კლორიტოლი
KLORITOL
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა კლორიტოლი 150 მგ პესარია. ჩანართში ეწოდება „კლორიტოლი“. კლორიტოლი არის მყარი, ტორპედოს ფორმის ოვულა. საშოში მოთავსების შემდეგ გამოყოფს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეკონაზოლის ნიტრატი. მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეკონაზოლი (econazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ვაგინალური პესარია №10 (2X5)
- მწარმოებელი
- Fulton Medicinali S.p.A, იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- G01AF05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043045
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2025, მოქმედებს 27 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOVATOR PHARMA LLP (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „Novator Pharma“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლორიტოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა კლორიტოლი 150 მგ პესარია. ჩანართში ეწოდება „კლორიტოლი“. კლორიტოლი არის მყარი, ტორპედოს ფორმის ოვულა. საშოში მოთავსების შემდეგ გამოყოფს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეკონაზოლის ნიტრატი.
მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტების ჯგუფს. კლორიტოლი გამოიყენება საშოს და საშოს გარშემო კანის ინფექციების სამკურნალოდ.
სოკოებით და საფუარებით (Candida) გამოწვეული ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პესარიას გამოყენება
- ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისას.
- ერთი პესარია მოათავსეთ საშოში, ძილის წინ (ეს ეხმარება ადგილზე დარჩენაში), სამი მომდევნო დღის განმავლობაში.
- არ გადაყლაპოთ პესარია.
თუ გადაყლაპეთ კლორიტოლი
პესარიას შეჭმის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- ხართ ალერგიული ეკონაზოლის ნიტრატის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
- თუ ხართ ალერგიული სხვა მედიკამენტის მიმართ, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
- თუ ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ ზემოთ აღნიშნული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- იყენებთ საშოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებს.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას სხვა ტიპის კონტრაცეპტივს იღებთ მიმართეთ ექიმს თუ:
- იყენებთ კონტრაცეფციის „ბარიერულ“ მეთოდს. ეს მოიცავს კონდომებს ან დიაფრაგმებს. კლორიტოლმა შეიძლება დააზიანოს რეზინა და შეაფერხოს მათი მოქმედება.
- თუ იყენებთ სპერმიციდულ კონტრაცეფციულ საშუალებებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ ან მცენარეულ საშუალებებსაც.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:
- სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულაციურებს), როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ანტიკოაგულაციური საშუალების სათანადო მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, კვლავ შეძლებთ კლორიტოლის გამოყენებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტის მოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ კლორიტოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
- სახის ან ყელის უეცარი შეშუპება. ჭინჭრის ციება (აგრეთვე ცნობილი როგორც ჭინჭრისებრი გამონაყარი ან ურტიკარია), კანის მძიმე გაღიზიანება, სიწითლე ან ბუშტუკები. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებით (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში).
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- კანის ქავილი
- წვის შეგრძნება (კანზე)
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
- გამონაყარი
- წვის შეგრძნება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
- კანის სიწითლე
უცნობი სიხშირე:
- ტკივილი, შეშუპება ან გაღიზიანება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
- კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი)
- პილინგი, კანის აქერცვლა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
ჭარბი დოზა
ეკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებასთან ან არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, შეესაბამება გვერდით რეაქციებს, რომლებიც ჩამოთვლილია 4.8 პარაგრაფში (არასასურველი ეფექტები).
შემთხვევით შიგნით მიღებისას, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა. აუცილებლობისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ეკონაზოლის ნიტრატი
პესარია შეიცავს 150 მგ ეკონაზოლის ნიტრატს.
სხვა ინგრედიენტი მყარი ცხიმი და ტრიგლიცერიდები, საშუალო ჯაჭვიანი (მირიტოლი 318).
კლორიტოლი 150 მგ პესარია № 10. 5 პესარია შეფუთულია პვქ/პე ბლისტერში პირველადი შეფუთვის სახით. ორი ბლისტერი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება არა უმეტეს 25ºC-ზე.
ინახება სითბოს და მზის სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია: (ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა, იმიდაზოლის წარმოებულები).
ათქ კოდი: G01AF05
ეკონაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული. ნაერთი მოქმედებს ბაქტერიული და სოკოვანი უჯრედების მემბრანების დაზიანებით; ზიანდება როგორც უჯრედული, ასევე სუბუჯრედული მემბრანები. ეკონაზოლი აშკარად არღვევს მემბრანის გამტარიანობის მახასიათებლებს, რაც იწვევს კალიუმის და ნატრიუმის იონების და სხვა უჯრედშიდა კომპონენტების გაჟონვას. მაკრომოლეკულური სინთეზი ასევე შეიძლება ინჰიბირდეს. ეკონაზოლი აქტიურია დერმატოფიტების, საფუარის, ობის სოკოების და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. გრამუარყოფითი ბაქტერიები ზოგადად რეზისტენტულია ეკონაზოლის მიმართ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ეკონაზოლის ნიტრატი ცუდად შეიწოვება ვაგინალური გამოყენების შემდეგ. რადიომარკირებული ტექნიკის გამოყენებით დადგინდა, რომ ვაგინალურად გამოყენებული ეკონაზოლის ნიტრატის 2.5%-დან 7%-მდე აბსორბირდება. თუმცა, შრატში ანტიმიკოზური აქტივობა ვერ გამოვლინდა 5 გ ან 1% ეკონაზოლის ნიტრატის კრემის ან 50 მგ ეკონაზოლის ნიტრატის შემცველი სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კლორიტოლი
ეკონაზოლის ნიტრატი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4
რა არის ამ ჩანართში:
რა არის კლორიტოლი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ კლორიტოლის მიღების დაწყებამდე
როგორ მიიღება კლორიტოლი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება კლორიტოლი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის კლორიტოლი და რისთვის გამოიყენება
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა კლორიტოლი 150 მგ პესარია. ჩანართში ეწოდება „კლორიტოლი“. კლორიტოლი არის მყარი, ტორპედოს ფორმის ოვულა. საშოში მოთავსების შემდეგ გამოყოფს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეკონაზოლის ნიტრატი.
მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტების ჯგუფს. კლორიტოლი გამოიყენება საშოს და საშოს გარშემო კანის ინფექციების სამკურნალოდ.
სოკოებით და საფუარებით (Candida) გამოწვეული ინფექციები.
- რა უნდა იცოდეთ კლორიტოლის მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ კლორიტოლი თუ:
- ხართ ალერგიული ეკონაზოლის ნიტრატის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
- თუ ხართ ალერგიული სხვა მედიკამენტის მიმართ, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
- თუ ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ ზემოთ აღნიშნული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- იყენებთ საშოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებს.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას სხვა ტიპის კონტრაცეპტივს იღებთ მიმართეთ ექიმს თუ:
- იყენებთ კონტრაცეფციის „ბარიერულ“ მეთოდს. ეს მოიცავს კონდომებს ან დიაფრაგმებს. კლორიტოლმა შეიძლება დააზიანოს რეზინა და შეაფერხოს მათი მოქმედება.
- თუ იყენებთ სპერმიციდულ კონტრაცეფციულ საშუალებებს.
სხვა მედიკამენტები და კლორიტოლი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ ან მცენარეულ საშუალებებსაც.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:
- სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულაციურებს), როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ანტიკოაგულაციური საშუალების სათანადო მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, კვლავ შეძლებთ კლორიტოლის გამოყენებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ მედიკამენტის მოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
- როგორ მიიღება კლორიტოლი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პესარიას გამოყენება
- ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისას.
- ერთი პესარია მოათავსეთ საშოში, ძილის წინ (ეს ეხმარება ადგილზე დარჩენაში), სამი მომდევნო დღის განმავლობაში.
- არ გადაყლაპოთ პესარია.
თუ გადაყლაპეთ კლორიტოლი
პესარიას შეჭმის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ კლორიტოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
- სახის ან ყელის უეცარი შეშუპება. ჭინჭრის ციება (აგრეთვე ცნობილი როგორც ჭინჭრისებრი გამონაყარი ან ურტიკარია), კანის მძიმე გაღიზიანება, სიწითლე ან ბუშტუკები. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებით (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში).
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- კანის ქავილი
- წვის შეგრძნება (კანზე)
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
- გამონაყარი
- წვის შეგრძნება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
- კანის სიწითლე
უცნობი სიხშირე:
- ტკივილი, შეშუპება ან გაღიზიანება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
- კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი)
- პილინგი, კანის აქერცვლა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
- როგორ ინახება კლორიტოლი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება არა უმეტეს 25ºC-ზე.
ინახება სითბოს და მზის სინათლისგან დაცულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ კლორიტოლი:
- ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
- თუ შეფუთვა დაზიანებულია ან ნაკლულია.
მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფახოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კლორიტოლი პესარია:
აქტიური ნივთიერებაა ეკონაზოლის ნიტრატი
პესარია შეიცავს 150 მგ ეკონაზოლის ნიტრატს.
სხვა ინგრედიენტი მყარი ცხიმი და ტრიგლიცერიდები, საშუალო ჯაჭვიანი (მირიტოლი 318).
კლორიტოლი 150 მგ პესარია № 10. 5 პესარია შეფუთულია პვქ/პე ბლისტერში პირველადი შეფუთვის სახით. ორი ბლისტერი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Novator Pharma LLP
Office 21, 8 Shepherd Market,
London, W1J 7JY (UK)
მწარმოებელი
Fulton medicinali S.p.A.
Via Marconi 28/9
20044 - Arese (Milan) – Italy
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




