პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები

კოლსინი

KOLSIN

რეცეპტით0,5 მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

KOLSİN წითელი ფერის, მრგვალი ფორმის გარსით დაფარული ტაბეტის სახით არის წარმოდგენილი. აქტიური ნივთოერების სახით კოლხიცინს შეიცავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Colchicine)
ფორმა და შეფუთვა
0,5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №60
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0418
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლსინი და სხვა წამალი ერთად

კოლსინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

KOLSİN წითელი ფერის, მრგვალი ფორმის გარსით დაფარული ტაბეტის სახით არის წარმოდგენილი. აქტიური ნივთოერების სახით კოლხიცინს შეიცავს.

KOLSİN გამოიყენება და მწვავე და ქრონიკული პოდაგრის დაავადებისა და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეტევებით მუცლის ტკივილით, სახსრების ტკივილით, შეშუპებით და ცხელებით) პროფილაქტიკისთვის (პროფილაქტიკური მკურნალობა არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც დაავადების წარმოქმნის ან განვითარების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება) და მკურნალობისთვის, ასევე ბეჰჩეტის დაავადების (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მტკივნეული წყლულები პირის ღრუში და სასქესო არეში, თვალის პრობლემები და კანის გამონაყარი) მკურნალობისთვის.

KOLSİN-ი 60 გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვის სახით არის გამოსაყენებლად წარმოდგენილი.

KOLSİN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

KOLSİN არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული კოლხიცინის ან COLSIN-ში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის სერიოზული დაავადება (თუ კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია)

თუ გაქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადება (როგორიცაა ანემია, კიბო, ლეიკემია და ლიმფომა)

თუ გადიხართ ჰემოდიალიზურ მკურნალობას

თუ ხართ ორსულად

თუ იმყოფებით ძუძუთი კვებაზე

თუ გაქვთ რეპროდუქციული პოტენციალი და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება და იყენებთ გარკვეულ მედიკამენტებს (იხ. განყოფილება „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე არის თუ არა მოქმედი თქვენთვის, გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KOLSİN-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

KOLSİN-ის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ქვევით ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გეხებათ:

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

KOLSİN-ი ყოველთვის მიიღეთ ისე, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ რომელიმე მდგომარეობის შესახებ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KOLSİN-ის დოზა რეგულირდება დაავადების სიმძიმის მიხედვით.

მიღება მოზრდილებში:

მწვავე პოდაგრა (ასევე კალციუმის პიროფოსფატის დეპონირება):

პრევენციულად (კრიზისების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად მუდმივად): დასაწყისისთვის დღეში ერთხელ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტის სახით იზრდება. მსუბუქი შემთხვევების დროს კვირაში 1-4-ჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება საკმარისი იქნება.

მწვავე შეტევის დროს:

რეკომენდირებული დოზა არის დასაწყისში 2 გარსით დაფარული ტაბლეტი და 1 საათის შემდგ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი. 12 საათის განმავლობაში სხვა ტაბლეტი აღარ უნდა მიიღოთ. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, KOLSİN-ით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმალური დოზით თითო ტაბლეტი სამჯერ დღეში, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კლინიკური მონაცემების მიხედვით მკურნალობა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. უნდა შეფასდეს და გადაწყდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მკურნალობის ხანგრძლივობა, გამწვავების სიხშირე, პოდაგრის დაავადების ხანგრძლივობა, ტოფუსის არსებობა და ზომა.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებისა და ამილოიდოზის (დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანოებში ამილოიდური ცილის დაგროვებით) დათრგუნვისას:

პრევენციული მიზნით: თავიდან 1 გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში და თუ დოზის ატანა შესაძლებელია, მთლიანი დოზა შეიძლება დაიყოს და 2 მგ-მდე დღეში დაყოფილი დოზებით იქნეს მიღებული. დღიური დოზები შეიძლება გაიზარდოს მთლიანობაში 2 მგ-მდე 2 ან 3 დოზად დაყოფით.

მწავვე შეტევის დათრგუნვის მიზნით:

KOLSİN-ი ძალიან ეფექტურია ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებისა და ამილოიდოზთან დაკავშირებული შეტევების საწყისი დოზა 5 წლამდე ბავშვებისთვის არის <0,5 მგ დღეში (≤0,6 მგ დღეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს), საწყისი დოზა 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის არის 0,5-1,0 მგ დღეში (1,2 მგ დრეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს), საწყისი დოზა 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში არის 1,0-1,5 მგ დღეში (1,8 მგ დღეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს). ადრე ამ პრობლემების მქონე (მაგ:ამილოიდოზი / დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანოებში ამილოიდური ცილის დაგროვებით) ან დაავადების უფრო მაღალი აქტივობის მქონე პაციენტებში შეიძლება დაიწყოს უფრო მაღალი დოზები.

ბეჰჩეტის დაავადებისას:

დღეში 2 ან 3-ჯერ თითო ტაბლეტის სახით გამოიყენება.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

მიღება ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე ბავშვებში:

5 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი; 5 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში დღეში ორჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტი. ბავშვების გაზრდასთან ერტად შესაძლებელია დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.

შენიშვნა: ცნობილია, რომ 5 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში მკურნალობის დაწყებისას, ზოგადად 7 წლის ასაკში დოზის გაზრდა (დღეში 2 გარსით დაფარულ ტაბლეტამდე გაზრდა) არის საჭირო და 5 წლის ასაკის შემდეგ მკურნალობა დაწყებული ბავშვების შემთხვევაში კი 12,5 წლის ასაკში დოზის გაზრდა ხდება საჭირო (დღეში 3 გარსით დაფარული ტაბლეტი).

უცნობია ამ დაავადების გარდა არის თუ არა KOLSİN ეფექტური და უსაფრთხო ბავშვებში.

მიღება ხანდაზმულებში:

თქვენს დოზას ექიმი განსაზღვრავს.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა მედიკამენტის დოზის შეცვლა.

დოზირება მოზრდილებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 10-50 მლ/წთ შორის):

პრევენციული გამოყენებისთვის: დღეში ერთხელი 1 გარსით დაფარული ტაბლეტი (მწვავე პოდაგრის, ართრიტის გამწვავება, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება).

მწვავე შეტევის მკურნალობისთვის: ნორმალური დოზის ნახევარი (დრეში მაქისუმ 3 მგ) (მწვავე პოდაგრის შეტევის დროს, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების გამწვავება).

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, უნდა მიმართოთ ექიმს.

დოზის განსაზღვრა თირკმლის უკმარისობის დროს:

პოდაგრის გამწვავება:

პრევენციული გამოყენება პოდაგრას გამწვავებისთვის: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Clcr 30-50 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Cler 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) საწყისი დოზა უნდა იყოს 0.25 მგ დღეში და დოზის ნებისმიერი ზრდა უნდა განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგით. დიალიზის დროს მონიტორინგით კვირაში ორჯერ 0,25 მგ უნდა მიეცეს.

პოდაგრის გამწვავების მკურნალობა: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Clcr 30-50 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Clcr 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზის კორექცია არ არის საჭირო პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ და მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ. ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განმეორებით კურსებს პოდაგრის გამწვავებისთვის. დიალიზზე მყოფ პაციენტებში პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ რეკომენდებული ჯამური დოზა უნდა შემცირდეს ერთჯერად 0,5 მგ (1 ტაბლეტი) დოზამდე. ამ პაციენტებისთვის მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ.

არ არის რეკომენდებული პოდაგრის გამწვავების მკურნალობა KOLSİN-ით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იღებენ KOLSİN-ს პროფილაქტიკური მიზნით.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება:

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და დიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზის განსაზღვრისას. ამ პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტები მსუბუქი (Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Cr 30-50 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობით უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (Cler 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დაიწყეთ 0.25 მგ/დღეში დოზით; დოზის ნებისმიერი სახის გაზრდა უნდა განხორციელდეს პაციენტის სათანადო მონიტორინგით KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო. დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებული საერთო საწყისი დოზა დღეში 0,25 მგ (ნახევარი ტაბლეტი) უნდა იყოს. დოზირება შეიძლება გაიზარდოს მკაცრი მონიტორინგით. დოზის ნებისმიერი სახის გაზრდა უნდა განხორციელდეს პაციენტის სათანადო მონიტორინგით KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო.

დოზის განსაზღვრა ღვიძლის უკმარისობის დროს:

პოდაგრის გამწვავება:

პრევენციული გამოყენება პოდაგრას გამწვავების შეტევისთვის: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პოდაგრის გამწვავების პრევენციისთვის საჭიროა დოზის შემცირება.

პოდაგრის გამწვავების მკურნალობა: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Clcr 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზის კორექცია არ არის საჭირო პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ და მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ. ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განმეორებით კურსებს პოდაგრის გამწვავებისთვის.

პაციენტები ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით უნდა იყვნენ მკაცრი დაკვორვების ქვეშ KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო.

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ KOLSİN-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი KOLSİN მიიღეთ:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება 2-დან 72 საათამდე პერიოდში არ გამოვლინდეს. პირველი სიმპტომებია წვისა და აქერცლის შეგრძნება პირისა და ყელის არეში და ყლაპვის გაძნელება. ამ სიმპტომებს მოჰყვება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. დიარეა შეიძლება იყოს ძლიერი და სისხლიანი; შეიძლება იყოს ტკივილი და ტორსიონი ნაწლავებში.

KOLSİN-ის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, ასევე სითხის დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება და შოკი. კუნთების სისუსტე ან დამბლა შეიძლება განვითარდს და სუნთქვის უკმარისობამდე გართულდეს. შეიძლება მოხდეს ძვლის ტვინის დაზიანება და გულის კუნთის დაზიანება.

შეიძლება მოხდეს ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა და ფილტვებში სითხის დაგროვება. მე-5 დღის შემდეგ სისხლის ანალიზებში დარღვევის დაფიქსირება ხდება. შარდში სისხლი და შარდის რაოდენობის შემცირება თირკმელების დაზიანების მაჩვენებელია. შეიძლება განვითარდეს კუნთების დასუსტება და ინსულტი. პაციენტი ჩვეულებრივ გონზეა, თუმცა შეიძლება კრუნჩხვები წარმოიშვას. სიკვდილი შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაჩერების, გულის გაჩერების ან სისხლის ინფექციის შედეგად.

გადარჩენილ პაციენტებში თმის ცვენა, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება და პირის ღრუს ანთება შეიძლება მოხდეს დოზის გადაჭარბებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი KOLSİN ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ KOLSİN-ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ რომელიმე დოზის მიღება და მომდევნო დოზის დრო შორს არის, მიიღეთ ის როგორც კი მიხვდებით, რომ არ მიგიღიათ მედიკამენტი. თუ ახლოა თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ ჩვეულებრივი დოზის დროს. ორივე შემთხვევაში გააგრძელეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულებრივ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

KOLSİN-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი შედეგი არ არის მოსალოდნელი. მედიკამენტი ისე უნდა მიიღოთ, როგორც ამას ექიმი გეტყვით.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს KOLSİN-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

მიუხედავად იმისა რომ არა ყველა მომხმარებელში, სხვა წამლების მსგავსად, KOLSİN-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ღვიძლის რაიმე დაავადება

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის (საჭმლის მომნელებელი სისტემის) რაიმე დაავადება

თუ გაქვთ თირკმლის რაიმე დაავადება

თუ ხართ ხანდაზმული და დაუძლურებული

თუ გაქვთ სისხლის დაავადებები

KOLSİN შეიძლება იყოს ტოქსიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას.

მცირე განსხვავებაა KOLSİN-ის ეფექტურ დოზასა და დოზის გადაჭარბებას შორის. ამიტომ, KOLSİN-ის გამოყენებისას თუ გექნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება), ღებინება (ავადმყოფობა), დიარეა და მუცლის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ეს ეფექტები შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ, თუ გაქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ჩივილი, უნდა აცნობოთ ექიმს KOLSIN-ის გამოყენებამდე.

თუ მკურნალობის დროს სისუსტეს შენიშნავთ, აცნობეთ ექიმს.

KOLSİN-ი ამცირებს ვიტამინ B12-ის რაოდენობას, რომელიც ორგანიზმში ნაწლავებიდან შეიწოვება. ექიმმა შეიძლება ვიტამინის დანამატების მიღება მოგთხოვოთ.

KOLSİN-ი იწვევს ძვლის ტვინის ფუნქციის სერიოზულ დაქვეითებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის წითელი უჯრედების და პიგმენტების შემცირება (აპლასტიკური ანემია) და/ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).ნებისმიერი სახის ცვლილების მონიტორინგისთვის რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.

შეწყვიტეთ KOLSIN-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ სისხლის სრული ანალიზი თუ თქვენ გაქვთ ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სტომატიტი (პირის ღრუს ანთება), ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის დარღვევები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სისხლის უჯრედების დისკრაზიაზე (დაავადებაზე).

თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუ საჭიროა P-gp ინჰიბიტორით (კეტოკონაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი) ან ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტი)) და/ან ზომიერი ან ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორით (რადგან კოლხიცინი ინაქტივირებულია CYP3A4 ფერმენტის მიერ ორგანიზმში, ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ფერმენტზე (ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)) მკურნალობა, რეკომენდირებულია KOLSİN-ის დოზის შემცირება ან KOLSİN-ით მკურნალობის შეწყვეტა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

KOLSİN-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

გრეიფრუტის წვენს შეუძლია სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს. აქედან გამომდინარე KOLSİN-ის მიღებისას გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ გაქვთ რეპროდუქციული პოტენციალი და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

KOLSİN გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ KOLSİN თუ იმყოფებით ძუძუთი კვებაზე.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

გასათვალისწინებელია ძილიანობისა და თავბრუსხვევის შესაძლებლობა. ასეთი სიმპტომების დროს არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები.

KOLSİN-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

KOLSİN შეიცავს ლაქტოზას (მსხვილფეხა საქონლის რძით წარმოშობილ) და შაქარს (საქაროზა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

KOLSİN საღებავი ნივთიერების სახით პონსო 4R-ს (E124) შეიცავს. ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ თუ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

KOLSIN-ის გამოყენებისას სხვა წამლის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს KOLSIN-ის ან სხვა მედიკამენტების ფუნქციაზე.

როდესაც KOLSİN-ის მიღება ხდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთან ერთად, კოლხიცინის ტოქსიკურობის გამო შეიძლება გვერდითი მოვლენები განვითარდეს და ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში:

ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი, რომლებიც ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება

აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ანტივირუსული საშუალებები: რიტონავირი, ატაზანავირი და ინდინავირი

ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად და ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რომლებიც სოკოების სამკურნალოდ გამოიყენება

ვერაპამილი და დილთიაზემი, რომლების გულის დაავადებების დროს გამოიყენება

დისულფრამი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება

თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს, ექიმმა შეიძლება თქვენი KOLSİN-ის დოზის კორექტირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა მოისურვოს.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები და იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, არ უნდა მიიღოთ KOLSİN-ი.

ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

ციმეტიდინმა, რომელიც კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად გამოიყენება, შესაძლოა სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს.

ტოლბუტამიდმა, რომელიც სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად გამოიყენება, შეიძლება სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს.

დიგოქსინმა, რომელიც გამოიყენება გულის სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, და ფიბრატებმა, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად, შეიძლება გაზარდონ კუნთების დაავადების რისკი, რომელიც "რაბდომიოლიზი"-ს სახელით არის ცნობილი. KOLSİN-ის ციკლოსპორინთან ან "სტატინებთან" ერთად მიღებამაც შესაძლებელია ამ დაავადების რისკი გაზარდოს.

KOLSİN -ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს, ღვიძლს ან სისხლს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

KOLSİN-მა შეიძლება შეამციროს ვიტამინ B12-ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზმში ნაწლავებიდან შეიწოვება.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ KOLSİN-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან ხშირი:

გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება), ღებინება (ავადმყოფობა), კუჭის ტკივილი და ფაღარათი (იხ. აგრეთვე 2-ე ნაწილში „გაფრთხილებები და პრევენციული ზომები“).

ეს გვერდითი მოვლენები ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენებია.

უცნობია:

სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები არის ნიშნები იმისა, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული სისხლის პრობლემა, რომელიც იწვევს ძვლის ტვინის დეპრესიას (იხ. აგრეთვე 2-ე ნაწილში „გაფრთხილებები და პრევენციული ზომები“).

ეს გვერდითი ეფექტები არის გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირის პროგნოზირება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

სხვა გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით:

ნერვის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება

ნერვის დაზიანება

სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში

ღვიძლის დაზიანება

თმის ცვენა

გამონაყარი

კუნთების ტკივილი ან სისუსტე

კუნთების ანომალიური დაშლა (რაბდომიოლიზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები

თირკმელების დაზიანება

მენსტრუაციის არარსებობა

მტკივნეული მენსტრუაცია

სპერმის გამომუშავების უნარის დაქვეითება (სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობა ან საერთოდ არ არსებობა)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ KOLSİN?

შეინახეთ KOLSİN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 300C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ KOLSİN შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ KOLSİN, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Menarini Sağlık ve İlaç Sanayi Tic. A. Ş. (სს. „მენარინი საღლიქ ვე ილაჩ სანაი თიჯ.“)

მესლექის უბანი, სუმერის ქ. N: 4, Maslak Office Building სართ.: 7-8 34485 მასლაქ, სარიერ/სტამბული

წარმოების ადგილი:

დავუთფაშას გამზ. N: 12 34010 თოფქაფი/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 26/04/2022 წელს იქნა დადასტურებული.

200306.00-DE

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

KOLSIN 0.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი 0,5 მგ კოლხიცინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (მსხვილფეხა საქონლის რძით მიღებული), სიმინდის სახამებელი, პრიმოგელი, პონსო 4R (E124), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შაქარი (საქაროზა), არაბული ფისი, ტიტანის დიოქსიდი, ევაქსი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის KOLSIN და რისთვის გამოიყენება?

KOLSIN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ KOLSIN?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ KOLSIN?

რა არის KOLSIN და რისთვის გამოიყენება?

KOLSİN წითელი ფერის, მრგვალი ფორმის გარსით დაფარული ტაბეტის სახით არის წარმოდგენილი. აქტიური ნივთოერების სახით კოლხიცინს შეიცავს.

KOLSİN გამოიყენება და მწვავე და ქრონიკული პოდაგრის დაავადებისა და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეტევებით მუცლის ტკივილით, სახსრების ტკივილით, შეშუპებით და ცხელებით) პროფილაქტიკისთვის (პროფილაქტიკური მკურნალობა არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც დაავადების წარმოქმნის ან განვითარების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება) და მკურნალობისთვის, ასევე ბეჰჩეტის დაავადების (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მტკივნეული წყლულები პირის ღრუში და სასქესო არეში, თვალის პრობლემები და კანის გამონაყარი) მკურნალობისთვის.

KOLSİN-ი 60 გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვის სახით არის გამოსაყენებლად წარმოდგენილი.

KOLSİN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

KOLSİN არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული კოლხიცინის ან COLSIN-ში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის სერიოზული დაავადება (თუ კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია)

თუ გაქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადება (როგორიცაა ანემია, კიბო, ლეიკემია და ლიმფომა)

თუ გადიხართ ჰემოდიალიზურ მკურნალობას

თუ ხართ ორსულად

თუ იმყოფებით ძუძუთი კვებაზე

თუ გაქვთ რეპროდუქციული პოტენციალი და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება და იყენებთ გარკვეულ მედიკამენტებს (იხ. განყოფილება „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე არის თუ არა მოქმედი თქვენთვის, გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KOLSİN-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

KOLSİN-ის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ქვევით ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გეხებათ:

გაფრთხილებები და პრევენციული ზომები

თუ გაქვთ ღვიძლის რაიმე დაავადება

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის (საჭმლის მომნელებელი სისტემის) რაიმე დაავადება

თუ გაქვთ თირკმლის რაიმე დაავადება

თუ ხართ ხანდაზმული და დაუძლურებული

თუ გაქვთ სისხლის დაავადებები

KOLSİN შეიძლება იყოს ტოქსიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას.

მცირე განსხვავებაა KOLSİN-ის ეფექტურ დოზასა და დოზის გადაჭარბებას შორის. ამიტომ, KOLSİN-ის გამოყენებისას თუ გექნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება), ღებინება (ავადმყოფობა), დიარეა და მუცლის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ეს ეფექტები შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ, თუ გაქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ჩივილი, უნდა აცნობოთ ექიმს KOLSIN-ის გამოყენებამდე.

თუ მკურნალობის დროს სისუსტეს შენიშნავთ, აცნობეთ ექიმს.

KOLSİN-ი ამცირებს ვიტამინ B12-ის რაოდენობას, რომელიც ორგანიზმში ნაწლავებიდან შეიწოვება. ექიმმა შეიძლება ვიტამინის დანამატების მიღება მოგთხოვოთ.

KOLSİN-ი იწვევს ძვლის ტვინის ფუნქციის სერიოზულ დაქვეითებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის წითელი უჯრედების და პიგმენტების შემცირება (აპლასტიკური ანემია) და/ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).ნებისმიერი სახის ცვლილების მონიტორინგისთვის რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.

შეწყვიტეთ KOLSIN-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ სისხლის სრული ანალიზი თუ თქვენ გაქვთ ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სტომატიტი (პირის ღრუს ანთება), ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის დარღვევები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სისხლის უჯრედების დისკრაზიაზე (დაავადებაზე).

თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუ საჭიროა P-gp ინჰიბიტორით (კეტოკონაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი) ან ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტი)) და/ან ზომიერი ან ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორით (რადგან კოლხიცინი ინაქტივირებულია CYP3A4 ფერმენტის მიერ ორგანიზმში, ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ფერმენტზე (ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)) მკურნალობა, რეკომენდირებულია KOLSİN-ის დოზის შემცირება ან KOLSİN-ით მკურნალობის შეწყვეტა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

KOLSİN-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

გრეიფრუტის წვენს შეუძლია სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს. აქედან გამომდინარე KOLSİN-ის მიღებისას გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღოთ.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ გაქვთ რეპროდუქციული პოტენციალი და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

KOLSİN გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ KOLSİN თუ იმყოფებით ძუძუთი კვებაზე.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

გასათვალისწინებელია ძილიანობისა და თავბრუსხვევის შესაძლებლობა. ასეთი სიმპტომების დროს არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები.

KOLSİN-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

KOLSİN შეიცავს ლაქტოზას (მსხვილფეხა საქონლის რძით წარმოშობილ) და შაქარს (საქაროზა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

KOLSİN საღებავი ნივთიერების სახით პონსო 4R-ს (E124) შეიცავს. ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ თუ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

KOLSIN-ის გამოყენებისას სხვა წამლის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს KOLSIN-ის ან სხვა მედიკამენტების ფუნქციაზე.

როდესაც KOLSİN-ის მიღება ხდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთან ერთად, კოლხიცინის ტოქსიკურობის გამო შეიძლება გვერდითი მოვლენები განვითარდეს და ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში:

ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი, რომლებიც ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება

აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ანტივირუსული საშუალებები: რიტონავირი, ატაზანავირი და ინდინავირი

ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად და ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რომლებიც სოკოების სამკურნალოდ გამოიყენება

ვერაპამილი და დილთიაზემი, რომლების გულის დაავადებების დროს გამოიყენება

დისულფრამი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება

თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს, ექიმმა შეიძლება თქვენი KOLSİN-ის დოზის კორექტირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა მოისურვოს.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები და იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, არ უნდა მიიღოთ KOLSİN-ი.

ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

ციმეტიდინმა, რომელიც კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად გამოიყენება, შესაძლოა სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს.

ტოლბუტამიდმა, რომელიც სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად გამოიყენება, შეიძლება სისხლში კოლხიცინის რაოდენობა გაზარდოს.

დიგოქსინმა, რომელიც გამოიყენება გულის სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, და ფიბრატებმა, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად, შეიძლება გაზარდონ კუნთების დაავადების რისკი, რომელიც "რაბდომიოლიზი"-ს სახელით არის ცნობილი. KOLSİN-ის ციკლოსპორინთან ან "სტატინებთან" ერთად მიღებამაც შესაძლებელია ამ დაავადების რისკი გაზარდოს.

KOLSİN -ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს, ღვიძლს ან სისხლს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

KOLSİN-მა შეიძლება შეამციროს ვიტამინ B12-ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზმში ნაწლავებიდან შეიწოვება.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ KOLSİN?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

KOLSİN-ი ყოველთვის მიიღეთ ისე, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ რომელიმე მდგომარეობის შესახებ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

KOLSİN-ის დოზა რეგულირდება დაავადების სიმძიმის მიხედვით.

მიღება მოზრდილებში:

მწვავე პოდაგრა (ასევე კალციუმის პიროფოსფატის დეპონირება):

პრევენციულად (კრიზისების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად მუდმივად): დასაწყისისთვის დღეში ერთხელ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტის სახით იზრდება. მსუბუქი შემთხვევების დროს კვირაში 1-4-ჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება საკმარისი იქნება.

მწვავე შეტევის დროს:

რეკომენდირებული დოზა არის დასაწყისში 2 გარსით დაფარული ტაბლეტი და 1 საათის შემდგ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი. 12 საათის განმავლობაში სხვა ტაბლეტი აღარ უნდა მიიღოთ. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, KOLSİN-ით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმალური დოზით თითო ტაბლეტი სამჯერ დღეში, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კლინიკური მონაცემების მიხედვით მკურნალობა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. უნდა შეფასდეს და გადაწყდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მკურნალობის ხანგრძლივობა, გამწვავების სიხშირე, პოდაგრის დაავადების ხანგრძლივობა, ტოფუსის არსებობა და ზომა.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებისა და ამილოიდოზის (დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანოებში ამილოიდური ცილის დაგროვებით) დათრგუნვისას:

პრევენციული მიზნით: თავიდან 1 გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში და თუ დოზის ატანა შესაძლებელია, მთლიანი დოზა შეიძლება დაიყოს და 2 მგ-მდე დღეში დაყოფილი დოზებით იქნეს მიღებული. დღიური დოზები შეიძლება გაიზარდოს მთლიანობაში 2 მგ-მდე 2 ან 3 დოზად დაყოფით.

მწავვე შეტევის დათრგუნვის მიზნით:

KOLSİN-ი ძალიან ეფექტურია ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებისა და ამილოიდოზთან დაკავშირებული შეტევების საწყისი დოზა 5 წლამდე ბავშვებისთვის არის <0,5 მგ დღეში (≤0,6 მგ დღეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს), საწყისი დოზა 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის არის 0,5-1,0 მგ დღეში (1,2 მგ დრეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს), საწყისი დოზა 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში არის 1,0-1,5 მგ დღეში (1,8 მგ დღეში, თუ ტაბლეტები შეიცავს 0,6 მგ-ს). ადრე ამ პრობლემების მქონე (მაგ:ამილოიდოზი / დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანოებში ამილოიდური ცილის დაგროვებით) ან დაავადების უფრო მაღალი აქტივობის მქონე პაციენტებში შეიძლება დაიწყოს უფრო მაღალი დოზები.

ბეჰჩეტის დაავადებისას:

დღეში 2 ან 3-ჯერ თითო ტაბლეტის სახით გამოიყენება.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

მიღება ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე ბავშვებში:

5 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 გარსით დაფარული ტაბლეტი; 5 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში დღეში ორჯერ თითო გარსით დაფარული ტაბლეტი. ბავშვების გაზრდასთან ერტად შესაძლებელია დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.

შენიშვნა: ცნობილია, რომ 5 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში მკურნალობის დაწყებისას, ზოგადად 7 წლის ასაკში დოზის გაზრდა (დღეში 2 გარსით დაფარულ ტაბლეტამდე გაზრდა) არის საჭირო და 5 წლის ასაკის შემდეგ მკურნალობა დაწყებული ბავშვების შემთხვევაში კი 12,5 წლის ასაკში დოზის გაზრდა ხდება საჭირო (დღეში 3 გარსით დაფარული ტაბლეტი).

უცნობია ამ დაავადების გარდა არის თუ არა KOLSİN ეფექტური და უსაფრთხო ბავშვებში.

მიღება ხანდაზმულებში:

თქვენს დოზას ექიმი განსაზღვრავს.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა მედიკამენტის დოზის შეცვლა.

დოზირება მოზრდილებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 10-50 მლ/წთ შორის):

პრევენციული გამოყენებისთვის: დღეში ერთხელი 1 გარსით დაფარული ტაბლეტი (მწვავე პოდაგრის, ართრიტის გამწვავება, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება).

მწვავე შეტევის მკურნალობისთვის: ნორმალური დოზის ნახევარი (დრეში მაქისუმ 3 მგ) (მწვავე პოდაგრის შეტევის დროს, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების გამწვავება).

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, უნდა მიმართოთ ექიმს.

დოზის განსაზღვრა თირკმლის უკმარისობის დროს:

პოდაგრის გამწვავება:

პრევენციული გამოყენება პოდაგრას გამწვავებისთვის: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Clcr 30-50 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Cler 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) საწყისი დოზა უნდა იყოს 0.25 მგ დღეში და დოზის ნებისმიერი ზრდა უნდა განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგით. დიალიზის დროს მონიტორინგით კვირაში ორჯერ 0,25 მგ უნდა მიეცეს.

პოდაგრის გამწვავების მკურნალობა: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Clcr 30-50 მლ/წთ) თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Clcr 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზის კორექცია არ არის საჭირო პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ და მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ. ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განმეორებით კურსებს პოდაგრის გამწვავებისთვის. დიალიზზე მყოფ პაციენტებში პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ რეკომენდებული ჯამური დოზა უნდა შემცირდეს ერთჯერად 0,5 მგ (1 ტაბლეტი) დოზამდე. ამ პაციენტებისთვის მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ.

არ არის რეკომენდებული პოდაგრის გამწვავების მკურნალობა KOLSİN-ით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იღებენ KOLSİN-ს პროფილაქტიკური მიზნით.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება:

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და დიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზის განსაზღვრისას. ამ პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტები მსუბუქი (Clcr 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Cr 30-50 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობით უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (Cler 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დაიწყეთ 0.25 მგ/დღეში დოზით; დოზის ნებისმიერი სახის გაზრდა უნდა განხორციელდეს პაციენტის სათანადო მონიტორინგით KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო. დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებული საერთო საწყისი დოზა დღეში 0,25 მგ (ნახევარი ტაბლეტი) უნდა იყოს. დოზირება შეიძლება გაიზარდოს მკაცრი მონიტორინგით. დოზის ნებისმიერი სახის გაზრდა უნდა განხორციელდეს პაციენტის სათანადო მონიტორინგით KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო.

დოზის განსაზღვრა ღვიძლის უკმარისობის დროს:

პოდაგრის გამწვავება:

პრევენციული გამოყენება პოდაგრას გამწვავების შეტევისთვის: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პოდაგრის გამწვავების პრევენციისთვის საჭიროა დოზის შემცირება.

პოდაგრის გამწვავების მკურნალობა: არ არის აუცილებელი პოდაგრის გამწვავების მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზის კორექცია პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, მაგრამ პაციენტებზე KOLSIN-ის გვერდითი ეფექტებისთვის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ამასთან ერთად, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Clcr 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზის კორექცია არ არის საჭირო პოდაგრის გამწვავების სამკურნალოდ და მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს 2 კვირაში ერთხელზე მეტჯერ. ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განმეორებით კურსებს პოდაგრის გამწვავებისთვის.

არ არის რეკომენდებული პოდაგრის გამწვავების მკურნალობა KOLSİN-ით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იღებენ KOLSİN-ს პროფილაქტიკური მიზნით.

ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება:

პაციენტები ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით უნდა იყვნენ მკაცრი დაკვორვების ქვეშ KOLSİN-ის გვერდითი ეფექტების გამო.

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ KOLSİN-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი KOLSİN მიიღეთ:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება 2-დან 72 საათამდე პერიოდში არ გამოვლინდეს. პირველი სიმპტომებია წვისა და აქერცლის შეგრძნება პირისა და ყელის არეში და ყლაპვის გაძნელება. ამ სიმპტომებს მოჰყვება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. დიარეა შეიძლება იყოს ძლიერი და სისხლიანი; შეიძლება იყოს ტკივილი და ტორსიონი ნაწლავებში.

KOLSİN-ის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, ასევე სითხის დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება და შოკი. კუნთების სისუსტე ან დამბლა შეიძლება განვითარდს და სუნთქვის უკმარისობამდე გართულდეს. შეიძლება მოხდეს ძვლის ტვინის დაზიანება და გულის კუნთის დაზიანება.

შეიძლება მოხდეს ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა და ფილტვებში სითხის დაგროვება. მე-5 დღის შემდეგ სისხლის ანალიზებში დარღვევის დაფიქსირება ხდება. შარდში სისხლი და შარდის რაოდენობის შემცირება თირკმელების დაზიანების მაჩვენებელია. შეიძლება განვითარდეს კუნთების დასუსტება და ინსულტი. პაციენტი ჩვეულებრივ გონზეა, თუმცა შეიძლება კრუნჩხვები წარმოიშვას. სიკვდილი შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაჩერების, გულის გაჩერების ან სისხლის ინფექციის შედეგად.

გადარჩენილ პაციენტებში თმის ცვენა, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება და პირის ღრუს ანთება შეიძლება მოხდეს დოზის გადაჭარბებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი KOLSİN ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ KOLSİN-ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ რომელიმე დოზის მიღება და მომდევნო დოზის დრო შორს არის, მიიღეთ ის როგორც კი მიხვდებით, რომ არ მიგიღიათ მედიკამენტი. თუ ახლოა თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ ჩვეულებრივი დოზის დროს. ორივე შემთხვევაში გააგრძელეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულებრივ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

KOLSİN-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი შედეგი არ არის მოსალოდნელი. მედიკამენტი ისე უნდა მიიღოთ, როგორც ამას ექიმი გეტყვით.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს KOLSİN-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

მიუხედავად იმისა რომ არა ყველა მომხმარებელში, სხვა წამლების მსგავსად, KOLSİN-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ KOLSİN-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან ხშირი:

გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება), ღებინება (ავადმყოფობა), კუჭის ტკივილი და ფაღარათი (იხ. აგრეთვე 2-ე ნაწილში „გაფრთხილებები და პრევენციული ზომები“).

ეს გვერდითი მოვლენები ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენებია.

უცნობია:

სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან კანის პრობლემები არის ნიშნები იმისა, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული სისხლის პრობლემა, რომელიც იწვევს ძვლის ტვინის დეპრესიას (იხ. აგრეთვე 2-ე ნაწილში „გაფრთხილებები და პრევენციული ზომები“).

ეს გვერდითი ეფექტები არის გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირის პროგნოზირება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

სხვა გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით:

ნერვის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება

ნერვის დაზიანება

სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში

ღვიძლის დაზიანება

თმის ცვენა

გამონაყარი

კუნთების ტკივილი ან სისუსტე

კუნთების ანომალიური დაშლა (რაბდომიოლიზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები

თირკმელების დაზიანება

მენსტრუაციის არარსებობა

მტკივნეული მენსტრუაცია

სპერმის გამომუშავების უნარის დაქვეითება (სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობა ან საერთოდ არ არსებობა)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ KOLSİN?

შეინახეთ KOLSİN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 300C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ KOLSİN შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ KOLSİN, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Menarini Sağlık ve İlaç Sanayi Tic. A. Ş. (სს. „მენარინი საღლიქ ვე ილაჩ სანაი თიჯ.“)

მესლექის უბანი, სუმერის ქ. N: 4, Maslak Office Building სართ.: 7-8 34485 მასლაქ, სარიერ/სტამბული

წარმოების ადგილი:

Menarini Sağlık ve İlaç Sanayi Tic. A. Ş. (სს. „მენარინი საღლიქ ვე ილაჩ სანაი თიჯ.“)

დავუთფაშას გამზ. N: 12 34010 თოფქაფი/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 26/04/2022 წელს იქნა დადასტურებული.

200306.00-DE

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა