კარდოსალი 10მგ
Cardosal® 10mg
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში. ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლმეზარტანი (olmesartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Daiichi Sankyo Europe GmbH, გერმანია; Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini - Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09CA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043535
- რეგისტრირებულია
- 8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კარდოსალი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის მითითების ზუსტად დაცვით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დოზირების 1 ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, მკურნალობაზე ორგანიზმის არასაკმარისი რეაქციის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში ან დანიშნოს დამატებითი პრეპარატები.
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს პრეპარატ კარდოსალის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
კარდოსალის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყლის). თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს – მაგალითად, საუზმის დროს.
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. თუ არტერიული წნევის სათანადო კონტროლი არ არის მიღწეული, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
თუ მიიღეთ პრეპარატ კარდოსალის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კარდოსალის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ კარდოსალის მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ კარდოსალის მიღება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას.
მკურნალობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.6).
სანაღვლე გზების გაუვალობა (იხ. პარაგრაფი 5.2).
კარდოსალის® და ალისკირენის შემცველი პრეპარატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს <60 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პარაგრაფები 4.5 და 5.1)
სიფრთხილის ზომები
კარდოსალი უკუნაჩვენებია:
ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);
თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (კარდოსალის მიღება ასევე რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხ. პარაგრაფი „ორსულობა”);
თუ აღგენიშნებათ კანის ან თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე), ან ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემები (ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია, მაგალითად, ნაღვლის კენჭების გამო);
დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების არსებობისას და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კარდოსალის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა, მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს დიაბეტით გამოწვეულ თირკმელების დაავადებას
ალისკირენი
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული კონტროლის ჩატარება.
ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფში “კარდოსალი უკუნაჩვენებია”.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:
თირკმელების დაავადებები
ღვიძლის დაავადებები
გულის უკმარისობა, გულის კუნთის ან სარქველების დაავადება
მძიმე ღებინება, ფაღარათი, მაღალი დოზებით შარდმდენი პრეპარატების (დიურეზულების) მიღება ან დიეტა მარილის შეზღუდვით
სისხლში კალიუმის დონის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ძლიერი, ხანგრძლივი ფაღარათი, რომელიც იწვევს წონის მნიშვნელოვან დაკარგვას. ექიმს შეუძლია შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი პრეპარატები შეგიძლიათ მიიღოთ არტერიული წნევის დროს.
როგორც არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, წნევის გამოხატული დაქვეითება გულში ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება იწვევდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პროვოცირებას. ასეთ შემთხვევებში მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო (იხ. პარაგრაფი “ორსულობა”).
შავკანიანი პაციენტები
როგორც სხვა ანალოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შავკანიან პაციენტებში პრეპარატ კარდოსალის გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი.
ხანდაზმული პაციენტები
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი და მკურნალმა ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს ოლმესარტანის მედოქსომილის დოზა 40 მგ-მდე დღე-ღამეში, ძალიან გამოხატული წნევის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით მან რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.
ბავშვები და მოზარდები
ჩატარებულია კვლევები ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ კარდოსალის გამოყენებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს. კარდოსალის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, და მისი გამოყენება არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ საშუალებას:
არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, რადგან მათთან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექციის ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღების აუცილებლობა: თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში “კარდოსალი უკუნაჩვენებია” და “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).
კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები კალიუმით, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები) ან ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო საშუალება). აღნიშნული სამკურნალო საშუალებების პრეპარატ კარდოსალთან კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერი ტიპის დეპრესიის დროს) - კარდოსალი აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას ერთდროულად გამოყენებისას. თუ იღებდით ასეთ პრეპარატებს, ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევას სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გამოსაკვლევად.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს, გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტების დროს), რომლებიც გამოიყენება პრეპარატ კარდოსალთან ერთად, შეუძლია გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. აასს-ის გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
კოლესეველამის ჰიდროქლორიდს – სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატი – შეუძლია დათრგუნოს პრეპარატ კარდოსალის ეფექტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ კარდოსალის მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
პრეპარატ კარდოსალის მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატ კარდოსალის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ კარდოსალს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის ადრეულ ეტაპზე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.
