კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ
Calciumacetat-Nefro 700 mg
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ წარმოადგენს მინერალურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება საკვებში შემავალი ფოსფატის შესაბოჭად. ეს ამცირებს ორგანიზმში შეწოვილი ფოსფატის რაოდენობას. კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადების გამო დიალიზზე მყოფ პაციენტებში ფოსფატის სიჭარბის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Calcium acetate)
- ფორმა და შეფუთვა
- 700მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №200
- მწარმოებელი
- MEDICE Arzneimittel Pütter GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- V03AE07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043709
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2025, მოქმედებს 28 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ წარმოადგენს მინერალურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება საკვებში შემავალი ფოსფატის შესაბოჭად. ეს ამცირებს ორგანიზმში შეწოვილი ფოსფატის რაოდენობას. კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადების გამო დიალიზზე მყოფ პაციენტებში ფოსფატის სიჭარბის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ზუსტად ამ ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები
თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, დღეში სამჯერ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ოპტიმალური მოქმედების უზრუნველსაყოფად, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მხოლოდ კვების დროს. დოზა დამოკიდებულია სისხლში ფოსფატის კონცენტრაციაზე, რომლის რეგულარული მონიტორინგიც აუცილებელია. თუ ფოსფატის დონის შესამცირებლად საჭირო გახდა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის უფრო დიდი რაოდენობა, დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს. სტანდარტული დოზა შეადგენს 2 აპკიან გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში ოთხჯერ ან 3 აპკიან გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 9 ტაბლეტს. დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სიფრთხილის ზომები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ არ გამოიყენება
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია).
თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის აცეტატის ან ამ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღების დაწყებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღებამდე ექიმმა შესაძლოა პაციენტს სთხოვოს კონსულტაციის გავლა კვების რაციონთან დაკავშირებით. ეს დაეხმარება პაციენტს, გაიგოს, თუ რა რაოდენობის ფოსფატსა და კალციუმს იღებს საკვებიდან და როგორ შეინარჩუნოს ფოსფატის დონე ნორმის ფარგლებში.
მკურნალი ექიმი შეარჩევს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის დოზას პაციენტის მიერ საკვებიდან მიღებული და დიალიზის მეშვეობით გამოყოფილი ფოსფატის რაოდენობის გათვალისწინებით.
მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად და სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სისხლში ფოსფატისა და კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. მონიტორინგი უნდა შესრულდეს სულ მცირე თვეში ერთხელ.
თუ პაციენტი იმავდროულად იღებს D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს, იზრდება სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) განვითარების რისკი. ამიტომ, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება უნდა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობით.
პაციენტმა, სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) ნიშნების ადრეული ამოცნობის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს.
კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგო კალციუმის შემცველი პრეპარატების (ანტაციდები) მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი კალციუმის მიღება.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-თან ერთად გულის დაავადებების სამკურნალო გარკვეული პრეპარატების (საგულე გლიკოზიდები) მიღების შემთხვევაში, საჭიროა ეკგ-ს რეგულარული კონტროლი და კალციუმის დონის დამატებითი მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან გეგმავს მიიღოს სხვა სამკურნალო საშუალებები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
შარდმდენი ტაბლეტები (თიაზიდური დიურეტიკები, როგორიცაა ბენდროფლუმეთიაზიდი) ან D ვიტამინის შემცველი პრეპარატები. ამ შემთხვევაში, აუცილებელია კალციუმის დონის უფრო ხშირი შემოწმება (მაგალითად, ყოველკვირეულად).
ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენები, როგორიცაა ესტრადიოლი) ან A ვიტამინის შემცველი პრეპარატები.
გულის ზოგიერთი მედიკამენტი (საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი), რადგან კალციუმის დონემ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ ეფექტზე. აღნიშნული კომბინაციის მიღბისას იზრდება გულის რიტმის დარღვევის რისკი, რის გამოც აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული მონიტორინგი.
კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგო ალუმინის შემცველი პრეპარატები (ანტაციდები), რადგან მათმა ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალუმინის შეწოვის გაძლიერება.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღებამ შესაძლოა შეასუსტოს გარკვეული პრეპარატების შეწოვა და, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა. ეს ეხება, მათ შორის, შემდეგ პრეპარატებს:
გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკები:
ტეტრაციკლინები (მაგ., ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი)
ზოგიერთი ფტორქინოლონი (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი)
ზოგიერთი ცეფალოსპორინი (მაგ., ცეფპოდოქსიმი, ცეფუროქსიმი)
სოკოს საწინააღმდეგო გარკვეული საშუალებები (კეტოკონაზოლი)
ოსტეოპოროზის სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ბისფოსფონატები)
მაღალი არტერიული წნევის, გულის კორონარული დაავადების და გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო გარკვეული საშუალებები (მაგ., ვერაპამილი)
სიმსივნის საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (ესტრამუსტინის პრეპარატები)
შეუკავებლობის სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ანტიქოლინერგული საშუალებები)
ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ურსოდეოქსიქოლის მჟავა, ქენოდეოქსიქოლის მჟავა)
ფტორიდების, თუთიის ან რკინის შემცველი პრეპარატები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გასათვალისწინებელია, რომ რძის პროდუქტები კალციუმის მაღალი შემცველობით ხასიათდება და, შესაბამისად, შეუძლიათ გააძლიერონ კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მოქმედება. ერთი ლიტრი რძე შეიცავს 1200 მგ კალციუმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი არის ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს, ეჭვობს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს ან გეგმავს დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, პაციენტმა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ უნდა მიიღოს მხოლოდ მკურნალი ექიმის მკაცრი დანიშნულებით და სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგის პირობებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სისხლში კალციუმის მკვეთრად მომატებულმა კონცენტრაციამ (ჰიპერკალციემია) შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევები, როგორიცაა ძილიანობა ან სისუსტე. ამიტომ, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს კალციუმის დონის მომატების ნიშნებს.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ შეიცავს საქაროზას
თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღებამდე მან კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს საშიში. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:
შესაძლოა განვითარდეს მძიმე ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული დონე). სიმპტომები მოიცავს ისეთ ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა ძილიანობა, დეზორიენტაცია და თავბრუსხვევა, უკიდურეს შემთხვევაში - კომას, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის დარღვევას. მძიმე ჰიპერკალციემიას თან ახლავს ძლიერი წყურვილი, გახშირებული შარდვა, გულის რიტმის დარღვევები და თირკმლებში კალციუმის ჩალაგება.
კალციუმის აცეტატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან და ექსტრაოსეალურ კალციფიკაციებთან (კალციუმის ჩალაგება ძვლებს გარეთ), კერძოდ, გულის სარქველებში, სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილებში. ის ასევე დაკავშირებულია კალციფილაქსიასთან (სისხლძარღვების კედლებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის კალციფიკაცია, რასაც შესაძლო შედეგად შეიძლება მოჰყვეს დაზიანებული სისხლძარღვებისა და ქსოვილების ფუნქციური დარღვევები, ანთება და ნეკროზი).
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, კალციუმის აცეტატის დოზა იყოს მაქსიმალურად დაბალი და დარეგულირდეს სისხლის შრატში კალციუმისა და ფოსფატის დონის შესაბამისად.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული დონე). მისი ნიშნებია კუნთების სისუსტე და მუცლის ტკივილი. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ბოყინი, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), გულისრევა, ღებინება, ყაბზობა და დიარეა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვიტარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოს პირდაპირ:
გერმანია
Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte Abt. Pharmakovigilanz Kurt-Georg-Kiesinger Allee 3 D-53175 Bonn Website: www.bfarm.de
ლუქსემბურგი
Centre Régional de Pharmacovigilance de Nancy Bâtiment de Biologie Moléculaire et de Biopathologie (BBB) CHRU de Nancy – Hôpitaux de Brabois Rue du Morvan 54 511 VANDOEUVRE LES NANCY CEDEX Tel: (+33) 3 83 65 60 85 / 87 e-mail: [email protected]
ან
Direction de la Santé Division de la Pharmacie et des Médicaments 20, rue de Bitbourg L-1273 Luxembourg-Hamm Tel.: (+352) 2478 5592 e-mail: [email protected] ფორმის ბმული: https://guichet.public.lu/fr/entreprises/sectoriel/sante/medecins/notification-effets-indesirables-medicaments.html
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტი ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
კალციუმის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერკალციემია) და ქსოვილების კალციფიკაცია. თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: კუნთების სისუსტე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ძლიერი წყურვილი, გულის რიტმის დარღვევები და გონების დაკარგვა.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა: კალციუმის აცეტატი. 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 700 მგ კალციუმის აცეტატს (177.4 მგ კალციუმის ექვივალენტურს).
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K 30, კროსპოვიდონი ტიპი A (Ph. Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული], საქაროზა, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა თეთრი, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ორიგინალი შეფუთვები 100 ან 200 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე „EXP“ აღნიშვნის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
გამოიყენება მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან
კალციუმის აცეტატი, 177.4 მგ კალციუმის ექვივალენტი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, მან უნდა მიმართოს ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ და რისთვის გამოიყენება ის?
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენებამდე?
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ და რისთვის გამოიყენება ის?
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ წარმოადგენს მინერალურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება საკვებში შემავალი ფოსფატის შესაბოჭად. ეს ამცირებს ორგანიზმში შეწოვილი ფოსფატის რაოდენობას. კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადების გამო დიალიზზე მყოფ პაციენტებში ფოსფატის სიჭარბის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენებამდე?
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ არ გამოიყენება
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია).
თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის აცეტატის ან ამ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღების დაწყებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღებამდე ექიმმა შესაძლოა პაციენტს სთხოვოს კონსულტაციის გავლა კვების რაციონთან დაკავშირებით. ეს დაეხმარება პაციენტს, გაიგოს, თუ რა რაოდენობის ფოსფატსა და კალციუმს იღებს საკვებიდან და როგორ შეინარჩუნოს ფოსფატის დონე ნორმის ფარგლებში.
მკურნალი ექიმი შეარჩევს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის დოზას პაციენტის მიერ საკვებიდან მიღებული და დიალიზის მეშვეობით გამოყოფილი ფოსფატის რაოდენობის გათვალისწინებით.
მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად და სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სისხლში ფოსფატისა და კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. მონიტორინგი უნდა შესრულდეს სულ მცირე თვეში ერთხელ.
თუ პაციენტი იმავდროულად იღებს D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს, იზრდება სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) განვითარების რისკი. ამიტომ, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება უნდა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობით.
პაციენტმა, სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის (ჰიპერკალციემია) ნიშნების ადრეული ამოცნობის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს.
კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგო კალციუმის შემცველი პრეპარატების (ანტაციდები) მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი კალციუმის მიღება.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-თან ერთად გულის დაავადებების სამკურნალო გარკვეული პრეპარატების (საგულე გლიკოზიდები) მიღების შემთხვევაში, საჭიროა ეკგ-ს რეგულარული კონტროლი და კალციუმის დონის დამატებითი მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან გეგმავს მიიღოს სხვა სამკურნალო საშუალებები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
შარდმდენი ტაბლეტები (თიაზიდური დიურეტიკები, როგორიცაა ბენდროფლუმეთიაზიდი) ან D ვიტამინის შემცველი პრეპარატები. ამ შემთხვევაში, აუცილებელია კალციუმის დონის უფრო ხშირი შემოწმება (მაგალითად, ყოველკვირეულად).
ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენები, როგორიცაა ესტრადიოლი) ან A ვიტამინის შემცველი პრეპარატები.
გულის ზოგიერთი მედიკამენტი (საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი), რადგან კალციუმის დონემ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ ეფექტზე. აღნიშნული კომბინაციის მიღბისას იზრდება გულის რიტმის დარღვევის რისკი, რის გამოც აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული მონიტორინგი.
კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგო ალუმინის შემცველი პრეპარატები (ანტაციდები), რადგან მათმა ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალუმინის შეწოვის გაძლიერება.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღებამ შესაძლოა შეასუსტოს გარკვეული პრეპარატების შეწოვა და, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა. ეს ეხება, მათ შორის, შემდეგ პრეპარატებს:
გარკვეული ტიპის ანტიბიოტიკები:
ტეტრაციკლინები (მაგ., ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი)
ზოგიერთი ფტორქინოლონი (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი)
ზოგიერთი ცეფალოსპორინი (მაგ., ცეფპოდოქსიმი, ცეფუროქსიმი)
სოკოს საწინააღმდეგო გარკვეული საშუალებები (კეტოკონაზოლი)
ოსტეოპოროზის სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ბისფოსფონატები)
მაღალი არტერიული წნევის, გულის კორონარული დაავადების და გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო გარკვეული საშუალებები (მაგ., ვერაპამილი)
სიმსივნის საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (ესტრამუსტინის პრეპარატები)
შეუკავებლობის სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ანტიქოლინერგული საშუალებები)
ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალო გარკვეული საშუალებები (ურსოდეოქსიქოლის მჟავა, ქენოდეოქსიქოლის მჟავა)
ფტორიდების, თუთიის ან რკინის შემცველი პრეპარატები
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გასათვალისწინებელია, რომ რძის პროდუქტები კალციუმის მაღალი შემცველობით ხასიათდება და, შესაბამისად, შეუძლიათ გააძლიერონ კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მოქმედება. ერთი ლიტრი რძე შეიცავს 1200 მგ კალციუმს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს, ეჭვობს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს ან გეგმავს დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, პაციენტმა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ უნდა მიიღოს მხოლოდ მკურნალი ექიმის მკაცრი დანიშნულებით და სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგის პირობებში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სისხლში კალციუმის მკვეთრად მომატებულმა კონცენტრაციამ (ჰიპერკალციემია) შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევები, როგორიცაა ძილიანობა ან სისუსტე. ამიტომ, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს კალციუმის დონის მომატების ნიშნებს.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ შეიცავს საქაროზას
თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღებამდე მან კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.
- კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ზუსტად ამ ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები
თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, დღეში სამჯერ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ოპტიმალური მოქმედების უზრუნველსაყოფად, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მხოლოდ კვების დროს. დოზა დამოკიდებულია სისხლში ფოსფატის კონცენტრაციაზე, რომლის რეგულარული მონიტორინგიც აუცილებელია. თუ ფოსფატის დონის შესამცირებლად საჭირო გახდა კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის უფრო დიდი რაოდენობა, დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს. სტანდარტული დოზა შეადგენს 2 აპკიან გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში ოთხჯერ ან 3 აპკიან გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 9 ტაბლეტს. დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
კალციუმის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერკალციემია) და ქსოვილების კალციფიკაცია. თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: კუნთების სისუსტე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ძლიერი წყურვილი, გულის რიტმის დარღვევები და გონების დაკარგვა.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს საშიში. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:
შესაძლოა განვითარდეს მძიმე ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული დონე). სიმპტომები მოიცავს ისეთ ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა ძილიანობა, დეზორიენტაცია და თავბრუსხვევა, უკიდურეს შემთხვევაში - კომას, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის დარღვევას. მძიმე ჰიპერკალციემიას თან ახლავს ძლიერი წყურვილი, გახშირებული შარდვა, გულის რიტმის დარღვევები და თირკმლებში კალციუმის ჩალაგება.
კალციუმის აცეტატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან და ექსტრაოსეალურ კალციფიკაციებთან (კალციუმის ჩალაგება ძვლებს გარეთ), კერძოდ, გულის სარქველებში, სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილებში. ის ასევე დაკავშირებულია კალციფილაქსიასთან (სისხლძარღვების კედლებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის კალციფიკაცია, რასაც შესაძლო შედეგად შეიძლება მოჰყვეს დაზიანებული სისხლძარღვებისა და ქსოვილების ფუნქციური დარღვევები, ანთება და ნეკროზი).
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, კალციუმის აცეტატის დოზა იყოს მაქსიმალურად დაბალი და დარეგულირდეს სისხლის შრატში კალციუმისა და ფოსფატის დონის შესაბამისად.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული დონე). მისი ნიშნებია კუნთების სისუსტე და მუცლის ტკივილი. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ბოყინი, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), გულისრევა, ღებინება, ყაბზობა და დიარეა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვიტარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოს პირდაპირ:
გერმანია
Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte Abt. Pharmakovigilanz Kurt-Georg-Kiesinger Allee 3 D-53175 Bonn Website: www.bfarm.de
ლუქსემბურგი
Centre Régional de Pharmacovigilance de Nancy Bâtiment de Biologie Moléculaire et de Biopathologie (BBB) CHRU de Nancy – Hôpitaux de Brabois Rue du Morvan 54 511 VANDOEUVRE LES NANCY CEDEX Tel: (+33) 3 83 65 60 85 / 87 e-mail: [email protected]
ან
Direction de la Santé Division de la Pharmacie et des Médicaments 20, rue de Bitbourg L-1273 Luxembourg-Hamm Tel.: (+352) 2478 5592 e-mail: [email protected] ფორმის ბმული: https://guichet.public.lu/fr/entreprises/sectoriel/sante/medecins/notification-effets-indesirables-medicaments.html
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტი ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე „EXP“ აღნიშვნის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა: კალციუმის აცეტატი. 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 700 მგ კალციუმის აცეტატს (177.4 მგ კალციუმის ექვივალენტურს).
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K 30, კროსპოვიდონი ტიპი A (Ph. Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული], საქაროზა, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი.
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა თეთრი, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ორიგინალი შეფუთვები 100 ან 200 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
MEDICE Arzneimittel Pütter GmbH & Co. KG
Kuhloweg 37
58638 Iserlohn
Germany
ტელ.: 02371/937-0
ფაქსი: 02371/937-106
ელფოსტა: [email protected]
www.medice.de
ეს სამკურნალო საშუალება ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში ავტორიზებულია შემდეგი სახელებით: გერმანია: Calciumacetat-Nefro 700 mg; ლუქსემბურგი: Calciumacetat-Nefro 700 mg; ნიდერლანდები: Calciumacetaat-Nefro 700 mg; ავსტრია: Calciumacetat Medice 700 mg Filmtabletten
ინსტრუქციის ბოლო გადასინჯვის თარიღი: ივნისი, 2021.
ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე
კოლოფი
- პროდუქტის დასახელება
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები კალციუმის აცეტატი, 177.4 მგ კალციუმის ექვივალენტური შემველობით
- აქტიური ნივთიერება
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 700 მგ კალციუმის აცეტატს (177.4 მგ კალციუმის ექვივალენტი)s
- დამხმარე ნივთიერებების სია
შეიცავს საქაროზას (შაქარს). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.
- farmacevtuli forma da Semadgenloba
100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი პერორალური გამოყენებისთვის 700 მგ
- მიღების წესი და მეთოდი
გამოიყენება მოზრდილებში. გამოიყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში, თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას, სისხლის შრატში ფოსფატის მომატებული დონის შესამცირებლად. პერორალური გამოყენებისთვის. გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), საჭიროების შემთხვევაში:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
- გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტების ან მათი ნარჩენი პროდუქტების უტილიზაციის სპეციალური გაფრთხილებები, საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
MEDICE Arzneimittel Pütter GmbH & Co. KG
Kuhloweg 37,
58638 Iserlohn
გერმანია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
- გაცემის საერთო წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ფირფიტა
- პროდუქტის დასახელება
კალციუმაცეტატ-ნეფრო 700 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება
კალციუმის აცეტატი, 177.4 მგ კალციუმის ექვივალენტური რაოდენობა
- სხვა:
MEDICE, 58638 Iserlohn
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



