კანდეზეკ კომბი
CANDEZEK COMBI
კანდეზეკ კომბი შეიცავს ორ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდებათ ამლოდიპინი და კანდესარტანი. ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი წნევის კონტროლს. ამლოდიპინი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "კალციუმის არხის ბლოკატორები". …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + candesartan cilexetil
- ფორმა და შეფუთვა
- 16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Adamed Pharma S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09DB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042023
- რეგისტრირებულია
- 13 სექტემბერი 2024, მოქმედებს 13 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- -
კანდეზეკ კომბი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კანდეზეკ კომბი შეიცავს ორ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდებათ ამლოდიპინი და კანდესარტანი. ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი წნევის კონტროლს.
ამლოდიპინი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "კალციუმის არხის ბლოკატორები". ამლოდიპინი აჩერებს კალციუმის გადაადგილებას სისხლძარღვის კედელში, რაც იცავს მათ შევიწროებისგან.
კანდესარტანი მიეკუთვნება "ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტები"-ს ჯგუფის ნივთიერებებს. ანგიოტენზინ II გამოიმუშავება ორგანიზმის მიერ და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, რითაც ზრდის არტერიულ წნევას. კანდესარტანი მოქმედებს ანგიოტენზინ II-ის ეფექტის ბლოკირების ხარჯზე.
ორივე ეს ნივთიერება იცავს სისხლძარღვების შევიწროვებისგან. შედეგად ხდება სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის დაკლება.
კანდეზეკ კომბი გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა უკვე სათანადოდაა კონტროლირებული ამლოდიპინის და კანდესარტანის კომბინაციით, რომლებიც მიიღება ცალ-ცელკე იმავე დოზებით, როგორც კანდეზეკ კომბი.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ კანდესარტანს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე პროდუქტების სახით, შეუძლიათ სანაცვლოდ მიიღონ კანდეზეკ კომბის კაფსულები, რომლებიც შეიცავს აქტიური ნივთიერებების იმავე დოზებს.
თუ თქვენ მიიღეთ კანდეზეკ კომბის ზედმეტი დოზირება
ჭარბი რაოდენობით კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არტერიული წნევის შემცირება და მათ შორის სახიფათო შემცირება. შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გულის წასვლა ან სისუსტე. არტერიული წნევის ძალიან მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. შესაძლოა კანი გაცივდეს და განვიტარდეს ოფლდენა და შეიძლება დაკარგოთ ცნობიერება. თქვენს ფილტვებში შეიძლება აღინიშნოს ჭარბი სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება) და გამოიწვიოს ქოშინი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათამდე. თუ მიიღეთ კაფსულების ზედმეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ კანდეზეკ კომბის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ კანდეზეკ კომბის მიღებას
თქვენი ექიმი გირჩევთ თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. შესაძლოა აღინიშნოს დაავადების რეციდივი, თუ შეწყვეტთ მედიკამენტის გამოყენებას ნაადრევად. ამიტომ არ შეწყვიტოთ კანდეზეკ კომბის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ამლოდიპინის ან სხვა ნებისმიერი კალციუმის ანტაგონისტების მიმართ, ასევე კანდესარტანის ცილექსეტილის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ გაქვთ ძალიან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
თუ გაქვთ აორტის გულის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ აწვდის სხეულს საკმარის სისხლს).
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ
თუ თქვენი ორსულობა გრძელდება უკვე 3 თვეზე მეტი (იხ. პუნქტი ორსულობა და ძუძუთი კვება)
თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის ბუშტიდან ნაღველის გადმოსვლის პრობლემა)
ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ/1,73 მ2).
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კანდეზეკი კომბის გამოყენებამდე თუ შემდეგი მდგომარეობიდან აღინიშნება რომელიმე:
ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა
გულის უკმარისობა
არტერიული წნევის მკვეთრი მატება (ჰიპერტენზიული კრიზისი)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
თქვენ ხართ ხანდაზმული და საჭიროა თქვენთვის დოზის გაზრდა
ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თირკმლის გადანერგვა
თუ გაქვთ ღებინება, ახლახან გქონდათ ძლიერი ღებინება ან გაქვთ დიარეა
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება „კონის სინდრომი“ (ასევე უწოდებენ პირველად ჰიპერალდოსტერონიზმს)
თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ის ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან ასოცირებული თირკმელების პრობლემები,
ალისკირენი.
ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენი თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობას სისხლში. ასევე იხილეთ ინფორმაცია პინქტში ,,არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“.
რომელიმე მითითებული მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მასთან ხშირი ვიზიტი გარკვეული სამედიცინო ანალიზების ჩასატარებლად.
თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ კანდეზეკ კომბის. ეს აუცილებელია, ვინაიდან კანდეზეკ კომბი ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იწვევს არტერიული წნევის უჩვეულო დაწევას.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება გახდეთ) ორსულად უნდა აცნობოთ ექიმს. კანდეზეკ კომბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის დროს, რადგან ამ ეტაპზე გამოყენებისას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ნაყოფს (იხ. პუნქტი ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს კანდეზეკ კომბის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში (18 წლამდე). ამიტომ არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.
კანდეზეკ კომბიმ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე ან ასევე სხვა პრეპარატებმა შესაძლოა იმოქმედონ კანდეზეკ კომბიზე, როგორიცაა:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
კრაზანა-hypericum perforatum (St. John’s Wort)
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე მედიკამენტები)
დანტროლენი (ინფუზია სხეულის ტემპერატურის მწვავე დარღვევების დროს)
სიმვასტატინი (ქოლესტერინის დამწევი საშუალება)
სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, მათ შორის ბეტა-ბლოკერები, დიაზოქსიდი და აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა ენალაპრილი, კაპტოპრილი, ლიზინოპრილი ან რამიპრილი) ან ალისკირენი (ასევე იხილეთ ინფორმაცია პუნქტში „არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი,
ცელეკოქსიბი ან ეტორიკოქსიბი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება)
აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება), თუ იღებთ 3 გ-ზე მეტს დღეში.
კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის რაოდენობას თქვენს სისხლში).
ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება)
დიურეზული კაფსულები (შარდმდენები)
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (გამოიყენება თქვენი სხეულის იმუნური პასუხის გასაკონტროლებლად, რაც საშუალებას აძლევს თქვენს ორგანიზმს მიიღოს გადანერგილი ორგანო),
ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
კანდეზეკ კომბის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
გრეიფრუტის წვენი და გრეიფრუტი არ უნდა იქნას მიღებული კანდეზეკ კომბის მიღებისას, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანდეზეკ კომბის არტერიული წნევის დამწევი ეფექტის უკონტროლო ზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ჩვილს კვებავთ ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება გახდეთ ორსულად) უნდა აცნობოთ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ შეწყვიტოთ კანდეზეკ კომბის მიღება დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი კანდეზეკ კომბის ნაცვლად. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდი
ნაჩვენებია, რომ ამლოდიპინი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. კანდეზეკი კომბი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის და ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა ალტერნატიული მკურნალობა თქვენთვის, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ბავშვი ახალშობილია ან ნაადრევად დაიბადა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კანდეზეკ კომბიმ შეიძლება ზომიერი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ კაფსულები იწვევენ თქვენში შეუძლოდ ყოფნას, თავბრუსხვევას ან დაღლილობას ან თავის ტკივილს, მაშინ არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კანდეზეკ კომბი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ კანდეზეკ კომბის მიღება და მიმართეთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას, თუ შემდეგი რეაქციებიდან გამოვლინდება რომელიმე:
უეცარი ხიხინი, გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკოვანი წყლულები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
გულის შეტევა, გულისცემის დარღვევა
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება
კანდესარტანმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. თქვენი რეზისტენტულობა ინფექციის მიმართ შეიძლება შემცირდეს და შეამჩნიოთ დაღლილობა, განვითარდეს ინფექცია ან ცხელება. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ექიმმა შესაძლოა ხანდახან ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები იმისათვის, რომ შეამოწმოს კანდეზეკ კომბის ეფექტი თქვენს სისხლზე (აგრანულოციტოზი).
სხვა შესაძლოა გვერდითი ეფექტები:
ვინაიდან კანდეზეკ კომბი წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია შემდეგში ასოცირდება ამლოდიპინის ან კანდესარტანის გამოყენებასთან.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამლოდიპინის გამოყენებასთან
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემას შეგიქმნით ან ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
- ტერფის შეშუპება
ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
პალპიტაცია (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), სახის გაწითლება
მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
ნაწლავის მოქმედების ცვლილებები, დიარეა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
დაღლილობა, სისუსტე
მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება
კუნთების სპაზმი
არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა
კანკალი, გემოვნების დარღვევა, გულის წასვლა
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
ყურებში ხმაური
სისხლის დაბალი წნევა
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული ცემინება/სურდო (რინიტი)
ხველა
პირის სიმშრალე, ღებინება
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, წითელი ლაქები კანზე, კანის გაუფერულება
შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით შარდვის მოთხოვნილება, შარდვის გახშირების გაზრდა
მამაკაცებში ერექციის დარღვევა, დისკომფორტი ან მკერდის გადიდება
ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
წონის მატება ან დაკლება
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში
დაბნეულობა
ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა
სისხლში ჭარბი შაქრის დონე (ჰიპერგლიკემია)
ნერვული გადაცემის მოშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე.
კუნთების ტონუსის გაზრდა
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
დარღვევების კომბინაცია, როგორიცაა რიგიდულობა, ტრემორი და/ან მოძრაობის დარღვევა
უცნობია სიხშირე:
კანკალი, სხეულის რიგიდულობა, ნიღბის მსგავსი სახე, შენელებული მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია კანდესარტანის გამოყენებასთან
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 -მდე პაციეტში):
თავბრუსხვევის/ტრიალის შეგრძნება
თავის ტკივილი
რესპირატორული ინფექცია
დაბალი არტერიული წნევა - ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან თავბრუსხვევა
ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში:
სისხლში კალიუმის მომატებული რაოდენობა, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გულის უკმარისობა - თუ ეს მძიმე ხასიათისაა, შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, სისუსტე, არარეგულარული გულისცემა ან ჩხვლეტა
ზეგავლენა თირკმელების ფუნქციაზე, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმლის პრობლემები ან გულის უკმარისობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში):
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება
სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების შემცირება - შეიძლება შეიგრძნოთ დაღლილობა, ინფექცია ან ცხელება
კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ქავილი
ზურგის ტკივილი, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში
თქვენი ღვიძლის მუშაობის ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) - შეიძლება შეიგრძნოთ დაღლილობა, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება და გრიპის მსგავსი სიმპტომები
ხველა
გულისრევა
ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში:
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება - თუ შემცირება ძლიერია, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა ან კუნთების სპაზმი
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
დიარეა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ წამლისა და სამედიცინო პროდუქტისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს
იერუსალიმის ხეივანი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება მიეწოდოს პასუხისმგებელ პირს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი და კანდესარტანის ცილექსეტილი.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 8 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 5 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 8 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 10 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 5 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 10 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარმელოზის კალციუმი, მაკროგოლის ტიპი 8000, ჰიდროქსიპროპილცელულოზა/ტიპი: EXF (250-800 cps (10% ხსნარისთვის)), ჰიდროქსიპროპილცელულოზა /ტიპი: LF (65-175 cps (5% ხსნარისთვის)), მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი (8 მგ + 5 მგ, 8 მგ + 10 მგ): ქინოლინის ყვითელი (E 104), რკინის ოქსიდის ყვითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (16 მგ + 5 მგ): ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (16 მგ + 10 მგ): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
საღებავი(8მგ+10მგ; 16მგ+5მგ): შელაკი (E904), რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი, კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი, კალიუმის ჰიდროქსიდი
კანდეზეკ კომბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 3, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსი, მუქი ყვითელი თავსახური, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით შავი ნაბეჭდით CAN 8, ყვითელი თავსახური შავი ნაბეჭდით AML 10, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით შავი ნაბეჭდით CAN 16, ღია ყვითელი თავსახური ნაბეჭდით AML 5, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
შეფუთვის ზომა: 14, 28, 30, 56, 60, 90, 98, 100 კაფსულა, მყარი.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 5 მგ კაფსულები, მყარი
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 10 მგ კაფსულები, მყარი
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 5 მგ კაფსულები, მყარი
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 10 მგ კაფსულები, მყარი
კანდესარტანის ცილექსეტილი + ამლოდიპინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
რას წარმოადგენს კანდეზეკ კომბი და რისთვის გამოიყენება
ინფორმაცია კანდეზეკ კომბის გამოყენებამდე
კანდეზეკ კომბის გამოყენების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
კანდეზეკ კომბის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს კანდეზიკ კომბი და რისთვის გამოიყენება
კანდეზეკ კომბი შეიცავს ორ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდებათ ამლოდიპინი და კანდესარტანი. ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი წნევის კონტროლს.
ამლოდიპინი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "კალციუმის არხის ბლოკატორები". ამლოდიპინი აჩერებს კალციუმის გადაადგილებას სისხლძარღვის კედელში, რაც იცავს მათ შევიწროებისგან.
კანდესარტანი მიეკუთვნება "ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტები"-ს ჯგუფის ნივთიერებებს. ანგიოტენზინ II გამოიმუშავება ორგანიზმის მიერ და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, რითაც ზრდის არტერიულ წნევას. კანდესარტანი მოქმედებს ანგიოტენზინ II-ის ეფექტის ბლოკირების ხარჯზე.
ორივე ეს ნივთიერება იცავს სისხლძარღვების შევიწროვებისგან. შედეგად ხდება სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის დაკლება.
კანდეზეკ კომბი გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა უკვე სათანადოდაა კონტროლირებული ამლოდიპინის და კანდესარტანის კომბინაციით, რომლებიც მიიღება ცალ-ცელკე იმავე დოზებით, როგორც კანდეზეკ კომბი.
- ინფორმაცია კანდეზეკ კომბის გამოყენებამდე
არ შეიძლება კანდეზეკ კომბის მიღება
თუ ხართ ალერგიული ამლოდიპინის ან სხვა ნებისმიერი კალციუმის ანტაგონისტების მიმართ, ასევე კანდესარტანის ცილექსეტილის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ გაქვთ ძალიან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
თუ გაქვთ აორტის გულის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ აწვდის სხეულს საკმარის სისხლს).
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ
თუ თქვენი ორსულობა გრძელდება უკვე 3 თვეზე მეტი (იხ. პუნქტი ორსულობა და ძუძუთი კვება)
თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის ბუშტიდან ნაღველის გადმოსვლის პრობლემა)
ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ/1,73 მ2).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კანდეზეკი კომბის გამოყენებამდე თუ შემდეგი მდგომარეობიდან აღინიშნება რომელიმე:
ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა
გულის უკმარისობა
არტერიული წნევის მკვეთრი მატება (ჰიპერტენზიული კრიზისი)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
თქვენ ხართ ხანდაზმული და საჭიროა თქვენთვის დოზის გაზრდა
ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თირკმლის გადანერგვა
თუ გაქვთ ღებინება, ახლახან გქონდათ ძლიერი ღებინება ან გაქვთ დიარეა
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება „კონის სინდრომი“ (ასევე უწოდებენ პირველად ჰიპერალდოსტერონიზმს)
თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ის ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან ასოცირებული თირკმელების პრობლემები,
ალისკირენი.
ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენი თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობას სისხლში. ასევე იხილეთ ინფორმაცია პინქტში ,,არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“.
რომელიმე მითითებული მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მასთან ხშირი ვიზიტი გარკვეული სამედიცინო ანალიზების ჩასატარებლად.
თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ კანდეზეკ კომბის. ეს აუცილებელია, ვინაიდან კანდეზეკ კომბი ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იწვევს არტერიული წნევის უჩვეულო დაწევას.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება გახდეთ) ორსულად უნდა აცნობოთ ექიმს. კანდეზეკ კომბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ორსულობის დროს, რადგან ამ ეტაპზე გამოყენებისას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ნაყოფს (იხ. პუნქტი ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს კანდეზეკ კომბის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში (18 წლამდე). ამიტომ არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და კანდეზეკ კომბი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.
კანდეზეკ კომბიმ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე ან ასევე სხვა პრეპარატებმა შესაძლოა იმოქმედონ კანდეზეკ კომბიზე, როგორიცაა:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
კრაზანა-hypericum perforatum (St. John’s Wort)
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე მედიკამენტები)
დანტროლენი (ინფუზია სხეულის ტემპერატურის მწვავე დარღვევების დროს)
სიმვასტატინი (ქოლესტერინის დამწევი საშუალება)
სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, მათ შორის ბეტა-ბლოკერები, დიაზოქსიდი და აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა ენალაპრილი, კაპტოპრილი, ლიზინოპრილი ან რამიპრილი) ან ალისკირენი (ასევე იხილეთ ინფორმაცია პუნქტში „არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი,
ცელეკოქსიბი ან ეტორიკოქსიბი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება)
აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება), თუ იღებთ 3 გ-ზე მეტს დღეში.
კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის რაოდენობას თქვენს სისხლში).
ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება)
დიურეზული კაფსულები (შარდმდენები)
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (გამოიყენება თქვენი სხეულის იმუნური პასუხის გასაკონტროლებლად, რაც საშუალებას აძლევს თქვენს ორგანიზმს მიიღოს გადანერგილი ორგანო),
ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
კანდეზეკ კომბის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
გრეიფრუტის წვენი და გრეიფრუტი არ უნდა იქნას მიღებული კანდეზეკ კომბის მიღებისას, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანდეზეკ კომბის არტერიული წნევის დამწევი ეფექტის უკონტროლო ზრდა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ჩვილს კვებავთ ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება გახდეთ ორსულად) უნდა აცნობოთ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ შეწყვიტოთ კანდეზეკ კომბის მიღება დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი კანდეზეკ კომბის ნაცვლად. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდი
ნაჩვენებია, რომ ამლოდიპინი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. კანდეზეკი კომბი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის და ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა ალტერნატიული მკურნალობა თქვენთვის, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ბავშვი ახალშობილია ან ნაადრევად დაიბადა.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
კანდეზეკ კომბიმ შეიძლება ზომიერი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ კაფსულები იწვევენ თქვენში შეუძლოდ ყოფნას, თავბრუსხვევას ან დაღლილობას ან თავის ტკივილს, მაშინ არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კანდეზეკ კომბი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- კანდეზეკ კომბის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ კანდესარტანს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე პროდუქტების სახით, შეუძლიათ სანაცვლოდ მიიღონ კანდეზეკ კომბის კაფსულები, რომლებიც შეიცავს აქტიური ნივთიერებების იმავე დოზებს.
თუ თქვენ მიიღეთ კანდეზეკ კომბის ზედმეტი დოზირება
ჭარბი რაოდენობით კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არტერიული წნევის შემცირება და მათ შორის სახიფათო შემცირება. შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გულის წასვლა ან სისუსტე. არტერიული წნევის ძალიან მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. შესაძლოა კანი გაცივდეს და განვიტარდეს ოფლდენა და შეიძლება დაკარგოთ ცნობიერება. თქვენს ფილტვებში შეიძლება აღინიშნოს ჭარბი სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება) და გამოიწვიოს ქოშინი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათამდე. თუ მიიღეთ კაფსულების ზედმეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ კანდეზეკ კომბის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ კანდეზეკ კომბის მიღებას
თქვენი ექიმი გირჩევთ თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. შესაძლოა აღინიშნოს დაავადების რეციდივი, თუ შეწყვეტთ მედიკამენტის გამოყენებას ნაადრევად. ამიტომ არ შეწყვიტოთ კანდეზეკ კომბის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ კანდეზეკ კომბის მიღება და მიმართეთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას, თუ შემდეგი რეაქციებიდან გამოვლინდება რომელიმე:
უეცარი ხიხინი, გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკოვანი წყლულები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
გულის შეტევა, გულისცემის დარღვევა
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება
კანდესარტანმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. თქვენი რეზისტენტულობა ინფექციის მიმართ შეიძლება შემცირდეს და შეამჩნიოთ დაღლილობა, განვითარდეს ინფექცია ან ცხელება. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ექიმმა შესაძლოა ხანდახან ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები იმისათვის, რომ შეამოწმოს კანდეზეკ კომბის ეფექტი თქვენს სისხლზე (აგრანულოციტოზი).
სხვა შესაძლოა გვერდითი ეფექტები:
ვინაიდან კანდეზეკ კომბი წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია შემდეგში ასოცირდება ამლოდიპინის ან კანდესარტანის გამოყენებასთან.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამლოდიპინის გამოყენებასთან
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემას შეგიქმნით ან ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
- ტერფის შეშუპება
ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
პალპიტაცია (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), სახის გაწითლება
მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
ნაწლავის მოქმედების ცვლილებები, დიარეა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
დაღლილობა, სისუსტე
მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება
კუნთების სპაზმი
არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა
კანკალი, გემოვნების დარღვევა, გულის წასვლა
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
ყურებში ხმაური
სისხლის დაბალი წნევა
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული ცემინება/სურდო (რინიტი)
ხველა
პირის სიმშრალე, ღებინება
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, წითელი ლაქები კანზე, კანის გაუფერულება
შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით შარდვის მოთხოვნილება, შარდვის გახშირების გაზრდა
მამაკაცებში ერექციის დარღვევა, დისკომფორტი ან მკერდის გადიდება
ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
წონის მატება ან დაკლება
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში
დაბნეულობა
ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა
სისხლში ჭარბი შაქრის დონე (ჰიპერგლიკემია)
ნერვული გადაცემის მოშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე.
კუნთების ტონუსის გაზრდა
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
დარღვევების კომბინაცია, როგორიცაა რიგიდულობა, ტრემორი და/ან მოძრაობის დარღვევა
უცნობია სიხშირე:
კანკალი, სხეულის რიგიდულობა, ნიღბის მსგავსი სახე, შენელებული მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია კანდესარტანის გამოყენებასთან
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 -მდე პაციეტში):
თავბრუსხვევის/ტრიალის შეგრძნება
თავის ტკივილი
რესპირატორული ინფექცია
დაბალი არტერიული წნევა - ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან თავბრუსხვევა
ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში:
სისხლში კალიუმის მომატებული რაოდენობა, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გულის უკმარისობა - თუ ეს მძიმე ხასიათისაა, შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, სისუსტე, არარეგულარული გულისცემა ან ჩხვლეტა
ზეგავლენა თირკმელების ფუნქციაზე, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმლის პრობლემები ან გულის უკმარისობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში):
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება
სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების შემცირება - შეიძლება შეიგრძნოთ დაღლილობა, ინფექცია ან ცხელება
კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ქავილი
ზურგის ტკივილი, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში
თქვენი ღვიძლის მუშაობის ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) - შეიძლება შეიგრძნოთ დაღლილობა, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება და გრიპის მსგავსი სიმპტომები
ხველა
გულისრევა
ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში:
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება - თუ შემცირება ძლიერია, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა ან კუნთების სპაზმი
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
დიარეა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ წამლისა და სამედიცინო პროდუქტისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს
იერუსალიმის ხეივანი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება მიეწოდოს პასუხისმგებელ პირს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- კანდეზეკ კომბის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს კანდეზეკ კომბი
აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი და კანდესარტანის ცილექსეტილი.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 8 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 5 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 8 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 10 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 5 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი
თითოეული კაფსულა შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 10 მგ ამლოდიპინს, რაც ექვივალენტურია 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატის.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარმელოზის კალციუმი, მაკროგოლის ტიპი 8000, ჰიდროქსიპროპილცელულოზა/ტიპი: EXF (250-800 cps (10% ხსნარისთვის)), ჰიდროქსიპროპილცელულოზა /ტიპი: LF (65-175 cps (5% ხსნარისთვის)), მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი (8 მგ + 5 მგ, 8 მგ + 10 მგ): ქინოლინის ყვითელი (E 104), რკინის ოქსიდის ყვითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (16 მგ + 5 მგ): ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (16 მგ + 10 მგ): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი
საღებავი(8მგ+10მგ; 16მგ+5მგ): შელაკი (E904), რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი, კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი, კალიუმის ჰიდროქსიდი
კანდეზეკ კომბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 3, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსი, მუქი ყვითელი თავსახური, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 8 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით შავი ნაბეჭდით CAN 8, ყვითელი თავსახური შავი ნაბეჭდით AML 10, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 5 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით შავი ნაბეჭდით CAN 16, ღია ყვითელი თავსახური ნაბეჭდით AML 5, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
კანდეზეკ კომბი 16 მგ + 10 მგ, კაფსულები, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა No. 1, თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, შევსებული მოთეთროდან თეთრი ფერის გრანულებით.
შეფუთვის ზომა: 14, 28, 30, 56, 60, 90, 98, 100 კაფსულა, მყარი.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ადამედ ფარმა ს.ა.
პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნოვი
მწარმოებელი
ადამედ ფარმა ს.ა.
პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნოვი
ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპული სავაჭრო ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:
პოლონეთი
Candezek Combi
ბულგარეთი
Candezek Combi Repido AM
ჩეხეთი
Candezek
საბერძნეთი
Desarpin
სლოვაკია
Candezek
უნგრეთი
Candezek Plus
ამ ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღია 11.2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


