პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

კლიონ-D 100

KLION®-D 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
ფორმა და შეფუთვა
100მგ/100მგ ვაგინალური ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
G01AF20
რეგისტრაციის ნომერი
რ-043828
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს „გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლიონ-D 100 და სხვა წამალი ერთად

კლიონ-D 100 — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

პრეპარატით კლიონ-D 100 მკურნალობის კურსის დროს, ასევე მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. პრეპარატით კლიონ-D 100, ვაგინალური ტაბლეტები, მკურნალობის დროს საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის შეცვლა სხვა სისტემური ტრიქომონადოციდური და/ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით. მომატებული მგრძნობელობის, ლორწოვანი გარსების გაღიზიანების გამოვლენისას საჭიროა მოცემული პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში, მეტრონიდაზოლის შემცველი სისტემური გამოყენების პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ, იყო ცნობები მძიმე ჰეპატოტოქსიურობის/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური გამოსავლის შემთხვევები ძალიან სწრაფი დასაწყისით. ამ მიზეზით, ასეთ პოპულაციებში მეტრონიდაზოლი გამოიყენება სარგებელი-რისკის თანაფარდობის გულმოდგინე შეფასების შემდეგ და მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში.

ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა ჩატარდეს უშუალოდ თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, სანამ ღვიძლის ფუნქცია არ იქნება ნორმის ფარგლებში, ან სანამ არ მიიღწევა ნორმის ზღვრული მაჩვენებლები. თუ მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ თავიანთ მკურნალ ექიმს ღვიძლის შესაძლო დაზიანების რაიმე სიმპტომის შესახებ და შეწყვიტონ მეტრონიდაზოლის გამოყენება. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებში შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, ანორექსიას, გულისრევას, ღებინებას, ცხელებას, შეუძლოდ ყოფნას, დაღლილობას, სიყვითლეს, კანის ქავილს, მუქ შარდს, გაგლესილ, ან ღია ყვითელ განავალს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, ჩხვლეტის შეგრძნება, ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა საშუალებებით გამოწვეული კანის რეაქციები იმავე ადგილას გამოყენებისას.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი კლიონ-D 100, ვაგინალური ტაბლეტები, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა 10 ვაგინალუტი ტაბლეტი რბილ ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, რომელიც დაფარულია პოლიეთილენის ფენით.

1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისაგან დასაცავად ინახება ორიგინალ შუფუთვაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პერორალური მიღების დროს მეტრონიდაზოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და სწრაფად ხვდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში.

ვირთხებზე ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში გამოიყენებოდა დოზები, რომლებიც 5-ჯერ აღემატებოდა ადამიანისათვის განკუთვნილ დოზებს. ამ კვლევებში არ იქნა გამოვლენილი ფერტილობის დარღვეის, ან ნაყოფის დაზიანების ნიშნები გამოწვეული მეტრონიდაზოლის ზემოქმედებით.

თაგვებში ინტრაპერიტონალური შეყვანისას დოზით, რომელიც დაახლოებით

შეესაბამება ადამიანისთვის განკუთვნილი დოზისა, მეტრონიდაზოლი ახდენდა

ფეტოტოქსიურ მოქმედებას. თუმცა, მაკე თაგვებში პერორალურად შეყვანისას ფეტოტოქსიური ეფექტი არ აღინიშნა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის არ არსებობს ადექვატური და კონტროლირებული კვლევები ფეხმძიმე ქალებში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩატარებული მეტა-ანალიზის კვლევების საფუძველზე, გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ არ აღნიშნულა ფეტოტოქსიური მოქმედების ზრდა.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში კლიონ-D 100-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება შიგნით მიღებისას მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძით კონცენტრაციებით, რაც ანალოგიურია პლაზმის კონცენტრაციებისა. მან შესაძლოა რძეს მისცეს მწარე გემო. პრეპარატის ზეგავლენისაგან ჩვილის დასაცავად საჭიროა მეტრონიდაზოლის მიღების შეწყვეტა, ან ძუძუთი კვების შეწყვეტა მეტრონიდაზოლის მიღების პერიოდში, ასევე თერაპიის დასრულებიდან 12-24 საათის განმავლობაში, დედისთვის თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით.

მიღების წესი და დოზები პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინტრავაგინალურად.

ტრიქომონიაზის დროს: მეტრონიდაზოლის შიგნით მიღებასთან ერთად, გამოიყენება კლიონ-D 100-ის 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ დასველებული, რომელიც აუცილებელია ღრმად მოთავსდეს, საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში. ამ 10 დღის განმავლობაში საჭიროა ყოველდღიურად პრეპარატ კლიონის 2 ტაბლეტის (250 მგX2-ჯერ) შიგნით მიღება (ერთი ტაბლეტი დილას და ერთი ტაბლეტი საღამოს) ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად. განმეორებითი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამავდროულად პარტნიორის მკურნალობა კლიონის შიგნით მისაღები ტაბლეტების გამოყენებით.

მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში: შეიძლება 10-დღიანი მკურნალობის კურსის განმეორება.

კანდიდოზის დროს (სოკოვანი ინფექცია): კლიონ-D-100-ის 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ ოდნავ დასველებული, შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში.

პედიატრიული პოლულაცია

მონაცემთა არარსებობის გამო არ არის დადგენილი პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში.

გვერდითი მოვლენები

ა) კლიონ-D 100-ის ვაგინალური ტაბლეტების ადგილობრივად გამოყენებისას იყო ცნობები გაღიზიანების შემთხვევების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ბ) შიგნით მისაღებ მეტრონიდაზოლის ტაბლეტებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

≥1/10

ხშირი (≥1/100 - <1/10)

არახშირი (≥1/1 000 - <1/100)

იშვიათი (≥1/10 000 - 1/1 000)

ძალიან იშვიათი (<1/10 000)

ინფექციები და ივაზიები

სოკოვანი სუპერინფექცია (მაგ. კანდიდოზი)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია (ლეიკოპენია)

თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები

კვების და ნივთიერება ცვლის დარღვევა

მადის დაქვეითება

ფსიქიკური დარღვევები

გონების არევა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

პერიფერიული ნეიროპათია (ჰიპესთეზია), თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, დისგევზია (მეტალის გემო პირში)

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

გულისრევა

ტკივილი მუცლის ქვედა არეში, კოლიკები მუცლის ქვედა არეში, დიარეა

ღებინება, ნადები ენაზე

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ქოლესტაზი, სიყვითლე

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ანგიონევროზული შეშუპება, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

მულტიფორმული ერითემა

სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას

შეყვანის ადგილის გაღიზიანება, სხეულის ტემპერა-ტურის მომატება

ლაბორატორიული მაჩვენებლები

შარდის ფერის ცვლილება*

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

  • შარდის გამუქება განპირობებულია მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტებით და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

გ) პერიფერიული ნეიროპათია (კიდურების გაბუჟება), თავის ტკივილი, კრუნჩხვები,

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა და გონების არევა აღინიშნა იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას. დოზის შემცირების, ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ზემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი სპონტანურად გაქრა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატ კლიონ-D 100-ის შემადგენლობაში მიკონაზოლი ნიტრატის არსებობით, ვლინდება იშვიათად და გააჩნია მსუბუქი გამოხატულება. ადგილობრივი გამოყენებისას იყო ცნობები გაღიზიანების და წვის შესახებ.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

პრეპარატის რეგისტრირების შემდეგ მნიშვნელოვანია გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინება. ეს იძლევა სარგებელი/რისკის ფარდობის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შეტყობინებას ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. დიდი რაოდენობის პრეპარატის შიგნით შემთხვევით მიღებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბებისას ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენისას (გულისრევა, ღებინება და ატაქსია) აუცილებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ჰემოდიალიზი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები კარგად გამოიყოფა დიალიზის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დღემდე არ არის ცნობილი მონაცემები მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის ვაგინალური გამოყენების დროს ურთიერთქმედების შესახებ. კლიონ-D 100-ის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებისას მეტრონიდაზოლის შიგნით მისაღებ ტაბლეტებთან კომბინაციაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ტიპის წამლისმიერი ურთიერთქმედებები:

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას ) ანტიკოაგულაციური ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ამიტომ აუცილებელია მათი დოზის კორექცია.

ფერმენტების ინდუქტორებმა (მაგ. ფენიტოინი - კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, ფენობარბიტალი - პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგო და სედაციური ეფექტით) შესაძლოა გამოიწვიონ მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის დაჩქარება, რაც გამოიწვევს პლაზმური დონეების შემცირებას და ფენიტოინის პლაზმური კლირენსის ზრდას.

ფერმენტების ინჰიბიტორებმა (მაგ. ციმეტიდინი - კუჭის წვენის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატი) შესაძლოა გაახანგრძლივოს ნახევარგამოყოფის პერიოდი და შეამციროს მეტრონიდაზოლის კლირენსი პლაზმაში.

ალკოჰოლური სასმელების მიღებამ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავი არასასურველი რეაქციები (კოლიკები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და სახის გაწითლება).

არ შეიძლება მეტრონიდაზოლის და დისულფირამის (გამოიყენება ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ) ერთდროულად გამოყენება (შეიძლება გამოვლინდეს: ადიტიური ეფექტი, ფსიქოზური რეაქციები, გონების არევა).

მეტრონიდაზოლის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის შემცველობის ზრდას, ამიტომ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლითიუმის დოზის შემცირება, ან პრეპარატ ლითიუმის (გამოიყენება დეპრესიის სამურნალოდ) მიღების შეწყვეტა.

მეტრონიდაზოლის და ციკლოსპორინის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. თუ ამ პრეპარატებით კომბინირებული თერაპია აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ცოკლოსპორინის კონცენტრაციების კონტროლი.

მეტრონიდაზოლი ხელს უწყობს 5-ფტორურაცილის (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალო პრეპარატი) კლირენსის შემცირებას და მისი ტოქსიკურობის ზრდას.

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შრატის გარკვეული ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასების შედეგებზე, როგორებიცაა ასპარტატამინოტრანსფერაზა (აატ), ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ლაქტატდეჰიდროგენაზა (ლდჰ), ტრიგლიცერიდები და გლუკოზაოჰექსოკინაზა.

შემადგენლობა

თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი - 100მგ, მიკონაზოლის ნიტრატი - 100მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ღვინის მჟავა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა 2910, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

აღწერა

ორმხრივად ამობურცული, ოვალური ფორმის ვაგინალური ტაბლეტები წაწვეტებული ბოლოთი, თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 24 მმ × 14 მმ ზომის, ერთ მხარეს გრავირებით "100".

შენახვის პირობები

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონი რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომრიონის ქ. 19-21, უნგრეთი

მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესების წარმომადგენელი კომპანია

ცხელი ხაზი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელ. ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიური ანტიმიკრობები და ანტისეპტიკები (გარდა გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციისა), იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური პრეპარატები (გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის გამოკლებით), იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ATX კოდი: G01AF20

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ტრიქომონიაზის სამკურნალო პრეპარატს ადგილობრივი და პერორალური გამოყენებისათვის. მიკონაზოლის ნიტრატი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება დერმატოფიტებით და Candida -თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; გარდა ამისა, ადგილობრივი გამოყენებისას მას გააჩნია გამოხატული ბაქტერიოსტატიკური მოქმედება რიგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. მოცემული კომბინირებული პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების მიზანს წარმოადგენს ტრიქომონიაზის ადგილობრივი მკურნალობა, ასევე ვაგინალური მიკოზის თავიდან აცილება, რომელიც ხშირად ვლინდება მეტრონიდაზოლით მკურნალობის შემდეგ. ასევე პრეპარატის გამოყენება შეიძლება ვაგინალური მიკოზების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული მეტრონიდაზოლით მკურანლობასთან.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის ადგილობრივად გამოყენებისას აღინიშნება მათი უმნიშვნელო შეწოვა ლორწოვანი გარსებიდან. კვლევების თანახმად, მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი ნიტრატი თითქმის არ შეიწოვება რეგისტრირებული რაოდენობით.ეს შეესაბამება 0,2 მკგ/მლ და 0,3 მკგ/მლ მნიშვნელობებს, შესაბამისად.

მეტრონიდაზოლი პერორალური მიღებისას ჩვეულებრივ კარგად შეიწოვება და პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პირველ და მესამე საათებს შორის. 250 მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღებისას მიიღწევა პლაზმის პიკური კონცნეტრაცია 5 მკგ/მლ, რომელიც განისაზღვრება გაზის ქრომატოგრაფიის მეთოდით. პრეპარატის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს პრაქტიკულად 100%-ს.

განაწილება და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება

ჯანმრთელი მოხალისეებისა და პაციენტების მონაწილებით ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად მეტრონიდაზოლი სწრაფად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში და აღწევს თერაპიულ კონცენტრაციებს თავის ტვინის და ფილტვების აბსცესებში. მას აქვს განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობა და მოცირკულირე მეტრონიდაზოლის 20%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი აღწევს სანაღვლე გზებში, სადაც მიიღწევა ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც შედარებითია პლაზმის კონცენტრაციებისა.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით (დოზის 60-80%), დოზის 6-15 % გამოიყოფა ფეკალიებით.

გამოყენების ჩვენებები შარდ-სასქესო გზების ტრიქომონიაზის და/ან სოკოვანი ინფექციების ადგილობროვი მკურნალობა ქალებში.

წინააღმდეგჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულიბის პირველი ტრიმესტრი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კლიონ®-D 100 (KLION®-D 100)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (საპ):

მეტრონიდაზოლი / მიკონაზოლი (metronidazole / miconazole)

გამოშვების ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი - 100მგ, მიკონაზოლის ნიტრატი - 100მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ღვინის მჟავა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა 2910, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

აღწერა

ორმხრივად ამობურცული, ოვალური ფორმის ვაგინალური ტაბლეტები წაწვეტებული ბოლოთი, თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 24 მმ × 14 მმ ზომის, ერთ მხარეს გრავირებით "100".

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გინეკოლოგიური ანტიმიკრობები და ანტისეპტიკები (გარდა გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციისა), იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური პრეპარატები (გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის გამოკლებით), იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ATX კოდი: G01AF20

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ტრიქომონიაზის სამკურნალო პრეპარატს ადგილობრივი და პერორალური გამოყენებისათვის. მიკონაზოლის ნიტრატი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება დერმატოფიტებით და Candida -თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; გარდა ამისა, ადგილობრივი გამოყენებისას მას გააჩნია გამოხატული ბაქტერიოსტატიკური მოქმედება რიგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. მოცემული კომბინირებული პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების მიზანს წარმოადგენს ტრიქომონიაზის ადგილობრივი მკურნალობა, ასევე ვაგინალური მიკოზის თავიდან აცილება, რომელიც ხშირად ვლინდება მეტრონიდაზოლით მკურნალობის შემდეგ. ასევე პრეპარატის გამოყენება შეიძლება ვაგინალური მიკოზების დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული მეტრონიდაზოლით მკურანლობასთან.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის ადგილობრივად გამოყენებისას აღინიშნება მათი უმნიშვნელო შეწოვა ლორწოვანი გარსებიდან. კვლევების თანახმად, მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი ნიტრატი თითქმის არ შეიწოვება რეგისტრირებული რაოდენობით.ეს შეესაბამება 0,2 მკგ/მლ და 0,3 მკგ/მლ მნიშვნელობებს, შესაბამისად.

მეტრონიდაზოლი პერორალური მიღებისას ჩვეულებრივ კარგად შეიწოვება და პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პირველ და მესამე საათებს შორის. 250 მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღებისას მიიღწევა პლაზმის პიკური კონცნეტრაცია 5 მკგ/მლ, რომელიც განისაზღვრება გაზის ქრომატოგრაფიის მეთოდით. პრეპარატის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს პრაქტიკულად 100%-ს.

განაწილება და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება

ჯანმრთელი მოხალისეებისა და პაციენტების მონაწილებით ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად მეტრონიდაზოლი სწრაფად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში და აღწევს თერაპიულ კონცენტრაციებს თავის ტვინის და ფილტვების აბსცესებში. მას აქვს განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობა და მოცირკულირე მეტრონიდაზოლის 20%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი აღწევს სანაღვლე გზებში, სადაც მიიღწევა ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც შედარებითია პლაზმის კონცენტრაციებისა.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით (დოზის 60-80%), დოზის 6-15 % გამოიყოფა ფეკალიებით.

გამოყენების ჩვენებები შარდ-სასქესო გზების ტრიქომონიაზის და/ან სოკოვანი ინფექციების ადგილობროვი მკურნალობა ქალებში.

წინააღმდეგჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულიბის პირველი ტრიმესტრი.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. პერორალური მიღების დროს მეტრონიდაზოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და სწრაფად ხვდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში.

ვირთხებზე ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში გამოიყენებოდა დოზები, რომლებიც 5-ჯერ აღემატებოდა ადამიანისათვის განკუთვნილ დოზებს. ამ კვლევებში არ იქნა გამოვლენილი ფერტილობის დარღვეის, ან ნაყოფის დაზიანების ნიშნები გამოწვეული მეტრონიდაზოლის ზემოქმედებით.

თაგვებში ინტრაპერიტონალური შეყვანისას დოზით, რომელიც დაახლოებით

შეესაბამება ადამიანისთვის განკუთვნილი დოზისა, მეტრონიდაზოლი ახდენდა

ფეტოტოქსიურ მოქმედებას. თუმცა, მაკე თაგვებში პერორალურად შეყვანისას ფეტოტოქსიური ეფექტი არ აღინიშნა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის არ არსებობს ადექვატური და კონტროლირებული კვლევები ფეხმძიმე ქალებში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩატარებული მეტა-ანალიზის კვლევების საფუძველზე, გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ არ აღნიშნულა ფეტოტოქსიური მოქმედების ზრდა.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში კლიონ-D 100-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება შიგნით მიღებისას მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძით კონცენტრაციებით, რაც ანალოგიურია პლაზმის კონცენტრაციებისა. მან შესაძლოა რძეს მისცეს მწარე გემო. პრეპარატის ზეგავლენისაგან ჩვილის დასაცავად საჭიროა მეტრონიდაზოლის მიღების შეწყვეტა, ან ძუძუთი კვების შეწყვეტა მეტრონიდაზოლის მიღების პერიოდში, ასევე თერაპიის დასრულებიდან 12-24 საათის განმავლობაში, დედისთვის თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით.

მიღების წესი და დოზები პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინტრავაგინალურად.

ტრიქომონიაზის დროს: მეტრონიდაზოლის შიგნით მიღებასთან ერთად, გამოიყენება კლიონ-D 100-ის 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ დასველებული, რომელიც აუცილებელია ღრმად მოთავსდეს, საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში. ამ 10 დღის განმავლობაში საჭიროა ყოველდღიურად პრეპარატ კლიონის 2 ტაბლეტის (250 მგX2-ჯერ) შიგნით მიღება (ერთი ტაბლეტი დილას და ერთი ტაბლეტი საღამოს) ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად. განმეორებითი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამავდროულად პარტნიორის მკურნალობა კლიონის შიგნით მისაღები ტაბლეტების გამოყენებით.

მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში: შეიძლება 10-დღიანი მკურნალობის კურსის განმეორება.

კანდიდოზის დროს (სოკოვანი ინფექცია): კლიონ-D-100-ის 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ ოდნავ დასველებული, შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში.

პედიატრიული პოლულაცია

მონაცემთა არარსებობის გამო არ არის დადგენილი პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში.

გვერდითი მოვლენები

ა) კლიონ-D 100-ის ვაგინალური ტაბლეტების ადგილობრივად გამოყენებისას იყო ცნობები გაღიზიანების შემთხვევების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ბ) შიგნით მისაღებ მეტრონიდაზოლის ტაბლეტებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

≥1/10

ხშირი (≥1/100 - <1/10)

არახშირი (≥1/1 000 - <1/100)

იშვიათი (≥1/10 000 - 1/1 000)

ძალიან იშვიათი (<1/10 000)

ინფექციები და ივაზიები

სოკოვანი სუპერინფექცია (მაგ. კანდიდოზი)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია (ლეიკოპენია)

თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები

კვების და ნივთიერება ცვლის დარღვევა

მადის დაქვეითება

ფსიქიკური დარღვევები

გონების არევა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

პერიფერიული ნეიროპათია (ჰიპესთეზია), თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, დისგევზია (მეტალის გემო პირში)

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

გულისრევა

ტკივილი მუცლის ქვედა არეში, კოლიკები მუცლის ქვედა არეში, დიარეა

ღებინება, ნადები ენაზე

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ქოლესტაზი, სიყვითლე

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ანგიონევროზული შეშუპება, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

მულტიფორმული ერითემა

სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას

შეყვანის ადგილის გაღიზიანება, სხეულის ტემპერა-ტურის მომატება

ლაბორატორიული მაჩვენებლები

შარდის ფერის ცვლილება*

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

  • შარდის გამუქება განპირობებულია მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტებით და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

გ) პერიფერიული ნეიროპათია (კიდურების გაბუჟება), თავის ტკივილი, კრუნჩხვები,

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა და გონების არევა აღინიშნა იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას. დოზის შემცირების, ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ზემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი სპონტანურად გაქრა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატ კლიონ-D 100-ის შემადგენლობაში მიკონაზოლი ნიტრატის არსებობით, ვლინდება იშვიათად და გააჩნია მსუბუქი გამოხატულება. ადგილობრივი გამოყენებისას იყო ცნობები გაღიზიანების და წვის შესახებ.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

პრეპარატის რეგისტრირების შემდეგ მნიშვნელოვანია გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინება. ეს იძლევა სარგებელი/რისკის ფარდობის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შეტყობინებას ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. დიდი რაოდენობის პრეპარატის შიგნით შემთხვევით მიღებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბებისას ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენისას (გულისრევა, ღებინება და ატაქსია) აუცილებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ჰემოდიალიზი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები კარგად გამოიყოფა დიალიზის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დღემდე არ არის ცნობილი მონაცემები მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის ვაგინალური გამოყენების დროს ურთიერთქმედების შესახებ. კლიონ-D 100-ის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებისას მეტრონიდაზოლის შიგნით მისაღებ ტაბლეტებთან კომბინაციაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ტიპის წამლისმიერი ურთიერთქმედებები:

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას ) ანტიკოაგულაციური ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ამიტომ აუცილებელია მათი დოზის კორექცია.

ფერმენტების ინდუქტორებმა (მაგ. ფენიტოინი - კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, ფენობარბიტალი - პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგო და სედაციური ეფექტით) შესაძლოა გამოიწვიონ მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის დაჩქარება, რაც გამოიწვევს პლაზმური დონეების შემცირებას და ფენიტოინის პლაზმური კლირენსის ზრდას.

ფერმენტების ინჰიბიტორებმა (მაგ. ციმეტიდინი - კუჭის წვენის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატი) შესაძლოა გაახანგრძლივოს ნახევარგამოყოფის პერიოდი და შეამციროს მეტრონიდაზოლის კლირენსი პლაზმაში.

ალკოჰოლური სასმელების მიღებამ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავი არასასურველი რეაქციები (კოლიკები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და სახის გაწითლება).

არ შეიძლება მეტრონიდაზოლის და დისულფირამის (გამოიყენება ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ) ერთდროულად გამოყენება (შეიძლება გამოვლინდეს: ადიტიური ეფექტი, ფსიქოზური რეაქციები, გონების არევა).

მეტრონიდაზოლის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის შემცველობის ზრდას, ამიტომ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლითიუმის დოზის შემცირება, ან პრეპარატ ლითიუმის (გამოიყენება დეპრესიის სამურნალოდ) მიღების შეწყვეტა.

მეტრონიდაზოლის და ციკლოსპორინის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. თუ ამ პრეპარატებით კომბინირებული თერაპია აუცილებელია, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ცოკლოსპორინის კონცენტრაციების კონტროლი.

მეტრონიდაზოლი ხელს უწყობს 5-ფტორურაცილის (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალო პრეპარატი) კლირენსის შემცირებას და მისი ტოქსიკურობის ზრდას.

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შრატის გარკვეული ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასების შედეგებზე, როგორებიცაა ასპარტატამინოტრანსფერაზა (აატ), ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ლაქტატდეჰიდროგენაზა (ლდჰ), ტრიგლიცერიდები და გლუკოზაოჰექსოკინაზა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატით კლიონ-D 100 მკურნალობის კურსის დროს, ასევე მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. პრეპარატით კლიონ-D 100, ვაგინალური ტაბლეტები, მკურნალობის დროს საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის შეცვლა სხვა სისტემური ტრიქომონადოციდური და/ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით. მომატებული მგრძნობელობის, ლორწოვანი გარსების გაღიზიანების გამოვლენისას საჭიროა მოცემული პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში, მეტრონიდაზოლის შემცველი სისტემური გამოყენების პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ, იყო ცნობები მძიმე ჰეპატოტოქსიურობის/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური გამოსავლის შემთხვევები ძალიან სწრაფი დასაწყისით. ამ მიზეზით, ასეთ პოპულაციებში მეტრონიდაზოლი გამოიყენება სარგებელი-რისკის თანაფარდობის გულმოდგინე შეფასების შემდეგ და მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში.

ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა ჩატარდეს უშუალოდ თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, სანამ ღვიძლის ფუნქცია არ იქნება ნორმის ფარგლებში, ან სანამ არ მიიღწევა ნორმის ზღვრული მაჩვენებლები. თუ მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ თავიანთ მკურნალ ექიმს ღვიძლის შესაძლო დაზიანების რაიმე სიმპტომის შესახებ და შეწყვიტონ მეტრონიდაზოლის გამოყენება. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებში შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, ანორექსიას, გულისრევას, ღებინებას, ცხელებას, შეუძლოდ ყოფნას, დაღლილობას, სიყვითლეს, კანის ქავილს, მუქ შარდს, გაგლესილ, ან ღია ყვითელ განავალს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, ჩხვლეტის შეგრძნება, ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა საშუალებებით გამოწვეული კანის რეაქციები იმავე ადგილას გამოყენებისას.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი კლიონ-D 100, ვაგინალური ტაბლეტები, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა 10 ვაგინალუტი ტაბლეტი რბილ ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, რომელიც დაფარულია პოლიეთილენის ფენით.

1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისაგან დასაცავად ინახება ორიგინალ შუფუთვაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონი რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომრიონის ქ. 19-21, უნგრეთი

მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესების წარმომადგენელი კომპანია

ღსს „გედეონი რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომრიონის ქ. 19-21, უნგრეთი

ცხელი ხაზი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა