ცოფის ინფექციის პასიური, ტრანზიტორული პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა დაუყოვნებლივ გამოიყენება ინდივიდებში, ცოფიან ან სავარაუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Antirabies immunoglobulin,Rabies Immune Globulin (Human))
- ფორმა და შეფუთვა
- 150სე/მლ ადამიანის ინაქტივირებული ანტირაბიული იმუნოგლობულინი 10მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Kamada Ltd, ისრაელი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, სპეციფიკური იმუნოგლობულინები
- ATC კოდი
- J06BB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038515
- რეგისტრირებულია
- 4 ივლისი 2023, მოქმედებს 4 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Kamada Ltd (ისრაელი)
- განმცხადებელი
- შპს „ნუგეში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კამრაბი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცოფის ინფექციის პასიური, ტრანზიტორული პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა დაუყოვნებლივ გამოიყენება ინდივიდებში, ცოფიან ან სავარაუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში.
ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი ყოველთვის გამოიყენება კომბინაციაში ცოფის ვაქცინასთან, როგორც ცოფის ინფექციის პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის ნაწილი, პაციენტებში სავარუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ადრე არ ქონია ვაქცინაცია ჩატარებული ცოფის ვაქცინით.
ადგილობრივ ან სახელმწიფო საზოგადოებრივ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს უნდა ჰქონდეთ კონსულტაციები თუ კითხვები გაჩნდება ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემდეგ პასიური და/ან აქტიური იმუნიზაციის რეკომენდაციები მოცემულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (WHO)2 და აშშ -ს ჯანდაცვის სამსახურის იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის მიერ (ACIP)1.
მიღების წესი და დოზირება
პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა მოიცავს იმუნოგლობულინის ერთ დოზასა და ცოფის ვაქცინაციის სრულს კურსს. ცოფის იმუნოგლობულინი და ცოფის ვაქცინის პირველი დოზა შეიყვანება, რაც შეიძლება სწრაფად ექსპოზიციის შემდეგ. ცოფის ვაქცინის დამატებითი დოზები გამოიყენება ოფიციალური გაიდლაინებისა თუ მწარმოებლის ინსტრუქციების თანახმად.
ცოფის პროფილაქტიკა ექსკლუზიურად თანმხლები ვაქცინაციით: ცოფის იმუნოგლობულინის რეკომენდებული დოზა არის 20 სე/კგ, სასურველია ის გაკეთდეს პირველი ვაქციის დოზასთან ერთად. მისი შეყვანა ასევე შესაძლებელია მეშვიდე დღეს, მას შემდეგ რაც პირველი დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებულია.
KamRAB -ი არასოდეს არ შეიყვანება იმავე შპრიცში და იმავე ანატომიურ ადგილას, სადაც ვაქცინა
ვაქცინაციასთან დაკავშირებული ანტისხეულების წარმოქმნაზე ზეგავლენის რისკის გამო, არც დოზა უნდა გაიზარდოს და არც ცოფის იმუნოგლობულინის დამატებითი დოზა არ უნდა იქნეს გამოყენებული (მაშინაც კი, თუ თანმხლები პროფილაქტიკის დაწყება დაყოვნებულია).
გამოყენების წესი
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი შეიყვანება ინტრამუსკულური გზით.
თუ საჭიროა დიდი მოცულობა (> 2 მლ ბავშვებისათვის ან > 5 მლ უფროსებისათვის), რეკომენდებულია გაყოფილი დოზებით შეყვანა სხვადასხვა ადგილას.
KamRAB -ი არასოდეს არ შეიყვანება იმავე შპრიცში და იმავე ანატომიურ ადგილას, სადაც ვაქცინა.
ჭრილობა უნდა გასუფთავდეს საპნით და სადეზინფექციო საშუალებით.
KamRAB სასურველია დაინიშნოს ნაკბენ ადგილას. KamRAB--ი შეიყვანება რაც შეიძლება მეტი დოზით, რაც კი იქნება ანატომიურად შესაძლებელი ჭრილობის გარშემო ადგილას; დანარჩენი შეიყვანება დელტოიდურ კუნთში მხრის ზედა ნაწილში ან პატარა ბავშვებში - ბარძაყზე წინა-გვერდით მიდამოში. ინექცია სრულდება ცოფის ვაქცინის საწინააღმდეგო მხარეს. პასიური იმუნიზაცია დუნდულა კუნთში, სადაც შეწოვა არაპროგნოზირებადია, თავიდან უნდა ავიცილოთ.
თუ ინტრამუსკულარული გზით შეყვანა უკუნაჩვენების (სისხლდენა), ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კანქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კლინიკური ეფექტურობის მონაცემების კანქვეშა ინექციის დროს.
ცოფის პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა
ადგილობრივ ან სახელმწიფო საზოგადოებრივ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს უნდა ჰქონდეთ კონსულტაციები თუ კითხვები გაჩნდება ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით.
ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა: ნაკბენი ჭრილობებისა და ნაკაწრების სასწრაფო და სათანადო ადგილობრივი მკურნალობა ალბათ ყველაზე უფრო ეფექტური პრევენციული ზომაა. პირველადი დახმარების რეკომენდებული პროცედურა გულისხმობს ჭრილობის დაუყოვნებლივ გასუფთავებას მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში საპნითა და წყლით, სარეცხი საშუალებით, პოვიდონის იოდით ან სხვა ნივთიერებებით, რომელსაც ცოფის ვირუსზე დამტკიცებული ლეტალური ეფექტი აქვთ (WHO)2.
ტეტანუსის პროფილაქტიკა და ბაქტერიული ინფექციის საკონტროლ ზომები ხორციელდება საჭიროების მიხედვით.
უკუჩვენებები
ცოფით გამოწვეული სიცოცხლისათვის სახიფათო რისკის გამო, ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენებისათვის უკუჩვენებები არ არსებობს. თუმცა, KamRAB არ გამოიყენება განმეორებითი დოზებით, ვაქცინით მკურნალობის დაწყების შემდეგ. დოზის განმოერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მაქსიმალურად აქტიურ იმუნიტეტს, რომელსაც ვაქცინიდან მოელიან.
სიფრთხილის ზომები
დარწმუნდით იმაში, რომ KamRAB არ მოხვდა სისხლძარღვაში, შოკის განვითარების რისკის გამო.
ჭეშმარიტი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
KamRAB -ი შეიძლება შეიცავდეს IgA-ს ნარჩენებს. პირებში, სპეციფიკური IgA დეფიციტით არსებობს IgA-ს მიმართ ანტისხეულების განვითარების მომატებული ალბათობა და IgA-ს შემცველი სისხლის პრეპარატების შეყვანის შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური რეაქციები.
იშვიათად, ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ანაფილაქსიური რეაქციით, იმ პაციენტებშიც კი, ვინც ადრე კარგად გადაიტანა ადამინის იმუნოგლიბულინით მკურნალობა.
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაზე ეჭვის დროს ინიექცია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. შოკის შემთხვევაში, უნდა განხორცეილდეს შოკის სტანდარტული სამკურნალო ზომები. მწვავე ანაფილაქტოიდური სისტემის მკურნალობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეპინეფრინი.
KamRAB -ი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ადამიანის იმუნოგლობულინის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, სისტემური ალერგიული რეაქციების ანამნეზით.
ინტრამუსკულარული გზით შეყვანისას, თრომბოციტოპენიის ან სისხლდენის სხვა დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლდენის გართულებები.
ადამიანის სისხლისა თუ პლაზმისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები გულისხმობს დონორთა შერჩევას, ინდივიდუალური დონაციებისა და პლაზმის საერთო რეზერვის სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერების არსებობაზე და ვირუსების ინაქტივაციის/მოშორებისათვის ეფექტური საწარმოო საფეხურების ჩართვას. მიუხედავად ამისა, ადამიანის სისხლისა თუ პლაზმისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატების შეყვანისას, ინფექციური მიკროორგანიზმების გადაცემის შესაძლებლობის საბოლოოდ გამორიცხვა არ შეიძლება. ეს ეხება უცნობ ან ახალ ვირუსებს და სხვა პათოგენებს. ეს მიღებული ზომები ეფექტურია შემოგარსული ვირუსებისათვის, როგორებიცაა აივ, HBV და HCV, და არა-შემოგარსული ვირუსებისათვის, როგორებიცაა HAV და პარვოვირუსი B-19.
კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა რომ A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B-19 –ის ტრანსმისია იმუნოგლობულინით იშვიათია და ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ანტისხეულების შემცველობა მნიშვნელოვან როლს არულებს ვირუსულ უსაფრთხოებაზე.
KamRAB –ის ყოველი შეყვანისას პაციენტში რეკომენდებულია აღირიცხოს პრეპარატის სერიის ნომერი და დასახელება, პაციენტსა და პრეპარატის სერიას შორის კავშირის დასაფიქსირებლად.
თრომბოზების შესახებ რეკომენდაციები
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როდესაც იმუნოგლობულინის პროდუქტები ინიშნება თრომბოზების მიმართ გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში.
თრომბოზის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან პაციენტები რომელთაც აქვთ შეძენილი ან თანდაყოლილი ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, გახანგრძლივებული იმობილიზაცია, სისხლძარღვთა მუდმივი კათეტერიზაცია, ხანდაზმული ასაკი, ესტროგენის გამოყენება, ვენური ან არტერიული თრომბოზის ისტორია, გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები (ათეროსკლეროზის ან/და გულის გამოშვების დარღვევის ანამნეზის ჩათვლით) და ჰიპერვისკოზი მათ შორის კრიოგლობულინები, უზმოზე ქილომიკრონემია და/ან მაღალი ტრიგლიცერიდების დონე და მონოკლონური გამაპათიები).
თრომბოზების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ თრომბოზული გართულებების მონიტორინგის ქვეშ.
ასევე გასათვალისწინებელია სისხლის სიბლანტის საბაზისო განსაზღვრა ჰიპერვისკოზიტის რისკის ქვეშ მყოფ პირებში.
ჰემოლიზის შესახებ რეკომენდაციები
ჰემოლიზის პოტენციალის ცნობიერების ამაღლება რეკომენდებულია იმ პირებში, რომლებიც იღებენ იმუნოგლობულინის პროდუქტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს გაზრდილიმ რისკი
იმუნოგლობულინებით მკურნალობის შემდეგ ჰემოლიზის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან არა-O სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტები, მათ, ვისაც აქვთ თანმხლები ანთებითი დაავადებები და ისინი, ვინც იღებენ იმუნოგლობულინების მაღალ კუმულაციური დოზებს რამდენიმე დღის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოგლობულინის პროდუქტებს, უნდა გაიარონ ჰემოლიზის მონიტორინგი, განსაკუთრებით გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებმა.
ჰემოლიზის კლინიკური სიმპტომები და ნიშნებია ცხელება, შემცივნება და მუქი შარდი. თუ ეს გამოვლინდა უნდა ჩატარდეს შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედებები
ცოცხალი შესუსტებული ვირუსული ვაქცინა
იმუნოგლობულინების შეყვანამ შეიძლება ხელი შეუშალოს ცოცხალი შესუსტებული ვირუსული ვაქცინების, როგორებიც არის წითელა, ყბაყურა და ჩუტყვავილა მიმართ იმუნური პასუხის განვითარებას 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში. KamRAB –ის შეყვანის შემდეგ შესუსტებული ვირუსული ვაქცინების შეყვანამდე უნდა გავიდეს 3 თვე. წითელას შემთხვევაში, ეს შეზღუდვა შეიძლება 4 თვემდე გაგრძელდეს.
სეროლოგიური ტესტირებების ხელის შეშლა
იმუნოგლობულინის ინექციის შემდეგ პასიურად გადაცემული სხვადასხვა ანტისხეულების ტრანზიტორულმა მომატებამ პაციენტის სისხლში შეიძლება მოგვცეს სეროლოგიური ტესტირების ცრუ დადებითი შედეგები.
ერითროციტების ანტიგენებზე (მაგ. A, B, D) ანტისხეულების პასიურმა ტრანსმისიამ შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის წითელი უჯრედების სეროლოგიურ ტესტებს, მაგალითად ანტიგლობულინის სინჯს (Coomb’s test).
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტროლირებული კლინიკური კვლევებით, ორსულ ქალებში ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ასევე არ არის ცნობილი, გადადის, თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების დედის რძეში. იმუნოგლობულინებით მკურნალობის კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ მავნე ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფსა და ახალშობილზე მოსალოდნელი არ არის.
ცოფის საწინააღმდეგო IgG (ადამიანის) ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი ეფექტების სიხშირის შესახებ მყარი მონაცემები კლინიკური კვლევებიდან არ არსებობს. შემდეგი არასასურველი ეფექტები არის აღწერილი:
ადგილობრივი სიმაგრე, კუნთების დაჭიმულობა შეიძლება განვითარდეს ინიექციის ადგილას და გაგრძელდეს ინიექციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება და ანგიოედემა. ადამიანის იმუნოგლობულინების პრეპარატების ინიექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქტიური რეაქციები.
KamRAB –თან დაკავშირებული შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იქნა აღწერილი კლინიკური კვლევებიდა, რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ერითროციტურიას და სისუსტეს. ყველა განვითარებული გვერდითი მოვლენა იყო მსუბუქი ან ზომიერი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ KamRAB კარგად აიტანება.
გადამდებ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში უსაფრთხოებისათვის იხ. პუნქტი 4.4.
ჭარბი დოზა
ფარმაკოლოგიური მოქმედება
შემადგენლობა
ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი.
KamRAB არის სტერილური, პიროგენებისგან თავისუფალი თხევადი ხსნარი, რომელიც შეიცავს ცოფის საწინააღმგდეო იმუნოგლობულინს (ადამიანის) არა ნაკლებ 150 სე/მლ-ში.
არსებობს KamRAB -ის 2, 5 და 10 მლ -იანი დოზიანი ფლაკონები. 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 სე-ს, რაც საკმარისია 15 კგ წონის ბავშვისათვის. 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 750 სე-ს, რაც საკმარისია 37.5 კგ წონის მოზრდილებისთვის. 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1500 სე, რაც საკმარისია 75 კგ წონის ადამიანებისთვის. საბოლოო პროდუქტი ანალიზი ხდება ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის რეფერენს სტანდარტის გამოყენებით, რომელიც დაკალიბრებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
პრეპარატი შეიცავს 95%-ზე მეტ G იმუნოგლობულინს (გამა გლობულინი, IgG). არააქტიურ ნივთიერებებზე ინფორმაცია იხ. პარაგრაფ 6.1.
შენახვის პირობები
KamRAB –ი ინახება 20C - 80C ტემპერატურის პირობებში.
არ უნდა გაიყინოს.
კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
KamRAB –ი ხელმისაწვდომია USP I ტიპის შუშის ფლაკონებში 2, 5 და 10 მლ-ის შემცველობით 150 სე/მლ სიძლიერით, მზა სტერილური, გამჭვირვალე და პიროგენ თავისუფალი საინიექციო ხსნარის სახით.
გამოყენებისა და მოხმარების და ლიკვიდაციის ინსტრუქციები
გამოყენების წინ პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.
ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ღია ყვითელი ფერის. შეიძლება შეიცავდეს პატარა ზომის ჩანართებს. ნუ გამოიყენებთ მღვრიე ხსნარს.
ნებისმიერი გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ლიტერატურა
- Human rabies prevention—United States, 2008: Recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices (ACIP). MMWR 2008;57(No. RR-3).
- WHO Expert Consultation on Rabies. First Report. WHO Tech Rep Ser, 931 (2009).
- CDC Centers for Disease Control and Prevention. CDC.gov .
http://www.cdc.gov/rabies/medical_care/hrig.html
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებულია
Kamada Ltd., Beit Kama, MP Negev 85325, ისრაელი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ათქ კოდი: J06BB05
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ძირითადად შეიცავს იმუნოგლობულინ G (IgG) ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი შემცველობით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ინტრამუსკულური ინექციისათვის ბიოათვისებადია რეციპიენტის ცირკულაციაში 2-3 დღის შემდეგ.
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინს აქვს 3-4 კვირიანი ნახევრად დაშლის პერიოდი. ნახევრად დაშლის ეს პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში.
IgG და IgG-კომპლექსები იშლება რეტიკულოენდოთელური სისტემის უჯრედებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ინფორმაცია გამოყენებაზე ექიმისთვის
სამედიცინო პრეპარატის დასახელება
KamRAB 150 სე/მლ, საინექციო ხსნარი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი.
KamRAB არის სტერილური, პიროგენებისგან თავისუფალი თხევადი ხსნარი, რომელიც შეიცავს ცოფის საწინააღმგდეო იმუნოგლობულინს (ადამიანის) არა ნაკლებ 150 სე/მლ-ში.
არსებობს KamRAB -ის 2, 5 და 10 მლ -იანი დოზიანი ფლაკონები. 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 სე-ს, რაც საკმარისია 15 კგ წონის ბავშვისათვის. 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 750 სე-ს, რაც საკმარისია 37.5 კგ წონის მოზრდილებისთვის. 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1500 სე, რაც საკმარისია 75 კგ წონის ადამიანებისთვის. საბოლოო პროდუქტი ანალიზი ხდება ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის რეფერენს სტანდარტის გამოყენებით, რომელიც დაკალიბრებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
პრეპარატი შეიცავს 95%-ზე მეტ G იმუნოგლობულინს (გამა გლობულინი, IgG). არააქტიურ ნივთიერებებზე ინფორმაცია იხ. პარაგრაფ 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი
კლინიკური მახასიათბლები
თერაპიული ჩვენებები
ცოფის ინფექციის პასიური, ტრანზიტორული პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა დაუყოვნებლივ გამოიყენება ინდივიდებში, ცოფიან ან სავარაუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში.
ადამიანის ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი ყოველთვის გამოიყენება კომბინაციაში ცოფის ვაქცინასთან, როგორც ცოფის ინფექციის პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის ნაწილი, პაციენტებში სავარუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ადრე არ ქონია ვაქცინაცია ჩატარებული ცოფის ვაქცინით.
ადგილობრივ ან სახელმწიფო საზოგადოებრივ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს უნდა ჰქონდეთ კონსულტაციები თუ კითხვები გაჩნდება ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ ცოფიან ცხოველთან კონტაქტის შემდეგ პასიური და/ან აქტიური იმუნიზაციის რეკომენდაციები მოცემულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (WHO)2 და აშშ -ს ჯანდაცვის სამსახურის იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის მიერ (ACIP)1.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა მოიცავს იმუნოგლობულინის ერთ დოზასა და ცოფის ვაქცინაციის სრულს კურსს. ცოფის იმუნოგლობულინი და ცოფის ვაქცინის პირველი დოზა შეიყვანება, რაც შეიძლება სწრაფად ექსპოზიციის შემდეგ. ცოფის ვაქცინის დამატებითი დოზები გამოიყენება ოფიციალური გაიდლაინებისა თუ მწარმოებლის ინსტრუქციების თანახმად.
ცოფის პროფილაქტიკა ექსკლუზიურად თანმხლები ვაქცინაციით: ცოფის იმუნოგლობულინის რეკომენდებული დოზა არის 20 სე/კგ, სასურველია ის გაკეთდეს პირველი ვაქციის დოზასთან ერთად. მისი შეყვანა ასევე შესაძლებელია მეშვიდე დღეს, მას შემდეგ რაც პირველი დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებულია.
KamRAB -ი არასოდეს არ შეიყვანება იმავე შპრიცში და იმავე ანატომიურ ადგილას, სადაც ვაქცინა
ვაქცინაციასთან დაკავშირებული ანტისხეულების წარმოქმნაზე ზეგავლენის რისკის გამო, არც დოზა უნდა გაიზარდოს და არც ცოფის იმუნოგლობულინის დამატებითი დოზა არ უნდა იქნეს გამოყენებული (მაშინაც კი, თუ თანმხლები პროფილაქტიკის დაწყება დაყოვნებულია).
გამოყენების წესი
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი შეიყვანება ინტრამუსკულური გზით.
თუ საჭიროა დიდი მოცულობა (> 2 მლ ბავშვებისათვის ან > 5 მლ უფროსებისათვის), რეკომენდებულია გაყოფილი დოზებით შეყვანა სხვადასხვა ადგილას.
KamRAB -ი არასოდეს არ შეიყვანება იმავე შპრიცში და იმავე ანატომიურ ადგილას, სადაც ვაქცინა.
ჭრილობა უნდა გასუფთავდეს საპნით და სადეზინფექციო საშუალებით.
KamRAB სასურველია დაინიშნოს ნაკბენ ადგილას. KamRAB--ი შეიყვანება რაც შეიძლება მეტი დოზით, რაც კი იქნება ანატომიურად შესაძლებელი ჭრილობის გარშემო ადგილას; დანარჩენი შეიყვანება დელტოიდურ კუნთში მხრის ზედა ნაწილში ან პატარა ბავშვებში - ბარძაყზე წინა-გვერდით მიდამოში. ინექცია სრულდება ცოფის ვაქცინის საწინააღმდეგო მხარეს. პასიური იმუნიზაცია დუნდულა კუნთში, სადაც შეწოვა არაპროგნოზირებადია, თავიდან უნდა ავიცილოთ.
თუ ინტრამუსკულარული გზით შეყვანა უკუნაჩვენების (სისხლდენა), ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კანქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კლინიკური ეფექტურობის მონაცემების კანქვეშა ინექციის დროს.
ცოფის პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა
ადგილობრივ ან სახელმწიფო საზოგადოებრივ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს უნდა ჰქონდეთ კონსულტაციები თუ კითხვები გაჩნდება ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით.
ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა: ნაკბენი ჭრილობებისა და ნაკაწრების სასწრაფო და სათანადო ადგილობრივი მკურნალობა ალბათ ყველაზე უფრო ეფექტური პრევენციული ზომაა. პირველადი დახმარების რეკომენდებული პროცედურა გულისხმობს ჭრილობის დაუყოვნებლივ გასუფთავებას მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში საპნითა და წყლით, სარეცხი საშუალებით, პოვიდონის იოდით ან სხვა ნივთიერებებით, რომელსაც ცოფის ვირუსზე დამტკიცებული ლეტალური ეფექტი აქვთ (WHO)2.
ტეტანუსის პროფილაქტიკა და ბაქტერიული ინფექციის საკონტროლ ზომები ხორციელდება საჭიროების მიხედვით.
უკუჩვენებები
ცოფით გამოწვეული სიცოცხლისათვის სახიფათო რისკის გამო, ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენებისათვის უკუჩვენებები არ არსებობს. თუმცა, KamRAB არ გამოიყენება განმეორებითი დოზებით, ვაქცინით მკურნალობის დაწყების შემდეგ. დოზის განმოერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მაქსიმალურად აქტიურ იმუნიტეტს, რომელსაც ვაქცინიდან მოელიან.
განსაკუთრებული მითითებანი
დარწმუნდით იმაში, რომ KamRAB არ მოხვდა სისხლძარღვაში, შოკის განვითარების რისკის გამო.
ჭეშმარიტი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
KamRAB -ი შეიძლება შეიცავდეს IgA-ს ნარჩენებს. პირებში, სპეციფიკური IgA დეფიციტით არსებობს IgA-ს მიმართ ანტისხეულების განვითარების მომატებული ალბათობა და IgA-ს შემცველი სისხლის პრეპარატების შეყვანის შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური რეაქციები.
იშვიათად, ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ანაფილაქსიური რეაქციით, იმ პაციენტებშიც კი, ვინც ადრე კარგად გადაიტანა ადამინის იმუნოგლიბულინით მკურნალობა.
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაზე ეჭვის დროს ინიექცია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. შოკის შემთხვევაში, უნდა განხორცეილდეს შოკის სტანდარტული სამკურნალო ზომები. მწვავე ანაფილაქტოიდური სისტემის მკურნალობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეპინეფრინი.
KamRAB -ი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ადამიანის იმუნოგლობულინის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, სისტემური ალერგიული რეაქციების ანამნეზით.
ინტრამუსკულარული გზით შეყვანისას, თრომბოციტოპენიის ან სისხლდენის სხვა დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლდენის გართულებები.
ადამიანის სისხლისა თუ პლაზმისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები გულისხმობს დონორთა შერჩევას, ინდივიდუალური დონაციებისა და პლაზმის საერთო რეზერვის სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერების არსებობაზე და ვირუსების ინაქტივაციის/მოშორებისათვის ეფექტური საწარმოო საფეხურების ჩართვას. მიუხედავად ამისა, ადამიანის სისხლისა თუ პლაზმისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატების შეყვანისას, ინფექციური მიკროორგანიზმების გადაცემის შესაძლებლობის საბოლოოდ გამორიცხვა არ შეიძლება. ეს ეხება უცნობ ან ახალ ვირუსებს და სხვა პათოგენებს. ეს მიღებული ზომები ეფექტურია შემოგარსული ვირუსებისათვის, როგორებიცაა აივ, HBV და HCV, და არა-შემოგარსული ვირუსებისათვის, როგორებიცაა HAV და პარვოვირუსი B-19.
კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა რომ A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B-19 –ის ტრანსმისია იმუნოგლობულინით იშვიათია და ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ანტისხეულების შემცველობა მნიშვნელოვან როლს არულებს ვირუსულ უსაფრთხოებაზე.
KamRAB –ის ყოველი შეყვანისას პაციენტში რეკომენდებულია აღირიცხოს პრეპარატის სერიის ნომერი და დასახელება, პაციენტსა და პრეპარატის სერიას შორის კავშირის დასაფიქსირებლად.
თრომბოზების შესახებ რეკომენდაციები
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როდესაც იმუნოგლობულინის პროდუქტები ინიშნება თრომბოზების მიმართ გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში.
თრომბოზის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან პაციენტები რომელთაც აქვთ შეძენილი ან თანდაყოლილი ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, გახანგრძლივებული იმობილიზაცია, სისხლძარღვთა მუდმივი კათეტერიზაცია, ხანდაზმული ასაკი, ესტროგენის გამოყენება, ვენური ან არტერიული თრომბოზის ისტორია, გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები (ათეროსკლეროზის ან/და გულის გამოშვების დარღვევის ანამნეზის ჩათვლით) და ჰიპერვისკოზი მათ შორის კრიოგლობულინები, უზმოზე ქილომიკრონემია და/ან მაღალი ტრიგლიცერიდების დონე და მონოკლონური გამაპათიები).
თრომბოზების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ თრომბოზული გართულებების მონიტორინგის ქვეშ.
ასევე გასათვალისწინებელია სისხლის სიბლანტის საბაზისო განსაზღვრა ჰიპერვისკოზიტის რისკის ქვეშ მყოფ პირებში.
ჰემოლიზის შესახებ რეკომენდაციები
ჰემოლიზის პოტენციალის ცნობიერების ამაღლება რეკომენდებულია იმ პირებში, რომლებიც იღებენ იმუნოგლობულინის პროდუქტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს გაზრდილიმ რისკი
იმუნოგლობულინებით მკურნალობის შემდეგ ჰემოლიზის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან არა-O სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტები, მათ, ვისაც აქვთ თანმხლები ანთებითი დაავადებები და ისინი, ვინც იღებენ იმუნოგლობულინების მაღალ კუმულაციური დოზებს რამდენიმე დღის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოგლობულინის პროდუქტებს, უნდა გაიარონ ჰემოლიზის მონიტორინგი, განსაკუთრებით გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებმა.
ჰემოლიზის კლინიკური სიმპტომები და ნიშნებია ცხელება, შემცივნება და მუქი შარდი. თუ ეს გამოვლინდა უნდა ჩატარდეს შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის
ურთიერთქმედებები
ცოცხალი შესუსტებული ვირუსული ვაქცინა
იმუნოგლობულინების შეყვანამ შეიძლება ხელი შეუშალოს ცოცხალი შესუსტებული ვირუსული ვაქცინების, როგორებიც არის წითელა, ყბაყურა და ჩუტყვავილა მიმართ იმუნური პასუხის განვითარებას 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში. KamRAB –ის შეყვანის შემდეგ შესუსტებული ვირუსული ვაქცინების შეყვანამდე უნდა გავიდეს 3 თვე. წითელას შემთხვევაში, ეს შეზღუდვა შეიძლება 4 თვემდე გაგრძელდეს.
სეროლოგიური ტესტირებების ხელის შეშლა
იმუნოგლობულინის ინექციის შემდეგ პასიურად გადაცემული სხვადასხვა ანტისხეულების ტრანზიტორულმა მომატებამ პაციენტის სისხლში შეიძლება მოგვცეს სეროლოგიური ტესტირების ცრუ დადებითი შედეგები.
ერითროციტების ანტიგენებზე (მაგ. A, B, D) ანტისხეულების პასიურმა ტრანსმისიამ შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის წითელი უჯრედების სეროლოგიურ ტესტებს, მაგალითად ანტიგლობულინის სინჯს (Coomb’s test).
ორსულობა და ლაქტაცია
კონტროლირებული კლინიკური კვლევებით, ორსულ ქალებში ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ასევე არ არის ცნობილი, გადადის, თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების დედის რძეში. იმუნოგლობულინებით მკურნალობის კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ მავნე ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფსა და ახალშობილზე მოსალოდნელი არ არის.
ცოფის საწინააღმდეგო IgG (ადამიანის) ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენას არ ახდენს.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი ეფექტების სიხშირის შესახებ მყარი მონაცემები კლინიკური კვლევებიდან არ არსებობს. შემდეგი არასასურველი ეფექტები არის აღწერილი:
ადგილობრივი სიმაგრე, კუნთების დაჭიმულობა შეიძლება განვითარდეს ინიექციის ადგილას და გაგრძელდეს ინიექციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება და ანგიოედემა. ადამიანის იმუნოგლობულინების პრეპარატების ინიექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქტიური რეაქციები.
KamRAB –თან დაკავშირებული შემდეგი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იქნა აღწერილი კლინიკური კვლევებიდა, რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ერითროციტურიას და სისუსტეს. ყველა განვითარებული გვერდითი მოვლენა იყო მსუბუქი ან ზომიერი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ KamRAB კარგად აიტანება.
გადამდებ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში უსაფრთხოებისათვის იხ. პუნქტი 4.4.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შედეგები უცნობია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი; იმუნური შრატი და იმუნოგლობულინები
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ათქ კოდი: J06BB05
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ძირითადად შეიცავს იმუნოგლობულინ G (IgG) ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი შემცველობით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი ინტრამუსკულური ინექციისათვის ბიოათვისებადია რეციპიენტის ცირკულაციაში 2-3 დღის შემდეგ.
ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინს აქვს 3-4 კვირიანი ნახევრად დაშლის პერიოდი. ნახევრად დაშლის ეს პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში.
IgG და IgG-კომპლექსები იშლება რეტიკულოენდოთელური სისტემის უჯრედებში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
KamRAB -ის მწვავე ინტრამუსკულური ერთჯერადი დოზის შეყვანა ვირთხებში ორ-დოზიანი დონით 60 და 120 სე/კგ (3-ჯერ და 6-ჯერ აღემატება ადამიანი 20 სე/კგ ადამიანის დოზას) არ იყო დაკავშირებული ტოქსიურობის ნიშნებთან და შეიძლება ჩაითვალოს, როგორც No Observed Effect Levels (NOEL).
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებები
გლიცინი 22.5 მგ/მლ
საინიექციო წყალი 1 მლ
შეუთავსებლობა
ამ პრეპარატის შერევა არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
KamRAB –ი გამოიყენება ცოფის ვაქცინასთან ერთად.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
KamRAB –ი ინახება 20C - 80C ტემპერატურის პირობებში.
არ უნდა გაიყინოს.
კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
KamRAB –ი ხელმისაწვდომია USP I ტიპის შუშის ფლაკონებში 2, 5 და 10 მლ-ის შემცველობით 150 სე/მლ სიძლიერით, მზა სტერილური, გამჭვირვალე და პიროგენ თავისუფალი საინიექციო ხსნარის სახით.
გამოყენებისა და მოხმარების და ლიკვიდაციის ინსტრუქციები
გამოყენების წინ პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.
ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ღია ყვითელი ფერის. შეიძლება შეიცავდეს პატარა ზომის ჩანართებს. ნუ გამოიყენებთ მღვრიე ხსნარს.
ნებისმიერი გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ლიტერატურა
- Human rabies prevention—United States, 2008: Recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices (ACIP). MMWR 2008;57(No. RR-3).
- WHO Expert Consultation on Rabies. First Report. WHO Tech Rep Ser, 931 (2009).
- CDC Centers for Disease Control and Prevention. CDC.gov .
http://www.cdc.gov/rabies/medical_care/hrig.html
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებულია
Kamada Ltd., Beit Kama, MP Negev 85325, ისრაელი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


