პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები

კურადონა სკრაბი 7,5% კანის ხსნარი

Curadona® Scrub 7,5% solución cutánea

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პოვიდონ იოდი არის ანტისეპტიკი (ნივთიერება რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, რაც იწვევს ინფექციებს) და დეზინფექტანტი, რომელიც შეიცავს იოდს. კურადონა ნაჩვენებია კანის სადეზინფექციო დაბანისთვის და ხელის მცირე და ზედაპირული ჭრილობების, მცირე დამწვრობის ან გახეხვის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
povidone iodine
ფორმა და შეფუთვა
7,5% (7,5გ/100მლ) 500მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი (სკრაბი) ბოთლი №10
მწარმოებელი
LAINCO, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, იოდის პრეპარატები
ATC კოდი
D08AG02
რეგისტრაციის ნომერი
რ-023879
რეგისტრირებულია
21 ნოემბერი 2017, მოქმედებს 21 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკურადონა სკრაბი 7,5% კანის ხსნარი და სხვა წამალი ერთად

კურადონა სკრაბი 7,5% კანის ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პოვიდონ იოდი არის ანტისეპტიკი (ნივთიერება რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, რაც იწვევს ინფექციებს) და დეზინფექტანტი, რომელიც შეიცავს იოდს.

კურადონა ნაჩვენებია კანის სადეზინფექციო დაბანისთვის და ხელის მცირე და ზედაპირული ჭრილობების, მცირე დამწვრობის ან გახეხვის დროს.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება კანზე

უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღების შესახებ ინსტრუქციის, ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულებას ზუსტად მიყოლა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზაა:

დაიტანება 2-3-ჯერ დღეში (საჭიროებისას მეტჯერ), მცირე რაოდენობით 2-5-ჯერ შეზელით რომ მოხდეს აქაფება. ჩამოიბანება დიდი რაოდენობით წყლით ან წყლით გაჯერებული სტერილური დოლბანდით.

ამ პროდუქტმა შეიძლება შეღებოს კანი და ტანსაცმელი. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს წყლით კანისა და ტანსაცმლის ჩამორეცხვა, ტანსაცმლის საპნით და წყლით გარეცხვა.

თუ სიმპტომები გაუარესდა, ან გახანგრძლივდა 5 დღეზე მეტხანს, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

დასაშვებზე მეტი რაოდენობით კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი მიღებისას

კურადონა სკრაბი 7.5% დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირება, ტელეფონით ნომერზე 91 562 04 20, პროდუქტისა და გადაყლაპული რაოდენობის მითითებით.

დიდი რაოდენობით პროდუქტის გამოყენებისას, როდესაც ვითარდება გაღიზიანების ნიშნები, უნდა მოხდეს ამ მიდამოს ჩამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით და თუ გაღიზიანება პერსისტირებს, რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

პოვიდონ იოდის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას, შესაძლოა განვითარდესL მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრემია და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

ამ შემთხვევაში, თუ პაციენტი გონებაზეა, უნდა მიიღოს რძე 15 წუთში ერთხელ კუჭის ირიტაციის სიმპტომების მოსახსნელად. გარდა ამისა, იმისთვის რომ მოხდეს კუჭში დარჩენილი პოვიდონ იოდის ელიმინაცია, უნდა დაინიშნოს სახამებლის ხსნარები, რომელიც მზადდება 15 მგ სიმინდის ფქვილის, 15 მგ პურის ფქვილის დამატებით 500 მლ წყალში. თუ პაციენტს აღენიშნება საყლაპავის დაზიანება, კუჭის ლავაჟი ან პირღებინების პროვოცირება არ არის ნაჩვენები.

შესაძლებელია სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის, როგორიცაა ჟანგბადის მიწოდება სუნთქვის შესანარჩუნებლად და ანტიჰისტამინების, ეპინეფრინის ან კორტიკოსტეროიდის გამოყენება ანაფილაქსიის სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი არ გამოყენება:

თუ პაციენტს აქვს ალერგია იოდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ახალშობილებში (0-1 თვემდე)

სიფრთხილის ზომები

არ უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი დროით ან კანის დიდ ნაწილზე ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით, თუ პაციენტს მიღებული აქვს სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტის დამწვრობა, თუ სახეზეა დიდი ზომის ან ღია ჭრილობა, თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

თუ ექიმის რჩევით პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი ან კანის დამწვრობის ან ვრცელი მიდამოს კანის დაზიანების დროს, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების ჩატარების თაობაზე.

არ უნდა მოხდეს გამოყენებამდე პროდუქტის გათბობა

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე. უნდა მოხდეს თვალთან, ყურთან და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

სხვა პრეპარატების მიღება

უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევს თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს რომელიმე მედიკამენტი, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული.

განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი იღებს ვერცხლისწყლის შემცველ დანამატებს, ვინაიდან მათ შესაძლოა იოდთან ურთიერთქმედებით წარმოქმნან ნაერთები, რომლებიც წარმოადგენენ გამაღიზიანებელს.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს, თავიდან უნდა იქნეს აცილებული კურადონა სკრაბი 7.5% გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დიაგნოსტიკური ტესტების ხელის შეშლა

მედიკამენტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების, ფარულ სისხლდენაზე განავლისა და შარდის ანალიზის კვლევისას. უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება ამ ტესტების ჩატარებამდე კურადონა სკრაბი 7.5% მოხმარების შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ორსულმა ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ კურადონა სკრაბი 7.5% ხანგრძლივად გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ძუძუთი კვება

ვინაიდან, იოდი შესაძლოა გადავიდეს რძეში აბსორბციის შემდგომ და გამოიწვიოს ჰიპოთირეოზის განვითარება ჩვილებში, მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვით უნარებზე.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება 30 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კურადონა სკრაბი 7.5% ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

პოვიდონ იოდი წარმოადგენს ნაკლებ გამღიზიანებელს იოდთან შედარებით, თუმცა იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კანის დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი ან დამწვრობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა და დაზიანებული მიდამოს წყლით ჩამორეცხვა.

მიუხედავად ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს მძიმე, თუ პროდუქტი გამოიყენებოდა ხანგრძლივად ან დიდი ზომის ჭრილობებსა და დამწვრობებზე, შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრემია და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები (განსაკუთრებით ბავშვებში).

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, უნდა მოხდეს მისი განცხადება წამლის უსაფრთხოების სისტემებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან თუ პაციენტი შენიშნავს გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვისთვის სპეციალურ პირობებს.

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

კურადონა სკრაბი 7.5% არ გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია კონტეინერზე ნიშნის “Exp” შემდეგ. გამოყენების ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი შეიცავს:

ხსნარის 100 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით:

  • 5 გ პოვიდონ იოდი

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 100 მგ პოვიდონ იოდის.

დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი (E-422), ქოქოსის ცხიმოვანი მჟავას დიეთანოლამიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი, ც.ს.

ფორმა და შეფუთვა:

კურადონა სკრაბი 7.5% წარმოადგენს ხსნარს გარეგანი გამოყენებისთვის, რომელიც წარმოდგენილია ბოთლებში 100, 250 და 500 მლ ზომით; ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 10 ც 250 მლ და 500 მლ ზომის ბოთლებს.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და პასუხისმგებელი მწარმოებელი:

LAINCO, S.A.

Av. Bizet, 8-12

08191 Rubi (Barcelona)

ლაინკო, ს.ა.

ბიზეს გამზ. 8-12

08191 რუბი (ბარსელონა)

ინსტრუქციის უკანასკნელი დამტკიცების თარიღი: 2007 წლის მარტი

REV.0 C01522

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

კურადონა სკრაბი 7,5% კანის ხსნარი

პოვიდონ იოდი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

მედიკამენტი ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. თუმცა საუკეთესო შედეგებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს დანიშნულებისამებრ.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, ვინაიდან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციისა და რჩევისათვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.

თუ მდგომარეობა გაუარესდა, ან სიმპტომები პერსისტირებს >5 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, ან პაციენტი შეამჩნევს გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი გამოყენებამდე;

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი შენახვის წესი;

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი?

პოვიდონ იოდი არის ანტისეპტიკი (ნივთიერება რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, რაც იწვევს ინფექციებს) და დეზინფექტანტი, რომელიც შეიცავს იოდს.

კურადონა ნაჩვენებია კანის სადეზინფექციო დაბანისთვის და ხელის მცირე და ზედაპირული ჭრილობების, მცირე დამწვრობის ან გახეხვის დროს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი გამოყენებამდე;

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი არ გამოყენება:

თუ პაციენტს აქვს ალერგია იოდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ახალშობილებში (0-1 თვემდე)

სიფრთხილის ზომები

არ უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი დროით ან კანის დიდ ნაწილზე ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით, თუ პაციენტს მიღებული აქვს სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტის დამწვრობა, თუ სახეზეა დიდი ზომის ან ღია ჭრილობა, თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

თუ ექიმის რჩევით პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი ან კანის დამწვრობის ან ვრცელი მიდამოს კანის დაზიანების დროს, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების ჩატარების თაობაზე.

არ უნდა მოხდეს გამოყენებამდე პროდუქტის გათბობა

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე. უნდა მოხდეს თვალთან, ყურთან და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

სხვა პრეპარატების მიღება

უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევს თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს რომელიმე მედიკამენტი, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული.

განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი იღებს ვერცხლისწყლის შემცველ დანამატებს, ვინაიდან მათ შესაძლოა იოდთან ურთიერთქმედებით წარმოქმნან ნაერთები, რომლებიც წარმოადგენენ გამაღიზიანებელს.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს, თავიდან უნდა იქნეს აცილებული კურადონა სკრაბი 7.5% გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დიაგნოსტიკური ტესტების ხელის შეშლა

მედიკამენტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების, ფარულ სისხლდენაზე განავლისა და შარდის ანალიზის კვლევისას. უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება ამ ტესტების ჩატარებამდე კურადონა სკრაბი 7.5% მოხმარების შემთხვევაში.

ორსულობა

უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ორსულმა ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ კურადონა სკრაბი 7.5% ხანგრძლივად გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ძუძუთი კვება

უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ვინაიდან, იოდი შესაძლოა გადავიდეს რძეში აბსორბციის შემდგომ და გამოიწვიოს ჰიპოთირეოზის განვითარება ჩვილებში, მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვით უნარებზე.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება 30 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი მიღების წესი

გამოიყენება კანზე

უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღების შესახებ ინსტრუქციის, ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულებას ზუსტად მიყოლა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზაა:

დაიტანება 2-3-ჯერ დღეში (საჭიროებისას მეტჯერ), მცირე რაოდენობით 2-5-ჯერ შეზელით რომ მოხდეს აქაფება. ჩამოიბანება დიდი რაოდენობით წყლით ან წყლით გაჯერებული სტერილური დოლბანდით.

ამ პროდუქტმა შეიძლება შეღებოს კანი და ტანსაცმელი. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს წყლით კანისა და ტანსაცმლის ჩამორეცხვა, ტანსაცმლის საპნით და წყლით გარეცხვა.

თუ სიმპტომები გაუარესდა, ან გახანგრძლივდა 5 დღეზე მეტხანს, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

დასაშვებზე მეტი რაოდენობით კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი მიღებისას

კურადონა სკრაბი 7.5% დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირება, ტელეფონით ნომერზე 91 562 04 20, პროდუქტისა და გადაყლაპული რაოდენობის მითითებით.

დიდი რაოდენობით პროდუქტის გამოყენებისას, როდესაც ვითარდება გაღიზიანების ნიშნები, უნდა მოხდეს ამ მიდამოს ჩამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით და თუ გაღიზიანება პერსისტირებს, რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

პოვიდონ იოდის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას, შესაძლოა განვითარდესL მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრემია და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

ამ შემთხვევაში, თუ პაციენტი გონებაზეა, უნდა მიიღოს რძე 15 წუთში ერთხელ კუჭის ირიტაციის სიმპტომების მოსახსნელად. გარდა ამისა, იმისთვის რომ მოხდეს კუჭში დარჩენილი პოვიდონ იოდის ელიმინაცია, უნდა დაინიშნოს სახამებლის ხსნარები, რომელიც მზადდება 15 მგ სიმინდის ფქვილის, 15 მგ პურის ფქვილის დამატებით 500 მლ წყალში. თუ პაციენტს აღენიშნება საყლაპავის დაზიანება, კუჭის ლავაჟი ან პირღებინების პროვოცირება არ არის ნაჩვენები.

შესაძლებელია სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის, როგორიცაა ჟანგბადის მიწოდება სუნთქვის შესანარჩუნებლად და ანტიჰისტამინების, ეპინეფრინის ან კორტიკოსტეროიდის გამოყენება ანაფილაქსიის სამკურნალოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კურადონა სკრაბი 7.5% ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

პოვიდონ იოდი წარმოადგენს ნაკლებ გამღიზიანებელს იოდთან შედარებით, თუმცა იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კანის დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი ან დამწვრობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა და დაზიანებული მიდამოს წყლით ჩამორეცხვა.

მიუხედავად ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს მძიმე, თუ პროდუქტი გამოიყენებოდა ხანგრძლივად ან დიდი ზომის ჭრილობებსა და დამწვრობებზე, შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრემია და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები (განსაკუთრებით ბავშვებში).

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, უნდა მოხდეს მისი განცხადება წამლის უსაფრთხოების სისტემებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან თუ პაციენტი შენიშნავს გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი შენახვის წესი

არ საჭიროებს შენახვისთვის სპეციალურ პირობებს.

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

კურადონა სკრაბი 7.5% არ გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია კონტეინერზე ნიშნის “Exp” შემდეგ. გამოყენების ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

კურადონა სკრაბი 7.5% კანის ხსნარი შეიცავს:

ხსნარის 100 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით:

  • 5 გ პოვიდონ იოდი

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 100 მგ პოვიდონ იოდის.

დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი (E-422), ქოქოსის ცხიმოვანი მჟავას დიეთანოლამიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი, ც.ს.

ფორმა და შეფუთვა:

კურადონა სკრაბი 7.5% წარმოადგენს ხსნარს გარეგანი გამოყენებისთვის, რომელიც წარმოდგენილია ბოთლებში 100, 250 და 500 მლ ზომით; ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 10 ც 250 მლ და 500 მლ ზომის ბოთლებს.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და პასუხისმგებელი მწარმოებელი:

LAINCO, S.A.

Av. Bizet, 8-12

08191 Rubi (Barcelona)

ლაინკო, ს.ა.

ბიზეს გამზ. 8-12

08191 რუბი (ბარსელონა)

ინსტრუქციის უკანასკნელი დამტკიცების თარიღი: 2007 წლის მარტი

REV.0 C01522

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა