ეს მცენარეული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია მენოპაუზის ჩივილების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წამოხურება და ჭარბი ოფლიანობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Dry extract of Black cohosh (Cimicifugae racemose) rootstocks)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (4X15)
- მწარმოებელი
- Bionorica SE, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, გინეკოლოგიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- G02CX04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038984
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bionorica SE (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს „კომპანია მედინსერვი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლიმადინონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს მცენარეული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია მენოპაუზის ჩივილების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წამოხურება და ჭარბი ოფლიანობა.
მიღების წესი და დოზირება
1 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით (1 ჭიქა), საჭიროების შემთხვევაში.
პოპულაციის განსაკუთრებული ჯგუფი
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს კლიმადინონის® შესაბამისი გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით ანამნეზში
არ არის საკმარისი მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის სპეციფიკური რეკომენდაციებისთვის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით ანამნეზში
ღვიძლის დარღვევის ისტორიის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ კლიმადინონი® მხოლოდ სამედიცინო კონსულტაციის შემდეგ.
მკურნალობის პერიოდი
თუ სიმპტომები გაუარესდება ამ პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შავი კოჰოში არ უნდა იქნას მიღებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
კლიმადინონი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტი.
ღვიძლის დაზიანების დამადასტურებელი საწყისი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისთანავე (კანისა და თვალების გაყვითლება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, მადის დაკარგვა და დაღლილობა), გთხოვთ, შეწყვიტოთ კლიმადინონის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
თუ გამოვლინდა ვაგინალური სისხლდენა ან სხვა სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ამ სიმპტომების მქონე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
კლიმადინონის® ესტროგენებთან ერთდროული გამოყენება დაუშვებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ან ახლა მკურნალობენ ძუძუს კიბოს ან სხვა ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეებს, ექიმის ნებართვის გარეშ ეკრძალებათ კლიმადინონის® ტაბლეტების მიღება.
კლიმადინონი® შეიცავს ლაქტოზას. კლიმადინონი® არ უნდა იქნას გამოყენებული გალაქტოზას შეუწყნარებლობის, ზოგადი ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული გამოყენება
არ არსებობს კლიმადინონის® შესაბამისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მოცემული თერაპიული ჩვენებისთვის.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
შენიშვნა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის: ნახშირწყლების შემცველობა თითოეულ დოზაში (1 ტაბლეტი) არის 0,04 პურის ერთეულზე (BU) ნაკლები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, მკურნალობის პერიოდში უნდა განიხილონ ეფექტური კონტრაცეპტივების მიღება. ნაყოფიერებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები კლიმადინონის® ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არა ხშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/ 10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, კლიმადინონი® იწვევს გარკვეულ გვერდით მოვლენებს ზოგიერთ ადამიანში, თუმცა არა ყველაში.
კუჭ-ნაწლავური დისფუნქციები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): კუჭ-ნაწლავური სიმპტომები (დისპეფსიური დარღვევები, დიარეა).
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): ღვიძლის ტოქსიკურობა (ჰეპატიტის, სიყვითლის ჩათვლით, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა) დაკავშირებულია შავი კოჰოშის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): კანის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), სახის ქსოვილების შეშუპება (შეშუპება)
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე): პერიფერიული შეშუპება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილია ამ ფურცელ-ჩანართში, ან გაუარესდა ან გამოგივლინდათ რაიმე შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
ჭარბი დოზა
შეფუთვა და ფორმა
15 ტაბლეტია ბლისტერში. 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 ცალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს შავი კოჰოშის (Cimicifugae racemosa (L.) Nutt., rhizome) ფესურების 2,8 მგ მშრალ ექსტრაქტს, (5-10:1)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172), მაკროგოლი 6000, ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ( ტიპი A), სორბინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
აღწერილობა
ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა გინეკოლოგიური საშუალებები
ATC კოდი: G02CX04.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
არ არსებობს ინფორმაცია მოქმედების მექანიზმის ან კომპონენტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მენოპაუზის ჩივილები (ცხელი ციმციმები, უძილობა, უხვი ოფლიანობა, განწყობის დროებითი ცვალებადობა) შეიძლება გაუმჯობესდეს შავი კოჰოშის შემცველი მედიკამენტების გამოყენებით.
პრეკლინიკური მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ
იზოპროპანოლის ექსტრაქტის არ დაფიქსირებული ეფექტის დონე იყო 21.06 მგ/კგ თაგვებზე 6-თვიან კვლევაში. in vitro და in vivo ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, შავი კოჰოშისგან მომზადებული ექსტრაქტი არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებასა და ლატენტურობაზე. ამავდროულად, სხვა ინ ვიტრო კვლევებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა. გენმოდიფიცირებულ მდედრ თაგვებს სიმსივნური უჯრედებით, აძლევდნენ შავ კოჰოშს (იზოპროპანოლის ექსტრაქტი, რომელიც ექვივალენტურია 40 მგ ფესვებისა და ფესურების), და ფილტვის მეტასტაზური კიბოს მქონე თაგვების პროცენტი უფრო მაღალი იყო ნეკროფსიის დროს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. ამავდროულად, არ დაფიქსირებულა პირველადი სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ზრდა. ეთანოლის ექსტრაქტის (4,5-8,5:1, ეთანოლი 60% (ვ/ვ)) გენოტოქსიური კვლევა (AMES ტესტი) ჩატარდა 1 მგ/ფირფიტამდე კონცენტრაციით. ვინაიდან ტესტი არ შეესაბამებოდა მიმდინარე მოთხოვნებს, ამ შედეგების შესაბამისობა საეჭვოა. არ ჩატარებულა კვლევები კანცეროგენურობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცა. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი „გვერდითი ეფექტები“.
- თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან 6-8 კვირის შემდეგ იგრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.
კლიმადინონი® გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 ცალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს შავი კოჰოშის (Cimicifugae racemosa (L.) Nutt., rhizome) ფესურების 2,8 მგ მშრალ ექსტრაქტს, (5-10:1)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172), მაკროგოლი 6000, ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ( ტიპი A), სორბინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
აღწერილობა
ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა გინეკოლოგიური საშუალებები
ATC კოდი: G02CX04.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
არ არსებობს ინფორმაცია მოქმედების მექანიზმის ან კომპონენტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მენოპაუზის ჩივილები (ცხელი ციმციმები, უძილობა, უხვი ოფლიანობა, განწყობის დროებითი ცვალებადობა) შეიძლება გაუმჯობესდეს შავი კოჰოშის შემცველი მედიკამენტების გამოყენებით.
პრეკლინიკური მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ
იზოპროპანოლის ექსტრაქტის არ დაფიქსირებული ეფექტის დონე იყო 21.06 მგ/კგ თაგვებზე 6-თვიან კვლევაში. in vitro და in vivo ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, შავი კოჰოშისგან მომზადებული ექსტრაქტი არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებასა და ლატენტურობაზე. ამავდროულად, სხვა ინ ვიტრო კვლევებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა. გენმოდიფიცირებულ მდედრ თაგვებს სიმსივნური უჯრედებით, აძლევდნენ შავ კოჰოშს (იზოპროპანოლის ექსტრაქტი, რომელიც ექვივალენტურია 40 მგ ფესვებისა და ფესურების), და ფილტვის მეტასტაზური კიბოს მქონე თაგვების პროცენტი უფრო მაღალი იყო ნეკროფსიის დროს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. ამავდროულად, არ დაფიქსირებულა პირველადი სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ზრდა. ეთანოლის ექსტრაქტის (4,5-8,5:1, ეთანოლი 60% (ვ/ვ)) გენოტოქსიური კვლევა (AMES ტესტი) ჩატარდა 1 მგ/ფირფიტამდე კონცენტრაციით. ვინაიდან ტესტი არ შეესაბამებოდა მიმდინარე მოთხოვნებს, ამ შედეგების შესაბამისობა საეჭვოა. არ ჩატარებულა კვლევები კანცეროგენურობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები არ არის.
თერაპიული ჩვენებები
ეს მცენარეული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია მენოპაუზის ჩივილების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წამოხურება და ჭარბი ოფლიანობა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
კლიმადინონი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტი.
ღვიძლის დაზიანების დამადასტურებელი საწყისი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისთანავე (კანისა და თვალების გაყვითლება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, მადის დაკარგვა და დაღლილობა), გთხოვთ, შეწყვიტოთ კლიმადინონის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
თუ გამოვლინდა ვაგინალური სისხლდენა ან სხვა სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ამ სიმპტომების მქონე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
კლიმადინონის® ესტროგენებთან ერთდროული გამოყენება დაუშვებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ან ახლა მკურნალობენ ძუძუს კიბოს ან სხვა ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეებს, ექიმის ნებართვის გარეშ ეკრძალებათ კლიმადინონის® ტაბლეტების მიღება.
კლიმადინონი® შეიცავს ლაქტოზას. კლიმადინონი® არ უნდა იქნას გამოყენებული გალაქტოზას შეუწყნარებლობის, ზოგადი ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული გამოყენება
არ არსებობს კლიმადინონის® შესაბამისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მოცემული თერაპიული ჩვენებისთვის.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
შენიშვნა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის: ნახშირწყლების შემცველობა თითოეულ დოზაში (1 ტაბლეტი) არის 0,04 პურის ერთეულზე (BU) ნაკლები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, მკურნალობის პერიოდში უნდა განიხილონ ეფექტური კონტრაცეპტივების მიღება. ნაყოფიერებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები კლიმადინონის® ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
დოზირება და ადმინისტრირება
რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით (1 ჭიქა), საჭიროების შემთხვევაში.
პოპულაციის განსაკუთრებული ჯგუფი
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს კლიმადინონის® შესაბამისი გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით ანამნეზში
არ არის საკმარისი მონაცემები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის სპეციფიკური რეკომენდაციებისთვის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით ანამნეზში
ღვიძლის დარღვევის ისტორიის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ კლიმადინონი® მხოლოდ სამედიცინო კონსულტაციის შემდეგ.
მკურნალობის პერიოდი
თუ სიმპტომები გაუარესდება ამ პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შავი კოჰოში არ უნდა იქნას მიღებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები დალაგებულია კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არა ხშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/ 10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, კლიმადინონი® იწვევს გარკვეულ გვერდით მოვლენებს ზოგიერთ ადამიანში, თუმცა არა ყველაში.
კუჭ-ნაწლავური დისფუნქციები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): კუჭ-ნაწლავური სიმპტომები (დისპეფსიური დარღვევები, დიარეა).
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): ღვიძლის ტოქსიკურობა (ჰეპატიტის, სიყვითლის ჩათვლით, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა) დაკავშირებულია შავი კოჰოშის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე): კანის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), სახის ქსოვილების შეშუპება (შეშუპება)
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე): პერიფერიული შეშუპება
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილია ამ ფურცელ-ჩანართში, ან გაუარესდა ან გამოგივლინდათ რაიმე შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვა და ფორმა
15 ტაბლეტია ბლისტერში. 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი კომპანია/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
BIONORICA SE.
კერსჩენსტეინერსტრასსე 11-15
92318 ნეიმარკ, გერმანია
ტელ: +49 (0)9181 231-90.
ფაქსი: +49 (0)9181 231-265.
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


