პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

კო-პრენესა

Co-Prenessa®

რეცეპტით8მგ + 2,5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს კო-პრენესა კო-პრენესა არის ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაცია. პერინდოპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE ინჰიბიტორები), რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
8მგ + 2,5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA, Tovarna Zdravil, d.d., Novo Mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041944
რეგისტრირებულია
3 სექტემბერი 2024, მოქმედებს 3 სექტემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, Tovarna Zdravil, d.d., Novo Mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკო-პრენესა და სხვა წამალი ერთად

კო-პრენესა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს კო-პრენესა

კო-პრენესა არის ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაცია. პერინდოპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE ინჰიბიტორები), რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას. ინდაპამიდი არის შარდმდენი (დიურეზული) საშუალება. დიურეზულები ზრდის თირკმელების მიერ გამომუშავებულ შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან, რადგან ის იწვევს მხოლოდ წარმოებული შარდის მოცულობის მცირე ზრდას.

თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და მათი კომბინირებული მოქმედება ხელს უწყობს მის კონტროლს.

რისთვის გამოიყენება კო-პრენესას ტაბლეტები?

კო-პრენესა არის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. კო-პრენესას ტაბლეტები 8 მგ/2,5 მგ ინიშნება პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს პერინდოპრილი 8 მგ და ინდაპამიდი 2,5 მგ ცალ-ცალკე. ამ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ერთი კო-პრენესას ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო აქტიურ ინგრედიენტს, ცალკე ტაბლეტების მიღების ნაცვლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზირების რეჟიმი, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

ტაბლეტის მიღება მიზანშეწონილია დილით და ჭამის წინ.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს.

თუ მიიღეთ კო-პრენესას ზედმეტი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო ეფექტია დაბალი წნევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება (შესაძლოა გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბნეულობა, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის ცვლილება), შესაძლოა მდგომარეობა გააუმჯობესოს ,,ფეხებით მაღალზე მოთავსებულ პოზიციაში“ წამოწოლამ.

თუ დაგავიწყდათ კო-პრენესას დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული გამოყენება ყველაზე ეფექტურია. თუმცა, თუ დაგავიწყდათ მედიკამენტების მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ კო-პრენესას მიღებას

ვინაიდან მაღალი წნევის მკურნალობა, როგორც წესი, წარმოადგენს მუდმივ, სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას, უნდა მიმართოთ ექიმს კო-პრენესას მიღების შეწყვეტამდე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინგიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ ან თქვენ რომელიმე ნათესავს აღგენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ფართოდ გავრცელებული გამონაყარი აგფ ინჰიბიტორების წინა გამოყენებისას, ან ეს სიმპტომები აღინიშნებოდა სხვა გარემოებების დროს (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც ახლავს თირკმელების სისხლის მომარაგების დაქვეითება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ გიტარდებათ დიალიზი ან ნებისმიერი სხვა ტიპი სისხლის ფილტრაცია. გამოსაყენებელი მოწყობილობის მიხედვით, კო-პრენესა შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება);

თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში;

თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სითხის სერიოზულ შეკავებას ორგანიზმში და გაძნელებულ სუნთქვას);

თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული; ასევე რეკომენდებულია მოერიდოთ პრეპარატი კო-პრენესას მიღებას ორსულობის ადრეულ ვადებშიც (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს;

თუ თქვენ ღებულობდით ან ღებულობთ საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას მოზრდილებში, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი ,,სხვა პრეპარატები და კო-პრენესა“).

კო-პრენესას გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ მკურნალ ექიმს კო-პრენესას მიღების დაწყებამდე:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც სისხლს აწვდის თირკმელებს);

თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან სხვა გულის პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ხართ დიალიზზე;

თუ გაქვთ სისხლში ჰორმონის ალდოსტერონის მომატებული დონე (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;

თუ გაწუხებთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიის დაავადება);

თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოიდიზმი (ზედმეტად აქტიური პარათირეოიდული ჯირკვალი);

თუ გაქვთ პოდაგრა;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ იცავთ მარილის შეზღუდულ დიეტას ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ იღებთ ლითიუმს ან კალიუმშემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); თქვენ უნდა მოერიდოთ მათ კო-პრენესასთან ერთად მიღებას (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და კო-პრენესა“);

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გჭირდებათ დოზის გაზრდა;

თუ გახასიათებთ ფოტომგრძნობელობის რეაქციები;

თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა). ეს შეიძლება მოხდეს მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს;

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ წამალს, იზრდება თქვენი ანგიონევროზის განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის უარყოფის თავიდან ასაცილებლად და კიბოსთვის (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი);

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. გლიპტინების კლასს (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები);

საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ვალსარტანთან ფიქსირებულ კომბინაციაში), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARB) (მედიკამენტები ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტთან,

ალისკირენი. თქვენს ექიმს შეუძლია რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტები (როგორიცაა კალიუმი) თქვენს სისხლში. აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილში „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“.

თუ შავკანიანი ხართ, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დასაწევად სხვა ეთნიკური წარმოშობის პაციენტებთან შედარებით;

თუ გადიხართ დიალიზს მაღალი გამტარიანობის მემბრანებით.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (სერიოზული ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის კო-პრენესასაც. ეს რეაქციები შეიძლება მოხდეს თერაპიის მსვლელობისას ნებისმიერ დროს. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ კო-პრენესას მიღება და მიმართოთ ექიმს. იხილეთ ასევენაწილი 4.

კო-პრენესათი მკურნალობის პერიოდში ასევე უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გეგმავთ ანესთეზიას და/ან ოპერაციას,

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ დიარეა, ღებინება ან დეჰიდრატაცია,

თუ თქვენ უნდა გაიაროთ ჰემოდიალიზი ან LDL აფერეზი (ქოლესტერინის გამოდევნის მიზნით თქვენი ორგანიზმიდან),

თუ თქვენ გეგმავთ დესენსიბილიზაციას ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად,

თუ საჭიროა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც მოითხოვს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებას (ნივთიერება, რომელიც რენტგენზე ხილულს ხდის ორგანოებს, როგორიცაა თირკმელები ან კუჭი),

თუ თქვენ გაქვთ მხედველობის ცვლილება ან ტკივილი ერთ ან ორივე თვალში კო-პრენესას გამოყენებისას.

ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ გლაუკომა, გაზრდილი წნევა თვალ(ებში), რაც შეიძლება განვითარდეს კო-პრენესას მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. თუ არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდების მიმართ, შეიძლება გქონდეთ მწვავე დახურული კუთხის გლაუკომის განვითარების რისკი და უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს ორსულობის 3 თვის შემდეგ მიღებისას (იხ. ნაწილი ორსულობა და ძუძუთი კვება).

თქვენს ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი მკურნალობის პროგრესი სისხლის ანალიზით.

ინფორმაცია სპორტსმენებისთვის

პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქცია გამოიწვიოს დოპინგ კონტროლის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენ უნდა მოერიდოთ კო-პრენესას ერთდროულ გამოყენებას შემდეგ ნივთერებებთან:

ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

ალისკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება), თუ არ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზულები (მაგ., ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (მაგ., ჰეპარინი, პრეპარატო სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია, როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის კომბინაცია, ციკლოსპრორინით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის დროს ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად);

ესტრამუსტინთან ერთად (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

მაღალი წნევის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ კო-პრენესას ეფექტზე. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs), ალისკირენი (ასევე იხილეთ ნაწილი „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის თირკმელებით შარდის მოცულობის გაზრდას),

კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დოზით 12,5-50 მგ/დღეში,

საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“)

საანესთეზიო პრეპარატები,

იოდის შემცველი კონტრაქსული ნივთიერებები,

მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

მეტადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),

პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ),

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ანტიჰისტამინები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;

იმუნოსუპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

მედიკამენტები კიბოს სამკურნალოდ,

ერითრომიცინი ინტრავენურად (ანტიბიოტიკი),

ჰალოფანტრინი (გამოიყენება გარკვეული ტიპის მალარიის სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური უკმარისობით, მეხსიერების დაქვეითების ჩათვლით),

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

წამლები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, დიგიტალის პრეპარატები);

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ),

დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადების სამკურნალოდ),

ბაკლოფენი (კუნთების სიმკვრივის სამკურნალოდ, რომელიც წარმოიქმნება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი),

დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინი

კალციუმი, მათ შორის. კალციუმის დიეტური დანამატები,

მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ. სენა),

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),

ამფოტერიცინი B ინექცია (მძიმე სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები (როგორიცაა ამულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

ტეტრაკოსაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),

ვაზოდილატორები, მათ შორის ნიტრატები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას), წამლები, რომლებიც გამოიყენება დაბალი წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორეპინეფრინი ან ეპინეფრინი),

ოქრო საინექციო პრეპარატები (რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),

მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის უარყოფის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა, რომლებიც მიეკუთვნებიან mTOR ინჰიბიტორების კლასს) (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

კო-პრენესას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. თქვენი ექიმი სავარაუდოდ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი კო-პრენესას ნაცვლად. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს, თუ იგი მიიღება ორსულობის 3 თვეზე მეტი ხნის ვადაში.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს და ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ არ გსურთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით თუ თქვენი ჩვილი ახალშობილია ან ნაადრევად დაიბადა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ცალკეული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან, როგორიცაა თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამან შეიძლება შეაფერხოს მათი მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

კო-პრენესა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, კო-პრენესამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერში. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (ხშირი - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში),

ბრონქოსპაზმი (გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, ხიხინი და ქოშინი) (იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხილეთ ნაწილი 2 "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები") (იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის მულტიფორმული ერითემა (გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე, მკლავებზე და ფეხებზე წითელი ქავილის ლაქების გამოჩენით) ან კანის ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (მკერდის, ყბის და ზურგის ტკივილი გამოწვეული ვარჯიშის შედეგად, გულის შეტევა) (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სისუსტე ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობის გაუარესება (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის ან თვალების თეთრი სიყვითლე (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სიცოცხლისათვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),

ღვიძლის დისფუნქციით გამოწვეული ტვინის დაავადება (ღვიძლის ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია).

პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

კანის რეაქციები ალერგიული და ასთმური რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტა, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი (ყურებში ზარის შეგრძნება), ხველა, ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების ცვლილება, დისპეფსია ან საჭმლის მომნელებელი დარღვევები, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმი, დაღლილობის შეგრძნება, სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

არახშირი: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში):

დეპრესია, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა,

ჭინჭრის ციება, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), ლაქებიანი ბუშტუკები კანზე, თირკმლის დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, ოფლიანობა, ეოზინოფილების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი), ლაბორატორიული მნიშვნელობების ცვლილებები: კალიუმის მაღალი დონე სისხლში, მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ძილიანობა, გონების დაკარგვა, პალპიტაცია (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვასკულიტი (სისხლძარღვები სანთება), პირის სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (მზეზე კანის მომატებული მგრძნობელობა), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება სისხლი, დაცემა.

იშვიათი: (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 -დან 1-მდე პაციენტში):

შარდის გამოყოფის დაქვეითება ან შარდის გამოყოფის შეკავება, სახის ან ტანის ზედა ნაწილის სიწითლე, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფსორიაზის გამწვავება, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში ქლორიდის დაბალი დონე, დაბალი მაგნიუმის დონე სისხლში, დაღლილობა.

მუქი შარდი, უსიამოვნო შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება, კუნთების სპაზმი, დაბნეულობა და კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება IADH (არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომი).

ძალიან იშვიათ: (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

დაბნეულობა, ეოზინოფილური პნევმონია (იშვიათი ტიპის პნევმონია), რინიტი (ცხვირის შეშუპება ან სურდო), სისხლის დარღვევები, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინისა და თრომბოციტების დაქვეითება, კალციუმის მაღალი დონე სისხლში, ღვიძლის დისფუნქცია.

უცნობია სიხშირე: (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

გულის დარღვევები ეკგ-ზე, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: შარდმჟავას და შაქრის მაღალი დონე სისხლში, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში მაღალი წნევის გამო (თვალების სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი ან მწვავე დახურული კუთხოვანი გლაუკომა), ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, ფერის შეცვლა, დაბუჟება და ტკივილი თითებში ან ფეხის თითებში (რეინოს ფენომენი). თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზი), შესაძლოა აღინიშნოს ამ დაავადების გაუარესება.

ასევე შეიძლება აღინიშნოს სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ან პანკრეასის დარღვევები და პათოლოგიური ლაბორატორიული პარამეტრები (სისხლის ანალიზები). ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თქვენი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

არასასურველი რეაქციების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე არასასურველი რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენი წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევაში ყველაზე სავარაუდო არასასურველი რეაქცია არის ჰიპოტენზია, რომელსაც ზოგჯერ ახლავს ღებინება, გულისრევა, კუნთების კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, ოლიგურია, რომელიც შეიძლება ანურიამდე დამძიმდეს (ჰიპოვოლემიის შედეგად). შესაძლებელია წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევები (ნატრიუმის და კალიუმის დაბალი შემცველობა).

პირველ გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს მიღებული პრეპარატის ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის და/ან აქტივირებული ნახშირის მიღების გზით, ხოლო შემდეგ - წყალ-ელექტროლიზური ბალანსის აღდგენა მაჩვენებლების ნორმაში დაბრუნებამდე. აშკარა ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს "ზურგზე მწოლიარე თავდაწეულ" მდგომარეობაში. საჭიროებისას ვენაში ინიშნება იზოტონური ხსნარი, ან შეიძლება მოცულობის აღდგენის სხვა მეთოდის გამოყენება. პერინდოპრილატი - პერინდოპრილის აქტიური ფორმა - ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით (იხ. თავი 5.2).

შემადგენლობა

პრეპარატი კო-პრენესას შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 2,5 მგ ინდაპამიდს.

დამხმარე ინგრედიენტებია: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ჰიდრატირებული კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

კო-პრენესას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები - მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს ჭრილით, რომელიც არ არის გამიზნული ტაბლეტის თანაბარ ნაწილად გასაყოფად, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტაბლეტის გასატეხად ყლაპვის გაადვილების მიზნით.

ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს (OPA/Al/PVC ფილმი და ალუმინის ფოლგა).

3 ან 9 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

შენახვის პირობები

შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით არაუმეტეს 30 ˚С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამავალ წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის სწორი გადადგების შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. აგფ ინჰიბიტორები დიურეზულებთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: C09BA04.

კო-პრენესა - კომპლექსური პრეპარატია, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს - პერინდოპრილის ერბუმინს და ქლოროსულფამოილის (თიაზიდის მსგავს) დიურეზულს - ინდაპამიდს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ცალკე აღებული თითოეული კომპონენტის თვისებებით, ასევე მათი კომბინირებისას ორივე კომპონენტის ადიტიური სინერგიული ეფექტით.

პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციასთან დაკავშირებული მოქმედების მექანიზმი

ამ კომპონენტების კომბინირება იწვევს თითოეული ნივთიერების ადიტიურ სინერგიულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

პერინდოპრილთან დაკავშირებული ფარმაკოლოგიური თვისებები

პერინდოპრილი - ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორია (აგფ ინჰიბიტორი), რომელიც ანგიოტენზინი I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინი II-ად, რომელიც მიეკუთვნება სისხლძარღვების შემავიწროვებელ ნივთიერებებს; გარდა ამისა, ფერმენტი ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლების ქერქით და ასტიმულირებს არააქტიურ ჰეპტაპეფტიდებამდე ბრადიკინინის დაშლას, რომელიც მიეკუთვნება სისხლძარღვების გამაფართოვებელ ნივთიერებებს.

ეს იწვევს:

□ ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას,

□ პლაზმაში რენინის აქტივობის გაზრდას უარყოფით უკუკავშირზე ალდოსტერონის ზეგავლენის დაქვეითების გამო,

□ ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას კუნთებსა და თირკმელებში სისხლძარღვების არხზე უპირატესი მოქმედებით, წყლისა და მარილების თანმხლები შეკავების ან რეფლექტორული ტაქიკარდიის გარეშე მუდმივი მკურნალობის დროს.

პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ასევე ვლინდება პაციენტებში რენინის დაბალი ან ნორმალური კონცენტრაციით.

პერინდოპრილი მოქმედებს აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტები არააქტიურები არიან.

პერინდორპილი ამცირებს გულის მუშაობას:

□ ვენებზე სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედების გზით, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს პროსტალგანდინების მეტაბოლიზმის ცვლილებით: წინასწარი დატვირთვის დაქვეითება,

□ ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გზით: პოსტდატვირთვის შემცირება.

გულის უკმერისობის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს:

□ მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების შევსების წნევის შემცირება,

□ ზოგადი პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირება,

□ გულის წუთმოცულობის გაზრდა და გულის მუშაობის ინდექსის გაუმჯობესება,

□ კუნთში რეგიონული სისხლდინების გაზრდა.

ფიზიკურ დატვირთვაზე ტესტის შედეგებმა ასევე გაუმჯობესება აჩვენეს.

ინდაპამიდთან დაკავშირებული ფარმაკოლოგიური თვისებები

ინდაპამიდი სულფამიდის წარმოებულია ინდოლის რგოლით, რომელიც ფარმაკოლოგიურად მიეკუთვნება თიაზიდური დიურეზულების ჯგუფს. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის რეაბსორბციას კორტიკალურ სეგმენტში. იგი ზრდის ნატრიუმისა და ქლორიდების ექსკრეციას შარდით და, ნაკლებად, კალიუმისა და მაგნიუმის ექსკრეციას, ამით ზრდის დიურეზს და ანჰიჰიპერტენზიული მოქმედება გააჩნია.

პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციასთან დაკავშირებული ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დახასიათება

ასაკის მიუხედავად მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში პრეპარატი ახდენს დოზადამოკიდებულ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას დიასტოლურ და სისტოლურ არტერიულ წნევაზე ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაშიც და მდგომარე მდგომარეობაშიც.

ეს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის შემცირება მიიღწევა ერთ თვეზე ნაკლებ დროში ტაქიფილაქსიის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომს. კლნიკური კვლევების დროს პერინდოპრილის და ინდაპამიდის ერთად დანიშვნა იწვევდა სინერგეტიკული ბუნების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს ცალკე დანიშნული თითოეული პრეპარატის მიმართ.

PICXEL, მრავალცენტრული, რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა, რომელითაც ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით ფასდებოდა პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაციის მოქმედება მპჰ-ზე ენალაპრილით მონოთერაპიასთან შედარებით.

PICXEL-ში, მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები მპჰ-ით (განსაზღვრული როგორც მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსი (მპმი) > 120 გ/მ2 მამაკაცებში და > 100 გ/მ2 ქალებში) რანდომიზირებულნი იყვნენ ან მკურნალობისთვის პერინდოპრილით 2 მგ/ინდაპამიდით 0,625 მგ ან ენალაპრილით 10 მგ დღეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში. დოზირების შერჩევა ხდებოდა არტერიული წნევის კონტროლის თანახმად 8 მგ-მდე პერინდოპრილი და 2,5 მგ-მდე ინდაპამიდი ან 40 მგ ენალაპრილი დღეში ერთხელ. მხოლოდ პირთა 34%-მა გააგრძელა მკურნალობა პერინდოპრილით 2 მგ/ინდაპამიდით 0,625 მგ (10 მგ ენალაპრილით 20%-თან შედარებით).

მკურნალობის ბოლოს მპმი მნიშვნელოვნად უფრო მეტად შემცირდა პერინდოპრილი/ინდაპამიდის ჯგუფში (-10,1 გ/მ2) ვიდრე ენალაპრილის ჯგუფში (-1,1 გ/მ2) პაციენტების ყველა რანდომიზირებულ ჯგუფში. ჯგუფებს შორის მპმი-ის ცვლილების განსხვავება იყო -8,3 (95% CI (-11,5,-5,0), p < 0,0001).

მპმი-ზე საუკეთესო ეფექტი მიღწეული იქნა პერინდოპრილით 8 მგ/ინდაპამიდით 2,5 მგ.

რაც შეეხება არტერიულ წნევას, შეფასებულმა საშუალო განსხვავებებმა ჯგუფებს შორის რანდომიზირებულ ჯგუფებში შეადგინა -5,8 სინ.სვ.მმ. (95% CI (-7,9, -3,7), p < 0,0001) სისტოლური არტერიული წნევისთვის და -2,3 სინ.სვ.მმ. (95% CI (-3,6,-0,9), p = 0,0004) დიასტოლური არტერიული წნევისთვის შესაბამისად, უპირატესად პერინდოპრილი/ინდაპამიდის ჯგუფში.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა. კლინიკური კვლევების მონაცემები

ორმა მსხვილმა რანდომიზირებულმა კონტროლირებადმა კვლევამ (ONTARGET (Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორების გამოყენება კომბინაციაში ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან.

ONTARGET კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, ან 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომლებსაც ახლდათ სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები.

VA NEPHRON-D კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური ნეფროპათია.

მონოთერაპიასთან შედარებით ამ კვლევებმა არ აჩვენეს მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა თირკმელების ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგზე და სიკვდილობაზე, მაშინ, როდესაც გამოვლინდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მაღალი რისკი. ანალოგიურ ფარმაკოდინამიკურ თვისებებთან დაკავშირებით ეს შედეგები ეხება სხვა აგფი-საც და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ბლოკატორებსაც.

ამიტომ აგფი და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას ერთად გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულებში.

ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევა განკუთვნილი იყო ალისკირენის აგფი-ით სტანდარტულ თერაპიასთან ან ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან დამატების უპირატესობების გამოსავლენად პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარსიობით, გულ-სისხლძარღვების დაავადებებით. კვლევა შეწყდა ვადაზე ადრე არასასურველი შედეგების მაღალი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ინსულტი და სიკვდილობა უფრო ხშირად აღინიშნა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ასევე ალისკირენის მიმღებ ჯგუფში უფრო ხშირად აღინიშნებოდა გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმელების დისფუნქცია).

პერინდოპრილთან დაკავშირებული ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დახასიათება

პერინდოპრილი აქტიურია ჰიპერტენზიის ყველა სტადიაზე: მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე. სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა აღინიშნება მწოლიარე დმგომარეობაშიც და მჯდომარე მდგომარეობაშიც. ერთჯერადი დოზის შემდეგ ანტიჰიპერტენზიული აქტივობა მაქსიმალურია 4-დან 6 საათამდე და შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ნაშთი ბლოკირების მაღალი ხარისხის 24 საათის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 80%-ს. მგრძნობიარე პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევა მიიღწევა ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ და შენარჩუნდება ტაქიფილაქსიის გარეშე. პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომს.

პერინდოპრილს სისხლძარღვების გამაფართოვებელი თვისებები გააჩნია და აღადგენს ძირითადი არტერიების ღერძების ელასტიურობას, აკორექტირებს არტერიების წინააღმდეგობის ჰისტომორფომეტრულ ცვლილებებს და იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. საჭიროებისას თიაზიდური დიურეზულის დამატება იწვევს დამატებით სინერგიზმს. ანგიოტენზინგარდამქმენლი ფერმენტის ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეზულთან ამცირებს ცალკე დიურეზულის მიღებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

ინდაპამიდთან დაკავშირებული ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დახასიათება

მონოთერაპიის ფორმით ინდაპამიდი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ეს ეფექტი წარმოიქმნება დოზით, რომლის დროსაც დიურეზული აქტივობა მინიმალურია.

მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების და არტერიოლების ზოგადი პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირების პროპორციულია. ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

თიაზიდური ან თიაზიდის მსგავსი დიურეზულის დოზირების მომატებისას ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღწევს პლატოს, მაშინ როდესაც პრეპარატის გვერდითი ეფექტები განაგრძობენ მომატებას.

გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ ხანმოკლე, ზომიერი და ხანგძლივი მკურნალობისას ინდაპამიდი არ ახდენს ეფექტს ლიპიდების: ტრიგლიცერიდების, დსლპ ქოლესტერინის და მსლპ ქოლესტერინის მეტაბოლიზმზე, არ ახდენს ეფექტს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებშიც კი.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატის კო-პრენესა ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დაკავშირებული პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციასთან

პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინირებულად მიღება არ ცვლის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს მათი ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

დაკავშირებული პერინდოპრილთან

აბსორბცია და ბიოშეღწევადობა

შიგნით მიღების შემდეგ პერინდოპრილი სწრაფად შეიწოვება და კონცენტრაციის პიკს აღწევს 1 საათის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1 საათს შეადგენს. საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის გარდაქმნას პერინდოპრილატად, და, შედეგად, მის ბიოშეღწევადობას, ამიტომ პერინდოპრილი ტრეტ-ბუთილამინის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, პერორალურად, დილით საუზმემდე.

განაწილება

თავისუფალი პერინდორპილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2 ლ/კგ. პერინდოპრილის შეერთება პლაზმის ცილებთან შეადგენს 20%, ძირითადად ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტთან, თუმცა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.

მეტაბოლიზმი

პერინდოპრილი პროწამალია. პერინდოპრილის მიღებული დოზის 27% სისხლდინებასში აღწევს პერინდოპრილატის აქტიური მეტაბოლიტის სახით. აქტიური პერინდოპრილატის გარდა, პერინდოპრილი წარმოქმნის ხუთ არააქტიურ მეტაბოლიტს. პერინდოპრილატის კონცენტრაციის პიკი პლაზმაში 3-4 საათში მიიღწევა.

გამოყოფა

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით. შეუერთებელი ფრაქციის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 17 საათს შეადგენს. წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ნაჩვენებია, რომ კავშირი პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის ხაზოვანია.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

პერინდოპრილატის გამოყოფა დაქვეითებულია ხანდაზმულ პირებში, ასევე პაციენტებში გულის ან თირკმლის უკმარისობით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთის დოზის შერჩევა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე (კრეატინინის კლირენსი).

პერინდოპრილატის დიალიზური კლირენსი უდრის 70 მლ/წთ.

ციროზიანი პაციენტები

ციროზიან პაციენტებში პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი ნახევრად შემცირებულია. თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება და, შედეგად, დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. თავები 4.2 და 4.4).

დაკავშირებული ინდაპამიდთან

აბსორბცია

ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან.

ადამიანის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ საათში პრეპარატის პერორალურად მიღებიდან.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეეღტება 79% შეადგენს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ნახევარგამოყოფის პერიოდი 14-დან 24 საათამდე (საშუალოდ 18 საათს) მოიცავს. პრეპარატის განმეორებით მიღება არ იწვევს მის დაგროვებას ორგანიზმში. ძირითადად გამოიყოფა შარდით (დოზის 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის

კო-პრენესა® ტაბლეტები 8 მგ/2,5მგ

Perindopril / indapamide

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც თუ მასაც აღენიშნება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ასევე ნებისმიერ არასასურველ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციის ნაწილში 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს პრეპარატი კო-პრენესა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია პრეპარატი კო-პრენესას გამოყენებამდე
  • კო-პრენესას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • კო-პრენესას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი კო-პრენესა და რისთვის გამოიყენება?

რას წარმოადგენს კო-პრენესა

კო-პრენესა არის ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაცია. პერინდოპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE ინჰიბიტორები), რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას. ინდაპამიდი არის შარდმდენი (დიურეზული) საშუალება. დიურეზულები ზრდის თირკმელების მიერ გამომუშავებულ შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან, რადგან ის იწვევს მხოლოდ წარმოებული შარდის მოცულობის მცირე ზრდას.

თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და მათი კომბინირებული მოქმედება ხელს უწყობს მის კონტროლს.

რისთვის გამოიყენება კო-პრენესას ტაბლეტები?

კო-პრენესა არის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. კო-პრენესას ტაბლეტები 8 მგ/2,5 მგ ინიშნება პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს პერინდოპრილი 8 მგ და ინდაპამიდი 2,5 მგ ცალ-ცალკე. ამ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ერთი კო-პრენესას ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო აქტიურ ინგრედიენტს, ცალკე ტაბლეტების მიღების ნაცვლად.

  • ინფორმაცია კო-პრენესას გამოყენებამდე

არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინგიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ ან თქვენ რომელიმე ნათესავს აღგენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ფართოდ გავრცელებული გამონაყარი აგფ ინჰიბიტორების წინა გამოყენებისას, ან ეს სიმპტომები აღინიშნებოდა სხვა გარემოებების დროს (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც ახლავს თირკმელების სისხლის მომარაგების დაქვეითება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ გიტარდებათ დიალიზი ან ნებისმიერი სხვა ტიპი სისხლის ფილტრაცია. გამოსაყენებელი მოწყობილობის მიხედვით, კო-პრენესა შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება);

თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში;

თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სითხის სერიოზულ შეკავებას ორგანიზმში და გაძნელებულ სუნთქვას);

თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული; ასევე რეკომენდებულია მოერიდოთ პრეპარატი კო-პრენესას მიღებას ორსულობის ადრეულ ვადებშიც (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს;

თუ თქვენ ღებულობდით ან ღებულობთ საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას მოზრდილებში, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი ,,სხვა პრეპარატები და კო-პრენესა“).

კო-პრენესას გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ მკურნალ ექიმს კო-პრენესას მიღების დაწყებამდე:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც სისხლს აწვდის თირკმელებს);

თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან სხვა გულის პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ხართ დიალიზზე;

თუ გაქვთ სისხლში ჰორმონის ალდოსტერონის მომატებული დონე (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;

თუ გაწუხებთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიის დაავადება);

თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოიდიზმი (ზედმეტად აქტიური პარათირეოიდული ჯირკვალი);

თუ გაქვთ პოდაგრა;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ იცავთ მარილის შეზღუდულ დიეტას ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ იღებთ ლითიუმს ან კალიუმშემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); თქვენ უნდა მოერიდოთ მათ კო-პრენესასთან ერთად მიღებას (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და კო-პრენესა“);

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გჭირდებათ დოზის გაზრდა;

თუ გახასიათებთ ფოტომგრძნობელობის რეაქციები;

თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა). ეს შეიძლება მოხდეს მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს;

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ წამალს, იზრდება თქვენი ანგიონევროზის განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის უარყოფის თავიდან ასაცილებლად და კიბოსთვის (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი);

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. გლიპტინების კლასს (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები);

საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ვალსარტანთან ფიქსირებულ კომბინაციაში), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARB) (მედიკამენტები ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტთან,

ალისკირენი. თქვენს ექიმს შეუძლია რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტები (როგორიცაა კალიუმი) თქვენს სისხლში. აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილში „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“.

თუ შავკანიანი ხართ, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დასაწევად სხვა ეთნიკური წარმოშობის პაციენტებთან შედარებით;

თუ გადიხართ დიალიზს მაღალი გამტარიანობის მემბრანებით.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (სერიოზული ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის კო-პრენესასაც. ეს რეაქციები შეიძლება მოხდეს თერაპიის მსვლელობისას ნებისმიერ დროს. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ კო-პრენესას მიღება და მიმართოთ ექიმს. იხილეთ ასევენაწილი 4.

კო-პრენესათი მკურნალობის პერიოდში ასევე უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გეგმავთ ანესთეზიას და/ან ოპერაციას,

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ დიარეა, ღებინება ან დეჰიდრატაცია,

თუ თქვენ უნდა გაიაროთ ჰემოდიალიზი ან LDL აფერეზი (ქოლესტერინის გამოდევნის მიზნით თქვენი ორგანიზმიდან),

თუ თქვენ გეგმავთ დესენსიბილიზაციას ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად,

თუ საჭიროა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც მოითხოვს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებას (ნივთიერება, რომელიც რენტგენზე ხილულს ხდის ორგანოებს, როგორიცაა თირკმელები ან კუჭი),

თუ თქვენ გაქვთ მხედველობის ცვლილება ან ტკივილი ერთ ან ორივე თვალში კო-პრენესას გამოყენებისას.

ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ გლაუკომა, გაზრდილი წნევა თვალ(ებში), რაც შეიძლება განვითარდეს კო-პრენესას მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. თუ არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონიათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდების მიმართ, შეიძლება გქონდეთ მწვავე დახურული კუთხის გლაუკომის განვითარების რისკი და უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს ორსულობის 3 თვის შემდეგ მიღებისას (იხ. ნაწილი ორსულობა და ძუძუთი კვება).

თქვენს ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი მკურნალობის პროგრესი სისხლის ანალიზით.

ინფორმაცია სპორტსმენებისთვის

პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქცია გამოიწვიოს დოპინგ კონტროლის დროს.

სხვა პრეპარატები და კო-პრენესა

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენ უნდა მოერიდოთ კო-პრენესას ერთდროულ გამოყენებას შემდეგ ნივთერებებთან:

ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

ალისკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება), თუ არ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზულები (მაგ., ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (მაგ., ჰეპარინი, პრეპარატო სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია, როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის კომბინაცია, ციკლოსპრორინით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის დროს ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად);

ესტრამუსტინთან ერთად (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

მაღალი წნევის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ კო-პრენესას ეფექტზე. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs), ალისკირენი (ასევე იხილეთ ნაწილი „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის თირკმელებით შარდის მოცულობის გაზრდას),

კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დოზით 12,5-50 მგ/დღეში,

საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. „არ შეიძლება კო-პრენესას გამოყენება“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“)

საანესთეზიო პრეპარატები,

იოდის შემცველი კონტრაქსული ნივთიერებები,

მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

მეტადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),

პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ),

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ანტიჰისტამინები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;

იმუნოსუპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

მედიკამენტები კიბოს სამკურნალოდ,

ერითრომიცინი ინტრავენურად (ანტიბიოტიკი),

ჰალოფანტრინი (გამოიყენება გარკვეული ტიპის მალარიის სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური უკმარისობით, მეხსიერების დაქვეითების ჩათვლით),

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

წამლები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, დიგიტალის პრეპარატები);

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ),

დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადების სამკურნალოდ),

ბაკლოფენი (კუნთების სიმკვრივის სამკურნალოდ, რომელიც წარმოიქმნება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი),

დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინი

კალციუმი, მათ შორის. კალციუმის დიეტური დანამატები,

მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ. სენა),

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),

ამფოტერიცინი B ინექცია (მძიმე სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტიკები (როგორიცაა ამულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

ტეტრაკოსაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),

ვაზოდილატორები, მათ შორის ნიტრატები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას), წამლები, რომლებიც გამოიყენება დაბალი წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორეპინეფრინი ან ეპინეფრინი),

ოქრო საინექციო პრეპარატები (რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),

მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის უარყოფის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა, რომლებიც მიეკუთვნებიან mTOR ინჰიბიტორების კლასს) (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

კო-პრენესას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. თქვენი ექიმი სავარაუდოდ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი კო-პრენესას ნაცვლად. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს, თუ იგი მიიღება ორსულობის 3 თვეზე მეტი ხნის ვადაში.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. კო-პრენესა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს და ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ არ გსურთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით თუ თქვენი ჩვილი ახალშობილია ან ნაადრევად დაიბადა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ცალკეული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან, როგორიცაა თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამან შეიძლება შეაფერხოს მათი მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

კო-პრენესა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

  • კო-პრენესას მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზირების რეჟიმი, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

ტაბლეტის მიღება მიზანშეწონილია დილით და ჭამის წინ.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს.

თუ მიიღეთ კო-პრენესას ზედმეტი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო ეფექტია დაბალი წნევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება (შესაძლოა გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბნეულობა, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის ცვლილება), შესაძლოა მდგომარეობა გააუმჯობესოს ,,ფეხებით მაღალზე მოთავსებულ პოზიციაში“ წამოწოლამ.

თუ დაგავიწყდათ კო-პრენესას დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული გამოყენება ყველაზე ეფექტურია. თუმცა, თუ დაგავიწყდათ მედიკამენტების მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ კო-პრენესას მიღებას

ვინაიდან მაღალი წნევის მკურნალობა, როგორც წესი, წარმოადგენს მუდმივ, სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას, უნდა მიმართოთ ექიმს კო-პრენესას მიღების შეწყვეტამდე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, კო-პრენესამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერში. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (ხშირი - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში),

ბრონქოსპაზმი (გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, ხიხინი და ქოშინი) (იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხილეთ ნაწილი 2 "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები") (იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის მულტიფორმული ერითემა (გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე, მკლავებზე და ფეხებზე წითელი ქავილის ლაქების გამოჩენით) ან კანის ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (მკერდის, ყბის და ზურგის ტკივილი გამოწვეული ვარჯიშის შედეგად, გულის შეტევა) (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სისუსტე ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობის გაუარესება (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის ან თვალების თეთრი სიყვითლე (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათად - შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სიცოცხლისათვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),

ღვიძლის დისფუნქციით გამოწვეული ტვინის დაავადება (ღვიძლის ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია).

პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

კანის რეაქციები ალერგიული და ასთმური რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტა, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი (ყურებში ზარის შეგრძნება), ხველა, ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების ცვლილება, დისპეფსია ან საჭმლის მომნელებელი დარღვევები, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმი, დაღლილობის შეგრძნება, სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

არახშირი: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში):

დეპრესია, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა,

ჭინჭრის ციება, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), ლაქებიანი ბუშტუკები კანზე, თირკმლის დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, ოფლიანობა, ეოზინოფილების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი), ლაბორატორიული მნიშვნელობების ცვლილებები: კალიუმის მაღალი დონე სისხლში, მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ძილიანობა, გონების დაკარგვა, პალპიტაცია (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვასკულიტი (სისხლძარღვები სანთება), პირის სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (მზეზე კანის მომატებული მგრძნობელობა), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება სისხლი, დაცემა.

იშვიათი: (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 -დან 1-მდე პაციენტში):

შარდის გამოყოფის დაქვეითება ან შარდის გამოყოფის შეკავება, სახის ან ტანის ზედა ნაწილის სიწითლე, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფსორიაზის გამწვავება, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში ქლორიდის დაბალი დონე, დაბალი მაგნიუმის დონე სისხლში, დაღლილობა.

მუქი შარდი, უსიამოვნო შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება, კუნთების სპაზმი, დაბნეულობა და კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება IADH (არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომი).

ძალიან იშვიათ: (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

დაბნეულობა, ეოზინოფილური პნევმონია (იშვიათი ტიპის პნევმონია), რინიტი (ცხვირის შეშუპება ან სურდო), სისხლის დარღვევები, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინისა და თრომბოციტების დაქვეითება, კალციუმის მაღალი დონე სისხლში, ღვიძლის დისფუნქცია.

უცნობია სიხშირე: (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

გულის დარღვევები ეკგ-ზე, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: შარდმჟავას და შაქრის მაღალი დონე სისხლში, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში მაღალი წნევის გამო (თვალების სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი ან მწვავე დახურული კუთხოვანი გლაუკომა), ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, ფერის შეცვლა, დაბუჟება და ტკივილი თითებში ან ფეხის თითებში (რეინოს ფენომენი). თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზი), შესაძლოა აღინიშნოს ამ დაავადების გაუარესება.

ასევე შეიძლება აღინიშნოს სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ან პანკრეასის დარღვევები და პათოლოგიური ლაბორატორიული პარამეტრები (სისხლის ანალიზები). ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თქვენი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

არასასურველი რეაქციების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე არასასურველი რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენი წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • კო-პრენესას შენახვის პირობები

შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით არაუმეტეს 30 ˚С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამავალ წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის სწორი გადადგების შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები

პრეპარატი კო-პრენესას შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 2,5 მგ ინდაპამიდს.

დამხმარე ინგრედიენტებია: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ჰიდრატირებული კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

კო-პრენესას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები - მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს ჭრილით, რომელიც არ არის გამიზნული ტაბლეტის თანაბარ ნაწილად გასაყოფად, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტაბლეტის გასატეხად ყლაპვის გაადვილების მიზნით.

ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს (OPA/Al/PVC ფილმი და ალუმინის ფოლგა).

3 ან 9 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა