პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

კანცინოლი

Cancinol

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის კანცინოლი კანცინოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "პომალიდომიდს". ეს პრეპარატი არის თალიდომიდის მონათესავე და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვაზე). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პომალიდომიდი (pomalidomide)
ფორმა და შეფუთვა
4მგ მყარი კაფსულა №21 (3X7)
მწარმოებელი
Synthon Hispania, S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-040860
რეგისტრირებულია
26 აპრილი 2024, მოქმედებს 26 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AVERSI-PHARMA LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკანცინოლი და სხვა წამალი ერთად

კანცინოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის კანცინოლი

კანცინოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "პომალიდომიდს". ეს პრეპარატი არის თალიდომიდის მონათესავე და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვაზე).

რისთვის გამოიყენება კანცინოლი

კანცინოლი გამოიყენება მოზრდილებში "მრავლობითი მიელომის" ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

კანცინოლი გამოიყენება:

ორ სხვა პრეპარატთან ერთად - სახელწოდებით "ბორტეზომიბი" (ქიმიოთერაპიული პრეპარატის სახეობა) და "დექსამეტაზონი" (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) იმ ადამიანებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სულ მცირე ერთი სხვა მკურნალობა - მათ შორის ლენალიდომიდით.

ან

ერთ სხვა პრეპარატთან ერთად - სახელწოდებით "დექსამეტაზონი" იმ ადამიანებში, რომლებშიც აღინიშნა მიელომის გაუარესება, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული აქვთ სულ მცირე ორი სხვა მკურნალობა - მათ შორის ლენალიდომიდით და ბორტეზომიბით.

რა არის მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა არის კიბოს სახეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპზე (ე.წ. "პლაზმური უჯრედი"). ეს უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და გროვდება ძვლის ტვინში. ეს იწვევს ძვლებისა და თირკმელების დაზიანებას.

მრავლობითი მიელომა ზოგადად ვერ განიკურნება. თუმცა, მკურნალობამ შეიძლება შეამციროს დაავადების ნიშნები და სიმპტომები, ან გააქროს ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც ეს ხდება, ამას ეწოდება "პასუხი".

როგორ მუშაობს კანცინოლი

კანცინოლი მუშაობს სხვადასხვა გზით:

მიელომის უჯრედების განვითარების შეჩერებით

იმუნური სისტემის სტიმულირებით კიბოს უჯრედებზე თავდასხმის მიზნით

კიბოს უჯრედების მომმარაგებელი სისხლძარღვების წარმოქმნის შეჩერებით.

კანცინოლის ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების სარგებელი

როდესაც კანცინოლი გამოიყენება ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად, ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ სულ მცირე ერთი სხვა მკურნალობა, მას შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესება:

საშუალოდ, კანცინოლი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას აჩერებს მრავლობით მიელომას 11 თვემდე - 7 თვესთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ ბორტეზომიბს და დექსამეტაზონს.

კანცინოლის დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების სარგებელი

როდესაც კანცინოლი გამოიყენება დექსამეტაზონთან ერთად, ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ სულ მცირე ორი სხვა მკურნალობა, მას შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესება:

საშუალოდ, კანცინოლმა დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას შეაჩერა მრავლობითი მიელომას რეციდივი 4 თვემდე - 2 თვესთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ დექსამეტაზონს.

მიღების წესი და დოზირება

კანცინოლი უნდა მოგცეთ ექიმმა, რომელსაც აქვს მრავლობითი მიელომის მკურნალობის გამოცდილება.

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტები ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

როდის მიიღება კანცინოლი სხვა პრეპარატებთან ერთად

კანცინოლი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად

იხილეთ ინსტრუქციის ფურცელები, რომლებიც მოყვება ბორტეზომიბს და დექსამეტაზონს დამატებითი ინფორმაციისთვის მათი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ.

კანცინოლი, ბორტეზომიბი და დექსამეტაზონი მიიღება "მკურნალობის ციკლებში". თითოეული ციკლი გრძელდება 21 დღე (3 კვირა).

იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა უნდა მიიღოთ 3-კვირიანი ციკლის ყოველ დღეს:

o ყოველ დღე გადახედეთ დიაგრამას და იპოვეთ სწორი დღე, რომ ნახოთ რომელი მედიკამენტები უნდა მიიღოთ.

o ზოგიერთ დღეს იღებთ სამივე პრეპარატს, ზოგიერთ დღეს მხოლოდ 2 ან 1 პრეპარატს და ზოგიერთ დღეს საერთოდ არცერთს.

კან: კანცინოლი; ბორ: ბორტეზომიბი; დექს: დექსამეტაზონი

ციკლი 1-დან 8-მდე

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

ბორ

დექს

1

√

√

√

2

√

√

3

√

4

√

√

√

5

√

√

6

√

7

√

8

√

√

√

9

√

√

10

√

11

√

√

√

12

√

√

13

√

14

√

15

16

17

18

19

20

21

ციკლი 9 და შემდეგ

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

ბორ

დექს

1

√

√

√

2

√

√

3

√

4

√

5

√

6

√

7

√

8

√

√

√

9

√

√

10

√

11

√

12

√

13

√

14

√

15

16

17

18

19

20

21

ყოველი 3-კვირიანი ციკლის დასრულების შემდეგ დაიწყეთ ახალი.

კანცინოლი მხოლოდ დექსამეტაზონთან ერთად

იხილეთ ინსტრუქციის ფურცელი, რომელიც მოყვება დექსამეტაზონს მისი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.

კანცინოლი და დექსამეტაზონი მიიღება "მკურნალობის ციკლებში". თითოეული ციკლი გრძელდება 28 დღე (4 კვირა).

იხილეთ ქვემოთ დიაგრამა, სადაც მოცემულია, თუ რა უნდა მიიღოთ 4-კვირიანი ციკლის ყოველ დღეს:

o ზოგიერთ დღეს იღებთ ორივე პრეპარატს, ზოგიერთ დღეს მხოლოდ 1 პრეპარატს ზოგიერთ დღეს კი საერთოდ არცერთს.

კან: კანცინოლი; დექს: დექსამეტაზონი

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

დექს

1

√

√

2

√

3

√

4

√

5

√

6

√

7

√

8

√

√

9

√

10

√

11

√

12

√

13

√

14

√

15

√

√

16

√

17

√

18

√

19

√

20

√

21

√

22

√

23

24

25

26

27

28

ყოველი 4-კვირიანი ციკლის დასრულების შემდეგ დაიწყეთ ახალი.

რამდენი კანცინოლი უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტებთან ერთად

კანცინოლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 4 მგ დღეში.

ბორტეზომიბის რეკომენდებული საწყისი დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ და თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით (1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).

დექსამეტაზონის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 20 მგ დღეში. თუმცა, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში.

კანცინოლი მხოლოდ დექსამეტაზონთან ერთან

კანცინოლის რეკომენდებული დოზა არის 4 მგ დღეში.

დექსამეტაზონის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 40 მგ დღეში. თუმცა, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 20 მგ დღეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს კანცინოლის, ბორტეზომიბის ან დექსამეტაზონის დოზის შემცირება ან ერთი ან მეტი ამ პრეპარატის შეწყვეტა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების, ზოგადი მდგომარეობის, სხვა მედიკამენტების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი და ფლუვოქსამინი) საფუძველზე და თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები (განსაკუთრებით გამონაყარი ან შეშუპება) მკურნალობის დროს.

თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, თქვენი ექიმი ყურადღებით შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას ამ მედიკამენტის მიღებისას.

როგორ მიიღება კანცინოლი

არ გატეხოთ, გახსნათ ან დაღეჭოთ კაფსულები. თუ გატეხილი კაფსულის ფხვნილი მოხვდება კანთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით.

ჯანდაცვის მუშაკებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ ერთჯერადი ხელთათმანები ბლისტერთან ან კაფსულასთან მუშაობისას. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნას კანზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მოთავსდეს დალუქულ პლასტმასის პოლიეთილენის პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. არ შეიძლება ბლისტერთან ან კაფსულასთან ორსული ქალების ან იმ ქალების შეხება, რომლებიც ეჭვობენ, რომ ორსულად არიან.

კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად, სასურველია წყლის მიყოლებით.

შეგიძლიათ კაფსულების მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ კაფსულები დღეში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად, დააჭირეთ კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს რომ ის გამოვიდეს ფოლგიდან. არ განახორციელოთ ზეწოლა კაფსულის ცენტრში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კაფსულის გატეხვა.

54102028765500

თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და როდის უნდა მიიღოთ კანცინოლი, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები და გიტარდებათ დიალიზით მკურნალობა.

კანცინოლით მკურნალობის ხანგრძლივობა

თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობის ციკლები მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით შეწყვეტას.

თუ იღებთ იმაზე მეტ კანცინოლს, ვიდრე საჭიროა

თუ იღებთ იმაზე მეტ კანცინოლს, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან სასწრაფოდ ეწვიეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ კანცინოლის მიღება

თუ დაგავიწყდათ კანცინოლის მიღება იმ დღეს, როდესაც საჭიროა, მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულებრივ მეორე დღეს. არ გაზარდოთ კაფსულების რაოდენობა წინა დღეს მისაღები კანცინოლის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას - ვინაიდან კანცინოლი საზიანოა ნაყოფისთვის. (მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ მედიკამენტს, უნდა წაიკითხონ ქვემოთ მოცემული პუნქტი "ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის").

თუ შეგიძლიათ დაორსულება, თუ არ მიიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოთ დაორსულება (იხ. „ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). თუ შეგიძლიათ დაორსულება, თქვენი ექიმი ყოველი დანიშნულების გამოწერისას გააკეთებს ჩანაწერს, რომ მიღებულია საჭირო ზომები, რასაც დაადასტურებთ.

თუ ალერგიული ხართ პომალიდომიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში). თუ ფიქრობთ, რომ ალერგიული ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, ვრცელდება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა თქვენზე, კანცინოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

სიფრთხილის ზომები

კანცინოლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:

წარსულში ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება. კანცინოლით მკურნალობის დროს არსებობს ვენებში და არტერიებში სისხლის შენადედების განვითარების გაზრდილი რისკი. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მკურნალობა (მაგ. ვარფარინი) ან შეამციროს კანცინოლის დოზა, რათა შემცირდეს სისხლის შედედების განვითარების შესაძლებლობა.

ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება მონათესავე პრეპარატების "თალიდომიდის" ან "ლენალიდომიდის" მიღებისას.

გქონიათ გულის შეტევა, გაქვთ გულის უკმარისობა, გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ან თუ ეწევით, გაქვთ მაღალი წნევა ან მაღალი ქოლესტერინი.

გაქვთ სიმსივნის მაღალი საერთო რაოდენობა მთელ ორგანიზმში, მათ შორის ძვლის ტვინში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და იწვევს სისხლში ქიმიური ნივთიერებების უჩვეულო დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. ასევე შეიძლება აღინიშნოს არათანაბარი გულისცემა. ამ მდგომარეობას ეწოდება სიმსივნის ლიზისის სინდრომი.

გაქვთ ან გქონდათ ნეიროპათია (ნერვის დაზიანება, რომელიც იწვევს ჩხვლეტას ან ტკივილს ხელებსა და ფეხებში).

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ B ჰეპატიტის ინფექცია. კანცინოლით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს B ჰეპატიტის ვირუსის ხელახლა გააქტიურება ვირუსის მატარებელ პაციენტებში, რაც გამოიწვევს ინფექციის განმეორებით განვითარებას. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია.

გაქვთ ან წარსულში გქონიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი სახეზე ან გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, სახელწოდებით წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი. აგრეთვე იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობენ პომალიდომიდით, შეიძლება განუვითარდეთ კიბოს დამატებითი სახეობები, ამიტომ ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი ამ მედიკამენტის დანიშვნისას.

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მედდას, თუ გაქვთ: მხედველობის დაბინდვა, დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, სისუსტე მკლავებში ან ფეხებში, სიარულის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან დაბნეულობა. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია. თუ ეს სიმპტომები გქონდათ კანცინოლით მკურნალობის დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მკურნალობის დასრულებისას ყველა გამოუყენებელი კაფსულა უნდა დაუბრუნოთ ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, რადგან კანცინოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კანცინოლის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კანცინოლის მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორიცაა კეტაკონაზოლი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი)

გარკვეული ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუვოქსამინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუცილებელია შემდეგი მითითებების დაცვა, როგორც ეს განსაზღვრულია „კანცინოლის ორსულობის პრევენციის პროგრამაში“. ქალები და მამაკაცები, რომლებიც იღებენ კანცინოლს, არ უნდა დაორსულდნენ და არ გააჩინონ შვილი, ვინაიდან მოსალოდნელია პომალიდომიდის მიერ ნაყოფისთვის ზიანის მიყენება. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები ამ მედიკამენტის მიღებისას.

ქალები

არ მიიღოთ კანცინოლი თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, ვინაიდან ეს პრეპარატი ზიანს აყენებს ნაყოფს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა დაორსულება, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

თუ შეგიძლიათ დაორსულდება:

თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს კონტრაცეფციის თქვენთვის საუკეთესო მეთოდის შესახებ.

ყოველ ჯერზე, როცა ექიმი დაგიწერთ დანიშნულებას, ის უზრუნველყოფს, რომ თქვენთვის გასაგები იყოს ის აუცილებელი ზომები, რომლებიც უნდა მიიღოთ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

თქვენი ექიმი დანიშნავს ორსულობის ტესტებს მკურნალობამდე, ყოველ 4 კვირაში ერთხელ მაინც მკურნალობის დროს და სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ დაორსულდებით პრევენციული ზომების მიუხედავად:

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა კანცინოლი ადამიანის დედის რძეში. აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას. თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ თუ გააგრძელოთ ძუძუთი კვება.

მამაკაცები

კანცინოლი გადადის ადამიანის სპერმაში.

თუ თქვენი პარტნიორი არის ორსულად ან შეუძლია დაორსულდეს, თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდა კანცინოლის მიღების დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თქვენმა პარტნიორმაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

არ შეიძლება სპერმის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

სისხლის დონაცია და სისხლის ანალიზები

არ შეიძლება სისხლის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

კანცინოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციასთან ბრძოლას (თეთრი უჯრედები) და იმ უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას (თრომბოციტები).

ექიმმა უნდა მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის გაკეთება:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში

ამის შემდეგ ყოველთვიურად მაინც იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ იღებთ კანცინოლს.

ამ ანალიზების შედეგების მიხედვით თქვენი ექიმი შეძლებს კანცინოლის დოზის შეცვლას ან მკურნალობის შეწყვიტას. ექიმმა ასევე შეიძლება შეცვალოს დოზა ან შეწყვიტოს პრეპარატი თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის გამო.

ბავშვები და მოზარდები

კანცინოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთი ადამიანში აღინიშნება დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაბნეულობა ან სიფხიზლის დაქვეითება კანცინოლის მიღებისას. თუ განვითარდა ეს მოვლენები, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები.

კანცინოლი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "არც შეიცავს ნატრიუმს".

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

შეწყვიტეთ კანცინოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუში წყლულები ან ინფექციის სხვა ნიშნები (სისხლისთეთრი უჯრედების ნაკლებების გამო, რომლებიც ებრძვიან ინფექციას).

სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მიზეზის გარეშე, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან (სისხლის უჯრედებზე „თრომბოციტებზე“ ზემოქმედების გამო).

სწრაფი სუნთქვა, სწრაფი პულსი, ცხელება და შემცივნება, შარდის ძალიან მცირე რაოდენობა ან შარდის არქონა, გულისრევა და ღებინება, დაბნეულობა, ცნობიერების დაკარგვა (სისხლის ინფექციის სეფსისის გამო ან სეპტიური შოკის შედეგად).

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (შესაძლოა კუჭის ტკივილით ან ცხელებით) გამოწვეული ბაქტერიით სახელწოდებით Clostridium difficile.

გულმკერდის არეში ტკივილი, ან ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით ფეხის ქვედა ნაწილში ან ფეხის კუნთის არეში (გამოწვეული სისხლის შედედებით).

ქოშინი (გულმკერდის სერიოზული ინფექციით, ფილტვის ანთებით, გულის უკმარისობით ან სისხლის შედედებით).

სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (სერიოზული ტიპის ალერგიული რეაქციის გამო, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია).

კანის კიბოს გარკვეული სახეობები (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გარეგნობის ცვლილებები ან წარმონაქმნები კანზე. თუ კანცინოლის მიღებისას შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას კანზე, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მარჯვენა მხარეს ტკივილი მუცლის არეში, ცხელება და გულისრევა ან ღებინება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი). შეწყვიტეთ პომალიდომიდის გამოყენება ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ასევე იხილეთ ნაწილი 2.

შეწყვიტეთ კანცინოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ქოშინი (დისპნოე).

ფილტვების ინფექციები (პნევმონია და ბრონქიტი).

ცხვირის, სინუსების და ყელის ინფექციები, გამოწვეული ბაქტერიებით ან ვირუსებით.

სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რაც იწვევს დაღლილობას და სისუსტეს.

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, პალპიტაცია, ჩხვლეტა ან დაბუჟება, ქოშინი, განწყობის ცვლილება.

სისხლში შაქრის მაღალი დონე.

მადის დაკარგვა.

ყაბზობა, დიარეა ან გულისრევა.

გულისრევა (ღებინება).

ენერგიის ნაკლებობა.

ჩაძინების ან ძილის გაძნელება.

თავბრუსხვევა, ტრემორი.

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე.

ძვლის ტკივილი, ზურგის ტკივილი.

დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილები ხელებსა და ტერფებში (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია).

სხეულის შეშუპება, მათ შორის ხელების ან ფეხების შეშუპება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

დაცემა

სისხლდენა თავის ქალაში.

მოძრაობის ან შეგრძნების უნარის დაქვეითება ხელებში, მკლავებში, ტერფებსა და ფეხებში ნერვული დაზიანების გამო (პერიფერიული სენსორმოტორული ნეიროპათია).

დაბუჟება, ქავილი და ჩხვლეტის შეგრძნება კანზე (პარესთეზია).

თავში ტრიალის შეგრძნება, რაც ართულებს ადგომას და ნორმალურად მოძრაობას.

სითხით გამოწვეული შეშუპება.

ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

გამონაყარი.

კანის ქავილი.

ზოსტერი.

სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია).

გულის შეტევა (მკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება).

გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის ინფექცია.

არტერიული წნევის მომატება.

სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება ერთდროულად (პანციტოპენია), რაც უფრო მიდრეკილს ხდის ადამიანს სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ. შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და სისუსტე, ქოშინი და ასევე უფრო სავარაუდოა, რომ განვითარდეს ინფექციები.

ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა) რაოდენობის შემცირება ხშირად გამოწვეული ინფექციით (ლიმფოპენია).

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, გაღიზიანება და სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების, ტერფების ან ტუჩების დაბუჟება და/ან ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, თავბრუსხვევა, დაბნეულობა.

სისხლში ფოსფატების დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და გაღიზიანება ან დაბნეულობა.

სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეფლექსების შენელება და ჩონჩხის კუნთების სისუსტე.

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების კრუნჩხვები, კრუნჩხვები (ეპილეფსიური კრუნჩხვები) ან კომა.

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ართრიტის ფორმა - პოდაგრა.

დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე.

გრიპის მსგავსი სიმპტომები (გრიპი).

პირის ღრუში წყლულები ან სიმშრალე.

გემოს ცვლილებები.

მუცლის ტკივილი, მუცლის შეშუპება.

დაბნეულობის შეგრძნება.

უგუნებობა (დეპრესიული განწყობა).

გონების დაკარგვა, გულის წასვლა.

მხედველობის დაბინდვა (კატარაქტა).

თირკმლის დაზიანება.

შარდის გამოყოფის უუნარობა.

ღვიძლის ფუნქციური ტესტებში ცვლილებები

საშარდე გზების ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება შარდის გამოყოფისას, ან უფრო ხშირად შარდვის საჭიროება.

ტკივილი მენჯის არეში.

წონის დაკლება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ინსულტი.

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი და მუცლის ტკივილი.

კიბოს უჯრედების დაშლა, რაც იწვევს სისხლში ტოქსიკური ნაერთების გამოყოფას (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ლეთარგია, კუნთების სისუსტე, გულისცემის შენელება, წონის მომატება.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტატის მოცილება (როგორიცაა გული ან ღვიძლი).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში.

ჭარბი დოზა

პომალიდომიდის 50 მგ-მდე ერთჯერადი დოზები ჯანმრთელ მოხალისეებში შესწავლილი იყო დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციების გარეშე. მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში 10 მგ დღეში ერთხელ მრავალჯერადი დოზები შესწავლილი იყო დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციების გარეშე. დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა იყო მიელოსუპრესია. კვლევებში აღმოჩნდა, რომ პომალიდომიდი გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პომალიდომიდი.

სხვა ინგრედიენტებია ცელულოზა, მიკროკრისტალური, მალტოდექსტრინი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

კანცინოლი 4 მგ მყარი კაფსულა:

თითოეული კაფსულა შეიცავს 4 მგ პომალიდომიდს.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, ტიტანის დიოქსიდს (E171), რკინის ოქსიდის ყვითელს (E172), რკინის ოქსიდის წითელს (E172), ინდიგოტინს - FD&C Blue 2 (E132) და ერითროზინს - FD&C Red 3 (E127).

პროდუქტის კოდის დასაბეჭდად გამოყენებული თეთრი მელანი შედგება შელაკის, ტიტანის დიოქსიდის, ეთანოლისა და პროპილენგლიკოლისგან. მელნის გაშრობისას ხდება ეთანოლის და პროპილენგლიკოლის მოცილება.

კანცინოლის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

კანცინოლი 4 მგ მყარი კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულა, მუქი ლურჯი კორპუსით და წითელი თავსახურით, „PLM 4“ დაბეჭდილი ღერძულად თეთრი ფერით კორპუსში. კაფსულის ზომა 2.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 21 კაფსულას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ კანცინოლი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას ან ფალსიფიკაციის ნიშნებს მედიკამენტის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს მკურნალობის ბოლოს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები, ათქ კოდი: L04AX06

მოქმედების მექანიზმი

პომალიდომიდს აქვს პირდაპირი მიელომური სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, იმუნომოდულატორული აქტივობა და აფერხებს სტრომული უჯრედების მხარდაჭერას მრავლობითი მიელომის სიმსივნური უჯრედების ზრდისთვის. კერძოდ, პომალიდომიდი აფერხებს პროლიფერაციას და აინდუცირებს ჰემატოპოეტიკური სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს. გარდა ამისა, პომალიდომიდი აფერხებს ლენალიდომიდ-რეზისტენტული მრავლობითი მიელომის უჯრედული ხაზების პროლიფერაციას და დექსამეტაზონთან სინერგიზებას ახდენს როგორც ლენალიდომიდისადმი მგრძნობიარე, ასევე ლენალიდომიდის მიმართ რეზისტენტული უჯრედების ხაზებში სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის გამოწვევის მიზნით. პომალიდომიდი აძლიერებს T უჯრედების და ბუნებრივი მკვლელი უჯრედების შუამავლობით იმუნიტეტს და აფერხებს პრო-ანთებითი ციტოკინების (მაგ., TNF-α და IL-6) წარმოებას მონოციტების მიერ.

პომალიდომიდი ასევე აფერხებს ანგიოგენეზს ენდოთელური უჯრედების მიგრაციისა და ადჰეზიის ბლოკირებით.

პომალიდომიდი პირდაპირ უკავშირდება ცილოვან ცერებლონს (CRBN), რომელიც წარმოადგენს E3 ლიგაზას კომპლექსის ნაწილს, რომელიც მოიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) დაზიანებულ პროტეინს 1 (DDB1), კულინ 4 (CUL4) და კულინს-1 (Roc1) მარეგულირებელს, და შეუძლია დათრგუნოს ცილოვანი ცერებლონის ავტო-უბიკვიტინაცია კომპლექსში. E3 უბიკვიტინის ლიგაზები პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა სუბსტრატის ცილების პოლი-უბიკვიტინაციაზე და ამით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას პომალიდომიდით მკურნალობისას დაფიქსირებული პლეიოტროპული უჯრედული ეფექტები.

პომალიდომიდის არსებობისას in vitro, სუბსტრატის პროტეინები აიოლოსი და იკაროსი არიან სამიზნე უბიკვიტინაციის და შემდგომი დეგრადაციისთვის, რაც იწვევს პირდაპირ ციტოტოქსიურ და იმუნომოდულატორულ ეფექტებს. In vivo, პომალიდომიდით თერაპიამ გამოიწვია იკაროსის დონის შემცირება პაციენტებში მორეციდივე ლენალიდომიდ-რეფრაქტერული მრავლობითი მიელომით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პომალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში

პომალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბორტეზომიბთან და დაბალი დოზებით დექსამეტაზონთან (პომ+ბტზ+დდ-დექს) კომბინაციაში შედარებული იყო ბორტეზომიბთან და დაბალი დოზებით დექსამეტაზონთან (ბტზ+დდ-დექს) III ფაზის მრავალცენტრულ, რანდომიზებული, ღია ეტიკეტის კვლევაში (CC-4047-MM-007), ადრე ნამკურნალებ ზრდასრულ პაციენტებში მრავლობითი მიელომით, რომლებმაც მანამდე მიიღეს სულ მცირე ერთი რეჟიმი, მათ შორის ლენალიდომიდი და აჩვენეს დაავადების პროგრესირება ბოლო თერაპიის დროს ან მის შემდეგ. სულ 559 პაციენტი იყო ჩართული და რანდომიზირებული კვლევაში: 281 პომ+ბტზ+დდ-დექს ჯგუფში და 278 ბტზ+დდ-დექსჯგუფში. საერთო პოპულაციისთვის პაციენტთა 54% იყო მამრობითი სქესის მედიანური ასაკით 68 წლის (მინ, მაქსიმუმი: 27, 89 წელი). პაციენტების დაახლოებით 70% იყო რეფრაქტერული ლენალიდომიდის მიმართ (71.2% პომ+ბტზ+დდ-დექს ჯგუფში, 68.7% ბტზ+დდ-დექს ჯგუფში). პაციენტთა დაახლოებით 40% პირველი რეციდივით და პაციენტთა დაახლოებით 73% იღებდა ბორტეზომიბს წინა მკურნალობის სახით.

პაციენტებმა პომ+ბტზ+დდ-დექს ჯგუფში მიიღეს 4 მგ პომალიდომიდი პერორალურად ყოველი 21-დღიანი ციკლის 1-დან 14-მდე დღეებში. ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2/დოზა) შეყვანილი იყო პაციენტებში ორივე საკვლევ ჯგუფში 21-დღიანი ციკლის 1, 4, 8 და 11 დღეებში 1-დან 8 ციკლამდე; და 21-დღიანი ციკლის 1-ლ და მე-8 დღეებში მე-9 ციკლში და შემდგომ. დექსამეტაზონის დაბალი დოზა (20 მგ/დღეში [≤ 75 წლის] ან 10 მგ/დღეში [> 75 წლის]) შეყვანილი იყო პაციენტებში ორივე საკვლევ ჯგუფში 21-დღიანი ციკლის 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და 12 დღეებში 1-დან 8 ციკლამდე პერიოდში; და ყოველი შემდგომი 21-დღიანი ციკლის 1, 2, 8 და 9 დღეებში მე-9 ციკლიდან მოყოლებული. დოზები შემცირდა და მკურნალობა დროებით შეწყდა ან გაჩერდა საჭიროებისამებრ ტოქსიკურობის სამართავად (იხ. პუნქტი 4.2).

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო პროგრესის გარეშე გადარჩენა (PFS), შეფასებული „რეაგირების დადგენის დამოუკიდებელი კომიტეტის“ (IRAC) მიერ IMWG კრიტერიუმების მიხედვით, მოსახლეობის მკურნალობის განზრახვის (ITT) გამოყენებით. 15.9 თვის მედიანური დაკვირვების შემდეგ, პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანური დრო იყო 11.20 თვე (95% CI: 9.66, 13.73) პომ+ბტზ+დდ-დექსჯგუფში. ბტზ+დდ-დექს ჯგუფში, პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანური დრო იყო 7.1 თვე (95% CI: 5.88, 8.48).

საერთო ეფექტურობის მონაცემების შეჯამება წარმოდგენილია ცხრილში 8, 2017 წლის 26 ოქტომბრის შეწყვეტის თარიღის გამოყენებით. კაპლან-მეიერის მრუდი პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) მკურნალობის განზრახვის (ITT) პოპულაციისთვის მოცემულია სურათზე 1.

ცხრილი 8. საერთო ეფექტურობის მონაცემების შეჯამება

პომ+ბტზ+დდ-დექს

(N = 281)

ბტზ+დდ-დექს

(N = 278)

PFS (თვეები)

მედიანური a დრო (95% CI) b

  • 20 (9.66, 13.73)
  • 10 (5.88, 8.48)

HR c (95% CI), p-მნიშვნელობა d

  • 61 (0.49, 0.77), <0.0001

ORR, n (%)

  • 2 %
  • 0%

sCR

9 (3.2)

2 (0.7)

CR

35 (12.5)

9 (3.2)

VGPR

104 (37.0)

40 (14.4)

PR

83 (29.5)

88 (31.7)

OR (95% CI) e, p-valuef

  • 02 (3.35, 7.52), <0.001

DoR (თვეები)

მედიანური a დრო (95% CI) b

  • 7 (10.94, 18.10)
  • 94 (8.11, 14.78)

HRc (95% CI)

  • 76 (0.56, 1.02)

Btz = ბორტეზომიბი; CI = ნდობის ინტერვალი; CR = სრული პასუხი; DoR = პასუხის ხანგრძლივობა; HR = საფრთხის თანაფარდობა;

დდ-დექს = დექსამეტაზონის დაბალი დოზა; OR = შანსების კოეფიციენტი; ORR = პასუხის საერთო მაჩვენებელი; PFS = პროგრესის გარეშე გადარჩენა; პომ = პომალიდომიდი; PR = ნაწილობრივი პასუხი; sCR = მკაცრი სრული პასუხი VGPR = ძალიან კარგი ნაწილობრივი პასუხი.

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.

b 95% CI მედიანის შესახებ.

c კოქსის პროპორციული საფრთხის მოდელის საფუძველზე.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება სტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს.

e შანსების კოეფიციენტი არის პომ+ბტზ+დდ-დექს:ბტზ+დდ-დექს-სთვის.

f p-მნიშვნელობა ეფუძნება CMH ტესტს, სტრატიფიცირებული ასაკის მიხედვით (<=75 vs >75), ანტიმიელომის რეჟიმების წინა რაოდენობა (1 vs >1) და ბეტა-2 მიკროგლობულინი სკრინინგზე (< 3.5 მგ/ლ vs ≥ 3.5 მგ/ლ - ≤ 5.5 მგ/ლ vs > 5.5 მგ/ლ).

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 8.8 თვე (მკურნალობის 12 ციკლი) პომ+ბტზ+დდ-დექს ჯგუფში და 4.9 თვე (მკურნალობის 7 ციკლი) ბტზ+დდ-დექს ჯგუფში.

პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) უპირატესობა უფრო გამოხატული იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიის მხოლოდ ერთ ხაზს. პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს 1 წინა ანტიმიელომის ხაზი, პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანური დრო იყო 20,73 თვე (95% CI: 15,11, 27,99) პომ + პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) ჯგუფში და 11,63 თვე (95% CI: 7,52, 15,74) პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) ჯგუფში. რისკის 46%-იანი შემცირება დაფიქსირდა პომ + ბტზ+დდ-დექს-ით მკურნალობისას (HR = 0.54, 95% CI: 0.36, 0.82).

23495047434500სურათი 1. პროგრესის გარეშე გადარჩენა, IMWG კრიტერიუმების მიხედვით პასუხის IRAC მიმოხილვის საფუძველზე (სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი) (ITT პოპულაცია).

მონაცემთა შეწყვეტა: 2017 წლის 26 ოქტომბერი

საერთო გადარჩენის (OS) შუალედური ანალიზის მიხედვით, 2018 წლის 15 სექტემბრის შეწყვეტის გამოყენებით (მედიანური შემდგომი პერიოდი 26.2 თვე), საერთო გადარჩენის მედიანური დრო კაპლან-მეიერის შეფასებიდან იყო 40.5 თვე პომ+ბტზ+დდ-დექს ჯგუფისთვის და 30.5 თვე ბტზ+დდ-დექს ჯგუფისთვის; HR = 0.91, 95% CI: 0.70, 1.18, მოვლენების საერთო სიხშირით 43.3%.

პომალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში

პომალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება დექსამეტაზონთან კომბინაციაში შეფასებული იყო III ფაზის მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ღია კვლევაში (CC-4047-MM-003), სადაც პომალიდომიდი პლუს დექსამეტაზონის დაბალი დოზით თერაპია (ბტზ+დდ-დექს) შეადარეს მხოლოდ დექსამეტაზონის მაღალ დოზებს (მდ-დექს) ადრე ნამკურნალებ ზრდასრულ პაციენტებში მორეციდივე და რეფრაქტერული მრავლობითი მიელომით, რომლებმაც მიიღეს ადრე სულ მცირე ორი მკურნალობის რეჟიმი, მათ შორის ლენალიდომიდი და ბორტეზომიბი და აჩვენეს დაავადების პროგრესირება ბოლო თერაპიისას. სულ 455 პაციენტი ჩაირიცხა კვლევაში: 302 ბტზ+დდ-დექს ჯგუფში და 153 მდ-დექს ჯგუფში. პაციენტების უმრავლესობა იყო მამაკაცი (59%) და თეთრკანიანი (79%); მთლიანი მოსახლეობის საშუალო ასაკი იყო 64 წელი (მინ, მაქსიმუმი: 35, 87 წელი).

პაციენტებმა ბტზ+დდ-დექს ჯგუფში მიიღეს 4 მგ პომალიდომიდი პერორალურად ყოველი 28-დღიანი ციკლის 1-დან 21-მდე დღეებში. დდ-დექს (40 მგ) შეყვანილი იყო დღეში ერთხელ 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22 დღეებში. მდ-დექს ჯგუფში, დექსამეტაზონი (40 მგ) შეყვანილი იყო დღეში ერთხელ 28-დღიანი ციკლის 1-დან მე-4, 9-დან 12-მდე და 17-დან 20-მდე დღეებში. >75 წლის ასაკის პაციენტებმა დაიწყეს მკურნალობა 20 მგ დექსამეტაზონით. მკურნალობა გაგრძელდა მანამ, სანამ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება.

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო მიელომის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მიერ განსაზღვრული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (IMWG კრიტერიუმები). პოპულაციის (ITT) მკურნალობის განზრახვისთვის, პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანური დრო „მიმოხილვის დადგენის დამოუკიდებელი კომიტეტის“ (IRAC) მიერ განსაზღვრულ IMWG კრიტერიუმებზე დაყრდნობით იყო 15.7 კვირა (95% CI: 13.0, 20.1) პომ + დდ-დექს ჯგუფში; სავარაუდო 26-კვირიანი მოვლენის გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი იყო 35.99% (±3.46%). მდ-დექს ჯგუფში, პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მედიანური დრო იყო 8.0 კვირა (95% CI: 7.0, 9.0); სავარაუდო 26-კვირიანი მოვლენის გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი იყო 12.15% (±3.63%).

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) შეფასებული იყო რამდენიმე შესაბამის ქვეჯგუფში: სქესი, რასა, ECOG სტატუსი, სტრატიფიკაციის ფაქტორები (ასაკი, დაავადების პოპულაცია, წინა ანტიმიელომური თერაპია [2, > 2]), პროგნოზული მნიშვნელობის შერჩეული პარამეტრები (საწყისი ბეტა-2 მიკროგლობულინის დონე, ალბუმინის საწყისი დონეები, თირკმელების საწყისი უკმარისობა და ციტოგენეტიკური რისკი) და ექსპოზიცია და რეფრაქტერობა წინა ანტიმიელომური თერაპიის მიმართ. შეფასებული ქვეჯგუფის მიუხედავად, პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) ზოგადად შეესაბამებოდა ITT პოპულაციაში დაფიქსირებულს ორივე მკურნალობის ჯგუფისთვის.

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) შეჯამებულია ცხრილში 9 ITT პოპულაციისთვის. პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) კაპლან-მეიერის მრუდი ITT პოპულაციისთვის მოცემულია სურათზე 2.

ცხრილი 9. პროგრესირების გარეშე გადარჩენის დრო IRAC მიმოხილვის მიხედვით IMWG კრიტერიუმების საფუძველზე (სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი) (ITT პოპულაცია)

პომ+დდ-დექს (N=302)

მდ-დექს

(N=153)

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), N

302 (100.0)

153 (100.0)

ცენზურა, n (%)

138 (45.7)

50 (32.7)

პროგრესირდა/გარდაიცვალა, n (%)

164 (54.3)

103 (67.3)

პროგრესირების გარეშე გადარჩენის დრო (კვირები)

მედიანაa

  • 7
  • 0

ორმხრივი 95% CIb

[13.0, 20.1]

[7.0, 9.0]

საფრთხის კოეფიციენტი (პომ+დდ-დექს:ჰდ-დექს) 2-მხრივი 95% CI c

  • 45 [0.35,0.59]

ლოგ-რანგის ტესტი ორმხრივი P-მნიშვნელობა d

<0.001

შენიშვნა: CI=ნდობის ინტერვალი; IRAC=მიმოხილვის დადგენის დამოუკიდებელი კომიტეტი; NE = არ ექვემდებარება შეფასებას.

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.

b 95% ნდობის ინტერვალი მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენის დროის შესახებ.

c კოქსის პროპორციული საფრთხის მოდელის საფუძველზე, რომელიც ადარებს საფრთხის ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია მკურნალობის ჯგუფებთან, სტრატიფიცირებული ასაკის (≤75 vs >75), დაავადებათა პოპულაციის (რეფრაქტერული როგორც ლენალიდომიდის, ასევე ბორტეზომიბის მიმართ vs რეფრაქტორული ორივე აქტიური ნივთიერების მიმართ არარეფრაქტერული) და წინა ანტიმიელომური თერაპიის რაოდენობის (=2 vs >2) მიხედვით.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება სტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს იგივე სტრატიფიკაციის ფაქტორებით, როგორც ზემოთ კოქსის მოდელი.

მონაცემთა შეწყვეტა: 2012 წლის 07 სექტემბერი

სურათი 2. პროგრესირების გარეშე გადარჩენა პასუხის IRAC პასუხის მიმოხილვის საფუძველზე IMWG კრიტერიუმების მიხედვით (სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი) (ITT პოპულაცია)

815340197485მდ-დექს

პომ+დდ-დექს

პომ+დდ-დექს vs მდ-დექს

ლოგ-რანგი p-მნიშვნელობა = < 0.001 (2-მხრივი) HR (95% CI) 0.45 (0.35, 0.59)

Events: POM+LD-DEX=164/302 HD-DEX=103/153

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (კვირები)

მონაცემთა შეწყვეტა: 2012 წლის 07 სექტემბერი

საერთო გადარჩენა იყო ძირითადი მეორადი კვლევის საბოლოო წერტილი. სულ 226 პაციენტი (74.8%) პომ + დდ-დექს ჯგუფში და 95 პაციენტი მდ-დექს (62.1%) იყო ცოცხალი შეწყვეტის დღეს (07 სექტემბერი 2012). საერთო გადარჩენის (OS) მედიანური დრო კაპლამ-მეიერის შეფასებით არ იქნა მიღწეული პომ + დდ-დექს-ჯგუფისთვის, მაგრამ მოსალოდნელია იყოს მინიმუმ 48 კვირა, რაც არის 95% CI-ის ქვედა ზღვარი. საერთო გადარჩენის (OS) მედიანური დრო მდ-დექს ჯგუფისთვის იყო 34 კვირა (95% CI: 23.4, 39.9). 1 წლიანი მოვლენის გარეშე მაჩვენებელი იყო 52.6% ( ± 5,72%) პომ + დდ-დექს ჯგუფისთვის და 28,4% (± 7,51%) მდ-დექს ჯგუფისთვის. ორ სამკურნალო ჯგუფს შორის საერთო გადარჩენაში (OS) სხვაობა იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.001).

საერთო გადარჩენა შეჯამებულია ცხრილში 10 ITT პოპულაციისთვის. საერთო გადარჩენის (OS) კაპლან-მეიერის მრუდი ITT პოპულაციისთვის მოცემულია სურათზე 3.

პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) და საერთო გადარჩენის (OS) საბოლოო წერტილების შედეგებზე დაყრდნობით, ამ კვლევისთვის შექმნილი მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია კვლევის დასრულებაზე და მდ-დექს ჯგუფის პაციენტების პომ + დდ-დექს ჯგუფში გადაყვანაზე.

ცხრილი 10. საერთო გადარჩენა: ITT პოპულაცია

სტატისტიკა

პომ+დდ-დექს (N=302)

მდ-დექს

(N=153)

N

302 (100.0)

153 (100.0)

ცენზურირებული

n (%)

226 (74.8)

95 (62.1)

გარდაიცვალა

n (%)

76 (25.2)

58 (37.9)

გადარჩენის დრო (კვირა)

მედიანაa

NE

  • 0

ორმხრივი 95% CIb

[48.1, NE]

[23.4, 39.9]

სტატისტიკა

პომ+დდ-დექს (N=302)

მდ-დექს

(N=153)

საფრთხის თანაფარდობა (Pom+LD-Dex:HD-Dex) [ორმხრივი 95% CIc]

  • 53[0.37, 0.74]

ლოგ-რანგის ტესტი ორმხრივი P-მნიშვნელობაd

<0.001

შენიშვნა: CI = ნდობის ინტერვალი. NE = არ ექვემდებარება შეფასებას.

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მეიერის შეფასებას.

b 95% ნდობის ინტერვალი საშუალო გადარჩენის საერთო დროზე.

c კოქსის პროპორციული საფრთხის მოდელის საფუძველზე, რომელიც ადარებს სამკურნალო ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება არასტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს. მონაცემთა შეწყვეტა: 2012 წლის 07 სექტემბერი

სურათი 3. საერთო გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი (ITT პოპულაცია)

362789414HD-DEX POM+LD -DEX

POM+L DEX vs H -DEX

Logrank alue = < 001 (2-sided) HR (95% I) 0.53 (0.37, 0.74)

KM median: P M+LD-DEX=NE [48.1, NE] KM median: H EX = 34.0[2 .4, 39.9] Events: POM+ DEX=75/284 H -DEX=56/139

HD-DEX POM+LD -DEX

საერთო გადარჩენა (კვირა)

შეწყვეტა: 2012 წლის 07 სექტემბერი

პედიატრიული მოსახლეობა

1-ლი ფაზის ერთჯერადი, ღია ეტიკეტის, მზარდი დოზის კვლევაში, პომალიდომიდის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა და/ან მე-2 ფაზის რეკომენდებული დოზა პედიატრიულ პაციენტებში განისაზღვრა, როგორც 2.6 მგ/მ2/დღეში პერორალურად განმეორებითი 28-დღიანი ციკლის 1-დან 21 დღემდე.

ეფექტურობა არ იყო ნაჩვენები მე-2 ფაზის მრავალცენტრულ, ღია ეტიკეტის, პარალელურ ჯგუფურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პომალიდომიდით ნამკურნალებ 4-დან 18 წლამდე ასაკის 52 პედიატრიულ პაციენტში მორეციდივე ან პროგრესირებადი მაღალი ხარისხის გლიომით, მედულობლასტომით, ეპენდიმომით ან თანდაყოლილი დიფუზური გლიომით (DIPG) პირველადი მდებარეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).

მე-2 ფაზის კვლევაში, ორმა პაციენტმა მაღალი ხარისხის გლიომის ჯგუფში (N=19) მიაღწია პროტოკოლით განსაზღვრულ პასუხს; ერთ-ერთმა პაციენტმა მიაღწია ნაწილობრივ პასუხს (PR), ხოლო მეორე პაციენტში მიღწეული იყო დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობა (SD), რის შედეგადაც დაფიქსირდა ობიექტური პასუხი (OR) და დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობა 10.5% (95% CI: 1.3, 33.1). ეპენდიმომის ჯგუფიდან (N=9) ერთ პაციენტში მიღწეული იყო დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობა (SD), რის შედეგადაც დაფიქსირდა ობიექტური პასუხი (OR) და დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობა (SD) 11.1% (95% CI: 0.3, 48.2). დადასტურებული ობიეტური პასუხი (OR) ან დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობა (SD) არ დაფიქსირებულა არცერთ შესაფასებულ პაციენტში არც თანდაყოლილი დიფუზური გლიომის (DIPG) ჯგუფში (N=9) და არც მედულობლასტომის ჯგუფში (N=9). აღნიშნული მე-2 ფაზის კვლევაში შეფასებული 4 პარალელური ჯგუფიდან არც ერთმა დააკმაყოფილა ობიექტური პასუხის ან დაავადების გრძელვადიანი სტაბილურობის სიხშირის პირველადი საბოლოო წერტილი.

პომალიდომიდის საერთო უსაფრთხოების პროფილი პედიატრიულ პაციენტებში შეესაბამებოდა ზრდასრულებში ცნობილ უსაფრთხოების პროფილს. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეფასებული იყო 1-ლი და მე-2 ფაზის კვლევები ინტეგრირებულ ფარმაკოკინეტიკური ანალიზში და არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი განსხვავება ზრდასრულ პაციენტებში დაფიქსირებულთან შედარებით (იხ. პუნქტი 5.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პომალიდომიდი შეიწოვება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით (Cmax) 2-დან 3 საათამდე და შეიწოვება მინიმუმ 73% ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. პომალიდომიდის სისტემური ექსპოზიცია (AUC) იზრდება დაახლოებით წრფივად და დოზის პროპორციულად. მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პომალიდომიდის აკუმულაციის კოეფიციენტი არის 27-დან 31%-მდე AUC-ზე.

მაღალცხიმიან და მაღალკალორიულ საკვებთან ერთად მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს, ამცირებს საშუალო პლაზმურ Cmax-ს დაახლოებით 27%-ით, მაგრამ აქვს მინიმალური გავლენა შეწოვის საერთო ხარისხზე საშუალო AUC-ის 8%-ით შემცირებით. ამიტომ, პომალიდომიდი შეიძლება დაინიშნოს საკვების მიღების გათვალისწინების გარეშე.

განაწილება

პომალიდომიდის განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა (Vd/F)არის 62-დან 138 ლ-მდე წონასწორულ მდგომარეობაში. პომალიდომიდი ნაწილდება ჯანმრთელი სუბიექტების სპერმაში პლაზმური დონის დაახლოებით 67%-ის კონცენტრაციით დოზის მიღებიდან 4 საათში (დაახლოებით Tmax) 4 დღის შემდეგ დღეში ერთხელ 2 მგ დოზის მიღებისას. პომალიდომიდის ენანტიომერების ინ ვიტრო შეკავშირება ცილებთან ადამიანის პლაზმაში მერყეობს 12%-დან 44%-მდე და არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.

ბიოტრანსფორმაცია

პომალიდომიდი არის მთავარი მოცირკულირე კომპონენტი (პლაზმის რადიოაქტიურობის დაახლოებით 70%) in vivo ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებმაც მიიღეს [14C]-პომალიდომიდის ერთჯერადი პერორალური დოზა (2 მგ). პლაზმაში არ დაფიქსირდა ძირითად ან საერთო რადიოაქტიურობასთან დაკავშირებული მეტაბოლიტები 10%-ზე მეტი.

გამოყოფილი რადიოაქტიურობის უპირატესი მეტაბოლური გზებია ჰიდროქსილაცია შემდგომი გლუკურონიდაციით ან ჰიდროლიზით. ინ ვიტრო, CYP1A2 და CYP3A4 იდენტიფიცირებული იყო, როგორც პირველადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ პომალიდომიდის CYP შუამავლობით ჰიდროქსილაციაში, დამატებით მცირე წვლილი აქვთ CYP2C19 და CYP2D6-ს. პომალიდომიდი ასევე არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი in vitro. პომალიდომიდის ერთდროულ გამოყენებას ძლიერ CYP3A4/5 და P-gp ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან, ან ძლიერ CYP3A4/5 ინდუქტორ კარბამაზეპინთან, არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება პომალიდომიდის ექსპოზიციაზე. ძლიერი CYP1A2 ინჰიბიტორის ფლუვოქსამინის ერთდროული გამოყენება პომალიდომიდთან კეტოკონაზოლის არსებობისას ზრდიდა პომალიდომიდის საშუალო ექსპოზიციას 107%-ით 90%-იანი ნდობის ინტერვალით [91% - 124%], პომალიდომიდი პლუს კეტოკონაზოლთან შედარებით. მეორე კვლევაში, რომლის ფარგლებშიც შეაფასდა მხოლოდ CYP1A2 ინჰიბიტორის წვლილი მეტაბოლიზმის ცვლილებებში, მხოლოდ ფლუვოქსამინის ერთდროულმა გამოყენებამ პომალიდომიდთან ერთად გაზარდა პომალიდომიდის საშუალო ექსპოზიცია 125%-ით 90%-იანი ნდობის ინტერვალით [98% - 157%] მხოლოდ პომალიდომიდთან შედარებით. თუ CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი და ფლუვოქსამინი) ერთდროულად გამოიყენება პომალიდომიდთან, პომალიდომიდის დოზა უნდა შემცირდეს 50%-მდე. პომალიდომიდის მიღება მწეველებში, როგორც ცნობილია, ტამბაქოს მოწევა აინდუცირებს CYP1A2 იზოფორმას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით არ მოქმედებდა პომალიდომიდის ექსპოზიციაზე, არამწეველებში დაფიქსირებულ პომალიდომიდის ექსპოზიციასთან შედარებით.

ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, პომალიდომიდი არ არის ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების ინჰიბიტორი ან ინდუქტორი და არ თრგუნავს შესწავლილი პრეპარატების ტრანსპორტერებს. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი, როდესაც პომალიდომიდი ერთდროულად გამოიყენება ამ გზების სუბსტრატებთან.

ელიმინაცია

პომალიდომიდი გამოიყოფა პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდით 9.5 საათი ჯანმრთელ სუბიექტებში და დაახლოებით 7,5 საათი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში. პომალიდომიდს აქვს საერთო კლირენსი ორგანიზმში (CL/F) არის დაახლოებით 7-10 ლ/სთ.

ჯანმრთელ სუბიექტებში [14C]-პომალიდომიდის (2 მგ) ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, რადიოაქტიური დოზის დაახლოებით 73% და 15% გამოიყოფა შარდით და განავლით, შესაბამისად, დოზირებული რადიოკარბონის დაახლოებით 2% და 8% ელიმინირდება როგორც პომალიდომიდი შარდში და განავალში.

ექსკრეციამდე პომალიდომიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, შედეგად მიღებული მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით. შარდში 3 დომინანტური მეტაბოლიტი (წარმოიქმნება ჰიდროლიზის ან ჰიდროქსილირების შედეგად შემდგომი გლუკურონიდაციით) შეადგენს შარდში დოზის დაახლოებით 23%, 17% და 12%, შესაბამისად.

CYP დამოკიდებული მეტაბოლიტები შეადგენს საერთო გამოყოფილი რადიოაქტიურობის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

კანცინოლი 4 მგ მყარი კაფსულები

პომალიდომიდი

▼ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირებას. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი განვითარებული გვერდითი ეფექტის შეტყობინების გზით. იხილეთ მე-4 ნაწილის ბოლოს, თუ როგორ უნდა შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები.

მოსალოდნელია, რომ კალცინოლმა გამოიწვიოს მძიმე დეფექტები დაბადებისას და ნაყოფის სიკვდილი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ ან შეიძლება დაორსულდეთ.

მიჰყევით ამ ფურცელში მოცემულ რჩევას კონტრაცეფციის შესახებ.

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელში

  • რა არის კანცინოლი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ კანცინოლის მიღებამდე
  • როგორ მიიღება კანცინოლი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება კანცინოლი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის კანცინოლი და რისთვის გამოიყენება

რა არის კანცინოლი

კანცინოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "პომალიდომიდს". ეს პრეპარატი არის თალიდომიდის მონათესავე და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვაზე).

რისთვის გამოიყენება კანცინოლი

კანცინოლი გამოიყენება მოზრდილებში "მრავლობითი მიელომის" ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

კანცინოლი გამოიყენება:

ორ სხვა პრეპარატთან ერთად - სახელწოდებით "ბორტეზომიბი" (ქიმიოთერაპიული პრეპარატის სახეობა) და "დექსამეტაზონი" (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) იმ ადამიანებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სულ მცირე ერთი სხვა მკურნალობა - მათ შორის ლენალიდომიდით.

ან

ერთ სხვა პრეპარატთან ერთად - სახელწოდებით "დექსამეტაზონი" იმ ადამიანებში, რომლებშიც აღინიშნა მიელომის გაუარესება, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული აქვთ სულ მცირე ორი სხვა მკურნალობა - მათ შორის ლენალიდომიდით და ბორტეზომიბით.

რა არის მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა არის კიბოს სახეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპზე (ე.წ. "პლაზმური უჯრედი"). ეს უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და გროვდება ძვლის ტვინში. ეს იწვევს ძვლებისა და თირკმელების დაზიანებას.

მრავლობითი მიელომა ზოგადად ვერ განიკურნება. თუმცა, მკურნალობამ შეიძლება შეამციროს დაავადების ნიშნები და სიმპტომები, ან გააქროს ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც ეს ხდება, ამას ეწოდება "პასუხი".

როგორ მუშაობს კანცინოლი

კანცინოლი მუშაობს სხვადასხვა გზით:

მიელომის უჯრედების განვითარების შეჩერებით

იმუნური სისტემის სტიმულირებით კიბოს უჯრედებზე თავდასხმის მიზნით

კიბოს უჯრედების მომმარაგებელი სისხლძარღვების წარმოქმნის შეჩერებით.

კანცინოლის ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების სარგებელი

როდესაც კანცინოლი გამოიყენება ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად, ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ სულ მცირე ერთი სხვა მკურნალობა, მას შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესება:

საშუალოდ, კანცინოლი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას აჩერებს მრავლობით მიელომას 11 თვემდე - 7 თვესთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ ბორტეზომიბს და დექსამეტაზონს.

კანცინოლის დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების სარგებელი

როდესაც კანცინოლი გამოიყენება დექსამეტაზონთან ერთად, ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ სულ მცირე ორი სხვა მკურნალობა, მას შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის გაუარესება:

საშუალოდ, კანცინოლმა დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას შეაჩერა მრავლობითი მიელომას რეციდივი 4 თვემდე - 2 თვესთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ დექსამეტაზონს.

  • რა უნდა იცოდეთ კანცინოლის მიღებამდე

არ მიიღოთ კანცინოლი:

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას - ვინაიდან კანცინოლი საზიანოა ნაყოფისთვის. (მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ მედიკამენტს, უნდა წაიკითხონ ქვემოთ მოცემული პუნქტი "ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის").

თუ შეგიძლიათ დაორსულება, თუ არ მიიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოთ დაორსულება (იხ. „ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). თუ შეგიძლიათ დაორსულება, თქვენი ექიმი ყოველი დანიშნულების გამოწერისას გააკეთებს ჩანაწერს, რომ მიღებულია საჭირო ზომები, რასაც დაადასტურებთ.

თუ ალერგიული ხართ პომალიდომიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში). თუ ფიქრობთ, რომ ალერგიული ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, ვრცელდება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა თქვენზე, კანცინოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კანცინოლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:

წარსულში ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება. კანცინოლით მკურნალობის დროს არსებობს ვენებში და არტერიებში სისხლის შენადედების განვითარების გაზრდილი რისკი. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მკურნალობა (მაგ. ვარფარინი) ან შეამციროს კანცინოლის დოზა, რათა შემცირდეს სისხლის შედედების განვითარების შესაძლებლობა.

ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება მონათესავე პრეპარატების "თალიდომიდის" ან "ლენალიდომიდის" მიღებისას.

გქონიათ გულის შეტევა, გაქვთ გულის უკმარისობა, გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ან თუ ეწევით, გაქვთ მაღალი წნევა ან მაღალი ქოლესტერინი.

გაქვთ სიმსივნის მაღალი საერთო რაოდენობა მთელ ორგანიზმში, მათ შორის ძვლის ტვინში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და იწვევს სისხლში ქიმიური ნივთიერებების უჩვეულო დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. ასევე შეიძლება აღინიშნოს არათანაბარი გულისცემა. ამ მდგომარეობას ეწოდება სიმსივნის ლიზისის სინდრომი.

გაქვთ ან გქონდათ ნეიროპათია (ნერვის დაზიანება, რომელიც იწვევს ჩხვლეტას ან ტკივილს ხელებსა და ფეხებში).

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ B ჰეპატიტის ინფექცია. კანცინოლით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს B ჰეპატიტის ვირუსის ხელახლა გააქტიურება ვირუსის მატარებელ პაციენტებში, რაც გამოიწვევს ინფექციის განმეორებით განვითარებას. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია.

გაქვთ ან წარსულში გქონიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი სახეზე ან გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, სახელწოდებით წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი. აგრეთვე იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობენ პომალიდომიდით, შეიძლება განუვითარდეთ კიბოს დამატებითი სახეობები, ამიტომ ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი ამ მედიკამენტის დანიშვნისას.

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მედდას, თუ გაქვთ: მხედველობის დაბინდვა, დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, სისუსტე მკლავებში ან ფეხებში, სიარულის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან დაბნეულობა. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია. თუ ეს სიმპტომები გქონდათ კანცინოლით მკურნალობის დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მკურნალობის დასრულებისას ყველა გამოუყენებელი კაფსულა უნდა დაუბრუნოთ ფარმაცევტს.

ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის

აუცილებელია შემდეგი მითითებების დაცვა, როგორც ეს განსაზღვრულია „კანცინოლის ორსულობის პრევენციის პროგრამაში“. ქალები და მამაკაცები, რომლებიც იღებენ კანცინოლს, არ უნდა დაორსულდნენ და არ გააჩინონ შვილი, ვინაიდან მოსალოდნელია პომალიდომიდის მიერ ნაყოფისთვის ზიანის მიყენება. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები ამ მედიკამენტის მიღებისას.

ქალები

არ მიიღოთ კანცინოლი თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, ვინაიდან ეს პრეპარატი ზიანს აყენებს ნაყოფს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა დაორსულება, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

თუ შეგიძლიათ დაორსულდება:

თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს კონტრაცეფციის თქვენთვის საუკეთესო მეთოდის შესახებ.

ყოველ ჯერზე, როცა ექიმი დაგიწერთ დანიშნულებას, ის უზრუნველყოფს, რომ თქვენთვის გასაგები იყოს ის აუცილებელი ზომები, რომლებიც უნდა მიიღოთ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

თქვენი ექიმი დანიშნავს ორსულობის ტესტებს მკურნალობამდე, ყოველ 4 კვირაში ერთხელ მაინც მკურნალობის დროს და სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ დაორსულდებით პრევენციული ზომების მიუხედავად:

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა კანცინოლი ადამიანის დედის რძეში. აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას. თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ თუ გააგრძელოთ ძუძუთი კვება.

მამაკაცები

კანცინოლი გადადის ადამიანის სპერმაში.

თუ თქვენი პარტნიორი არის ორსულად ან შეუძლია დაორსულდეს, თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდა კანცინოლის მიღების დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თქვენმა პარტნიორმაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

არ შეიძლება სპერმის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

სისხლის დონაცია და სისხლის ანალიზები

არ შეიძლება სისხლის დონაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.

კანცინოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციასთან ბრძოლას (თეთრი უჯრედები) და იმ უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას (თრომბოციტები).

ექიმმა უნდა მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის გაკეთება:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში

ამის შემდეგ ყოველთვიურად მაინც იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ იღებთ კანცინოლს.

ამ ანალიზების შედეგების მიხედვით თქვენი ექიმი შეძლებს კანცინოლის დოზის შეცვლას ან მკურნალობის შეწყვიტას. ექიმმა ასევე შეიძლება შეცვალოს დოზა ან შეწყვიტოს პრეპარატი თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის გამო.

ბავშვები და მოზარდები

კანცინოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და კანცინოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, რადგან კანცინოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კანცინოლის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას კანცინოლის მიღებამდე, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორიცაა კეტაკონაზოლი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი)

გარკვეული ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუვოქსამინი.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ზოგიერთი ადამიანში აღინიშნება დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაბნეულობა ან სიფხიზლის დაქვეითება კანცინოლის მიღებისას. თუ განვითარდა ეს მოვლენები, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები.

კანცინოლი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "არც შეიცავს ნატრიუმს".

  • როგორ მიიღება კანცინოლი

კანცინოლი უნდა მოგცეთ ექიმმა, რომელსაც აქვს მრავლობითი მიელომის მკურნალობის გამოცდილება.

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტები ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

როდის მიიღება კანცინოლი სხვა პრეპარატებთან ერთად

კანცინოლი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად

იხილეთ ინსტრუქციის ფურცელები, რომლებიც მოყვება ბორტეზომიბს და დექსამეტაზონს დამატებითი ინფორმაციისთვის მათი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ.

კანცინოლი, ბორტეზომიბი და დექსამეტაზონი მიიღება "მკურნალობის ციკლებში". თითოეული ციკლი გრძელდება 21 დღე (3 კვირა).

იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა უნდა მიიღოთ 3-კვირიანი ციკლის ყოველ დღეს:

o ყოველ დღე გადახედეთ დიაგრამას და იპოვეთ სწორი დღე, რომ ნახოთ რომელი მედიკამენტები უნდა მიიღოთ.

o ზოგიერთ დღეს იღებთ სამივე პრეპარატს, ზოგიერთ დღეს მხოლოდ 2 ან 1 პრეპარატს და ზოგიერთ დღეს საერთოდ არცერთს.

კან: კანცინოლი; ბორ: ბორტეზომიბი; დექს: დექსამეტაზონი

ციკლი 1-დან 8-მდე

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

ბორ

დექს

1

√

√

√

2

√

√

3

√

4

√

√

√

5

√

√

6

√

7

√

8

√

√

√

9

√

√

10

√

11

√

√

√

12

√

√

13

√

14

√

15

16

17

18

19

20

21

ციკლი 9 და შემდეგ

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

ბორ

დექს

1

√

√

√

2

√

√

3

√

4

√

5

√

6

√

7

√

8

√

√

√

9

√

√

10

√

11

√

12

√

13

√

14

√

15

16

17

18

19

20

21

ყოველი 3-კვირიანი ციკლის დასრულების შემდეგ დაიწყეთ ახალი.

კანცინოლი მხოლოდ დექსამეტაზონთან ერთად

იხილეთ ინსტრუქციის ფურცელი, რომელიც მოყვება დექსამეტაზონს მისი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.

კანცინოლი და დექსამეტაზონი მიიღება "მკურნალობის ციკლებში". თითოეული ციკლი გრძელდება 28 დღე (4 კვირა).

იხილეთ ქვემოთ დიაგრამა, სადაც მოცემულია, თუ რა უნდა მიიღოთ 4-კვირიანი ციკლის ყოველ დღეს:

o ყოველ დღე გადახედეთ დიაგრამას და იპოვეთ სწორი დღე, რომ ნახოთ რომელი მედიკამენტები უნდა მიიღოთ.

o ზოგიერთ დღეს იღებთ ორივე პრეპარატს, ზოგიერთ დღეს მხოლოდ 1 პრეპარატს ზოგიერთ დღეს კი საერთოდ არცერთს.

კან: კანცინოლი; დექს: დექსამეტაზონი

პრეპარატის დასახელება

დღე

კან

დექს

1

√

√

2

√

3

√

4

√

5

√

6

√

7

√

8

√

√

9

√

10

√

11

√

12

√

13

√

14

√

15

√

√

16

√

17

√

18

√

19

√

20

√

21

√

22

√

23

24

25

26

27

28

ყოველი 4-კვირიანი ციკლის დასრულების შემდეგ დაიწყეთ ახალი.

რამდენი კანცინოლი უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტებთან ერთად

კანცინოლი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან ერთად

კანცინოლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 4 მგ დღეში.

ბორტეზომიბის რეკომენდებული საწყისი დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ და თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით (1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).

დექსამეტაზონის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 20 მგ დღეში. თუმცა, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში.

კანცინოლი მხოლოდ დექსამეტაზონთან ერთან

კანცინოლის რეკომენდებული დოზა არის 4 მგ დღეში.

დექსამეტაზონის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 40 მგ დღეში. თუმცა, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 20 მგ დღეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს კანცინოლის, ბორტეზომიბის ან დექსამეტაზონის დოზის შემცირება ან ერთი ან მეტი ამ პრეპარატის შეწყვეტა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების, ზოგადი მდგომარეობის, სხვა მედიკამენტების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი და ფლუვოქსამინი) საფუძველზე და თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები (განსაკუთრებით გამონაყარი ან შეშუპება) მკურნალობის დროს.

თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, თქვენი ექიმი ყურადღებით შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას ამ მედიკამენტის მიღებისას.

როგორ მიიღება კანცინოლი

არ გატეხოთ, გახსნათ ან დაღეჭოთ კაფსულები. თუ გატეხილი კაფსულის ფხვნილი მოხვდება კანთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით.

ჯანდაცვის მუშაკებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ ერთჯერადი ხელთათმანები ბლისტერთან ან კაფსულასთან მუშაობისას. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნას კანზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მოთავსდეს დალუქულ პლასტმასის პოლიეთილენის პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. არ შეიძლება ბლისტერთან ან კაფსულასთან ორსული ქალების ან იმ ქალების შეხება, რომლებიც ეჭვობენ, რომ ორსულად არიან.

კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად, სასურველია წყლის მიყოლებით.

შეგიძლიათ კაფსულების მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ კაფსულები დღეში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად, დააჭირეთ კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს რომ ის გამოვიდეს ფოლგიდან. არ განახორციელოთ ზეწოლა კაფსულის ცენტრში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კაფსულის გატეხვა.

54102028765500

თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და როდის უნდა მიიღოთ კანცინოლი, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები და გიტარდებათ დიალიზით მკურნალობა.

კანცინოლით მკურნალობის ხანგრძლივობა

თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობის ციკლები მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით შეწყვეტას.

თუ იღებთ იმაზე მეტ კანცინოლს, ვიდრე საჭიროა

თუ იღებთ იმაზე მეტ კანცინოლს, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან სასწრაფოდ ეწვიეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ კანცინოლის მიღება

თუ დაგავიწყდათ კანცინოლის მიღება იმ დღეს, როდესაც საჭიროა, მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულებრივ მეორე დღეს. არ გაზარდოთ კაფსულების რაოდენობა წინა დღეს მისაღები კანცინოლის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

შეწყვიტეთ კანცინოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუში წყლულები ან ინფექციის სხვა ნიშნები (სისხლისთეთრი უჯრედების ნაკლებების გამო, რომლებიც ებრძვიან ინფექციას).

სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მიზეზის გარეშე, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან (სისხლის უჯრედებზე „თრომბოციტებზე“ ზემოქმედების გამო).

სწრაფი სუნთქვა, სწრაფი პულსი, ცხელება და შემცივნება, შარდის ძალიან მცირე რაოდენობა ან შარდის არქონა, გულისრევა და ღებინება, დაბნეულობა, ცნობიერების დაკარგვა (სისხლის ინფექციის სეფსისის გამო ან სეპტიური შოკის შედეგად).

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (შესაძლოა კუჭის ტკივილით ან ცხელებით) გამოწვეული ბაქტერიით სახელწოდებით Clostridium difficile.

გულმკერდის არეში ტკივილი, ან ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით ფეხის ქვედა ნაწილში ან ფეხის კუნთის არეში (გამოწვეული სისხლის შედედებით).

ქოშინი (გულმკერდის სერიოზული ინფექციით, ფილტვის ანთებით, გულის უკმარისობით ან სისხლის შედედებით).

სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (სერიოზული ტიპის ალერგიული რეაქციის გამო, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია).

კანის კიბოს გარკვეული სახეობები (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გარეგნობის ცვლილებები ან წარმონაქმნები კანზე. თუ კანცინოლის მიღებისას შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას კანზე, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მარჯვენა მხარეს ტკივილი მუცლის არეში, ცხელება და გულისრევა ან ღებინება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი). შეწყვიტეთ პომალიდომიდის გამოყენება ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ასევე იხილეთ ნაწილი 2.

შეწყვიტეთ კანცინოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ქოშინი (დისპნოე).

ფილტვების ინფექციები (პნევმონია და ბრონქიტი).

ცხვირის, სინუსების და ყელის ინფექციები, გამოწვეული ბაქტერიებით ან ვირუსებით.

სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რაც იწვევს დაღლილობას და სისუსტეს.

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, პალპიტაცია, ჩხვლეტა ან დაბუჟება, ქოშინი, განწყობის ცვლილება.

სისხლში შაქრის მაღალი დონე.

მადის დაკარგვა.

ყაბზობა, დიარეა ან გულისრევა.

გულისრევა (ღებინება).

ენერგიის ნაკლებობა.

ჩაძინების ან ძილის გაძნელება.

თავბრუსხვევა, ტრემორი.

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე.

ძვლის ტკივილი, ზურგის ტკივილი.

დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილები ხელებსა და ტერფებში (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია).

სხეულის შეშუპება, მათ შორის ხელების ან ფეხების შეშუპება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

დაცემა

სისხლდენა თავის ქალაში.

მოძრაობის ან შეგრძნების უნარის დაქვეითება ხელებში, მკლავებში, ტერფებსა და ფეხებში ნერვული დაზიანების გამო (პერიფერიული სენსორმოტორული ნეიროპათია).

დაბუჟება, ქავილი და ჩხვლეტის შეგრძნება კანზე (პარესთეზია).

თავში ტრიალის შეგრძნება, რაც ართულებს ადგომას და ნორმალურად მოძრაობას.

სითხით გამოწვეული შეშუპება.

ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

გამონაყარი.

კანის ქავილი.

ზოსტერი.

სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია).

გულის შეტევა (მკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება).

გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის ინფექცია.

არტერიული წნევის მომატება.

სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება ერთდროულად (პანციტოპენია), რაც უფრო მიდრეკილს ხდის ადამიანს სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ. შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და სისუსტე, ქოშინი და ასევე უფრო სავარაუდოა, რომ განვითარდეს ინფექციები.

ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა) რაოდენობის შემცირება ხშირად გამოწვეული ინფექციით (ლიმფოპენია).

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, გაღიზიანება და სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების, ტერფების ან ტუჩების დაბუჟება და/ან ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, თავბრუსხვევა, დაბნეულობა.

სისხლში ფოსფატების დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და გაღიზიანება ან დაბნეულობა.

სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეფლექსების შენელება და ჩონჩხის კუნთების სისუსტე.

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების კრუნჩხვები, კრუნჩხვები (ეპილეფსიური კრუნჩხვები) ან კომა.

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ართრიტის ფორმა - პოდაგრა.

დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე.

გრიპის მსგავსი სიმპტომები (გრიპი).

პირის ღრუში წყლულები ან სიმშრალე.

გემოს ცვლილებები.

მუცლის ტკივილი, მუცლის შეშუპება.

დაბნეულობის შეგრძნება.

უგუნებობა (დეპრესიული განწყობა).

გონების დაკარგვა, გულის წასვლა.

მხედველობის დაბინდვა (კატარაქტა).

თირკმლის დაზიანება.

შარდის გამოყოფის უუნარობა.

ღვიძლის ფუნქციური ტესტებში ცვლილებები

საშარდე გზების ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება შარდის გამოყოფისას, ან უფრო ხშირად შარდვის საჭიროება.

ტკივილი მენჯის არეში.

წონის დაკლება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ინსულტი.

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი და მუცლის ტკივილი.

კიბოს უჯრედების დაშლა, რაც იწვევს სისხლში ტოქსიკური ნაერთების გამოყოფას (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ლეთარგია, კუნთების სისუსტე, გულისცემის შენელება, წონის მომატება.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტატის მოცილება (როგორიცაა გული ან ღვიძლი).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში.

  • როგორ ინახება კანცინოლი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ კანცინოლი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას ან ფალსიფიკაციის ნიშნებს მედიკამენტის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს მკურნალობის ბოლოს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კანცინოლი

აქტიური ნივთიერება არის პომალიდომიდი.

სხვა ინგრედიენტებია ცელულოზა, მიკროკრისტალური, მალტოდექსტრინი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

კანცინოლი 4 მგ მყარი კაფსულა:

თითოეული კაფსულა შეიცავს 4 მგ პომალიდომიდს.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, ტიტანის დიოქსიდს (E171), რკინის ოქსიდის ყვითელს (E172), რკინის ოქსიდის წითელს (E172), ინდიგოტინს - FD&C Blue 2 (E132) და ერითროზინს - FD&C Red 3 (E127).

პროდუქტის კოდის დასაბეჭდად გამოყენებული თეთრი მელანი შედგება შელაკის, ტიტანის დიოქსიდის, ეთანოლისა და პროპილენგლიკოლისგან. მელნის გაშრობისას ხდება ეთანოლის და პროპილენგლიკოლის მოცილება.

კანცინოლის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

კანცინოლი 4 მგ მყარი კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულა, მუქი ლურჯი კორპუსით და წითელი თავსახურით, „PLM 4“ დაბეჭდილი ღერძულად თეთრი ფერით კორპუსში. კაფსულის ზომა 2.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 21 კაფსულას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“ აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი. საქართველო

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:

Synthon BV

Microweg 22

6545 CM Nijmegen

ნიდერლანდები

მწარმოებელი

Synthon Hispania S.L.

C/ Castelló, Nº1,

Sant Boi de Llobregat,

08830 ბარსელონა, ესპანეთი

ეს ბროშურა ბოლოს შესწორდა 08.11.2023 წელს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა