ბრუსკეტინი ს.რ.ლ. (Bruschettini s.r.l.) - გენუა (იტალია)
თერაპიული ჩვენებები:
მოზრდილები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა.
ბავშვები: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების (RTI) პროფილაქტიკა ბავშვებში 3 თვის ასაკიდან.
ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: წვეთები გადაყლაპვის გარეშე უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, უმჯობესია ენის ქვეშ, რომ სუსპენზია შეერიოს ორო-ფარინგეალური ლორწოვანი გარსის სანერწყვე სეკრეტს, რაც აადვილებს პრეპარატის შეწოვას.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ორი ბოთლი (36 მლ) მოზრდილებში და ერთი ბოთლი (18 მლ) ბავშვებში, შესაბამისი დოზირებით. მკურნალობა უნდა შეჩერდეს 2–3 კვირით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ: რამდენადაც ლანტიგენი B შეიცავს ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (მათ შორის დაყოვნებული) და იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: უცნობია.
განსაკუთრებული გაფრთხილებები: აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს ოდესმე გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ვაქცინის მიღებისას ან თუ გაწუხებთ ნებისმიერი ტიპის ალერგია.
ლანტიგენი B-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული პნევმონიის პრევენციისთვის, კლინიკური კვლევების მონაცემების არარსებობის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუჩვენებები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უცნობია.
ორსულებში ლანტიგენი B–ს გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს ან ძალიან შეზღუდულია. სიფრთხილის თვალსაზრისით უმჯობესია ორსულობის პერიოდში მოერიდოთ ლანტიგენი B-ს გამოყენებას.
რაც შეეხება ძუძუთი კვებას, რამდენადაც სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა და მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, სიფრთხილისთვის უმჯობესია მოერიდოთ პრეპარატის გამოყენებას.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე: არ ფიქსირდება.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი.
სუსპენზიაში აგლომერატების შესაძლო არსებობა (შენჯღრევის შემდეგაც კი) ზეგავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოებაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი და საჭირო მითითებები
დოზა, მიღების გზა და დოზირების რეჟიმი: 3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: დილით 15 წვეთი, უმჯობესია კვებამდე ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი ღამით, ძილის წინ.
10 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია კვებამდე და 15 წვეთი (ერთი დოზა) ღამით, ძილის წინ.
მკურნალობის ციკლი: მკურნალობის ერთი კურსი ითვალისწინებს:
პრეპარატის ორი ბოთლის მიღებას მოზრდილებში და ერთი ბოთლის მიღებას 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ჩვილებში შესაბამისი დოზირებით.
მკურნალობის შეჩერებას 2-3 კვირით.
პრეპარატის მიღების გაგრძელებას მოზრდილებში ერთი ბოთლის მიღებით და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ნახევარი ბოთლის მიღებით, მათ შორის ჩვილებში შესაბამისი დოზირებით.
ცივ სეზონზე, თავდაცვის მისაღწევად და მისი შენარჩუნებისათვის აუცილებელია მკურნალობის ციკლი დაიწყოს ცივი სეზონის დასაწყისში და განმეორდეს 3-4 თვის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: ძალიან პატარა ბავშვებში ლანტიგენი B-ს გამოყენება შესაძლებელია ძილის დროს, ქვედა ტუჩსა და ღრძილს შორის ჩაწვეთებით.
53213005746750გამოყენების წესი
ა) ბოთლის გახსნის და დოზატორის (საწვეთურის) გამოყენების ინსტრუქცია.
- შეანჯღრიეთ ბოთლი და მოაძრეთ ლუქი შემდეგნაირად: მოკიდეთ ხელი თავსახურის შუაში განთავსებულ პლასტმასის სამაგრს, გამოწიეთ ის გარეთა მხარეს, ბოლომდე მოხსენით ბოთლის გარშემო მოძრაობით.
- მოხსენით თავსახური და გადმოაბრუნეთ ბოთლი ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, შემდეგ საჩვენებელი და ცერა თითით დააჭირეთ დოზატორს, სანამ არ მიიღებთ სასურველი რაოდენობის წვეთებს.
ბ) დოზირების ინსტრუქცია
მოზრდილებში ლანტიგენი B-ს ერთი დოზის მისაღებად უნდა ამოატრიალოთ ბოთლი და მანამდე დააჭიროთ დოზატორს, სანამ არ მიიღება დოზა 15 წვეთი.
ბავშვებში ნახევარი დოზა მიიღება დოზატორზე მანამდე დაჭერით, სანამ არ მიიღება დოზა 7-8 წვეთი.
ინტეერვენციული ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
პირველად გამოყენების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები სიმპტომების (ყაბზობის შეგრძნება, რინორეა) დროებითი გაუარესების სახით.
სიხშირე: იშვიათი (1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტიდან) დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ყაბზობის შეგრძნება და რინორეა. ასეთი რეაქციები იშვიათი და ზოგადად უმნიშვნელოა.
სხვა პრეპარატების მსგავსად ლანტიგენ B-ს პერორალურმა წვეთებმა, სუსპენზიამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სასურველია, რომ პაციენტმა აცნობოს თავის ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები: ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე, რომელიც მოქმედია თუ პროდუქცია ინახება სათანადო პირობებში, დაუზიანებელ კოლოფში.
ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: გამოყენების შემდეგ პრეპარატი ყოველთვის უნდა ინახებოდეს თავდახურულ მდგომარეობაში. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, თავისივე ორიგინალ კოლოფში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
ტექსტის გადახედვის თარიღი: 2019 წლის ოქტომბერი
ბრუსკეტინი ს.რ.ლ. (BRUSCHETTINI s.r.l.) - გენუა (იტალია)
IS0885
01/1019
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


