პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კლონექსი

CLONEX

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

კლონექსის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერება – კლოზაპინს. კლონექსი ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფში შედის. კლონექსის ტაბლეტები არის მრგვალი, ყვითელი ფერის, ერთ მხარეს შუა გამყოფი ღარით, მეორე მხარეზე წარწერით “CPN 100“. წარმოდგენილია კოლოფი 50 ტაბლეტის შემცველი ბლისტერით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოზაპინი (clozapine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №50
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0256
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკლონექსი და სხვა წამალი ერთად

კლონექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლონექსის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერება – კლოზაპინს. კლონექსი ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფში შედის.

კლონექსის ტაბლეტები არის მრგვალი, ყვითელი ფერის, ერთ მხარეს შუა გამყოფი ღარით, მეორე მხარეზე წარწერით “CPN 100“. წარმოდგენილია კოლოფი 50 ტაბლეტის შემცველი ბლისტერით.

  • კლონექსი გამოიყენება შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, საკმარისი შედეგი ვერ მიიღეს ან პრეპარატის აუტანლობის გამო გამოუვლინდათ გვერდითი რეაქციები

კლონექსი ასევე გამოიყენება სამკურნალოდ შიზოფრენიის მქონე პაციენტებში სუიციდური ქცევის რისკის შესამცირებლად ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შიზოაფექტური აშლილობა (შიზოფრენია გუნება-განწყობილების აშლილობის სიმპტომებით).

შიზოფრენია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც აღინიშნება აზროვნების, ემოციური და ქცევითი დარღვევები.

კლონექსი ასევე გამოიყენება ემოციური და ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ პარკინსონით დაავადებულებში, იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პარკინსონის დაავადება თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. იგი გავლენას ახდენს ტვინის მიერ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში კუნთების მოძრაობის კოორდინაციაზე.

კლონექსი მიიღება მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

რა უნდა ვიცოდეთ კლონექსის მიღებამდე

კლონექსის მიღების დაწყებამდე, აუცილებელია განხორციელდეს სისხლის სურათის კონტროლი, რათა განისაზღვროს შეიძლება თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის გამოყენება. კლონექსის მიღების პერიოდში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში რეგულარულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. ანალიზის გაკეთების დროს ექიმი გაცნობებთ. ექიმის მიერ რეკომენდირებული სისხლის ყველა ტესტის გაკეთება მნიშვნელოვანია.

მიღების წესი და დოზირება

ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ექიმი აგიხსნით, ზუსტად რა რაოდენობით და სიხშირით და უნდა მიიღოთ კლონექსის ტაბლეტები.

მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიით დაავადებული პაციენტები:

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 12,5 მგ (25 მგ ტაბლეტის ნახევარი) ერთხელ ან ორჯერ პირველ დღეს, შემდეგ-მეორე დღეს- 25 მგ ერთხელ ან ორჯერ. ტაბლეტები გადაყლაპეთ წყლის დაყოლებით. თუ პრეპარატს კარგად მიიღებთ, თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის დოზას 25-50 მგ-ით მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, სანამ არ მიაღწევთ დოზას 300 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს, საჭიროების შემთხვევაში, 50-დან 100 მგ-მდე ეტაპად კვირაში 2-ჯერ, სასურველია 1 კვირის ინტერვალით. რეკომენდირებული დღიური დოზა არის 200 მილიგრამიდან 450 მილიგრამამდე, განაწილებული რამდენიმე ერთჯერად დოზად დღეში.

ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს უფრო მაღალი დოზის საჭიროება. მაქსიმალური დასაშვები დღიური დოზა შეადგენს 900 მგ-მდე.

450 მგ-ზე მეტი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა იზრდება (განსაკუთრებით გულყრების). ყოველთვის მიიღეთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც თქვენთვის არის ეფექტური. ადამიანების უმეტესობა დოზის ერთ ნაწილს დილით, მეორეს კი საღამოს იღებს. თქვენი ექიმი აგიხსნით, ზუსტად როგორ გაანაწილოთ დღიური დოზა. თუ თქვენი დღიური დოზა მხოლოდ 200 მგ-ია, შეგიძლიათ მიიღოთ ის საღამოს ერთჯერადად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კლონექსის ეფექტურად მიღების შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის მიღება.

კლონექსი მიღება რეკომენდირებულია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

სუიციდური ქცევის რისკის შემცირება შიზოფრენიისა და შიზოაფექტური აშლილობის დროს: მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებისათვის დაცული უნდა იქნას კლონექსის გამოყენების ზემოაღნიშნული დოზირება და რეკომენდაციები, იგივე რეკომენდაციები ძალაშია შიზოაფექტური აშლილობის ან შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ განმეორებითი სუიციდური ქცევის რისკი.

სუიციდური ქცევის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია კლონექსით მკურნალობა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებულია სუიციდური ქცევის რისკის თავიდან შეფასება და ექიმის მიერ, რეგულარული ინტერვალებით, სუიციდური ქცევის რისკის შეფასების საფუძველზე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კლონექსით მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

აზროვნების, ემოციური და ქცევითი დარღვევების მკურნალობა პარკინსონის მქონე პაციენტებში: ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 12,5 მგ (25 მგ ტაბლეტის ნახევარი) საღამოს. მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად. ამის შემდეგ თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის დოზას 12,5 მილიგრამით, არაუმეტეს 2 ჯერადად კვირაში, მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე მეორე კვირის ბოლოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობთ გულის წასვლის შეგრძნებას, თავბრუსხვევას ან ცნობიერების დაბინდვას, დოზის გაზრდა შეიძლება შეწყდეს ან გადაიდოს. ამგვარი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობა პირველი კვირების განმავლობაში არტერიული წნევის კონტროლით უნდა მოხდეს.

ეფექტური დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25 მგ-დან 37,5 მგ-მდე, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით საღამოს. დღეში 50 მგ დოზის გადაჭარბება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მიიღეთ თქვენთვის ეფექტური დოზებიდან ყველაზე დაბალი.

კლონექსის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღების ჩვევა, დაგეხმარებათ შეგახსენოთ წამლის მიღების საჭიროება.

გამოყენების წესი და მეთოდი:

კლონექსის ტაბლეტი მიიღება მხოლოდ პერორალურად. კლონექსის ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან უზმოზე. ტაბლეტი გადაყლაპეთ 1 ჭიქა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებში:

გამოყენება ბავშვებში:

კლონექსის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ თქვენ ხართ 60 წლის ან მეტის, შესაძლებელია თქვენს ექიმს მოუწიოს თქვენი მკურნალობის კორექტირება.

უკუჩვენებები

თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია კლოზაპინის მიმართ ან კლონექსის წინამდებარე ინსტრუქციაში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეზე,

თუ რეგულარულად არ იკეთებთ სისხლის ანალიზს,

თუ ანამნეზში გაქვთ (ან გქონიათ) სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (გამონაკლისია სიმსივნის მკურნალობით გამოწვეული შემთხვევა ),

ანამნეზში თუ გაქვთ ან გქონიათ ძვლის ტვინის დაავადება,

თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც აფერხებენ ძვლის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუ ადრე შეგიწყვიტავთ კლონექსის მიღება მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო (მაგ. აგრანულოციტოზი ან გულის პრობლემები),

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან გულის პრობლემები,

თუ აღგენიშნებათ ეპილეფსიური შეტევები, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს,

თუ გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არასათანადო მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გაქვთ მწვავე ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის ან პრეპარატების მოხმარებით (მაგ. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით),

თუ აღგენიშნებათ გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი),

თუ აღგენიშნებათ გულის სხვა მძიმე დაავადება,

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე ხარისხის დაავადება,

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადების სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა, ავად ყოფნის შეგრძნება და უმადობა),

თუ გაქვთ ღვიძლის სხვა მძიმე დაავადება,

თუ აღგენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა და ძლიერი თავბრუსხვევა,

თუ აღგენიშნებათ სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, რომელიც გამოწვეულია ძლიერი შოკით,

თუ მკურნალობთ ან ოდესმე გიმკურნალიათ ხანგრძლივი მოქმედების დეპო ანტიფსიქოზური ინექციებით,

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ყაბზობის მძიმე ფორმა, ნაწლავის გაუვალობა ან სხვა სახის დარღვევა, რაც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავის ფუნქციონირებაზე,

თუ ფიქრობთ, რომ ალერგიული ხართ კლონექსზე (კლოზაპინი), კლონექსის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე კლონექსის მიღებისას ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს გაციების, გრიპის, ცხელების, ყელის ტკივილის ან ინფექციის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც გაზრდის ინფექციისადმი მგრძნობელობას. თქვენი ექიმი განახორციელებს სისხლის სურათის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ზომებს.

თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი გულისცემა აჩქარებული და არარეგულარულია; თუ აღგენიშნებათ პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის არეში ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა, მიმართეთ ექიმს. ეს ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და შესაძლოა საჭიროებდეს ექიმის მიერ დამატებითი ზომების მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ პროსტატის გადიდება, კონვულსია (კრუნჩხვები), გლაუკომა (თვალშიდა სითხის წნევის მომატება), დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი) ან ჯანმრთელობის სხვა სერიოზული დარღვევა,

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ინსულტი ან გულის დაავადება, ან ოჯახურ ანამნეზში გაქვთ გულის რითმის დარღვევა სახელწოდებით „გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი“, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

თუ აღგენიშნებათ დემენციის ნიშნები, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ სუნთქვის დარღვევის/შეჩერების ხანმოკლე პერიოდები (გამოხატული ძილისმიერი აპნოეს სახით), და თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც ანელებენ ტვინის ნორმალურ აქტივობას (მაგ. დეპრესანტებს),

კლონექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ვენაში სისხლის კოლტის (თრომბის) განვითარება (ვენური თრომბოემბოლია),

კლონექსის მიღებისას შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა ან გულის წასვლა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ეს გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით.

სხეულის ტემპერატურის უეცარი და სწრაფი მომატება, კუნთების რიგიდობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი) წარმოადგენს შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ნიშანს, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას,

თუ თქვენ აღგენიშნებათ ყაბზობის მძიმე ფორმა, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ დაინიშნოს მკურნალობა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

თუ გაქვთ დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), ექიმის მიერ ხორციელდება სისხლში შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდების დონის ცვლილებები. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. თქვენს ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი წონა და სისხლში ლიპიდების დონე,

კლონექსის მიღებისას დაფიქსირებულია გულის შეტევების ფაქტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავლის დადგომა,

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება და ძილიანობა ზოგიერთ პაციენტში, რაც აჩენს ხანგრძლივად საწოლში წოლის სურვილს,ეს გარემოება ზრდის თრომბის განვითარების რისკს,

ღვიძლის სტაბილური (კონტროლირებადი) დაავადების მქონე ადამიანებისათვის დასაშვებია კლონექსის მიღება, თუმცა საჭიროა ღვიძლის ფუნქციური სინჯების რეგულარული შეფასება,

თუ კლონექსით მკურნალობის დროს გაგიჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და/ან ანორექსია (კვების დარღვევა), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება, თქვენი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას,

თუ თქვენ ხართ 60 წლის ან მეტის, შესაძლოა გაჩნდეს თქვენი ექიმის მიერ მკურნალობის კორექტირების საჭიროება,

ვინაიდან კლონექსის უეცარი მოხსნის შემდეგ დაფიქსირდა მოხსნის მწვავე სიმპტომების განვითარების შემთხვევები (თავბრუსხვევა, ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მოუსვენრობის შეგრძნება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი), კლონექსის მოხსნა მოხდება თქვენი ექიმის მიერ დოზის თანდათანობითი შემცირებით. თუ პრეპარატის უეცარი შეწყვეტა აუცილებელია (მაგალითად, ლეიკოპენიის გამო), ექიმმა შეიძლება განახორციელოს დაკვირვება ფსიქოზურ და ქოლინერგულ სინდრომთან დაკავშირებულ სიმპტომებზე ( ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა),

დარწმუნდით, რომ რეგულარულად ხორციელდება სისხლის სურათის კონტროლი კლონექსით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და კლონექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

  • თქვენი ექიმი გაცნობებთ, ზუსტად როდის და სად უნდა გაიკეთოთ სისხლის აღნიშნული ანალიზები. კლონექსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სისხლის სურათი ნორმალურია.
  • კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი). მხოლოდ სისხლის ანალიზების რეგულარულ სურათს შეუძლია აჩვენოს ექიმს, გაქვთ თუ არა აგრანულოციტოზის განვითარების რისკი.
  • სისხლის ანალიზის გაკეთება საჭიროა ყოველკვირეულად მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა თვეში მინიმუმ ერთი ტესტის გაკეთება.
  • თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შემცირდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ კლონექსის მიღება. ამის შემდეგ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ნორმალურ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს,
  • კლონექსით მკურნალობის დასრულების შემდგომი 4 კვირის განმავლობაში საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე, ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა.

ექიმმა შესაძლებელია მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენთვის ელექტროკარდიოგრამული (ეკგ) კვლევის ჩატარება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის აუცილებელია ან თუ თქვენ გაქვთ ამ კუთხით განსაკუთრებული ღელვის მიზეზი.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, კლონექსის მიღების პერიოდში რეგულარულად უნდა გაიკეთოთ ღვიძლის ფუნქციის სინჯები. თუ სისხლში შაქრის მაღალი დონე (დიაბეტი) აღგენიშნებათ, ექიმის მიერ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ლიპიდების დონის შეცვლა. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება.

თქვენი ექიმის მიერ უნდა განხორციელდეს თქვენი წონისა და სისხლში ლიპიდების დონეს კონტროლი.

თუ კლონექსი იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტეს და წონასწორობის დარღვევას, მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.

თუ დაგჭირდათ ოპერაცია ან რაიმე სხვა მიზეზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგიწევთ უმოძრაოდ ყოფნა, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღების შესახებ, ვინაიდან შესაძლებელია აღმოჩნდეთ თრომბოზის (ვენაში სისხლის კოლტის განვითარება) განვითარების რისკის წინაშე.

ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში

16 წლამდე მოზარდებისათვის კლონექსის მიღება არ არის დაშვებული. რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში (60 წელი და ზემოთ)

ხანდაზმულებში (60 წელი და მეტი ასაკის) კლონექსით მკურნალობისას უფრო მაღალია გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა: პოზიციის შეცვლის შემდეგ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისცემის აჩქარება, შარდვის გაძნელება და ყაბზობა. თუ გაქვთ კოგნიტიური დისფუნქცია (დემენცია), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ანამნეზში გაქვთ, ან ოდესმე, თუნდაც წარსულში, გქონიათ აღნიშნული ნიშნები, გთხოვთ რჩევისათვის მიმართოთ ექიმს.

კლონექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კლონექსის ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან უზმოზე.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

კლონექსის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, მიჰყევით ამ მითითებებს.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება კლონექსით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან კლონექსით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს თქვენი დაავადება. თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ კლონექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კლონექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი კლონექსი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლონექსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა წამალს. მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ ან მცენარეულ პრეპარატებს. შეიძლება დაგჭირდეთ დოზის კორექტირება ან პრეპარატის შეცვლა.

კლონექსი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციონირებას და/ან ამცირებენ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ სისხლის უჯრედების რაოდენობას.

ასეთი პრეპარატებია:

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის პრეპარატი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი: სულფონამიდები (ქლორამფენიკოლი, კოტრიმოქსაზოლი).

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი: პირაზოლონის ანალგეტიკები (ფენილბუტაზონი).

პენიცილამინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ).

ციტოტოქსიური საშუალებები (ქიმიოთერაპიაში გამოყენებული წამლები),

ანტიფსიქოზური საშუალებების ხანგრძლივი მოქმედების დეპო ინექციები (შიზოფრენიის, ფსიქოზური დეპრესიის მსგავსი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ).

ეს პრეპარატები ზრდის აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის) განვითარების რისკს. კლონექსის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შეცვალოს თქვენი სხვა წამლების მოქმედებაზე, ან პირიქით თქვენმა სხვა პრეპარატებმა შეიძლება შეცვალოს კლონექსის ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთაღნიშნულ პრეპარატს:

ლითიუმი, ფლუვოქსამინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაო-ს ინჰიბიტორები, ციტალოპრამი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტალინი.

პერაზინი და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები (ფსიქიკური დაავადებები, შიზოფრენია, ფსიქოზური დეპრესია).

ბენზოდიაზეპინები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი აშლილობის ან ძილის დარღვევების სამკურნალოდ.

ნარკოტიკული საშუალებები და სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სასუნთქ სისტემაზე.

ფენიტოინი და ვალპროის მჟავა (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის გასაკონტროლებლად).

ადრენალინი და ნორადრენალინი- წამლები, რომლებიც გამოიყენება მაღალი ან დაბალი წნევის სამკურნალოდ.

ვარფარინი (წამალი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას).

ანტიჰისტამინები (გაციების ან ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიების სამკურნალო საშუალებები).

ანტიქოლინერგული პრეპარატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის სპაზმების, დაჭიმულობისა და „მოგზაურობის დაავადების“ მოსახსნელად).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

დიგოქსინი (გულის სამკურნალო პრეპარატი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ.

კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ომეპრაზოლი ან ციმეტიდინი.

ზოგიერთი ანტიბიოტიკები მაგ: ერითრომიცინი და რიფამპიცინი.

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების (მაგ. კეტოკონაზოლი) ან ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ).

ატროპინი (პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თვალის წვეთების სახით , ხველის ან გაციებისათვის).

ადრენალინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევებში).

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები)

მოცემული სია არ არის სრული. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას იმ წამლების შესახებ, რომელთა მიღებას უნდა მოერიდოთ ან სიფრთხილით უნდა მიიღოთ კლონექსის

როგორია კლონექსის მიღების წესი?

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ორსულად იყოთ, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღებამდე. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკებსა და სარგებელზე. ზოგიერთ ქალბატონს, რომელიც იღებს ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან მენსტრუაციის შეწყვეტა. თუ აღგენიშნებათ მსგავსი მდგომარეობა, თქვენი პრეპარატის კლონექსით ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაძლებელია აღგიდგეთ მენსტრუალური ციკლი. ასეთ შემთხვევებში უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ საიმედო კონტრაცეპტულ საშუალებებს. ახალშობილ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, შეიძლება გამოუვლინდეთ კიდურებში რიგიდობის, ტრემორის, მოუსვენრობის, კუნთების დაჭიმულობის, კუნთების მოდუნების, ძილიანობის, სუნთქვის გაძნელებისა და კვებითი დარღვევების განვითარების მაღალი რისკები.

ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება ალაგდეს თავისით, ზოგიერთში კი ჩვილებს შეიძლება დასჭირდეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილების დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდებით ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. კლონექსის აქტიური ნივთიერება, კლოზაპინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და გავლენა მოახდინოს ბავშვზე. კლონექსით მკურნალობის დროს აუცილებელია თავის შეკავება ძუძუთი კვებისაგან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ძილიანობა და კრუნჩხვები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ უნდა მართოთ ავტომობილი და უნდა მოერიდოთ მექანიზმებთან მუშაობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლონექსში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე

კლონექსის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის (მაგალითად: ლაქტოზის) აუტანლობა, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: უვითარდება 10 პაციენტიდან მინიმუმ 1 პაციენტს.

ხშირი: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: უვითარდება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ , მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტი პაციენტს.

ძალიან იშვიათი: უვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

უცნობია: არსებული მონაცემებით მოსალოდნელი არ არის.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ კლონექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

თუ თქვენ გაქვთ გაციების, ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა სიმპტომები, სასწრაფოდ უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა გაირკვეს, ეს სიმპტომები დაკავშირებულია თუ არა წამალთან.

ისეთმა სიმპტომებმა, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის უეცარი მატება, კუნთების შებოჭილობა (ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი), ცნობიერების დაკარგვა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

თუ გაქვთ გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, მოჭერის შეგრძნება, ზეწოლის ან შებოჭილობის შეგრძნება (ტკივილი შეიძლება გადაეცეს მარცხენა მკლავის, ყბის, კისრისა და მუცლის ზედა ნაწილის არეს), სუნთქვის გაძნელება, ჭარბი ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და პალპიტაცია (ინფარქტის ნიშნები) სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც აღგენიშნებათ გულისცემის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულმკერდის არეში ან დაღლილობის შეგრძნება, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და შეაფასებს, საჭიროა თუ არა სასწრაფო კარდიოლოგიური დახმარება.

თუ გაქვთ გულმკერდის არეში ზეწოლის, სიმძიმის, მოჭერის, დაჭიმვის, წვის ან სულის ხუთვის შეგრძნება, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ კარდიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

თუ გაქვთ გულისრევა (გულისრევის შეგრძნება) ღებინება და/ან უმადობა, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ ღვიძლის გამოკვლევის ჩატარება.

თუ აღგენიშნებათ მწვავე ყაბზობა, საჭიროა ექიმმა დაგინიშნოთ მკურნალობა დამატებითი გართულებების (არასასურველი პრობლემების) თავიდან ასაცილებლად.

თუ აღგენიშნებათ პნევმონიის ან სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი.

თუ აღგენიშნებათ ვენების თრომბოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ფეხის სისხლძარღვებიდან ფილტვებს და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება (სიმპტომები ვლინდება ფეხების შეშუპებით, ტკივილითა და შეწითლებით).

თუ აღგენიშნებათ ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა (ქოლინერგიული სინდრომის სიმპტომები)

თუ აღგენიშნებათ შარდის გამოყოფის მკვეთრი დაქვეითება (თირკმელების უკმარისობის ნიშანი)

თუ აღგენიშნებათ კრუნჩხვები/გულყრა.

თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით სახის, პირის ღრუს, ყელის არეში, აგრეთვე ენის შეშუპება, რომელსაც შესაძლებელია თან ერთვოდეს ქავილი და ტკივილი),

თუ მამაკაცი ხართ და აღგენიშნებათ სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი),

თუ თქვენ აღგენიშნებათ ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად,

ზემოთ აღნიშნული რეაქციები, ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებად ფასდება და შესაძლებელია მოითხოვდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი::

გაბრუება,

თავბრუსხვევა,

გულისცემის აჩქარება,

ყაბზობა

გაძლიერებული ნერწყვდენა

ხშირი :

სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (ლეიკოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტოზი)

სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედების მაღალი დონე (ეოზინოფილია)

წონის მომატება

ბუნდოვანი ხედვა

თავის ტკივილი

კანკალი

რიგიდულობა

შფოთვა

კრუნჩხვები/გულყრა

ტრემორი

უნებლიე მოძრაობები

მოძრაობის შესრულების უუნარობა

უმოძრაოდ ყოფნის უუნარობა

ეკგ-ზე ცვლილებები

სისხლის მაღალი წნევა

პოზიციის შეცვლის შემდეგ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა

გონების უეცარი დაკარგვა

გულისრევა (ღებინების შეგრძნება)

ღებინება

უმადობა

პირის სიმშრალე

უმნიშვნელო დარღვევები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში

შარდის შეუკავებლობა (შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა)

შარდვის გაძნელება

დაღლილობა

მაღალი ტემპერატურა

ჭარბი ოფლიანობა

სხეულის ტემპერატურის მომატება

მეტყველების მოშლა (მაგ, შენელებული მეტყველება)

არახშირი:

სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი)

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი ხასიათდება ჰიპერთერმიით, ცნობიერების დაბინდვით და კუნთების რიგიდობით)

მეტყველების დარღვევები (მაგ. ენაბორძიკობა )

იშვიათი:

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)

შფოთვა

აჟიტირება

გონებაგაფანტულობა

არათანმიმდევრული მეტყველება

სისხლის მიმოქცევის სისტემის კოლაფსი

გულისცემის რიტმის დარღვევა

გულის კუნთის (მიოკარდიტი) ან გულის კუნთის მიმდებარე გარსის ანთება (პერიკარდიტი)

გულის გარშემო სითხის ჩადგომა

ყლაპვის გაძნელება (მაგალითად, საკვების გადაცდენა)

რესპირატორული ინფექცია და პნევმონია

სისხლში შაქრის მაღალი დონე

შაქრიანი დიაბეტი

ფილტვებში სისხლის კოლტის განვითარება (თრომბოემბოლია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

კანის გაყვითლება/მუქი შარდი/ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს ქავილს

პანკრეატიტი, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში

სისხლში კრეატინინ-ფოსფოკინაზას (ფერმენტის) კონცენტრაციის მომატება

სუნთქვის შეწყვეტა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ღამის ძილის დროს (ძილის აპნოე)

ძალიან იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის ზრდა სისხლძარღვებში შესაძლო შედედების გამო

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

პირის/ენის და კიდურების უნებლიე მოძრაობები

აკვიატებული აზრები და უნებლიე განმეორებითი ქცევები (ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები)

კანის რეაქციები

ყურის არეში შეშუპება (სანერწყვე ჯირკვლების გადიდება)

სუნთქვის გაძნელება

გართულებები, რომლებიც გამოწვეულია უკონტროლო შაქრის დონით სისხლში (მაგალითად, კომა ან კეტოაციდოზი)

ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის ძალიან მაღალი დონე სისხლში

გულის კუნთის დაავადება (კარდიომიოპათია)

გულისცემის შეწყვეტა (გულის გაჩერება)

ნაწლავთა გაუვალობით გამოწვეული მუცლის ტკივილი და კუჭის სპაზმი, მწვავე ყაბზობა (პარალიზური ილეუსი)

მუცლის შებერილობა

მუცლის ტკივილი

ღვიძლის მძიმე დაზიანება (ფულმინანტური ღვიძლის ნეკროზი)

თირკმლის ანთება

სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

უეცარი აუხსნელი სიკვდილი

სიხშირე უცნობია:

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

ღვიძლის უჯრედების სიკვდილი

ღვიძლის ტოქსიკურობა/დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები,

ღვიძლის უკმარისობა (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი)

ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის უჯრედების, ნაღვლის საერთო სადინრის ან ორივეს დაზიანება), ღვიძლის იმგვარი დაზიანება, რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ შედეგებს (მაგ. საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას), როდესაც ნაწიბუროვანი ქსოვილი ცვლის ღვიძლის ნორმალურ ქსოვილს, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციის დაკარგვას

ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამის სურათზე

დიარეა

დისკომფორტი კუჭის არეში

გულძმარვა

საკვების მიღების შემდეგ კუჭის არეში დისკომფორტი

კუნთების სისუსტე

კუნთის სპაზმები

კუნთების ტკივილი

ცხვირის გაჭედვა

ღამით „საწოლის სისველე“

არტერიული წნევის უეცარი უკონტროლო მატება (ფსევდო-ფეოქრომიციტომა)

სხეულის უკონტროლო გადახრილობა ერთ მხარეს (პლევროტოტონუსი)

მამაკაცებში ეაკულაციის დარღვევა (რეტროგრადული ეაკულაცია, როცა სპერმა ორგაზმის დროს ადის შარდის ბუშტში)

გამონაყარი

მოიისფრო-წითელი ლაქები

ცხელება ან ქავილი სისხლძარღვების ანთების გამო

ანთებით გამოწვეული დიარეა

მუცლის ტკივილი

ტემპერატურა

კანის ფერის შეცვლა

სახეზე გამონაყარი (ე.წ პეპლის დაავადება)

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

ცხელება და დაღლილობა (ლუპუსის ერითემატოზი)

სხეულის დაბალი ტემპერატურა გამოწვეული დადასტურებული ან სავარაუდო ინფექციით,

სუნთქვის გახშირება,

გულისცემის გახშირება

რეაქციისა და ყურადღების დაქვეითება, არტერიული წნევის დაქვეითება (სეფსისი)

წყვეტილი „დარტყმის“ ან „გამოვარდნის“ შეგრძნება მკერდის არეში (გაძლიერებული გულისცემა)

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს პალპიტაცია, სისუსტე, ქოშინი ან გულმკერდის არეში დისკომფორტი.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, აგრეთვე აცნობეთ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც გამოგივლინდათ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების (წამლის უსაფრთხოების) ცენტრს ვებ-გვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან ტელ: 0 800 314 00 08 ამით თქვენ წვლილს შეიტანთ წამლის უსაფრთხოების თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების საქმეში.

ჭარბი დოზა

ძილიანობა, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ცნობიერების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, აჟიტაცია, არათანმიმდევრული მეტყველება, ხელების/ფეხების რიგიდულობა, ტრემორი, გულყრა/კრუნჩხვა, ნერწყვდენის გაძლიერება, გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა, დაბალი წნევა, მუხლების მოკვეთა, გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული გულისცემა, ზედაპირული ან გაძნელებული სუნთქვა.

თუ დაგავიწყდათ კლონექსის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ძალიან მოახლოვებულია, გამოტოვეთ დავიწყებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. თუ თქვენ არ მიგიღიათ კლონექსი 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოყვეს კლონექსით მკურნალობის შეწყვეტას:

არ შეწყვიტოთ კლონექსის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება გამოგივლინდეთ წამლის (პრეპარატის) მოხსნის სინდრომი, რომელიც მოიცავს ოფლიანობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. დროული მკურნალობის გარეშე ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა თავი იჩინოს საწყისმა სიმპტომებმა.

მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის შემცირება თანდათანობით 12,5 მგ-ით ერთიდან ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში. თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, თუ როგორ შეამციროთ დღიური დოზა. თუ გაჩნდება კლონექსით მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტის საჭიროება, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს კლონექსით მკურნალობის თავიდან დაწყებას, ხოლო ბოლო დოზის მიღებიდან გასულია ორ დღეზე მეტი, მკურნალობა უნდა დაიწყოთ საწყისი 12,5 მგ დოზით.

როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მომატებული მგრძნობელობა აქვთ კლონექსის ინგრედიენტების მიმართ.

კლონექსის გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები:

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილად , თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25C 0 ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მითითებული ვარგისიანობის ვადების დაცვით.

კლონექსი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კლონექსი, თუ პრეპარატის ზედაპირზე ან/და კოლოფზე (შეფუთვაზე) შეამჩნევთ დაზიანებას.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: GENTHON BV (ჰოლანდია) ლიცენზირებული

სს “ადექა (ADEKA ) ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“

55020 -ილქადიმი /სამსუნი

წარმოების ადგილი :

სს “ადექა (ADEKA ) ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ „

55020 -ილქადიმი /სამსუნი

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 31/12/ 2019

RV08

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

კლონექსი ® 100 მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად

აქტიური ნივთიერება: შეიცავს 100 მგ კლოზაპინს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), პოვიდონი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ჰიდრირებული ბუნებრივი მაგნიუმის სილიციუმი, კოლოიდური დეჰიდრირებული სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი.

ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგანაც იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ, შესაძლებელია შემდგომში დაგჭირდეთ განმეორებით წაკითხვა.

თუ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვა, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ , არ გადასცეთ ის სხვებს

წამლის მიღების პერიოდში, ექიმის ან სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში, აცნობეთ მათ, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქცია. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.

ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რა არის და რისთვის გამოიყენება კლონექსი?

რა უნდა ვიცოდეთ კლონექსის მიღებამდე?

კლონექსის მიღების წესები.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

კლონექსის შენახვის პირობები

რა არის და რისთვის გამოიყენება კლონექსი?

კლონექსის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერება – კლოზაპინს. კლონექსი ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფში შედის.

კლონექსის ტაბლეტები არის მრგვალი, ყვითელი ფერის, ერთ მხარეს შუა გამყოფი ღარით, მეორე მხარეზე წარწერით “CPN 100“. წარმოდგენილია კოლოფი 50 ტაბლეტის შემცველი ბლისტერით.

  • კლონექსი გამოიყენება შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, საკმარისი შედეგი ვერ მიიღეს ან პრეპარატის აუტანლობის გამო გამოუვლინდათ გვერდითი რეაქციები

კლონექსი ასევე გამოიყენება სამკურნალოდ შიზოფრენიის მქონე პაციენტებში სუიციდური ქცევის რისკის შესამცირებლად ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შიზოაფექტური აშლილობა (შიზოფრენია გუნება-განწყობილების აშლილობის სიმპტომებით).

შიზოფრენია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც აღინიშნება აზროვნების, ემოციური და ქცევითი დარღვევები.

კლონექსი ასევე გამოიყენება ემოციური და ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ პარკინსონით დაავადებულებში, იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პარკინსონის დაავადება თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. იგი გავლენას ახდენს ტვინის მიერ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში კუნთების მოძრაობის კოორდინაციაზე.

კლონექსი მიიღება მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

რა უნდა ვიცოდეთ კლონექსის მიღებამდე

კლონექსის მიღების დაწყებამდე, აუცილებელია განხორციელდეს სისხლის სურათის კონტროლი, რათა განისაზღვროს შეიძლება თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის გამოყენება. კლონექსის მიღების პერიოდში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში რეგულარულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. ანალიზის გაკეთების დროს ექიმი გაცნობებთ. ექიმის მიერ რეკომენდირებული სისხლის ყველა ტესტის გაკეთება მნიშვნელოვანია.

არ მიიღოთ კლონექსი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია კლოზაპინის მიმართ ან კლონექსის წინამდებარე ინსტრუქციაში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეზე,

თუ რეგულარულად არ იკეთებთ სისხლის ანალიზს,

თუ ანამნეზში გაქვთ (ან გქონიათ) სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (გამონაკლისია სიმსივნის მკურნალობით გამოწვეული შემთხვევა ),

ანამნეზში თუ გაქვთ ან გქონიათ ძვლის ტვინის დაავადება,

თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც აფერხებენ ძვლის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუ ადრე შეგიწყვიტავთ კლონექსის მიღება მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო (მაგ. აგრანულოციტოზი ან გულის პრობლემები),

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან გულის პრობლემები,

თუ აღგენიშნებათ ეპილეფსიური შეტევები, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს,

თუ გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არასათანადო მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გაქვთ მწვავე ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის ან პრეპარატების მოხმარებით (მაგ. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით),

თუ აღგენიშნებათ გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი),

თუ აღგენიშნებათ გულის სხვა მძიმე დაავადება,

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე ხარისხის დაავადება,

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადების სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა, ავად ყოფნის შეგრძნება და უმადობა),

თუ გაქვთ ღვიძლის სხვა მძიმე დაავადება,

თუ აღგენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა და ძლიერი თავბრუსხვევა,

თუ აღგენიშნებათ სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, რომელიც გამოწვეულია ძლიერი შოკით,

თუ მკურნალობთ ან ოდესმე გიმკურნალიათ ხანგრძლივი მოქმედების დეპო ანტიფსიქოზური ინექციებით,

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ყაბზობის მძიმე ფორმა, ნაწლავის გაუვალობა ან სხვა სახის დარღვევა, რაც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავის ფუნქციონირებაზე,

თუ ფიქრობთ, რომ ალერგიული ხართ კლონექსზე (კლოზაპინი), კლონექსის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე კლონექსის მიღებისას ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს გაციების, გრიპის, ცხელების, ყელის ტკივილის ან ინფექციის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც გაზრდის ინფექციისადმი მგრძნობელობას. თქვენი ექიმი განახორციელებს სისხლის სურათის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ზომებს.

თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი გულისცემა აჩქარებული და არარეგულარულია; თუ აღგენიშნებათ პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის არეში ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა, მიმართეთ ექიმს. ეს ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და შესაძლოა საჭიროებდეს ექიმის მიერ დამატებითი ზომების მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ პროსტატის გადიდება, კონვულსია (კრუნჩხვები), გლაუკომა (თვალშიდა სითხის წნევის მომატება), დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი) ან ჯანმრთელობის სხვა სერიოზული დარღვევა,

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ინსულტი ან გულის დაავადება, ან ოჯახურ ანამნეზში გაქვთ გულის რითმის დარღვევა სახელწოდებით „გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი“, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

თუ აღგენიშნებათ დემენციის ნიშნები, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ სუნთქვის დარღვევის/შეჩერების ხანმოკლე პერიოდები (გამოხატული ძილისმიერი აპნოეს სახით), და თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც ანელებენ ტვინის ნორმალურ აქტივობას (მაგ. დეპრესანტებს),

კლონექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ვენაში სისხლის კოლტის (თრომბის) განვითარება (ვენური თრომბოემბოლია),

კლონექსის მიღებისას შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა ან გულის წასვლა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ეს გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით.

სხეულის ტემპერატურის უეცარი და სწრაფი მომატება, კუნთების რიგიდობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი) წარმოადგენს შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ნიშანს, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას,

თუ თქვენ აღგენიშნებათ ყაბზობის მძიმე ფორმა, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ დაინიშნოს მკურნალობა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

თუ გაქვთ დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი), ექიმის მიერ ხორციელდება სისხლში შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდების დონის ცვლილებები. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. თქვენს ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი წონა და სისხლში ლიპიდების დონე,

კლონექსის მიღებისას დაფიქსირებულია გულის შეტევების ფაქტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავლის დადგომა,

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება და ძილიანობა ზოგიერთ პაციენტში, რაც აჩენს ხანგრძლივად საწოლში წოლის სურვილს,ეს გარემოება ზრდის თრომბის განვითარების რისკს,

ღვიძლის სტაბილური (კონტროლირებადი) დაავადების მქონე ადამიანებისათვის დასაშვებია კლონექსის მიღება, თუმცა საჭიროა ღვიძლის ფუნქციური სინჯების რეგულარული შეფასება,

თუ კლონექსით მკურნალობის დროს გაგიჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და/ან ანორექსია (კვების დარღვევა), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება, თქვენი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას,

თუ თქვენ ხართ 60 წლის ან მეტის, შესაძლოა გაჩნდეს თქვენი ექიმის მიერ მკურნალობის კორექტირების საჭიროება,

ვინაიდან კლონექსის უეცარი მოხსნის შემდეგ დაფიქსირდა მოხსნის მწვავე სიმპტომების განვითარების შემთხვევები (თავბრუსხვევა, ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მოუსვენრობის შეგრძნება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი), კლონექსის მოხსნა მოხდება თქვენი ექიმის მიერ დოზის თანდათანობითი შემცირებით. თუ პრეპარატის უეცარი შეწყვეტა აუცილებელია (მაგალითად, ლეიკოპენიის გამო), ექიმმა შეიძლება განახორციელოს დაკვირვება ფსიქოზურ და ქოლინერგულ სინდრომთან დაკავშირებულ სიმპტომებზე ( ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა),

დარწმუნდით, რომ რეგულარულად ხორციელდება სისხლის სურათის კონტროლი კლონექსით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და კლონექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

  • თქვენი ექიმი გაცნობებთ, ზუსტად როდის და სად უნდა გაიკეთოთ სისხლის აღნიშნული ანალიზები. კლონექსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სისხლის სურათი ნორმალურია.
  • კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი). მხოლოდ სისხლის ანალიზების რეგულარულ სურათს შეუძლია აჩვენოს ექიმს, გაქვთ თუ არა აგრანულოციტოზის განვითარების რისკი.
  • სისხლის ანალიზის გაკეთება საჭიროა ყოველკვირეულად მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა თვეში მინიმუმ ერთი ტესტის გაკეთება.
  • თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შემცირდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ კლონექსის მიღება. ამის შემდეგ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ნორმალურ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს,
  • კლონექსით მკურნალობის დასრულების შემდგომი 4 კვირის განმავლობაში საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე, ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა.

ექიმმა შესაძლებელია მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენთვის ელექტროკარდიოგრამული (ეკგ) კვლევის ჩატარება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის აუცილებელია ან თუ თქვენ გაქვთ ამ კუთხით განსაკუთრებული ღელვის მიზეზი.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ღვიძლის დაავადება, კლონექსის მიღების პერიოდში რეგულარულად უნდა გაიკეთოთ ღვიძლის ფუნქციის სინჯები. თუ სისხლში შაქრის მაღალი დონე (დიაბეტი) აღგენიშნებათ, ექიმის მიერ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ლიპიდების დონის შეცვლა. კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება.

თქვენი ექიმის მიერ უნდა განხორციელდეს თქვენი წონისა და სისხლში ლიპიდების დონეს კონტროლი.

თუ კლონექსი იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტეს და წონასწორობის დარღვევას, მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.

თუ დაგჭირდათ ოპერაცია ან რაიმე სხვა მიზეზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგიწევთ უმოძრაოდ ყოფნა, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღების შესახებ, ვინაიდან შესაძლებელია აღმოჩნდეთ თრომბოზის (ვენაში სისხლის კოლტის განვითარება) განვითარების რისკის წინაშე.

ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში

16 წლამდე მოზარდებისათვის კლონექსის მიღება არ არის დაშვებული. რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში (60 წელი და ზემოთ)

ხანდაზმულებში (60 წელი და მეტი ასაკის) კლონექსით მკურნალობისას უფრო მაღალია გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა: პოზიციის შეცვლის შემდეგ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისცემის აჩქარება, შარდვის გაძნელება და ყაბზობა. თუ გაქვთ კოგნიტიური დისფუნქცია (დემენცია), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ანამნეზში გაქვთ, ან ოდესმე, თუნდაც წარსულში, გქონიათ აღნიშნული ნიშნები, გთხოვთ რჩევისათვის მიმართოთ ექიმს.

კლონექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კლონექსის ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან უზმოზე.

ურთიერთქმედება ალკოჰოლთან: კლონექსს შეუძლია გაზარდოს ალკოჰოლის ეფექტი. კლონექსის გამოყენებისას აუცილებელია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან. თამბაქოს მოწევისათვის თავის დანებებამ ან კოფეინიანი სასმელების დღიური დოზის შეცვლამ, შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში კლონექსის კონცენტრაციის დონეზე. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენს ყოველდღიურ ჩვევებში რაიმე ცვლილებას შეიტანთ.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ორსულად იყოთ, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღებამდე. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკებსა და სარგებელზე. ზოგიერთ ქალბატონს, რომელიც იღებს ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან მენსტრუაციის შეწყვეტა. თუ აღგენიშნებათ მსგავსი მდგომარეობა, თქვენი პრეპარატის კლონექსით ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაძლებელია აღგიდგეთ მენსტრუალური ციკლი. ასეთ შემთხვევებში უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ საიმედო კონტრაცეპტულ საშუალებებს. ახალშობილ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, შეიძლება გამოუვლინდეთ კიდურებში რიგიდობის, ტრემორის, მოუსვენრობის, კუნთების დაჭიმულობის, კუნთების მოდუნების, ძილიანობის, სუნთქვის გაძნელებისა და კვებითი დარღვევების განვითარების მაღალი რისკები.

ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება ალაგდეს თავისით, ზოგიერთში კი ჩვილებს შეიძლება დასჭირდეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილების დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდებით ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. კლონექსის აქტიური ნივთიერება, კლოზაპინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და გავლენა მოახდინოს ბავშვზე. კლონექსით მკურნალობის დროს აუცილებელია თავის შეკავება ძუძუთი კვებისაგან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კლონექსმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ძილიანობა და კრუნჩხვები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ უნდა მართოთ ავტომობილი და უნდა მოერიდოთ მექანიზმებთან მუშაობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლონექსში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე

კლონექსის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის (მაგალითად: ლაქტოზის) აუტანლობა, აცნობეთ ექიმს კლონექსის მიღებამდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

კლონექსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა წამალს. მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ ან მცენარეულ პრეპარატებს. შეიძლება დაგჭირდეთ დოზის კორექტირება ან პრეპარატის შეცვლა.

კლონექსი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციონირებას და/ან ამცირებენ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ სისხლის უჯრედების რაოდენობას.

ასეთი პრეპარატებია:

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის პრეპარატი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი: სულფონამიდები (ქლორამფენიკოლი, კოტრიმოქსაზოლი).

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი: პირაზოლონის ანალგეტიკები (ფენილბუტაზონი).

პენიცილამინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ).

ციტოტოქსიური საშუალებები (ქიმიოთერაპიაში გამოყენებული წამლები),

ანტიფსიქოზური საშუალებების ხანგრძლივი მოქმედების დეპო ინექციები (შიზოფრენიის, ფსიქოზური დეპრესიის მსგავსი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ).

ეს პრეპარატები ზრდის აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის) განვითარების რისკს. კლონექსის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შეცვალოს თქვენი სხვა წამლების მოქმედებაზე, ან პირიქით თქვენმა სხვა პრეპარატებმა შეიძლება შეცვალოს კლონექსის ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთაღნიშნულ პრეპარატს:

ლითიუმი, ფლუვოქსამინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაო-ს ინჰიბიტორები, ციტალოპრამი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტალინი.

პერაზინი და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები (ფსიქიკური დაავადებები, შიზოფრენია, ფსიქოზური დეპრესია).

ბენზოდიაზეპინები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი აშლილობის ან ძილის დარღვევების სამკურნალოდ.

ნარკოტიკული საშუალებები და სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სასუნთქ სისტემაზე.

ფენიტოინი და ვალპროის მჟავა (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის გასაკონტროლებლად).

ადრენალინი და ნორადრენალინი- წამლები, რომლებიც გამოიყენება მაღალი ან დაბალი წნევის სამკურნალოდ.

ვარფარინი (წამალი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას).

ანტიჰისტამინები (გაციების ან ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიების სამკურნალო საშუალებები).

ანტიქოლინერგული პრეპარატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის სპაზმების, დაჭიმულობისა და „მოგზაურობის დაავადების“ მოსახსნელად).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

დიგოქსინი (გულის სამკურნალო პრეპარატი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ.

კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ომეპრაზოლი ან ციმეტიდინი.

ზოგიერთი ანტიბიოტიკები მაგ: ერითრომიცინი და რიფამპიცინი.

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების (მაგ. კეტოკონაზოლი) ან ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ).

ატროპინი (პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თვალის წვეთების სახით , ხველის ან გაციებისათვის).

ადრენალინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევებში).

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები)

მოცემული სია არ არის სრული. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას იმ წამლების შესახებ, რომელთა მიღებას უნდა მოერიდოთ ან სიფრთხილით უნდა მიიღოთ კლონექსის

როგორია კლონექსის მიღების წესი?

კლონექსის მიღების წესი და დოზირება:

ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ექიმი აგიხსნით, ზუსტად რა რაოდენობით და სიხშირით და უნდა მიიღოთ კლონექსის ტაბლეტები.

მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიით დაავადებული პაციენტები:

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 12,5 მგ (25 მგ ტაბლეტის ნახევარი) ერთხელ ან ორჯერ პირველ დღეს, შემდეგ-მეორე დღეს- 25 მგ ერთხელ ან ორჯერ. ტაბლეტები გადაყლაპეთ წყლის დაყოლებით. თუ პრეპარატს კარგად მიიღებთ, თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის დოზას 25-50 მგ-ით მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, სანამ არ მიაღწევთ დოზას 300 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს, საჭიროების შემთხვევაში, 50-დან 100 მგ-მდე ეტაპად კვირაში 2-ჯერ, სასურველია 1 კვირის ინტერვალით. რეკომენდირებული დღიური დოზა არის 200 მილიგრამიდან 450 მილიგრამამდე, განაწილებული რამდენიმე ერთჯერად დოზად დღეში.

ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს უფრო მაღალი დოზის საჭიროება. მაქსიმალური დასაშვები დღიური დოზა შეადგენს 900 მგ-მდე.

450 მგ-ზე მეტი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა იზრდება (განსაკუთრებით გულყრების). ყოველთვის მიიღეთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც თქვენთვის არის ეფექტური. ადამიანების უმეტესობა დოზის ერთ ნაწილს დილით, მეორეს კი საღამოს იღებს. თქვენი ექიმი აგიხსნით, ზუსტად როგორ გაანაწილოთ დღიური დოზა. თუ თქვენი დღიური დოზა მხოლოდ 200 მგ-ია, შეგიძლიათ მიიღოთ ის საღამოს ერთჯერადად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კლონექსის ეფექტურად მიღების შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის მიღება.

კლონექსი მიღება რეკომენდირებულია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

სუიციდური ქცევის რისკის შემცირება შიზოფრენიისა და შიზოაფექტური აშლილობის დროს: მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებისათვის დაცული უნდა იქნას კლონექსის გამოყენების ზემოაღნიშნული დოზირება და რეკომენდაციები, იგივე რეკომენდაციები ძალაშია შიზოაფექტური აშლილობის ან შიზოფრენიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ განმეორებითი სუიციდური ქცევის რისკი.

სუიციდური ქცევის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია კლონექსით მკურნალობა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებულია სუიციდური ქცევის რისკის თავიდან შეფასება და ექიმის მიერ, რეგულარული ინტერვალებით, სუიციდური ქცევის რისკის შეფასების საფუძველზე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კლონექსით მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

აზროვნების, ემოციური და ქცევითი დარღვევების მკურნალობა პარკინსონის მქონე პაციენტებში: ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 12,5 მგ (25 მგ ტაბლეტის ნახევარი) საღამოს. მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად. ამის შემდეგ თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის დოზას 12,5 მილიგრამით, არაუმეტეს 2 ჯერადად კვირაში, მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე მეორე კვირის ბოლოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობთ გულის წასვლის შეგრძნებას, თავბრუსხვევას ან ცნობიერების დაბინდვას, დოზის გაზრდა შეიძლება შეწყდეს ან გადაიდოს. ამგვარი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობა პირველი კვირების განმავლობაში არტერიული წნევის კონტროლით უნდა მოხდეს.

ეფექტური დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25 მგ-დან 37,5 მგ-მდე, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით საღამოს. დღეში 50 მგ დოზის გადაჭარბება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მიიღეთ თქვენთვის ეფექტური დოზებიდან ყველაზე დაბალი.

კლონექსის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღების ჩვევა, დაგეხმარებათ შეგახსენოთ წამლის მიღების საჭიროება.

გამოყენების წესი და მეთოდი:

კლონექსის ტაბლეტი მიიღება მხოლოდ პერორალურად. კლონექსის ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან უზმოზე. ტაბლეტი გადაყლაპეთ 1 ჭიქა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებში:

გამოყენება ბავშვებში:

კლონექსის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ თქვენ ხართ 60 წლის ან მეტის, შესაძლებელია თქვენს ექიმს მოუწიოს თქვენი მკურნალობის კორექტირება.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

კლონექსის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, მიჰყევით ამ მითითებებს.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება კლონექსით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან კლონექსით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს თქვენი დაავადება. თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ კლონექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კლონექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი კლონექსი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

ძილიანობა, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ცნობიერების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, აჟიტაცია, არათანმიმდევრული მეტყველება, ხელების/ფეხების რიგიდულობა, ტრემორი, გულყრა/კრუნჩხვა, ნერწყვდენის გაძლიერება, გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა, დაბალი წნევა, მუხლების მოკვეთა, გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული გულისცემა, ზედაპირული ან გაძნელებული სუნთქვა.

თუ დაგავიწყდათ კლონექსის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ძალიან მოახლოვებულია, გამოტოვეთ დავიწყებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. თუ თქვენ არ მიგიღიათ კლონექსი 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოყვეს კლონექსით მკურნალობის შეწყვეტას:

არ შეწყვიტოთ კლონექსის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება გამოგივლინდეთ წამლის (პრეპარატის) მოხსნის სინდრომი, რომელიც მოიცავს ოფლიანობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. დროული მკურნალობის გარეშე ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა თავი იჩინოს საწყისმა სიმპტომებმა.

მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის შემცირება თანდათანობით 12,5 მგ-ით ერთიდან ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში. თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, თუ როგორ შეამციროთ დღიური დოზა. თუ გაჩნდება კლონექსით მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტის საჭიროება, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს კლონექსით მკურნალობის თავიდან დაწყებას, ხოლო ბოლო დოზის მიღებიდან გასულია ორ დღეზე მეტი, მკურნალობა უნდა დაიწყოთ საწყისი 12,5 მგ დოზით.

როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მომატებული მგრძნობელობა აქვთ კლონექსის ინგრედიენტების მიმართ.

კლონექსის გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები:

შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი წესით:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10 პაციენტიდან მინიმუმ 1 პაციენტს.

ხშირი: უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: უვითარდება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ , მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტი პაციენტს.

ძალიან იშვიათი: უვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

უცნობია: არსებული მონაცემებით მოსალოდნელი არ არის.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ კლონექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

თუ თქვენ გაქვთ გაციების, ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა სიმპტომები, სასწრაფოდ უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა გაირკვეს, ეს სიმპტომები დაკავშირებულია თუ არა წამალთან.

ისეთმა სიმპტომებმა, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის უეცარი მატება, კუნთების შებოჭილობა (ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი), ცნობიერების დაკარგვა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

თუ გაქვთ გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, მოჭერის შეგრძნება, ზეწოლის ან შებოჭილობის შეგრძნება (ტკივილი შეიძლება გადაეცეს მარცხენა მკლავის, ყბის, კისრისა და მუცლის ზედა ნაწილის არეს), სუნთქვის გაძნელება, ჭარბი ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და პალპიტაცია (ინფარქტის ნიშნები) სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც აღგენიშნებათ გულისცემის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა, პალპიტაცია, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულმკერდის არეში ან დაღლილობის შეგრძნება, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და შეაფასებს, საჭიროა თუ არა სასწრაფო კარდიოლოგიური დახმარება.

თუ გაქვთ გულმკერდის არეში ზეწოლის, სიმძიმის, მოჭერის, დაჭიმვის, წვის ან სულის ხუთვის შეგრძნება, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ კარდიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

თუ გაქვთ გულისრევა (გულისრევის შეგრძნება) ღებინება და/ან უმადობა, საჭიროა თქვენი ექიმის მიერ ღვიძლის გამოკვლევის ჩატარება.

თუ აღგენიშნებათ მწვავე ყაბზობა, საჭიროა ექიმმა დაგინიშნოთ მკურნალობა დამატებითი გართულებების (არასასურველი პრობლემების) თავიდან ასაცილებლად.

თუ აღგენიშნებათ პნევმონიის ან სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი.

თუ აღგენიშნებათ ვენების თრომბოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ფეხის სისხლძარღვებიდან ფილტვებს და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება (სიმპტომები ვლინდება ფეხების შეშუპებით, ტკივილითა და შეწითლებით).

თუ აღგენიშნებათ ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა (ქოლინერგიული სინდრომის სიმპტომები)

თუ აღგენიშნებათ შარდის გამოყოფის მკვეთრი დაქვეითება (თირკმელების უკმარისობის ნიშანი)

თუ აღგენიშნებათ კრუნჩხვები/გულყრა.

თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით სახის, პირის ღრუს, ყელის არეში, აგრეთვე ენის შეშუპება, რომელსაც შესაძლებელია თან ერთვოდეს ქავილი და ტკივილი),

თუ მამაკაცი ხართ და აღგენიშნებათ სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი),

თუ თქვენ აღგენიშნებათ ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად,

ზემოთ აღნიშნული რეაქციები, ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებად ფასდება და შესაძლებელია მოითხოვდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი::

გაბრუება,

თავბრუსხვევა,

გულისცემის აჩქარება,

ყაბზობა

გაძლიერებული ნერწყვდენა

ხშირი :

სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (ლეიკოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტოზი)

სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედების მაღალი დონე (ეოზინოფილია)

წონის მომატება

ბუნდოვანი ხედვა

თავის ტკივილი

კანკალი

რიგიდულობა

შფოთვა

კრუნჩხვები/გულყრა

ტრემორი

უნებლიე მოძრაობები

მოძრაობის შესრულების უუნარობა

უმოძრაოდ ყოფნის უუნარობა

ეკგ-ზე ცვლილებები

სისხლის მაღალი წნევა

პოზიციის შეცვლის შემდეგ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა

გონების უეცარი დაკარგვა

გულისრევა (ღებინების შეგრძნება)

ღებინება

უმადობა

პირის სიმშრალე

უმნიშვნელო დარღვევები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში

შარდის შეუკავებლობა (შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა)

შარდვის გაძნელება

დაღლილობა

მაღალი ტემპერატურა

ჭარბი ოფლიანობა

სხეულის ტემპერატურის მომატება

მეტყველების მოშლა (მაგ, შენელებული მეტყველება)

არახშირი:

სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი)

ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი ხასიათდება ჰიპერთერმიით, ცნობიერების დაბინდვით და კუნთების რიგიდობით)

მეტყველების დარღვევები (მაგ. ენაბორძიკობა )

იშვიათი:

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)

შფოთვა

აჟიტირება

გონებაგაფანტულობა

არათანმიმდევრული მეტყველება

სისხლის მიმოქცევის სისტემის კოლაფსი

გულისცემის რიტმის დარღვევა

გულის კუნთის (მიოკარდიტი) ან გულის კუნთის მიმდებარე გარსის ანთება (პერიკარდიტი)

გულის გარშემო სითხის ჩადგომა

ყლაპვის გაძნელება (მაგალითად, საკვების გადაცდენა)

რესპირატორული ინფექცია და პნევმონია

სისხლში შაქრის მაღალი დონე

შაქრიანი დიაბეტი

ფილტვებში სისხლის კოლტის განვითარება (თრომბოემბოლია)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

კანის გაყვითლება/მუქი შარდი/ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს ქავილს

პანკრეატიტი, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში

სისხლში კრეატინინ-ფოსფოკინაზას (ფერმენტის) კონცენტრაციის მომატება

სუნთქვის შეწყვეტა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ღამის ძილის დროს (ძილის აპნოე)

ძალიან იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის ზრდა სისხლძარღვებში შესაძლო შედედების გამო

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

პირის/ენის და კიდურების უნებლიე მოძრაობები

აკვიატებული აზრები და უნებლიე განმეორებითი ქცევები (ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები)

კანის რეაქციები

ყურის არეში შეშუპება (სანერწყვე ჯირკვლების გადიდება)

სუნთქვის გაძნელება

გართულებები, რომლებიც გამოწვეულია უკონტროლო შაქრის დონით სისხლში (მაგალითად, კომა ან კეტოაციდოზი)

ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის ძალიან მაღალი დონე სისხლში

გულის კუნთის დაავადება (კარდიომიოპათია)

გულისცემის შეწყვეტა (გულის გაჩერება)

ნაწლავთა გაუვალობით გამოწვეული მუცლის ტკივილი და კუჭის სპაზმი, მწვავე ყაბზობა (პარალიზური ილეუსი)

მუცლის შებერილობა

მუცლის ტკივილი

ღვიძლის მძიმე დაზიანება (ფულმინანტური ღვიძლის ნეკროზი)

თირკმლის ანთება

სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

უეცარი აუხსნელი სიკვდილი

სიხშირე უცნობია:

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

ღვიძლის უჯრედების სიკვდილი

ღვიძლის ტოქსიკურობა/დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები,

ღვიძლის უკმარისობა (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი)

ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის უჯრედების, ნაღვლის საერთო სადინრის ან ორივეს დაზიანება), ღვიძლის იმგვარი დაზიანება, რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ შედეგებს (მაგ. საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას), როდესაც ნაწიბუროვანი ქსოვილი ცვლის ღვიძლის ნორმალურ ქსოვილს, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციის დაკარგვას

ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამის სურათზე

დიარეა

დისკომფორტი კუჭის არეში

გულძმარვა

საკვების მიღების შემდეგ კუჭის არეში დისკომფორტი

კუნთების სისუსტე

კუნთის სპაზმები

კუნთების ტკივილი

ცხვირის გაჭედვა

ღამით „საწოლის სისველე“

არტერიული წნევის უეცარი უკონტროლო მატება (ფსევდო-ფეოქრომიციტომა)

სხეულის უკონტროლო გადახრილობა ერთ მხარეს (პლევროტოტონუსი)

მამაკაცებში ეაკულაციის დარღვევა (რეტროგრადული ეაკულაცია, როცა სპერმა ორგაზმის დროს ადის შარდის ბუშტში)

გამონაყარი

მოიისფრო-წითელი ლაქები

ცხელება ან ქავილი სისხლძარღვების ანთების გამო

ანთებით გამოწვეული დიარეა

მუცლის ტკივილი

ტემპერატურა

კანის ფერის შეცვლა

სახეზე გამონაყარი (ე.წ პეპლის დაავადება)

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

ცხელება და დაღლილობა (ლუპუსის ერითემატოზი)

სხეულის დაბალი ტემპერატურა გამოწვეული დადასტურებული ან სავარაუდო ინფექციით,

სუნთქვის გახშირება,

გულისცემის გახშირება

რეაქციისა და ყურადღების დაქვეითება, არტერიული წნევის დაქვეითება (სეფსისი)

წყვეტილი „დარტყმის“ ან „გამოვარდნის“ შეგრძნება მკერდის არეში (გაძლიერებული გულისცემა)

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს პალპიტაცია, სისუსტე, ქოშინი ან გულმკერდის არეში დისკომფორტი.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, აგრეთვე აცნობეთ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც გამოგივლინდათ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების (წამლის უსაფრთხოების) ცენტრს ვებ-გვერდზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr ან ტელ: 0 800 314 00 08 ამით თქვენ წვლილს შეიტანთ წამლის უსაფრთხოების თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების საქმეში.

კლონექსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილად , თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25C 0 ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მითითებული ვარგისიანობის ვადების დაცვით.

კლონექსი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კლონექსი, თუ პრეპარატის ზედაპირზე ან/და კოლოფზე (შეფუთვაზე) შეამჩნევთ დაზიანებას.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: GENTHON BV (ჰოლანდია) ლიცენზირებული

სს “ადექა (ADEKA ) ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“

55020 -ილქადიმი /სამსუნი

წარმოების ადგილი :

სს “ადექა (ADEKA ) ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ „

55020 -ილქადიმი /სამსუნი

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 31/12/ 2019

RV08

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა