კორსიზი D
CORSIZ D
არამკვეთრად გამოხატული კორონარული სპაზმი; ნეიროცირკულარული დისტონია - კომპლექსური თერაპიის დროს; ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით; მომატებული აგზნებადობა; მსუბუქი უძილობა; ქავილით მიმდინარე დერმატოზები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსილამინი (doxylamine) + bromisovaleric acid ethyl ester + გუაიფენეზინი (guaifenesin)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ + 3,5მგ + 8,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -LLC „Pharma Start“(უკრაინა)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05CM
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044592
- რეგისტრირებულია
- 13 იანვარი 2026, მოქმედებს 13 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კორსიზი D — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არამკვეთრად გამოხატული კორონარული სპაზმი; ნეიროცირკულარული დისტონია - კომპლექსური თერაპიის დროს; ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით; მომატებული აგზნებადობა; მსუბუქი უძილობა; ქავილით მიმდინარე დერმატოზები.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება თითოეული პაციენტისთვის ინიშნება ინდივიდუალურად. როგორც წესი, ნიშნავენ 1 ტაბლეტს 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის მსუბუქი ფორმის დროს ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვები: პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის პორფირია.
ოჯახის ან პაციენტის ანამნეზში აღნიშნული დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
ურეტროპროსტატული აშლილობა შარდის შეკავების რისკით.
გულის მძიმე უკმარისობა.
დეპრესია და სხვა აშლილობები, რომლებიც მიმდინარეობს ცნს-ის ფუნქციონირების დათრგუნვით.
სიფრთხილის ზომები
კორსიზი D-ს მიღებისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში თავბრუს განვითარების რისკის გამო.
მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს ღამის აპნოე (სუნთქვის გაჩერების ხანგრძლივობისა და სიხშირის გაზრდა). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შარდის ფერის ცვლილება. ბოროტად გამოყენებისა და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების რისკი დაბალია, თუმცა, დაფიქსირებულა ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რის შედეგადაც განვითარდა წამლისმიერი დამოკიდებულება. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს. არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღინიშნება აშლილობები, გამოწვეული ფსიქოატიური ნივთიერებებით.
დოქსილამინის ჰიდრონსუქცინატი ნარჩუნდება ორგანიზმში დაახლოებით 5 ნახევარგამოყოფის პერიოდის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაძლოა მკვეთრად გაზრდილი იყოს ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. განმეორებითი მიღებისას სამკურნალო საშუალება ან მისი მეტაბოლიტები აღწევენ წონასწორულ მდგომარეობას გაცილებით უფრო გვიან და უფრო მაღალი დონით. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაძლოა შეფასდეს წონასწორული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ.
შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. „მიღების წესი და დოზირება“).
ასაკოვან პაციენტებში საჭიროა H1-ანტიჰისტამინური საშუალებების სიფრთხილით გამოყენება კოგნიტური აშლილობების, სედაციური ეფექტის, რეაქციის შენელების ან/და ვერტიგოს/თავბრუს განვითარების გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს ვარდნის რისკი (მაგალითად, ღამე ადგომისას).
დღის მანძილზე ძილიანობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 7 საათისა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:
ასთმით განპირობებული ქრონიკული ან უწყვეტი ხველებით, მოწევით, ქრონიკული ბრონქიტითა ან ემფიზემით;
თირკმლის ფუქციის დარღვევით;
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში;
მწვავე კუჭ-ნაწლავის აშლილობებით;
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კორსიზი D-თი მკურნალობის პერიოდში საჭიროა იმ საქმიანობისგან თავის არიდება, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას. საჭიროა დღის განმავლობაში ძილიანობის კონტროლი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მართავენ ავტოტრანსპორტსა და სხვა მექანიზმებს. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში რეაქციის სიჩქარის დარღვევა იზრდება.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მუტუალური მოქმედების გაზრდა. ალკოჰოლის მიღების ფონზე პრეპარატის ეფექტი მატულობს. ცნს-ის დათრგუნვის გამო არ არის სასურველი ნატრიუმის ოქსიბუტირატის მიღება. რეაქციის დროის გაზრდამ შესაძლოა საფრთხის მომრგველი იყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
ატროპინისა და ატროპინისმაგვარი პრეპარატებით (იმიპრამინული ანტიდეპრესანტებით, ატროპინისმაგვარი H1-ანტიჰისტამინური საშუალებების უმეტესობით, პარკინსონის საწინააღმდეგო ანტიქოლინერგული საშუალებებით, ატროპინული სპაზმოლიზური საშუალებებით, დიზოპირამიდით, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკებით, ასევე კლოზაპინით) მკურნალობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: შარდის შეკავება, შეკრულობა, პირის სიმშრალე.
ანტიდეპრესანტებით, მორფინის წარმოებულებით (ტკივილგამაყუჩებელი და ხველების სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებებით), ნეიროლეპტიკებით; ბარბიტურატებით, ბენზოდიაზეპინებით; ანქსიოლიზური საშუალებებით, ბენზოდიაზეპინების გარდა; სედაციური ანტიდეპრესანტებით (ამიტრიპტილინით, დოქსეპინით, მიანსერინით, მირტაზაპინით, ტრიმიპრამინით); სხვა საძილე საშუალებებით, H1-ანტიჰისტამინური საშუალებებით; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით; ბაკლოფენით, პიზოტიფენით, ტალიდომიდით მკურნალობის შემთხევაში შესაძლოა ცნს-ის დამთრუნველი ეფექტის მომატება.
პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს მიორელაქსანტების ეფექტი.
ლაბორატორიულ მონაცემებზე ზეგავლენა:
გვაიფენეზინი შესაძლოა გახდეს სადიაგნოზე ტესტების ცრუდადებითი შედეგების წყარო, რომლებითაც საზღვრავენ 5-ჰიდროქსი-ინდოლ ძმარმჟავასა (ფოტომეტრული მეთოდით, ნიტროზონაფტოლის რეაგენტად გამოყენებისას) და ვანილილნუშის მჟავას შარდში. აღნიშნულის გათვალისწინებით კორსიზი D-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს შარდის ანალიზების ჩაბარებამდე 48 საათით ადრე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მსუბუქი თავბრუ, გონების დაბინდვა, პარადოქსული აგზნება, დაღლილობა, რეაქციის შენელება, უძილობა (ასაკოვან პაციენტებში), ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტის შეგრძნება საჭმლის მონელებელ ტრაქტში, კუჭის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: ზემგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ყლაპვის გართულება, სახის, ტუჩების, ენისა ან ყელის შეშუპება, რინიტი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭირს ციება, ცხელება, კომა, გრანულოციტოპენია და ანაფილაქსიური შოკი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, მეგალობლასტური ანემია. თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის გართულება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: უროლითიაზი, შარდის შეკავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუქტივიტი, ცრემლდენა, ნისტაგმი, მხედველობის დარღვევა (აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ჰალუცინაციები, მხედველობის არის დეფექტი).
ცნობილია ბოროტად გამოყენებისა და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების შემთხვევები. აგრეთვე ცნობილია, რომ H1-ანტიჰისტამინურ საშუალებებს აქვთ სედაციური ეფექტი, იწვევენ კოგნიტურ აშლილობებსა და ფსიქომოტორული აქტივობის დარღვევას.
აღნიშნული მოვლენები ქრება დოზის შემცირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ბრომიზმის განვითარება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავის აშლილობები და ანტიქოლინერგული ეფექტების ნიშნები: აგზნებადობა, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის შეწითლება, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. ძალიან მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს: აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა და სუნთქვის დათრგუნვა. იშვიათია თირკმელებში კენჭების წარმოქმნა დიდი რაოდენობით გვაიფენეზინის მიმღებ პაციენტებში.
ბრომის შემცველი პრეპარატებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რაც ხასიათდება: ცნობიერების დაბინდვით, ატაქსიით, აპათიით, დეპრესიული განწყობით, კონიუქტივიტით, გაციებით, აკნეთი და პურპურათი. თუ არ მოხდება მოწამვლის განკურნება, შესაძლოა ლეტალური შედეგის მიღება სისხლძარღვთა უკმარისობის, სუნთქვის დამბლისა ან ფილტვების შეშუპების გამო.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია, რომელიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხარდაჭერისკენ, ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისკენ. ბრომის იონების გამოყოფის დაჩქარება შესაძლებელია დიდი რაოდენობით მარილისა და შარდმდენი საშუალებების ერთდროული შეყვანით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
გვაიფენეზინი 100 მგ, დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი 3.5 მგ, α-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი 8.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, β-ციკლოდექსტრინი, მალტოდექსტრინი, კროსპოვიდონი, კოპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: Opadry II White (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სედაციური, საძილე საშუალება. ავლენს მსუბუქ ანტიანგინალურ მოქმედებას. ამცირებს ცნს-ის აგზნებადობას, ავლენს დამაშვიდებელ მოქმედებას და ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას.
α-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, რომელიც შედის კორსიზი D-ს შემადგენლობაში, ავლენს სპაზმოლიზურ, კორონარულ სისხლძარღვთა გამაფართოებელ და სედაციურ ეფექტს, დიდ დოზებში ავლენს მსუბუქ საძილე ეფექტს.
გვაიფენეზინი ავლენს ანქსიოლიზურ (შფოთვის საწინააღმდეგო) მოქედებას.
დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი არის H1-რეცეპტორების ბლოკატორი და ახასიათებს სედაციური, ჰიპნოგენური და ანტიალერგიული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა: გვაიფენეზინი სწრაფად (30 წუთში) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უპირატესად აღწევს მჟავა მუკოპოლისაქარიდების შემცველ ქსოვილებში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიწევა პერორალური მიღებიდან 1-2 საათში, თერაპევტული კი ნარჩუნდება 6 საათის განმავლობაში. გვაიფენეზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. ის გამოიყოფა თირკმელებით როგორც მეტაბოლიტების, ასევე უცვლელი სახით, აგრეთვე ნახველთან ერთად. დოქსილამინის სისხლის პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათში (Tmax) საკვების მიღების შემდეგ.
დოქსილამინის ნახევარგამოყოფის დრო (T1/2) საშუალოდ შეადგენს 10 საათს.
დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებისა და N-აცეტილირების გზით. ნახევარგამოყოფის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ასაკოვან ან ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. სხვადასხვა მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება მოლეკულის დაშლის დროს, რაოდენობრივად უმნიშვნელოა, რადგან დოქსილამინის 60% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კორსიზი D
(CORSIZ D)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
გვაიფენეზინი, დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი, α-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
გვაიფენეზინი 100 მგ, დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი 3.5 მგ, α-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი 8.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, β-ციკლოდექსტრინი, მალტოდექსტრინი, კროსპოვიდონი, კოპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: Opadry II White (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური საშუალება.
ათქ-კოდი: N05CM
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სედაციური, საძილე საშუალება. ავლენს მსუბუქ ანტიანგინალურ მოქმედებას. ამცირებს ცნს-ის აგზნებადობას, ავლენს დამაშვიდებელ მოქმედებას და ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას.
α-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, რომელიც შედის კორსიზი D-ს შემადგენლობაში, ავლენს სპაზმოლიზურ, კორონარულ სისხლძარღვთა გამაფართოებელ და სედაციურ ეფექტს, დიდ დოზებში ავლენს მსუბუქ საძილე ეფექტს.
გვაიფენეზინი ავლენს ანქსიოლიზურ (შფოთვის საწინააღმდეგო) მოქედებას.
დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი არის H1-რეცეპტორების ბლოკატორი და ახასიათებს სედაციური, ჰიპნოგენური და ანტიალერგიული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა: გვაიფენეზინი სწრაფად (30 წუთში) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უპირატესად აღწევს მჟავა მუკოპოლისაქარიდების შემცველ ქსოვილებში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიწევა პერორალური მიღებიდან 1-2 საათში, თერაპევტული კი ნარჩუნდება 6 საათის განმავლობაში. გვაიფენეზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. ის გამოიყოფა თირკმელებით როგორც მეტაბოლიტების, ასევე უცვლელი სახით, აგრეთვე ნახველთან ერთად. დოქსილამინის სისხლის პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათში (Tmax) საკვების მიღების შემდეგ.
დოქსილამინის ნახევარგამოყოფის დრო (T1/2) საშუალოდ შეადგენს 10 საათს.
დოქსილამინის ჰიდროსუქცინატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებისა და N-აცეტილირების გზით. ნახევარგამოყოფის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ასაკოვან ან ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. სხვადასხვა მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება მოლეკულის დაშლის დროს, რაოდენობრივად უმნიშვნელოა, რადგან დოქსილამინის 60% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენება:
არამკვეთრად გამოხატული კორონარული სპაზმი; ნეიროცირკულარული დისტონია - კომპლექსური თერაპიის დროს; ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით; მომატებული აგზნებადობა; მსუბუქი უძილობა; ქავილით მიმდინარე დერმატოზები.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება თითოეული პაციენტისთვის ინიშნება ინდივიდუალურად. როგორც წესი, ნიშნავენ 1 ტაბლეტს 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის მსუბუქი ფორმის დროს ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვები: პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მსუბუქი თავბრუ, გონების დაბინდვა, პარადოქსული აგზნება, დაღლილობა, რეაქციის შენელება, უძილობა (ასაკოვან პაციენტებში), ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტის შეგრძნება საჭმლის მონელებელ ტრაქტში, კუჭის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: ზემგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ყლაპვის გართულება, სახის, ტუჩების, ენისა ან ყელის შეშუპება, რინიტი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭირს ციება, ცხელება, კომა, გრანულოციტოპენია და ანაფილაქსიური შოკი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, მეგალობლასტური ანემია. თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: სუნთქვის გართულება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: უროლითიაზი, შარდის შეკავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუქტივიტი, ცრემლდენა, ნისტაგმი, მხედველობის დარღვევა (აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ჰალუცინაციები, მხედველობის არის დეფექტი).
ცნობილია ბოროტად გამოყენებისა და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების შემთხვევები. აგრეთვე ცნობილია, რომ H1-ანტიჰისტამინურ საშუალებებს აქვთ სედაციური ეფექტი, იწვევენ კოგნიტურ აშლილობებსა და ფსიქომოტორული აქტივობის დარღვევას.
აღნიშნული მოვლენები ქრება დოზის შემცირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ბრომიზმის განვითარება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის პორფირია.
ოჯახის ან პაციენტის ანამნეზში აღნიშნული დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
ურეტროპროსტატული აშლილობა შარდის შეკავების რისკით.
გულის მძიმე უკმარისობა.
დეპრესია და სხვა აშლილობები, რომლებიც მიმდინარეობს ცნს-ის ფუნქციონირების დათრგუნვით.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მუტუალური მოქმედების გაზრდა. ალკოჰოლის მიღების ფონზე პრეპარატის ეფექტი მატულობს. ცნს-ის დათრგუნვის გამო არ არის სასურველი ნატრიუმის ოქსიბუტირატის მიღება. რეაქციის დროის გაზრდამ შესაძლოა საფრთხის მომრგველი იყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
ატროპინისა და ატროპინისმაგვარი პრეპარატებით (იმიპრამინული ანტიდეპრესანტებით, ატროპინისმაგვარი H1-ანტიჰისტამინური საშუალებების უმეტესობით, პარკინსონის საწინააღმდეგო ანტიქოლინერგული საშუალებებით, ატროპინული სპაზმოლიზური საშუალებებით, დიზოპირამიდით, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკებით, ასევე კლოზაპინით) მკურნალობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა: შარდის შეკავება, შეკრულობა, პირის სიმშრალე.
ანტიდეპრესანტებით, მორფინის წარმოებულებით (ტკივილგამაყუჩებელი და ხველების სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებებით), ნეიროლეპტიკებით; ბარბიტურატებით, ბენზოდიაზეპინებით; ანქსიოლიზური საშუალებებით, ბენზოდიაზეპინების გარდა; სედაციური ანტიდეპრესანტებით (ამიტრიპტილინით, დოქსეპინით, მიანსერინით, მირტაზაპინით, ტრიმიპრამინით); სხვა საძილე საშუალებებით, H1-ანტიჰისტამინური საშუალებებით; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით; ბაკლოფენით, პიზოტიფენით, ტალიდომიდით მკურნალობის შემთხევაში შესაძლოა ცნს-ის დამთრუნველი ეფექტის მომატება.
პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს მიორელაქსანტების ეფექტი.
ლაბორატორიულ მონაცემებზე ზეგავლენა:
გვაიფენეზინი შესაძლოა გახდეს სადიაგნოზე ტესტების ცრუდადებითი შედეგების წყარო, რომლებითაც საზღვრავენ 5-ჰიდროქსი-ინდოლ ძმარმჟავასა (ფოტომეტრული მეთოდით, ნიტროზონაფტოლის რეაგენტად გამოყენებისას) და ვანილილნუშის მჟავას შარდში. აღნიშნულის გათვალისწინებით კორსიზი D-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს შარდის ანალიზების ჩაბარებამდე 48 საათით ადრე.
ჭარბი დოზირება:
შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავის აშლილობები და ანტიქოლინერგული ეფექტების ნიშნები: აგზნებადობა, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის შეწითლება, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. ძალიან მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს: აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა და სუნთქვის დათრგუნვა. იშვიათია თირკმელებში კენჭების წარმოქმნა დიდი რაოდენობით გვაიფენეზინის მიმღებ პაციენტებში.
ბრომის შემცველი პრეპარატებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რაც ხასიათდება: ცნობიერების დაბინდვით, ატაქსიით, აპათიით, დეპრესიული განწყობით, კონიუქტივიტით, გაციებით, აკნეთი და პურპურათი. თუ არ მოხდება მოწამვლის განკურნება, შესაძლოა ლეტალური შედეგის მიღება სისხლძარღვთა უკმარისობის, სუნთქვის დამბლისა ან ფილტვების შეშუპების გამო.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია, რომელიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხარდაჭერისკენ, ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისკენ. ბრომის იონების გამოყოფის დაჩქარება შესაძლებელია დიდი რაოდენობით მარილისა და შარდმდენი საშუალებების ერთდროული შეყვანით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
კორსიზი D-ს მიღებისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში თავბრუს განვითარების რისკის გამო.
მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს ღამის აპნოე (სუნთქვის გაჩერების ხანგრძლივობისა და სიხშირის გაზრდა). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შარდის ფერის ცვლილება. ბოროტად გამოყენებისა და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების რისკი დაბალია, თუმცა, დაფიქსირებულა ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რის შედეგადაც განვითარდა წამლისმიერი დამოკიდებულება. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს. არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღინიშნება აშლილობები, გამოწვეული ფსიქოატიური ნივთიერებებით.
დოქსილამინის ჰიდრონსუქცინატი ნარჩუნდება ორგანიზმში დაახლოებით 5 ნახევარგამოყოფის პერიოდის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაძლოა მკვეთრად გაზრდილი იყოს ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. განმეორებითი მიღებისას სამკურნალო საშუალება ან მისი მეტაბოლიტები აღწევენ წონასწორულ მდგომარეობას გაცილებით უფრო გვიან და უფრო მაღალი დონით. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაძლოა შეფასდეს წონასწორული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ.
შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. „მიღების წესი და დოზირება“).
ასაკოვან პაციენტებში საჭიროა H1-ანტიჰისტამინური საშუალებების სიფრთხილით გამოყენება კოგნიტური აშლილობების, სედაციური ეფექტის, რეაქციის შენელების ან/და ვერტიგოს/თავბრუს განვითარების გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს ვარდნის რისკი (მაგალითად, ღამე ადგომისას).
დღის მანძილზე ძილიანობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 7 საათისა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:
ასთმით განპირობებული ქრონიკული ან უწყვეტი ხველებით, მოწევით, ქრონიკული ბრონქიტითა ან ემფიზემით;
თირკმლის ფუქციის დარღვევით;
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში;
მწვავე კუჭ-ნაწლავის აშლილობებით;
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კორსიზი D-თი მკურნალობის პერიოდში საჭიროა იმ საქმიანობისგან თავის არიდება, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას. საჭიროა დღის განმავლობაში ძილიანობის კონტროლი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მართავენ ავტოტრანსპორტსა და სხვა მექანიზმებს. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში რეაქციის სიჩქარის დარღვევა იზრდება.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


