კორვალოლი
CORVALOLUM
ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით; უძილობა; ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში; კორონარული სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმები, ტაქიკარდია; ნაწლავის სპაზმები, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური დარღვევებით (როგორც სპაზმოლიზური პრეპარატი).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენობარბიტალი (phenobarbital) + peppermint mentha piperita oil + bromisovaleric acid ethyl ester
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ + 18,26მგ + 1,42მგ)/მლ 25მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- „Farmak“ JSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსიურები, ბარბიტურატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციებში
- ATC კოდი
- N05CB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037307
- რეგისტრირებულია
- 14 თებერვალი 2023, მოქმედებს 14 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Farmak“ JSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- „Farmak“ JSC (უკრაინა)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კორვალოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით;
უძილობა;
ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში;
კორონარული სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმები, ტაქიკარდია;
ნაწლავის სპაზმები, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური დარღვევებით (როგორც სპაზმოლიზური პრეპარატი).
მიღების წესი და დოზირება
კორვალოლი მიიღება პერორალურად საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, 2-3-ჯერ დღეში 15-30 წვეთი წყალთან ერთად ან შაქრის ნატეხზე. საჭიროების შემთხვევაში (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზის გაზრდა შეიძლება 40-50 წვეთამდე.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი კლინიკური ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით.
ბავშვები
ბავშვების სამკურნალოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენით პედიატრიულ პრაქტიკაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ბრომის მიმართ;
ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
ღვიძლის მწვავე პორფირია;
ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტის, დეპრესიის და სუიციდური ქცევისადმი მიდრეკილებით მიმდინარე დეპრესიული აშლულობების, მიასთენიის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული და მედიკამენტური დამოკიდებულების (მათ შორის ანამნეზში), ქოშინით მიმდინარე რესპირატორულიდ დაავადებების, ობსტრუქციული სინდრომის დროს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქომოტორულ და მოძრაობით რეაქციებს.
თავი უნდა შეიკავოთ სპირტიანი სასმელების ერთდროულად გამოყენებისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ფენობარბიტალის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის განვითარება, რაც მეტად სავარაუდოა მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღება დააკვირდეს რეაქციებს კანის მხრივ. თუ აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები (მაგალითად, კანზე პროგრესირებადი გამონაყარი, ხშირად ბუშტუკები, და ლორწოვანი გარსების დაზიანებები), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მკურნალობის საუკეთესო შედეგები აღინიშნება ადრეული დიაგნოსტიკისა და ამ სიმპტომების გამოვლენაში ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაში. მკურნალობის საუკეთესო პროგნოზები აღინიშნება საეჭვო პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივი დროით შეწყვეტისას.
თუ პრეპარატ კორვალოლის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკურო ეპიდერმული ნეკროლიზი, ამ პაციენტებში პრეპარატის შემდგომი გამოყენება დაუშვებელია.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან არსებობს მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარების, ორგანიზმში ბრომის შესაძლო დაგროვებისა და ბრომით მოწამვლის განვითარების საშიშროება.
იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი გულის არეში არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე მიმდინარეობისას, ჰიპერკინეზების, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის, სამკურნალო საშუალებების მწვავე ინტოქსიკაციის დროს.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 56 მოცულობით % ეთანოლს (ალკოჰოლს).
პრეპარატის მინიმალური დოზა (15 წვეთი) შეუცავს 254 მგ ეთანოლს, რაც შეესაბამება 6.4 მლ ლუდს ან 2.7 მლ ღვინოს. მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში და ეპილეფსიით დაავადებულებებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცენტრალური დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატ კორვალოლის მოქმედებას, შესაძლებელია სედატიურ-საძილე ეფექტის ურთიერთგაძლიერება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის დათრგუნვა. პრეპარატის მოქმედება ძლიერდება ვალპროის მჟავას პრეპარატების გამოყენების ფონზე. ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას და შეუძლია გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.
ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს, და შესაბამისად, შეუძლია დააჩქაროს ზოგიერთი პრეპარატის მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით (მაგალითად, კუმარინის, ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ანტივირუსული საშუალებების, შაქრის დამწევი პერორალური საშუალებების, ჰორმონალური, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკების, ანტიარითმული, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების წარმოებულები). ფენობარბიტალი ამცირებს პარაცეტამოლის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეტრონიდაზოლის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სალიცილატების, საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინის) მოქმედებას. ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, საანესთეზიო, სანარკოზე საშუალებების, ნეიროლეფსიურების, ტრანკვილიზატორების მოქმედებას. სისხლში ფენიტოინის, ასევე კარბამაზეპინის და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე შესაძლო მოქმედება.
არ არის სასურველი პრეპარატ კორვალოლის ურთიერთქმედება (ფენობარბიტალის შემცველობის გამო) ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ლამოტრიჯინთან), თირეოიდულ ჰორმონებთან, დოქსიციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, სოკოს საწინააღმდეგო (აზოლის ჯგუფის) პრეპარატებთან, გრიზეოფულვინთან, გლუკოკორტიკოიდებთან, პერორალურ კონტრაცეპტოვებთან, რადგან შესაძლებელია ზემოთ მითითებული პრეპარატების მოქმედების შესუსტება.
ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკებისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას.
მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები ახანგრძლივებს ფენობარბიტალის ეფექტიანობას.
რიფამპიცინს შეუძლია შეამციროს ფენობარბიტალის მოქმედება. ოქროს პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულად ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის წარმოქმნისა და სისხლდენის რისკი. ფენობარბიტალის შემცველი პრეპარატების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ტოქსიკურობა. პრეპარატი ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას
კორვალოლი შეიცავს ფენობარბიტალს და ეთანოლს, ამიტომ შეიძლება იწვევდეს კოორდინაციის, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევას, ძილიანობას და თავბრუსხვევას მკურნალობის პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, მათ შორის ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, კორვალოლი კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაცია, პაროდოქსალური აგზნება, დაღლილობა, რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, კოგნიტიური დარღვევები, ცნობიერების არევა, ძილიანობა, უძილობა (ხანდაზმულ პაციენტებში), მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, გაძნელებული სუნთქვა, სახის შეშუპება;
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი. კანის მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული ფენობარბიტალის გამოყენებისას: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ჭინჭრის ციება, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე, პურპურა, ცრემლდენა;
სისხლის სისტემის მხრივ: მეგალობლასტური ანემია, ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: გაძნელებული სუნთქვა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ფენობარბიტალის შემცველი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს ოსტეოგენეზის დარღვევის რისკი. იყო შეტყობინებები ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპენიის, ოსტეოპოროზის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ ფენობარბიტალს. ძვლის ქსოვილზე ფენობარბიტალის მოქმედების მექანიზმი უცნობია.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ბრომით მოწამვლის ნიშნების გამოვლენა.
სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესია, ატაქსია, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე და პურპურა, ცრემლდენა, ცნობიერების არევა.
ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მწვავე (მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის) ინტოქსიკაცია ბარბიტურატებით: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ღრმა ძილიც კი, როდესაც შეუძლებელია პაციენტის გაღვიძება.
შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.
მწვავე მძიმე ინტოქსიკაცია: ღრმა კომა, რომელსაც თან ახლავს ქსოვილოვანი ჰიპოქსია, ზედაპირული სუნთქვა, თავდაპირველად აჩქარებული, შემდეგ შენელებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა, გულის არითმია, დაბალი არტერიული წნევა, ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, რეფლექსების შესუსტება ან დაკარგვა, ნისტაგმი, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, გულის მუშაობის დარღვევა, ტემპერატურის დაწევა, პულსის შენელება, დიურეზის შემცირება.
მკურნალობის გარეშე ინტოქსიკაცია შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს სისხლძარღვოვანი უკმარისობის, სუნთქვის დამბლის და ფილტვების შეშუპების შედეგად.
დოზის გადაჭარბება შესაძლებელია სამკურნალო საშუალების ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების კუმულაციასთან. ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს დამოკიდებულებას, აბსტინენტურ სინდრომს, ფსიქომოტორულ აგზნებას.
ბრომის შემცველი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს ბრომით ინტოქსიკაციას, რასაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ცნობიერების არევის მდგომარეობა, ატაქსია, აპათია, დეპრესიული ხასიათი, კონიუნქტივიტი, გაცივება, აკნე ან პურპურა.
მკურნალობა
მწვავე მოწამვლის შემთხვევების მკურნალობა საჭიროა ისევე, როგორც სხვა საძილე საშუალებებით და ბარბიტურატებით მოწამვლის მკურნალობა მისი სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. აუცილებელია სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის დასტაბილიზება და ნორმალიზება. სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნული სუნთქვის ჩატარება, შოკის კუპირება კი ხდება პლაზმის და პლაზმის შემცვლელების გადასხმით. მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემთხვევაში საჭროა კუჭის ამორეცხვა (კუჭში შეჰყავთ აქტივირებული ნახშირისა და ნატრიუმის სულფატის 10 გ ფხვნილი). ორგანიზმიდან ბარბიტურატის სწრაფად გამოდევნის მიზნით შეიძლება ფორსირებული დიურეზის ჩატარება ტუტეებით, ასევე ჰემოდიალიზი ან/და ჰემოპერფუზია.
ბრომით მოწამვლის მკურნალობა: ორგანიზმიდან ბრომის იონების გამოყოფის დაჩქარება შეიძლება მნიშვნელოვანი რაოდენობის სუფრის მარილის ხსნარის და ამავდროულად სალურეზული საშუალებების შეყვანით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას დაინიშნოს მადესენსიბილიზებელი სამკურნალო საშუალებები.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;
1 მლ ხსნარი (26 წვეთი) შეიცავს α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერს 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 20 მგ, ფენობარბიტალს - 18.26 მგ, პიტნის ზეთს (Mentha oil) – 1.42 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სტაბილიზატორი, ეთანოლი 96%, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. პერორალური წვეთები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭირვალე უფერო სითხე სპეციფიკური სუნით.
შენახვის პირობები
2 წელი და 6 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
25 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.
გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საძილე და სედაციური საშუალებები. ბარბიტურატები სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: N05С В02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კორვალოლი დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალებაა, რომლის მოქმედებას განსაზღვრავენ მასში შემავალი კომპონენტები.
α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექსურ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია უპირატესად პირის ღრუსა და ცხვირხახის რეცეპტორების გაღიზიანებით, ცენტრალური ნერვული სისტემის რეფლექსური აგზნების დაქვეითებით, თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეირონებში დათრგუნვის მოვლენების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების აქტივობის შემცირებით და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედების შემცირებით.
ფენობარბიტალი თრგუნავს შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის ცენტრების აქტიურ ზემოქმედებას დიდი ნახევარსფეროების ქერქზე, ამასთან ამცირებს აგზნებითი მოვლენების ნაკადს თავის ტვინის ქერქზე და ქერქქვეშა სტრუქტურებზე. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად იწვევს დამამშვიდებელ, ტრანკვილიზურ ან საძილე ეფექტს. კორვალოლი ამცირებს სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებზე, კორონალურ და პერიფერულ სისხლძარღვებზე ამგზნებ ზემოქმედებას, აქვეითებს საერთო არტერიულ წნევას, ხსნის და ახდენს სისხლძარღვების სპაზმების პრევენციას, განსაკუთრებით კი გულის სისხლძარღბების.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენეტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ უპირატესად გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას. ბაღის პიტნის ზეთს აქვს ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედება, ხსნის მოტეორიზმის მოვლენებს. კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებით აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან, კომპონენტების ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 60-80%). მოქმედება განსაკუთრებით სწრაფად (5-10 წთ-ის შემდეგ) ვითარდება მისი პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. იმ პირებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცველ პრეპარატებს, მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის დაჩქარებული მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევს ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში პრეპარატ კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
კორვალოლი
(COrvalolum)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი;
1 მლ ხსნარი (26 წვეთი) შეიცავს α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერს 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 20 მგ, ფენობარბიტალს - 18.26 მგ, პიტნის ზეთს (Mentha oil) – 1.42 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სტაბილიზატორი, ეთანოლი 96%, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. პერორალური წვეთები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭირვალე უფერო სითხე სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საძილე და სედაციური საშუალებები. ბარბიტურატები სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: N05С В02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კორვალოლი დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალებაა, რომლის მოქმედებას განსაზღვრავენ მასში შემავალი კომპონენტები.
α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექსურ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია უპირატესად პირის ღრუსა და ცხვირხახის რეცეპტორების გაღიზიანებით, ცენტრალური ნერვული სისტემის რეფლექსური აგზნების დაქვეითებით, თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეირონებში დათრგუნვის მოვლენების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების აქტივობის შემცირებით და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედების შემცირებით.
ფენობარბიტალი თრგუნავს შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის ცენტრების აქტიურ ზემოქმედებას დიდი ნახევარსფეროების ქერქზე, ამასთან ამცირებს აგზნებითი მოვლენების ნაკადს თავის ტვინის ქერქზე და ქერქქვეშა სტრუქტურებზე. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად იწვევს დამამშვიდებელ, ტრანკვილიზურ ან საძილე ეფექტს. კორვალოლი ამცირებს სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებზე, კორონალურ და პერიფერულ სისხლძარღვებზე ამგზნებ ზემოქმედებას, აქვეითებს საერთო არტერიულ წნევას, ხსნის და ახდენს სისხლძარღვების სპაზმების პრევენციას, განსაკუთრებით კი გულის სისხლძარღბების.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენეტები აღიზიანებენ პირის ღრუს “სიცივის” რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ უპირატესად გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას. ბაღის პიტნის ზეთს აქვს ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედება, ხსნის მოტეორიზმის მოვლენებს. კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებით აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან, კომპონენტების ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 60-80%). მოქმედება განსაკუთრებით სწრაფად (5-10 წთ-ის შემდეგ) ვითარდება მისი პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა) ან შაქრის ნატეხზე მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში. იმ პირებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცველ პრეპარატებს, მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის დაჩქარებული მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევს ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში პრეპარატ კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით;
უძილობა;
ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში;
კორონარული სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმები, ტაქიკარდია;
ნაწლავის სპაზმები, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური დარღვევებით (როგორც სპაზმოლიზური პრეპარატი).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ბრომის მიმართ;
ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
ღვიძლის მწვავე პორფირია;
ფენობარბიტალის შემცველი სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტის, დეპრესიის და სუიციდური ქცევისადმი მიდრეკილებით მიმდინარე დეპრესიული აშლულობების, მიასთენიის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული და მედიკამენტური დამოკიდებულების (მათ შორის ანამნეზში), ქოშინით მიმდინარე რესპირატორულიდ დაავადებების, ობსტრუქციული სინდრომის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცენტრალური დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატ კორვალოლის მოქმედებას, შესაძლებელია სედატიურ-საძილე ეფექტის ურთიერთგაძლიერება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის დათრგუნვა. პრეპარატის მოქმედება ძლიერდება ვალპროის მჟავას პრეპარატების გამოყენების ფონზე. ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას და შეუძლია გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.
ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს, და შესაბამისად, შეუძლია დააჩქაროს ზოგიერთი პრეპარატის მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით (მაგალითად, კუმარინის, ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ანტივირუსული საშუალებების, შაქრის დამწევი პერორალური საშუალებების, ჰორმონალური, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკების, ანტიარითმული, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების წარმოებულები). ფენობარბიტალი ამცირებს პარაცეტამოლის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეტრონიდაზოლის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სალიცილატების, საგულე გლიკოზიდების (დიგოქსინის) მოქმედებას. ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, საანესთეზიო, სანარკოზე საშუალებების, ნეიროლეფსიურების, ტრანკვილიზატორების მოქმედებას. სისხლში ფენიტოინის, ასევე კარბამაზეპინის და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე შესაძლო მოქმედება.
არ არის სასურველი პრეპარატ კორვალოლის ურთიერთქმედება (ფენობარბიტალის შემცველობის გამო) ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ლამოტრიჯინთან), თირეოიდულ ჰორმონებთან, დოქსიციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, სოკოს საწინააღმდეგო (აზოლის ჯგუფის) პრეპარატებთან, გრიზეოფულვინთან, გლუკოკორტიკოიდებთან, პერორალურ კონტრაცეპტოვებთან, რადგან შესაძლებელია ზემოთ მითითებული პრეპარატების მოქმედების შესუსტება.
ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკებისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას.
მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები ახანგრძლივებს ფენობარბიტალის ეფექტიანობას.
რიფამპიცინს შეუძლია შეამციროს ფენობარბიტალის მოქმედება. ოქროს პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულად ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის წარმოქმნისა და სისხლდენის რისკი. ფენობარბიტალის შემცველი პრეპარატების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ტოქსიკურობა. პრეპარატი ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.
გამოყენების თავისებურებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქომოტორულ და მოძრაობით რეაქციებს.
თავი უნდა შეიკავოთ სპირტიანი სასმელების ერთდროულად გამოყენებისგან.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ფენობარბიტალის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის განვითარება, რაც მეტად სავარაუდოა მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღება დააკვირდეს რეაქციებს კანის მხრივ. თუ აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები (მაგალითად, კანზე პროგრესირებადი გამონაყარი, ხშირად ბუშტუკები, და ლორწოვანი გარსების დაზიანებები), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მკურნალობის საუკეთესო შედეგები აღინიშნება ადრეული დიაგნოსტიკისა და ამ სიმპტომების გამოვლენაში ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემთხვევაში. მკურნალობის საუკეთესო პროგნოზები აღინიშნება საეჭვო პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივი დროით შეწყვეტისას.
თუ პრეპარატ კორვალოლის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკურო ეპიდერმული ნეკროლიზი, ამ პაციენტებში პრეპარატის შემდგომი გამოყენება დაუშვებელია.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან არსებობს მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარების, ორგანიზმში ბრომის შესაძლო დაგროვებისა და ბრომით მოწამვლის განვითარების საშიშროება.
იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი გულის არეში არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე მიმდინარეობისას, ჰიპერკინეზების, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის, სამკურნალო საშუალებების მწვავე ინტოქსიკაციის დროს.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 56 მოცულობით % ეთანოლს (ალკოჰოლს).
პრეპარატის მინიმალური დოზა (15 წვეთი) შეუცავს 254 მგ ეთანოლს, რაც შეესაბამება 6.4 მლ ლუდს ან 2.7 მლ ღვინოს. მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში და ეპილეფსიით დაავადებულებებში.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას
კორვალოლი შეიცავს ფენობარბიტალს და ეთანოლს, ამიტომ შეიძლება იწვევდეს კოორდინაციის, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევას, ძილიანობას და თავბრუსხვევას მკურნალობის პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, მათ შორის ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
გამოყენების წესი და დოზები
კორვალოლი მიიღება პერორალურად საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, 2-3-ჯერ დღეში 15-30 წვეთი წყალთან ერთად ან შაქრის ნატეხზე. საჭიროების შემთხვევაში (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზის გაზრდა შეიძლება 40-50 წვეთამდე.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი კლინიკური ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით.
ბავშვები
ბავშვების სამკურნალოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენით პედიატრიულ პრაქტიკაში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
მწვავე (მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის) ინტოქსიკაცია ბარბიტურატებით: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ღრმა ძილიც კი, როდესაც შეუძლებელია პაციენტის გაღვიძება.
შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.
მწვავე მძიმე ინტოქსიკაცია: ღრმა კომა, რომელსაც თან ახლავს ქსოვილოვანი ჰიპოქსია, ზედაპირული სუნთქვა, თავდაპირველად აჩქარებული, შემდეგ შენელებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა, გულის არითმია, დაბალი არტერიული წნევა, ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, რეფლექსების შესუსტება ან დაკარგვა, ნისტაგმი, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, გულის მუშაობის დარღვევა, ტემპერატურის დაწევა, პულსის შენელება, დიურეზის შემცირება.
მკურნალობის გარეშე ინტოქსიკაცია შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს სისხლძარღვოვანი უკმარისობის, სუნთქვის დამბლის და ფილტვების შეშუპების შედეგად.
დოზის გადაჭარბება შესაძლებელია სამკურნალო საშუალების ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების კუმულაციასთან. ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს დამოკიდებულებას, აბსტინენტურ სინდრომს, ფსიქომოტორულ აგზნებას.
ბრომის შემცველი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს ბრომით ინტოქსიკაციას, რასაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ცნობიერების არევის მდგომარეობა, ატაქსია, აპათია, დეპრესიული ხასიათი, კონიუნქტივიტი, გაცივება, აკნე ან პურპურა.
მკურნალობა
მწვავე მოწამვლის შემთხვევების მკურნალობა საჭიროა ისევე, როგორც სხვა საძილე საშუალებებით და ბარბიტურატებით მოწამვლის მკურნალობა მისი სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. აუცილებელია სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის დასტაბილიზება და ნორმალიზება. სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნული სუნთქვის ჩატარება, შოკის კუპირება კი ხდება პლაზმის და პლაზმის შემცვლელების გადასხმით. მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემთხვევაში საჭროა კუჭის ამორეცხვა (კუჭში შეჰყავთ აქტივირებული ნახშირისა და ნატრიუმის სულფატის 10 გ ფხვნილი). ორგანიზმიდან ბარბიტურატის სწრაფად გამოდევნის მიზნით შეიძლება ფორსირებული დიურეზის ჩატარება ტუტეებით, ასევე ჰემოდიალიზი ან/და ჰემოპერფუზია.
ბრომით მოწამვლის მკურნალობა: ორგანიზმიდან ბრომის იონების გამოყოფის დაჩქარება შეიძლება მნიშვნელოვანი რაოდენობის სუფრის მარილის ხსნარის და ამავდროულად სალურეზული საშუალებების შეყვანით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას დაინიშნოს მადესენსიბილიზებელი სამკურნალო საშუალებები.
გვერდითი რეაქციები
ჩვეულებრივ, კორვალოლი კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაცია, პაროდოქსალური აგზნება, დაღლილობა, რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, კოგნიტიური დარღვევები, ცნობიერების არევა, ძილიანობა, უძილობა (ხანდაზმულ პაციენტებში), მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, გაძნელებული სუნთქვა, სახის შეშუპება;
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი. კანის მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციები, რეგისტრირებული ფენობარბიტალის გამოყენებისას: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ჭინჭრის ციება, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე, პურპურა, ცრემლდენა;
სისხლის სისტემის მხრივ: მეგალობლასტური ანემია, ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: გაძნელებული სუნთქვა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ფენობარბიტალის შემცველი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს ოსტეოგენეზის დარღვევის რისკი. იყო შეტყობინებები ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპენიის, ოსტეოპოროზის და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ ფენობარბიტალს. ძვლის ქსოვილზე ფენობარბიტალის მოქმედების მექანიზმი უცნობია.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ბრომით მოწამვლის ნიშნების გამოვლენა.
სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესია, ატაქსია, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე და პურპურა, ცრემლდენა, ცნობიერების არევა.
ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
2 წელი და 6 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
25 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.
გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
სს “ფარმაკი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი
უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქუჩა 74.
ბოლო გადახედვის თარიღი: 20.01.2021.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


