გამოიყენება როგორც ანესტეზიური საშუალება (მონოთერაპიაში) ხანმოკლე დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას და ქირურგიული ჩარევებისას ბავშვებში, და ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში - მოზრდილებისათვის, ნარკოზის შეყვანისა და შენარჩუნებისათვის საერთო ნარკოზის ჩასატარებლად სხვა პრეპარატებთან ერთად (განსაკუთრებით …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტამინი (ketamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- N01AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040958
- რეგისტრირებულია
- 14 მაისი 2024, მოქმედებს 14 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტამინი-ZN — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება როგორც ანესტეზიური საშუალება (მონოთერაპიაში) ხანმოკლე დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას და ქირურგიული ჩარევებისას ბავშვებში, და ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში - მოზრდილებისათვის, ნარკოზის შეყვანისა და შენარჩუნებისათვის
საერთო ნარკოზის ჩასატარებლად სხვა პრეპარატებთან ერთად (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინთან), პრეპარატი ინიშნება მცირე დოზით.
კეტამინის მიღების სპეციალური ჩვენებები (ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად):
მტკივნეული პროცედურები (სახვევის გამოცვლა დამწვრობის მქონე პაციენტისათვის);
ნეიროდიაგნოსტიკური პროცედურები (პნევმოენცეფალოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, მიელოგრაფია);
ენდოსკოპია;
ზოგიერთი პროცედურა ოფთალმოლოგიაში;
დიაგნოსტიკა და ქირურგიული ჩარევები კისრის არეში ან პირის ღრუში, კბილების მკურნალობისას;
ოტორინოლარინგოლოგიური ჩარევები;
გინეკოლოგიური ექსტრაპერიტონული ჩარევები;
სამეანო ჩარევები, ნარკოზის შეყვანა საკეისრო კვეთის ოპერაციისას;
ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ჩარევები;
ნარკოზის შეყვანა შოკურ და ჰიპოტენზიურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, გულისა და სისხლის მოძრაობაზე კეტამინის მოქმედების თავისებურებებთან დაკავშირებით;
ნარკოზის შეყვანა პაციენტებში, რომელთა მიმართ უპირატესობა ენიჭება პრეპარატის კუნთში შეყვანას (მაგალითად ბავშვებში)
მიღების წესი და დოზირება
ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, ისევე როგორც სისტემური მოქმედების სხვა ანესთეზიურ საშუალებებზე, დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის მეთოდსა და პაციენტის ასაკზე. ამიტომ, პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიცემისას, კეტამინის დოზა უნდა შემცირდეს.
ქვემოთ მითითებული დოზები რეკომენდირებულია მოზრდილების, ხანდაზმული ასაკის (65წ-ზე მეტი) პაციენტებისა და ბავშვებისათვის.
შეყვანა ვენაში. დოზის შეყვანა ვენაში აუცილებლად უნდა მოხდეს ნელა, 1 წუთის განმავლობაში.
საწყისი დოზაა სხეულის მასის 0,7-2მგ/კგ, რაც უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 5-10 წუთის განმავლობაში, შეყვანიდან 30 წამის შემდეგ (მაღალი რისკის, ხანდაზმული ასაკის ან შოკის მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა სხეულის მასის 0,5მგ/კგ)
შეყვანა კუნთში.
საწყისი დოზაა სხეულის მასის 4-8მგ/კგ, რაც უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 12-25 წუთის განმავლობაში, შეყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ
წვეთებით შეყვანა ვენაში.
500მგ კეტამინი ემატება 500მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარს ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს.
საწყისი დოზაა 80-100 წვეთი წუთში.
მხარდამჭერი დოზაა 20-60 წვეთი წუთში (სხეულის მასის 2-6მგ/კგ საათში)
მოზრდილი პაციენტისათვის დოზა შეადგენს სხეულის მასის 2-6მგ/კგ საათში
მხარდამჭერი ანესთეზია.
აუცილებლობის შემთხვევაში, საწყისი დოზის ნახევარი ან მთლიანად საწყისი დოზა განმეორებით შეიყვანება კუნთში ან ვენაში
ნისტაგმას გამოვლენა, მოძრაობითი რეაქციები და გაღიზიანება არასაკმარის ნარკოზზე მიუთითებს. ამიტომ, ასეთ შემთხვევეში შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი დოზის შეყვანა. მაგრამ, კიდურების უნებლიე მოძრაობებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნარკოზის სიღრმის მიუხედავადაც.
ბავშვები. ეს პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში
უკუჩვენებები
მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ.
პრეეკლამფსია, ეკლამფსია.
პრეპარატი უკუნაჩვენებია გულსისხლძარღვთა მძიმე დაავადებების პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა (მოზრდილებში არტერიული წნევა >180/100მმ ვერცხლისწყლის სვეტი, მშვიდ მდგომარეობაში, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონტროლს), ხანგრძლივი გულის უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, ქალას-შიდა სისხლჩაქცევები, ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად იკურნება ან არ იკურნება.
კრუნჩხვები ანამნეზში, ფსიქიური დაავადებები (შიზოფრენია, მწვავე ფსიქოზი).
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის კომბინირება შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიის ნებისმიერ საშუალებებთან.
პრეპარატი უნდა დაინიშნოს სპეციალისტის – ანესთეზიოლოგის მიერ.
როგორც საერთო ანესთეზიის სხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, კეტამინის დროსაც აუცილებელია სარეანიმაციო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მომზადება.
იმის გამო, რომ ამ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა, აუცილებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის არსებობა. აპარატის გამოყენება კომბინირებული უნდა იყოს ანალგეტიკებთან.
კეტამინი ვენაში შეიყვანება ნელა (1 წუთის განმავლობაში). ამ პრეპარატის სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული წნევის მკვეთრი ამაღლება.
იმის გამო, რომ კეტამინით თერაპიისას ფარინგეალური რეფლექსები, როგორც წესი, შენარჩუნებულია, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ხახას მექანიკური გაღიზიანება. ხორხზე, ყელზე ან ტრაქეაზე ჩარევვისას აუცილებელია კეტამინის კომბინირება მიორელაქსანტებთან და სუნთქვის გულდასმითი კონტროლი.
ქირურგიული ჩარევებისას ტკივილის გამომწვევი შინაგანი გზებით, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სხვა ანალგეტიკების შეყვანაც.
კეტამინის გამოყენებისას ამბულატორიულ პირობებში, პაციენტი ამბულატორიიდან გაშვებული უნდა იქნას მხოლოდ გონების სრულად აღდგენის შემდეგ, მოზრდილი პირის თანხლებით.
სამეანო ჩარევებისას, რომლებიც საშვილოსნოს კუნთების სრულ დასუსტებას საჭიროებენ კეტამინის მონოთერაპიული გამოყენება ნაჩვენები არ არის.
დიაგნოსტიკური ან კლინიკური ჩარევებისას მხედველობის ორგანოებზე, ადგილობრივი ანალგეტიკების გამოყენება ნაჩვენები არ არის.
კეტამინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
ქრონიკული ალკოჰოლიზმი და მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.
კეტამინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და მისი სრული გამოთავისუფლება ღვიძლიდან იწვევს კლინიკური ეფექტების შეწყვეტას. მისი მოქმედების ვადის გახანგერძლივება შეიძლება წარმოეშვას ღვიძლის ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის სხვა სახეობების მქონე ავადმყოფებს. ამიტომ, კეტამინის დოზა ასეთ პაციენტებს უნდა შეუმცირდეს. ასევე აღნიშნულია ღვიძლის სინჯების გადახრები ნორმალური მახასიათებლებიდან, რაც დაკავშირებული იყო ამ პრეპარატის ხანგრძლივ მიღებასთან, კერძოდ, ასეთი გადახრები აღენიშნა პაციენტრებს, რომლებიც ღებულობდნენ კეტამინს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებს. განმეორებითი გამოყენებისას, ასევე აღინიშნა სანაღვლე გზების გაფართოება ობსტრუქციის ნიშნებით ან მათ გარეშე.E
წნევის მომატება ზურგის ტვინის არხში;
თვალის გამჭოლი ტრავმის და/ან თვალის მომატებული შიდა წნევის დროს (მაგალითად გლაუკომა), რადგან, წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად ამაღლდეს კეტამინის მხოლოდ ერთი მიღების შემთხვევაშიც კი;
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირიის პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შემცვლელ თერაპიას ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით (იზრდება არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის მომატების რისკი);
ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციური დაავადებები პაციენტებში (რამდენადაც, კეტამინი ამაღლებს ყლაპვის რეფლექსის მგრძნობიარობას, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი);
თავის ქალის შიდა წნევის მომატება;
6 თვის განმავლობაში არასტაბილური სტენოკარდიის შეტევისა და მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
რეაქციები და თავისებურებები, რომლებიც შესაძლოა აღინიშნოს მარკოზიდან პაციენტის გამოსვლის შემდეგ:
ფსიქოლოგიური მოშლილობები შეიძლება ცვალებადობდეს ყველაზე მსუბუქიდან უფრო მძიმე პაციენტებში, და როგორებიცაა სიზმარში ნანახის მსგავსი ფანტასტიკური განცდები, მკვეთრი ხილვები, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, ნარკოზის-შემდგომი ბოდვა (რაც ხშირად ვლინდება დისოციაციური შეგრძნებებით და თავისუფალი ფრენის გრძნობით), ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობებს ან ახლავს გონების დაბინდვა, ფსიქომოტორული აგზნებადობა, ირაციონალური ქცევები.
ნარკოზიდან გამოსვლის პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს მწვავე დელირიული რეაქციები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ბენზოდიაზეპინების შეყვანით ან ვერბალური, ტაქტილური და ვიზუალური გაღიზიანებების შემცირებით. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგის აუცილებლობას.
იმის გამო, რომ კეტამინი ამაღლებს ჟანგბადის მოხმარებას მიოკარდში, იგი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ჰიპოვოლემიის, დეჰიდრატაციის ან გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით – გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში (ხანგრძლივი გულის უკმარისობა, იშემია, მიოკარდის ინფარქტი). ასევე სიფრთხილის დაცვაა საჭირო ფილტვის არტერიული და ზომიერი ხარისხის ჰიპერტენზიისა და ტაქიარითმიის მქონე პაციეტებისასთვის.
ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის პაციენტების შემთხვევაში, აუცილებელია გულის ფუნქციის მუდმივი მონიტორინგი ნარკოზის დროს. პრემედიკაცია დიაზეპამი, ამცირებს ჰიპერტენზიურ რეაქციას.
არტერიული წნევის მაქსიმალური ამაღლება (20-25%) აღინიშნება პრეპარატის ვენაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში, მაგრამ უკვე 15 წუთის შემდეგ, არტერიული წნევა საწყის სიდიდეს უბრუნდება. პაციენტის მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, არტერიული წნევის მომატება შეიძლება განხილული იქნას როგორც დადებითი ეფექტი, ან, სხვა შემთხვევებში, როგორც გვერდითი რეაქცია. კეტამინის კარდიომასტიმულირებელი მოქმედება შეიძლება თავიდან ავიცილოთ დიაზეპამის 0.2-0.25მგ/კგ მასაზე დოზის წინასწარი შეყვანით ვენაში.
კეტამინი არ ინიშნება და არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივი პერიოდით გამოსაყენებლად. არსებობს მონაცემები ცისტიტის დარეგისტრირებული შემთხვევების შესახებ, მათ შორის ჰემორაგიული ცისტიტისა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კეტამინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ერთი თვიდან რამდენიმე წლამდე).
ასევე აღნიშნულია კეტამინის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. არსებობს მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ კეტამინი ხელს უწყობს დისფორიის, ჰალუცინაციების, “შებრუნებული კადრის~ სიმპტომის, შიშის გრძნობის, მღელვარების, უძილობის ან დეზორიენტაციის განვითარებას. აღნიშნულია ასევე ცისტიტის ან ჰემორაგიული ცისტიტის შემთხვევები. კეტამინის ყოველდღიური მიღებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება, განსაკურებით ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში. ამიტომ, ეს პრეპარატი პაციენტებს უნდა მიეცეს მედპერსონალის მხრიდან გულდასმითი ზედამხედველობით და სიფრთხილის ზომების დაცვით ზემოაღნიშნული მდგომარეობებისა თუ დაავადებების შემთხვევებში.
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე (23მგ-ზე) ნაკლებ დოზას, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კეტამინისა და ბარბიტურატების და/ან ნარკოზის სხვა საშუალებების კომბინირებულად მიღება ახანგრძლივებს ნარკოზიდან გამოსვლის დროს.
კეტამინის მიღებამ ატრაკურთან და ტუბოკურარინთან ერთად, შეიძლება გააძლიეროს ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადა, მათ შორის, გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და აპნოე.
კეტამინისა და გალოგერინული ანესთეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაახანგრძლივოს კეტამინის ნახევარგამოყოფის პერიოდი და გაზარდოს ნარკოზიდან გამოსვლის დრო. კეტამინისა
(განსაკუთრებით - დიდი დოზებისა და სწრაფი შეყვანისას) და გალოგერინული ანესთეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება აამაღლოს ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის ან გულის გამოვარდნების შემცირების რისკი.
კეტამინის გამოყენებამ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (მაგ. ეთანოლი, ფენოტიაზინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან მიორელაქსანტები), შეიძლება გააძლიეროს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა და/ან აამაღლოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკი. საძილე, სედატიურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის პრეპარატის დოზის შემცირება. არის ცნობები, რომ კეტამინი წარმოადგენს თიოპენტალის საძილე ეფექტის ანტაგონისტს.
თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობისას, შეიძლება დაიკვირვებოდეს არტერიული წნევის ამაღლება და ტაქიკარდია.
კეტამინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენება ამაღლებს ჰიპოტენზიის განვითარების რისკს.
კეტამინისა და ამინოფილინის (თეოფილინის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი. არსებობს მონაცემები გამშლელი კუნთების გაუთვალისწინებელი კრუნჩხვების შესახებ, რაც გამოწვეული იყო ამ პრეპატატების კომბინირებული მიღებით
CYP3A4-ს ფერმენტული აქტივობის ინჰიბიციური პრეპარატები, ზოგადად, ამცირებენ ღვიძლის კლირენსს, რის შედეგადაც მაღლდება CYP3A4 პრეპარატების სუბსტრატების, როგორებიცაა კეტამინი, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. კეტამინისა და CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორი პრეპარატების ერთდროული შეყვანისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის დოზის შემცირება სასურველი კლინიკური შედეგის მისაღწევად.
CYP3A4-ს ფერმენტული აქტივობის მაინდუცირებელი პრეპარატები, ზოგადად, ამაღლებენ ღვიძლის კლირენსს, რის შედეგადაც მცირდება CYP3A4 პრეპარატების სუბსტრატების როგორებიცაა კეტამინი, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. კეტამინისა და CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორი პრეპარატების ერთდროული შეყვანისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის დოზის მომატება, სასურველი კლინიკური შედეგის მისაღწევად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კეტამინი აღწევს პლაცენტაში. ეს გასათვალისწინებელია ორსულობის პერიოდში ოპერატიოული სამეანო მანიპულააციების განხორციელებისას. ორსულობის პერიოდის კლინიკური კონტროლირებადი კვლებები არ ჩატარებულა. პრეპარატის მოქმედება ორსულობის პერიოდში შესწავლილი არ არის, ამიტომ, პერიოდში მისი მიღება არაა რეკომენდირებული, გარდა პრეპარატის შეყვანისა საკეისრო კვეთის ოპერაციის ან ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს. ვენაში შესაყვანი კეტამინის ≥1,5მგ/კგ დოზამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა და აპგარის დაბალი მაჩვენებლები გამოიწვიოს ახალშობილებში, რის გამოც მათი რეანიმაცია გახდება საჭირო.
საშვილოსნოს არტერიული წნევისა და ტონუსის მნიშვნელოვანი მომატება აღინიშნება, თუკი ვენაში შესაყვანი დოზები აჭარბებს 2მგ/კგ-ს.
ორსულ ქალებში კუნთქვეშა ინექციისა და მხარდამჭერი ინფუზიის სახით ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.
ლაქტაცია
კეტამინის გამოყენების უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში, დადგენილი არ არის და შესაბამისად, რეკომენდირებულიც არ არის.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ ანესთეზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, ავტომობილის მართვა ან რაიმე სხვა სახიფათო საქმიანობის განხორციელება მექანიზმებთან, არ შეიძლება.
კეტამინმა შეიძლება გააუარესოს კოგნიტიური ფუნქცია, რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს სატანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობებზე
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტიკური რეაქციები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ანორექსია
ფსიქიური მოშლილობები: გონების არევა, არაადეკვატური ქცევები, შიშის გრძნობა, განგაშის გრძნობა, `შებრუნებული კადრის~ სიმპტომი, დისფორია, უძილობა, დეზორიენტაცია
გონზე მოსვლის შემდეგ, - მკაფიო სიზმრები, მხედველობითი ჰალუცინაციები, ემოციური დარღვევები, ბოდვები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, მოუსვენრობა. ეს მოვლენები უფრო იშვიათად აღენიშნება 15 წლამდე და 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს
ნერვული სისტემის მხრივ: ნისტაგმი, ძვლოვანი კუნთების ტონუსის ამაღლება და ტონიკურ-კლონისებური მოძრაობები, რომლებიც არ მიუთითებენ ნარკოზის სიღრმის შემცირებაზე და ამდენად, არ საჭიროებენ პრეპარატის დამატებითი დოზის შეყვანას
მხედველობის ორგანოების მხრივ: დიპლოფია, თვალის-შიდა წნევის ზომიერად მომატება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად ადგილი აქვს არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის მომატებას ხანმოკლე დროით. არტერიული წნევის მაქსიმალური მომატება (20-25%) ვლინდება პრეპარატის ვენაში შეყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ 15 წუთში უბრუნდება
საწყის მნიშვნელობას. კეტამინის კარდიომასტიმულირებელი მოქმედება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული დიაზეპამის 0,2-0,25მგ/კგ დოზის შეყვანით ვენაში.
ასევე შეიძლება წარმოიშვას ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია.
სუნთქვის ორგანოების მხრივ: სუნთქვის სიხშირის მომატება. პრეპარატის სწრაფად შეყვანისას ან ჭარბი დოზით შეყვანისას ხშირად ადგილი აქვს სუნთქვის დარგუნვას ან შეჩერებას. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ლარინგოსპაზმებს.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, სანაღვლე გზების გაფართოება ობსტრუქციის ნიშნებით ან მათ გარეშე, განმეორებითი მიღებისას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, ნერწყვის დენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ; ჭინჭრის გამონაყარი, ტრანზიტორული ერითემა და/ან ქერქისმაგვარი გამონაყარი.
თირკმელებისა და შარდსადენი გზების მხრივ: ცისტიტი, ჰემორაგიული ცისტიტი.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ჩხვლეტის ადგილში: რეაქციები ჩხვლეტის ადგილში, მათ შორის ტკივილი და/ან გამონაყარი
ხანმოკლე პერიოდში პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას განსაკუთრებით - მცირეწლოვან ბავშვებში, აღნიშნულია პრეპარატისადმი შეგუება. ასეთ შემთხვევებში სასურველი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია დოზის შესაბამისი მომატებით.
ჭარბი დოზა
კეტამინს აქვს ფართო თერაპიული ინდექსი.
ვენაში სწრაფად შეყვანის ან დიდი დოზებით შეყვანისას შესაძლოა ადგილი ექნეს სუნთქვის დათრგუნვას ან შეჩერებას. ასეთ შემთხვევაში, ადეკვატური სპონტანურ სუნთქვის აღდგენამდე აუცილებელია ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კეტამინი
1მგ ხსნარი შეიცავს 50მგ კეტამინის ჰიდროქლორიდს კეტამინზე გადაანგარიშებით
დამხმარე ნივთიერებები: ბენზეტონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ზოგადი ანესთეზიის საშუალებები. ATC კოდი N01A X03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
კეტამინი არის ანესთეზიური საშუალება გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ეს პრეპარატი იწვევს ე.წ. დისოციაციურ ანესთეზიას, რომელიც აღიწერება როგორც ფუნქციური დისოციაცია თალამურ-ნეოკორტიკალურ და ლიმბურ სისტემებს შორის. პრეპარატის ანალგეტიკური მოქმედება გამოიხატება უკვე სუბდისოციაციური დოზისას და გრძელდება უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ანესთეზია. სედატიური და ჰიპნოზური მოქმედება უფრო ნაკლებად ვლინდება. ზურგის ტვინის არეში და პერიფერიულ ნერვებში, პრეპარატი ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას.
კეტამინის გამოყენებისას კუნთების ტონუსი უცვლელი რჩება ან შეიძლება ამაღლდეს. ამიტომ, დაცვითი რეფლექსები, როგორც წესი, არ ირღვევა, კრუნჩხვის ზღვარი არ მცირდება. სპონტანური სუნთქვისას შეიძლება ამაღლდეს თავის ქალას-შიდა წნევა. ეს მოვლენა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მართვადი სუნთქვით.
იმის გამო, რომ კეტამინი იწვევს სიმპათიკოტონიას, ამიტომ, შეიძლება ამაღლდეს არტერიული წნევა და გულის შეკუმშვების სიხშირე. კორონარული სისხლის მოძრაობის სიჩქარის ამაღლებასთან ერთად მიოკარდში მატულობს მოთხოვნა ჟანგბადზე. კეტამინს გააჩნია უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და ანტიარითმიული მოქმედება (პირდაპირი კარდიალიური ეფექტი). ანტაგონისტური მოქმედების გამო, სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა არ იცვლება.
კეტამინის მიღების შემდეგ, აღინიშნება გამოხატული ჰიპერვენტილაცია სისხლის გაზების პარამეტრების მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე. კეტამინი ასუსტებს ბრონქების მუსკულატურას.
ფარმაკოკინეტიკა. კეტამინი იხსნება ცხიმში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ვენური გზით შეყვანიდან 1 წუთის შემდეგ და კუნთში შეყვანიდან 20 (5-30) წუთის შემდეგ. კუნთში შეყვანისას პრეპარატის აღწევს 93%-ს. კეტამინის დაახლოებით 47% უკავშირდება სისხლის ცილებს. პრეპარატის მოქმედების პირველი ფაზა (ალფა-ფაზა) გრძელდება დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, T1/2 = 10-15წთ. კლინიკურად, პირველი ფაზა ვლინდება პრეპარატის ანესთეზიურ მოქმედებაში. კეტამინი სწრაფად ნაწილდება კარგად ვასკულირებად ქსოვილებში (მაგალითად ტვინში). კეტამინის კონცენტრაცია ქსოვილებში, შეესაბამება ორ-ფაზურ ღია მოდელს. ანესთეზიური ეფექტის შეწყვეტას ადგილი აქვს პრეპარატის გადანაცვლების შედეგად ცენტრალური ნერვული სისტემიდან პერიფერიულ ქსოვილებში, სადაც სისხლის მომარაგება უფრო ნაკლებია, და ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტებად ბიოტრანსფორმაციის შედეგად. კეტამინის მეტაბოლიტებს შორის არსებობს ისერთიც, რომელსაც ძილისმომგვრელი ეფექტი გააჩნია. მეორე ფაზის (ბეტა-ფაზის) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს. მეტაბოლიტების 90% გამოიყოფა თირკმელებით. კეტამინი აღწევს პლაცენტის ბარიერში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის `კეტამინი-ზნ”
(KETAMIN-ZN)
სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კეტამინი
1მგ ხსნარი შეიცავს 50მგ კეტამინის ჰიდროქლორიდს კეტამინზე გადაანგარიშებით
დამხმარე ნივთიერებები: ბენზეტონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ზოგადი ანესთეზიის საშუალებები. ATC კოდი N01A X03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
კეტამინი არის ანესთეზიური საშუალება გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ეს პრეპარატი იწვევს ე.წ. დისოციაციურ ანესთეზიას, რომელიც აღიწერება როგორც ფუნქციური დისოციაცია თალამურ-ნეოკორტიკალურ და ლიმბურ სისტემებს შორის. პრეპარატის ანალგეტიკური მოქმედება გამოიხატება უკვე სუბდისოციაციური დოზისას და გრძელდება უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ანესთეზია. სედატიური და ჰიპნოზური მოქმედება უფრო ნაკლებად ვლინდება. ზურგის ტვინის არეში და პერიფერიულ ნერვებში, პრეპარატი ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას.
კეტამინის გამოყენებისას კუნთების ტონუსი უცვლელი რჩება ან შეიძლება ამაღლდეს. ამიტომ, დაცვითი რეფლექსები, როგორც წესი, არ ირღვევა, კრუნჩხვის ზღვარი არ მცირდება. სპონტანური სუნთქვისას შეიძლება ამაღლდეს თავის ქალას-შიდა წნევა. ეს მოვლენა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მართვადი სუნთქვით.
იმის გამო, რომ კეტამინი იწვევს სიმპათიკოტონიას, ამიტომ, შეიძლება ამაღლდეს არტერიული წნევა და გულის შეკუმშვების სიხშირე. კორონარული სისხლის მოძრაობის სიჩქარის ამაღლებასთან ერთად მიოკარდში მატულობს მოთხოვნა ჟანგბადზე. კეტამინს გააჩნია უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და ანტიარითმიული მოქმედება (პირდაპირი კარდიალიური ეფექტი). ანტაგონისტური მოქმედების გამო, სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა არ იცვლება.
კეტამინის მიღების შემდეგ, აღინიშნება გამოხატული ჰიპერვენტილაცია სისხლის გაზების პარამეტრების მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე. კეტამინი ასუსტებს ბრონქების მუსკულატურას.
ფარმაკოკინეტიკა. კეტამინი იხსნება ცხიმში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ვენური გზით შეყვანიდან 1 წუთის შემდეგ და კუნთში შეყვანიდან 20 (5-30) წუთის შემდეგ. კუნთში შეყვანისას პრეპარატის აღწევს 93%-ს. კეტამინის დაახლოებით 47% უკავშირდება სისხლის ცილებს. პრეპარატის მოქმედების პირველი ფაზა (ალფა-ფაზა) გრძელდება დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, T1/2 = 10-15წთ. კლინიკურად, პირველი ფაზა ვლინდება პრეპარატის ანესთეზიურ მოქმედებაში. კეტამინი სწრაფად ნაწილდება კარგად ვასკულირებად ქსოვილებში (მაგალითად ტვინში). კეტამინის კონცენტრაცია ქსოვილებში, შეესაბამება ორ-ფაზურ ღია მოდელს. ანესთეზიური ეფექტის შეწყვეტას ადგილი აქვს პრეპარატის გადანაცვლების შედეგად ცენტრალური ნერვული სისტემიდან პერიფერიულ ქსოვილებში, სადაც სისხლის მომარაგება უფრო ნაკლებია, და ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტებად ბიოტრანსფორმაციის შედეგად. კეტამინის მეტაბოლიტებს შორის არსებობს ისერთიც, რომელსაც ძილისმომგვრელი ეფექტი გააჩნია. მეორე ფაზის (ბეტა-ფაზის) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს. მეტაბოლიტების 90% გამოიყოფა თირკმელებით. კეტამინი აღწევს პლაცენტის ბარიერში.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
გამოიყენება როგორც ანესტეზიური საშუალება (მონოთერაპიაში) ხანმოკლე დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებისას და ქირურგიული ჩარევებისას ბავშვებში, და ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში - მოზრდილებისათვის, ნარკოზის შეყვანისა და შენარჩუნებისათვის
საერთო ნარკოზის ჩასატარებლად სხვა პრეპარატებთან ერთად (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინთან), პრეპარატი ინიშნება მცირე დოზით.
კეტამინის მიღების სპეციალური ჩვენებები (ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად):
მტკივნეული პროცედურები (სახვევის გამოცვლა დამწვრობის მქონე პაციენტისათვის);
ნეიროდიაგნოსტიკური პროცედურები (პნევმოენცეფალოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, მიელოგრაფია);
ენდოსკოპია;
ზოგიერთი პროცედურა ოფთალმოლოგიაში;
დიაგნოსტიკა და ქირურგიული ჩარევები კისრის არეში ან პირის ღრუში, კბილების მკურნალობისას;
ოტორინოლარინგოლოგიური ჩარევები;
გინეკოლოგიური ექსტრაპერიტონული ჩარევები;
სამეანო ჩარევები, ნარკოზის შეყვანა საკეისრო კვეთის ოპერაციისას;
ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ჩარევები;
ნარკოზის შეყვანა შოკურ და ჰიპოტენზიურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, გულისა და სისხლის მოძრაობაზე კეტამინის მოქმედების თავისებურებებთან დაკავშირებით;
ნარკოზის შეყვანა პაციენტებში, რომელთა მიმართ უპირატესობა ენიჭება პრეპარატის კუნთში შეყვანას (მაგალითად ბავშვებში)
უკუჩვენებები
მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ.
პრეეკლამფსია, ეკლამფსია.
პრეპარატი უკუნაჩვენებია გულსისხლძარღვთა მძიმე დაავადებების პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა (მოზრდილებში არტერიული წნევა >180/100მმ ვერცხლისწყლის სვეტი, მშვიდ მდგომარეობაში, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონტროლს), ხანგრძლივი გულის უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, ქალას-შიდა სისხლჩაქცევები, ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად იკურნება ან არ იკურნება.
კრუნჩხვები ანამნეზში, ფსიქიური დაავადებები (შიზოფრენია, მწვავე ფსიქოზი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
კეტამინისა და ბარბიტურატების და/ან ნარკოზის სხვა საშუალებების კომბინირებულად მიღება ახანგრძლივებს ნარკოზიდან გამოსვლის დროს.
კეტამინის მიღებამ ატრაკურთან და ტუბოკურარინთან ერთად, შეიძლება გააძლიეროს ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადა, მათ შორის, გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და აპნოე.
კეტამინისა და გალოგერინული ანესთეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაახანგრძლივოს კეტამინის ნახევარგამოყოფის პერიოდი და გაზარდოს ნარკოზიდან გამოსვლის დრო. კეტამინისა
(განსაკუთრებით - დიდი დოზებისა და სწრაფი შეყვანისას) და გალოგერინული ანესთეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება აამაღლოს ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის ან გულის გამოვარდნების შემცირების რისკი.
კეტამინის გამოყენებამ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (მაგ. ეთანოლი, ფენოტიაზინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან მიორელაქსანტები), შეიძლება გააძლიეროს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა და/ან აამაღლოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკი. საძილე, სედატიურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის პრეპარატის დოზის შემცირება. არის ცნობები, რომ კეტამინი წარმოადგენს თიოპენტალის საძილე ეფექტის ანტაგონისტს.
თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობისას, შეიძლება დაიკვირვებოდეს არტერიული წნევის ამაღლება და ტაქიკარდია.
კეტამინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენება ამაღლებს ჰიპოტენზიის განვითარების რისკს.
კეტამინისა და ამინოფილინის (თეოფილინის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი. არსებობს მონაცემები გამშლელი კუნთების გაუთვალისწინებელი კრუნჩხვების შესახებ, რაც გამოწვეული იყო ამ პრეპატატების კომბინირებული მიღებით
CYP3A4-ს ფერმენტული აქტივობის ინჰიბიციური პრეპარატები, ზოგადად, ამცირებენ ღვიძლის კლირენსს, რის შედეგადაც მაღლდება CYP3A4 პრეპარატების სუბსტრატების, როგორებიცაა კეტამინი, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. კეტამინისა და CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორი პრეპარატების ერთდროული შეყვანისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის დოზის შემცირება სასურველი კლინიკური შედეგის მისაღწევად.
CYP3A4-ს ფერმენტული აქტივობის მაინდუცირებელი პრეპარატები, ზოგადად, ამაღლებენ ღვიძლის კლირენსს, რის შედეგადაც მცირდება CYP3A4 პრეპარატების სუბსტრატების როგორებიცაა კეტამინი, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. კეტამინისა და CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორი პრეპარატების ერთდროული შეყვანისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კეტამინის დოზის მომატება, სასურველი კლინიკური შედეგის მისაღწევად.
გამოყენების თავისებურებები
ამ პრეპარატის კომბინირება შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიის ნებისმიერ საშუალებებთან.
პრეპარატი უნდა დაინიშნოს სპეციალისტის – ანესთეზიოლოგის მიერ.
როგორც საერთო ანესთეზიის სხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, კეტამინის დროსაც აუცილებელია სარეანიმაციო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მომზადება.
იმის გამო, რომ ამ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა, აუცილებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის არსებობა. აპარატის გამოყენება კომბინირებული უნდა იყოს ანალგეტიკებთან.
კეტამინი ვენაში შეიყვანება ნელა (1 წუთის განმავლობაში). ამ პრეპარატის სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული წნევის მკვეთრი ამაღლება.
იმის გამო, რომ კეტამინით თერაპიისას ფარინგეალური რეფლექსები, როგორც წესი, შენარჩუნებულია, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ხახას მექანიკური გაღიზიანება. ხორხზე, ყელზე ან ტრაქეაზე ჩარევვისას აუცილებელია კეტამინის კომბინირება მიორელაქსანტებთან და სუნთქვის გულდასმითი კონტროლი.
ქირურგიული ჩარევებისას ტკივილის გამომწვევი შინაგანი გზებით, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სხვა ანალგეტიკების შეყვანაც.
კეტამინის გამოყენებისას ამბულატორიულ პირობებში, პაციენტი ამბულატორიიდან გაშვებული უნდა იქნას მხოლოდ გონების სრულად აღდგენის შემდეგ, მოზრდილი პირის თანხლებით.
სამეანო ჩარევებისას, რომლებიც საშვილოსნოს კუნთების სრულ დასუსტებას საჭიროებენ კეტამინის მონოთერაპიული გამოყენება ნაჩვენები არ არის.
დიაგნოსტიკური ან კლინიკური ჩარევებისას მხედველობის ორგანოებზე, ადგილობრივი ანალგეტიკების გამოყენება ნაჩვენები არ არის.
კეტამინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
ქრონიკული ალკოჰოლიზმი და მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.
კეტამინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და მისი სრული გამოთავისუფლება ღვიძლიდან იწვევს კლინიკური ეფექტების შეწყვეტას. მისი მოქმედების ვადის გახანგერძლივება შეიძლება წარმოეშვას ღვიძლის ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის სხვა სახეობების მქონე ავადმყოფებს. ამიტომ, კეტამინის დოზა ასეთ პაციენტებს უნდა შეუმცირდეს. ასევე აღნიშნულია ღვიძლის სინჯების გადახრები ნორმალური მახასიათებლებიდან, რაც დაკავშირებული იყო ამ პრეპარატის ხანგრძლივ მიღებასთან, კერძოდ, ასეთი გადახრები აღენიშნა პაციენტრებს, რომლებიც ღებულობდნენ კეტამინს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებს. განმეორებითი გამოყენებისას, ასევე აღინიშნა სანაღვლე გზების გაფართოება ობსტრუქციის ნიშნებით ან მათ გარეშე.E
წნევის მომატება ზურგის ტვინის არხში;
თვალის გამჭოლი ტრავმის და/ან თვალის მომატებული შიდა წნევის დროს (მაგალითად გლაუკომა), რადგან, წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად ამაღლდეს კეტამინის მხოლოდ ერთი მიღების შემთხვევაშიც კი;
მწვავე ინტერმიტირებადი პორფირიის პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შემცვლელ თერაპიას ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით (იზრდება არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის მომატების რისკი);
ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციური დაავადებები პაციენტებში (რამდენადაც, კეტამინი ამაღლებს ყლაპვის რეფლექსის მგრძნობიარობას, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი);
თავის ქალის შიდა წნევის მომატება;
6 თვის განმავლობაში არასტაბილური სტენოკარდიის შეტევისა და მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
რეაქციები და თავისებურებები, რომლებიც შესაძლოა აღინიშნოს მარკოზიდან პაციენტის გამოსვლის შემდეგ:
ფსიქოლოგიური მოშლილობები შეიძლება ცვალებადობდეს ყველაზე მსუბუქიდან უფრო მძიმე პაციენტებში, და როგორებიცაა სიზმარში ნანახის მსგავსი ფანტასტიკური განცდები, მკვეთრი ხილვები, ჰალუცინაციები, ღამის კოშმარები, ნარკოზის-შემდგომი ბოდვა (რაც ხშირად ვლინდება დისოციაციური შეგრძნებებით და თავისუფალი ფრენის გრძნობით), ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობებს ან ახლავს გონების დაბინდვა, ფსიქომოტორული აგზნებადობა, ირაციონალური ქცევები.
ნარკოზიდან გამოსვლის პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს მწვავე დელირიული რეაქციები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ბენზოდიაზეპინების შეყვანით ან ვერბალური, ტაქტილური და ვიზუალური გაღიზიანებების შემცირებით. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგის აუცილებლობას.
იმის გამო, რომ კეტამინი ამაღლებს ჟანგბადის მოხმარებას მიოკარდში, იგი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ჰიპოვოლემიის, დეჰიდრატაციის ან გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით – გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში (ხანგრძლივი გულის უკმარისობა, იშემია, მიოკარდის ინფარქტი). ასევე სიფრთხილის დაცვაა საჭირო ფილტვის არტერიული და ზომიერი ხარისხის ჰიპერტენზიისა და ტაქიარითმიის მქონე პაციეტებისასთვის.
ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის პაციენტების შემთხვევაში, აუცილებელია გულის ფუნქციის მუდმივი მონიტორინგი ნარკოზის დროს. პრემედიკაცია დიაზეპამი, ამცირებს ჰიპერტენზიურ რეაქციას.
არტერიული წნევის მაქსიმალური ამაღლება (20-25%) აღინიშნება პრეპარატის ვენაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში, მაგრამ უკვე 15 წუთის შემდეგ, არტერიული წნევა საწყის სიდიდეს უბრუნდება. პაციენტის მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, არტერიული წნევის მომატება შეიძლება განხილული იქნას როგორც დადებითი ეფექტი, ან, სხვა შემთხვევებში, როგორც გვერდითი რეაქცია. კეტამინის კარდიომასტიმულირებელი მოქმედება შეიძლება თავიდან ავიცილოთ დიაზეპამის 0.2-0.25მგ/კგ მასაზე დოზის წინასწარი შეყვანით ვენაში.
კეტამინი არ ინიშნება და არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივი პერიოდით გამოსაყენებლად. არსებობს მონაცემები ცისტიტის დარეგისტრირებული შემთხვევების შესახებ, მათ შორის ჰემორაგიული ცისტიტისა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კეტამინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ერთი თვიდან რამდენიმე წლამდე).
ასევე აღნიშნულია კეტამინის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. არსებობს მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ კეტამინი ხელს უწყობს დისფორიის, ჰალუცინაციების, “შებრუნებული კადრის~ სიმპტომის, შიშის გრძნობის, მღელვარების, უძილობის ან დეზორიენტაციის განვითარებას. აღნიშნულია ასევე ცისტიტის ან ჰემორაგიული ცისტიტის შემთხვევები. კეტამინის ყოველდღიური მიღებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება, განსაკურებით ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში. ამიტომ, ეს პრეპარატი პაციენტებს უნდა მიეცეს მედპერსონალის მხრიდან გულდასმითი ზედამხედველობით და სიფრთხილის ზომების დაცვით ზემოაღნიშნული მდგომარეობებისა თუ დაავადებების შემთხვევებში.
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე (23მგ-ზე) ნაკლებ დოზას, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს
მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში
ორსულობა: კეტამინი აღწევს პლაცენტაში. ეს გასათვალისწინებელია ორსულობის პერიოდში ოპერატიოული სამეანო მანიპულააციების განხორციელებისას. ორსულობის პერიოდის კლინიკური კონტროლირებადი კვლებები არ ჩატარებულა. პრეპარატის მოქმედება ორსულობის პერიოდში შესწავლილი არ არის, ამიტომ, პერიოდში მისი მიღება არაა რეკომენდირებული, გარდა პრეპარატის შეყვანისა საკეისრო კვეთის ოპერაციის ან ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს. ვენაში შესაყვანი კეტამინის ≥1,5მგ/კგ დოზამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა და აპგარის დაბალი მაჩვენებლები გამოიწვიოს ახალშობილებში, რის გამოც მათი რეანიმაცია გახდება საჭირო.
საშვილოსნოს არტერიული წნევისა და ტონუსის მნიშვნელოვანი მომატება აღინიშნება, თუკი ვენაში შესაყვანი დოზები აჭარბებს 2მგ/კგ-ს.
ორსულ ქალებში კუნთქვეშა ინექციისა და მხარდამჭერი ინფუზიის სახით ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.
ლაქტაცია
კეტამინის გამოყენების უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში, დადგენილი არ არის და შესაბამისად, რეკომენდირებულიც არ არის.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ ანესთეზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, ავტომობილის მართვა ან რაიმე სხვა სახიფათო საქმიანობის განხორციელება მექანიზმებთან, არ შეიძლება.
კეტამინმა შეიძლება გააუარესოს კოგნიტიური ფუნქცია, რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს სატანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობებზე
მიღების წესი და დოზები
ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, ისევე როგორც სისტემური მოქმედების სხვა ანესთეზიურ საშუალებებზე, დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის მეთოდსა და პაციენტის ასაკზე. ამიტომ, პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიცემისას, კეტამინის დოზა უნდა შემცირდეს.
ქვემოთ მითითებული დოზები რეკომენდირებულია მოზრდილების, ხანდაზმული ასაკის (65წ-ზე მეტი) პაციენტებისა და ბავშვებისათვის.
შეყვანა ვენაში. დოზის შეყვანა ვენაში აუცილებლად უნდა მოხდეს ნელა, 1 წუთის განმავლობაში.
საწყისი დოზაა სხეულის მასის 0,7-2მგ/კგ, რაც უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 5-10 წუთის განმავლობაში, შეყვანიდან 30 წამის შემდეგ (მაღალი რისკის, ხანდაზმული ასაკის ან შოკის მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა სხეულის მასის 0,5მგ/კგ)
შეყვანა კუნთში.
საწყისი დოზაა სხეულის მასის 4-8მგ/კგ, რაც უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 12-25 წუთის განმავლობაში, შეყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ
წვეთებით შეყვანა ვენაში.
500მგ კეტამინი ემატება 500მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარს ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს.
საწყისი დოზაა 80-100 წვეთი წუთში.
მხარდამჭერი დოზაა 20-60 წვეთი წუთში (სხეულის მასის 2-6მგ/კგ საათში)
მოზრდილი პაციენტისათვის დოზა შეადგენს სხეულის მასის 2-6მგ/კგ საათში
მხარდამჭერი ანესთეზია.
აუცილებლობის შემთხვევაში, საწყისი დოზის ნახევარი ან მთლიანად საწყისი დოზა განმეორებით შეიყვანება კუნთში ან ვენაში
ნისტაგმას გამოვლენა, მოძრაობითი რეაქციები და გაღიზიანება არასაკმარის ნარკოზზე მიუთითებს. ამიტომ, ასეთ შემთხვევეში შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი დოზის შეყვანა. მაგრამ, კიდურების უნებლიე მოძრაობებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნარკოზის სიღრმის მიუხედავადაც.
ბავშვები. ეს პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში
ჭარბი დოზა
კეტამინს აქვს ფართო თერაპიული ინდექსი.
ვენაში სწრაფად შეყვანის ან დიდი დოზებით შეყვანისას შესაძლოა ადგილი ექნეს სუნთქვის დათრგუნვას ან შეჩერებას. ასეთ შემთხვევაში, ადეკვატური სპონტანურ სუნთქვის აღდგენამდე აუცილებელია ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
გვერდითი რეაქციები
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტიკური რეაქციები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ანორექსია
ფსიქიური მოშლილობები: გონების არევა, არაადეკვატური ქცევები, შიშის გრძნობა, განგაშის გრძნობა, `შებრუნებული კადრის~ სიმპტომი, დისფორია, უძილობა, დეზორიენტაცია
გონზე მოსვლის შემდეგ, - მკაფიო სიზმრები, მხედველობითი ჰალუცინაციები, ემოციური დარღვევები, ბოდვები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, მოუსვენრობა. ეს მოვლენები უფრო იშვიათად აღენიშნება 15 წლამდე და 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს
ნერვული სისტემის მხრივ: ნისტაგმი, ძვლოვანი კუნთების ტონუსის ამაღლება და ტონიკურ-კლონისებური მოძრაობები, რომლებიც არ მიუთითებენ ნარკოზის სიღრმის შემცირებაზე და ამდენად, არ საჭიროებენ პრეპარატის დამატებითი დოზის შეყვანას
მხედველობის ორგანოების მხრივ: დიპლოფია, თვალის-შიდა წნევის ზომიერად მომატება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად ადგილი აქვს არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის მომატებას ხანმოკლე დროით. არტერიული წნევის მაქსიმალური მომატება (20-25%) ვლინდება პრეპარატის ვენაში შეყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგრამ 15 წუთში უბრუნდება
საწყის მნიშვნელობას. კეტამინის კარდიომასტიმულირებელი მოქმედება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული დიაზეპამის 0,2-0,25მგ/კგ დოზის შეყვანით ვენაში.
ასევე შეიძლება წარმოიშვას ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია.
სუნთქვის ორგანოების მხრივ: სუნთქვის სიხშირის მომატება. პრეპარატის სწრაფად შეყვანისას ან ჭარბი დოზით შეყვანისას ხშირად ადგილი აქვს სუნთქვის დარგუნვას ან შეჩერებას. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ლარინგოსპაზმებს.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, სანაღვლე გზების გაფართოება ობსტრუქციის ნიშნებით ან მათ გარეშე, განმეორებითი მიღებისას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, ნერწყვის დენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ; ჭინჭრის გამონაყარი, ტრანზიტორული ერითემა და/ან ქერქისმაგვარი გამონაყარი.
თირკმელებისა და შარდსადენი გზების მხრივ: ცისტიტი, ჰემორაგიული ცისტიტი.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ჩხვლეტის ადგილში: რეაქციები ჩხვლეტის ადგილში, მათ შორის ტკივილი და/ან გამონაყარი
ხანმოკლე პერიოდში პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას განსაკუთრებით - მცირეწლოვან ბავშვებში, აღნიშნულია პრეპარატისადმი შეგუება. ასეთ შემთხვევებში სასურველი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია დოზის შესაბამისი მომატებით.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებლობა. კეტამინთან ბარბიტურატების ქიმიური შეუთავსებლობის გამო, ბარბიტურატებისა და კეტამინის ერთი და იგივე შპრიცით შეყვანა არ შეიძლება.
კეტაინისა და დიაზეპამის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატების შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, მათი შერევა ერთ შპრიცში ან საინფუზიო ხსნარში არ შეიძლება.
შეფუთვა
2 მლ ამპულაში; 5 ამპულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
მწარმოებელი:
შეზღუდული პასუხისმგებლოპბის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~/
ადგილმდებარეობა:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41
ბოლო რედაქციის თარიღი
/ხელმოწერა, ბეჭედი/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



