პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კორვალოლი-დარნიცა

Corvalol-Darnitsa

ურეცეპტოდ(20მგ+18.26მგ+1.42მგ)ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით. უძილობა. ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში. არამკვეთრად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმები, ტაქიკარია. ნაწლავების სპაზმები (სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალების სახით).

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(20მგ+18.26მგ+1.42მგ) 25მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1 საცობ-საწვეთურით
მწარმოებელი
PJSC “Pharmaceutical Firm “Darnitsa” (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -PHARMHIM LLC(უკრაინა)), უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბარბიტურატები, კომბინაციები
ATC კოდი
N05CB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035166
რეგისტრირებულია
6 მაისი 2022, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC “Pharmaceutical Firm “Darnitsa” (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკორვალოლი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

კორვალოლი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით.

უძილობა.

ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში.

არამკვეთრად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმები, ტაქიკარია.

ნაწლავების სპაზმები (სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალების სახით).

მიღების წესი და დოზირება

კორვალოლი-დარნიცა მიიღება შიგნით საკვების მიღების მიუხედავად დღეში 2-3-ჯერ 15-30 წვეთი წყალთან ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 40-50 წვეთამდე.

სამკურნალო საშუალების გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ მისი კლინიკური ეფექტის და ამტანობის მიხედვით.

ბავშვები.

ბავშვებში სამკურნალოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ბრომის მიმართ;

ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

ღვიძლის მწვავე პორფირია;

გულის მძიმე უკმარისობა;

ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტის, დეპრესიის და სუიციდური ქცევისადმი მიდრეკილებით დეპრესიული დარღვევების, მიასთენიის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული და მედიკამენტოზური დამოკიდებულების (მათ შორის ანამნეზში), ქოშინით რესპირატორული დაავადებების, ობსტრუქციული სინდრომის დროს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.

18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს.

სამკურნალო საშუალების მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული სპირტიანი სასმელების ერთდროული მოხმარება მისი ტოქსიკურობის შესაძლო მომატების გამო.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ფენობარბიტალის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომის განვითარების რისკი, რისი ალბათობაც დიდია მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება კანის რეაქციების ნიშნებსა და სიმპტომებზე, აგრეთვე მათზე დაკვირვების აუცილებლობაზე. თუ აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები (მაგალითად, პროგრესიული კანის გამონაყარი (ხშირად ბუშტუკებით) და ლორწოვანას დაზიანება), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ლაიელის სინდრომის) მკურნალობის საუკეთესო შედეგები აღინიშნება ადრეული დიაგნოსტიკის და ნებისმიერი იმ პრეპარატის გამოყენების მყისიერად შეწყვეტის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომები.

თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) კორვალოლი-დარნიცას გამოყენებისას, ეს პრეპარატი შემდგომში არ უნდა იყოს გამოყენებული ამ პაციენტებში.

რეკომენდებული არ არის სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენება წამალ დამოკიდებულების განვითარების საფრთხის, ორგანიზმში ბრომის დაგროვების და ბრომით მოწამვლის შესაძლებლობის გამო.

თუ ტკივილი გულის არეში არ გადის სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, აუცილებელია ექიმთან მიმართვა მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად. სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკინეზების, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მწვავე და ქრონიკული სინდრომის, პრეპარატებით მწვავე ინტოქსიკაციის მძიმე მიმდინარეობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ეს პრეპარატი შეიცავს 56% ეთანოლს (ალკოჰოლს).

სამკურნალო საშუალების მინიმალური დოზა (15 წვეთი) შეიცავს 254 მგ ეთანოლს. რაც 6,4 მლ ლუდის ან 2,7 ღვინის ექვივალენტურია. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. აუციებელია სიფრთხილე ღვიძლის დაავადებების და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს კალიუმის ნაერთებს. აუცილებელია სიფრთხილე იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან კვების რეჟიმში აკონტროლებენ კალიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ნეიროლეპტიკები და ტრანკვილიზატორები), ძლიერდება პრეპარატ კორვალოლი-დარნიცას სედაციურ-საძილე ეფექტი, რასაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის დათრგუნვა, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებთან - სუსტდება თითოეული კომპონენტის მოქმედება. სამკურნალო საშუალების მოქმედება ძლიერდება სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ვალპროის მჟავასთან, ალკოჰოლთან ერთად, რამაც შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.

ვინაიდან ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს, არასასურველია მისი ერთდროული გამოყენება ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით (მათ შორისაა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გრიზეოფულვინი, გლუკოკორტიკოიდები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, ანტიმოკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო (აზოლების ჯგუფი), ანტიეპილეფსიური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული, პერორალური შაქრის დამწევი, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები), მათი ეფექტიანობის შემცირების გამო მეტაბოლიზმის უფრო მაღალი დონის შედეგად.

ფენობარბიტალი ამცირებს პარაცეტამოლის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეტრონიდაზოლის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სალიცილატების, საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინი) მოქმედებას. ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, ანესთეტიკების, სანარკოზე საშიალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, საძილე საშუალებების მოქმედებას. შეიძლება ზემოქმედება ფენიტოინის, აგრეთვე კარბამაზეპინის და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე სისხლში.

არასასურველია კორვალოლი-დარნიცას გამოყენება (ფენობარბიტალის შემცველობის გამო) ლამოტრიჯინთან, თირეოიდულ ჰორმონებთან, დოქსიციკლინთან, ქლორამფენიკოლთან ერთად მათი მოქმედების შესაძლო შესუსტების გამო.

მაო ინჰიბიტორები ახანგრძლივებენ ფენობარბიტალის ეფექტს.

რიფამპიცინმა შეიძლება შეამციროს ფენობარბიტალის ეფექტი. ოქროს პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის წარმოქმნის და სისხლდენის რისკი. ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას ზიდოვუდინთან ძლიერდება ორივე პრეპარატის ტოქსიკურობა. კორვალოლი-დარნიცა ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარზე

კორვალოლი-დარნიცა შეიცავს ფენობარბიტალს და ეთანოლს, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს კოორდინაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე, ძილიანობა და თავბრუსხვევა მკურნალობის პერიოდში. ამის გამო რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, მათ შორისაა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

კორვალოლი-დარნიცა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, ცრემლდენა.

რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: სუნთქვის გაძნელება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება;

ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაციები, პარადოქსული აგზნება, დაღლილობა, რეაქციების შენელება, თავის ტკივილები, კოგნიტური დარღვევები, გონების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა (ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, რინიტი;

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ქავილი. კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული ფენობარბიტალის გამოყენებისას: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), აკნე, პურპურა;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ფენობარბიტალის შემცველი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, ოსტეოგენეზის დარღვევის რისკი. არსებობს ცნობები ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპათიის, ოსტეოპოროზის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ხანგრძლივ თერაპიას ფენობარბიტალით. ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე ფენობარბიტალის ზემოქმედების მექანიზმი უცნობია.

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ბრომით მოწამვლა. სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესია, ატაქსია, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე ან პურპურა, ცრემლდენა, გონების დაბინდვა.

ეს მოვლენები გადის დოზის შემცირებისას ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას.

საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება

საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების „სარგებლის/რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო მუშაკებმა უნდა აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმირების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალების ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია მისი კომპონენტების კუმულაციასთან. ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, აბსტინენციის სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნება.

სიმპტომები

მწვავე (მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის) მოწამვლა ბარბიტურატებით: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ღრმა ძილიც კი, საიდანაც პაციენტის გამოღვიძება ძალიან ძნელია.

შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.

მწვავე მძიმე მოწამვლა: სუნთქვის დათრგუნვა, მის გაჩერებამდე, ცნს-ის დათრგუნვა, კომამდე; ჰიპოქსია, ზედაპირული სუნთქვა (ჯერ გახშირებული, შემდეგ შენელებული), გახშირებული გულისცემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დათრგუნვა, რითმის დარღვევის ჩათვლით, არტერიული წნევის დაწევა, კოლაფსოიდურ მდგომარეობამდე, ბრადიკარდია, პულსის შენელება, რეფლექსების შესუსტება ან დაკარგვა, ნისტაგმი, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის შემცირება, დიურეზის შემცირება.

ბრომის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რომელიც ხასიათდება სიმპტომებით: გონების დაბინდვის მდგომარეობა, ატაქსია, აპათია, დეპრსიული განწყობა, კონიუნქტივიტი, გაციება, აკნე ან პურპურა.

თუ არ ჩატარდა მკურნალობა მოწამვლისას, შეიძლება ლეთალური გამოსავალი სისხლძარღვების უკმარისობის, სუნთქვის დათრგუნვის ან ფილტვების შეშუპების შედეგად.

მკურნალობა.

მწვავე მოწამვლის შემთხვევებისას ტარდება ისეთივე მკურნალობა, როგორიც სხვა საძილე საშუალებებით და ბარბიტურატებით მოწამვლისას მოწამვლის სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. პაციენტი გადაყვანილი უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა საჭიროებს სტაბილიზაციას და ნორმალიზაციას. სუნთქვის უკმარისობის გადალახვა ხდება ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით, შოკის კუპირება ხდება პლაზმის და პლაზმის შემცვლელების გადასხმით. თუ მიღების შემდეგ გასულია დიდი დრო, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა (კუჭში შეჰყავთ 10 გ გააქტიურებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის ფხვნილი). ორგანიზმიდან ბარბიტურატის სწრაფი გამოყოფის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ფორსირებული დიურეზი ტუტეებით, აგრეთვე ჰემოდიალიზი და/ან ჰემოპერფუზია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას უნდა დაინიშნოს დესენსიბილიზაციის სამკურნალო საშუალებები.

ბრომით მოწამვლის მკურნალობა: ბრომის იონების გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება დაჩქარდეს სუფრის მარილის ხსნარის დიდი რაოდენობის შეყვანით სალურეტიულ საშუალებებთან ერთად შეყვანისას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, ბაღის პიტნის ზეთი;

სამკურნალო საშუალების 1 მლ შეიცავს α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერს, 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 20,0 მგ, ფენობარბიტალს 18,26 მგ, ბაღის პიტნის ზეთს 1,42 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, კალიუმის იზოვალერატი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური წვეთები, ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე სითხე ეთერის დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ უნდა გაიყინოს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

25 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

25 მლ ფლაკონი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საძილე და სედაციური სამკურნალო საშუალებები. ბარბიტურატები კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ათქ კოდი N05C B02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კორვალოლი-დარნიცა - დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალება, რომლის მოქმედებას განაპირობებენ მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები.

α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზოლიზურ მოქმედებას, განპირობებულს პირის ღრუს და ცხვირ-ხახას ცენტრალურ განყოფილებებში რეფლექტორული აგზნებადობის შემცირებით, თავის ტვინის ქერქის ნეირონებში და ქერქის ქვეშ სტრუქტურების შეფერხების მოვლენების გაძლიერებით, აგრეთვე ცენტრალური სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების აქტივობის შემცირებით და პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.

ფენობარბიტალი თრგუნავს შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის ცენტრების მააქტივირებელ ზემოქმედებას დიდი ნახევარსფეროების ქერქზე, ამასთან ამცირებს აგზნებითი ზემოქმედებების ნაკადებს თავის ტვინის ქერქზე და ქერქის ქვეშ სტრუქტურებზე. მააქტივირებელი ზემოქმედების შემცირება, დოზის მიხედვით, იწვევს დამამშიდებელ, ტრანკვილიზატორულ ან საძილე ეფექტებს. კორვალოლი-დარნიცა ამცირებს აგზნებით ზემოქმედებას სისხლძარღვების ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე, ამცირებს საერთო არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს, განსაკუთრებით გულის, და ახდენს მათ პრევენციას.

პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, მათ შორის დაახლოებით 0% მენთოლს და 4-9% მენთოლის ეთერებს. მათ შეუძლიათ პირის ღრუს სიცივის რეცეპტორების გაღიზიანება და უპირატესად გულისა და ტვინის სისხლძარღვების რეფლექტორული გაღიზიანება, გლუვი კუნთების სპაზმების მოხსნა, ახდენს დამამშვიდებელ და მსუბუქ ნაღვლმდენ მოქმედებას. ბაღის პიტნის ზეთს აქვს ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედება, შეუძლია მეტეორიზმის აღმოფხვრა. კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსების რეცეპტორების გაღიზიანებით აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ფარმაკოკინეტიკა.

შიგნით მიღებისას შეწოვა იწყება უკვე ენის ქვეშ მიდამოში, შემადგენელი კომპონენტების ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 60-80%). განსაკუთრებით სწრაფად (5-10 წუთის შემდეგ) ეფექტი ვითარდება პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება ვითარდება 15-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში. პირებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურატის მჟავას სამკურნალო საშუალებებს, მოქმედების ხანგრძლივობა მცირდება ღვიძლში ფენობარბიტალის დაჩქარებული მეტაბოლიზმის გამო, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, კორვალოლი-დარნიცას მეტაბოლიზმი შემცირებულია, ამიტომ ამ პირებში ნახევარგამოყპფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც საჭიროებს დოზის შემცირებას და სამკურნალო საშუალების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.

კლინიკური მახაისათებლები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

კორვალოლი-დარნიცა

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, ბაღის პიტნის ზეთი;

სამკურნალო საშუალების 1 მლ შეიცავს α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერს, 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 20,0 მგ, ფენობარბიტალს 18,26 მგ, ბაღის პიტნის ზეთს 1,42 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, კალიუმის იზოვალერატი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური წვეთები, ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე სითხე ეთერის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საძილე და სედაციური სამკურნალო საშუალებები. ბარბიტურატები კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ათქ კოდი N05C B02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კორვალოლი-დარნიცა - დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალება, რომლის მოქმედებას განაპირობებენ მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები.

α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზოლიზურ მოქმედებას, განპირობებულს პირის ღრუს და ცხვირ-ხახას ცენტრალურ განყოფილებებში რეფლექტორული აგზნებადობის შემცირებით, თავის ტვინის ქერქის ნეირონებში და ქერქის ქვეშ სტრუქტურების შეფერხების მოვლენების გაძლიერებით, აგრეთვე ცენტრალური სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების აქტივობის შემცირებით და პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.

ფენობარბიტალი თრგუნავს შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის ცენტრების მააქტივირებელ ზემოქმედებას დიდი ნახევარსფეროების ქერქზე, ამასთან ამცირებს აგზნებითი ზემოქმედებების ნაკადებს თავის ტვინის ქერქზე და ქერქის ქვეშ სტრუქტურებზე. მააქტივირებელი ზემოქმედების შემცირება, დოზის მიხედვით, იწვევს დამამშიდებელ, ტრანკვილიზატორულ ან საძილე ეფექტებს. კორვალოლი-დარნიცა ამცირებს აგზნებით ზემოქმედებას სისხლძარღვების ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე, ამცირებს საერთო არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს, განსაკუთრებით გულის, და ახდენს მათ პრევენციას.

პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, მათ შორის დაახლოებით 0% მენთოლს და 4-9% მენთოლის ეთერებს. მათ შეუძლიათ პირის ღრუს სიცივის რეცეპტორების გაღიზიანება და უპირატესად გულისა და ტვინის სისხლძარღვების რეფლექტორული გაღიზიანება, გლუვი კუნთების სპაზმების მოხსნა, ახდენს დამამშვიდებელ და მსუბუქ ნაღვლმდენ მოქმედებას. ბაღის პიტნის ზეთს აქვს ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედება, შეუძლია მეტეორიზმის აღმოფხვრა. კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსების რეცეპტორების გაღიზიანებით აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ფარმაკოკინეტიკა.

შიგნით მიღებისას შეწოვა იწყება უკვე ენის ქვეშ მიდამოში, შემადგენელი კომპონენტების ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 60-80%). განსაკუთრებით სწრაფად (5-10 წუთის შემდეგ) ეფექტი ვითარდება პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება ვითარდება 15-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში. პირებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურატის მჟავას სამკურნალო საშუალებებს, მოქმედების ხანგრძლივობა მცირდება ღვიძლში ფენობარბიტალის დაჩქარებული მეტაბოლიზმის გამო, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, კორვალოლი-დარნიცას მეტაბოლიზმი შემცირებულია, ამიტომ ამ პირებში ნახევარგამოყპფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც საჭიროებს დოზის შემცირებას და სამკურნალო საშუალების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.

კლინიკური მახაისათებლები

ჩვენებები.

ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით.

უძილობა.

ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში.

არამკვეთრად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმები, ტაქიკარია.

ნაწლავების სპაზმები (სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალების სახით).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ბრომის მიმართ;

ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

ღვიძლის მწვავე პორფირია;

გულის მძიმე უკმარისობა;

ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტის, დეპრესიის და სუიციდური ქცევისადმი მიდრეკილებით დეპრესიული დარღვევების, მიასთენიის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული და მედიკამენტოზური დამოკიდებულების (მათ შორის ანამნეზში), ქოშინით რესპირატორული დაავადებების, ობსტრუქციული სინდრომის დროს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.

18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ნეიროლეპტიკები და ტრანკვილიზატორები), ძლიერდება პრეპარატ კორვალოლი-დარნიცას სედაციურ-საძილე ეფექტი, რასაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის დათრგუნვა, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებთან - სუსტდება თითოეული კომპონენტის მოქმედება. სამკურნალო საშუალების მოქმედება ძლიერდება სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ვალპროის მჟავასთან, ალკოჰოლთან ერთად, რამაც შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.

ვინაიდან ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს, არასასურველია მისი ერთდროული გამოყენება ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით (მათ შორისაა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გრიზეოფულვინი, გლუკოკორტიკოიდები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, ანტიმოკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო (აზოლების ჯგუფი), ანტიეპილეფსიური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული, პერორალური შაქრის დამწევი, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები), მათი ეფექტიანობის შემცირების გამო მეტაბოლიზმის უფრო მაღალი დონის შედეგად.

ფენობარბიტალი ამცირებს პარაცეტამოლის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეტრონიდაზოლის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სალიცილატების, საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინი) მოქმედებას. ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, ანესთეტიკების, სანარკოზე საშიალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, საძილე საშუალებების მოქმედებას. შეიძლება ზემოქმედება ფენიტოინის, აგრეთვე კარბამაზეპინის და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე სისხლში.

არასასურველია კორვალოლი-დარნიცას გამოყენება (ფენობარბიტალის შემცველობის გამო) ლამოტრიჯინთან, თირეოიდულ ჰორმონებთან, დოქსიციკლინთან, ქლორამფენიკოლთან ერთად მათი მოქმედების შესაძლო შესუსტების გამო.

მაო ინჰიბიტორები ახანგრძლივებენ ფენობარბიტალის ეფექტს.

რიფამპიცინმა შეიძლება შეამციროს ფენობარბიტალის ეფექტი. ოქროს პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის წარმოქმნის და სისხლდენის რისკი. ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას ზიდოვუდინთან ძლიერდება ორივე პრეპარატის ტოქსიკურობა. კორვალოლი-დარნიცა ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.

გამოყენების თავისებურებები.

სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს.

სამკურნალო საშუალების მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული სპირტიანი სასმელების ერთდროული მოხმარება მისი ტოქსიკურობის შესაძლო მომატების გამო.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ფენობარბიტალის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომის განვითარების რისკი, რისი ალბათობაც დიდია მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება კანის რეაქციების ნიშნებსა და სიმპტომებზე, აგრეთვე მათზე დაკვირვების აუცილებლობაზე. თუ აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები (მაგალითად, პროგრესიული კანის გამონაყარი (ხშირად ბუშტუკებით) და ლორწოვანას დაზიანება), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ლაიელის სინდრომის) მკურნალობის საუკეთესო შედეგები აღინიშნება ადრეული დიაგნოსტიკის და ნებისმიერი იმ პრეპარატის გამოყენების მყისიერად შეწყვეტის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომები.

თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) კორვალოლი-დარნიცას გამოყენებისას, ეს პრეპარატი შემდგომში არ უნდა იყოს გამოყენებული ამ პაციენტებში.

რეკომენდებული არ არის სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენება წამალ დამოკიდებულების განვითარების საფრთხის, ორგანიზმში ბრომის დაგროვების და ბრომით მოწამვლის შესაძლებლობის გამო.

თუ ტკივილი გულის არეში არ გადის სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, აუცილებელია ექიმთან მიმართვა მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად. სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკინეზების, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მწვავე და ქრონიკული სინდრომის, პრეპარატებით მწვავე ინტოქსიკაციის მძიმე მიმდინარეობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

ეს პრეპარატი შეიცავს 56% ეთანოლს (ალკოჰოლს).

სამკურნალო საშუალების მინიმალური დოზა (15 წვეთი) შეიცავს 254 მგ ეთანოლს. რაც 6,4 მლ ლუდის ან 2,7 ღვინის ექვივალენტურია. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. აუციებელია სიფრთხილე ღვიძლის დაავადებების და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს კალიუმის ნაერთებს. აუცილებელია სიფრთხილე იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან კვების რეჟიმში აკონტროლებენ კალიუმს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარზე

კორვალოლი-დარნიცა შეიცავს ფენობარბიტალს და ეთანოლს, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს კოორდინაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე, ძილიანობა და თავბრუსხვევა მკურნალობის პერიოდში. ამის გამო რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, მათ შორისაა ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა.

გამოყენების წესი და დოზები.

კორვალოლი-დარნიცა მიიღება შიგნით საკვების მიღების მიუხედავად დღეში 2-3-ჯერ 15-30 წვეთი წყალთან ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 40-50 წვეთამდე.

სამკურნალო საშუალების გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ მისი კლინიკური ეფექტის და ამტანობის მიხედვით.

ბავშვები.

ბავშვებში სამკურნალოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.

დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალების ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია მისი კომპონენტების კუმულაციასთან. ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, აბსტინენციის სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნება.

სიმპტომები

მწვავე (მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის) მოწამვლა ბარბიტურატებით: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ღრმა ძილიც კი, საიდანაც პაციენტის გამოღვიძება ძალიან ძნელია.

შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.

მწვავე მძიმე მოწამვლა: სუნთქვის დათრგუნვა, მის გაჩერებამდე, ცნს-ის დათრგუნვა, კომამდე; ჰიპოქსია, ზედაპირული სუნთქვა (ჯერ გახშირებული, შემდეგ შენელებული), გახშირებული გულისცემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დათრგუნვა, რითმის დარღვევის ჩათვლით, არტერიული წნევის დაწევა, კოლაფსოიდურ მდგომარეობამდე, ბრადიკარდია, პულსის შენელება, რეფლექსების შესუსტება ან დაკარგვა, ნისტაგმი, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის შემცირება, დიურეზის შემცირება.

ბრომის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რომელიც ხასიათდება სიმპტომებით: გონების დაბინდვის მდგომარეობა, ატაქსია, აპათია, დეპრსიული განწყობა, კონიუნქტივიტი, გაციება, აკნე ან პურპურა.

თუ არ ჩატარდა მკურნალობა მოწამვლისას, შეიძლება ლეთალური გამოსავალი სისხლძარღვების უკმარისობის, სუნთქვის დათრგუნვის ან ფილტვების შეშუპების შედეგად.

მკურნალობა.

მწვავე მოწამვლის შემთხვევებისას ტარდება ისეთივე მკურნალობა, როგორიც სხვა საძილე საშუალებებით და ბარბიტურატებით მოწამვლისას მოწამვლის სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. პაციენტი გადაყვანილი უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა საჭიროებს სტაბილიზაციას და ნორმალიზაციას. სუნთქვის უკმარისობის გადალახვა ხდება ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით, შოკის კუპირება ხდება პლაზმის და პლაზმის შემცვლელების გადასხმით. თუ მიღების შემდეგ გასულია დიდი დრო, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა (კუჭში შეჰყავთ 10 გ გააქტიურებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის ფხვნილი). ორგანიზმიდან ბარბიტურატის სწრაფი გამოყოფის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ფორსირებული დიურეზი ტუტეებით, აგრეთვე ჰემოდიალიზი და/ან ჰემოპერფუზია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას უნდა დაინიშნოს დესენსიბილიზაციის სამკურნალო საშუალებები.

ბრომით მოწამვლის მკურნალობა: ბრომის იონების გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება დაჩქარდეს სუფრის მარილის ხსნარის დიდი რაოდენობის შეყვანით სალურეტიულ საშუალებებთან ერთად შეყვანისას.

გვერდითი რეაქციები.

კორვალოლი-დარნიცა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, ცრემლდენა.

რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: სუნთქვის გაძნელება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება;

ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაციები, პარადოქსული აგზნება, დაღლილობა, რეაქციების შენელება, თავის ტკივილები, კოგნიტური დარღვევები, გონების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა (ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, რინიტი;

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ქავილი. კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული ფენობარბიტალის გამოყენებისას: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), აკნე, პურპურა;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ფენობარბიტალის შემცველი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, ოსტეოგენეზის დარღვევის რისკი. არსებობს ცნობები ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპათიის, ოსტეოპოროზის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ხანგრძლივ თერაპიას ფენობარბიტალით. ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე ფენობარბიტალის ზემოქმედების მექანიზმი უცნობია.

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ბრომით მოწამვლა. სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესია, ატაქსია, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე ან პურპურა, ცრემლდენა, გონების დაბინდვა.

ეს მოვლენები გადის დოზის შემცირებისას ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას.

საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება

საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების „სარგებლის/რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო მუშაკებმა უნდა აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმირების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ უნდა გაიყინოს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

25 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

25 მლ ფლაკონი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

კერძო სააქციო საზოგადოება „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის ადგილსამყოფელი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.

უკრაინა, 02093, მ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა