კოფაქტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: II, VII, IX და X ფაქტორებს. ესენი არიან შემადედებელი ფაქტორები (ცილები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში), რომლებიც ადამიანის სისხლში გვხვდება. ეს ფაქტორები ცილებია, რომლებიც ნორმალურადაც არის ადამიანის სისხლში. მათ „პროთრომბინის კომპლექსს“ უწოდებენ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Human prothrombin complex (Human coagulation factor II, Human coagulation factor VII, Human coagulation factor IX, Human coagulation factor X, Proten C, Protein S))
- ფორმა და შეფუთვა
- 500სე ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ფლაკონი №1 + საინფუზიო სისტემა nextaro v №1
- მწარმოებელი
- Prothya Biosolutions Netherlands B.V., ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
- ATC კოდი
- B02BD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044402
- რეგისტრირებულია
- 27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
კოფაქტი 500 IE — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კოფაქტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: II, VII, IX და X ფაქტორებს. ესენი არიან შემადედებელი ფაქტორები (ცილები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში), რომლებიც ადამიანის სისხლში გვხვდება.
ეს ფაქტორები ცილებია, რომლებიც ნორმალურადაც არის ადამიანის სისხლში. მათ „პროთრომბინის კომპლექსს“ უწოდებენ. ისინი დამოკიდებულია ვიტამინ K-ზე (ვიტამინ K–დამოკიდებული). თუ თქვენ ამ შემადედებელი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე დაგაკლდათ, შეიძლება განვითარდეს პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით. შედეგად, სისხლდენის რისკი იზრდება. ეს წამალი გაწვდით ამ ცილებს, როცა ისინი ნაკლები რაოდენობით გაქვთ. ამგვარად, სისხლდენა შეიძლება შეჩერდეს ან თავიდან იქნას აცილებული.
კონფაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას: სისხლდენის მკურნალობისთვის (ან მისი პრევენციისთვის), როდესაც:
თქვენ გაქვთ პროთრომბინის კომპლექსის შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი. მაგალითად, ზოგიერთი ანტიკოაგულანტური (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატით მკურნალობის შედეგად (როგორიცაა K ვიტამინის ანტაგონისტები) ან ამ პრეპარატების ზედმეტი დოზირების შემდეგ. ეს წამალი გამოიყენება სწრაფი კორექციისთვის, როდესაც აუცილებელია შემადედებელი ფაქტორების დეფიციტის დაუყოვნებელი გამოსწორება.
თქვენ დაიბადეთ შემადედებელი ფაქტორების გენეტიკური (მემკვიდრეობითი) დეფიციტით, რომლებიც დამოკიდებულია ვიტამინ K-ზე. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც განსაზღვრული და სუფთა შემადედებელი ფაქტორები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ზოგადი დოზირების მითითებები. მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის ზედამხედველობით, რომელსაც აქვს გამოცდილება შედედების დარღვევების მკურნალობაში.
დოზა და ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, სისხლდენის ადგილსა და სირთულეზე, ასევე პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
პაციენტისთვის დოზის რაოდენობა და შეყვანის სიხშირე უნდა გამოითვალოს ინდივიდუალურად. დოზირების ინტერვალები უნდა შეირჩეს პროთრომბინის კომპლექსში შემავალი სხვადასხვა შემადედებელი ფაქტორების ნახევრად დაშლის დროის გათვალისწინებით.
ინდივიდუალური დოზირების სქემა უნდა განისაზღვროს რეგულარული ლაბორატორიული ანალიზებით, რომლებიც ზომავს სისხლში არსებული შემადედებელი ფაქტორების დონეს, ან ზოგადი ლაბორატორიული ტესტებით, როგორიცაა პროთრომბინის დრო (Quick ტესტი, INR), რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად ვაკონტროლოთ ჩანაცვლებითი თერაპია.
დიდი ქირურგიული ჩარევებისას აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპიის მკაცრი მონიტორინგი შედედების გაზომვით (როგორც კონკრეტული შემადედებელი ფაქტორების, ასევე პროთრომბინის კომპლექსის ზოგადი მაჩვენებლების გაზომვით).
სისხლდენები და მათი პერიოპერაციული პროფილაქტიკა K ვიტამინის ანტაგონისტებით მკურნალობისას
დოზირება დამოკიდებულია მკურნალობის დაწყებამდე არსებულ INR-ის ფარდობაზე (“საწყისი ფარდობა“), სასრუველ ფარდობაზე და სხეულის წონაზე. ქვემოთ ცხრილებში მოცემულია INR-ის ნორმალიზებისთვის აუცილებელი დოზები სხვადასხვა საწყისი ფარდობის პირობებში.
ეს ცხრილები მხოლოდ დოზირების ზოგად სტანდარტებს ასახავს, ამიტომ მკურნალობისას თითოეული პაციენტის შემთხვევაში აუცილებელია დოზების ინდივიდუალურად განსაზღვრა და INR-ისა და შედედების მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
რეკომენდებული დოზები კოფაქტის მლ-ებში, სასურველი ≤ 2.1 ფარდობის მისაღწევად
საწყისი ფარდობა
სხეულის წონა
- 5
- 9
- 8
- 2
- 6
- 3
- 0
- 8
- 6
- 5
- 3
- 2
50 კგ
40
40
40
30
30
30
20
20
X
X
X
X
60 კგ
50
50
40
40
30
30
30
20
X
X
X
X
70 კგ
60
50
50
50
40
40
30
30
X
X
X
X
80 კგ
60
60
60
50
50
40
40
30
X
X
X
X
90 კგ
60
60
60
60
50
50
40
30
X
X
X
X
100 კგ
60
60
60
60
60
50
40
40
X
X
X
X
რეკომენდებული დოზები კოფაქტის მლ-ებში, სასურველი ≤ 1.5 ფარდობის მისაღწევად
საწყისი ფარდობა
სხეულის წონა
- 5
- 9
- 8
- 2
- 6
- 3
- 0
- 8
- 6
- 5
- 3
- 2
50 კგ
60
60
60
50
50
50
40
40
30
30
30
30
60 კგ
80
70
70
60
60
60
50
50
40
40
40
30
70 კგ
80
80
80
70
60
60
60
50
50
40
40
40
80 კგ
100
100
90
90
80
80
70
60
60
50
50
40
90 კგ
100
100
100
100
90
90
80
80
70
60
50
40
100 კგ
100
100
100
100
100
90
90
80
70
70
60
50
დოზები გამოითვლება კოფაქტში IX ფაქტორის კონცენტრაციის საფუძველზე, რადგან მას სხვა შემადედებელი ფაქტორებთან შედარებით უფრო მოკლე ნახევრად დაშლის დრო და დაბალი ეფექტი აქვს ინფუზიის შემდეგ. მიჩნეულია, რომ პლაზმაში IX ფაქტორის ≥30% კონცენტრაცია საკმარისია INR-ის ≤ 2,1 ფარდობის მისაღწევად, ხოლო ≥60% კონცენტრაცია საკმარისია ≤ 1,5-ის ფარდობის მისაღწევად.
გამოთვლილი რაოდენობები დამრგვალებულია 10 მლ-ის სიზუსტით და მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია 60 ან 100 მლ-ით (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილები). სასურველი INR-ის ფარდობები რეკომენდებულია ნიდერლანდების თრომბოზის ფედერაციის მიერ და ის შეესაბამება ინგლისურ და გერმანულ რეკომენდაციებს.
K ვიტამინის ანტაგონისტებით გამოწვეული ჰემოსტაზის დაქვეითების კორექცია გრძელდება დაახლოებით 6–8 საათი. K ვიტამინის ეფექტი, ერთდროულად შეყვანისას, ჩვეულებრივ მიიღწევა 4–6 საათში. ამიტომ, K ვიტამინის შეყვანის შემდეგ ადამიანის პროთრომბინის კომპლექსით განმეორებითი მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
რადგან ეს რეკომენდაციები ემპირიულია და ეფექტის ხანგრძლივობა და სიძლიერე შეიძლება განსხვავდებოდეს, მკურნალობის დროს INR–ის მონიტორინგი სავალდებულოა.
სისხლდენები და პერიოპერაციული პროფილაქტიკა K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების თანდაყოლილი დეფიციტის დროს, როდესაც კონკრეტული შემადედებელი ფაქტორის პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის:
მკურნალობისთვის საჭირო დოზა ეფუძნება ემპირიულ მონაცემს, რომ 1 სე (IU) VII ან IX ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე ამ ფაქტორების აქტივობას პლაზაში დაახლოებით 0,01 სე/მლ-ით ზრდის, ხოლო 1 სე II ან X ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, II ფაქტორის შემთხვევაში 0,02 სე/მლ-ით, ხოლო X ფაქტორის შემთხვევაში 0,017 სე/მლ-ით ზრდის აქტივობას პლაზაში.
სპეციფიკური შემადედებელი ფაქტორის დოზა გამოიხატება საერთაშორისო ერთეულებში (სე, IU), რომელიც WHO-ის სტანდარტია. პლაზმაში ამა თუ იმ შემადედებელი ფაქტორის აქტივობა გამოიხატება პროცენტებში (ნორმალურ პლაზმასთან შედარებით) ან საერთაშორისო ერთეულებში (საერთაშორისო ნორმასთან შედარებით).
შემადედებელი ფაქტორის ერთი საერთაშორისო ერთეული უდრის ერთ მლ ნორმალურ პლაზმაში არსებულ რაოდენობას.
მაგალითი: X ფაქტორის საჭირო დოზის გამოთვლა ეფუძნება მონაცემს, რომ 1 სე X ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე პლაზმის აქტივობას 0,017 სე/მლ-ით ზრდის.
საჭირო დოზა შემდეგი ფორმულის მეშვეობით გამოითვლება: საჭირო ერთეულები = სხეულის წონა (კგ) × X ფაქტორის სასურველი მატება (სე/მლ) × 60
ამ ფორმულაში 60 (მლ/კგ) არის რეაბილიტაციის სასურველი მაჩვენებლის ანალოგი.
თუ რეაბილიტაციის ინდივიდუალური მაჩვენებელი ცნობილია, მაშინ ამ გამოთვლაში ეს მაჩვენებელი უნდა გამოიყენოთ.
პედიატრიული პაციენტები
კოფაქტის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატის განზავების წესები იხილეთ რუბრიკაში “სპეციალური ზომები თავსახურის მოხსნისთვის და სხვა ინსტრუქცი”. კოფაქტის ადმინისტრირება წარმოებს ინტრავენურად. რეკომენდებულია განზავებული პროდუქტის შეყვანა დაახლოებით 2 მლ/წუთის სიჩქარით.
უკუჩვენებები
თუ თქვენ ალერგიული ხართ ამ წამლის რომელიმე ნივთიერებაზე. ეს ნივთიერებები შეგიძლიათ იხილოთ ამ ანოტაციის 6-ე პუნქტში.
როდის უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად ამ წამლის გამოყენებისას? დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემების გამოცდილება, სანამ ამ წამალს გამოიყენებთ.
თუ თქვენ გაქვთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი. ეს შეიძლება მოხდეს ზოგიერთი სისხლის გამათხელებელი პრეპარატით (მაგალითად, K ვიტამინის ანტაგონისტებით) მკურნალობის შედეგად. ასეთ შემთხვევაში ამ წამლის გამოყენება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საჭიროა შემადედებელი ფაქტორების სწრაფი აღდგენა. მაგალითად, ძლიერი სისხლდენის ან გადაუდებელი ოპერაციის დროს. სხვა შემთხვევებში, საკმარისია K ვიტამინის ანტაგონისტის დოზის შემცირება ან K ვიტამინის მიცემა.
თუ იღებთ სისხლის გამათხელებელს K ვიტამინის ანტაგონისტების ჯგუფიდან, შესაძლოა გქონდეთ უფრო მაღალი რისკი თრომბის (სისხლის შედედებული კოლტის) განვითარებისთვის. ამ წამლით მკურნალობამ შეიძლება ეს რისკი გაზარდოს.
თუ თქვენ დაიბადეთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტით (მემკვიდრეობითი დეფიციტი). ასეთ შემთხვევაში უნდა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს განსაზღვრულ შემადედებელ ფაქტორებს, როდესაც ისინი ხელმისაწვდომია.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია ან ძლიერი რეაქცია (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური) ამ წამლის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამ წამლის გამოყენებისას არსებობს იმის რისკი, რომ სისხლძარღვებში თრომბი (სისხლის კოლტი) წარმოიქმნას. ასევე შესაძლებელია დადგეს სერიოზული მდგომარეობა, როდესაც თრომბები მთელ სხეულში წარმოიქმნება (დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაცია). ეს განსაკუთრებით ხდება მაშინ, როდესაც წამალი რეგულარულად გამოიყენება.
თქვენი ექიმი აკონტროლებს, რომ ამ წამალმა არ გამოიწვიოს თრომბოზი (იხ. პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თრომბოზის (სისხლძარღვში თრომბის) განვითარების რისკი მაღალია შემდეგი პაციენტებისათვის:
პირები, რომლებსაც ჰქონდათ ინფარქტი ან სხვა გულის დაავადებები;
პირები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება;
ახალშობილები;
პაციენტები, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვების ან ოპერაციის შემდგომი გართულებები;
პირები, რომლებსაც აქვთ ძლიერი სისხლის შედედების პრობლემები. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თრომბოემბოლიის ან დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაციის დროს.
თქვენმა ექიმმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს სარგებელი და რისკები ამ წამლის გამოყენებისას.
ვირუსული უსაფრთხოება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან დამზადებული წამლების შემთხვევაში მიღებულია სპეციალური ზომები, რათა პაციენტებმა ინფექციები აირიდონ. ეს ზომებია:
დონორებისა და პლაზმის ფრთხილი შერჩევა, რათა გამოირიცხოს ინფექციის გადამტანები;
თითოეული დონაციისა და პლაზმის აუზის (შეერთებული პლაზმის ერთეულების) შემოწმება ვირუსებზე ან ინფექციებზე;
დამატებითი მეთოდების გამოყენება სისხლის ან პლაზმის დამუშავებისას, რათა ვირუსები მოცილდეს ან გაუვნებელდეს.
მიუხედავად ამ ზომებისა, ინფექციის გადატანის რისკი სრულად ვერ გამოირიცხება იმ წამლების შემთხვევაში, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან. ეს ეხება როგორც ცნობილ, ისე ახალ ან ჯერ კიდევ უცნობ ვირუსებს. ასევე სხვა სახის ინფექციებსაც.
მიღებული ზომები ეფექტურია გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), C ჰეპატიტის ვირუსი (HCV). ზომები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს არაგარსიანი ვირუსების მიმართ, როგორიცაა ჰეპატიტი A და პარვოვირუსი B19. პარვოვირუსი B19 შეიძლება საშიში იყოს ორსული ქალებისთვის (ინფექცია ნაყოფისთვის), ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ან იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ზოგიერთი სისხლის დაავადება (როგორიცაა სიკლურ-უჯრედოვანი ანემია ან ჰემოლიზური ანემია).
ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წამლის დოზას იღებთ, ჩაიწერეთ პრეპარატის სახელი და პარტიის ნომერი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გამოყენებული პარტიების იდენტიფიცირება.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების მიერ ამ წამლის გამოყენებაზე არ არსებობს მონაცემები.
იყენებთ სხვა წამლებსაც? თუ კოფაქტთან ერთად სხვა წამლებსაც იღებთ, ან ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული ან შეიძლება მალე მიიღოთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ პრეპარატებსაც, რომლებიც რეცეპტის გარეშე მიიღება.
არსებობს ინფორმაცია კოფაქტისა და სხვა წამლების შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გსურთ დაორსულება ან ძუძუთი კვებავთ, მიმართეთ ექიმს ამ წამლის გამოყენებამდე. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ეს წამალი მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოთ, როცა ექიმი საჭიროდ მიიჩნევს.
მანქანის მართვის უნარი და მექანიზმების გამოყენება კვლევები არ ჩატარებულა ამ წამლის ზემოქმედებაზე, თუმცა შეგიძლიათ ატაროთ მანქანა და გამოიყენოთ მექანიზმები.
კოფაქტი შეიცავს ნატრიუმს ეს წამალი შეიცავს 448 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს მარილის ძირითადი კომპონენტი) 100 მლ-ზე. ეს შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 22%-ს მოზრდილებისთვის. თუ გიწევთ ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის დიეტის დაცვა, ეს უნდა გაითვალისწინოთ კოფაქტის მიღებისას.
- როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი? თქვენი მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს გამოცდილება სისხლის შედედების პრობლემების მკურნალობაში. ეს ეხება დოზების განსაზღვრას და მკურნალობის კონტროლსაც. თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რამდენი დოზა გჭირდებათ სისხლდენის სამკურნალოდ სისხლის გამათხელებლების გამოყენებისას. ექიმი ასევე განსაზღვრავს დოზას, თუ თქვენ დაიბადეთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტით (მემკვიდრეობითი დეფიციტი).
ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია:
თქვენი დაავადების სიმძიმეზე
თქვენს წონაზე
რომელი შემადედებელი ფაქტორი გჭირდებათ
რამდენი შემადედებელი ფაქტორი არის თქვენს სისხლში (სისხლის მაჩვენებელი).
თუ მემკვიდრეობითი დეფიციტი გაქვთ რომელიმე შემადედებელ ფაქტორში, მნიშვნელოვანია რეგულარულად შემოწმდეს სისხლში შემადედებელი ფაქტორების დონე.
ამ ფურცლის ბოლო ნაწილში იხილავთ პროფესიონალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის.
თუ ეს პრეპარატი მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით: თქვენი ექიმი მკურნალობისას რეგულარულად შეამოწმებს, ხომ არ წარმოიქმნება სისხლის კოლტები. პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა, სისხლის კოლტები სისხლძარღვებში, დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაცია და უფრო მაღალი რისკი თრომბოზისათვის, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სისხლის შედედების პრობლემები.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ყველას არ უვლინდება ისინი.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირად (ჩნდება 10 მომხმარებელში 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი (იხ. პუნქტი 2).
ზოგჯერ (ჩნდება 100 მომხმარებელში 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
არტერიული წნევის ვარდნის რისკი.
გაურკვეველი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემებით ვერ განისაზღვრება):
ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2)
გულძმარვა
გულისრევა, ღებინება
კანზე სიწითლე, გაღიზიანება ან შეშუპება ინფუზიის ადგილის გარშემო, შეუძლოდ ყოფნა ან ცუდად გრძნობა
ღვიძლის ანალიზების დროებითი ცვლილება
დაბნეულობა, თავბრუსხვევა
სისხლის კოლტი ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია), სუნთქვის გაძნელება
ძლიერი ოფლიანობა, ქავილი, კანზე გამონაყარი ვარდისფერი ბურთულებით (ურტიკარია), გამონაყარი
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ II, VII, IX ან X შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი, ამ წამლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისხეულების წარმოქმნა ამ ფაქტორების წინააღმდეგ. შედეგად, პრეპარატი შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი გახდეს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც გვერდითი მოვლენა ამ ფურცელში არ არის მითითებული. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენები შეატყობინოთ ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრს Lareb (ვებსაიტი: www.lareb.nl). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
არ
პროდუქტი თუ მაცივრიდან იქნა გამოღებული, ასეთ შემთხვევაში აღარ უნდა მოთავსდეს მაცივარში ხელახლა.
ხსნარის სტაბილურობა დადასტურებულია მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში 15 °C – 25 °C ტემპერატურაზე. თუმცა, ხსგამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ. იქ აღნიშნულია თვე და წელი. აღნიშნული თვის ბოლო დღე არის ვადის გასვლის თარიღი.
შეინახეთ მაცივარში (2 °C – 8 °C). არ შეინახოთ საყინულეში. ფლაკონი შეინახეთ გარე შეფუთვაში, რათა იყოს დაცული სინათლისგან.
ეს წამალი შეიძლება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეინახოს 25 °C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. შეფუთვაზე მიუთითეთ თარიღი, როდესაც პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე მოათავსეთ. გადააგდეთ პროდუქტი, თუ 6 თვის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ის ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.
ნარი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ, რათა არ მოხდეს ინფექცია.
წამლები არ ჩაყაროთ ნიჟარაში ან საპირფარეშოში და არ გადააგდოთ ნაგვის ყუთში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიქცეთ წამლებთან, როდესაც აღარ გჭირდებათ. თუ წამლებს სწორი კატეგორიის ნარჩენებში მოათავსებთ, ისინი სწორად განადგურდება და გარემოში აღარ მოხვდება.
გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?
შეფუთვის აღწერა და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
რომელი ნივთიერებები შედის ამ წამალში?
ამ წამლის მოქმედი ნივთიერებებია II, VII, IX და X შემადედებელი ფაქტორები. სხვა მოქმედი ნივთიერებებია პროტეინი C და პროტეინი S.
კოფაქტი 250 სე-ის ფლაკონი შეიცავს 250 სე IX ფაქტორს; 140 – 350 სე II ფაქტორს; 70 – 200 სე VII ფაქტორს და 140 – 350 სე X ფაქტორს; 111 – 390 სე C პროტეინს; 10 – 80 სე S პროტეინს.
კოფაქტი 500 სე-ის ფლაკონი შეიცავს 500 სე IX ფაქტორს; 280 – 700 სე II ფაქტორს; 140 – 400 სე VII ფაქტორს და 280 – 700 სე X ფაქტორს; 222 – 780 სე C პროტეინს; 20 – 160 სე S პროტეინი.
თანდართულ გამხსნელი წყლით გაზავებული მზა საინექციო ხსნარი შეიცავს:
არანაკლებ 14 სე და არაუმეტეს 35 სე II ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 7 სე და არაუმეტეს 20 სე VII ფაქტორს ერთ მილილიტრში;
25 სე IX ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 14 სე და არაუმეტეს 35 სე X ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 11 სე და არაუმეტეს 39 სე C პროტეინს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 1 სე და არაუმეტეს 8 სე S პროტეინს ერთ მილილიტრში.
ამ წამალში სხვა ნივთიერებებია ტრინატრიუმციტრატი-დიჰიდრატი, ნატრიუმქლორიდი და ანტითრომბინი.
როგორ გამოიყურება კოფაქტი და რა შედის შეფუთვაში?
კოფაქტი წარმოდგენილია როგორც ფხვნილი და საინექციო ხსნარის მოსამზადებელი გამხსნელი სითხე.
კოფაქტის საინექციო ფხვნილი არის მომწვანო-მოლურჯო ფხვნილი. გამხსნელი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც თავისუფალია ხილული ნაწილაკებისგან. მზა საინექციო ხსნარი არის მომწვანო-მოლურჯო ხსნარი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
250 სე-ის შეფუთვის შემცველობა 1 ფლაკონი 250 სე ფხვნილით 1 ფლაკონი 10 მლ გამხსნელი წყლით 1 საინსფუზიო ნემსი
500 სე-ის შეფუთვის შემცველობა 1 ფლაკონი 500 სე ფხვნილით 1 ფლაკონი 20 მლ გამხსნელი წყლით 1 საინსფუზიო სისტემა nextaro v
შესაძლებელია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი შეფუთვის ზომა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი Prothya Biosolutions Netherlands B.V. Plesmanlaan 125 1066 CX Amsterdam ნიდერლანდები
რეესტრში შეტანილია ნომრით RVG 17060.
ეს წამალი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით: ბელგია, გერმანია, ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ავსტრია, ესპანეთი: Cofact შვედეთი: Thyaplex
ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის აგვისტოში.
დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია CBG-ის ვებგვერდზე (www.cbg-meb.nl).
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა კოფაქტი წარმოდგენილია როგორც ფხვნილი და საინექციო ხსნარის მოსამზადებელი გამხსნელი სითხე, რომელიც შეიცავს ადამიანის პროთრომბინის კომპლექსს. პროდუქტი ნომინალურად შეიცავს ადამიანის სისხლის შემადედებელი ფაქტორების შემდეგ საერთაშორისო ერთეულებს (სე):
მოქმედი ნივთიერებები
კოფაქტი 250 სე
კოფაქტი 500 სე
განზავების შემდეგ (სე/მლ)*
შემადედებელი ფაქტორი II
140 – 350
280 – 700
14 – 35
შემადედებელი ფაქტორი VII
70 – 200
140 – 400
7 – 20
შემადედებელი ფაქტორი IX
250
500
25
შემადედებელი ფაქტორი X
140 – 350
280 – 700
14 – 35
ცილა C
111 – 390
222 – 780
11 – 39
ცილა S
10 – 80
20 – 160
1 – 8
- 10 მლ (კოფაქტი 250 სე-ის შემთხვევაში) ან 20 მლ (კოფქტი 500 სსე-ის შემთხვევაში) გამხსნელი წყლით განზავების შემდეგ.
250 სე-ს საინექციო ფლაკონში ცილების მთლიანი შემცველობა შეადგენს 130–350 მგ-ს, ხოლო 500 სე-ს საინექციო ფლაკონში 260–700 მგ-ს. პროდუქტის სპეციფიკური აქტივობა არის ≥ 0,6 სე/მგ, გაზომილი როგორც IX ფაქტორის აქტივობა.
ყველა შემადედებელი ფაქტორისა და C და S (ანტიგენი) ცილების აქტივობები შეესაბამება WHO-ს ან ევროპის ფარმაკოპეის ამჟამინდელ სტანდარტებს.
განზავების შემდეგ პრეპარატი შეიცავს 125–195 მმოლ/ლ ნატრიუმს, ანუ 44,8 მგ ნატრიუმს 250 სე-ს ფლაკონში ან 89,6 მგ ნატრიუმს 500 სე-ს ფლაკონში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
31-150
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
კოფაქტი
ანოტაცია: ინფორმაცია მომხარებლისთვის
კოფაქტი 250 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის ან კოფაქტი 500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის
ადამიანის პროთრომბინის კომპლექსი
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ანოტაცია, სანამ ამ წამლის გამოყენებას დაიწყებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლოა, მოგვიანებით ისევ დაგჭირდეთ. თუ კიდევ გაქვთ შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გაქვთ თუ არა გვერდითი მოვლენები, რომლებიც მითითებულია 4-ე პუნქტში? ან გაქვთ გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის აღნიშნული? მაშინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ანოტაციის შინაარსი
რა არის კოფაქტი და რისთვის გამოიყენება ეს წამალი?
როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება ან როდის უნდა იყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით?
როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?
შეფუთვის აღწერა და სხვა ინფორმაცია
- რა არის კოფაქტი და რისთვის გამოიყენება ეს წამალი?
კოფაქტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: II, VII, IX და X ფაქტორებს. ესენი არიან შემადედებელი ფაქტორები (ცილები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში), რომლებიც ადამიანის სისხლში გვხვდება.
ეს ფაქტორები ცილებია, რომლებიც ნორმალურადაც არის ადამიანის სისხლში. მათ „პროთრომბინის კომპლექსს“ უწოდებენ. ისინი დამოკიდებულია ვიტამინ K-ზე (ვიტამინ K–დამოკიდებული). თუ თქვენ ამ შემადედებელი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე დაგაკლდათ, შეიძლება განვითარდეს პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით. შედეგად, სისხლდენის რისკი იზრდება. ეს წამალი გაწვდით ამ ცილებს, როცა ისინი ნაკლები რაოდენობით გაქვთ. ამგვარად, სისხლდენა შეიძლება შეჩერდეს ან თავიდან იქნას აცილებული.
კონფაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას: სისხლდენის მკურნალობისთვის (ან მისი პრევენციისთვის), როდესაც:
თქვენ გაქვთ პროთრომბინის კომპლექსის შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი. მაგალითად, ზოგიერთი ანტიკოაგულანტური (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატით მკურნალობის შედეგად (როგორიცაა K ვიტამინის ანტაგონისტები) ან ამ პრეპარატების ზედმეტი დოზირების შემდეგ. ეს წამალი გამოიყენება სწრაფი კორექციისთვის, როდესაც აუცილებელია შემადედებელი ფაქტორების დეფიციტის დაუყოვნებელი გამოსწორება.
თქვენ დაიბადეთ შემადედებელი ფაქტორების გენეტიკური (მემკვიდრეობითი) დეფიციტით, რომლებიც დამოკიდებულია ვიტამინ K-ზე. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც განსაზღვრული და სუფთა შემადედებელი ფაქტორები არ არის ხელმისაწვდომი.
- როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება ან როდის უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად?
როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება?
თუ თქვენ ალერგიული ხართ ამ წამლის რომელიმე ნივთიერებაზე. ეს ნივთიერებები შეგიძლიათ იხილოთ ამ ანოტაციის 6-ე პუნქტში.
როდის უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად ამ წამლის გამოყენებისას? დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემების გამოცდილება, სანამ ამ წამალს გამოიყენებთ.
თუ თქვენ გაქვთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი. ეს შეიძლება მოხდეს ზოგიერთი სისხლის გამათხელებელი პრეპარატით (მაგალითად, K ვიტამინის ანტაგონისტებით) მკურნალობის შედეგად. ასეთ შემთხვევაში ამ წამლის გამოყენება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საჭიროა შემადედებელი ფაქტორების სწრაფი აღდგენა. მაგალითად, ძლიერი სისხლდენის ან გადაუდებელი ოპერაციის დროს. სხვა შემთხვევებში, საკმარისია K ვიტამინის ანტაგონისტის დოზის შემცირება ან K ვიტამინის მიცემა.
თუ იღებთ სისხლის გამათხელებელს K ვიტამინის ანტაგონისტების ჯგუფიდან, შესაძლოა გქონდეთ უფრო მაღალი რისკი თრომბის (სისხლის შედედებული კოლტის) განვითარებისთვის. ამ წამლით მკურნალობამ შეიძლება ეს რისკი გაზარდოს.
თუ თქვენ დაიბადეთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტით (მემკვიდრეობითი დეფიციტი). ასეთ შემთხვევაში უნდა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს განსაზღვრულ შემადედებელ ფაქტორებს, როდესაც ისინი ხელმისაწვდომია.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია ან ძლიერი რეაქცია (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური) ამ წამლის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამ წამლის გამოყენებისას არსებობს იმის რისკი, რომ სისხლძარღვებში თრომბი (სისხლის კოლტი) წარმოიქმნას. ასევე შესაძლებელია დადგეს სერიოზული მდგომარეობა, როდესაც თრომბები მთელ სხეულში წარმოიქმნება (დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაცია). ეს განსაკუთრებით ხდება მაშინ, როდესაც წამალი რეგულარულად გამოიყენება.
თქვენი ექიმი აკონტროლებს, რომ ამ წამალმა არ გამოიწვიოს თრომბოზი (იხ. პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თრომბოზის (სისხლძარღვში თრომბის) განვითარების რისკი მაღალია შემდეგი პაციენტებისათვის:
პირები, რომლებსაც ჰქონდათ ინფარქტი ან სხვა გულის დაავადებები;
პირები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება;
ახალშობილები;
პაციენტები, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვების ან ოპერაციის შემდგომი გართულებები;
პირები, რომლებსაც აქვთ ძლიერი სისხლის შედედების პრობლემები. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თრომბოემბოლიის ან დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაციის დროს.
თქვენმა ექიმმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს სარგებელი და რისკები ამ წამლის გამოყენებისას.
ვირუსული უსაფრთხოება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან დამზადებული წამლების შემთხვევაში მიღებულია სპეციალური ზომები, რათა პაციენტებმა ინფექციები აირიდონ. ეს ზომებია:
დონორებისა და პლაზმის ფრთხილი შერჩევა, რათა გამოირიცხოს ინფექციის გადამტანები;
თითოეული დონაციისა და პლაზმის აუზის (შეერთებული პლაზმის ერთეულების) შემოწმება ვირუსებზე ან ინფექციებზე;
დამატებითი მეთოდების გამოყენება სისხლის ან პლაზმის დამუშავებისას, რათა ვირუსები მოცილდეს ან გაუვნებელდეს.
მიუხედავად ამ ზომებისა, ინფექციის გადატანის რისკი სრულად ვერ გამოირიცხება იმ წამლების შემთხვევაში, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან. ეს ეხება როგორც ცნობილ, ისე ახალ ან ჯერ კიდევ უცნობ ვირუსებს. ასევე სხვა სახის ინფექციებსაც.
მიღებული ზომები ეფექტურია გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), C ჰეპატიტის ვირუსი (HCV). ზომები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს არაგარსიანი ვირუსების მიმართ, როგორიცაა ჰეპატიტი A და პარვოვირუსი B19. პარვოვირუსი B19 შეიძლება საშიში იყოს ორსული ქალებისთვის (ინფექცია ნაყოფისთვის), ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ან იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ზოგიერთი სისხლის დაავადება (როგორიცაა სიკლურ-უჯრედოვანი ანემია ან ჰემოლიზური ანემია).
ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წამლის დოზას იღებთ, ჩაიწერეთ პრეპარატის სახელი და პარტიის ნომერი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გამოყენებული პარტიების იდენტიფიცირება.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების მიერ ამ წამლის გამოყენებაზე არ არსებობს მონაცემები.
იყენებთ სხვა წამლებსაც? თუ კოფაქტთან ერთად სხვა წამლებსაც იღებთ, ან ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული ან შეიძლება მალე მიიღოთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ პრეპარატებსაც, რომლებიც რეცეპტის გარეშე მიიღება.
არსებობს ინფორმაცია კოფაქტისა და სხვა წამლების შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გსურთ დაორსულება ან ძუძუთი კვებავთ, მიმართეთ ექიმს ამ წამლის გამოყენებამდე. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ეს წამალი მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოთ, როცა ექიმი საჭიროდ მიიჩნევს.
მანქანის მართვის უნარი და მექანიზმების გამოყენება კვლევები არ ჩატარებულა ამ წამლის ზემოქმედებაზე, თუმცა შეგიძლიათ ატაროთ მანქანა და გამოიყენოთ მექანიზმები.
კოფაქტი შეიცავს ნატრიუმს ეს წამალი შეიცავს 448 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს მარილის ძირითადი კომპონენტი) 100 მლ-ზე. ეს შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 22%-ს მოზრდილებისთვის. თუ გიწევთ ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის დიეტის დაცვა, ეს უნდა გაითვალისწინოთ კოფაქტის მიღებისას.
- როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი? თქვენი მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს გამოცდილება სისხლის შედედების პრობლემების მკურნალობაში. ეს ეხება დოზების განსაზღვრას და მკურნალობის კონტროლსაც. თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რამდენი დოზა გჭირდებათ სისხლდენის სამკურნალოდ სისხლის გამათხელებლების გამოყენებისას. ექიმი ასევე განსაზღვრავს დოზას, თუ თქვენ დაიბადეთ K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების დეფიციტით (მემკვიდრეობითი დეფიციტი).
ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია:
თქვენი დაავადების სიმძიმეზე
თქვენს წონაზე
რომელი შემადედებელი ფაქტორი გჭირდებათ
რამდენი შემადედებელი ფაქტორი არის თქვენს სისხლში (სისხლის მაჩვენებელი).
თუ მემკვიდრეობითი დეფიციტი გაქვთ რომელიმე შემადედებელ ფაქტორში, მნიშვნელოვანია რეგულარულად შემოწმდეს სისხლში შემადედებელი ფაქტორების დონე.
ამ ფურცლის ბოლო ნაწილში იხილავთ პროფესიონალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის.
თუ ეს პრეპარატი მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით: თქვენი ექიმი მკურნალობისას რეგულარულად შეამოწმებს, ხომ არ წარმოიქმნება სისხლის კოლტები. პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა, სისხლის კოლტები სისხლძარღვებში, დიფუზური ინტრავასკულური კოაგულაცია და უფრო მაღალი რისკი თრომბოზისათვის, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სისხლის შედედების პრობლემები.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ყველას არ უვლინდება ისინი.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირად (ჩნდება 10 მომხმარებელში 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი (იხ. პუნქტი 2).
ზოგჯერ (ჩნდება 100 მომხმარებელში 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
არტერიული წნევის ვარდნის რისკი.
გაურკვეველი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემებით ვერ განისაზღვრება):
ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2)
გულძმარვა
გულისრევა, ღებინება
კანზე სიწითლე, გაღიზიანება ან შეშუპება ინფუზიის ადგილის გარშემო, შეუძლოდ ყოფნა ან ცუდად გრძნობა
ღვიძლის ანალიზების დროებითი ცვლილება
დაბნეულობა, თავბრუსხვევა
სისხლის კოლტი ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია), სუნთქვის გაძნელება
ძლიერი ოფლიანობა, ქავილი, კანზე გამონაყარი ვარდისფერი ბურთულებით (ურტიკარია), გამონაყარი
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ II, VII, IX ან X შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი, ამ წამლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისხეულების წარმოქმნა ამ ფაქტორების წინააღმდეგ. შედეგად, პრეპარატი შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი გახდეს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც გვერდითი მოვლენა ამ ფურცელში არ არის მითითებული. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენები შეატყობინოთ ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრს Lareb (ვებსაიტი: www.lareb.nl). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
არ
პროდუქტი თუ მაცივრიდან იქნა გამოღებული, ასეთ შემთხვევაში აღარ უნდა მოთავსდეს მაცივარში ხელახლა.
ხსნარის სტაბილურობა დადასტურებულია მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში 15 °C – 25 °C ტემპერატურაზე. თუმცა, ხსგამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ. იქ აღნიშნულია თვე და წელი. აღნიშნული თვის ბოლო დღე არის ვადის გასვლის თარიღი.
შეინახეთ მაცივარში (2 °C – 8 °C). არ შეინახოთ საყინულეში. ფლაკონი შეინახეთ გარე შეფუთვაში, რათა იყოს დაცული სინათლისგან.
ეს წამალი შეიძლება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეინახოს 25 °C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. შეფუთვაზე მიუთითეთ თარიღი, როდესაც პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე მოათავსეთ. გადააგდეთ პროდუქტი, თუ 6 თვის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ის ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.
ნარი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ, რათა არ მოხდეს ინფექცია.
წამლები არ ჩაყაროთ ნიჟარაში ან საპირფარეშოში და არ გადააგდოთ ნაგვის ყუთში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიქცეთ წამლებთან, როდესაც აღარ გჭირდებათ. თუ წამლებს სწორი კატეგორიის ნარჩენებში მოათავსებთ, ისინი სწორად განადგურდება და გარემოში აღარ მოხვდება.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რომელი ნივთიერებები შედის ამ წამალში?
ამ წამლის მოქმედი ნივთიერებებია II, VII, IX და X შემადედებელი ფაქტორები. სხვა მოქმედი ნივთიერებებია პროტეინი C და პროტეინი S.
კოფაქტი 250 სე-ის ფლაკონი შეიცავს 250 სე IX ფაქტორს; 140 – 350 სე II ფაქტორს; 70 – 200 სე VII ფაქტორს და 140 – 350 სე X ფაქტორს; 111 – 390 სე C პროტეინს; 10 – 80 სე S პროტეინს.
კოფაქტი 500 სე-ის ფლაკონი შეიცავს 500 სე IX ფაქტორს; 280 – 700 სე II ფაქტორს; 140 – 400 სე VII ფაქტორს და 280 – 700 სე X ფაქტორს; 222 – 780 სე C პროტეინს; 20 – 160 სე S პროტეინი.
თანდართულ გამხსნელი წყლით გაზავებული მზა საინექციო ხსნარი შეიცავს:
არანაკლებ 14 სე და არაუმეტეს 35 სე II ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 7 სე და არაუმეტეს 20 სე VII ფაქტორს ერთ მილილიტრში;
25 სე IX ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 14 სე და არაუმეტეს 35 სე X ფაქტორს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 11 სე და არაუმეტეს 39 სე C პროტეინს ერთ მილილიტრში;
არანაკლებ 1 სე და არაუმეტეს 8 სე S პროტეინს ერთ მილილიტრში.
ამ წამალში სხვა ნივთიერებებია ტრინატრიუმციტრატი-დიჰიდრატი, ნატრიუმქლორიდი და ანტითრომბინი.
როგორ გამოიყურება კოფაქტი და რა შედის შეფუთვაში?
კოფაქტი წარმოდგენილია როგორც ფხვნილი და საინექციო ხსნარის მოსამზადებელი გამხსნელი სითხე.
კოფაქტის საინექციო ფხვნილი არის მომწვანო-მოლურჯო ფხვნილი. გამხსნელი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც თავისუფალია ხილული ნაწილაკებისგან. მზა საინექციო ხსნარი არის მომწვანო-მოლურჯო ხსნარი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
250 სე-ის შეფუთვის შემცველობა 1 ფლაკონი 250 სე ფხვნილით 1 ფლაკონი 10 მლ გამხსნელი წყლით 1 საინსფუზიო ნემსი
500 სე-ის შეფუთვის შემცველობა 1 ფლაკონი 500 სე ფხვნილით 1 ფლაკონი 20 მლ გამხსნელი წყლით 1 საინსფუზიო სისტემა nextaro v
შესაძლებელია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი შეფუთვის ზომა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი Prothya Biosolutions Netherlands B.V. Plesmanlaan 125 1066 CX Amsterdam ნიდერლანდები
რეესტრში შეტანილია ნომრით RVG 17060.
ეს წამალი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით: ბელგია, გერმანია, ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ავსტრია, ესპანეთი: Cofact შვედეთი: Thyaplex
ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის აგვისტოში.
დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია CBG-ის ვებგვერდზე (www.cbg-meb.nl).
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა კოფაქტი წარმოდგენილია როგორც ფხვნილი და საინექციო ხსნარის მოსამზადებელი გამხსნელი სითხე, რომელიც შეიცავს ადამიანის პროთრომბინის კომპლექსს. პროდუქტი ნომინალურად შეიცავს ადამიანის სისხლის შემადედებელი ფაქტორების შემდეგ საერთაშორისო ერთეულებს (სე):
მოქმედი ნივთიერებები
კოფაქტი 250 სე
კოფაქტი 500 სე
განზავების შემდეგ (სე/მლ)*
შემადედებელი ფაქტორი II
140 – 350
280 – 700
14 – 35
შემადედებელი ფაქტორი VII
70 – 200
140 – 400
7 – 20
შემადედებელი ფაქტორი IX
250
500
25
შემადედებელი ფაქტორი X
140 – 350
280 – 700
14 – 35
ცილა C
111 – 390
222 – 780
11 – 39
ცილა S
10 – 80
20 – 160
1 – 8
- 10 მლ (კოფაქტი 250 სე-ის შემთხვევაში) ან 20 მლ (კოფქტი 500 სსე-ის შემთხვევაში) გამხსნელი წყლით განზავების შემდეგ.
250 სე-ს საინექციო ფლაკონში ცილების მთლიანი შემცველობა შეადგენს 130–350 მგ-ს, ხოლო 500 სე-ს საინექციო ფლაკონში 260–700 მგ-ს. პროდუქტის სპეციფიკური აქტივობა არის ≥ 0,6 სე/მგ, გაზომილი როგორც IX ფაქტორის აქტივობა.
ყველა შემადედებელი ფაქტორისა და C და S (ანტიგენი) ცილების აქტივობები შეესაბამება WHO-ს ან ევროპის ფარმაკოპეის ამჟამინდელ სტანდარტებს.
განზავების შემდეგ პრეპარატი შეიცავს 125–195 მმოლ/ლ ნატრიუმს, ანუ 44,8 მგ ნატრიუმს 250 სე-ს ფლაკონში ან 89,6 მგ ნატრიუმს 500 სე-ს ფლაკონში.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ზოგადი დოზირების მითითებები. მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის ზედამხედველობით, რომელსაც აქვს გამოცდილება შედედების დარღვევების მკურნალობაში.
დოზა და ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, სისხლდენის ადგილსა და სირთულეზე, ასევე პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
პაციენტისთვის დოზის რაოდენობა და შეყვანის სიხშირე უნდა გამოითვალოს ინდივიდუალურად. დოზირების ინტერვალები უნდა შეირჩეს პროთრომბინის კომპლექსში შემავალი სხვადასხვა შემადედებელი ფაქტორების ნახევრად დაშლის დროის გათვალისწინებით.
ინდივიდუალური დოზირების სქემა უნდა განისაზღვროს რეგულარული ლაბორატორიული ანალიზებით, რომლებიც ზომავს სისხლში არსებული შემადედებელი ფაქტორების დონეს, ან ზოგადი ლაბორატორიული ტესტებით, როგორიცაა პროთრომბინის დრო (Quick ტესტი, INR), რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად ვაკონტროლოთ ჩანაცვლებითი თერაპია.
დიდი ქირურგიული ჩარევებისას აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპიის მკაცრი მონიტორინგი შედედების გაზომვით (როგორც კონკრეტული შემადედებელი ფაქტორების, ასევე პროთრომბინის კომპლექსის ზოგადი მაჩვენებლების გაზომვით).
სისხლდენები და მათი პერიოპერაციული პროფილაქტიკა K ვიტამინის ანტაგონისტებით მკურნალობისას
დოზირება დამოკიდებულია მკურნალობის დაწყებამდე არსებულ INR-ის ფარდობაზე (“საწყისი ფარდობა“), სასრუველ ფარდობაზე და სხეულის წონაზე. ქვემოთ ცხრილებში მოცემულია INR-ის ნორმალიზებისთვის აუცილებელი დოზები სხვადასხვა საწყისი ფარდობის პირობებში.
ეს ცხრილები მხოლოდ დოზირების ზოგად სტანდარტებს ასახავს, ამიტომ მკურნალობისას თითოეული პაციენტის შემთხვევაში აუცილებელია დოზების ინდივიდუალურად განსაზღვრა და INR-ისა და შედედების მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
რეკომენდებული დოზები კოფაქტის მლ-ებში, სასურველი ≤ 2.1 ფარდობის მისაღწევად
საწყისი ფარდობა
სხეულის წონა
- 5
- 9
- 8
- 2
- 6
- 3
- 0
- 8
- 6
- 5
- 3
- 2
50 კგ
40
40
40
30
30
30
20
20
X
X
X
X
60 კგ
50
50
40
40
30
30
30
20
X
X
X
X
70 კგ
60
50
50
50
40
40
30
30
X
X
X
X
80 კგ
60
60
60
50
50
40
40
30
X
X
X
X
90 კგ
60
60
60
60
50
50
40
30
X
X
X
X
100 კგ
60
60
60
60
60
50
40
40
X
X
X
X
რეკომენდებული დოზები კოფაქტის მლ-ებში, სასურველი ≤ 1.5 ფარდობის მისაღწევად
საწყისი ფარდობა
სხეულის წონა
- 5
- 9
- 8
- 2
- 6
- 3
- 0
- 8
- 6
- 5
- 3
- 2
50 კგ
60
60
60
50
50
50
40
40
30
30
30
30
60 კგ
80
70
70
60
60
60
50
50
40
40
40
30
70 კგ
80
80
80
70
60
60
60
50
50
40
40
40
80 კგ
100
100
90
90
80
80
70
60
60
50
50
40
90 კგ
100
100
100
100
90
90
80
80
70
60
50
40
100 კგ
100
100
100
100
100
90
90
80
70
70
60
50
დოზები გამოითვლება კოფაქტში IX ფაქტორის კონცენტრაციის საფუძველზე, რადგან მას სხვა შემადედებელი ფაქტორებთან შედარებით უფრო მოკლე ნახევრად დაშლის დრო და დაბალი ეფექტი აქვს ინფუზიის შემდეგ. მიჩნეულია, რომ პლაზმაში IX ფაქტორის ≥30% კონცენტრაცია საკმარისია INR-ის ≤ 2,1 ფარდობის მისაღწევად, ხოლო ≥60% კონცენტრაცია საკმარისია ≤ 1,5-ის ფარდობის მისაღწევად.
გამოთვლილი რაოდენობები დამრგვალებულია 10 მლ-ის სიზუსტით და მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია 60 ან 100 მლ-ით (იხ. ზემოთ მოცემული ცხრილები). სასურველი INR-ის ფარდობები რეკომენდებულია ნიდერლანდების თრომბოზის ფედერაციის მიერ და ის შეესაბამება ინგლისურ და გერმანულ რეკომენდაციებს.
K ვიტამინის ანტაგონისტებით გამოწვეული ჰემოსტაზის დაქვეითების კორექცია გრძელდება დაახლოებით 6–8 საათი. K ვიტამინის ეფექტი, ერთდროულად შეყვანისას, ჩვეულებრივ მიიღწევა 4–6 საათში. ამიტომ, K ვიტამინის შეყვანის შემდეგ ადამიანის პროთრომბინის კომპლექსით განმეორებითი მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
რადგან ეს რეკომენდაციები ემპირიულია და ეფექტის ხანგრძლივობა და სიძლიერე შეიძლება განსხვავდებოდეს, მკურნალობის დროს INR–ის მონიტორინგი სავალდებულოა.
სისხლდენები და პერიოპერაციული პროფილაქტიკა K ვიტამინზე დამოკიდებული შემადედებელი ფაქტორების თანდაყოლილი დეფიციტის დროს, როდესაც კონკრეტული შემადედებელი ფაქტორის პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის:
მკურნალობისთვის საჭირო დოზა ეფუძნება ემპირიულ მონაცემს, რომ 1 სე (IU) VII ან IX ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე ამ ფაქტორების აქტივობას პლაზაში დაახლოებით 0,01 სე/მლ-ით ზრდის, ხოლო 1 სე II ან X ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, II ფაქტორის შემთხვევაში 0,02 სე/მლ-ით, ხოლო X ფაქტორის შემთხვევაში 0,017 სე/მლ-ით ზრდის აქტივობას პლაზაში.
სპეციფიკური შემადედებელი ფაქტორის დოზა გამოიხატება საერთაშორისო ერთეულებში (სე, IU), რომელიც WHO-ის სტანდარტია. პლაზმაში ამა თუ იმ შემადედებელი ფაქტორის აქტივობა გამოიხატება პროცენტებში (ნორმალურ პლაზმასთან შედარებით) ან საერთაშორისო ერთეულებში (საერთაშორისო ნორმასთან შედარებით).
შემადედებელი ფაქტორის ერთი საერთაშორისო ერთეული უდრის ერთ მლ ნორმალურ პლაზმაში არსებულ რაოდენობას.
მაგალითი: X ფაქტორის საჭირო დოზის გამოთვლა ეფუძნება მონაცემს, რომ 1 სე X ფაქტორი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე პლაზმის აქტივობას 0,017 სე/მლ-ით ზრდის.
საჭირო დოზა შემდეგი ფორმულის მეშვეობით გამოითვლება: საჭირო ერთეულები = სხეულის წონა (კგ) × X ფაქტორის სასურველი მატება (სე/მლ) × 60
ამ ფორმულაში 60 (მლ/კგ) არის რეაბილიტაციის სასურველი მაჩვენებლის ანალოგი.
თუ რეაბილიტაციის ინდივიდუალური მაჩვენებელი ცნობილია, მაშინ ამ გამოთვლაში ეს მაჩვენებელი უნდა გამოიყენოთ.
პედიატრიული პაციენტები
კოფაქტის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატის განზავების წესები იხილეთ რუბრიკაში “სპეციალური ზომები თავსახურის მოხსნისთვის და სხვა ინსტრუქცი”. კოფაქტის ადმინისტრირება წარმოებს ინტრავენურად. რეკომენდებულია განზავებული პროდუქტის შეყვანა დაახლოებით 2 მლ/წუთის სიჩქარით.
შეუთავსებლობა
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას შერეული სხვა მედიკამენტებთან. კოფაქტი თავსებადია პოლიპროპილენის მასალასთან. თერაპია შეიძლება ჩაიშალოს, თუ შემადედებელი ფაქტორები შეიწოვება საინექციო/ინფუზიური აპარატურის შიდა ზედაპირზე.
ვარგისიანობა
3 წელი.
განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დამტკიცებულია 3 საათის განმავლობაში 15°C – 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული განზავების შემდეგ. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, განზავებული პროდუქტის გამოყენებამდე შენახვის პირობები მომხარებლის პასუხისმგებლობაა.
სპეციალური ზომები თავსახურის მოხსნისთვის და სხვა ინსტრუქციები
კოფაქტი 500 სე-ს გამოყენებისას
ზოგადი ინსტრუქციები Nextaro V საინფუზიო სისტემის გამოყენებისთვის:
გამხმარი ცილოვანი ფრაქცია უნდა განზავდეს 20 მლ გამხსნელ წყალში. თუ ინახება 2 °C – 8 °C ტემპერატურაზე, განზავებამდე ფლაკონები (ფხვნილიც და გამხსნელი წყალიც) უნდა მიიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე (15 °C – 25 °C), რათა პროდუქტი კარგად გაიხსნას. განზავების დროს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს. თუ შესათბობად “წყლის აბაზანა” გამოიყენება, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ წყალი არ შეეხოს საინექციო ფლაკონების რეზინის საცობს ან flip-off სახურავს. “წყლის აბაზანის” ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 °C-ს.
ქვემოთ აღწერილი პროცესისას საჭიროა ასეპტიკური ტექნიკის გამოყენება. მოხსენით ფლაკონების flip-off სახურავები (ფხვნილისაც და გამხსნელისაც), ზედა მხარე და რეზინის საცობები დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით და აცადეთ გაშრობა დამხმარე საშუალების გახსნამდე. არ შეეხოთ ფხვნილისა და გამხსნელის ფლაკონის რეზინის საცობს.
საინექციო ფლაკონში არსებული ვაკუუმის გამო, გამხსნელი ავტომატურად გადავა ფხვნილის ფლაკონში.
ზოგადი წესია, რომ ფხვნილი უნდა გაიხსნას სრულად 10 წუთის განმავლობაში და ამასთან ერთად წარმოქმნას ლურჯი შეფერილობის ხსნარი. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური. არ გამოიყენოთ ხსნარები, რომლებიც ამღვრეულია ან შეიცავს ნალექს. ხსნარი გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და ფერის ცვლილებაზე.
ყველა გამოუყენებელი წამალი და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
555271456500Nextaro v საინფუზიო სისტემის გამოყენების წესი
- მოხსენით flip-off-თავსახური (a) როგორც გამხსნელის ფლაკონს, ისე ფხვნილის ფლაკონს. ანტისეპტიკური ხსნარით დეზინფექცია გაუკეთეთ ზედა ნაწილს (b), მათ შორის რეზინის საცობს (c) როგორც გამხსნელის ფლაკონში, ისე ფხვნილის ფლაკონში.
- გახსენით საინფუზიო სისტემის შეფუთვა, მოხსენით სახურავი და მთლიანად მოაშორეთ. სტერილურობის შესანარჩუნებლად, ერთჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი საინფუზიო სისტემა არ უნდა ამოიღოთ შეფუთვიდან და არ შეეხოთ მის წვერს (d).
- გამხსნელის ფლაკონი მოათავსეთ ბრტყელ და სუფთა ზედაპირზე და ერთი ხელით მყარად დაიჭირეთ. შეფუთვიდან ამოუღებლად დაადეთ საინფუზიო სისტემის ლურჯი ნაწილი გამხსნელის ფლაკონს თავზე (e) და მყარად და პირდაპირ დააჭირეთ მანამ, სანამ არ გაისმება ჩაკეტვის ხმა. გარეთა შეფუთვა არ დაატრიალოთ დამაგრების დროს.
5552218718348004. ფრთხილად მოხსენით საინფუზიო სისტემის გარე შეფუთვა, იმავდროულად მყარად დაიჭირეთ გამხსნელის ფლაკონი. გარე შეფუთვა არ დაატრიალოთ და დარწმუნდით, რომ გადატანის საშუალება მყარად არის დამაგრებული გამხსნელის ფლაკონზე.
- ფხვნილის ფლაკონი (f) მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე და მყარად დაიჭირეთ. აიღეთ გამხსნელის ფლაკონი, რომელსაც უკვე მიერთებული აქვს საინფუზიო სისტემა და იგი დაიჭირეთ თავდაყირა. საინფუზიო სისტემის თეთრი ნაწილი დაადეთ ფხვნილის ფლაკონს და მყარად დააჭირეთ მანამ, სანამ არ გაისმება ჩაკეტის ხმა. დამაგრებისას არ დაატრიალოთ.
შენიშვნა: საინფუზიო სისტემა ჯერ უნდა დამაგრდეს გამხსნელის ფლაკონზე და შემდეგ — ფხვნილის ფლაკონზე. სხვა შემთხვევაში ვაკუუმი დაირღვევა და გამხსნელი ვერ გადავა მეორე ფლაკონში.
- გამხსნელი ავტომატურად გადავა ფხვნილის ფლაკონში.
დაელოდეთ, სანამ გამხსნელი სრულად არ გადავა მეორე ფლაკონში. ეს ყველაფერი — ანუ გამხსნელის ფლაკონი, საინფუზიო სისტემა და ფხვნილის ფლაკონი — მყარად გეჭიროთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ გამხსნელის გადატანის პროცესში ბრტყელ ზედაპირზე იდგეს.
მას შემდეგ, რაც გამხსნელი მთლიანად გადაიწურება, ფხვნილის ფლაკონი ფრთხილად დაატრიალეთ მანამ, სანამ პროდუქტი სრულად არ გაიხსნება, ამ დროს ორივე ფლაკონი ერთმანეთზე მიერთებული რჩება. ქაფის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი არ უნდა შეანჯღრიოთ.
55774566096000
- როცა გამხსნელი სრულად გადაიწურება და პრეპარატი განზავდება, დაიჭირეთ თეთრი ნაწილი, ხოლო მასზე მიმაგრებული ლურჯი ნაწილი საათის ისრის საწინააღმდეგოდ დატრიალეთ, რათა ისინი ერთმანეთისგან განცალკევდეს. გადააგდეთ ლურჯი ნაწილი მასზე მიმაგრებულ ცარიელ ფლაკონთან ერთად. არ შეეხოთ Luer-lock-ის ტიპის გამოსასვლელს (g).
- მყარად დაიჭირეთ განზავებული ფლაკონი და მიამაგრეთ შპრიცი (არანაკლებ 20 მლ) Luer-lock-ის ტიპის გამოსასვლელს (g), რომელიც საინფუზიო სისტემის თეთრ ნაწილზე მდებარეობს.
- ფლაკონი თავდაყირა დააყენეთ და ხსნარი ამოიღეთ შპრიცში.
- მას შემდეგ, რაც ხსნარი შპრიცში მოთავსდება, მყარად დაიჭირეთ შპრიცის ცილინდრი (შპრიცის ტარი ქვემოთ) და მოხსენით შპრიცი საინფუზიო სისტემის თეთრი ნაწილს. გადააგდეთ თეთრი ნაწილი მასზე მიმაგრებულ ცარიელ ფლაკონთან ერთად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



