კალნორმინის აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ქლორიდი. კალიუმი წარმოადგენს მინერალს, რომელსაც ზოგიერთი საკვები პროდუქტი შეიცავს და მნიშნელოვანია თქვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (potassium chloride)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- ICN Polfa Rzeszów S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მინერალური დანამატები, კალიუმი
- ATC კოდი
- A12BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034722
- რეგისტრირებულია
- 22 მარტი 2022, მოქმედებს 22 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- -
კალნორმინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კალნორმინის აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ქლორიდი. კალიუმი წარმოადგენს მინერალს, რომელსაც ზოგიერთი საკვები პროდუქტი შეიცავს და მნიშნელოვანია თქვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. სწორი დოზირების შემთხვევაში, კალნორმინი ინარჩუნებს კალიუმის საჭირო დონეს უჯრედებსა და ორგანიზმის სითხეებში, ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.
მკურნალმა ექიმმა კალნორმინი დანიშნა თქვენს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით. კალიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დაავადებებით, მძიმე ან გახანგრძლივებული ფაღარათით ან ღებინებით, ოპერაციული ჩარევების, გარკვეული მედიკამენტების გამოყენებით, საკვებში კალიუმის დეფიციტით და ა.შ.
კალნორმინი ფორმულირებულია, როგორც გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. კალიუმი ნელა გამოთავისუფლდება ნაწლავებში, ისე რომ თავისუფალი კალიუმის მარილის კონცენტრაცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რჩება დაბალი. ეს ხელს უშლის გვერდითი მოვლენების განვითარებას, რაც კალიუმის მარილებს ფხვნილის ან ხსნარის სახით გამოყენებისას შეიძლება ჰქონდეს კუჭსა და ნაწლავებზე.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას ინდივიდუალურად, სისხლში კალიუმის დონის მიხედვით. ზრდასრულებისათვის ჩვეული დოზა არის 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. დოზებს შორის ინტერვალი დოზების რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს (მაგ. რვა საათიანი ინტერვალი დღეში სამჯერადი გამოყენების შემთხვევაში).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
კალნორმინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ კალნორმინის ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს, დაბალ არტერიულ წნევას, არარეგულარულ ან სწრაფ გულისცემას, გულის რითმის პრობლემებს, რომლებიც იწვევს გულის გაჩერებას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კალნორმინის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის, რაც შეიძლება სწრაფად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციის მიზნით. განაგრძეთ დოზირების ჩვეული გრაფიკი.
თუ შეწყვიტეთ კალნორმინის მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. მნიშვნელოვანია სისხლში კალიუმის სწორი დონის შენარჩუნება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული კალიუმის ქლორიდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);
გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადება;
გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება;
სისხლში გაქვთ კალიუმის მაღალი დონე;
გაქვთ ქსოვილის ფართო დაზიანებასთან (ტრავმები, დამწვრობები) ასოცირებული ნებისმიერი დაავადება;
გაქვთ სითხის დიდი დანაკარგი (დეჰიდრატაცია).
კალნორმინის გამეყენება ბავშვებში არ შეიძლება.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის კალნორმინის მიღებამდე.
- თუ გაქვთ თირკმლების დაავადება;
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი, განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის დაავადება;
- თუ ექიმმა დაგინიშნათ კალნორმინის მაღალი დოზები (3-6 ტაბლეტი დღეში), საჭირო იქნება უფრო ხშირად ჩაიტაროთ კვლევები სისხლში კალიუმის დონის შესამოწმებლად და რეგულარულად გააკონტროლოთ ეკგ-ს პარამეტრები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუ მიღებული გაქვთ ახლო წარსულში ან თუ გეგმავთ ახალი პრეპარატების მიღების დაწყებას. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მულტივიტამინურ და მულტიმინერალურ დანამატებს და მარილის შემცვლელებს, რომელთაგან ბევრი შეიცავს კალიუმს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ტკივილის, ანთების ან ცხელების დროს), რადგან შეიძლება გახშირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები;
კალიუმის დამზოგველ შარდმდენ საშუალებებს (წამლები, რომლებიც იწვევენ შარდის გამომუშავებისა და შარდის გამოყოფის გაზრდას) და აგფ ინჰიბიტორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის მაღალი დონე;
დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან კალნორმინის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის ტოქსიკურობა;
ბეტა-ბლოკატორებს (გამოიყენება მაღალი წნევის და არითმიების სამკურნალოდ), ჰეპარინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად) და ციკლოსპორინს (ციტოსტატიკური საშუალება), რადგან კალიუმის დონეზე შეიძლება გავლენა ჰქონდეთ კალნორმინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
კალნორმინი საკვებთან და სასმელებთან
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არ მიიღოთ კალნორმინი ექიმის დანიშნულების გარეშე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კალნორმინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
გვერდითი მოვლენები განვითარების უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია კლინიკური კვლევებიდა მიღებული მონაცემების სიმცირის გამო):
ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, სისხლი განავალში.
თირკმლის უკმარისობის არსებობისას შეიძლება გამოვლინდეს სისხლში კალიუმის მაღალი დონე.
გვერდითი მოვლენების რეპორტინგი
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახეს ანგარიშის წარდგენა შეიძლება პირდაპირ მისამართზე: წამლის კონტროლოს სახელმწიფო ინსტიტუტი, Šrobárova 48, 100 41 პრაღა 10, ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek" www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაკეთებით, თქვენ ხელს გვიწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ქლორიდი. ყოველი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 1 გ კალიუმის ქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებებია პოლივინილ ბუტირალი, ცეტილის სპირტი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი
კალნორმინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
კალნორმინი არის თეთრი, მარმარილოსებრი, დისკის ფორმის, ამოზნექილ ტაბლეტები.
პროდუქტი შეფუთულია გამჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერში და მუყაოს კოლოფში. შეფუთვის ზომა: 30, 90 ტაბლეტი
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
File ref. sukls161318/2021
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კალნორმინი 1 გრ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
კალიუმის ქლორიდი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვას, რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ეს ეხება ნებისმიერი გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
შინაარსი
რა არის კალნორმინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ კალნორმინის მიღების დაწყებამდე
კალნორმინის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კალნორმინის შენახვის პირობები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის კალნორმინი და რისთვის გამოიყენება
კალნორმინის აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ქლორიდი. კალიუმი წარმოადგენს მინერალს, რომელსაც ზოგიერთი საკვები პროდუქტი შეიცავს და მნიშნელოვანია თქვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. სწორი დოზირების შემთხვევაში, კალნორმინი ინარჩუნებს კალიუმის საჭირო დონეს უჯრედებსა და ორგანიზმის სითხეებში, ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.
მკურნალმა ექიმმა კალნორმინი დანიშნა თქვენს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით. კალიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დაავადებებით, მძიმე ან გახანგრძლივებული ფაღარათით ან ღებინებით, ოპერაციული ჩარევების, გარკვეული მედიკამენტების გამოყენებით, საკვებში კალიუმის დეფიციტით და ა.შ.
კალნორმინი ფორმულირებულია, როგორც გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. კალიუმი ნელა გამოთავისუფლდება ნაწლავებში, ისე რომ თავისუფალი კალიუმის მარილის კონცენტრაცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რჩება დაბალი. ეს ხელს უშლის გვერდითი მოვლენების განვითარებას, რაც კალიუმის მარილებს ფხვნილის ან ხსნარის სახით გამოყენებისას შეიძლება ჰქონდეს კუჭსა და ნაწლავებზე.
- რა უნდა იცოდეთ კალნორმინის მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ კალნორმინი, თუ
ხართ ალერგიული კალიუმის ქლორიდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);
გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადება;
გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება;
სისხლში გაქვთ კალიუმის მაღალი დონე;
გაქვთ ქსოვილის ფართო დაზიანებასთან (ტრავმები, დამწვრობები) ასოცირებული ნებისმიერი დაავადება;
გაქვთ სითხის დიდი დანაკარგი (დეჰიდრატაცია).
კალნორმინის გამეყენება ბავშვებში არ შეიძლება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის კალნორმინის მიღებამდე.
- თუ გაქვთ თირკმლების დაავადება;
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი, განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის დაავადება;
- თუ ექიმმა დაგინიშნათ კალნორმინის მაღალი დოზები (3-6 ტაბლეტი დღეში), საჭირო იქნება უფრო ხშირად ჩაიტაროთ კვლევები სისხლში კალიუმის დონის შესამოწმებლად და რეგულარულად გააკონტროლოთ ეკგ-ს პარამეტრები.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კალნორმინი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუ მიღებული გაქვთ ახლო წარსულში ან თუ გეგმავთ ახალი პრეპარატების მიღების დაწყებას. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მულტივიტამინურ და მულტიმინერალურ დანამატებს და მარილის შემცვლელებს, რომელთაგან ბევრი შეიცავს კალიუმს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ტკივილის, ანთების ან ცხელების დროს), რადგან შეიძლება გახშირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები;
კალიუმის დამზოგველ შარდმდენ საშუალებებს (წამლები, რომლებიც იწვევენ შარდის გამომუშავებისა და შარდის გამოყოფის გაზრდას) და აგფ ინჰიბიტორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის მაღალი დონე;
დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან კალნორმინის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის ტოქსიკურობა;
ბეტა-ბლოკატორებს (გამოიყენება მაღალი წნევის და არითმიების სამკურნალოდ), ჰეპარინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად) და ციკლოსპორინს (ციტოსტატიკური საშუალება), რადგან კალიუმის დონეზე შეიძლება გავლენა ჰქონდეთ კალნორმინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
კალნორმინი საკვებთან და სასმელებთან
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არ მიიღოთ კალნორმინი ექიმის დანიშნულების გარეშე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კალნორმინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- კალნორმინის მიღების წესი
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას ინდივიდუალურად, სისხლში კალიუმის დონის მიხედვით. ზრდასრულებისათვის ჩვეული დოზა არის 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. დოზებს შორის ინტერვალი დოზების რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს (მაგ. რვა საათიანი ინტერვალი დღეში სამჯერადი გამოყენების შემთხვევაში).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
კალნორმინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ კალნორმინის ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს, დაბალ არტერიულ წნევას, არარეგულარულ ან სწრაფ გულისცემას, გულის რითმის პრობლემებს, რომლებიც იწვევს გულის გაჩერებას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კალნორმინის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის, რაც შეიძლება სწრაფად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციის მიზნით. განაგრძეთ დოზირების ჩვეული გრაფიკი.
თუ შეწყვიტეთ კალნორმინის მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. მნიშვნელოვანია სისხლში კალიუმის სწორი დონის შენარჩუნება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
გვერდითი მოვლენები განვითარების უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია კლინიკური კვლევებიდა მიღებული მონაცემების სიმცირის გამო):
ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, სისხლი განავალში.
თირკმლის უკმარისობის არსებობისას შეიძლება გამოვლინდეს სისხლში კალიუმის მაღალი დონე.
გვერდითი მოვლენების რეპორტინგი
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახეს ანგარიშის წარდგენა შეიძლება პირდაპირ მისამართზე: წამლის კონტროლოს სახელმწიფო ინსტიტუტი, Šrobárova 48, 100 41 პრაღა 10, ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek" www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაკეთებით, თქვენ ხელს გვიწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- კალნორმინის შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კალნორმინი
- აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ქლორიდი. ყოველი გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს 1 გ კალიუმის ქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებებია პოლივინილ ბუტირალი, ცეტილის სპირტი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი
კალნორმინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
კალნორმინი არის თეთრი, მარმარილოსებრი, დისკის ფორმის, ამოზნექილ ტაბლეტები.
პროდუქტი შეფუთულია გამჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერში და მუყაოს კოლოფში. შეფუთვის ზომა: 30, 90 ტაბლეტი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
PharmaSwiss Česká republika s.r.o.
Jankovcova 1569 / 2c
170 00 პრაღა 7, ჩეხეთის რესპუბლიკა
მწარმოებელი
ICN Polfa Rzeszów S.A.
Przemyslowa 2 35-959 Rzeszów, პოლონეთი
ეს ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2021 წლის 24 ივნისს
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


