კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები
Colchicine 500 microgram Tablets
მედიკამენტის სახელწოდებაა კოლხიცინი. კოლხიცინი არის პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება. მოზრდილებში კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავებების პრევენციისათვის, როცა მკურნალობა იწყება სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Colchicine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მკგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Strides Pharma Science Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე
- ATC კოდი
- M04AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043072
- რეგისტრირებულია
- 2 აპრილი 2025, მოქმედებს 27 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა კოლხიცინი. კოლხიცინი არის პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება. მოზრდილებში კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავებების პრევენციისათვის, როცა მკურნალობა იწყება სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.
მოზრდილებსა და ბავშვებში ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების (პერიოდული დაავადების) დროს შეტევების პროფილაქტიკისა და ამილოიდოზის პრევენციისათვის. ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელება იწვევს მაღალი ტემპერატურის, ტკივილის და სხვა ფაქტორების პერიოდულ შეტევებს. ამ დაავადების მკურნალობა ხდება სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების ფარგლებში.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კოლხიცინის რამდენი ტაბლეტი უნდა იქნეს მიღებული და რა ხანგრძლივობით.
კოლხიცინი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად.
იმ შემთხვევაში, როცა გაძნელებულია/ვერ ხერხდება ტაბლეტის გადაყლაპვა, პაციენტმა/მომვლელმა სამედიცინო სპეციალისტთან უნდა განიხილონ უფრო შესაფერისი, ალტერნატიული მიღების მეთოდი.
მოზრდილებში გამოყენება:
დოზები პოდაგრის შეტევის სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზაა ორი (2) კოლხიცინის ტაბლეტი დასაწყისში, რომელსაც მოსდევს ერთი (1) კოლხიცინის ტაბლეტი ერთი (1) საათის შემდეგ. შემდგომი თორმეტი (12) საათის განმავლობაში აღარ უნდა იქნეს მიღებული ტაბლეტები. საჭიროების შემთხვევაში, კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობა შეიძლება განახლდეს მაქსიმალური დოზით ერთი (1) ტაბლეტი სამჯერ დღეში სიმპტომების მოხსნამდე.
მკურნალობის კურსი მთავრდება, როცა სიმპტომები იხსნება ან როცა მთლიანი დოზა თორმეტი (12) კოლხიცინის ტაბლეტი მიღებულია. დაუშვებელია მკურნალობის ერთ კურსზე კოლხიცინის თორმეტ (12) ტაბლეტზე მეტის მიღება. მკურნალობის მეორე კურსი არ უნდა დაიწყოს სამ დღეზე ნაკლებ დროში.
პოდაგრის გამწვავებების პრევენცია, როცა მკურნალობა იწყება სხვა მედიკამენტებით:
რეკომენდებული დოზაა კოლხიცინის ერთი (1) ტაბლეტი ორჯერ დღეში.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კოლხიცინით მკურნალობის ხანგრძლივობას.
დოზები ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების დროს
რეკომენდებული დოზაა კოლხიცინის ორი (2) - ექვსი (6) ტაბლეტი დღეში. დღიური დოზა შეიძლება მიღებულ იქნეს ერთჯერადი დოზის სახით ან გაიყოს ორ დოზად დღეში (დოზებისათვის სამი (3) - ექვსი (6) ტაბლეტი დღეში).
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმმა შეიძლება გაზარდოს კოლხიცინის დოზა თანდათანობით, მაქსიმუმ ექვს (6) ტაბლეტამდე დღეში. საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე კოლხიცინის დოზის ნებისმიერი გაზრდისას.
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს
ექიმმა შეიძლება შეამციროს კოლხიცინის დოზა და მოახდინოს პაციენტის ფრთხილი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე.
დაუშვებელია კოლხიცინის მიღება თირკმლის ან ღვიძლის მძიმე პრობლემების არსებობის დროს.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება მხოლოდ ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების (პერიოდული დაავადების) სამკურნალოდ ყურადღებითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
კოლხიცინი პოტენციურად ტოქსიკურია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზირება დამოკიდებულია ასაკზე. ქვემოთ მოცემული დღიური დოზები შეიძლება მიღებულ იქნეს ერთჯერადად ან ორჯერ დღეში გაყოფილი დოზების სახით (1 მგ/დღეში მეტი დოზებისათვის).
5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი დოზის სახით.
5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა ორი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით.
10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა სამი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით.
კოლხიცინის დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით (0.25 მგ-ით) მაქსიმალურ დოზამდე 2 მგ/დღეში (ოთხი ტაბლეტი დღეში). დოზის ნებისმიერი მომატებისას საჭიროა ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე.
მიღების მეთოდი და გზა
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
კოლხიცინის დოზის გადაჭარბებისას
კოლხიცინის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია და დარჩენილი კოლხიცინის ტაბლეტები.
რადგან კოლხიცინის მაღალი დოზა შეიძლება ძალიან ტოქსიკური, ფატალურიც იყოს. დოზის გადაჭარბების ადრეული სიმპტომები (ვითარდება დაახლოებით 3 საათში ან უფრო მეტ ხანში) შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, სისხლიან ფაღარათს და დაბალ არტერიულ წნევას.
კოლხიცინის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნეს მიღებული გამოტოვებული დოზა.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
არ უნდა მოხდეს კოლხიცინის მიღება უფრო ხანმოკლე ინტერვალით, ვიდრე ექიმის მიერ არის დანიშნული.
კოლხიცინით მკურნალობის შეწყვეტისას
კოლხიცინის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია კოლხიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მძიმე პათოლოგიები;
თუ პაციენტი ორსულადაა;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია, გარდა იმ შემთხვევისა როცა იყენებს ეფექტიან კონტრაცეპციას;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი იტარებს ჰემოდიალიზს;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს და იღებს გარკვეულ მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და კოლხიცინი”);
თუ პაციენტი 12 წლამდე ასაკისაა (თუ არ უტარდება სპეციალიზირებული მკურნალობა ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელებისათვის).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კოლხიცინის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია კოლხიცინის მიღებამდე:
თუ პაციენტი ხანდაზმული და დასუსტებულია;
თუ პაციენტს აქვს გულის, თირკმლის, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
თუ პაციენტს სისხლის დარღვევები აქვს.
კოლხიცინი შეიძლება ტოქსიკური იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავებაა კოლხიცინის ეფექტიან დოზასა და დოზის გადაჭარბებას შორის. ამიტომ, თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა, უნდა შეწყდეს კოლხიცინის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან (იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
კოლხიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის ფუნქციის სერიოზული დაქვეითება, რაც იწვევს გარკვეული ლეიკოციტების შემცირებას (აგრანულოციტოზი), ერითროციტების და პიგმენტის რაოდენობის შემცირებას (აპლაზიური ანემია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებას (თრომბოციტოპენია). საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული მონიტორინგი ნებისმიერ ცვლილებაზე.
ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ეს არის სისხლის სერიოზული პრობლემის ნიშნები და ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები (იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
ბავშვები და მოზარდები
მხოლოდ ბავშვებმა, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელება (პერიოდული დაავადება) და უტარდებათ სპეციალიზირებული სამედიცინო მკურნალობა, უნდა მიიღონ კოლციხინის ტაბლეტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. სხვა მედიკამენტების მიღებამ კოლხიცინით მკურნალობის დროს შეიძლება გავლენა იქონიოს კოლხიცინის ეფექტზე ან სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე.
კოლხიცინის მიღებისას ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, უფრო მეტად სავარაუდოა კოლხიცინის ტოქსიკურობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარება და ისინი შეიძლება სერიოზული და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს:
გარკვეული ანტიბიოტიკები, როგორიცაა: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი, ატაზანავირი და ინდინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის დროს);
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი;
გულის გარკვეული პრეპარატები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი;
დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის დამხმარე მკურნალობისათვის).
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ექიმი მოახდენს კოლხიცინის დოზის კორექციას ან დროებით შეწყვეტს კოლხიცინით მკურნალობას. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები და იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, არ უნდა მიიღოს კოლხიცინი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად), რადგან შეიძლება გაიზარდოს კოლხიცინის დონე სისხლში;
ტოლბუტამიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად), რადგან შეიძლება გაიზარდოს კოლხიცინის რაოდენობა სისხლში;
დიგოქსინი (გამოიყენება გულის გარკვეული დაავადების მკურნალობისათვის) და „ფიბრატები“ (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები), რადგან შეიძლება გაიზარდოს კუნთების დაავადების, ე.წ. „რაბდომიოლიზის“, განვითარების რისკი. კოლხიცინის მიღებამ ციკლოსპორინთან და სტატინებთან ერთად ასევე შეიძლება გაზარდოს ამ დაავადების განვითარების რისკი.
საჭიროა ექიმთან მიმართვა კოლხიცინის მიღებამდე, თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი ან სისხლი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
კოლხიცინმა შეიძლება დააქვეითოს B12 ვიტამინის რაოდენობა, რომლის შეწოვაც ხდება ნაწლავებიდან.
კოლხიცინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდოს კოლხიცინის რაოდენობა სისხლში. ამიტომ, არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიღება კოლხიცინით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ უნდა მოხდეს კოლხიცინის მიღება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
კოლხიცინი გადადის დედის რძეში. დაუშვებელია კოლხიცინის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი ეფექტიანი კონტრაცეპციის გამოყენების გარეშე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ძილიანობისა და თავბსრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა. ასეთის განვითარების შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას
კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა შეწყდეს კოლხიცინის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა (იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ეს გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები. ეს შეიძლება სისხლის სერიოზული პრობლემის ნიშნები იყოს, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინის დეპრესიით (იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):
ნერვების ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, სისუსტეს, ჩხვლეტას ან დაბუჟებას;
ნერვების დაზიანება;
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;
ღვიძლის დაზიანება;
თმის ცვენა;
გამონაყარი;
კუნთების ტკივილი ან სისუსტე;
კუნთების პათოლოგიური დაშლა, რომელიც იწვევს თირკმლის პრობლემებს (რაბდომიოლიზი);
თირკმლის დაზიანება;
მენსტრუაციის არარსებობა;
მტკივნეული მენსტრუაცია;
სპერმის დაქვეითებული წარმოქმნა (მცირე რაოდენობით სპერმატოზოიდები ან სპერმატოზოიდების არარსებობა).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს პაციენტების ამ ჯგუფში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yeloowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი E572, პოვიდონი K-30.
კოლხიცინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, რომლის ცალ მხარეს ამოტვიფრულია C5 და მეორე მხარე სადაა.
10, 14, 20, 28, 30, 40, 50, 56, 60, 70, 80, 84, 90, 100, 112 ტაბლეტი მოთავსებულია ალუ/პვქ/პვდქ ბლისტერებზე.
შენახვის პირობები
ბლისტერი ინახება გარეთა შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები
კოლხიცინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კოლხიცინის ტაბლეტები და მათი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე;
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
კოლხიცინის ტაბლეტების შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს კოლხიცინის ტაბლეტები და მათი გამოყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა კოლხიცინი. კოლხიცინი არის პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება. მოზრდილებში კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავებების პრევენციისათვის, როცა მკურნალობა იწყება სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.
მოზრდილებსა და ბავშვებში ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების (პერიოდული დაავადების) დროს შეტევების პროფილაქტიკისა და ამილოიდოზის პრევენციისათვის. ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელება იწვევს მაღალი ტემპერატურის, ტკივილის და სხვა ფაქტორების პერიოდულ შეტევებს. ამ დაავადების მკურნალობა ხდება სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების ფარგლებში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კოლხიცინის ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია კოლხიცინის ტაბლეტების მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია კოლხიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მძიმე პათოლოგიები;
თუ პაციენტი ორსულადაა;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია, გარდა იმ შემთხვევისა როცა იყენებს ეფექტიან კონტრაცეპციას;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი იტარებს ჰემოდიალიზს;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს და იღებს გარკვეულ მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და კოლხიცინი”);
თუ პაციენტი 12 წლამდე ასაკისაა (თუ არ უტარდება სპეციალიზირებული მკურნალობა ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელებისათვის).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კოლხიცინის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია კოლხიცინის მიღებამდე:
თუ პაციენტი ხანდაზმული და დასუსტებულია;
თუ პაციენტს აქვს გულის, თირკმლის, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
თუ პაციენტს სისხლის დარღვევები აქვს.
კოლხიცინი შეიძლება ტოქსიკური იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავებაა კოლხიცინის ეფექტიან დოზასა და დოზის გადაჭარბებას შორის. ამიტომ, თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა, უნდა შეწყდეს კოლხიცინის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან (იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
კოლხიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის ფუნქციის სერიოზული დაქვეითება, რაც იწვევს გარკვეული ლეიკოციტების შემცირებას (აგრანულოციტოზი), ერითროციტების და პიგმენტის რაოდენობის შემცირებას (აპლაზიური ანემია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებას (თრომბოციტოპენია). საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული მონიტორინგი ნებისმიერ ცვლილებაზე.
ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ეს არის სისხლის სერიოზული პრობლემის ნიშნები და ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები (იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
ბავშვები და მოზარდები
მხოლოდ ბავშვებმა, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელება (პერიოდული დაავადება) და უტარდებათ სპეციალიზირებული სამედიცინო მკურნალობა, უნდა მიიღონ კოლციხინის ტაბლეტები.
სხვა მედიკამენტები და კოლხიცინი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. სხვა მედიკამენტების მიღებამ კოლხიცინით მკურნალობის დროს შეიძლება გავლენა იქონიოს კოლხიცინის ეფექტზე ან სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე.
კოლხიცინის მიღებისას ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, უფრო მეტად სავარაუდოა კოლხიცინის ტოქსიკურობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარება და ისინი შეიძლება სერიოზული და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს:
გარკვეული ანტიბიოტიკები, როგორიცაა: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა რიტონავირი, ატაზანავირი და ინდინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის დროს);
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი;
გულის გარკვეული პრეპარატები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი;
დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის დამხმარე მკურნალობისათვის).
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ექიმი მოახდენს კოლხიცინის დოზის კორექციას ან დროებით შეწყვეტს კოლხიცინით მკურნალობას. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები და იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, არ უნდა მიიღოს კოლხიცინი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად), რადგან შეიძლება გაიზარდოს კოლხიცინის დონე სისხლში;
ტოლბუტამიდი (გამოიყენება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად), რადგან შეიძლება გაიზარდოს კოლხიცინის რაოდენობა სისხლში;
დიგოქსინი (გამოიყენება გულის გარკვეული დაავადების მკურნალობისათვის) და „ფიბრატები“ (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები), რადგან შეიძლება გაიზარდოს კუნთების დაავადების, ე.წ. „რაბდომიოლიზის“, განვითარების რისკი. კოლხიცინის მიღებამ ციკლოსპორინთან და სტატინებთან ერთად ასევე შეიძლება გაზარდოს ამ დაავადების განვითარების რისკი.
საჭიროა ექიმთან მიმართვა კოლხიცინის მიღებამდე, თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი ან სისხლი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
კოლხიცინმა შეიძლება დააქვეითოს B12 ვიტამინის რაოდენობა, რომლის შეწოვაც ხდება ნაწლავებიდან.
კოლხიცინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდოს კოლხიცინის რაოდენობა სისხლში. ამიტომ, არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიღება კოლხიცინით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ უნდა მოხდეს კოლხიცინის მიღება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
კოლხიცინი გადადის დედის რძეში. დაუშვებელია კოლხიცინის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი ეფექტიანი კონტრაცეპციის გამოყენების გარეშე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ძილიანობისა და თავბსრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა. ასეთის განვითარების შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას
კოლხიცინი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
კოლხიცინის ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კოლხიცინის რამდენი ტაბლეტი უნდა იქნეს მიღებული და რა ხანგრძლივობით.
კოლხიცინი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად.
იმ შემთხვევაში, როცა გაძნელებულია/ვერ ხერხდება ტაბლეტის გადაყლაპვა, პაციენტმა/მომვლელმა სამედიცინო სპეციალისტთან უნდა განიხილონ უფრო შესაფერისი, ალტერნატიული მიღების მეთოდი.
მოზრდილებში გამოყენება:
დოზები პოდაგრის შეტევის სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზაა ორი (2) კოლხიცინის ტაბლეტი დასაწყისში, რომელსაც მოსდევს ერთი (1) კოლხიცინის ტაბლეტი ერთი (1) საათის შემდეგ. შემდგომი თორმეტი (12) საათის განმავლობაში აღარ უნდა იქნეს მიღებული ტაბლეტები. საჭიროების შემთხვევაში, კოლხიცინის ტაბლეტებით მკურნალობა შეიძლება განახლდეს მაქსიმალური დოზით ერთი (1) ტაბლეტი სამჯერ დღეში სიმპტომების მოხსნამდე.
მკურნალობის კურსი მთავრდება, როცა სიმპტომები იხსნება ან როცა მთლიანი დოზა თორმეტი (12) კოლხიცინის ტაბლეტი მიღებულია. დაუშვებელია მკურნალობის ერთ კურსზე კოლხიცინის თორმეტ (12) ტაბლეტზე მეტის მიღება. მკურნალობის მეორე კურსი არ უნდა დაიწყოს სამ დღეზე ნაკლებ დროში.
პოდაგრის გამწვავებების პრევენცია, როცა მკურნალობა იწყება სხვა მედიკამენტებით:
რეკომენდებული დოზაა კოლხიცინის ერთი (1) ტაბლეტი ორჯერ დღეში.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კოლხიცინით მკურნალობის ხანგრძლივობას.
დოზები ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების დროს
რეკომენდებული დოზაა კოლხიცინის ორი (2) - ექვსი (6) ტაბლეტი დღეში. დღიური დოზა შეიძლება მიღებულ იქნეს ერთჯერადი დოზის სახით ან გაიყოს ორ დოზად დღეში (დოზებისათვის სამი (3) - ექვსი (6) ტაბლეტი დღეში).
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმმა შეიძლება გაზარდოს კოლხიცინის დოზა თანდათანობით, მაქსიმუმ ექვს (6) ტაბლეტამდე დღეში. საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე კოლხიცინის დოზის ნებისმიერი გაზრდისას.
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს
ექიმმა შეიძლება შეამციროს კოლხიცინის დოზა და მოახდინოს პაციენტის ფრთხილი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე.
დაუშვებელია კოლხიცინის მიღება თირკმლის ან ღვიძლის მძიმე პრობლემების არსებობის დროს.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება მხოლოდ ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების (პერიოდული დაავადების) სამკურნალოდ ყურადღებითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
კოლხიცინი პოტენციურად ტოქსიკურია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
ხმელთაშუაზღვის ოჯახური ცხელების მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზირება დამოკიდებულია ასაკზე. ქვემოთ მოცემული დღიური დოზები შეიძლება მიღებულ იქნეს ერთჯერადად ან ორჯერ დღეში გაყოფილი დოზების სახით (1 მგ/დღეში მეტი დოზებისათვის).
5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი დოზის სახით.
5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა ორი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით.
10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დოზაა სამი ტაბლეტი დღეში, ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით.
კოლხიცინის დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით (0.25 მგ-ით) მაქსიმალურ დოზამდე 2 მგ/დღეში (ოთხი ტაბლეტი დღეში). დოზის ნებისმიერი მომატებისას საჭიროა ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე.
მიღების მეთოდი და გზა
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
კოლხიცინის დოზის გადაჭარბებისას
კოლხიცინის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია და დარჩენილი კოლხიცინის ტაბლეტები.
რადგან კოლხიცინის მაღალი დოზა შეიძლება ძალიან ტოქსიკური, ფატალურიც იყოს. დოზის გადაჭარბების ადრეული სიმპტომები (ვითარდება დაახლოებით 3 საათში ან უფრო მეტ ხანში) შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, სისხლიან ფაღარათს და დაბალ არტერიულ წნევას.
კოლხიცინის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნეს მიღებული გამოტოვებული დოზა.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
არ უნდა მოხდეს კოლხიცინის მიღება უფრო ხანმოკლე ინტერვალით, ვიდრე ექიმის მიერ არის დანიშნული.
კოლხიცინით მკურნალობის შეწყვეტისას
კოლხიცინის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა შეწყდეს კოლხიცინის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა (იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ეს გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები. ეს შეიძლება სისხლის სერიოზული პრობლემის ნიშნები იყოს, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინის დეპრესიით (იხ. ასევე პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):
ნერვების ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, სისუსტეს, ჩხვლეტას ან დაბუჟებას;
ნერვების დაზიანება;
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;
ღვიძლის დაზიანება;
თმის ცვენა;
გამონაყარი;
კუნთების ტკივილი ან სისუსტე;
კუნთების პათოლოგიური დაშლა, რომელიც იწვევს თირკმლის პრობლემებს (რაბდომიოლიზი);
თირკმლის დაზიანება;
მენსტრუაციის არარსებობა;
მტკივნეული მენსტრუაცია;
სპერმის დაქვეითებული წარმოქმნა (მცირე რაოდენობით სპერმატოზოიდები ან სპერმატოზოიდების არარსებობა).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს პაციენტების ამ ჯგუფში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yeloowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
კოლხიცინის ტაბლეტების შენახვის წესი
ბლისტერი ინახება გარეთა შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კოლხიცინის ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი E572, პოვიდონი K-30.
კოლხიცინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
კოლხიცინი 500 მიკროგრამი ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები, რომლის ცალ მხარეს ამოტვიფრულია C5 და მეორე მხარე სადაა.
10, 14, 20, 28, 30, 40, 50, 56, 60, 70, 80, 84, 90, 100, 112 ტაბლეტი მოთავსებულია ალუ/პვქ/პვდქ ბლისტერებზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Strides Pharma UK Ltd.
Unit 4, Metro Centre, Tolpits Lane,
Watford, Hertfordshire,
WD18 9SS United Kingdom
სთრაიდზ ფარმა იუქეი ლტდ.
იუნით 4, მეტრო სენთა, ტოლპიტს ლეინ,
ვოტფორდი, ჰერტფორდშირი
WD18 9SS გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 06/2022
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


