კოლხიცინი 500მიკროგრამი ტაბლეტები
Colchicine 500microgram Tablets
პრეპარატის სახელწოდება არის კოლხიცინის ტაბლეტები. აქტიური ნივთიერება კოლხიცინის ტაბლეტებში არის კოხიცინი, რომელიც მიეკუთვნაბა პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებებს. კოლხიცინის ტაბლეტები ინიშნება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Colchicine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მკგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- CP Pharmaceuticals Ltd, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე
- ATC კოდი
- M04AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043474
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კოლხიცინი 500მიკროგრამი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატის სახელწოდება არის კოლხიცინის ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება კოლხიცინის ტაბლეტებში არის კოხიცინი, რომელიც მიეკუთვნაბა პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებებს.
კოლხიცინის ტაბლეტები ინიშნება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.
მიღების წესი და დოზირება
კოლხიცინის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ან ფარმაცევტთან დაკავშირება.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი და ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ.
მთლიანი კოლხიცინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად
მოზრდილებში პოდაგრის მკურნალობა:
მკურნალობა იწყება 2 ტაბლეტით, რასაც ერთ საათში ემატება 1 ტაბლეტი. პრეპარატი აღარ მიიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. 12 საათის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს დოზით არაუმეტეს 1 ტაბლეტისა 3-ჯერ დღეში, სიმპტომების მოხსნამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების მოხსნამდე ან როდესაც მიღებული ტაბლეტების საერთო რაოდენობა მიაღწევს 12-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 12 ტაბლეტს. კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი კურსი უახლოესი 3 დღის განმავლობაში.
მოზრდილებში პოდაგრის გამწვავების პრევენცია:
პოდაგრის გამწვავებების საპრევენციოდ მოზრდილის დოზა შეადგენს ორ კოლხიცინის ტაბლეტს დღეში. პაციენტისთვის ოპტიმალური დოზირების განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ.
ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების შემთხვევაში
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა. აუცილებელია გვერდითი მოვლენების მკაცრი მონიტორინგი. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში კოლხიცინის ტაბლეტები არ მიიღება.
თუ პაციენტი იღებს კოლხიცინის ტაბლეტების დასაშვებზე მეტ რაოდენობას:
უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში შემთხვევათა და გადაუდებელი მდგომარეობების განყოფილებასთან დაუყოვნებლივ დაკავშირება. თან უნდა მოხდეს კოლხიცინის ტაბლეტებისა და ინსტრუქციის წარდგენა.
პრეპარატის ძალიან მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ადრეული სიმპტომები (ვლინდება დაახლოებით 3 საათში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს მოგვიანებითაც) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, კუჭის ტკივილს, სისხლიან ფაღარათს და არტერიალ ჰიპოტენზიას.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში:
გამოტოვებული ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს უახლოეს დროში. თუ უკვე მეორე ტაბლეტის მიღების დროა, მაშინ წინა დოზა უნდა გამოიტოვოს. არ უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. მიღებულ ტაბლეტთა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ექიმის მიერ მითითებულზე მცირე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
კოლხიცინის ან კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ “რას შეიცავს კოლხიცინის ტაბლეტები”).
მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევის არსებობის დროს
ორსულობის დროს
ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს
ჰემოდიალიზზე ყოფნის დროს
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, როდესაც მიიღება გარკვეული მედიკამენტები (იხ. “ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან”):
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი ეჭვობს, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე ეხება მას.
სპეციალური სიფრთხილის ზომები კოლხიცინის ტაბლეტებთან დაკავშირებით:
კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს:
გულის, თირკმელების, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს
უღონობისა და სისუსტის დროს
სისხლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კოლხიცინის ტაბლეტები შესაძლოა იყოს ტოქსიური და ამიტომ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი დოზით. დოზის გადაჭარბება შესაძლოა მოხდეს მარტივად, რადგან ეფექტურ და ტოქსიურ დოზებს შორის განსხვავება მცირეა. ამგვარად, ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და ფაღარათი, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს კოლხიცინის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
კოლხიცინის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის ტვინის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც შესაძლოა გამოვლინდეს აგრანულოციტოზით (ზოგიერთი ტიპის სისხლის თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება), აპლაზიური ანემიით (სისხლის წითელი უჯრედების და პიგმენტის რაოდენობის დაქვეითება) და/ან თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება). ცვლილებების მონიტორინგის მიზნით პაციენტმა რეგულარულად უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზები.
ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ჰემატოლოგიურ პრობლემაზე. მკურნალი ექიმის მითითებით შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დაუყოვნებელი შემოწმება (ასევე იხ. ნაწილი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მანამდე დანიშნული მედიკამენტის ან მედიკამენტების მოქმედებაზე.
ქვემოთ მოცემულ პრეპარატებთან ერთად კოლხიცინის ტაბლეტების მიღებისას იზრდება კოლხიცინით გამოწვეული ტოქსიურობის განვითარების რისკი, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების სახით:
ზოგიერთი ანტიბიოტიჯი, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელითრომიცინი (ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ)
რიტონავირი, ატაზანავირი ან ინდინავირი (ანტი ვირუსული მედიკამენტები, რომლებიც ინიშნება შიდსის სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი (ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ ორგანოს მოცილების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის დროს).
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
ზოგიერთი საგულე პრეპარატი, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი
დისულფრამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ)
თუ პაციენტი იღებს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს, შესაძლოა საჭირო გახდეს კოლხიცინის ტაბლეტების დოზის კორექცია პრეპარატით ან მკურნალობის დროებითი შეწყვეტა. პაციენტმა არ უნდა დაიწყოს კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობა თუ მას აქვს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები და იღებს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს.
პაციენტმა ასევე უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარტების გამოყენების შესახებ:
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად), რადგან მან შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის კონცენტრაცია სისხლში
ტოლბუტამიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის), რადგან მან შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის კონცენტრაცია სისხლში
დიგოქსინი (გამოიყენება გულის ზოგიერთი პრობლემის სამკურნალოდ) და „ფიბრატები“ (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად), რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ რაბდომიოლიზის (კუნთის დაავადება) განვითარების რისკი.
პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი იღებს ისეთ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ღვიძლის, თირკმელების ან სისხლის დაზიანება. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვიტამინი B12-ის შეწოვის ხარისხი.
ურთიერთქმედება საკვებთად და სასმელთან
გრეიპფრუტის წვენმა შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის დონე სისხლში. ამრიგად, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა დალიოს გრეიპფრუტის წვენი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოლხიცინის ტაბლეტები თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პრეპარატი არ უნდა მიიღონ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას.
კოლხიცინი ხვდება დედის რძეში. პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არსებობს თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა. მათი განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა:
კოლხიცინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აქვს ექიმისაგან ინფორმაცია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კოლხიცინის ტაბლეტებს ასევე ახასიათებს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
უნდა მოხდეს კოლხიცინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალთან შემთხვევათა და გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტთან დაკავშირება, თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:
გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და ფაღარათი (ასევე იხ. ნაწილი 2 “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”). აღნიშნული გვერდითი მოვლენები ვითარდება ხშირად (10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში).
სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს მძიმე ჰემატოლოგიურ დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით (ასევე იხ. ნაწილი 2 “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”). აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული ცნობების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე დადგენილი არ არის:
ნერვების ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება.
ნერვების დაზიანება
სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან
ღვიძლის დაზიანება
თმის ცვენა
გამონაყარი
კუნთების ტკივილი ან სისუსტე
რაბდომიოლიზი (კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება)
თირკმელების დაზიანება
მენსტრუალური ციკლის მოშლა
მენსტრუალური ტკივილი
სპერმის წარმოქმნის უნარის დაქვეითება (სპერმატოციტების რაოდენობის სრული ან ნაწილობრივი დაქვეითება).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
დიდი ბრიტანეთი
Yellow Card Scheme
www.mhra.gov.uk/yellowcard.
ან მოძებნეთ: MHRA Yellow Card Google Play-ს აპლიკაციაში
გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენაში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კოლხიცინის ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
კოლხიცინის ტაბლეტები არ მიიღება დაძველების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მაგალითად ფერის ცვლილებისას.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მიკროგრამ კოლხიცინს (მშრალი წონის საფუძველზე).
დამატებითი ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სტეარის მჟავა და გაწმენდილი ტალკი.
კოლხიცინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა:
კოლხიცინის ტაბლეტები არის თეთრი ან მკრთალი მოყვითალო ფერის და არის პრინტით CP ან მის გარეშე ერთ ზედაპირზე. კოლხიცინის ტაბლეტები ხელმისაწვდომმია პლასტიკურ (პოლიპროპილენი ან პოლიეთილენი) კონტეინერებში რაოდენობით 100 ტაბლეტი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Wockhardt UK Limited, Ash Road North, Wrexham, LL13 9UF, UK.
ვოქჰარდტი უკ ლიმიტედ, აშ როუდ ნორს, ვრექსამ, LL13 9UF, გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები
კოლხიცინი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების ან ეჭვის არსებობისას, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვებისთვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კოლხიცინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ისინი?
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე?
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კოლხიცინის ტაბლეტების შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს კოლხიცინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ისინი?
პრეპარატის სახელწოდება არის კოლხიცინის ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება კოლხიცინის ტაბლეტებში არის კოხიცინი, რომელიც მიეკუთვნაბა პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებებს.
კოლხიცინის ტაბლეტები ინიშნება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე?
კოლხიცინის ტაბლეტები არ მიიღება:
კოლხიცინის ან კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ “რას შეიცავს კოლხიცინის ტაბლეტები”).
მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევის არსებობის დროს
ორსულობის დროს
ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს
ჰემოდიალიზზე ყოფნის დროს
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, როდესაც მიიღება გარკვეული მედიკამენტები (იხ. “ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან”):
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი ეჭვობს, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე ეხება მას.
სპეციალური სიფრთხილის ზომები კოლხიცინის ტაბლეტებთან დაკავშირებით:
კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს:
გულის, თირკმელების, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს
უღონობისა და სისუსტის დროს
სისხლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კოლხიცინის ტაბლეტები შესაძლოა იყოს ტოქსიური და ამიტომ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი დოზით. დოზის გადაჭარბება შესაძლოა მოხდეს მარტივად, რადგან ეფექტურ და ტოქსიურ დოზებს შორის განსხვავება მცირეა. ამგვარად, ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და ფაღარათი, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს კოლხიცინის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
კოლხიცინის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის ტვინის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც შესაძლოა გამოვლინდეს აგრანულოციტოზით (ზოგიერთი ტიპის სისხლის თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება), აპლაზიური ანემიით (სისხლის წითელი უჯრედების და პიგმენტის რაოდენობის დაქვეითება) და/ან თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება). ცვლილებების მონიტორინგის მიზნით პაციენტმა რეგულარულად უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზები.
ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ჰემატოლოგიურ პრობლემაზე. მკურნალი ექიმის მითითებით შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დაუყოვნებელი შემოწმება (ასევე იხ. ნაწილი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მანამდე დანიშნული მედიკამენტის ან მედიკამენტების მოქმედებაზე.
ქვემოთ მოცემულ პრეპარატებთან ერთად კოლხიცინის ტაბლეტების მიღებისას იზრდება კოლხიცინით გამოწვეული ტოქსიურობის განვითარების რისკი, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების სახით:
ზოგიერთი ანტიბიოტიჯი, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელითრომიცინი (ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ)
რიტონავირი, ატაზანავირი ან ინდინავირი (ანტი ვირუსული მედიკამენტები, რომლებიც ინიშნება შიდსის სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი (ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ ორგანოს მოცილების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის დროს).
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
ზოგიერთი საგულე პრეპარატი, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი
დისულფრამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ)
თუ პაციენტი იღებს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს, შესაძლოა საჭირო გახდეს კოლხიცინის ტაბლეტების დოზის კორექცია პრეპარატით ან მკურნალობის დროებითი შეწყვეტა. პაციენტმა არ უნდა დაიწყოს კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობა თუ მას აქვს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები და იღებს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს.
პაციენტმა ასევე უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარტების გამოყენების შესახებ:
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად), რადგან მან შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის კონცენტრაცია სისხლში
ტოლბუტამიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის), რადგან მან შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის კონცენტრაცია სისხლში
დიგოქსინი (გამოიყენება გულის ზოგიერთი პრობლემის სამკურნალოდ) და „ფიბრატები“ (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად), რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ რაბდომიოლიზის (კუნთის დაავადება) განვითარების რისკი.
პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი იღებს ისეთ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ღვიძლის, თირკმელების ან სისხლის დაზიანება. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვიტამინი B12-ის შეწოვის ხარისხი.
ურთიერთქმედება საკვებთად და სასმელთან
გრეიპფრუტის წვენმა შესაძლოა გაზარდოს კოლხიცინის დონე სისხლში. ამრიგად, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა დალიოს გრეიპფრუტის წვენი.
ორსულობა და ძუძუთი-კვება
პაციენტმა არ უნდა მიიღოს კოლხიცინის ტაბლეტები თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პრეპარატი არ უნდა მიიღონ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას.
კოლხიცინი ხვდება დედის რძეში. პრეპარატი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
არსებობს თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა. მათი განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა:
კოლხიცინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აქვს ექიმისაგან ინფორმაცია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი
კოლხიცინის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ან ფარმაცევტთან დაკავშირება.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი და ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ.
მთლიანი კოლხიცინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად
მოზრდილებში პოდაგრის მკურნალობა:
მკურნალობა იწყება 2 ტაბლეტით, რასაც ერთ საათში ემატება 1 ტაბლეტი. პრეპარატი აღარ მიიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. 12 საათის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს დოზით არაუმეტეს 1 ტაბლეტისა 3-ჯერ დღეში, სიმპტომების მოხსნამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების მოხსნამდე ან როდესაც მიღებული ტაბლეტების საერთო რაოდენობა მიაღწევს 12-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 12 ტაბლეტს. კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი კურსი უახლოესი 3 დღის განმავლობაში.
მოზრდილებში პოდაგრის გამწვავების პრევენცია:
პოდაგრის გამწვავებების საპრევენციოდ მოზრდილის დოზა შეადგენს ორ კოლხიცინის ტაბლეტს დღეში. პაციენტისთვის ოპტიმალური დოზირების განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ.
ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების შემთხვევაში
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა. აუცილებელია გვერდითი მოვლენების მკაცრი მონიტორინგი. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში კოლხიცინის ტაბლეტები არ მიიღება.
თუ პაციენტი იღებს კოლხიცინის ტაბლეტების დასაშვებზე მეტ რაოდენობას:
უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში შემთხვევათა და გადაუდებელი მდგომარეობების განყოფილებასთან დაუყოვნებლივ დაკავშირება. თან უნდა მოხდეს კოლხიცინის ტაბლეტებისა და ინსტრუქციის წარდგენა.
პრეპარატის ძალიან მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ადრეული სიმპტომები (ვლინდება დაახლოებით 3 საათში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს მოგვიანებითაც) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, კუჭის ტკივილს, სისხლიან ფაღარათს და არტერიალ ჰიპოტენზიას.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში:
გამოტოვებული ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს უახლოეს დროში. თუ უკვე მეორე ტაბლეტის მიღების დროა, მაშინ წინა დოზა უნდა გამოიტოვოს. არ უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. მიღებულ ტაბლეტთა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ექიმის მიერ მითითებულზე მცირე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კოლხიცინის ტაბლეტებს ასევე ახასიათებს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
უნდა მოხდეს კოლხიცინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალთან შემთხვევათა და გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტთან დაკავშირება, თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:
გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და ფაღარათი (ასევე იხ. ნაწილი 2 “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”). აღნიშნული გვერდითი მოვლენები ვითარდება ხშირად (10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში).
სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს მძიმე ჰემატოლოგიურ დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით (ასევე იხ. ნაწილი 2 “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”). აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული ცნობების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე დადგენილი არ არის:
ნერვების ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება.
ნერვების დაზიანება
სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან
ღვიძლის დაზიანება
თმის ცვენა
გამონაყარი
კუნთების ტკივილი ან სისუსტე
რაბდომიოლიზი (კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება)
თირკმელების დაზიანება
მენსტრუალური ციკლის მოშლა
მენსტრუალური ტკივილი
სპერმის წარმოქმნის უნარის დაქვეითება (სპერმატოციტების რაოდენობის სრული ან ნაწილობრივი დაქვეითება).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
დიდი ბრიტანეთი
Yellow Card Scheme
www.mhra.gov.uk/yellowcard.
ან მოძებნეთ: MHRA Yellow Card Google Play-ს აპლიკაციაში
გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენაში.
კოლხიცინის ტაბლეტების შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კოლხიცინის ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
კოლხიცინის ტაბლეტები არ მიიღება დაძველების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მაგალითად ფერის ცვლილებისას.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მიკროგრამ კოლხიცინს (მშრალი წონის საფუძველზე).
დამატებითი ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სტეარის მჟავა და გაწმენდილი ტალკი.
კოლხიცინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა:
კოლხიცინის ტაბლეტები არის თეთრი ან მკრთალი მოყვითალო ფერის და არის პრინტით CP ან მის გარეშე ერთ ზედაპირზე. კოლხიცინის ტაბლეტები ხელმისაწვდომმია პლასტიკურ (პოლიპროპილენი ან პოლიეთილენი) კონტეინერებში რაოდენობით 100 ტაბლეტი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Wockhardt UK Limited, Ash Road North, Wrexham, LL13 9UF, UK.
ვოქჰარდტი უკ ლიმიტედ, აშ როუდ ნორს, ვრექსამ, LL13 9UF, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:
CP Pharmaceuticals Limited, Ash Road North, Wrexham, LL13 9UF, UK
სიპი ფარმაცეუტიკალს ლიმიტედ, აშ როუდ ნორს, ვრექსამ, LL13 9UF, გაერთიანებული სამეფო
სხვა ფორმატები
აღნიშნული ინსტრუქციის ბრაილზე კოპირების, დიდი პრინტის ან აუდიო ფორმის მოსმენის ან მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ უფასოდ:
0800 198 5000 (გაერთიანებული სამეფო მხოლოდ).
იყავით მზად შემდეგი ინფორმაციის მოწოდებისთვის:
პროდუქტის სახელწოდება
ცნობის ნომერი
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები
29831/0055
ეს არის უსინათლო ხალხის სამეფო ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სერვისი.
ინსტრუქციის დამტკიცების ბოლო თარიღი – 11/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