ძუძუთი კვება
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვების შემთხვევაში, და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის არსებობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მომატებული არტერიული წნევის მკურნალობის დროს შესაძლებელია ძილიანობა ან გაბრუების შეგრძნება. ამ შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი კარდოსალი შეიცავს ლაქტოზას
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის გარკვეული სახეობა). ამიტომ, თუ გაწუხებთ შაქრის გარკვეული სახეობების აუტანლობა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ორი გვერდითი მოქმედება არ გვხვდება ხშირად, ის შეიძლება იყოს სერიოზული: პრეპარატ კარდოსალით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება აღინიშოს 1000-დან 1 პაციენტში) ცნობილია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე: სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება ქავილთან და გამონაყართან ერთად შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ კარდოსალით მკურნალობისას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის მიღება და მიმართეთ ექიმს.
იშვიათ შემთხვევებში (მაგრამ რამდენადმე უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში) კარდოსალს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება განსაკუთრებით მგრძნობიარე პირებში ან ალერგიული რეაქციის შედეგად. ეს შეიძლება იწვევდეს ძლიერ თავბრუსხვევას ან გულის წასვლას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის მიღება, აცნობეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
ქვემოთ წარმოდგენილია სხვა გვერდითი მოქმედებები, რომელიც ცნობილია კარდოსალთან დაკავშირებით:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):
გაბრუების შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, მოუნელებლობა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი, სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, ბრონქიტი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის, ზურგის არეში, ძვლებში ან სახსრებში, საშარდე გზების ინფექცია, კოჭების, ტერფების, ფეხების, ხელის მტევნების ან ხელების შეშუპება, შარდში სისხლის გამოვლენა.
შეიძლება ასევე გამოვლინდეს გარკვეული ცვლილებები სისხლის ანალიზის მაჩვენებლებში:
ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია), სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ღვიძლისა და კუნთების ფუნქციური სინჯების მომატება.
გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):
დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მთელ ორგანიზმზე და გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევები, ასევე არტერიული წნევის სწრაფი დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა (ანაფილაქსიური რეაქციები), სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ღებინება, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი, კანზე ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ქავილი, ეგზანთემა (კანზე გამონაყარი), წარმონაქმნები კანზე (პაპულები), სტენოკარდია (ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები გულ-მკერდის არეში).
სისხლის ანალიზებში აღინიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებსაც ეწოდება სისხლის ფირფიტები (თრომბოციტოპენია).
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში):
სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა.
ასევე აღინიშნა სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები. მათ რიცხვს მიეკუთვნება სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია), ასევე თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული ნივთიერებების შემცველობის მომატება.
დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში:
ბავშვებში გვერდითი მოვლენები მოზრდილებში აღნიშნულის ანალოგიურია. თუმცა, გაბრუების შეგრძნება და თავის ტკივილი უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში, ხოლო ზოგადი ხასიათის ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან, აღინიშნებოდა მხოლოდ ბავშვებში.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით ადამიანში არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია. დოზის გადაჭარბების ყველაზე მოსალოდნელ ნიშანს წარმოადგენს ჰიპოტენზია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტზე გულდასმით დაკვირვება, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ოლმესარტანი დიალიზის პროცესში.
შემადგენლობა
- პრეპარატ კარდოსალის აღწერა და გამოყენება
კარდოსალი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ისინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე.
კარდოსალი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ასევე ცნობილია “ჰიპერტენზიის” სახელით) სამკურნალოდ მოზრდილებში, ასევე 6-დან 18 წლამე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მაღალ არტერიულ წნევას შეუძლია სისხლძარღვების დაზიანება სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად გულში, თირკმელებში, თავის ტვინსა და თვალებში. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულმა შეიძლება მიგვიყვანოს მიოკარდიუმის ინფარქტამდე, გულის ან თირკმელების უკმარისობამდე, ინსულტამდე ან სიბრმავემდე. ჩვეულებრივ, არტერიული წნევის მომატებას თან არ ახლავს გამოხატული სიმპტომები. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა ამ დაავადების შესაძლო გართულებების დროული პრევენციის მიზნით.
მაღალი არტერიული წნევის კონტროლი შესაძლებელია ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა კარდოსალი. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ზოგიერთი ჩვევის ან ზოგადად, ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც, ასევე, შეიძლება დაგეხმაროთ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში (მაგალითად, წონის დაკლება, მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა ან მარილის მოხმარების შემცირება). ასევე, თქვენთვის შეიძლება რეკომენდებული იყოს რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად სიარული ან ცურვა. აუცილებლად დაიცავით მკურნალი ექიმის ყველა მითითება.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აკრძალულია პრეპარატ კარდოსალის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და დასაკეც კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მოცემული პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
არ ჩაყაროთ პრეპარატები კანალიზაციის მილში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები,
ათქ კოდი: C09C A08.
მოქმედების მექანიზმი / ფარმაკოდინამიკა
ოლმესარტანის მედოქსომილი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორის მძლავრ, შერჩევით ანტაგონისტს (ტიპი AT1) და აქტიურია შიგნით მიღებისას. სავარაუდოდ, ის ბლოკავს AT1 რეცეპტორით განპირობებულ ანგიოტენზინ II-ის ყველა ეფექტს, ანგიოტენზინ II-ის სინთეზის წყაროსა და გზის მიუხედავად. შერჩევითი ანტაგონიზმი ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების (AT1) მიმართ იწვევს პლაზმაში რენინის დონისა და ანგიოტენზინ I-ის და ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის მომატებას, ასევე სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის გარკვეულ დაქვეითებას.
ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ძირითად ვაზოაქტიურ ჰორმონს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიაში, რომლის რეალიზაცია ხდება ტიპი 1 რეცეპტორის (AT1) საშუალებით.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ჰიპერტენზიის დროს ოლმესარტანის მედოქსომილი იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ ხანგრძლივ დაქვეითებას. პრეპარატის შემთხვევაში არ არის აღნიშნული ჰიპოტენზიის განვითარება პირველი მიღების შემდეგ, ტაქიფილაქსიის ნიშნები ხანგრძლივი მკურნალობისას ან ჰიპერტენზიის რეციდივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას ოლმესარტანის მედოქსომილი უზრუნველყოფს არტერიული წნევის ეფექტიან და მსუბუქ დაქვეითებას 24 საათით, შემდეგ მიღებამდე. პრეპარატის მიღებისას იგივე სადღეღამისო დოზით ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში ჰიპოტენზიური ეფექტის გამოხატულობა ერთნაირია.
მკურნალობის გაგრძელებისას არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 8 კვირაში, თუმცა, მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან უკვე 2 კვირაში. ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება და ასეთი კომბინირებული თერაპია კარგად აიტანება პაციენტების მიერ.
დღეისათვის ოლმესარტანის გავლენა ავადობაზე და სიკვდილობაზე ცნობილი არ არის.
ოლმესარტანის გამოყენების და დიაბეტური მიკროალბუმინურიის პროფილაქტიკის რანდომიზებული კვლევა (ROADMAP), რომელიც ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 4447 პაციენტში ალბუმინურიის ნორმალური დონით და გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოვლენის სულ მცირე ერთი დამატებითი რისკის ფაქტორით, ჩატარდა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ოლმესარტანით თერაპიას შეაკავოს მიკროალბუმინურიის გამოვლენის დრო. 3.2 წლის ხანგრძლივობის დაკვირვების საშუალო პერიოდის დროს პაციენტები იღებდნენ ოლმესარტანს ან პლაცებოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან დამატების სახით, გარდა აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებისა.
პირველადი საბოლოო წერტილის სახით კვლევამ აჩვენა რისკის მნიშვნელოვნად დაქვეითება მიკროალბუმინურიის გამოვლენის დროის მიმართ ოლმესარტანის სასარგებლოდ. არტერიული წნევის განსხვავების მიხედვით კორექტირების შემდეგ რისკის ასეთი შემცირება აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. პაციენტების 8.2%-ში (178-ში 2160-დან) ოლმესარტანის ჯგუფში და 9.8%-ში (210-ში 2139-დან) პლაცებოს ჯგუფში განვითარდა მიკროალბუმინურია.
მეორადი საბოლოო წერტილის სახით სისხლძარღვოვანი მოვლენები აღინიშნა 96 პაციენტში (4.3%) ოლმესარტანის ჯგუფში და 94 პაციენტში (4.2%) პლაცებოს ჯგუფში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილობის სიხშირე უფრო მაღალი იყო ოლმესარტანის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (15 პაციენტი (0.7%) და 3 პაციენტი (0.1%)), მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იყო სიხშირე ლეტალური შედეგის გარეშე ინსულტის (14 პაციენტი (0.6%) და 8 პაციენტი (0.4%)), ლეტალური შედეგის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის (17 პაციენტი (0.8%) და 26 პაციენტი (1.2%)) განვითარების და გულ-სისხლძარღვთა მიზეზებთან კავშირის არ მქონე ლეტალობის (11 პაციენტი (0.5%) და 12 პაციენტი (0.5%). საერთო ლეტალობა ოლმესარტანის ჯგუფში იყო რიცხობრივად უფრო მაღალი (26 პაციენტი (1.2%) და 15 პაციენტი (0.7%)), ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა მიზეზებით განპირობებული უფრო მაღალი სიკვდილობის ხარჯზე.
კვლევაში The Olmesartan Reducing Incidence of End-stage Renal Disease in Diabetic Nephropaty Trial (ORIENT) შეისწავლეს ოლმესარტანის ზემოქმედება თირკმელების და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების გამოსავალზე ტიპი 2 დიაბეტის და მკვეთრად გამოხატული ნეფროპათიის მქონე 577 რანდომიზებულ პაციენტში იაპონიასა და ჩინეთში. 3.1 წლის ხანგრძლივობის დაკვირვების საშუალო პერიოდის დროს პაციენტები იღებდნენ ოლმესარტანს ან პლაცებოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებთან დამატების სახით.
პირველადი გაერთიანებული საბოლოო წერტილი (შრატისმიერი კრეატინინის გაორმაგების პირველად გამოვლენის დრო, თირკმელების დაავადება ტერმინალურ სტადიაში, სიკვდილი ყველა მიზეზით) მიღწეული იქნა 116 პაციენტში ოლმესარტანის ჯგუფში (41.1%) და 129 პაციენტში, რომელიც იღებდა პლაცებოს (45.4%) (HR 0.97 (95% ნ/ი 0.75-დან 1.24-მდე); p=0.791). მეორადი გაერთიანებული გულ-სისხლძარღვოვანი საბოლოო წერტილი მიღწეული იქნა 40 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ოლმესარტანს (14.2%) და 53 პაციენტში, რომელიც იღებდა პლაცებოს (18.7%). მოცემული გაერთიანებული გულ-სისხლძარღვოვანი საბოლოო წერტილი ითვალისწინებდა სიკვდილობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებით 10 (3.5%) პაციენტში ოლმესარტანის ჯგუფში და 3 (1.1%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში, სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იყო 19-ის (6.7%) და 20-ის (7.0%), ლეტალური შედეგის გარეშე ინსულტის – 8-ის (2.8%) და 11-ის (3.9%) და ლეტალური შედეგის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის – 3-ის (1.1%) და 7-ის (2.5%) ტოლი, შესაბამისად.
ბავშვები და მოზარდები
ოლმესარტანის მედოქსომილის ჰიპოტენზიური ეფექტი ბავშვებსა და მოზარდებში შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში ჰიპოტენზიის მქონე 6-დან 17-მდე ასაკის 302 პაციენტის მონაწილეობით. კვლევის ჯგუფი შედგებოდა შავკანიანი პაციენტებისგან (112 ადამიანი) და რასობრივი თვალსაზრისით შერეული ჯგუფისგან (190 პაციენტი) (მათ შორის – 38 შავკანიანი). ჰიპერტენზიის მიზეზი, ძირითადად, იყო ჰიპერტონული დაავადება (87% შავკანიანთა და 67% შერეულ ჯგუფში). 20-დან 35 კგ-მდე წონის პაციენტები რანდომიზებული იქნენ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ოლმესარტანის მედოქსომილს დოზით 2.5 მგ (დაბალი დოზა) ან 20 მგ (მაღალი დოზა) ერთხელ დღე-ღამეში, ხოლო >35 კგ წონის პაციენტები რანდომიზებული იქნენ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს დოზით 5 მგ (დაბალი დოზა) ან 40 მგ (მაღალი დოზა) ერთხელ დღე-ღამეში. სხეულის მასის მიხედვით შერჩეული დოზით ოლმესარტანის მედოქსომილი მნიშვნელოვნად აქვეითებდა სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას. როგორც დაბალი, ასევე მაღალი დოზით ოლმესარტანის მედოქსომილი მნიშვნელოვნად აქვეითებდა სისტოლურ არტერიულ წნევას – შესაბამისად, 6.6 და 11.9 მმ. ვწყ. სვ.-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ეფექტი ასევე აღინიშნებოდა 2 კვირიანი მოხსნის ფაზის დროს დამატებით რანდომიზებულ ჯგუფებში, როდესაც როგორც საშუალო სისტოლური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევა აჩვენებდა სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვან განახლებას პლაცებოს ჯგუფში, ოლმესარტანის მედოქსომილის ჯგუფთან შედარებით. ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობა იყო ეფექტიანი, როგორც პირველადი, ასევე მეორადი ჰიპერტენზიის დროს. ისევე, როგორც მოზრდილ პაციენტებში, არტერიული წნევა შავკანიან ბავშვებსა და მოზარდებში მცირდებოდა ნაკლები ხარისხით.
იმავე კვლევაში 1-დან 5 წლამდე ასაკის >5 კგ წონის 59 პაციენტი კვლევის ღია ფაზაში იღებდა 0.3 მგ/კგ ოლმესარტანის მედოქსომილს ერთხელ დღე-ღამეში სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ – კვლევის ორმაგად ბრმა ფაზაში – რანდომიზებული იქნენ ოლმესარტანის მედოქსომილის ან პლაცებოს ჯგუფებში. მოხსნის შემდეგ ორი კვირის შემდეგ საშუალო სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევა ქვედა წერტილში იყო 3/3 მმ ვწყ. სვ.-ით უფრო დაბალი ჯგუფში, რომლებიც რანდომიზაციის თანახმად იღებდა ოლმესარტანის მედოქსომილს; არტერიული წნევის მაჩვენებლებში აღნიშნული სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (95% ნ/ი -2-დან 7-მდე / -1-დან 7-მდე).
სხვა ინფორმაცია:
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ერთდროულად გამოყენების კვლევა ჩატარდა ორ ფართომასშტაბიან, რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone და კომბინაციაში Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)).
ONTARGET წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა პაციენტებში ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებრო-ვასკულური დაავადებებით, ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომელსაც თან ახლდა სამიზნე ორგანოს დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
კვლევების მონაცემებით არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სასიკეთო ზემოქმედება თირკმელების ან/და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგზე და მათი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით ადგილი ჰქონდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების ან/და ჰიპოტონიის განვითარების მომატებულ რისკს. ფარმაკოდინამიკური თვისებების მსგავსების გათვალისწინებით, აღნიშნული შედეგები ასევე გამოიყენება სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებთან დაკავშირებით.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) წარმოადგენდა კვლევას, რომელიც ჩატარდა აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების დადებითი ეფექტის გამოსავლენად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ან ორივე დაავადების მქონე პაციენტებში. აღნიშნული კვლევა შეწყდა ადრე არასასურველი შედეგების მომატებული რისკის გამო. სიკვდილობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად და ინსულტის განვითარება უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ხოლო შეტყობინებები საყურადღებო არასასურველი მოვლენების და სერიოზული არასასურველი მოვლენების შესახებ (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა და განაწილება
ოლმესარტანის მედოქსომილი არის პროწამალი. ის სწრაფად გარდაიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტ ოლმესარტანად ესთერაზების მოქმედების ქვეშ ნაწლავის ლორწოვან გარსში და პორტალური სისტემის სისხლში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის დროს.
პლაზმაში და გამოყოფის პროდუქტებში დაუშლელი ოლმესარტანის მედოქსომილი ან მედოქსომილური ჯგუფის გვერდითი ჯაჭვი გამოვლენილი არ არის. ტაბლეტების ფორმის ოლმესარტანის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 25.6%-ს.
პლაზმაში ოლმესარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა (Сmax) მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 2 საათში. ოლმესარტანის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება, დაახლოებით ხაზოვნად ერთჯერადი პერორალური დოზის 80 მგ-მდე გაზრდასთან ერთად.
საკვები ახდენს მინიმალურ გავლენას ოლმესარტანის ბიოშეღწევადობაზე, ამიტომ ოლმესარტანის მედოქსომილის გამოყენება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობები ოლმესარტანის ფარმაკოკინეტიკაში სქესის მიხედვით გამოვლენილი არ არის.
ოლმესარტანი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს (99.7%), თუმცა სხვა ისეთ პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი კონკურენტული ურთიერთქმედების რისკი, რომლებიც აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, საკმაოდ დაბალია (ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ოლმესარტანის მედოქსომილსა და ვარფარინს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არ არსებობა). ოლმესარტანი უმნიშვნელო ხარისხით უკავშირდება სისხლის უჯრედებს. ინტრავენური შეყვანის შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა დაბალია (16-29 ლ).
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
საერთო პლაზმური კლირენსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 1.3 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი 19%) და შედარებით დაბალია ღვიძლში სისხლის მიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 90 ლ/სთ). 14C იზოტოპით მონიშნული ოლმესარტანის მედოქსომილის ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ, 10-16% რადიოაქტიური ნივთიერება გამოვლინდა შარდში (დიდი ნაწილი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში), ხოლო დარჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება გამოიყოფოდა განავალთან ერთად. 25.6% სისტემური შეღწევადობიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიანგარიშოთ, რომ აბსორბირებული ოლმესარტანის დაახლოებით 40% გამოიყოფება თირკმელების საშუალებით, ხოლო დაახლოებით 60% - ჰეპატობილიარული სისტემის საშუალებით. გამოყოფილი რადიოაქტიური ნივთიერება წარმოდგენილი იყო ოლმესარტანით. სხვა მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი გამოვლენილი არ იყო. ნაწლავში და ღვიძლში ოლმესარტანის რეცირკულაცია მინიმალურია. ვინაიდან ოლმესარტანის დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, მისი გამოყენება პაციენტებში ბილიარული ობსტრუქციით უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).
შიგნით მრავალჯერადი მიღების შემდეგ ოლმესარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 10-დან 15 საათამდე. წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა პირველი რამდენიმე მიღების შემდეგ, და 14 დღის განმავლობაში მრავალჯერადი მიღების შემდეგ შემდგომი აკუმულაცია არ აღინიშნებოდა. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 0.5-0.7 ლ/სთ და არ იყო დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
ბავშვები და მოზარდები:
ოლმესარტანის ფარმაკოკინეტიკის კვლევა ჩატარდა ჰიპერტენზიის მქონე 1-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ოლმესარტანის გამოყოფა სხეულის მასაზე გაანგარიშებით იყო მოზრდილი პაციენტების ანალოგიური.
მონაცემები ფარმაკოკინეტიკის შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ან უფროსი ასაკის):
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში AUC მაჩვენებელი წონასწორულ მდგომარეობაში ხანდაზმული (65-75 წლის) და მოხუცებულობის ასაკის (>75 წლის) პაციენტებში შესაბამისად უფრო მაღალია 35%-ით და 44%-ით, უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. აღნიშნული, ნაწილობრივ მაინც, შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელების ფუნქციის საერთო დაქვეითებასთან პაციენტების ამ ჯგუფში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა:
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში AUC მაჩვენებელი წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა 62%, 82% და 179%-ით შესაბამისად, თირკმელების მსუბუქი, საშუალო ხარისხის სიმძიმის და მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ ოლმესარტანის AUC მაჩვენებლები 6%-ით და 65%-ით უფრო მაღალი იყო პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის, შესაბამისად, მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევებით, საკონტროლო ჯგუფის ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ოლმესარტანის შეუკავშირებელი ფრაქცია მიღებიდან 2 საათის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაბამისად შეადგენდა 0.26%, 0.34% და 0.41%-ს. მრავალჯერადი მიღებისას ოლმესარტანის AUC საშუალო მაჩვენებელი ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში იყო დაახლოებით 65%-ით უფრო მაღალი, საკონტროლო ჯგუფის შესაბამის ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ მოხალისეებში ოლმესარტანის Cmax საშუალო მნიშვნელობები იყო მსგავსი. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ოლმესარტანის მედოქსომილის ფარმაკოკინეტიკური თვისებების კვლევა ჩატარებული არ არის (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.4).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კარდოსალი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
10 მგ, 20 მგ
ოლმესარტანის მედოქსომილი
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- პრეპარატ კარდოსალის აღწერა და გამოყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კარდოსალის მიღებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატი კარდოსალი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ კარდოსალის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- პრეპარატ კარდოსალის აღწერა და გამოყენება
კარდოსალი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ისინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე.
კარდოსალი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ასევე ცნობილია “ჰიპერტენზიის” სახელით) სამკურნალოდ მოზრდილებში, ასევე 6-დან 18 წლამე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მაღალ არტერიულ წნევას შეუძლია სისხლძარღვების დაზიანება სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად გულში, თირკმელებში, თავის ტვინსა და თვალებში. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულმა შეიძლება მიგვიყვანოს მიოკარდიუმის ინფარქტამდე, გულის ან თირკმელების უკმარისობამდე, ინსულტამდე ან სიბრმავემდე. ჩვეულებრივ, არტერიული წნევის მომატებას თან არ ახლავს გამოხატული სიმპტომები. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა ამ დაავადების შესაძლო გართულებების დროული პრევენციის მიზნით.
მაღალი არტერიული წნევის კონტროლი შესაძლებელია ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა კარდოსალი. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ზოგიერთი ჩვევის ან ზოგადად, ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც, ასევე, შეიძლება დაგეხმაროთ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში (მაგალითად, წონის დაკლება, მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა ან მარილის მოხმარების შემცირება). ასევე, თქვენთვის შეიძლება რეკომენდებული იყოს რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად სიარული ან ცურვა. აუცილებლად დაიცავით მკურნალი ექიმის ყველა მითითება.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კარდოსალის მიღებამდე
კარდოსალი უკუნაჩვენებია:
ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);
თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (კარდოსალის მიღება ასევე რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხ. პარაგრაფი „ორსულობა”);
თუ აღგენიშნებათ კანის ან თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე), ან ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემები (ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია, მაგალითად, ნაღვლის კენჭების გამო);
დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების არსებობისას და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კარდოსალის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა, მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს დიაბეტით გამოწვეულ თირკმელების დაავადებას
ალისკირენი
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული კონტროლის ჩატარება.
ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფში “კარდოსალი უკუნაჩვენებია”.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:
თირკმელების დაავადებები
ღვიძლის დაავადებები
გულის უკმარისობა, გულის კუნთის ან სარქველების დაავადება
მძიმე ღებინება, ფაღარათი, მაღალი დოზებით შარდმდენი პრეპარატების (დიურეზულების) მიღება ან დიეტა მარილის შეზღუდვით
სისხლში კალიუმის დონის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ძლიერი, ხანგრძლივი ფაღარათი, რომელიც იწვევს წონის მნიშვნელოვან დაკარგვას. ექიმს შეუძლია შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი პრეპარატები შეგიძლიათ მიიღოთ არტერიული წნევის დროს.
როგორც არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, წნევის გამოხატული დაქვეითება გულში ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება იწვევდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პროვოცირებას. ასეთ შემთხვევებში მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო (იხ. პარაგრაფი “ორსულობა”).
შავკანიანი პაციენტები
როგორც სხვა ანალოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შავკანიან პაციენტებში პრეპარატ კარდოსალის გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი.
ხანდაზმული პაციენტები
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი და მკურნალმა ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს ოლმესარტანის მედოქსომილის დოზა 40 მგ-მდე დღე-ღამეში, ძალიან გამოხატული წნევის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით მან რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.
ბავშვები და მოზარდები
ჩატარებულია კვლევები ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ კარდოსალის გამოყენებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს. კარდოსალის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, და მისი გამოყენება არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კარდოსალი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ საშუალებას:
არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, რადგან მათთან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექციის ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღების აუცილებლობა: თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში “კარდოსალი უკუნაჩვენებია” და “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).
კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები კალიუმით, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები) ან ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო საშუალება). აღნიშნული სამკურნალო საშუალებების პრეპარატ კარდოსალთან კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერი ტიპის დეპრესიის დროს) - კარდოსალი აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას ერთდროულად გამოყენებისას. თუ იღებდით ასეთ პრეპარატებს, ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევას სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გამოსაკვლევად.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს, გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტების დროს), რომლებიც გამოიყენება პრეპარატ კარდოსალთან ერთად, შეუძლია გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. აასს-ის გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
კოლესეველამის ჰიდროქლორიდს – სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატი – შეუძლია დათრგუნოს პრეპარატ კარდოსალის ეფექტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ კარდოსალის მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ კარდოსალის ეფექტი შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
პრეპარატ კარდოსალის მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატ კარდოსალის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ კარდოსალს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის ადრეულ ეტაპზე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.
ძუძუთი კვება
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის მიღება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვების შემთხვევაში, და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის არსებობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მომატებული არტერიული წნევის მკურნალობის დროს შესაძლებელია ძილიანობა ან გაბრუების შეგრძნება. ამ შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი კარდოსალი შეიცავს ლაქტოზას
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის გარკვეული სახეობა). ამიტომ, თუ გაწუხებთ შაქრის გარკვეული სახეობების აუტანლობა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
- როგორ მიიღება პრეპარატი კარდოსალი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის მითითების ზუსტად დაცვით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დოზირების 1 ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, მკურნალობაზე ორგანიზმის არასაკმარისი რეაქციის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში ან დანიშნოს დამატებითი პრეპარატები.
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს პრეპარატ კარდოსალის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
კარდოსალის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყლის). თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს – მაგალითად, საუზმის დროს.
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. თუ არტერიული წნევის სათანადო კონტროლი არ არის მიღწეული, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
თუ მიიღეთ პრეპარატ კარდოსალის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კარდოსალის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ კარდოსალის მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ კარდოსალის მიღება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას.
მკურნალობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ორი გვერდითი მოქმედება არ გვხვდება ხშირად, ის შეიძლება იყოს სერიოზული: პრეპარატ კარდოსალით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება აღინიშოს 1000-დან 1 პაციენტში) ცნობილია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე: სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება ქავილთან და გამონაყართან ერთად შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ კარდოსალით მკურნალობისას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის მიღება და მიმართეთ ექიმს.
იშვიათ შემთხვევებში (მაგრამ რამდენადმე უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში) კარდოსალს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება განსაკუთრებით მგრძნობიარე პირებში ან ალერგიული რეაქციის შედეგად. ეს შეიძლება იწვევდეს ძლიერ თავბრუსხვევას ან გულის წასვლას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის მიღება, აცნობეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
ქვემოთ წარმოდგენილია სხვა გვერდითი მოქმედებები, რომელიც ცნობილია კარდოსალთან დაკავშირებით:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):
გაბრუების შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, მოუნელებლობა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი, სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, ბრონქიტი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის, ზურგის არეში, ძვლებში ან სახსრებში, საშარდე გზების ინფექცია, კოჭების, ტერფების, ფეხების, ხელის მტევნების ან ხელების შეშუპება, შარდში სისხლის გამოვლენა.
შეიძლება ასევე გამოვლინდეს გარკვეული ცვლილებები სისხლის ანალიზის მაჩვენებლებში:
ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია), სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ღვიძლისა და კუნთების ფუნქციური სინჯების მომატება.
გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):
დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მთელ ორგანიზმზე და გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევები, ასევე არტერიული წნევის სწრაფი დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა (ანაფილაქსიური რეაქციები), სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ღებინება, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი, კანზე ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ქავილი, ეგზანთემა (კანზე გამონაყარი), წარმონაქმნები კანზე (პაპულები), სტენოკარდია (ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები გულ-მკერდის არეში).
სისხლის ანალიზებში აღინიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებსაც ეწოდება სისხლის ფირფიტები (თრომბოციტოპენია).
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში):
სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა.
ასევე აღინიშნა სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები. მათ რიცხვს მიეკუთვნება სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია), ასევე თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული ნივთიერებების შემცველობის მომატება.
დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში:
ბავშვებში გვერდითი მოვლენები მოზრდილებში აღნიშნულის ანალოგიურია. თუმცა, გაბრუების შეგრძნება და თავის ტკივილი უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში, ხოლო ზოგადი ხასიათის ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან, აღინიშნებოდა მხოლოდ ბავშვებში.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ კარდოსალის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აკრძალულია პრეპარატ კარდოსალის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და დასაკეც კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მოცემული პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
არ ჩაყაროთ პრეპარატები კანალიზაციის მილში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ კარდოსალის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ოლმესარტანის მედოქსომილი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ან 20 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს.
სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა დაბალჩანაცვლებული, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და ჰიპრომელოზა (იხ. პარაგრაფი 2 “პრეპარატი კარდოსალი შეიცავს ლაქტოზას”).
პრეპარატ კარდოსალის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი კარდოსალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ წარმოადგენს თეთრი ფერის მრგვალ ტაბლეტებს, გრავირებით C13 ერთ მხარეს.
პრეპარატი კარდოსალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ წარმოადგენს თეთრი ფერის მრგვალ ტაბლეტებს, გრავირებით C14 ერთ მხარეს.
პირველად შეფუთვას წარმოადგენს ორმაგი ალუმინის ბლისტერი.
პრეპარატი კარდოსალი გამოდის ორიგინალ შეფუთვაში 28 ტაბლეტით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.
დე ლა გარეს გამზირი 1
1611 ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი
მწარმოებელი:
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
ან
დაიჩი სანკიო იუროპ გმბჰ
ლუიპოლდშტრასე 1
85276 პფაფენჰოფენ ნა ილმე,
გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08.2018 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


