პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

კორტინეფი

CORTINEFF

რეცეპტით100მკგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კორტინეფი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სტეროიდებს (სრული დასახელება - მინერალოკორტიკოსტეროიდები). ჯგუფი მოიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს. ისინი ძლიერ ეფექტს ავლენენ ორგანიზმში მარილებისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუდროკორტიზონი (fludrocortisone)
ფორმა და შეფუთვა
100მკგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, მინერალოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-022136
რეგისტრირებულია
25 აპრილი 2017, მოქმედებს 25 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკორტინეფი და სხვა წამალი ერთად

კორტინეფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კორტინეფი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სტეროიდებს (სრული დასახელება - მინერალოკორტიკოსტეროიდები).

ჯგუფი მოიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს.

ისინი ძლიერ ეფექტს ავლენენ ორგანიზმში მარილებისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმზე.

ისინი ასევე ორგანიზმში წყლის (სითხეების) განაწილებაზე აგებენ პასუხს.

კორტინეფი შეიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ (ხელოვნურ) ჰორმონს.

კორტინეფი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

პირველადი ადრენოკორტიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება);

მეორადი ადრენოკორტიკული უკმარისობა

მარილის დაკარგვით მიმდინარე ადრენოგენიტალური სინდრომი

კორტინეფის მიღებამდე

ნუ გამოიყენებთ კორტინეფს:

თუ ხართ ალერგიული ფლუდროკორტიზონის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (სრული სია იხ. ნაწილი 6-ში)

თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ქსოვილს და/ან ორგანოს და მკურნალობა ჯერ არ დაწყებულა.

მიღების წესი და დოზირება

კორტინეფი მიიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტინეფის რეკომენდებული დღიური დოზა და მკურნალობის პერიოდი დგინდება ექიმის მიერ.

რეკომენდებული დოზა:

1-3 ტაბლეტი (100-300 მკგ-მდე) დღეში

ან

2-3 ტაბლეტი (200-300 მკგ) ყოველ მეორე ან მესამე დღეს

არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

სიფრთხილის ზომები

კორტინეფის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტინეფით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს:

თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე წელი შენარჩუნდეს;

არტერიული წნევის მომატება, სხეულის წონაში მატება, ორგანიზმში ნატრიუმისა და სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება,

ზოგიერთი დაავადების სიმპტომების გაძლიერება, მაგ.: პნევმონია, ჰეპატიტი და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია (სისხლის კოაგულაციის დარღვევა)

ზოგიერთი ინფექციური დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, მაგ. ჩუტყვავილა და წითელა. ინფექციის შემთხვევაში, ექიმმა შესაბამისი მკურნალობა უნდა გირჩიოთ. პაციენტებმა, რომლებსაც არ აქვთ გადატანილი აღნიშნული დაავადებები, უნდა მოერიდონ ინფექციის წყაროსთან კონტაქტს.

ინფექციის წინააღმდეგ დაქვეითებული რეზისტენტობა. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმტომები;

არარეგულარული მენსტრუაცია ქალებში.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის კორტინეფის მიღებამდე, თუ თქვენს ანამნეზში აღნიშნულია შემდეგი:

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულოვანი დაავადება;

ნაწლავების დაავადებები (მაგ. ნაწლავის ახალი ანასტომოზები, ნაწლავის დივერტიკულოზი);

თრომბოფლებიტი;

დაავადება, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი არის გამონაყარი (წითელი, ქავილიანი ბუშტუკები და მუწუკები კანზე);

ქრონიკული ნეფრიტი ან თირკმლის უკმარისობა;

ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში);

ძლიერი სისუსტე და კუნთების სისუსტე (მიასთენია);

მიკოზური ან ვირუსული ინფექციები;

გლაუკომა (ან თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომა);

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება;

სისხლში ცილების დონის დაქვეითება;

მომატებული არტერიული წნევა;

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

ეპილეფსია;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ციროზი;

მწვავე ფსიქოზი და ფსიქიატრიული დარღვევები. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დაავადებების სიმპტომების გაძლიერება;

ტუბერკულოზი;

ჰიპოთირეოზი;

შაქრიანი დიაბეტი;

სისხლის კოაგულაციური ფაქტორის (პროთრომბინი) დეფიციტი, იმ შემთხვევაში, თუ იმავდროულად მკურნალობთ ასპირინით.

კორტინეფით მკურნალობის დროს, ექიმი გირჩევთ სისხლის ანალიზის ჩატარებას (მარილის მიტაცებისა და ელექტროლიტების პლაზმური დონის კონტროლი).

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.

ბავშვები და მოზარდები

აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტები. კორტინეფმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევები ჩვილებსა და ბავშვებში (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას).

სხვა სამკურნალო პრეპარატები და კორტინეფი

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატი.

აცნობეთ ექიმს, თუ სარგებლობთ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული პრეპარატებით:

ბარბიტურატები (უძილობისა და ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატები);

ფენიტონი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები);

რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ტუბერკულოზის მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატები);

ამინოგლუტეთიმიდი (ძუძუს კიბოს მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატი);

ინსულინი და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს გამოყენებული პერორალური პრეპარატები;

შარდმდენები;

კუმარინის წარმოებულები, ინდანდიონი, ჰეპარინი (სისხლის კოაგულაციის პრევენციის დროს გამოყენებული პრეპარატები);

სტრეპტოკინაზა, უროკინაზა (სისხლძარღვშიდა თრომბების სამკურნალო პრეპარატები);

ანალგეზიური საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. იბუპროფენი;

ასპირინი, პოლოპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი,

ანტიჰისტამინური საშუალებები (გამოიყენება ალერგიის, შაკიკის, ღებინების მკურნალობის დროს);

ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები (ჰორმონალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);

ესტროგენების შემცველი კონტრაცეპტივები;

ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინები (კორტინეფი ამცირებს მათ ეფექტურობას);

სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები.

კორტინეფი საკვებთან და სასმელებთან ერთად:

კორტინეფი მიიღეთ კვებათა შორის შუალედში.

პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის დაგროვებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და არტერიული წნევის მომატება. ამიტომ, საკვებში მარილის მოხმარება უნდა შემცირდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, კორტინეფის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

კორტინეფის გამოყენეა ორსულებში არ შეიძლება.

პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ძუძუთი კვების პერიოდში შეწყდეს მკურნალობა, თუ მკურნალობის გაგრძელების საჭიროებიდან გამომდინარე, შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კორტინეფით მკურნალობის დროს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

კორტინეფი შეიცავს ლაქტოზას

ერთი ტაბლეტი შეიცავს 57.90 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის ტიპი). თუ გაწუხებთ ზოგიერთ შაქრის აუტანლობა, კორტინეფის მიღბამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, კორტინეფმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.

სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციები აღენიშნებათ.

სისხლიანი ღებინება, შავი განავალი ან სისხლიანი განავალი;

ცხელება, სისუსტე, გუნება-განწყობილების შეცვლა (ინფექციის ნიშნები);

ფსიქიური დარღვევები (პათოლოგიური, გადამეტებული სიხარული, ღრმა მწუხარება, პიროვნების დარღვევები, ფსიქოზური სიმპტომების გაძლიერება).

სხვა გვერდითი მოვლენები

ტერფებისა და ფეხების შეშუპება;

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

მომატებული არტერიული წნევა;

გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან ნელი გულისცემის შეგრძნება);

კალციუმის მომატებული გამოყოფა.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოლენების განვითარების რისკი, ეხება უმეტესად პაციენტებს, რომლებიც კორტინფეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ ან სხვა კორტიკოსტეროიდებითაც მკურნალობენ:

კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, მომატებული მგრძნობელობა ძვლების მოტეხილობებისადმი, ბარძაყისა თუ მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი;

მადის მომატება, სხეულის წონაში მატება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, საყლაპავ მილში წვის შეგრძნება;

კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის ღრუს კანდიდოზი (პირის ლორწოვან გარსზე თეთრი ნადები);

ჭრილობის გაძნელებული შეხორცება, მომატებული მგრძნობელობა სისხლდენების და სისხლნაჟღენთებისადმი, მომატებული თმიანობა, ფართო სტრიები, კანის ატროფია;

ფეხებზე კანის შეშუპება და გაწითლება, სიარულის დროს ტკივილის გაძლიერება, კანის ტემპერატურის მომატება (თრომბოფლებიტი);

უძილობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები, კრუნჩხვები;

უჩვეულო შეგრძნებები (ჩხვლეტა, მწვავე ტკივილი, წვა);

არარეგულარული მენსტრუაცია ან ამენორეა,

კუშინგის სინდრომი – დამახასიათებელი სილუეტი: მთვარისებრი სახე, მომრგვალებული ტანი, თხელი კიდურები;

ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში;

სისხლში შაქრის მომატებული დონე (შაქრიანი დიაბეტი);

თვალის დაავადებების განვითარება ან გაძლიერება;

სისხლში თრომბის განვითარების რისკი.

იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. არასასურველი მოვლენების შეტყობინება ხდება პირდაპირ სამედიცინო პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პრეპარატების რეგისტრაციის ოფისის პრეპარატის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში [ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის არსებული მისამართი, ტელეფონი და ფაქსის ნომერი]

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ მიღებული შეტყობინებების წყალობით, შესაძლებელი იქნება სამკურნალო პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს.

ჭარბი დოზა

იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა მიიღეთ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

დოზის გამოტოვება:

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუ უკვე მომდევნო დოზის დრო არის, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა. ნუ მიიღებთ ორმად დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

კორტინეფის მიღების შეწყვეტა:

კორტინეფის გამოყენების შეწყვეტასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

მკურნალობის შეწყვეტამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება და სიკვდილი.

შეიძლება შეამჩნიოთ გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის შემდეგი სიმპტომები: ცხელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გუნება განწყობილების შეცვლა, რინიტი, კონიუნქტივიტი, ქავილიანი კვანძები და სხეულის წონაში დაკლება.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ფლუდროკორტიზონის აცეტატი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატის 100 მიკროგრამს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

კორტინეფის აღწერილობა და შეფუთვა

კორტინეფის ტაბლეტები არის თეთრი-მოკრემისფერო, მრგვალი, ორმხრივად ბრტყელი, გლუვი, ერთგვაროვანი ზედაპირით. ტაბლეტ ორმხრივ ამოტვიფრულია: ერთ მხარეს ასო “F” და მეორე მხარეს ნიშანი “-”.

შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს, რომელიც მოთავსებულია ნარინჯისფერ ფლაკონში, თავდახურულია პოლიეთილენის საცობით ან

20 ტაბლეტი პვქ/ალ ფოლგის ბლისტერში.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ს.ს. პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა

მარშ. ჯ. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე

ტელ.: 42 22 50 555-559

ინსტრუქციის უკანასკნელი განახლების თარიღი: 06. 2016.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250С ტემპერატურის პირობებში.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბნელ და მშრალ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაში აღნიშნული ვარგისობის ვადის “Expiry date” გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა აღნიშნავს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს უსარგებლო პრეპარატის ლიკვიდაცია. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

კორტინეფი, 100 მკგ, ტაბლეტები

ფლუდროკორტიზონის აცეტატი

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ არსებულ ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვებს. მან შეიძლება დააზიანოს ისინი, მაშინაც კი თუ თქვენ ერთნაირი სიმპტომები გაქვთ.

ნებისმიერი მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რა არის კორტინეფი და რისთვის გამოიყენება

კორტინეფის მიღებამდე

კორტინეფის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კორტინეფის შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

რა არის კორტინეფი და რისთვის გამოიყენება

კორტინეფი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სტეროიდებს (სრული დასახელება - მინერალოკორტიკოსტეროიდები).

ჯგუფი მოიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს.

ისინი ძლიერ ეფექტს ავლენენ ორგანიზმში მარილებისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმზე.

ისინი ასევე ორგანიზმში წყლის (სითხეების) განაწილებაზე აგებენ პასუხს.

კორტინეფი შეიცავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ (ხელოვნურ) ჰორმონს.

კორტინეფი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

პირველადი ადრენოკორტიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება);

მეორადი ადრენოკორტიკული უკმარისობა

მარილის დაკარგვით მიმდინარე ადრენოგენიტალური სინდრომი

კორტინეფის მიღებამდე

ნუ გამოიყენებთ კორტინეფს:

თუ ხართ ალერგიული ფლუდროკორტიზონის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (სრული სია იხ. ნაწილი 6-ში)

თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ქსოვილს და/ან ორგანოს და მკურნალობა ჯერ არ დაწყებულა.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

კორტინეფის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტინეფით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს:

თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე წელი შენარჩუნდეს;

არტერიული წნევის მომატება, სხეულის წონაში მატება, ორგანიზმში ნატრიუმისა და სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება,

ზოგიერთი დაავადების სიმპტომების გაძლიერება, მაგ.: პნევმონია, ჰეპატიტი და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია (სისხლის კოაგულაციის დარღვევა)

ზოგიერთი ინფექციური დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, მაგ. ჩუტყვავილა და წითელა. ინფექციის შემთხვევაში, ექიმმა შესაბამისი მკურნალობა უნდა გირჩიოთ. პაციენტებმა, რომლებსაც არ აქვთ გადატანილი აღნიშნული დაავადებები, უნდა მოერიდონ ინფექციის წყაროსთან კონტაქტს.

ინფექციის წინააღმდეგ დაქვეითებული რეზისტენტობა. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმტომები;

არარეგულარული მენსტრუაცია ქალებში.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის კორტინეფის მიღებამდე, თუ თქვენს ანამნეზში აღნიშნულია შემდეგი:

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულოვანი დაავადება;

ნაწლავების დაავადებები (მაგ. ნაწლავის ახალი ანასტომოზები, ნაწლავის დივერტიკულოზი);

თრომბოფლებიტი;

დაავადება, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი არის გამონაყარი (წითელი, ქავილიანი ბუშტუკები და მუწუკები კანზე);

ქრონიკული ნეფრიტი ან თირკმლის უკმარისობა;

ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში);

ძლიერი სისუსტე და კუნთების სისუსტე (მიასთენია);

მიკოზური ან ვირუსული ინფექციები;

გლაუკომა (ან თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომა);

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება;

სისხლში ცილების დონის დაქვეითება;

მომატებული არტერიული წნევა;

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

ეპილეფსია;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ციროზი;

მწვავე ფსიქოზი და ფსიქიატრიული დარღვევები. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დაავადებების სიმპტომების გაძლიერება;

ტუბერკულოზი;

ჰიპოთირეოზი;

შაქრიანი დიაბეტი;

სისხლის კოაგულაციური ფაქტორის (პროთრომბინი) დეფიციტი, იმ შემთხვევაში, თუ იმავდროულად მკურნალობთ ასპირინით.

კორტინეფით მკურნალობის დროს, ექიმი გირჩევთ სისხლის ანალიზის ჩატარებას (მარილის მიტაცებისა და ელექტროლიტების პლაზმური დონის კონტროლი).

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.

ბავშვები და მოზარდები

აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტები. კორტინეფმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევები ჩვილებსა და ბავშვებში (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას).

სხვა სამკურნალო პრეპარატები და კორტინეფი

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატი.

აცნობეთ ექიმს, თუ სარგებლობთ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული პრეპარატებით:

ბარბიტურატები (უძილობისა და ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატები);

ფენიტონი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები);

რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ტუბერკულოზის მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატები);

ამინოგლუტეთიმიდი (ძუძუს კიბოს მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატი);

ინსულინი და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს გამოყენებული პერორალური პრეპარატები;

შარდმდენები;

კუმარინის წარმოებულები, ინდანდიონი, ჰეპარინი (სისხლის კოაგულაციის პრევენციის დროს გამოყენებული პრეპარატები);

სტრეპტოკინაზა, უროკინაზა (სისხლძარღვშიდა თრომბების სამკურნალო პრეპარატები);

ანალგეზიური საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. იბუპროფენი;

ასპირინი, პოლოპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი,

ანტიჰისტამინური საშუალებები (გამოიყენება ალერგიის, შაკიკის, ღებინების მკურნალობის დროს);

ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები (ჰორმონალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);

ესტროგენების შემცველი კონტრაცეპტივები;

ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინები (კორტინეფი ამცირებს მათ ეფექტურობას);

სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები.

კორტინეფი საკვებთან და სასმელებთან ერთად:

კორტინეფი მიიღეთ კვებათა შორის შუალედში.

პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის დაგროვებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და არტერიული წნევის მომატება. ამიტომ, საკვებში მარილის მოხმარება უნდა შემცირდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, კორტინეფის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

კორტინეფის გამოყენეა ორსულებში არ შეიძლება.

პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ძუძუთი კვების პერიოდში შეწყდეს მკურნალობა, თუ მკურნალობის გაგრძელების საჭიროებიდან გამომდინარე, შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კორტინეფით მკურნალობის დროს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

კორტინეფი შეიცავს ლაქტოზას

ერთი ტაბლეტი შეიცავს 57.90 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის ტიპი). თუ გაწუხებთ ზოგიერთ შაქრის აუტანლობა, კორტინეფის მიღბამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

კორტინეფის მიღების წესი

კორტინეფი მიიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კორტინეფის რეკომენდებული დღიური დოზა და მკურნალობის პერიოდი დგინდება ექიმის მიერ.

რეკომენდებული დოზა:

1-3 ტაბლეტი (100-300 მკგ-მდე) დღეში

ან

2-3 ტაბლეტი (200-300 მკგ) ყოველ მეორე ან მესამე დღეს

არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ჭარბი დოზირება:

იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა მიიღეთ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

დოზის გამოტოვება:

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუ უკვე მომდევნო დოზის დრო არის, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა. ნუ მიიღებთ ორმად დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

კორტინეფის მიღების შეწყვეტა:

კორტინეფის გამოყენების შეწყვეტასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

მკურნალობის შეწყვეტამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება და სიკვდილი.

შეიძლება შეამჩნიოთ გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის შემდეგი სიმპტომები: ცხელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გუნება განწყობილების შეცვლა, რინიტი, კონიუნქტივიტი, ქავილიანი კვანძები და სხეულის წონაში დაკლება.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, კორტინეფმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.

სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციები აღენიშნებათ.

სისხლიანი ღებინება, შავი განავალი ან სისხლიანი განავალი;

ცხელება, სისუსტე, გუნება-განწყობილების შეცვლა (ინფექციის ნიშნები);

ფსიქიური დარღვევები (პათოლოგიური, გადამეტებული სიხარული, ღრმა მწუხარება, პიროვნების დარღვევები, ფსიქოზური სიმპტომების გაძლიერება).

სხვა გვერდითი მოვლენები

ტერფებისა და ფეხების შეშუპება;

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

მომატებული არტერიული წნევა;

გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან ნელი გულისცემის შეგრძნება);

კალციუმის მომატებული გამოყოფა.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოლენების განვითარების რისკი, ეხება უმეტესად პაციენტებს, რომლებიც კორტინფეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ ან სხვა კორტიკოსტეროიდებითაც მკურნალობენ:

კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, მომატებული მგრძნობელობა ძვლების მოტეხილობებისადმი, ბარძაყისა თუ მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი;

მადის მომატება, სხეულის წონაში მატება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, საყლაპავ მილში წვის შეგრძნება;

კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის ღრუს კანდიდოზი (პირის ლორწოვან გარსზე თეთრი ნადები);

ჭრილობის გაძნელებული შეხორცება, მომატებული მგრძნობელობა სისხლდენების და სისხლნაჟღენთებისადმი, მომატებული თმიანობა, ფართო სტრიები, კანის ატროფია;

ფეხებზე კანის შეშუპება და გაწითლება, სიარულის დროს ტკივილის გაძლიერება, კანის ტემპერატურის მომატება (თრომბოფლებიტი);

უძილობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები, კრუნჩხვები;

უჩვეულო შეგრძნებები (ჩხვლეტა, მწვავე ტკივილი, წვა);

არარეგულარული მენსტრუაცია ან ამენორეა,

კუშინგის სინდრომი – დამახასიათებელი სილუეტი: მთვარისებრი სახე, მომრგვალებული ტანი, თხელი კიდურები;

ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში;

სისხლში შაქრის მომატებული დონე (შაქრიანი დიაბეტი);

თვალის დაავადებების განვითარება ან გაძლიერება;

სისხლში თრომბის განვითარების რისკი.

იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. არასასურველი მოვლენების შეტყობინება ხდება პირდაპირ სამედიცინო პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პრეპარატების რეგისტრაციის ოფისის პრეპარატის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში [ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის არსებული მისამართი, ტელეფონი და ფაქსის ნომერი]

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ მიღებული შეტყობინებების წყალობით, შესაძლებელი იქნება სამკურნალო პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს.

კორტინეფის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250С ტემპერატურის პირობებში.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბნელ და მშრალ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაში აღნიშნული ვარგისობის ვადის “Expiry date” გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა აღნიშნავს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მიმართეთ ფარმაცევტს კონსულტაციისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს უსარგებლო პრეპარატის ლიკვიდაცია. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კორტინეფი

აქტიური ნივთიერება არის ფლუდროკორტიზონის აცეტატი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატის 100 მიკროგრამს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

კორტინეფის აღწერილობა და შეფუთვა

კორტინეფის ტაბლეტები არის თეთრი-მოკრემისფერო, მრგვალი, ორმხრივად ბრტყელი, გლუვი, ერთგვაროვანი ზედაპირით. ტაბლეტ ორმხრივ ამოტვიფრულია: ერთ მხარეს ასო “F” და მეორე მხარეს ნიშანი “-”.

შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს, რომელიც მოთავსებულია ნარინჯისფერ ფლაკონში, თავდახურულია პოლიეთილენის საცობით ან

20 ტაბლეტი პვქ/ალ ფოლგის ბლისტერში.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ს.ს. პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა

მარშ. ჯ. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე

ტელ.: 42 22 50 555-559

ინსტრუქციის უკანასკნელი განახლების თარიღი: 06. 2016.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა