პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

კოვონია პროდუქტიული ხველის მენთოლიანი მიქსტურა

COVONIA Chesty Cough Mixture Mentholated

ურეცეპტოდ(4მგ+0,6მლ+0,125მლ)ინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება
liquorice liquid + squill tincture + ლევომენთოლი (levomenthol)
ფორმა და შეფუთვა
(4მგ+0,6მლ+0,125მლ)/5მლ 150მლ პერორალური სიროფი ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Thornton and Ross Ltd., დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ამოსახველებელი საშუალებები, ხველის დამთრგუნველ საშუალებებთან კომბინაციების გარდა
ATC კოდი
R05C
რეგისტრაციის ნომერი
რ-036748
რეგისტრირებულია
2 ნოემბერი 2022, მოქმედებს 2 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოვონია პროდუქტიული ხველის მენთოლიანი მიქსტურა და სხვა წამალი ერთად

კოვონია პროდუქტიული ხველის მენთოლიანი მიქსტურა — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

კოვონია მენთოლიანი მიქსტურა პროდუქტიული ხველისთვის არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-3 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს გულთან ასოცირებული ნებისმიერი სახის პრობლემა.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

კარბენოქსოლონი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის მოცილების მიზნით (მაგ. შარდმდენები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების შესახებ:

პრეპარატის შემადგენლობა:

თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 282 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც შეესაბამება 7 მლ ლუდში და 3 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას. პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს შესამჩნევ მოვლენებს.

თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1.3 გ გლუკოზას და 1.3 გ საქაროზას. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეთილს, ნატრიუმის ეთილს და ნატრიუმის პარაჰიდროქსიბენზოატებს (E215, E219), რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ ალერგიული რეაქციების (მათ შორის დაყოვნებული ტიპის) განვითარება.

პრეპარატის თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის დერმატიტი, კანის სიწითლე, ალები და ქავანა, კანიდან ამობურცული გამონაყარი;

მარილისა და წყლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში;

კალიუმის დაქვეითებული რაოდენობა ორგანიზმში.

კალიუმისა და ნატრიუმის დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კონფუზია, დეზორიენტაცია და არარეგულარული გულისცემა.

გასტროინტესტინალური მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში (მათ შორის მათი, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში), პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი გაუწევენ პაციენტს კონსულტაციას თუ როგორ უნდა მოიქცეს ის მსგავს სიტუაციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • დამატებითი ინფორმაცია

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს თუ რომელი პრეპარატით მოხდა დოზის გადაჭარბება.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

გამოუყენებელი პრეპარატი უტილიზაციის მიზნით უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.

აქტიური ნივთიერებები თითოეულ 5 მლ-ში: ლევომენთოლი 4 მგ, ზღვის ხახვის ნაყენი 0.6 მლ, ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი 0.125 მლ.

დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), სიროფი (საქაროზა), თხევადი გლუკოზა, მაგნიუმის ალუმინსილიკატი, ნატრიუმის მეთილი, ნატრიუმის ეთილი და ნატრიუმის პარაჰიდროქსიბენზოატები (E215, E219), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150c), გამოხდილი წყალი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

B კოვონია პროდუქტიული ხველის მენთოლიანი მიქსტრურა

(Covonia Cough Mixture Mentholated)

კოვონია მენთოლიანი მიქსტურა პროდუქტიული ხველისთვის შეიცავს ძირტკბილას და ზღვის ხახვს და მიეკუთვნება ამოსახველებელი ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება პროდუქტიული ხველის დროს, ნახველის გამოყოფის და ამოხველების გასაადვილებლად. მენთოლი ხსნის შეგუბებით მოვლენებს პროდუქტიული ხველისა და ბრონქიტის დროს.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე

კოვონია მენთოლიანი მიქსტურა პროდუქტიული ხველისთვის არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-3 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს გულთან ასოცირებული ნებისმიერი სახის პრობლემა.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

კარბენოქსოლონი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის მოცილების მიზნით (მაგ. შარდმდენები).

ორსულობა და ლაქტაცია:

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების შესახებ:

პრეპარატის შემადგენლობა:

თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 282 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც შეესაბამება 7 მლ ლუდში და 3 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას. პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს შესამჩნევ მოვლენებს.

თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1.3 გ გლუკოზას და 1.3 გ საქაროზას. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეთილს, ნატრიუმის ეთილს და ნატრიუმის პარაჰიდროქსიბენზოატებს (E215, E219), რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ ალერგიული რეაქციების (მათ შორის დაყოვნებული ტიპის) განვითარება.

პრეპარატის თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის დერმატიტი, კანის სიწითლე, ალები და ქავანა, კანიდან ამობურცული გამონაყარი;

მარილისა და წყლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში;

კალიუმის დაქვეითებული რაოდენობა ორგანიზმში.

კალიუმისა და ნატრიუმის დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კონფუზია, დეზორიენტაცია და არარეგულარული გულისცემა.

გასტროინტესტინალური მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში (მათ შორის მათი, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში), პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი გაუწევენ პაციენტს კონსულტაციას თუ როგორ უნდა მოიქცეს ის მსგავს სიტუაციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • დამატებითი ინფორმაცია

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს თუ რომელი პრეპარატით მოხდა დოზის გადაჭარბება.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

გამოუყენებელი პრეპარატი უტილიზაციის მიზნით უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.

აქტიური ნივთიერებები თითოეულ 5 მლ-ში: ლევომენთოლი 4 მგ, ზღვის ხახვის ნაყენი 0.6 მლ, ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი 0.125 მლ.

დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), სიროფი (საქაროზა), თხევადი გლუკოზა, მაგნიუმის ალუმინსილიკატი, ნატრიუმის მეთილი, ნატრიუმის ეთილი და ნატრიუმის პარაჰიდროქსიბენზოატები (E215, E219), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150c), გამოხდილი წყალი.

გამოშვების ფორმა

პრეპარატი წარმოადგენს ყავისფერ გაუმჭვირვალე სითხეს, მენთოლის და ანისულის თესლის სურნელით.

პრეპარატი გამოდის 50 მლ, 150 მლ, 180 მლ და 300 მლ ბოთლებში.

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: აპრილი 2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა