პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

კატეჯელი ლიდოკაინით

Cathejell with Lidocaine

რეცეპტით(17.31მგ + 0,5მგ)/გინსტრუქცია ქართულადავსტრია
რისთვის გამოიყენება

კატეჯელი ლიდოკაინით არის სტერილური, საანესთეზიო და სადეზინფექციო გელი, რომელიც გამოიყენება კათეტერების, ენდოსკოპების ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების საპოხ საშუალებად. იგი განკუთვნილია ლორწოვან გარსებზე გამოსაყენებლად. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(17.31მგ + 0,5მგ)/გ 12.5გ გელი მზა შპრიცი №25 (1X1X25)
მწარმოებელი
Pharmazeutische Fabrik Montavit Ges.m.b.H, ავსტრია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB52
რეგისტრაციის ნომერი
რ-043906
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pharmazeutische Fabrik Montavit Ges.m.b.H. (ავსტრია)
განმცხადებელი
სს „კომპანია მედინსერვი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკატეჯელი ლიდოკაინით და სხვა წამალი ერთად

კატეჯელი ლიდოკაინით — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კატეჯელი ლიდოკაინით არის სტერილური, საანესთეზიო და სადეზინფექციო გელი, რომელიც გამოიყენება კათეტერების, ენდოსკოპების ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების საპოხ საშუალებად.

იგი განკუთვნილია ლორწოვან გარსებზე გამოსაყენებლად. მისი ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიბაქტერიული მოქმედების და ლუბრიკანტური ეფექტის გამო, ის გამოიყენება ასეთი პროცედურების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად და უმეტესი ინფეციების თავიდან ასაცილებლად. ეფექტი დგება აპლიკაციიდან 5-10 წუთის შემდეგ.

როგორც ადგილობრივი საანესთეზიო, ის შეიცავს ლიდოკაინს.

შეყვანის ადგილზე ინფექციის თავიდან ასაცილებლად, კატეჯელი ლიდოკაინით შეიცავს ქლორჰექსიდინს. ეს აგენტი ახდენს დეზინფექციას და მოქმედებს მრავალი ბაქტერიის, ზოგიერთი სოკოს და ვირუსის წინააღმდეგ.

კატეჯელი ლიდოკაინით განკუთვნილია ზრდასრულების, მოზარდების (12-დან 18 წლამდე) და ბავშვებისთვის (2-დან 11 წლამდე).

მიღების წესი და დოზირება

ამ წამლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ან შესაბამისად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დოზირების შესახებ არის გზამკვლევი; ექიმის მიერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება და გამოცდილება მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზის შერჩევისას.

ეფექტი დგება აპლიკაციიდან 5-10 წუთის შემდეგ.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 0,15მლ გელს კგ სხეულის წონაზე (2,7მგ ლიდოკაინი/კგ სხეულის მასაზე). ზრდასრულებისათვის მაქსიმალური დოზაა 15მლ კატეჯელი ლიდოკაინით.

დოზირების რეკომენდაციები რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის:

დოზა უნდა დარეგულირდეს შესაბამისად ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ პაციენტებში. არ უნდა მოხდეს მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

გამოიყენება ურეთრაში კათეტერის, ენდოსკოპის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების ჩადგმამდე. შეყვანილი გელის რაოდენობა დამოკიდებულია ურეთრის ანატომიურ მახასიათებლებზე.

დოზირება:

ზრდასრული მამაკაცები

ზოგადად საჭიროა ერთი 12,5 გ შპრიცი. ამ შპრიცის შემცველობა საკმარისია ურეთრის შესავსებად.

ქალები, 2-11 წლის ბავშვები და მოზარდები (12-18 წლის)

სპეციფიკური დოზირების რეკომენდაციები არ არის მოცემული პაციენტების ამ ჯგუფებისთვის. ბავშვებში ლიდოკაინის სისტემური შეწოვა შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხილეთ თავი 2).

გამოყენების მეთოდი:

გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ურეთრის გარეთა ნაწილს

შემოაცალეთ ქაღალდი გამჭირვალე შეფუთვას იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ბლისტერის კიდე (სურათი 1)

მოატეხეთ წვერი ბლისტერზე მკვეთრი დაჭერით (სურათი 2 და 3)

ბოლომდე მოხსენით წვერი, ისე, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეცდომით ურეთრაში მოხვედრა

გამოწურეთ გელის ერთი წვეთი ისე, რომ წვერით შესვლა გაიოლდეს (სურათი 4)

ნელა შეიყვანეთ გელი შპრიცზე მსუბუქი დაწოლით

დაცარიელეთ გოფრირებული შპრიცი მთლიანად და ამოიღეთ მასზე ზეწოლით.

დაელოდეთ 5-დან 10 წუთამდე კათეტერის ან ინსტრუმენტის ჩასმამდე.

გაანაწილეთ გელი რაც შეიძლება თანაბრად კათეტერზე ან ინსტრუმენტზე.

გამოყენება ტრაქეალური ინტუბაციის დროს:

დოზირება

ზრდასრულები და მოზარდები (12-18 წელი)

დაახლოებით 5 მლ თანაბრად გადაანაწილეთ მილის ქვედა მესამედზე ან ლარინგეალური ნიღბის უკანა მხარეს.

ბავშვები (2-11 წელი)

ბავშვებში ლიდოკაინის სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხილეთ ნაწილი 2).

ბოლომდე მოხსენით წვერი.

გამოწურეთ გელის ერთი წვეთი (სურათი 4)

შპრიცზე ნაზი ზეწოლით, ნელა გაანაწილეთ გელის თხელი ფენა მილის ქვედა მესამედზე ან ლარინგეალური ნიღბის უკანა მხარეს.

გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გელი დაიტანება ინსტრუმენტზე უშუალოდ გამოყენებამდე. გელი არ უნდა მოხვდეს მილის სანათურში.

გამოყენება ზონდებსა და ენდოსკოპებზე

შპრიცზე ნაზი ზეწოლით, ნელა გადანაწილეთ გელის თხელი ფენა ინსტრუმენტზე.

გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გელი დაიტანება ინსტრუმენტზე უშუალოდ გამოყენებამდე.

სურათი 1 სურათი 2

სურათი 3 სურათი 4

თუ გამოიყენეთ კატეჯელი ლიდოკაინით საჭიროზე მეტი რაოდენობით

დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

რადგან ამ მედიკამენტის გამოყენება ხდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ, შესაბამისად, ჭარბი დოზირება არ არის მოსალოდნელი.

თუმცა, თუ ადგილი აქვს ზედოზირებას, მაგალითად, გამოყენებული გელის რაოდენობა ზუსტად არ შეესაბამებოდა თქვენს საჭიროებებს, თუ გელის დიდი რაოდენობა შევიდა შარდის ბუშტში, ან თუ ლორწოვანი გარსები ანთებითი, დაწყლულებული ან დაზიანებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ლიდოკაინის შეწოვის გაზრდა, რმაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ან გულის სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევას, თუ თქვენ ერთდროულად იყენებდით სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან დეპრესია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ნევროზული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა და კანკალი. დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ენის დაბუჟება, თვალის სწრაფი უნებლიე და რითმული მოძრაობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება.

კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა შენელებული პულსი, გულის უკმარისობა ან არტერიული წნევის დაქვეითება, ჩვეულებრივ თავს იჩენს მხოლოდ სისხლში ლიდოკაინის ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს.

ლიდოკაინის ძლიერი ზედოზირებისას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის პარალიზება და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

თერაპია ტარდება გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით.

აღნიშნული პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედპერსონალს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ლიდოკაინზე, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდზე, ან წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ანესთეტიკის

მიმართ (ამიდების ტიპის)

  • ბავშვებში 2 წლის ასაკამდე,
  • ურეთრის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლუბრიკანტის

შეღწევა ერექციულ ქსოვილში, სადაც შესაძლებელია ლიდოკაინის შეწოვა;

პაციენტებში, მძიმედ გამოხატული გულის სისუსტით, შესუსტებული გულისცემით, გულის გამტარობის დარღვევებით (AV ბლოკი),

გულის უკმარისობით გამოწვეული შოკით ან სისხლის მოცულობის შემცირებით.

თუ გაწუხებთ ცნობილი მეტჰემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების ცისფერი შეფერილობა).

გთხოვთ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ერთი ან მეტი მსგავსი მდგომარეობა, ან ოდესმე აღგენიშნებოდათ წარსულში.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი ანესთეზიისთვის სასურველია ლუბრიკანტი ლიდოკაინის გარეშე.

კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას

თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

თუ გაქვთ გულის ან სასუნთქი გზების დისფუნქცია.

ხშირი და მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები. ბრონქულ მიდამოში გამოყენებისას სავარაუდოა ლიდოკაინის გაზრდილი აბსორბცია, რაც დაკავშირებულია ჭარბი დოზირების განსაკუთრებით მაღალ რისკთან.

თუ შეყვანის ადგილას ან მის გარშემო გაქვთ რაიმე ტიპის ჭრილობა, ლორწოვანი გარსის დაზიანება ან წყლულები/ანთებითი პროცესები.

თუ გაწუხებთ კუნთების გარკვეული დაავადება (მიასთენია გრავისი).

თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია როგორც III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი), რადგან შეიძლება გაძლიერდეს გულზე ზემოქმედება.

თუ გაწუხებთ პორფირია (სისხლწარმოქმნის დარღვევა).

თუ გაწუხებთ მეტჰემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების ცისფერი შეფერილობა).

ზოგადი ანესთეზიის დროს უპირატესობა ენიჭება ლუბრიკანტს ლიდოკაინის გარეშე.

კათეჯელი ლიდოკაინით გამოყენებისას პირის ღრუსა და ყელის მიდამოში შეიძლება განვითარდეს ყლაპვის გაძნელება. არსებობს გელის ინჰალაციის რისკი (ასპირაცია). ენის ან პირის ღრუს დაბუჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკბენით მიყენებული დაზიანება.

თუ ერთზე მეტი 12,5 გ-იანი შპრიცის შიგთავსი შეჰყავთ ურეთრაში, თუ დიდი რაოდენობით გელი ხვდება შარდის ბუშტში, ან თუ ურეთრა დაწყლულებულია/ანთებულია, ამან ჩვეულებრივ შეიძლება გამოიწვიოს ლიდოკაინის აბსორბციის გაზრდა ლორწოვანი გარსებით, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში, და რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები (იხილეთ ასევე თავი 3, „თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით კატეჯელი ლიდოკაინით“).

დაუშვებელია პრეპარატ კატეჯელი ლიდოკაინით კონტაქტი თვალებთან.

ბავშვები და მოზარდები

კატეჯელი ლიდოკაინით არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. თავი 2). 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებული უნდა იქნას ექიმის მიერ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების და ინდივიდუალური დოზის განსაზღვრის შემდეგ (იხ. თავი 3).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული ლიდოკაინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ზოგიერთ სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად (ამიდური ტიპის), ვინაიდან ამან შეიძლება გააძლიეროს მათი შესაბამისი ეფექტი არაპროგნოზირებადი ფორმით.

გულზე გაძლიერებული ზემოქმედების შესაძლებლობის გამო, ლიდოკაინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალო მედიკამენტებს (ანტიარითმულებს) ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს (ბეტა-ბლოკატორებს ან კალციუმის არხის ბლოკატორებს).

არ ჩატარებულა კონკრეტული ურთიერთქმედების კვლევები ლიდოკაინთან და III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან; თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა (იხ. ასევე „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“), ვინაიდან შესაძლოა გაძლიერდეს გულზე ზემოქმედების ეფექტი.

თუ თქვენ იღებთ ციმეტიდინს (რომელიც ბლოკავს კუჭის წვენის გამოყოფას) კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ასეთი მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მეტემოგლობინემია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის არაპროგნოზირებადი ურთიერთგაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან მედდას. კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი გულდასმით შეაფასებს სარგებელსა და რისკს და გადაწყვეტს თქვენს ინდივიდუალურ დოზას.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში განმეორებითი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კატეჯელი ლიდოკაინით-ის გამოყენებასა და ლაქტაციას შორის უნდა არსებობდეს 12 საათიანი ინტერვალი.

ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლიდოკაინი ახდენს გავლენას ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრულიად გამორიცხული არ არის, თუ თქვენ გაქვთ გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობა.

კატეჯელი ლიდოკაინით შეიცავს გლიცეროლს (E 422).

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სისტემური გვერდითი ეფექტები:

ძირითადად გამოწვეულია სწრაფი შეწოვით, დოზის გადაჭარბებით ან ჰიპერმგრძნობელობით.

ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტს): სენსორული დისკომფორტი ურეთრაში შეყვანისას.

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტს): შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ჩხვლეტა ან ქავილი და/ან სისტემური რეაქციები ლიდოკაინზე და/ან ქლორჰექსიდინზე, თუმცა არ არის გამორიცხული სერიოზული რეაქციები (ხშირად არტერიული წნევის დაქვეითებით, თავბრუსხვევით, გულისრევითა და ქოშინით), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით):

  • მეტემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების გალურჯება)
  • ეს მოვლენები ძირითადად გამოწვეულია სწრაფი შეწოვით, დოზის გადაჭარბებით ან ჰიპერმგრძნობელობით: ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი მოქმედება, როგორიცაა ნერვოზული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა ან კანკალი. ეს აუცილებლად არ ვითარდება. ზოგიერთ პაციენტში ინტოქსიკაცია ვლინდება ნერვული სისტემის დეპრესიის სახით, როგორიცაა ძილიანობა, გონების დაკარგვა და სუნთქვის გაჩერება, არტერიული წნევის დაქვეითება, ნელი გულისცემა და გულის გაჩერება.
  • დაბალი არტერიული წნევა, შენელებული გულისცემა, გულის ფუნქციის დარღვევა (ასისტოლა), გულის გაჩერება, არარეგულარული გულისცემა/გულის არითმია, მაღალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა/პალპიტაცია.
  • გულისრევა, ღებინება.
  • კუნთების კრუნჩხვა.
  • ყელის ტკივილი ენდოტრაქეული მილის ლუბრიკანტად გამოყენებისას, ყლაპვის გაძნელება და ენის დაბუჟება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ:

Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen

Traisengasse 5

1200 WIEN

ÖSTERREICH

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

კატეჯელი ლიდოკაინით პროფესიონალური გამოყენებისას (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4), პრაქტიკულად არ მიიღწევა ტოქსიკური პლაზმური კონცენტრაცია > 5მკგ/მლ. თუმცა, სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადიტიური ეფექტი და შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება სისტემური ტოქსიკურობის რეაქციებით.

ინტოქსიკაციის სიმპტომები

ლიდოკაინით ინტოქსიკაციის მიმდინარეობა ორფაზიანია:

  • სტიმულაცია: დაბალ ტოქსიკურ კონცენტრაციებში ლიდოკაინი მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას მოუსვენრობით, თავბრუსხვევით, ტრემორით და გულ-სისხლძარღვთა სტიმულაციასთან ერთად გულისცემის გაზრდით, არტერიული წნევის მატებით და კანის სიწითლით.
  • დეპრესია: უაღრესად ტოქსიკურ დიაპაზონში, დეპრესია ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (ძილიანობა, სედაცია, ფერმკრთალი, კომა).

ცნს-ის ტოქსიური რეაქციები ჩვეულებრივ წინ უსწრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციებს, რადგან ისინი უფრო ადრე ვითარდება პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებისას.

გადაუდებელი ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

ინტოქსიკაციის მკურნალობა ცნს-ის მიდამოებში (კრუნჩხვები, ცნს-ის დეპრესია) ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სიმპტომატურია, მაგალითად, ანტიკონვულსანტების გამოყენებით და/ან გადაუდებელი კარდიოპულმონარული მხარდაჭერით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: ლიდოკაინი, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი.

1გ გელი შეიცავს 17,31მგ ლიდოკაინს და 0.5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ჰიდროქსიეთილცელულოზა, გლიცეროლი (E 422), ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, რძემჟავას ხსნარი.

როგორ გამოიყურება კატეჯელი ლიდოკაინით და შეფუთვის შემადგენლობა:

წყალში ხსნადი, გამჭვირვალე და უფერო გელი.

სტერილური ერთჯერადი გამოყენების ფორმა.

გელით ავსებენ გოფრირებულ შპრიცებს, 8.5გ ან 12.5 გ. ცალკეული შპრიცები იფუთება ბლისტერებში და სტერილდება ორთქლით. ბლისტერის ზოლები თავსდება მუყაოს კოლოფში.

1, 5 და 25 გოფრირებული შპრიცი 12.5 გ გელით მუყაოს კოლოფში.

5 და 25 გოფრირებული შპრიცი 8.5 გ გელით მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სინათლისა და ტენოანობისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს ყუთზე/ბლისტერზე/ეტიკეტზე <EXP>-ის შემდეგ. ამოწურვის ვადათ მიიჩნევა თვის ბოლო რიცხვი.

ერთჯერადი გამოყენებისთვის, გადააგდეთ ნაწილობრივ დაცლილ შპრიცებში დარჩენილი გელი.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოყენების შემდეგ ეს წამალი სათანადოდ განადგურდება სამედიცინო მომზადებული პერსონალის მიერ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი ანესთეტიკები, ამიდები, ლიდოკაინი, კომბინაციები

ათქ კოდი: N01BB52.

მოქმედების მექანიზმი

კატეჯელი ლიდოკაინით წარმოადგენს სტერილურ ანტისეპტიკურ გელს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტით. აქტიური ნივთიერება ლიდოკაინის წყალობით კატეჯელი ლიდოკაინით იწვევს ლორწოვანი გარსების ანესთეზიას, რაც იწვევს სიმპტომატურ ტკივილის სწრაფ გაყუჩებას. მოქმედება იწყება მიღებიდან 5-10 წუთში და გრძელდება 20-30 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ითვლება, რომ აქტიური ნივთიერება ქლორჰექსიდინი ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციებს კათეტერიზაციის შემდეგ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლიდოკაინი არის სამედიცინო აპრობირებული, მჟავა ამიდის ტიპის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ლიდოკაინი შექცევადად და ადგილობრივად აფერხებს მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების გამტარობას. ეფექტი მცირდება ანთებად ქსოვილში. საანესთეზიო საშუალებად გამოყენების გარდა, ლიდოკაინს ასევე აქვს ანტიარითმული, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ქლორჰექსიდინს აქვს ანტიმიკრობული აქტივობა ძირითადად მრავალი გრამდადებითი, მაგრამ ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ და შეზღუდული ეფექტი სოკოებისა და ვირუსების მიმართ. აქ წარმოდგენილი კონცენტრაციით იგი მოქმედებს როგორც პროფილაქტიკური საშუალება იატროგენული ინფექციების წინააღმდეგ ადგილობრივი გამოყენების არეალში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება სისხლში ლორწოვანი გარსების მეშვეობით. ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირებული რაოდენობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შეყვანილ მთლიან დოზაზე, გამოყენების კონკრეტულ ადგილზე და გამოყენების ხანგრძლივობაზე. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები ყველაზე სწრაფად შეიწოვება ინტრატრაქეული და ბრონქული შეყვანის შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში კონცენტრაციის სწრაფი მატება ან ტოქსიკური სიმპტომების მომატებული რისკი.

ორ კვლევაში 10 მლ 2% ლიდოკაინის ხსნარის ან 270 მგ ლიდოკაინის პლაზმური ხსნარის ინტრაურეთრალური ინსტილაციით ლიდოკაინის კონცენტრაცია აღმოჩენილი იქნა ანტიარითმული თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში (0,5 – 2 მგ/ლ), მაგრამ ტოქსიკურობის მიღებულ ზღვარზე (5 მგ/ლ) ქვემოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ურეთრის ლორწოვანის ძლიერმა ანთებამ და ურეთრის გაფართოების გამო ზედაპირის გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს ლიდოკაინის შეწოვის გაზრდა.

ქლორექსიდინი ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით.

განაწილება

ლიდოკაინის განაწილების მოცულობა შეადგენს 1,3 - 1,6 ლ / კგ; ის სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით ძლიერად სისხლძარღვოვან ორგანოებში, როგორიცაა ფილტვები, თირკმელები და ჩონჩხის კუნთები.

ლიდოკაინის დაახლოებით 65% უკავშირდება პლაზმის ცილებს და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინებს (AAGs). იმის გამო, რომ AAG-ების რაოდენობა იზრდება ასაკთან ერთად, ტრავმის, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კიბოსა და ქრონიკული ანთების შემთხვევაში, მაგრამ მცირდება თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ასეთ შემთხვევებში პროტეინებთან შეკავშირება შეიძლება შესაბამისად გაიზარდოს ან შემცირდეს. ლიდოკაინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია, ელიმინაცია

ლიდოკაინი ავლენს გამოხატულ პირველ გავლის მეტაბოლიზმს. ლიდოკაინის დოზის დაახლოებით 90% სწრაფად დეკილირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში მონოეთილგლიცინექსილიდიდამდე (MEGX) ან გლიცინექსილიდიდამდე (GX). როგორც Na+ არხის ბლოკატორები, MEGX და GX ნაკლებად აქტიურია ვიდრე ლიდოკაინი.

ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) 1,6-დან 2 საათამდე წარმოადგენს ძირითადად ღვიძლის მეტაბოლიზმს და შეიძლება გახანგრძლივდეს ხანდაზმულებში.

ლიდოკაინის 10%-ზე ნაკლები უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.

ქლორჰექსიდინი, რომელიც ძნელად შეიწოვება მაღალი დოზებითაც კი, პერორალურად მიღებისას, გამოიყოფა პრაქტიკულად უცვლელი სახით.

კინეტიკა ღვიძლის, თირკმლის და გულის უკმარისობის დროს

ღვიძლში ლიდოკაინის სწრაფი ბიოტრანსფორმაციის გამო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 2-ჯერ ან მეტით. თირკმლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიტების დაგროვება. პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

კატეჯელი ლიდოკაინით

საანესთეზიო გელი (სტერილური ერთჯერადი გამოყენების ფორმა)

აქტიური სუბსტანციები: ლიდოკაინი, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი

მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე სრულად გაეცანით ამ ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ თავი 4.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რა არის კატეჯელი ლიდოკაინით და რისთვის გამოიყენება იგი;

რა უნდა იცოდეთ კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე;

როგორ უნდა გამოიყენოთ კატეჯელი ლიდოკაინით;

შესაძლო გვერდითი ეფექტები;

როგორ უნდა შეინახოთ კატეჯელი ლიდოკაინით;

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.

  • რა არის კატეჯელი ლიდოკაინით და რისთვის გამოიყენება

კატეჯელი ლიდოკაინით არის სტერილური, საანესთეზიო და სადეზინფექციო გელი, რომელიც გამოიყენება კათეტერების, ენდოსკოპების ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების საპოხ საშუალებად.

იგი განკუთვნილია ლორწოვან გარსებზე გამოსაყენებლად. მისი ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიბაქტერიული მოქმედების და ლუბრიკანტური ეფექტის გამო, ის გამოიყენება ასეთი პროცედურების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად და უმეტესი ინფეციების თავიდან ასაცილებლად. ეფექტი დგება აპლიკაციიდან 5-10 წუთის შემდეგ.

როგორც ადგილობრივი საანესთეზიო, ის შეიცავს ლიდოკაინს.

შეყვანის ადგილზე ინფექციის თავიდან ასაცილებლად, კატეჯელი ლიდოკაინით შეიცავს ქლორჰექსიდინს. ეს აგენტი ახდენს დეზინფექციას და მოქმედებს მრავალი ბაქტერიის, ზოგიერთი სოკოს და ვირუსის წინააღმდეგ.

კატეჯელი ლიდოკაინით განკუთვნილია ზრდასრულების, მოზარდების (12-დან 18 წლამდე) და ბავშვებისთვის (2-დან 11 წლამდე).

  • რა უნდა იცოდეთ კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე;

არ გამოიყენოთ კატეჯელი ლიდოკაინით

თუ ხართ ალერგიული ლიდოკაინზე, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდზე, ან წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ანესთეტიკის

მიმართ (ამიდების ტიპის)

  • ბავშვებში 2 წლის ასაკამდე,
  • ურეთრის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლუბრიკანტის

შეღწევა ერექციულ ქსოვილში, სადაც შესაძლებელია ლიდოკაინის შეწოვა;

პაციენტებში, მძიმედ გამოხატული გულის სისუსტით, შესუსტებული გულისცემით, გულის გამტარობის დარღვევებით (AV ბლოკი),

გულის უკმარისობით გამოწვეული შოკით ან სისხლის მოცულობის შემცირებით.

თუ გაწუხებთ ცნობილი მეტჰემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების ცისფერი შეფერილობა).

გთხოვთ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ერთი ან მეტი მსგავსი მდგომარეობა, ან ოდესმე აღგენიშნებოდათ წარსულში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზოგადი ანესთეზიისთვის სასურველია ლუბრიკანტი ლიდოკაინის გარეშე.

კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას

თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

თუ გაქვთ გულის ან სასუნთქი გზების დისფუნქცია.

ხშირი და მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები. ბრონქულ მიდამოში გამოყენებისას სავარაუდოა ლიდოკაინის გაზრდილი აბსორბცია, რაც დაკავშირებულია ჭარბი დოზირების განსაკუთრებით მაღალ რისკთან.

თუ შეყვანის ადგილას ან მის გარშემო გაქვთ რაიმე ტიპის ჭრილობა, ლორწოვანი გარსის დაზიანება ან წყლულები/ანთებითი პროცესები.

თუ გაწუხებთ კუნთების გარკვეული დაავადება (მიასთენია გრავისი).

თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია როგორც III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი), რადგან შეიძლება გაძლიერდეს გულზე ზემოქმედება.

თუ გაწუხებთ პორფირია (სისხლწარმოქმნის დარღვევა).

თუ გაწუხებთ მეტჰემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების ცისფერი შეფერილობა).

ზოგადი ანესთეზიის დროს უპირატესობა ენიჭება ლუბრიკანტს ლიდოკაინის გარეშე.

კათეჯელი ლიდოკაინით გამოყენებისას პირის ღრუსა და ყელის მიდამოში შეიძლება განვითარდეს ყლაპვის გაძნელება. არსებობს გელის ინჰალაციის რისკი (ასპირაცია). ენის ან პირის ღრუს დაბუჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკბენით მიყენებული დაზიანება.

თუ ერთზე მეტი 12,5 გ-იანი შპრიცის შიგთავსი შეჰყავთ ურეთრაში, თუ დიდი რაოდენობით გელი ხვდება შარდის ბუშტში, ან თუ ურეთრა დაწყლულებულია/ანთებულია, ამან ჩვეულებრივ შეიძლება გამოიწვიოს ლიდოკაინის აბსორბციის გაზრდა ლორწოვანი გარსებით, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში, და რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები (იხილეთ ასევე თავი 3, „თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით კატეჯელი ლიდოკაინით“).

დაუშვებელია პრეპარატ კატეჯელი ლიდოკაინით კონტაქტი თვალებთან.

ბავშვები და მოზარდები

კატეჯელი ლიდოკაინით არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. თავი 2). 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებული უნდა იქნას ექიმის მიერ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების და ინდივიდუალური დოზის განსაზღვრის შემდეგ (იხ. თავი 3).

სხვა მედიკამენტები და კატეჯელი ლიდოკაინით

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული ლიდოკაინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ზოგიერთ სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად (ამიდური ტიპის), ვინაიდან ამან შეიძლება გააძლიეროს მათი შესაბამისი ეფექტი არაპროგნოზირებადი ფორმით.

გულზე გაძლიერებული ზემოქმედების შესაძლებლობის გამო, ლიდოკაინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალო მედიკამენტებს (ანტიარითმულებს) ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს (ბეტა-ბლოკატორებს ან კალციუმის არხის ბლოკატორებს).

არ ჩატარებულა კონკრეტული ურთიერთქმედების კვლევები ლიდოკაინთან და III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან; თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა (იხ. ასევე „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“), ვინაიდან შესაძლოა გაძლიერდეს გულზე ზემოქმედების ეფექტი.

თუ თქვენ იღებთ ციმეტიდინს (რომელიც ბლოკავს კუჭის წვენის გამოყოფას) კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ასეთი მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მეტემოგლობინემია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის არაპროგნოზირებადი ურთიერთგაძლიერება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან მედდას. კატეჯელი ლიდოკაინით გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი გულდასმით შეაფასებს სარგებელსა და რისკს და გადაწყვეტს თქვენს ინდივიდუალურ დოზას.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში განმეორებითი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კატეჯელი ლიდოკაინით-ის გამოყენებასა და ლაქტაციას შორის უნდა არსებობდეს 12 საათიანი ინტერვალი.

ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლიდოკაინი ახდენს გავლენას ფერტილობაზე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრულიად გამორიცხული არ არის, თუ თქვენ გაქვთ გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობა.

კატეჯელი ლიდოკაინით შეიცავს გლიცეროლს (E 422).

  • როგორ უნდა გამოიყენოთ კატეჯელი ლიდოკაინით

ამ წამლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ან შესაბამისად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დოზირების შესახებ არის გზამკვლევი; ექიმის მიერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება და გამოცდილება მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზის შერჩევისას.

ეფექტი დგება აპლიკაციიდან 5-10 წუთის შემდეგ.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 0,15მლ გელს კგ სხეულის წონაზე (2,7მგ ლიდოკაინი/კგ სხეულის მასაზე). ზრდასრულებისათვის მაქსიმალური დოზაა 15მლ კატეჯელი ლიდოკაინით.

დოზირების რეკომენდაციები რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის:

დოზა უნდა დარეგულირდეს შესაბამისად ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ პაციენტებში. არ უნდა მოხდეს მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

გამოიყენება ურეთრაში კათეტერის, ენდოსკოპის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების ჩადგმამდე. შეყვანილი გელის რაოდენობა დამოკიდებულია ურეთრის ანატომიურ მახასიათებლებზე.

დოზირება:

ზრდასრული მამაკაცები

ზოგადად საჭიროა ერთი 12,5 გ შპრიცი. ამ შპრიცის შემცველობა საკმარისია ურეთრის შესავსებად.

ქალები, 2-11 წლის ბავშვები და მოზარდები (12-18 წლის)

სპეციფიკური დოზირების რეკომენდაციები არ არის მოცემული პაციენტების ამ ჯგუფებისთვის. ბავშვებში ლიდოკაინის სისტემური შეწოვა შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხილეთ თავი 2).

გამოყენების მეთოდი:

გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ურეთრის გარეთა ნაწილს

შემოაცალეთ ქაღალდი გამჭირვალე შეფუთვას იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ბლისტერის კიდე (სურათი 1)

მოატეხეთ წვერი ბლისტერზე მკვეთრი დაჭერით (სურათი 2 და 3)

ბოლომდე მოხსენით წვერი, ისე, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეცდომით ურეთრაში მოხვედრა

გამოწურეთ გელის ერთი წვეთი ისე, რომ წვერით შესვლა გაიოლდეს (სურათი 4)

ნელა შეიყვანეთ გელი შპრიცზე მსუბუქი დაწოლით

დაცარიელეთ გოფრირებული შპრიცი მთლიანად და ამოიღეთ მასზე ზეწოლით.

დაელოდეთ 5-დან 10 წუთამდე კათეტერის ან ინსტრუმენტის ჩასმამდე.

გაანაწილეთ გელი რაც შეიძლება თანაბრად კათეტერზე ან ინსტრუმენტზე.

გამოყენება ტრაქეალური ინტუბაციის დროს:

დოზირება

ზრდასრულები და მოზარდები (12-18 წელი)

დაახლოებით 5 მლ თანაბრად გადაანაწილეთ მილის ქვედა მესამედზე ან ლარინგეალური ნიღბის უკანა მხარეს.

ბავშვები (2-11 წელი)

ბავშვებში ლიდოკაინის სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

კატეჯელი ლიდოკაინით არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხილეთ ნაწილი 2).

გამოყენების მეთოდი:

შემოაცალეთ ქაღალდი გამჭირვალე შეფუთვას იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ბლისტერის კიდე (სურათი 1)

მოატეხეთ წვერი ბლისტერზე მკვეთრი დაჭერით (სურათი 2 და 3)

ბოლომდე მოხსენით წვერი.

გამოწურეთ გელის ერთი წვეთი (სურათი 4)

შპრიცზე ნაზი ზეწოლით, ნელა გაანაწილეთ გელის თხელი ფენა მილის ქვედა მესამედზე ან ლარინგეალური ნიღბის უკანა მხარეს.

გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გელი დაიტანება ინსტრუმენტზე უშუალოდ გამოყენებამდე. გელი არ უნდა მოხვდეს მილის სანათურში.

გამოყენება ზონდებსა და ენდოსკოპებზე

შემოაცალეთ ქაღალდი გამჭირვალე შეფუთვას იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ბლისტერის კიდე (სურათი 1)

მოატეხეთ წვერი ბლისტერზე მკვეთრი დაჭერით (სურათი 2 და 3)

ბოლომდე მოხსენით წვერი.

გამოწურეთ გელის ერთი წვეთი (სურათი 4)

შპრიცზე ნაზი ზეწოლით, ნელა გადანაწილეთ გელის თხელი ფენა ინსტრუმენტზე.

გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გელი დაიტანება ინსტრუმენტზე უშუალოდ გამოყენებამდე.

სურათი 1 სურათი 2

სურათი 3 სურათი 4

თუ გამოიყენეთ კატეჯელი ლიდოკაინით საჭიროზე მეტი რაოდენობით

დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

რადგან ამ მედიკამენტის გამოყენება ხდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ, შესაბამისად, ჭარბი დოზირება არ არის მოსალოდნელი.

თუმცა, თუ ადგილი აქვს ზედოზირებას, მაგალითად, გამოყენებული გელის რაოდენობა ზუსტად არ შეესაბამებოდა თქვენს საჭიროებებს, თუ გელის დიდი რაოდენობა შევიდა შარდის ბუშტში, ან თუ ლორწოვანი გარსები ანთებითი, დაწყლულებული ან დაზიანებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ლიდოკაინის შეწოვის გაზრდა, რმაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ან გულის სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევას, თუ თქვენ ერთდროულად იყენებდით სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან დეპრესია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ნევროზული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა და კანკალი. დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ენის დაბუჟება, თვალის სწრაფი უნებლიე და რითმული მოძრაობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობის შეგრძნება.

კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა შენელებული პულსი, გულის უკმარისობა ან არტერიული წნევის დაქვეითება, ჩვეულებრივ თავს იჩენს მხოლოდ სისხლში ლიდოკაინის ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს.

ლიდოკაინის ძლიერი ზედოზირებისას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის პარალიზება და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

თერაპია ტარდება გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით.

აღნიშნული პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედპერსონალს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სისტემური გვერდითი ეფექტები:

ძირითადად გამოწვეულია სწრაფი შეწოვით, დოზის გადაჭარბებით ან ჰიპერმგრძნობელობით.

ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტს): სენსორული დისკომფორტი ურეთრაში შეყვანისას.

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტს): შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ჩხვლეტა ან ქავილი და/ან სისტემური რეაქციები ლიდოკაინზე და/ან ქლორჰექსიდინზე, თუმცა არ არის გამორიცხული სერიოზული რეაქციები (ხშირად არტერიული წნევის დაქვეითებით, თავბრუსხვევით, გულისრევითა და ქოშინით), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით):

  • მეტემოგლობინემია (სისხლის გარკვეული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ძილიანობა და კანისა და ლორწოვანი გარსების გალურჯება)
  • ეს მოვლენები ძირითადად გამოწვეულია სწრაფი შეწოვით, დოზის გადაჭარბებით ან ჰიპერმგრძნობელობით: ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი მოქმედება, როგორიცაა ნერვოზული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა ან კანკალი. ეს აუცილებლად არ ვითარდება. ზოგიერთ პაციენტში ინტოქსიკაცია ვლინდება ნერვული სისტემის დეპრესიის სახით, როგორიცაა ძილიანობა, გონების დაკარგვა და სუნთქვის გაჩერება, არტერიული წნევის დაქვეითება, ნელი გულისცემა და გულის გაჩერება.
  • დაბალი არტერიული წნევა, შენელებული გულისცემა, გულის ფუნქციის დარღვევა (ასისტოლა), გულის გაჩერება, არარეგულარული გულისცემა/გულის არითმია, მაღალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა/პალპიტაცია.
  • გულისრევა, ღებინება.
  • კუნთების კრუნჩხვა.
  • ყელის ტკივილი ენდოტრაქეული მილის ლუბრიკანტად გამოყენებისას, ყლაპვის გაძნელება და ენის დაბუჟება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ:

Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen

Traisengasse 5

1200 WIEN

ÖSTERREICH

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება კატეჯელი ლიდოკაინით

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სინათლისა და ტენოანობისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს ყუთზე/ბლისტერზე/ეტიკეტზე <EXP>-ის შემდეგ. ამოწურვის ვადათ მიიჩნევა თვის ბოლო რიცხვი.

ერთჯერადი გამოყენებისთვის, გადააგდეთ ნაწილობრივ დაცლილ შპრიცებში დარჩენილი გელი.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოყენების შემდეგ ეს წამალი სათანადოდ განადგურდება სამედიცინო მომზადებული პერსონალის მიერ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კატეჯელი ლიდოკაინით

აქტიური ნივთიერებებია: ლიდოკაინი, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი.

1გ გელი შეიცავს 17,31მგ ლიდოკაინს და 0.5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ჰიდროქსიეთილცელულოზა, გლიცეროლი (E 422), ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, რძემჟავას ხსნარი.

როგორ გამოიყურება კატეჯელი ლიდოკაინით და შეფუთვის შემადგენლობა:

წყალში ხსნადი, გამჭვირვალე და უფერო გელი.

სტერილური ერთჯერადი გამოყენების ფორმა.

გელით ავსებენ გოფრირებულ შპრიცებს, 8.5გ ან 12.5 გ. ცალკეული შპრიცები იფუთება ბლისტერებში და სტერილდება ორთქლით. ბლისტერის ზოლები თავსდება მუყაოს კოლოფში.

1, 5 და 25 გოფრირებული შპრიცი 12.5 გ გელით მუყაოს კოლოფში.

5 და 25 გოფრირებული შპრიცი 8.5 გ გელით მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი;

Pharmazeutishe Fabrik Montavit Ges.m.b.H

6067 აბსამ/ტიროლი

ავსტრია

ტელ.: +43 (0) 5223 57926 0

ფაქსი: +43 (0) 5223 57926 11

ელ.ფოსტა: [email protected]

სამკურნალო საშუალება ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.

ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად დამტკიცდა 03/2025-ში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა