პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

იტრაზილი

Itrazile

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

დოზა მკურნალობის ხანგრძლივობა გინეკოლოგიური ჩვენებები ვულვოვაგინალური კანდიდოზი 200 მგ იტრაკონაზოლი დღეში ორჯერ 1 დღე დერმატოლოგიური/მუკოზური ჩვენებები ჭრელი პიტირიაზი 200 მგ o.d. 7 დღე დერმატომიკოზი 100 მგ o.d. 15 დღე მაღალკერატინიზებული რეგიონები, როგორიცაა ტერფის სოკო და ხელის გულის სოკო 100 მგ o.d. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იტრაკონაზოლი (itraconazole)
ფორმა და შეფუთვა
100მგ კაფსულა №15 (3X5)
მწარმოებელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036911
რეგისტრირებულია
24 ნოემბერი 2022, მოქმედებს 24 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიტრაზილი და სხვა წამალი ერთად

იტრაზილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოზა

მკურნალობის ხანგრძლივობა

გინეკოლოგიური ჩვენებები

ვულვოვაგინალური კანდიდოზი

200 მგ იტრაკონაზოლი დღეში ორჯერ

1 დღე

დერმატოლოგიური/მუკოზური ჩვენებები

ჭრელი პიტირიაზი

200 მგ o.d.

7 დღე

დერმატომიკოზი

100 მგ o.d.

15 დღე

მაღალკერატინიზებული რეგიონები, როგორიცაა ტერფის სოკო და ხელის გულის სოკო

100 მგ o.d.

30 დღე

ტანის სოკო, ფეხის სოკო

100 მგ o.d. ან 200 მგ

15 დღე ან 7 დღე

პირხახის კანდიდიაზი

100 მგ o.d.

15 დღე

კანის, ვულვოვაგინალური და პირხახის ინფექციისას ოპტიმალური კლინიკური და მიკოლოგიური რეაქცია მიიღწევა მკურნალობის შეწყვეტიდან 1-4 კვირის შემდეგ და ფრჩხილის ინფექციების მკურნალობის შეწყვეტიდან 6-9 თვის შემდეგ. რადგანაც კანიდან, ფრჩხილებიდან და ლორწოვანი მემბრანებიდან იტრაკონაზოლის მოცილება უფრო ნელა ხდება, ვიდრე პლაზმიდან.

სისტემური სოკოვანი ინფექციები

სისტემური სოკოვანი ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს თერაპიაზე მიკოლოგიური და კლინიკური რეაქციის მეშვეობით:

ჩვენებები დოზა დაკვირვებები

ასპერგილოზი 200 მგ o.d. ინვაზიური ან დისემინირებული

დაავადებების დროს დოზა გააზარდეთ

200 მგ b.i.d.-მდე

კანდიდიაზე 100-200 მგ o.d. ინვაზიური ან დისემინირებული

დაავადებების დროს დოზა გააზარდეთ

200 მგ b.i.d.-მდე

არამენინგიალური 200 მგ o.d.

კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკული მენინგიტი 200 მგ o.d. იხილეთ ნაწილი 4.4

ჰისტოპლაზმოზი 200 მგ o.d.

200 მგ o.d. – 200 მგ b.i.d.

შენარჩუნება შიდსის დროს 200 მგ o.d. იხ. ქვემოთ ჩანაწერი შეწოვის

დარღვევბის შესახებ

პროფილაქტიკა

ნეიტროპენიის დროს 200 მგ o.d. იხ. ქვემოთ ჩანაწერი შეწოვის

დარღვევბის შესახებ

1 მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს კლინიკური რეაქციის მიხედვით.

შიდსისა და ნეიტროპენიის დროს დარღვეულმა აბსორბციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში იტრაკონაზოლის დაბალი დონეები და ეფექტურობის ნაკლებობა. ასეთ შემთხვევებში, უნდა გაკონტროლდეს დონე სისხლში და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს იტრაკონაზოლის დოზა.

ონიქომიკოზი

ონიქომიკოზს შესაძლოა ვუმკურნალოთ პულსური ან უწყვეტი რეჟიმის გამოყენებით.

პულსური მკურნალობა

იტრაკონაზოლით პულსური მკურნალობა გულისხმობს ორი კაფსულის მიღებას დღეში ორჯერ (200 მგ b.i.d.) ერთი კვირის განმავლობაში.

ფრჩხილის ინფექციებისთვის რეკომენდებულია ორი პულსური მკურნალობა, ხოლო ფეხის ფრჩხილის ინფექციებისთვის, სამი. თითოეულ პულსს შორის უნდა გავიდეს 3 კვირა მკურნალობის გარეშე. კლინიკური რეაქცია უნდა გამოვლინდეს ფრჩხილის ზრდის სახით მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ონიქომიკოზის ლოკაცია

კვირა 1

კვირა 2

კვირა 3

კვირა 4

კვირა 5

კვირა 6

კვირა 7

კვირა 8

კვირა 9

ფეხის ფრჩხილები ხელის ფრჩხილების დაზიანებით ან მის გარეშე

პირველი პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მეორე პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მესამე პულსური ციკლი

მხოლოდ ხელის ფრჩხილები

პირველი პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მეორე პულსური ციკლი

უწყვეტი მკურნალობა:

200 მგ o.d. სამი თვის მანძილზე

იტრაკონაზოლის ელიმინაციის სიხშირე კანსა და ფრჩხილების ქსოვილში უფრო ნელია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. კანის ინფექციების დროს ოპტიმალური კლინიკური რეაქცია მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში, ხოლო ფრჩხილის ინფექციების მკურნალობის დაწყებიდან 6-9 თვეში.

სისტემური მიკოზები

სოკოვანი სისტემური ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მიკოზის ტიპით და მკურნალობაზე რეაქციით:

ჩვენებები

დოზა

საშუალო ხანგრძლივობა

კომენტარები

ასპერგილოზი

200 მგ o.d.

2-5 თვე

ფართოდ გავრცელებული ინფექციის შემთხვევაში დოზა გაზარდეთ 200 მგ b.i.d.-მდე

კანდიდიაზი

100-200 მგ o.d.

3 კვირა - 7 თვე

არა-მენინგიალური კრიპტოკოკოზი

200 მგ o.d.

10 კვირა

შემანარჩუნებელი თერაპია (მენინგიალური შემთხვევები): 200 მგ o.d.

კრიპტოკოკული მენინგიტი

200 მგ b.i.d.

2 თვე - 6 თვე

ჰისტოპლაზმოზი

200 მგ o.d.

200 მგ b.i.d.

8 თვე

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება

კუჭის წვენის დაქვეითებისას ინტრაკონაზოლის აბსორბცია ირღვევა. აქლორიდრიის მქონე პაციენტებში და კუჭის მჟავის სუპრესორებზე მყოფი ან მჟავის გამანეიტრალებელი სამედიცინო პროდუქტების მიმღები პაციენტების შესახებ ინფორმაციისთვის (იხ. ნაწილი 4.4).

მიღება ბავშვებსა და მოზარდებში

იტრაკონაზოლი არ უნდა მივცეთ ბავშვებს, რადგანაც მცირეა კლინიკური მონაცემები ამ მედიკამენტის პედიატრიულ ასაკში გამოყენების შესახებ. (იხ. ნაწილი 4.4).

სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა: არ არსებობს მონაცემები ნეიტროპენიის მქონე ბავშვების შესახებ. ტოქსიკურობის შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს მხოლოდ 5 მგ/სხეულის კილოგრამ წონა / დღე -ზე ნაკლები დოზის შესახებ, დღეში ორჯერ (იხ. ნაწილი 4.8)

ასაკოვანი პაციენტები

იტრაკონაზოლი არ უნდა მივცეთ მოხუცებს, რადგანაც შეზღუდული მონაცემები არსებობს ამ მედიკამენტის ასაკოვან პაციენტებში გამოყენების შესახებ. ასაკოვან პაციენტებში გამოყენება რეკომენდებულია, თუ სარგებელი გადაწონის რისკებს (იხ. ნაწილი 4.4).

ზოგადად რეკომენდებულია, რომ დოზის შერჩევისას ასაკოვან პაციენტებში უნდა გავითვალისწინოთ ღვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციების ცვლილებები, ასევე თანამდევი მედიკამენტები ან სხვა თანამდევი დაავადებები.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

შეზღუდული მონაცემები არსებობს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა შესაძლოა დაბალი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; შესაძლოა აუცილებელი იყოს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.4)

პაციენტები ღვიძლის დაზიანებით

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს.

იტრაკონაზოლი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. იტრაკონაზოლის ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი ციროზის მქონე პაციენტებში გარკვეულწილად გახანგრძლივებულია. იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტების ამ პოპულაციაში. შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.4 და ნაწილი 5.2, ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები, განსაკუთრებული პოპულაციები, ღვიძლის უკმარისობა)

მიღების წესი და დოზირება

იტრაზილი 100 მგ მიიღება პერორალურად და მედიკამენტის მაქსიმალური შეწოვისთვის იტრაკონაზოლი უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად.

უკუჩვენებები

100 მგ იტრაზილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დანამატის მიმართ (მითითებულია თავი 6.1).

იტრაკონაზოლის CYP3A4 მეტაბოლიზებულ ნივთერებასთან ერთად მიღება აკრძალულია.

ამ მედიკამენტების მაღალი პლაზმური კონცენტრაციების იტრაკონაზოლთან ერთად მიცემამ შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული და გვერდითი ეფექტების მომატება ან გახანგრძლივება ისეთ დონემდე, როდესაც შესაძლოა მძიმე პოტენციური მდგომარეობა გამოვლინდეს.

მაგალითად: ზოგიერთი მედიკამენტის პლაზმური კონცენტრაციების მომატებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს QT ინტერვალი და გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიარითმია, მათ შორის ბიპოლარული ტაქიკარდია, პოტენციური ფატალური ტაქიარითმია. სპეციფიური მაგალითები ჩამოთვლილია ნაწილში 4.5.

100 მგ იტრაზილი არ უნდა მივცეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პარკუჭოვანი დისფუნქციის დამამტკიცებელი საბუთები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF) ან ანამნეზში CHF გარდა სიცოცხლისათვის საშიში ან სხვა სერიოზული ინფექციების მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.4).

100 მგ იტრაზილი არ უნდა გამოვიყენოთ ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევებისა (იხ. ნაწილი 4.6). შვილოსნობის პერიოდში მყოფი ქალებმა, რომლებიც იღებენ იტრაკონაზოლს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. ეფექტური კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს მენსტრუალურ პერიოდამდე იტრაკონაზოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

ეფექტები გულზე

იტრაკონაზოლ IV-ის კვლევისას ჯანმრთელ მოხალისეებში მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება გამოვლინდა; რაც ალაგდა მომდევნო ინფუზიის წინ. ამ შედეგების კლინიკური რელევანტობა პერორალურ ფორმებთან დაკავშირებით უცნობია.

იტრაკონაზოლმა აჩვენა უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და იტრაკონაზოლი დაკავშირებული იყო გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევებთან. გულის უკმარისობა 400 მგ საერთო დღიური დოზის სპონტანურ შემთხვევებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე უფრო დაბალი საერთო დღიური დოზების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გულის უკმარისობის რისკი გაზარდოს იტრაკონაზოლის საერთო დღიური დოზის შემთხვევაში.

იტრაკონაზოლი არ უნდა გამოვიყენოთ გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ან რომლებსაც გადატანილი აქვთ ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარგებელი გადაწონის რისკებს. ამ ინდივიდუალური სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორები, როგორიცაა ჩვენების სიმძიმე, დოზის რეჟიმი (მაგ: საერთო დღიური დოზა) და გულის შეგუბებითი უკმარისობის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები.

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება გულის დაავადებები, როგორიცაა იშემიური და სარქვლოვანი დაავადება; ფილტვის სერიოზული დაავადება, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; თირკმლის უკმარისობა და სხვა შეშუპებითი დაავადებები. ასეთი პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, სიფრთხილით უნდა ვუმკურნალოთ და უნდა ვაკონტროლოთ გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე. თუ ასეთი ნიშნები და სიმპტომები ვლინდება მკურნალობისას, იტრაკონაზოლი უნდა შევწყვიტოთ.

კალციუმის არხის ბლოკატორებს შესაძლოა უარყოფითი ინოტროპული ეფექტები ქონდეს, რაც შესაძლოა ადიტიური იყოს იტრაკონაზოლისთვის. ამასთან, იტრაკონაზოლმა შესაძლოა კალციუმის არხის ბლოკატორების მეტაბოლიზმის ინჰიბირება გამოიწვიოს. ამგვარად, სიფრთხილე გვმართებს იტრაკონაზოლის და კალციუმის არხის ბლოკატორების ერთად მიცემის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.5) გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს.

ურთიერთქმედების პოტენციალი

იტრაკონაზოლთან ერთად სხვა სამედიცინო პროდუქტის მიცემამ შესაძლოა გამოიწვიოს იტრაკონაზოლის და/ან მასთან ერთად მიცემული მედიკამენტების ეფექტურობის ცვლილებები, ფატალური რისკი და / ან უეცარი სიკვდილი. ნაწილში 4.5 წარმოდგენილია არაკონტროლირებადი, არა-რეკომენდებული ან რეკომენდებული მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ იტრაკონაზოლთან ერთად.

კუჭის დაქვეითებული მჟავიანობა

იტრაკონაზოლის აბსორბცია ირღვევა კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისას. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია დაავადებით (მაგ: აქლორიდრიის მქონე პაციენტები) ან თანამდევი მედიკამენტებით (მაგ: პაციენტები იღებენ კუჭის მჟავიანობის დამწევ მედიკამენტებს), რეკომენდებულია 100 მგ იტრაზილის მიღება მჟავე სასმელებთან ერთად. სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება უნდა ვაკონტროლოთ და იტრაკონაზოლის დოზა გავზარდოთ საჭიროებისამებრ.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. იტრაკონაზოლის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებელი გადაწონის რისკს.

ასაკოვანი პაციენტები

ასაკოვან პაციენტებში იტრაკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდული მონაცემები არსებობს. იტრაკონაზოლის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებულია მხოლოდ, როდესაც სარგებელი გადაწონის რისკს. ზოგადად, რეკომენდებულია ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციის დაქვეითების, თანამდევი დაავადების ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის მაღალი სიხშირის გათვალისწინებით.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენების თაობაზე შეზღუდული მონაცემები არსებობს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ პაციენტებში ამ მედიკამენტის მიცემისას და უნდა გავითვალისწინოთ დოზის კორექციაც.

იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა გახანგრძლივებულია თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია უნდა გავითვალისწინოთ.

იმუნოკომპრომისული პაციენტები

ზოგ იმუნოკომპრომისულ პაციენტში (მაგ: პაციენტები ნეიტროპენიით, შიდსით ან ვისაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია აქვთ ჩატარებული), იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა შესაძლოა შემცირებული იყოს.

სიცოცხლისათვის საშიში სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო (იხ. ნაწილი 5.2) იტრაკონაზოლი არ არის რეკომენდებული მკურნალობის დასაწყებად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაუყოვნებელი სისტემური სოკოვანი ინფექციები.

შიდსის მქონე პაციენტები

შიდსის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ მკურნალობას სისტემური სოკოვანი ინფექციებისთვის, როგორიცაა სპოროტრიქოზი, ბლასტომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი ან კრიპტოკოკოზი (მენინგიალური ან არამენინგიალური) და რომლებიც არიან რელაფსის რისკის ქვეშ, მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროებაზე.

ზემოქმედება ღვიძლზე

სერიოზული ჰეპატოტოქსიკურობის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევა, გამოვლინდა იტრაკონაზოლის გამოყენებისას. ამ შემთხვევათა უმრავლესობა მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ქონდათ ღვიძლის მანამდე არსებული დაავადება, მკურნალობდნენ სისტემურ ჩვენებებზე, ქონდათ მნიშვნელოვანი სხვა სამედიცინო მდგომარეობები და/ან იღებდნენ სხვა ჰეპატოტოქსიურ მედიკამენტებს. ზოგიერთ პაციენტს არ ჰქონდა ღვიძლის დაავადების აშკარა რისკ-ფაქტორები. ზოგიერთი ამ შემთხვევებიდან მკურნალობის პირველ თვეში გამოვლინდა, მათ შორის, ზოგიერთი - პირველ კვირაში. ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ იტრაკონაზოლს. პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს ჰეპატიტის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დაღლა, მუცლის ტკივილი ან მუქი შარდი. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ღვიძლის ფუნქციების კვლევა უნდა ჩატარდეს.

პაციენტებში, რომლებსაც მომატებული ან ანომალიური ღვიძლის ფერმენტები აქვთ ან რომლებსაც ღვიძლის ტოქსიკურობა აღენიშნებათ სხვა მედიკამენტების გამოყენებისას, იტრაკონაზოლით მკურნალობა მკაცრად უნდა შეწყდეს, თუ არ არის რაიმე სერიოზული ან სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია, სადაც სარგებელი აჭარბებს რისკს. რეკომენდებულია, ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციების უკვე არსებული ანომალიები ან რომლებსაც სხვა მედიკამენტებზე განუვითარდათ ღვიძლის ინტოქსიკაცია.

ღვიძლის დაზიანების მქონეპაციენტებში იტრაკონაზოლის გამოყენების თაობაზე შეზღუდული მონაცმებები არსებობს. სიფრთხილე გვმართებს ამ პოპულაციაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებისას. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი იტრაკონაზოლის გამოყენებისას. CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებისას ასევე რეკომენდებულია, გავითვალისწინოთ იტრაკონაზოლის ელიმინაციის ნახევრადდაშლის პერიოდის გახანგრძლივება იტრაკონაზოლის კაფსულებით ერთჯერადი პერორალური დოზის კვლევისას ციროზის მქონე პაციენტებში.

ჯვარედინი ჰიპერსენსიტიურობა

არ არსებობს ინფორმაცია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შესახებ იტრაკონაზოლსა და სოკოს საწიააღმდეგო სხვა აზოლებს შორის.

100 მგ იტრაზილი შეიცავს ნახშირწყალს. პაციენტები, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

100 მგ იტრაზილი შეიცავს Sunset ყვითელ FCF (E110)-ს და Ponceau 4R (E124)-ს. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია.

100 მგ იტრაზილი შეიცავს მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E218)-ს და პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E216)-ს. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, დაყოვნებულიც კი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. სხვა ნივთიერებებმა, რომლებსაც მსგავსი მეტაბოლური გზა აქვს ან ცვლიან CYP3A4-ს აქტივობას, შესაძლოა გავლენა იქონიოს იტრაკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. ანალოგიურად, იტრაკონაზოლმა შესაძლოა შეცვალოს სხვა ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკა, რომლებსაც მსგავსი მეტაბოლური გზა აქვს. იტრაკონაზოლი არ არის პოტენციური CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი. თანამდევი მედიკამენტების გამოყენებისას რეკომენდებულია შესაბამისი ნიშნის თაობაზე კონსულტაცია, რათა მივიღოთ ინფორმაცია მეტაბოლიზმის გზასა და დოზის კორექტირების შესაძლებლობაზე.

მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია შეამციროს

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას (მაგ: მჟავის გამანეიტრალებელი მედიკამენტები, როგორიცაა ალუმინის ჰიდროქსიდი ან მჟავის სეკრეციის სუპრესორები, როგორიცაა H2-რეცეპტორი ანტაგონისტები და პროტონების ტუმბოს ინჰიბიტორები) არღვევს იტრაკონაზოლის აბსორბციას 100 მგ იტრაზილიდან.

რეკომედნებულია იტრაზილის მიცემა მჟავე სასმელებთან ერთად (როგორიცაა არადიეტური კოლა), როდესაც თანამდევი მკურნალობა ხდება კუჭის მჟავიანობის დამწევი მედიკამენტებით.

რეკომენდებულია მჟავის გამანეიტრალებელი მედიკამენტების (მაგ: ალუმინის ჰიდროქსიდი) მიცემა 100 მგ იტრაზილის მიღებამდე სულ მცირე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ.

თანამდევი მიღებისას რეკომენდებულია, სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგი და იტრაკონაზოლის დოზის გაზრდა საჭიროების შემთხვევაში.

იტრაკონაზოლის CYP3A4-ის პოტენციურ ფერმენტულ გამაქტივებლებთან ერთად თანამდევმა მიცემამ შესაძლოა დააქვეითოს იტრაკონაზოლის და ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა ისე, რომ ეფექტურობაც შესაძლოა საკმაოდ დაქვეითდეს. მაგალითად: ანტიმიკრობული მედიკამენტები: იზონიაზიდი, რიფამბუტინი (იხ. მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას), რიფამპიცინი.

ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, (იხ. მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას), ფენობარბიტალი, ფენიტოინი.

ანტივირუსული მედიკამენტები: ეფავირენცი, ნევირაპინი.

ამგვარად, CYP3A4-ის პოტენციური ფერმენტული გამააქტივებლების მიცემა იტრაკონაზოლთან ერთად არ არის რეკომენდებული. რეკომენდებულია ამ მედიკამენტების გამოყენების თავიდან აცილება 2 კვირით ადრე და იტრაკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარგებელი გადაწონის იტრაკონაზოლის ეფექტურობის დაქვეითების რისკებს. თანამდევი მიცემისას რეკომენდებულია სოკოს საწინააღდეგო აქტივობის მონიტორინგი და იტრაკონაზოლის დოზის გაზრდა საჭიროების შემთხვევაში.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას

CYP3A4-ის პოტენციურმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა. მაგალითად: ანტიბაქტერიული მედიკამენტები: ციპროფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი.

ანტივირუსული მედიკამენტები: რიტონავირ-ბუსტერირებული დარუნავირი, რიტონავირ-ბუსტერირებული ფოსამპრენავირი, ინდინავირი (იხ. მედიკამენტები, რომლების კონცენტრაციაც შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლმა)

რეკომენდებული ამ მედიკამენტის სიფრთხილით გამოყენება 100 მგ იტრაზილთან ერთად მიცემისას. რეკომენდებულია იმ პაციენტების ზედმიწევნითი მონიტორინგი, რომლებმაც CYP3A4-ის პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთად უნდა მიიღონ იტრაკონაზოლი, იტრაკონაზოლის ეფექტების მომატების ან გახანგრძლივების სიმპტომებსა ან ნიშნებზე და იტრაკონაზოლის დოზების დაქვეითებაზე საჭიროების შემთხვევაში. აუცილებლობისას რეკომენდებულია იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციის გაზომვა.

მედიკამენტები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლმა

იტრაკონაზოლმა და მისმა ძირითადმა მეტაბოლიტებმა, ჰიდროქსი-იტრაკონაზოლმა, შესაძლოა დააინჰიბიროს CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი მედიკამენტების მეტაბოლიზმი, ასევე P-გლიკოპროტეინით მედიკამენტების ტრანსოპრტირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ მედიკამენტების და/ან მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციის მომატება, როდესაც იტრაკონაზოლთან ერთად შეყავთ. ამ მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციებმა შესაძლოა გაზარდოს ან გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტების თერაპიული და გვერდითი ეფექტები. CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, შესაძლოა უკუნაჩვენები იყოს იტრაკონაზოლთან ერთად, რადგანაც კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიარითმია, მათ შორის, ორმხრივი ტაქიარითმია, პოტენციური ფატალური არითმია. მკურნალობის შეწყვეტისთანავე იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება განუსაზღვრელ კონცენტრაციებამდე 7-14 დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ღვიძლის ციროზის მქონე პაცინეტებში ან სუბიექტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ინჰობიტორებს, პლაზმური კონცენტრაციების დაქვეითება შესაძლოა უფრო თანდათანობითი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მკურნალობა იწყება იმ მედიკამენტებით, რომელთა მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს იტრაკონაზოლი.

ურთიერთმოქმედი მედიკამენტები კატეგორიზდება შემდეგნაირად:

„უკუნაჩვენებია“: არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მედიკამენტი იტრაკონაზოლთან ერთად და იტრაკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ.

„არ არის რეკომენდებული“: რეკომენდებულია მოვერიდოთ მედიკამენტის გამოყენებას იტრაკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან ორ კვირამდე პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებელი გადაწონის გვერდითი ეფექტების რისკს. თუ თანამდევი მიცემის აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია, ურთიერთმოქმედი მედიკამენტების გაძლიერებული ან გახანგრძლივებული ეფექტების ან გვერდითი ეფექტების ნიშნების ან სიმპტომების კლინიკური მონიტორინგი, და მისი დოზის შემცირება ან შეწყვეტა საჭიროებისამებრ. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმური კონცენტრაციების გაზომვა.

„გამოიყენეთ სიფრთხილით“: როდესაც მედიკამენტს ვაძლევთ იტრაკონაზოლთან ერთად რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი. რეკომენდებულია პაციენტის ზედმიწევნითი მონიტორინგი ურთიერთმოქმედი მედიკამენტების ეფექტების ან გვერდითი ეფექტების გაძლიერებული ან გახანაგრძლივებული ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად, ასევე დოზის დაქვეითებისთვის საჭიროების შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმური კონცენტრაციების გაზომვა.

მედიკამენტების მაგალითები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა გაიზარდოს იტრაკონაზოლით, წარმოდგენილია მედიკამენტების კლასის სახით და იტრაკონაზოლთან მიღებასთან დაკავშირებული რჩევებით:

მედიკამენტის კლასი

უკუნაჩვენებია

არ არის რეკომენდებული

გამოიყენეთ სიფრთხილით

ალფა ბლოკატორები

ტამსულოსინი

ანალგეტიკები

ლევაცეტილმეთადოლი (ლევომეთადილი), მეთადონი

ფენტანილი

ალფენტანილ, ბუპრენორფინი ივ და ენისქვეშ, ოქსიკოდონი

ანტიარითმიულები

დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, დრონედარონი, ქინიდინი

დიგოქსინი

ანტიბაქტერიულები

რიფაბუტინია

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული მედიკამენტები

რივაროქსაბანი

კაუმარინები, ცილოსტაზოლი, დაბიგატრანი

ანტიკონვულსანტები

კარბამაზეპინია

ანტიბაქტერიულები

რეპაგლინიდი, საქსაგლიპტინი

ანტიჰისტამინურები და ანტიპროტოზოულები

ჰალოფანტრინი

პრაზიკვანტელი

ანტიჰისტამინურები

ასტემიზოლი, მიზოლასტინი, ტერფენადინი

ებასტინი

შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ერგოტ ალკალოიდები, როგორიცაა დიჰიდროერგოტამინი, ერგომეტრინი (ერგონოვინი), ერგოტამინი, მეთილერგომეტრინი (მეთილერგონოვინი)

ანტინეოპლასტიური მედიკამენტები

ირინითეკანი

დასატინიბი, ნილოტინიბი, ტრაბექტედინი

ბორტეზომიბი, ბუსულფანი, დოცეტაქსელი, ერლოტინიბი, იქსაბეპილონი, ლაპატინიბი, ტრიმეტრექსატი, ვინკა ალკალოიდები

ანტიფსიქოტურები, ანქშიოლიტიკები და ჰიპნოტიკები

ლურასიდონი, პერორალური მიდაზოლამი, პიმოზიდი, სერტინდოლი, ტრიაზოლამი

ალპრაზოლამი, არიპიპრაზოლი, ბროტიზოლამი, ბუზპირონი, ჰალოპერიდოლი, მიდაზოლამი ი/ვ, პეროსპირონი, ქვეტიაპინი, რამელთეონი, რისპერიდონი

ანტივირუსები

მარავიროკი, ინდინავირიბ, რიტონავირიბ, საქვინავირი

ბეტა ბლოკატორები

ნადოლოლი

კალციუმის არხის ბლოკატორები

ბეპრიდილი, ფელოდიპინი, ლერკანიდიპინი, ნიზოლდიპინი

სხვა დიჰიდროპირიდინები, მათ შორის ვერაპამილი

კარდიოვასკულარული მედიკამენტები, სხვადასხვა

ივაბრადინი, რანოლაზინი

ალისკრენი

დიურეტიკები

ეპლერენონი

გატროინტესტინალური მედიკამენტები

ცისაპრიდი

აპრეპიტანტი, დომპერიდონი

იმუნოსუპრესანტები

ევროლიმუს

ბუდესონიდი, სიკლესონიდი, ციკლოსპორინი, დექსამეთაზონი, ფლუტიკაზონი, მეთილპრედნიზონი, რაპამიცინი (ასევე ცნობილია როგორც სიროლიმუს), ტაკროლიმუს, ტემსიროლიმუს

ლიპიდების მარეგულირებელი მედიკამენტები

ლოვასტატინი, სიმვასტატინი

ატორვასტატინი

რესპირატორულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები

სალმეტეროლი

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური და დაკავშირებული ანტიდეპრესანტები

რებოქსეტინი

უროლოგიური მედიკამენტები

ვარდენაფილი

ფესოტეროდინი, იმიდაფენაცინი, სილდენაფილი, სოლიფენაცინი, ტადალაფილი, ტოლტეროდინი

სხვა

კოლხიცინი, ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე სუბიექტებში

კოლხიცინი

ალიტრეტინონი (პერორალური ფორმულირება), ცინაკალცეტი, მოზავაპტანი, ტოლვაპტანი

ა იხ. აგრეთვე მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია

ბ იხ. აგრეთვე მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია

მედიკამენტები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა შემცირდეს იტრაკონაზოლით

იტრაკონაზოლის მიცემამ NSAID-ებთან ერთად, როგორიცაა მელოქსიკამი, შესაძლოა გამოიწვიოს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია. რეკომენდებულია, მელოქსიკამის სიფრთხილით გამოყენება იტრაკონაზოლთან თანამდევად მიცემისას, ასევე უნდა მოხდეს მისი ეფექტების ან გვერდითი ეფექტების მონიტორინგი. ასევე, მელოქსიკამის იტრაკონაზოლთან თანამდევად მიცემისას, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის კორექცია.

ბავშვები და მოზარდები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

100 მგ იტრაზილი არ უნდა გავმოყენოთ ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევებისა, სადაც პოტენციური სარგებელი დედისთვის გადასწონის ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს (იხ. ნაწილი 4.3).

ცხოველებში იტრაკონაზოლის კვლევისას გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი .3).

ორსულობის დროს 100 მგ იტრაზილის გამოყენების შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევები დაფიქსირდა. ეს შემთხვევები მოიცავდა ჩონჩხის, შარდსასქესო სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ოფთალმოლოგიურ მალფორმაციებს, ასევე ქრომოსომულ და მრავლობით მალფორმაციებს. 100 მგ იტრაზილთან შემთხვევითი კავშირი არ გამოვლენილა.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ორსულობის პირველ ტრიმესტრში 100 მგ იტრაზილთან ექსპოზიციისას - უმეტესად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას ვულვოვაგინალური კანდიდოზისთვის - არ გამოვლინდა მალფორმაციების გაზრდილი რისკი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომლებსაც არ ქონდათ ექსპოზიცია რაიმე ტერატოგენთან.

შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალები

შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც იღებენ 100 მგ იტრაზილს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. ეფექტური კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს მომდევნო მენსტრუალურ პერიოდამდე 100 მგ იტრაზილით მკურნალობის დასასრულიდან.

ლაქტაცია

იტრაკონაზოლის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. 100 მგ იტრაზილით მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი უნდა შედარდეს ძუძუთი კვების რისკებს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ზემოქმედება მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენასთან დაკავშირებით. მანქანის და სხვა მექანიზმების მართვისას ზოგ შემთხვევაში გვერდითი რეაქციები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა და სმენის დაკარგვა (იხ. ნაწილი 4.8), რაც უნდა გავითალისწინოთ.

არასასურვველი ეფექტები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში არასასურველი რეაქციები მედიკამენტებზე (ADRs) გამოვლინდა იტრაკონაზოლის კაფსულების კლინიკურ კვლევებში და/ან სპონტანურ რეპორტებში იტრაკონაზოლის ყველა ფორმის პოსტმარკეტინგული კვლევისას.

კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 2104 პაციენტზე, რომლებიც მკურნალობდნენ დერმატომიკოზზე ან ონიხომიკოზზე, ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები იყო კუჭ-ნაწლავის, დერმატოლოგიური და ღვიძლისმიერი წარმოშობის.

ქვემოთ მოცემული ცხრილი წარმოადგენს ADRs ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით. თითოეული ორგანოთა სისტემის კლასში ADRs წარმოდგენილია ინციდენტობით, მომდევნო პირობით:

ძალიან ხშრი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 – <1/100); იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (≥ 1/10000), უცნობი წარმოშობის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებიდან).

ცხრილი ასევე მოიცავს არასასურველ ეფექტებს მედიკამენტების შესახებ პოსტმარკეტინგული კვლევის სპონტანური რეპორტიდან და აკმაყოფილებს სიხშირის კრიტერიუმებს. კლინიკური კვლევებისთვის სპონტანური რეპორტი არ გვაძლევს ზუსტ სიხშირეს. ამგვარად, ამ რეპორტების სიხშირე უცნობია.

ხელსაწყოების და სისტემების კლასიფიკაცია

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინფესტაციები

სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რინიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერსენსიტიურობა*

შრატის დაავადება, ანგიონევროზული ედემა, ანაფილაქსიური ედემა, ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმი და ნუტრიციული დაავადბები

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ნერვული სისტემის დაავადება

თავის ტკივილი

პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია (გემოვნების გაუკუღმართება)

თვალის დაავადებები

მხედველობითი დარღვევები (მათ შორის დიპლოპია და დაბინდული მხედველობა)

ყურის და ლაბირინთის დაავადება

გარდამავალი ან პერმანენტული სმენის დაკარგვა*, ყურებში ხმაური

გულის დაავადებები

გულის შეგუბებითი უკმკარისობა*

რესპირატორული, გულ-მკერდის და შუასაყრის დაავადებები

დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

მუცლის ტკივილი, გულისრევა

ფაღარათი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დაავადებები

დარღვეული ღვიძლის ფუნქცია

სერიოზული ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის ფატალური მწვავე უკმარისობა)*, ჰიპერბილირუბინემია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ურტიკარია, გამონაყარი, ქავილი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიურობა

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები

პოლაკიურია

რეპროდუქციული სისტემისა და ძუძუს დაავადბები

მენსტრუალური დაავადება

ერექტილური დისფუნქცია

ზოგადი დაავადება და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

ედემა

გამოკვლევები

მომატებული კრეატინკინაზა სისხლში

  • იხ. ნაწილი 4.4

განაცხადეთ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია გვერდით მოვლენებზე ინფორმირება ეჭვის არსებობისას. ეს უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა მედიკამენტის სარგებელი/რისკი თანაფარდობის შესახებ. ექიმებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ეროვნული სარეპორტო სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალებიც გამოქვეყნდება საქართველოს მედიცინის ეროვნული სააგენტოს მიერ.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

იტრაკონაზოლთან დაკავშირებით ფიქსირდება შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

თავის ტკივილი;

მუცლის ტკივილი;

გულისრევა.

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

სინუსების ანთება;

ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება;

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

დიარეა;

შეკრულობა;

ღებინება;

დისპესია ;

მეტეორიზმი;

ღვიძლის დაავადებები;

გამონაყარი;

გამონაყარი ქავილით ან მის გარეშე;

ქავილი;

მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

იშვიათი ( ვლინდება 1000- დან 1 პაციენტში ):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ;

შრატის დაავადება;

სახის, ხელების და ფეხების შეშუპება;

მწვავე ალერგიული რეაქციები;

სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონე;

ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება;

გემოს დარღვევა;

ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება;

მხედველობის დაბინდვა და გაორება;

სმენის დაკარგვა (დაქვეითება);

ზარის რეკვის ხმა ყურებში;

გულის შესუსტებული მუშაობა;

სუნთქვის გაძნელება;

პანკრეასის ანთება;

ჰეპატოტოქსიურობა;

სისხლში ბილირუბინის მომატებული დონე;

კანის დაწყლულება, ტკივილი და ბუშტუკები;

თმის ცვენა, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ;

ხშირი შარდვა;

თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე.

ჭარბი დოზა

ზოგადად, ჭარბი დოზირებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები შეესაბამება იტრაკონაზოლის გამოყენებას (იხ. ნაწილი 4.8).

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ხელშემწყობი ზომები უნდა მივიღოთ. შესაძლოა მივცეთ გააქტივებული ნახშირი საჭიროების შემთხვევაში. იტრაკონაზოლი არ ცილდება ჰემოდიალიზით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს 100 მგ იტრაკონაზოლს.

დანამატები, უკვე ნაცნობი ეფექტებით : 202.04 მგ საქაროზა, სანსეთ ყვითელი FCF (E 110), პონსიაუ 4R (E 124), მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 216).

დანამატების სრული ჩამონათვალის სანახავად იხ. ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

3 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ 25 ◦C ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მუყაოს ყუთი PCV/Al-ის 3 ბლისტერით, 5 კაფსულა თითოეულზე

საგანგებო გაფრთხილებები გადაგდებისა და სხვაგვარი მოპყრობისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია: (ანტიმიკოტიკები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის ნაწარმები).

ATC კოდი: J02A C02

იტრაკონაზოლს, ტრიაზოლის ნაწარმი, აქვს მოქმედების ფართო სპექტრი.

In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ იტრაკონაზოლი ხელს უშლის ერგოსტეროლის სინთეზს სოკოს უჯრედებში. ერგოსტეროლი არის სოკოს უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო კომპონენტი. მისი სინთეზის დარღვევა პირდაპირ იწვევს სოკოს საწინააღდეგო ეფექტს.

იტრაკონაზოლისთვის ზღვრული მნიშვნელობა დადგენილია Candida spp-თვის შემდეგნაირად:

  • მგრძნობიარე ≤0.125 µგ/მლ
  • მგრძნობიარე, დოზა-დამოკიდებული 0.2-0.5 µგ/მლ
  • რეზისტენტული ≥ 1 µგ/მლ

In vitro კვლევები გვიჩვენებს, რომ იტრაკონაზოლი აინჰიბირებს ფართო სპექტრის სოკოების ზრდას, რომლებიც პათოგენურია ადამიანისთვის ≤ 1 µგ/მლ კონცენტრაციაზე. ეს მოიცავს: დერმატოფიტებს (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum); საფუარებს (Cryptoccocus neoformance, Pityrosporu spp., Trichosporoo spp., Geotrichum spp., Candida spp., მათ შორის C. albicans, C. glabrata და C. krusei); Aspergillus spp.; Histoplasma spp., Paracoccidioides brasilienses; Sporotrix schenckii; Fonsecaea spp.; Cladosporium spp.; Blastomyces dermatitidis; Coccidioides immitis; Pseudallescheria boydii; Penicillium marnefei; და ბევრ სხვა სოკოსა და საფუარს.

Candida krusei, Candida glabrata და Candida tropicalis ზოგადად ნაკლებად მგრძნობიარე Candida სახეობებია, რომელთაგან ზოგიერთი იზოლატი გვიჩვენებს არათანაბარ რეზისტენტობას იტრაკონაზოლის მიმართ ინ ვიტრო.

სოკოების ძირითადი ტიპები, რომლებიც არ ინჰიბირდება იტრაკონაზოლით, არის Zygomycetes (მაგ: Rhizopus spp., Rhizomucor spp., Mucor spp., და Absidia spp.), Fusarium spp.,Scedosporium proliferans და Scopulariopsis spp.

აზოლების რეზისტენტობა ვითარდება ნელა და ხშირად სხვადასხვა გენეტიკური მუტაციის შედეგია. აღწერილი მექანიზმები ERG11-ის ჭარბი გამოხატულებაა, რომელიც აკოდირებს სამიზნე ფერმენტს 14α-დემეთილაზას, ERG11-ის წერტილოვანი მუტაციები, რაც იწვევს დაქვეითებულ სამიზნე სწრაფვას და/ან ტრანსპორტერის ჭარბ გამოხატულებას, რაც იწვევს რეფლუქსს.

ჯვარედინი რეზისტენტობა აზოლის კლასის წევრებს შორის აღინიშნა Candida spp-ებს შორის, თუმცა, ამ კლასის ერთი წევრის მიმართ რეზისტენტობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდება რეზისტენტობა სხვა აზოლების მიმართ.

იტრაკონაზოლის მიმართ დაფიქსირდა Aspergillus fumigatus-ის რეზისტენტული შტამები.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

იტრაკონაზოლის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 2-5 სთ-ში. არაწრფივი ფარმაკოკინეტიკის შედეგად იტრაკონაზოლი აკუმულირდება პლაზმაში მრავლობითი დოზის შემდეგ. მდგრადი მდგომარეობის კონცენეტრაციები ზოგადად მიიღწევა 15 დღეში, მაქსიმალური Cmax სიდიდით 0.5 µგ/მლ, 1.1 µგ/მლ და 2.0 µგ/მლ და პერორალურად მიღებული 100 მგ დღეში ერთხელ, 200 მგ დღეში ერთხელ და 200 მგ b.i.d.-ის შემდეგ, შესაბამისად. იტრაკონაზოლის ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი ზოგადად ვარირებს 16-28 სთ-ს შორის ერთჯერადი დოზის შემდეგ და იზრდება 34-42 სთ-მდე განმეორებითი დოზის შემთხვევაში. როგორც კი მკურნალობა შეწყდება, იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება თითქმის განუსაზღვრელ კონცენტრაციამდე 7-14 დღეში, რაც დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ინტრავენურად იტრაკონაზოლის შეყვანის შემდეგ საშუალო საერთო პლაზმური ქლირენსი არის 278 მლ/წთ. იტრაკონაზოლის ქლირენსი მცირდება უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში ღვიძლის მეტაბოლიზმის გაჯერების გამო.

აბსორბცია

იტრაკონაზოლი სწრაფად აბსორბირდება პერორალურად მიღებისას. შეუცვლელი მედიკამენტის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური კაფსულის მიღებიდან 2-5 საათში. იტრაკონაზოლის დაფიქსირებულლი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 55%. პერორალური ბიოშეღწევადობა მაქსიმალურია, როცა კაფსულის მიღება ხდება დაუყოვნებლივ სრული კვების შემდეგ.

იტრაკონაზოლის კაფსულების აბსორბცია ქვეითდება იმ სუბიექტებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ კუჭის მჟავიანობა, როგორიცაა სუბიექტები, რომლებიც იღებენ კუჭის მჟავის სეკრეციის სუპრესანტებს (მაგ: H2-რეცეპტორის ანტაგონისტები, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები) ან დაავადებებით გამოწვეული აქლორიდრიის მქონე სუბიექტები (იხ. ნაწილი 4.4 საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ნაწილი 4.5 ურთიერთქმებები). უზმოზე იტრაკონაზოლის აბსორბცია ამ სუბიექტებში მომატებულია, როდესაც 100 მგ იტრაზილს ვაძლევთ მჯავე სასმელებთან ერთად (როგორიცაა არადიეტური კოლა). როდესაც 100 მგ იტრაზილს აძლევდნენ ერთჯერადად 200 მგ დოზით უზმოზე არადიეტურ კოლასთან ერთად, რანიტიდინის, H2 რეცეპტორების ანტაგონისტების, წინასწარ მიცემის შემდეგ, იტრაკონაზოლის აბსორბცია იყო მსგავსი იმისა, რაც მიიღწეოდა 100 მგ იტრაზილის ცალკე მიცემისას. (იხ. ნაწილი 4. ურთიერთქმედებები)

გადანაწილება

იტრაკონაზოლის უმეტესობა უკავშირდება პლაზმურ ცილებს (99%), რომელთა შორის ალბუმინი მთავარი დამაკავშირებელი კომპონენტია (99.6% ჰიდროქსიმეტაბოლიტისთვის). მას ასევე აქვს გამოხატული სწრაფვა ლიპიდების მიმართ. პლაზმაში იტრაკონაზოლის მხოლოდ 0.2%-ია წარმოდგენილი თავისუფალი სახით. იტრაკონაზოლი გადანაწილდება დიდი აშკარა მოცულობით სხეულში (>700ლ), რაც მიუთითებს მის ინტენსიურ გადანაწილებაზე ქსოვილებში: კონცენტრაციები ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთაში და კუნთებში 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში.

თანაფარდობა თავის ტვინსა და პლაზმურ მოცულობებს შორის იყო დაახლოებით 1 იმ შედეგების მიხედვით, რომლებიც მიიღეს მეძებარ ძაღლებში გაზომვის შედეგად, ხოლო მიტაცება კერატინიზებულ ქსოვილში, კანში განსაკუთრებით, 4-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაზმაში.

კონცენეტრაციები ცერებროსპინალურ სითხეში გაცილებით მაღალია, ვიდრე პლაზმაში, მაგრამ ეფექტურობა გამოვლინდა ცერებროსპინალურ სითხეში არსებული ინფექციების მიმართ.

მეტაბოლიზმი

იტრაკონაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ დიდი რეოდენობით მეტაბოლიტებად. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა CYP3A4 ძირითადი ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს იტრაკონაზოლის მეტაბოლიზმში. ძირითადი მეტაბოლიტი არის ჰიდროქსი-იტრაკონაზოლი, რომელსაც იტრაკონაზოლის შესაბამის ინ ვიტრო სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს; ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები ორჯერ აღემატება იტრაკონაზოლს.

ექსკრეცია

იტრაკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად ინაქტიური მეტაბოლიტების სახით შარდში (35%) და განავალში (54%) ერთი კვირის მანძილზე.

იტრაკონაზოლის რენული ექსკრეცია შეადგენს დოზის 0.03%-ს მაშინ, როდესაც განავალში შეუცვლელი მედიკამენტის ექსკრეცია ვარირებს დოზის 3-18 % დიაპაზონში.

მაღალი დოზების შემთხვევაში იტრაკონაზოლის ქლირენსი მცირდება ღვიძლის მეტაბოლიზმის სატურაციის გამო.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

არასწორხაზოვანი ფარმაკოკინეტიკის შედეგად იტრაკონაზოლი აკუმულირდება პლაზმაში მრავლობითი დოზების შემდეგ. მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციები ზოგადად მიიღწევა 1 დღეში, 7-ჯერ მეტი Cmax და AUC სიდიდეებით, ვიდრე ერთჯერადი დოზების შემთხვევაში. მომდევნო განმეორებითი დოზების მიცემისას იტრაკონაზოლის ნახევრადდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 40 სთ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის დარღვევები:

100 მგ იტრაკონაზოლის (ერთი 100 მგ კაფსულა) ერთჯერადად გამოყენების ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 6 ჯანმრთელ და 12 ციროზის მქონე პაციენტში. საშუალო Cmax (47%)-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება და იტრაკონაზოლის ნახევრადდაშლის პერიოდის (37±17 შედარებით 16±5 სთ) ორმაგი ზრდა აღინიშნა ციროზის მქონე პაციენტებში ჯანმრთელებთან შედარებით. თუმცა, მთლიანობაში იტრაკონაზოლთან ექსპოზიცია ციროზის მქონე პაცინეტებში, AUC-ზე დაყრდნობით, მსგავსი იყო ჯანმრთელი სუბიექტებისა.

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ციროზულ პაციენტებში იტრაკონაზოლით ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ (იხ. ნაწილი 4.2 დოზირება და მიღება და ნაწილი 4.4 საგანგებო გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

თირკმლის დაზიანება

შეზღუდული მონაცმები არსებობს იტრაკონაზოლის პერორალურად გამოყენების შესახებ თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია ამ მედიკამენტის ფრთხილი გამოყენება პაციენტების ამ პოპულაციაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის სავაჭრო დასახელება

იტრაზილი 100 მგ კაფსულები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს 100 მგ იტრაკონაზოლს.

დანამატები, უკვე ნაცნობი ეფექტებით : 202.04 მგ საქაროზა, სანსეთ ყვითელი FCF (E 110), პონსიაუ 4R (E 124), მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 216).

დანამატების სრული ჩამონათვალის სანახავად იხ. ნაწილი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

ჟელატინის მკვრივი კაფსულები # 0, ნაოჭი მწვანე-გაუმჭვირვალე (კოდი 13-1-2A) და მწვანე-გამჭვირვალე ძირითადი ნაწილი (კოდი 13-1-8A), რომელიც შეიცავს თეთრიდან - მოყვითალო თეთრამდე - თეთრ-კრემისფერამდე სფეროსებრი მიკროგრანულებს, რომლებიც დაფარულია პოლიმერული გარსით.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

გინეკოლოგიური დაავადებები: ვულვოვაგინალური კანდიდიაზი

დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჭრელი პიტირიაზი, დერმატომიკოზი, სოკოვანი კერატიტი და პირის ღრუს კანდიდიაზი, დერმატოფიტებით ან საფუარებით გამოწვეული ონიხომიკოზი

სისტემური მიკოზი: სისტემური ასპერგილოზი და კანდიდიაზი, კრიპტოკოკოზი (მათ შორის Cryptococcus meningitis), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პარაკოქციდიომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა იშვიათი სისტემური ან ტროპიკული მიკოზი.

დოზირება და მიღების წესები

დოზა

მოზრდილებში თითოეული ჩვენებისთვის მკურნალობის განრიგი ასეთია:

თერაპიული ჩვენებები

დოზა

მკურნალობის ხანგრძლივობა

გინეკოლოგიური ჩვენებები

ვულვოვაგინალური კანდიდოზი

200 მგ იტრაკონაზოლი დღეში ორჯერ

1 დღე

დერმატოლოგიური/მუკოზური ჩვენებები

ჭრელი პიტირიაზი

200 მგ o.d.

7 დღე

დერმატომიკოზი

100 მგ o.d.

15 დღე

მაღალკერატინიზებული რეგიონები, როგორიცაა ტერფის სოკო და ხელის გულის სოკო

100 მგ o.d.

30 დღე

ტანის სოკო, ფეხის სოკო

100 მგ o.d. ან 200 მგ

15 დღე ან 7 დღე

პირხახის კანდიდიაზი

100 მგ o.d.

15 დღე

კანის, ვულვოვაგინალური და პირხახის ინფექციისას ოპტიმალური კლინიკური და მიკოლოგიური რეაქცია მიიღწევა მკურნალობის შეწყვეტიდან 1-4 კვირის შემდეგ და ფრჩხილის ინფექციების მკურნალობის შეწყვეტიდან 6-9 თვის შემდეგ. რადგანაც კანიდან, ფრჩხილებიდან და ლორწოვანი მემბრანებიდან იტრაკონაზოლის მოცილება უფრო ნელა ხდება, ვიდრე პლაზმიდან.

სისტემური სოკოვანი ინფექციები

სისტემური სოკოვანი ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს თერაპიაზე მიკოლოგიური და კლინიკური რეაქციის მეშვეობით:

ჩვენებები დოზა დაკვირვებები

ასპერგილოზი 200 მგ o.d. ინვაზიური ან დისემინირებული

დაავადებების დროს დოზა გააზარდეთ

200 მგ b.i.d.-მდე

კანდიდიაზე 100-200 მგ o.d. ინვაზიური ან დისემინირებული

დაავადებების დროს დოზა გააზარდეთ

200 მგ b.i.d.-მდე

არამენინგიალური 200 მგ o.d.

კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკული მენინგიტი 200 მგ o.d. იხილეთ ნაწილი 4.4

ჰისტოპლაზმოზი 200 მგ o.d.

200 მგ o.d. – 200 მგ b.i.d.

შენარჩუნება შიდსის დროს 200 მგ o.d. იხ. ქვემოთ ჩანაწერი შეწოვის

დარღვევბის შესახებ

პროფილაქტიკა

ნეიტროპენიის დროს 200 მგ o.d. იხ. ქვემოთ ჩანაწერი შეწოვის

დარღვევბის შესახებ

1 მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს კლინიკური რეაქციის მიხედვით.

შიდსისა და ნეიტროპენიის დროს დარღვეულმა აბსორბციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში იტრაკონაზოლის დაბალი დონეები და ეფექტურობის ნაკლებობა. ასეთ შემთხვევებში, უნდა გაკონტროლდეს დონე სისხლში და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს იტრაკონაზოლის დოზა.

ონიქომიკოზი

ონიქომიკოზს შესაძლოა ვუმკურნალოთ პულსური ან უწყვეტი რეჟიმის გამოყენებით.

პულსური მკურნალობა

იტრაკონაზოლით პულსური მკურნალობა გულისხმობს ორი კაფსულის მიღებას დღეში ორჯერ (200 მგ b.i.d.) ერთი კვირის განმავლობაში.

ფრჩხილის ინფექციებისთვის რეკომენდებულია ორი პულსური მკურნალობა, ხოლო ფეხის ფრჩხილის ინფექციებისთვის, სამი. თითოეულ პულსს შორის უნდა გავიდეს 3 კვირა მკურნალობის გარეშე. კლინიკური რეაქცია უნდა გამოვლინდეს ფრჩხილის ზრდის სახით მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ონიქომიკოზის ლოკაცია

კვირა 1

კვირა 2

კვირა 3

კვირა 4

კვირა 5

კვირა 6

კვირა 7

კვირა 8

კვირა 9

ფეხის ფრჩხილები ხელის ფრჩხილების დაზიანებით ან მის გარეშე

პირველი პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მეორე პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მესამე პულსური ციკლი

მხოლოდ ხელის ფრჩხილები

პირველი პულსური ციკლი

იტრაკონაზოლით მკურნალობა არ ხდება

მეორე პულსური ციკლი

უწყვეტი მკურნალობა:

200 მგ o.d. სამი თვის მანძილზე

იტრაკონაზოლის ელიმინაციის სიხშირე კანსა და ფრჩხილების ქსოვილში უფრო ნელია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. კანის ინფექციების დროს ოპტიმალური კლინიკური რეაქცია მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში, ხოლო ფრჩხილის ინფექციების მკურნალობის დაწყებიდან 6-9 თვეში.

სისტემური მიკოზები

სოკოვანი სისტემური ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მიკოზის ტიპით და მკურნალობაზე რეაქციით:

ჩვენებები

დოზა

საშუალო ხანგრძლივობა

კომენტარები

ასპერგილოზი

200 მგ o.d.

2-5 თვე

ფართოდ გავრცელებული ინფექციის შემთხვევაში დოზა გაზარდეთ 200 მგ b.i.d.-მდე

კანდიდიაზი

100-200 მგ o.d.

3 კვირა - 7 თვე

არა-მენინგიალური კრიპტოკოკოზი

200 მგ o.d.

10 კვირა

შემანარჩუნებელი თერაპია (მენინგიალური შემთხვევები): 200 მგ o.d.

კრიპტოკოკული მენინგიტი

200 მგ b.i.d.

2 თვე - 6 თვე

ჰისტოპლაზმოზი

200 მგ o.d.

200 მგ b.i.d.

8 თვე

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება

კუჭის წვენის დაქვეითებისას ინტრაკონაზოლის აბსორბცია ირღვევა. აქლორიდრიის მქონე პაციენტებში და კუჭის მჟავის სუპრესორებზე მყოფი ან მჟავის გამანეიტრალებელი სამედიცინო პროდუქტების მიმღები პაციენტების შესახებ ინფორმაციისთვის (იხ. ნაწილი 4.4).

მიღება ბავშვებსა და მოზარდებში

იტრაკონაზოლი არ უნდა მივცეთ ბავშვებს, რადგანაც მცირეა კლინიკური მონაცემები ამ მედიკამენტის პედიატრიულ ასაკში გამოყენების შესახებ. (იხ. ნაწილი 4.4).

სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა: არ არსებობს მონაცემები ნეიტროპენიის მქონე ბავშვების შესახებ. ტოქსიკურობის შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს მხოლოდ 5 მგ/სხეულის კილოგრამ წონა / დღე -ზე ნაკლები დოზის შესახებ, დღეში ორჯერ (იხ. ნაწილი 4.8)

ასაკოვანი პაციენტები

იტრაკონაზოლი არ უნდა მივცეთ მოხუცებს, რადგანაც შეზღუდული მონაცემები არსებობს ამ მედიკამენტის ასაკოვან პაციენტებში გამოყენების შესახებ. ასაკოვან პაციენტებში გამოყენება რეკომენდებულია, თუ სარგებელი გადაწონის რისკებს (იხ. ნაწილი 4.4).

ზოგადად რეკომენდებულია, რომ დოზის შერჩევისას ასაკოვან პაციენტებში უნდა გავითვალისწინოთ ღვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციების ცვლილებები, ასევე თანამდევი მედიკამენტები ან სხვა თანამდევი დაავადებები.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

შეზღუდული მონაცემები არსებობს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა შესაძლოა დაბალი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; შესაძლოა აუცილებელი იყოს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.4)

პაციენტები ღვიძლის დაზიანებით

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს.

იტრაკონაზოლი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. იტრაკონაზოლის ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი ციროზის მქონე პაციენტებში გარკვეულწილად გახანგრძლივებულია. იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტების ამ პოპულაციაში. შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.4 და ნაწილი 5.2, ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები, განსაკუთრებული პოპულაციები, ღვიძლის უკმარისობა)

მიღების მეთოდი

იტრაზილი 100 მგ მიიღება პერორალურად და მედიკამენტის მაქსიმალური შეწოვისთვის იტრაკონაზოლი უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად.

უკუჩვენებები

100 მგ იტრაზილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დანამატის მიმართ (მითითებულია თავი 6.1).

იტრაკონაზოლის CYP3A4 მეტაბოლიზებულ ნივთერებასთან ერთად მიღება აკრძალულია.

ამ მედიკამენტების მაღალი პლაზმური კონცენტრაციების იტრაკონაზოლთან ერთად მიცემამ შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიული და გვერდითი ეფექტების მომატება ან გახანგრძლივება ისეთ დონემდე, როდესაც შესაძლოა მძიმე პოტენციური მდგომარეობა გამოვლინდეს.

მაგალითად: ზოგიერთი მედიკამენტის პლაზმური კონცენტრაციების მომატებამ შესაძლოა გაახანგრძლივოს QT ინტერვალი და გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიარითმია, მათ შორის ბიპოლარული ტაქიკარდია, პოტენციური ფატალური ტაქიარითმია. სპეციფიური მაგალითები ჩამოთვლილია ნაწილში 4.5.

100 მგ იტრაზილი არ უნდა მივცეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პარკუჭოვანი დისფუნქციის დამამტკიცებელი საბუთები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF) ან ანამნეზში CHF გარდა სიცოცხლისათვის საშიში ან სხვა სერიოზული ინფექციების მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.4).

100 მგ იტრაზილი არ უნდა გამოვიყენოთ ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევებისა (იხ. ნაწილი 4.6). შვილოსნობის პერიოდში მყოფი ქალებმა, რომლებიც იღებენ იტრაკონაზოლს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. ეფექტური კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს მენსტრუალურ პერიოდამდე იტრაკონაზოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

ეფექტები გულზე

იტრაკონაზოლ IV-ის კვლევისას ჯანმრთელ მოხალისეებში მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება გამოვლინდა; რაც ალაგდა მომდევნო ინფუზიის წინ. ამ შედეგების კლინიკური რელევანტობა პერორალურ ფორმებთან დაკავშირებით უცნობია.

იტრაკონაზოლმა აჩვენა უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და იტრაკონაზოლი დაკავშირებული იყო გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევებთან. გულის უკმარისობა 400 მგ საერთო დღიური დოზის სპონტანურ შემთხვევებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა, ვიდრე უფრო დაბალი საერთო დღიური დოზების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გულის უკმარისობის რისკი გაზარდოს იტრაკონაზოლის საერთო დღიური დოზის შემთხვევაში.

იტრაკონაზოლი არ უნდა გამოვიყენოთ გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ან რომლებსაც გადატანილი აქვთ ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარგებელი გადაწონის რისკებს. ამ ინდივიდუალური სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორები, როგორიცაა ჩვენების სიმძიმე, დოზის რეჟიმი (მაგ: საერთო დღიური დოზა) და გულის შეგუბებითი უკმარისობის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები.

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება გულის დაავადებები, როგორიცაა იშემიური და სარქვლოვანი დაავადება; ფილტვის სერიოზული დაავადება, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; თირკმლის უკმარისობა და სხვა შეშუპებითი დაავადებები. ასეთი პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, სიფრთხილით უნდა ვუმკურნალოთ და უნდა ვაკონტროლოთ გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე. თუ ასეთი ნიშნები და სიმპტომები ვლინდება მკურნალობისას, იტრაკონაზოლი უნდა შევწყვიტოთ.

კალციუმის არხის ბლოკატორებს შესაძლოა უარყოფითი ინოტროპული ეფექტები ქონდეს, რაც შესაძლოა ადიტიური იყოს იტრაკონაზოლისთვის. ამასთან, იტრაკონაზოლმა შესაძლოა კალციუმის არხის ბლოკატორების მეტაბოლიზმის ინჰიბირება გამოიწვიოს. ამგვარად, სიფრთხილე გვმართებს იტრაკონაზოლის და კალციუმის არხის ბლოკატორების ერთად მიცემის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.5) გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს.

ურთიერთქმედების პოტენციალი

იტრაკონაზოლთან ერთად სხვა სამედიცინო პროდუქტის მიცემამ შესაძლოა გამოიწვიოს იტრაკონაზოლის და/ან მასთან ერთად მიცემული მედიკამენტების ეფექტურობის ცვლილებები, ფატალური რისკი და / ან უეცარი სიკვდილი. ნაწილში 4.5 წარმოდგენილია არაკონტროლირებადი, არა-რეკომენდებული ან რეკომენდებული მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ იტრაკონაზოლთან ერთად.

კუჭის დაქვეითებული მჟავიანობა

იტრაკონაზოლის აბსორბცია ირღვევა კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისას. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია დაავადებით (მაგ: აქლორიდრიის მქონე პაციენტები) ან თანამდევი მედიკამენტებით (მაგ: პაციენტები იღებენ კუჭის მჟავიანობის დამწევ მედიკამენტებს), რეკომენდებულია 100 მგ იტრაზილის მიღება მჟავე სასმელებთან ერთად. სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება უნდა ვაკონტროლოთ და იტრაკონაზოლის დოზა გავზარდოთ საჭიროებისამებრ.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. იტრაკონაზოლის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებელი გადაწონის რისკს.

ასაკოვანი პაციენტები

ასაკოვან პაციენტებში იტრაკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდული მონაცემები არსებობს. იტრაკონაზოლის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებულია მხოლოდ, როდესაც სარგებელი გადაწონის რისკს. ზოგადად, რეკომენდებულია ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციის დაქვეითების, თანამდევი დაავადების ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის მაღალი სიხშირის გათვალისწინებით.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენების თაობაზე შეზღუდული მონაცემები არსებობს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ პაციენტებში ამ მედიკამენტის მიცემისას და უნდა გავითვალისწინოთ დოზის კორექციაც.

იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა გახანგრძლივებულია თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია უნდა გავითვალისწინოთ.

იმუნოკომპრომისული პაციენტები

ზოგ იმუნოკომპრომისულ პაციენტში (მაგ: პაციენტები ნეიტროპენიით, შიდსით ან ვისაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია აქვთ ჩატარებული), იტრაკონაზოლის პერორალური ბიოშეღწევადობა შესაძლოა შემცირებული იყოს.

სიცოცხლისათვის საშიში სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო (იხ. ნაწილი 5.2) იტრაკონაზოლი არ არის რეკომენდებული მკურნალობის დასაწყებად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაუყოვნებელი სისტემური სოკოვანი ინფექციები.

შიდსის მქონე პაციენტები

შიდსის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ მკურნალობას სისტემური სოკოვანი ინფექციებისთვის, როგორიცაა სპოროტრიქოზი, ბლასტომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი ან კრიპტოკოკოზი (მენინგიალური ან არამენინგიალური) და რომლებიც არიან რელაფსის რისკის ქვეშ, მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროებაზე.

ზემოქმედება ღვიძლზე

სერიოზული ჰეპატოტოქსიკურობის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევა, გამოვლინდა იტრაკონაზოლის გამოყენებისას. ამ შემთხვევათა უმრავლესობა მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ქონდათ ღვიძლის მანამდე არსებული დაავადება, მკურნალობდნენ სისტემურ ჩვენებებზე, ქონდათ მნიშვნელოვანი სხვა სამედიცინო მდგომარეობები და/ან იღებდნენ სხვა ჰეპატოტოქსიურ მედიკამენტებს. ზოგიერთ პაციენტს არ ჰქონდა ღვიძლის დაავადების აშკარა რისკ-ფაქტორები. ზოგიერთი ამ შემთხვევებიდან მკურნალობის პირველ თვეში გამოვლინდა, მათ შორის, ზოგიერთი - პირველ კვირაში. ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ იტრაკონაზოლს. პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს ჰეპატიტის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დაღლა, მუცლის ტკივილი ან მუქი შარდი. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ღვიძლის ფუნქციების კვლევა უნდა ჩატარდეს.

პაციენტებში, რომლებსაც მომატებული ან ანომალიური ღვიძლის ფერმენტები აქვთ ან რომლებსაც ღვიძლის ტოქსიკურობა აღენიშნებათ სხვა მედიკამენტების გამოყენებისას, იტრაკონაზოლით მკურნალობა მკაცრად უნდა შეწყდეს, თუ არ არის რაიმე სერიოზული ან სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია, სადაც სარგებელი აჭარბებს რისკს. რეკომენდებულია, ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციების უკვე არსებული ანომალიები ან რომლებსაც სხვა მედიკამენტებზე განუვითარდათ ღვიძლის ინტოქსიკაცია.

ღვიძლის დაზიანების მქონეპაციენტებში იტრაკონაზოლის გამოყენების თაობაზე შეზღუდული მონაცმებები არსებობს. სიფრთხილე გვმართებს ამ პოპულაციაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებისას. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი იტრაკონაზოლის გამოყენებისას. CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებისას ასევე რეკომენდებულია, გავითვალისწინოთ იტრაკონაზოლის ელიმინაციის ნახევრადდაშლის პერიოდის გახანგრძლივება იტრაკონაზოლის კაფსულებით ერთჯერადი პერორალური დოზის კვლევისას ციროზის მქონე პაციენტებში.

ჯვარედინი ჰიპერსენსიტიურობა

არ არსებობს ინფორმაცია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შესახებ იტრაკონაზოლსა და სოკოს საწიააღმდეგო სხვა აზოლებს შორის.

100 მგ იტრაზილი შეიცავს ნახშირწყალს. პაციენტები, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

100 მგ იტრაზილი შეიცავს Sunset ყვითელ FCF (E110)-ს და Ponceau 4R (E124)-ს. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია.

100 მგ იტრაზილი შეიცავს მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E218)-ს და პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E216)-ს. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, დაყოვნებულიც კი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები

იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. სხვა ნივთიერებებმა, რომლებსაც მსგავსი მეტაბოლური გზა აქვს ან ცვლიან CYP3A4-ს აქტივობას, შესაძლოა გავლენა იქონიოს იტრაკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. ანალოგიურად, იტრაკონაზოლმა შესაძლოა შეცვალოს სხვა ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკა, რომლებსაც მსგავსი მეტაბოლური გზა აქვს. იტრაკონაზოლი არ არის პოტენციური CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი. თანამდევი მედიკამენტების გამოყენებისას რეკომენდებულია შესაბამისი ნიშნის თაობაზე კონსულტაცია, რათა მივიღოთ ინფორმაცია მეტაბოლიზმის გზასა და დოზის კორექტირების შესაძლებლობაზე.

მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია შეამციროს

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას (მაგ: მჟავის გამანეიტრალებელი მედიკამენტები, როგორიცაა ალუმინის ჰიდროქსიდი ან მჟავის სეკრეციის სუპრესორები, როგორიცაა H2-რეცეპტორი ანტაგონისტები და პროტონების ტუმბოს ინჰიბიტორები) არღვევს იტრაკონაზოლის აბსორბციას 100 მგ იტრაზილიდან.

რეკომედნებულია იტრაზილის მიცემა მჟავე სასმელებთან ერთად (როგორიცაა არადიეტური კოლა), როდესაც თანამდევი მკურნალობა ხდება კუჭის მჟავიანობის დამწევი მედიკამენტებით.

რეკომენდებულია მჟავის გამანეიტრალებელი მედიკამენტების (მაგ: ალუმინის ჰიდროქსიდი) მიცემა 100 მგ იტრაზილის მიღებამდე სულ მცირე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ.

თანამდევი მიღებისას რეკომენდებულია, სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის მონიტორინგი და იტრაკონაზოლის დოზის გაზრდა საჭიროების შემთხვევაში.

იტრაკონაზოლის CYP3A4-ის პოტენციურ ფერმენტულ გამაქტივებლებთან ერთად თანამდევმა მიცემამ შესაძლოა დააქვეითოს იტრაკონაზოლის და ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა ისე, რომ ეფექტურობაც შესაძლოა საკმაოდ დაქვეითდეს. მაგალითად: ანტიმიკრობული მედიკამენტები: იზონიაზიდი, რიფამბუტინი (იხ. მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას), რიფამპიცინი.

ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, (იხ. მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას), ფენობარბიტალი, ფენიტოინი.

ანტივირუსული მედიკამენტები: ეფავირენცი, ნევირაპინი.

ამგვარად, CYP3A4-ის პოტენციური ფერმენტული გამააქტივებლების მიცემა იტრაკონაზოლთან ერთად არ არის რეკომენდებული. რეკომენდებულია ამ მედიკამენტების გამოყენების თავიდან აცილება 2 კვირით ადრე და იტრაკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარგებელი გადაწონის იტრაკონაზოლის ეფექტურობის დაქვეითების რისკებს. თანამდევი მიცემისას რეკომენდებულია სოკოს საწინააღდეგო აქტივობის მონიტორინგი და იტრაკონაზოლის დოზის გაზრდა საჭიროების შემთხვევაში.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდის იტრაკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას

CYP3A4-ის პოტენციურმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა. მაგალითად: ანტიბაქტერიული მედიკამენტები: ციპროფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი.

ანტივირუსული მედიკამენტები: რიტონავირ-ბუსტერირებული დარუნავირი, რიტონავირ-ბუსტერირებული ფოსამპრენავირი, ინდინავირი (იხ. მედიკამენტები, რომლების კონცენტრაციაც შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლმა)

რეკომენდებული ამ მედიკამენტის სიფრთხილით გამოყენება 100 მგ იტრაზილთან ერთად მიცემისას. რეკომენდებულია იმ პაციენტების ზედმიწევნითი მონიტორინგი, რომლებმაც CYP3A4-ის პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთად უნდა მიიღონ იტრაკონაზოლი, იტრაკონაზოლის ეფექტების მომატების ან გახანგრძლივების სიმპტომებსა ან ნიშნებზე და იტრაკონაზოლის დოზების დაქვეითებაზე საჭიროების შემთხვევაში. აუცილებლობისას რეკომენდებულია იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციის გაზომვა.

მედიკამენტები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლმა

იტრაკონაზოლმა და მისმა ძირითადმა მეტაბოლიტებმა, ჰიდროქსი-იტრაკონაზოლმა, შესაძლოა დააინჰიბიროს CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი მედიკამენტების მეტაბოლიზმი, ასევე P-გლიკოპროტეინით მედიკამენტების ტრანსოპრტირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ მედიკამენტების და/ან მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციის მომატება, როდესაც იტრაკონაზოლთან ერთად შეყავთ. ამ მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციებმა შესაძლოა გაზარდოს ან გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტების თერაპიული და გვერდითი ეფექტები. CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, შესაძლოა უკუნაჩვენები იყოს იტრაკონაზოლთან ერთად, რადგანაც კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიარითმია, მათ შორის, ორმხრივი ტაქიარითმია, პოტენციური ფატალური არითმია. მკურნალობის შეწყვეტისთანავე იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება განუსაზღვრელ კონცენტრაციებამდე 7-14 დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ღვიძლის ციროზის მქონე პაცინეტებში ან სუბიექტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ინჰობიტორებს, პლაზმური კონცენტრაციების დაქვეითება შესაძლოა უფრო თანდათანობითი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მკურნალობა იწყება იმ მედიკამენტებით, რომელთა მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს იტრაკონაზოლი.

ურთიერთმოქმედი მედიკამენტები კატეგორიზდება შემდეგნაირად:

„უკუნაჩვენებია“: არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მედიკამენტი იტრაკონაზოლთან ერთად და იტრაკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ.

„არ არის რეკომენდებული“: რეკომენდებულია მოვერიდოთ მედიკამენტის გამოყენებას იტრაკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან ორ კვირამდე პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებელი გადაწონის გვერდითი ეფექტების რისკს. თუ თანამდევი მიცემის აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია, ურთიერთმოქმედი მედიკამენტების გაძლიერებული ან გახანგრძლივებული ეფექტების ან გვერდითი ეფექტების ნიშნების ან სიმპტომების კლინიკური მონიტორინგი, და მისი დოზის შემცირება ან შეწყვეტა საჭიროებისამებრ. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმური კონცენტრაციების გაზომვა.

„გამოიყენეთ სიფრთხილით“: როდესაც მედიკამენტს ვაძლევთ იტრაკონაზოლთან ერთად რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი. რეკომენდებულია პაციენტის ზედმიწევნითი მონიტორინგი ურთიერთმოქმედი მედიკამენტების ეფექტების ან გვერდითი ეფექტების გაძლიერებული ან გახანაგრძლივებული ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად, ასევე დოზის დაქვეითებისთვის საჭიროების შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმური კონცენტრაციების გაზომვა.

მედიკამენტების მაგალითები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა გაიზარდოს იტრაკონაზოლით, წარმოდგენილია მედიკამენტების კლასის სახით და იტრაკონაზოლთან მიღებასთან დაკავშირებული რჩევებით:

მედიკამენტის კლასი

უკუნაჩვენებია

არ არის რეკომენდებული

გამოიყენეთ სიფრთხილით

ალფა ბლოკატორები

ტამსულოსინი

ანალგეტიკები

ლევაცეტილმეთადოლი (ლევომეთადილი), მეთადონი

ფენტანილი

ალფენტანილ, ბუპრენორფინი ივ და ენისქვეშ, ოქსიკოდონი

ანტიარითმიულები

დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, დრონედარონი, ქინიდინი

დიგოქსინი

ანტიბაქტერიულები

რიფაბუტინია

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული მედიკამენტები

რივაროქსაბანი

კაუმარინები, ცილოსტაზოლი, დაბიგატრანი

ანტიკონვულსანტები

კარბამაზეპინია

ანტიბაქტერიულები

რეპაგლინიდი, საქსაგლიპტინი

ანტიჰისტამინურები და ანტიპროტოზოულები

ჰალოფანტრინი

პრაზიკვანტელი

ანტიჰისტამინურები

ასტემიზოლი, მიზოლასტინი, ტერფენადინი

ებასტინი

შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ერგოტ ალკალოიდები, როგორიცაა დიჰიდროერგოტამინი, ერგომეტრინი (ერგონოვინი), ერგოტამინი, მეთილერგომეტრინი (მეთილერგონოვინი)

ანტინეოპლასტიური მედიკამენტები

ირინითეკანი

დასატინიბი, ნილოტინიბი, ტრაბექტედინი

ბორტეზომიბი, ბუსულფანი, დოცეტაქსელი, ერლოტინიბი, იქსაბეპილონი, ლაპატინიბი, ტრიმეტრექსატი, ვინკა ალკალოიდები

ანტიფსიქოტურები, ანქშიოლიტიკები და ჰიპნოტიკები

ლურასიდონი, პერორალური მიდაზოლამი, პიმოზიდი, სერტინდოლი, ტრიაზოლამი

ალპრაზოლამი, არიპიპრაზოლი, ბროტიზოლამი, ბუზპირონი, ჰალოპერიდოლი, მიდაზოლამი ი/ვ, პეროსპირონი, ქვეტიაპინი, რამელთეონი, რისპერიდონი

ანტივირუსები

მარავიროკი, ინდინავირიბ, რიტონავირიბ, საქვინავირი

ბეტა ბლოკატორები

ნადოლოლი

კალციუმის არხის ბლოკატორები

ბეპრიდილი, ფელოდიპინი, ლერკანიდიპინი, ნიზოლდიპინი

სხვა დიჰიდროპირიდინები, მათ შორის ვერაპამილი

კარდიოვასკულარული მედიკამენტები, სხვადასხვა

ივაბრადინი, რანოლაზინი

ალისკრენი

დიურეტიკები

ეპლერენონი

გატროინტესტინალური მედიკამენტები

ცისაპრიდი

აპრეპიტანტი, დომპერიდონი

იმუნოსუპრესანტები

ევროლიმუს

ბუდესონიდი, სიკლესონიდი, ციკლოსპორინი, დექსამეთაზონი, ფლუტიკაზონი, მეთილპრედნიზონი, რაპამიცინი (ასევე ცნობილია როგორც სიროლიმუს), ტაკროლიმუს, ტემსიროლიმუს

ლიპიდების მარეგულირებელი მედიკამენტები

ლოვასტატინი, სიმვასტატინი

ატორვასტატინი

რესპირატორულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები

სალმეტეროლი

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური და დაკავშირებული ანტიდეპრესანტები

რებოქსეტინი

უროლოგიური მედიკამენტები

ვარდენაფილი

ფესოტეროდინი, იმიდაფენაცინი, სილდენაფილი, სოლიფენაცინი, ტადალაფილი, ტოლტეროდინი

სხვა

კოლხიცინი, ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე სუბიექტებში

კოლხიცინი

ალიტრეტინონი (პერორალური ფორმულირება), ცინაკალცეტი, მოზავაპტანი, ტოლვაპტანი

ა იხ. აგრეთვე მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია

ბ იხ. აგრეთვე მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია

მედიკამენტები, რომელთა პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა შემცირდეს იტრაკონაზოლით

იტრაკონაზოლის მიცემამ NSAID-ებთან ერთად, როგორიცაა მელოქსიკამი, შესაძლოა გამოიწვიოს იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია. რეკომენდებულია, მელოქსიკამის სიფრთხილით გამოყენება იტრაკონაზოლთან თანამდევად მიცემისას, ასევე უნდა მოხდეს მისი ეფექტების ან გვერდითი ეფექტების მონიტორინგი. ასევე, მელოქსიკამის იტრაკონაზოლთან თანამდევად მიცემისას, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის კორექცია.

ბავშვები და მოზარდები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.

ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

100 მგ იტრაზილი არ უნდა გავმოყენოთ ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში შემთხვევებისა, სადაც პოტენციური სარგებელი დედისთვის გადასწონის ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს (იხ. ნაწილი 4.3).

ცხოველებში იტრაკონაზოლის კვლევისას გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი .3).

ორსულობის დროს 100 მგ იტრაზილის გამოყენების შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევები დაფიქსირდა. ეს შემთხვევები მოიცავდა ჩონჩხის, შარდსასქესო სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ოფთალმოლოგიურ მალფორმაციებს, ასევე ქრომოსომულ და მრავლობით მალფორმაციებს. 100 მგ იტრაზილთან შემთხვევითი კავშირი არ გამოვლენილა.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ორსულობის პირველ ტრიმესტრში 100 მგ იტრაზილთან ექსპოზიციისას - უმეტესად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას ვულვოვაგინალური კანდიდოზისთვის - არ გამოვლინდა მალფორმაციების გაზრდილი რისკი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომლებსაც არ ქონდათ ექსპოზიცია რაიმე ტერატოგენთან.

შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალები

შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც იღებენ 100 მგ იტრაზილს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. ეფექტური კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს მომდევნო მენსტრუალურ პერიოდამდე 100 მგ იტრაზილით მკურნალობის დასასრულიდან.

ლაქტაცია

იტრაკონაზოლის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. 100 მგ იტრაზილით მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი უნდა შედარდეს ძუძუთი კვების რისკებს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ზემოქმედება მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენასთან დაკავშირებით. მანქანის და სხვა მექანიზმების მართვისას ზოგ შემთხვევაში გვერდითი რეაქციები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა და სმენის დაკარგვა (იხ. ნაწილი 4.8), რაც უნდა გავითალისწინოთ.

არასასურვველი ეფექტები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში არასასურველი რეაქციები მედიკამენტებზე (ADRs) გამოვლინდა იტრაკონაზოლის კაფსულების კლინიკურ კვლევებში და/ან სპონტანურ რეპორტებში იტრაკონაზოლის ყველა ფორმის პოსტმარკეტინგული კვლევისას.

კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 2104 პაციენტზე, რომლებიც მკურნალობდნენ დერმატომიკოზზე ან ონიხომიკოზზე, ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები იყო კუჭ-ნაწლავის, დერმატოლოგიური და ღვიძლისმიერი წარმოშობის.

ქვემოთ მოცემული ცხრილი წარმოადგენს ADRs ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით. თითოეული ორგანოთა სისტემის კლასში ADRs წარმოდგენილია ინციდენტობით, მომდევნო პირობით:

ძალიან ხშრი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 – <1/100); იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (≥ 1/10000), უცნობი წარმოშობის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებიდან).

ცხრილი ასევე მოიცავს არასასურველ ეფექტებს მედიკამენტების შესახებ პოსტმარკეტინგული კვლევის სპონტანური რეპორტიდან და აკმაყოფილებს სიხშირის კრიტერიუმებს. კლინიკური კვლევებისთვის სპონტანური რეპორტი არ გვაძლევს ზუსტ სიხშირეს. ამგვარად, ამ რეპორტების სიხშირე უცნობია.

ხელსაწყოების და სისტემების კლასიფიკაცია

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ინფექციები და ინფესტაციები

სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რინიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერსენსიტიურობა*

შრატის დაავადება, ანგიონევროზული ედემა, ანაფილაქსიური ედემა, ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმი და ნუტრიციული დაავადბები

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ნერვული სისტემის დაავადება

თავის ტკივილი

პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია (გემოვნების გაუკუღმართება)

თვალის დაავადებები

მხედველობითი დარღვევები (მათ შორის დიპლოპია და დაბინდული მხედველობა)

ყურის და ლაბირინთის დაავადება

გარდამავალი ან პერმანენტული სმენის დაკარგვა*, ყურებში ხმაური

გულის დაავადებები

გულის შეგუბებითი უკმკარისობა*

რესპირატორული, გულ-მკერდის და შუასაყრის დაავადებები

დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

მუცლის ტკივილი, გულისრევა

ფაღარათი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დაავადებები

დარღვეული ღვიძლის ფუნქცია

სერიოზული ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის ფატალური მწვავე უკმარისობა)*, ჰიპერბილირუბინემია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ურტიკარია, გამონაყარი, ქავილი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიურობა

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები

პოლაკიურია

რეპროდუქციული სისტემისა და ძუძუს დაავადბები

მენსტრუალური დაავადება

ერექტილური დისფუნქცია

ზოგადი დაავადება და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

ედემა

გამოკვლევები

მომატებული კრეატინკინაზა სისხლში

  • იხ. ნაწილი 4.4

განაცხადეთ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია გვერდით მოვლენებზე ინფორმირება ეჭვის არსებობისას. ეს უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა მედიკამენტის სარგებელი/რისკი თანაფარდობის შესახებ. ექიმებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ეროვნული სარეპორტო სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალებიც გამოქვეყნდება საქართველოს მედიცინის ეროვნული სააგენტოს მიერ.

დოზის გადაჭარბება

ზოგადად, ჭარბი დოზირებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები შეესაბამება იტრაკონაზოლის გამოყენებას (იხ. ნაწილი 4.8).

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ხელშემწყობი ზომები უნდა მივიღოთ. შესაძლოა მივცეთ გააქტივებული ნახშირი საჭიროების შემთხვევაში. იტრაკონაზოლი არ ცილდება ჰემოდიალიზით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია: (ანტიმიკოტიკები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის ნაწარმები).

ATC კოდი: J02A C02

იტრაკონაზოლს, ტრიაზოლის ნაწარმი, აქვს მოქმედების ფართო სპექტრი.

In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ იტრაკონაზოლი ხელს უშლის ერგოსტეროლის სინთეზს სოკოს უჯრედებში. ერგოსტეროლი არის სოკოს უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო კომპონენტი. მისი სინთეზის დარღვევა პირდაპირ იწვევს სოკოს საწინააღდეგო ეფექტს.

იტრაკონაზოლისთვის ზღვრული მნიშვნელობა დადგენილია Candida spp-თვის შემდეგნაირად:

  • მგრძნობიარე ≤0.125 µგ/მლ
  • მგრძნობიარე, დოზა-დამოკიდებული 0.2-0.5 µგ/მლ
  • რეზისტენტული ≥ 1 µგ/მლ

In vitro კვლევები გვიჩვენებს, რომ იტრაკონაზოლი აინჰიბირებს ფართო სპექტრის სოკოების ზრდას, რომლებიც პათოგენურია ადამიანისთვის ≤ 1 µგ/მლ კონცენტრაციაზე. ეს მოიცავს: დერმატოფიტებს (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum); საფუარებს (Cryptoccocus neoformance, Pityrosporu spp., Trichosporoo spp., Geotrichum spp., Candida spp., მათ შორის C. albicans, C. glabrata და C. krusei); Aspergillus spp.; Histoplasma spp., Paracoccidioides brasilienses; Sporotrix schenckii; Fonsecaea spp.; Cladosporium spp.; Blastomyces dermatitidis; Coccidioides immitis; Pseudallescheria boydii; Penicillium marnefei; და ბევრ სხვა სოკოსა და საფუარს.

Candida krusei, Candida glabrata და Candida tropicalis ზოგადად ნაკლებად მგრძნობიარე Candida სახეობებია, რომელთაგან ზოგიერთი იზოლატი გვიჩვენებს არათანაბარ რეზისტენტობას იტრაკონაზოლის მიმართ ინ ვიტრო.

სოკოების ძირითადი ტიპები, რომლებიც არ ინჰიბირდება იტრაკონაზოლით, არის Zygomycetes (მაგ: Rhizopus spp., Rhizomucor spp., Mucor spp., და Absidia spp.), Fusarium spp.,Scedosporium proliferans და Scopulariopsis spp.

აზოლების რეზისტენტობა ვითარდება ნელა და ხშირად სხვადასხვა გენეტიკური მუტაციის შედეგია. აღწერილი მექანიზმები ERG11-ის ჭარბი გამოხატულებაა, რომელიც აკოდირებს სამიზნე ფერმენტს 14α-დემეთილაზას, ERG11-ის წერტილოვანი მუტაციები, რაც იწვევს დაქვეითებულ სამიზნე სწრაფვას და/ან ტრანსპორტერის ჭარბ გამოხატულებას, რაც იწვევს რეფლუქსს.

ჯვარედინი რეზისტენტობა აზოლის კლასის წევრებს შორის აღინიშნა Candida spp-ებს შორის, თუმცა, ამ კლასის ერთი წევრის მიმართ რეზისტენტობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდება რეზისტენტობა სხვა აზოლების მიმართ.

იტრაკონაზოლის მიმართ დაფიქსირდა Aspergillus fumigatus-ის რეზისტენტული შტამები.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

იტრაკონაზოლის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 2-5 სთ-ში. არაწრფივი ფარმაკოკინეტიკის შედეგად იტრაკონაზოლი აკუმულირდება პლაზმაში მრავლობითი დოზის შემდეგ. მდგრადი მდგომარეობის კონცენეტრაციები ზოგადად მიიღწევა 15 დღეში, მაქსიმალური Cmax სიდიდით 0.5 µგ/მლ, 1.1 µგ/მლ და 2.0 µგ/მლ და პერორალურად მიღებული 100 მგ დღეში ერთხელ, 200 მგ დღეში ერთხელ და 200 მგ b.i.d.-ის შემდეგ, შესაბამისად. იტრაკონაზოლის ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი ზოგადად ვარირებს 16-28 სთ-ს შორის ერთჯერადი დოზის შემდეგ და იზრდება 34-42 სთ-მდე განმეორებითი დოზის შემთხვევაში. როგორც კი მკურნალობა შეწყდება, იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება თითქმის განუსაზღვრელ კონცენტრაციამდე 7-14 დღეში, რაც დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ინტრავენურად იტრაკონაზოლის შეყვანის შემდეგ საშუალო საერთო პლაზმური ქლირენსი არის 278 მლ/წთ. იტრაკონაზოლის ქლირენსი მცირდება უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში ღვიძლის მეტაბოლიზმის გაჯერების გამო.

აბსორბცია

იტრაკონაზოლი სწრაფად აბსორბირდება პერორალურად მიღებისას. შეუცვლელი მედიკამენტის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური კაფსულის მიღებიდან 2-5 საათში. იტრაკონაზოლის დაფიქსირებულლი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 55%. პერორალური ბიოშეღწევადობა მაქსიმალურია, როცა კაფსულის მიღება ხდება დაუყოვნებლივ სრული კვების შემდეგ.

იტრაკონაზოლის კაფსულების აბსორბცია ქვეითდება იმ სუბიექტებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ კუჭის მჟავიანობა, როგორიცაა სუბიექტები, რომლებიც იღებენ კუჭის მჟავის სეკრეციის სუპრესანტებს (მაგ: H2-რეცეპტორის ანტაგონისტები, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები) ან დაავადებებით გამოწვეული აქლორიდრიის მქონე სუბიექტები (იხ. ნაწილი 4.4 საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ნაწილი 4.5 ურთიერთქმებები). უზმოზე იტრაკონაზოლის აბსორბცია ამ სუბიექტებში მომატებულია, როდესაც 100 მგ იტრაზილს ვაძლევთ მჯავე სასმელებთან ერთად (როგორიცაა არადიეტური კოლა). როდესაც 100 მგ იტრაზილს აძლევდნენ ერთჯერადად 200 მგ დოზით უზმოზე არადიეტურ კოლასთან ერთად, რანიტიდინის, H2 რეცეპტორების ანტაგონისტების, წინასწარ მიცემის შემდეგ, იტრაკონაზოლის აბსორბცია იყო მსგავსი იმისა, რაც მიიღწეოდა 100 მგ იტრაზილის ცალკე მიცემისას. (იხ. ნაწილი 4. ურთიერთქმედებები)

გადანაწილება

იტრაკონაზოლის უმეტესობა უკავშირდება პლაზმურ ცილებს (99%), რომელთა შორის ალბუმინი მთავარი დამაკავშირებელი კომპონენტია (99.6% ჰიდროქსიმეტაბოლიტისთვის). მას ასევე აქვს გამოხატული სწრაფვა ლიპიდების მიმართ. პლაზმაში იტრაკონაზოლის მხოლოდ 0.2%-ია წარმოდგენილი თავისუფალი სახით. იტრაკონაზოლი გადანაწილდება დიდი აშკარა მოცულობით სხეულში (>700ლ), რაც მიუთითებს მის ინტენსიურ გადანაწილებაზე ქსოვილებში: კონცენტრაციები ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთაში და კუნთებში 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში.

თანაფარდობა თავის ტვინსა და პლაზმურ მოცულობებს შორის იყო დაახლოებით 1 იმ შედეგების მიხედვით, რომლებიც მიიღეს მეძებარ ძაღლებში გაზომვის შედეგად, ხოლო მიტაცება კერატინიზებულ ქსოვილში, კანში განსაკუთრებით, 4-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაზმაში.

კონცენეტრაციები ცერებროსპინალურ სითხეში გაცილებით მაღალია, ვიდრე პლაზმაში, მაგრამ ეფექტურობა გამოვლინდა ცერებროსპინალურ სითხეში არსებული ინფექციების მიმართ.

მეტაბოლიზმი

იტრაკონაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ დიდი რეოდენობით მეტაბოლიტებად. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა CYP3A4 ძირითადი ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს იტრაკონაზოლის მეტაბოლიზმში. ძირითადი მეტაბოლიტი არის ჰიდროქსი-იტრაკონაზოლი, რომელსაც იტრაკონაზოლის შესაბამის ინ ვიტრო სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს; ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები ორჯერ აღემატება იტრაკონაზოლს.

ექსკრეცია

იტრაკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად ინაქტიური მეტაბოლიტების სახით შარდში (35%) და განავალში (54%) ერთი კვირის მანძილზე.

იტრაკონაზოლის რენული ექსკრეცია შეადგენს დოზის 0.03%-ს მაშინ, როდესაც განავალში შეუცვლელი მედიკამენტის ექსკრეცია ვარირებს დოზის 3-18 % დიაპაზონში.

მაღალი დოზების შემთხვევაში იტრაკონაზოლის ქლირენსი მცირდება ღვიძლის მეტაბოლიზმის სატურაციის გამო.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

არასწორხაზოვანი ფარმაკოკინეტიკის შედეგად იტრაკონაზოლი აკუმულირდება პლაზმაში მრავლობითი დოზების შემდეგ. მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციები ზოგადად მიიღწევა 1 დღეში, 7-ჯერ მეტი Cmax და AUC სიდიდეებით, ვიდრე ერთჯერადი დოზების შემთხვევაში. მომდევნო განმეორებითი დოზების მიცემისას იტრაკონაზოლის ნახევრადდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 40 სთ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის დარღვევები:

100 მგ იტრაკონაზოლის (ერთი 100 მგ კაფსულა) ერთჯერადად გამოყენების ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 6 ჯანმრთელ და 12 ციროზის მქონე პაციენტში. საშუალო Cmax (47%)-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება და იტრაკონაზოლის ნახევრადდაშლის პერიოდის (37±17 შედარებით 16±5 სთ) ორმაგი ზრდა აღინიშნა ციროზის მქონე პაციენტებში ჯანმრთელებთან შედარებით. თუმცა, მთლიანობაში იტრაკონაზოლთან ექსპოზიცია ციროზის მქონე პაცინეტებში, AUC-ზე დაყრდნობით, მსგავსი იყო ჯანმრთელი სუბიექტებისა.

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ციროზულ პაციენტებში იტრაკონაზოლით ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ (იხ. ნაწილი 4.2 დოზირება და მიღება და ნაწილი 4.4 საგანგებო გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

თირკმლის დაზიანება

შეზღუდული მონაცმები არსებობს იტრაკონაზოლის პერორალურად გამოყენების შესახებ თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია ამ მედიკამენტის ფრთხილი გამოყენება პაციენტების ამ პოპულაციაში.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

იტრაკონაზოლის არაკლინიკური მონაცემებით არ გამოვლინდა ჩვენებები გენურ ტოქსიკურობაზე, პირველად კარცინოგენურობაზე ან ნაყოფიერების დარღვევაზე. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ზემოქმედება თირკმელზედა ჯირკვლებზე, ღვიძლზე და მონონუკლეარულ ფაგოციტურ სისტემაზე, მაგრამ დაბალი რელევანტობა აღენიშნება შესაბამის კლინიკურ გამოყენებასთან. იტრაკონაზოლი იწვევდა დედის ინტოქსიკაციის, ემბრიოტოქსიკურობის და ტერატოგენურობის დოზასთან დაკავშირებულ ზრდას ვირთხებსა და თაგვებში მაღალი დოზების დროს. ძვლის მინერალური სიმკვრივის გლობალური დაქვეითება აღინიშნა ახალგაზრდა ძაღლებში იტრაკონაზოლის ქრონიკულად მიღების შემდეგ, ხოლო ვირთხებში, ძვლის ფირფიტის აქტივობა დაქვეითდა, დიდი ძვლების კომპაქტური ზონა გათხელდა და ძვლის სიმყიფე გაიზარდა.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დანამატების ჩამონათვალი

კაფსულის შემადგენლობა:

ნახშირწყლების სფეროები

ჰიპრომელოზა ტიპი 2910 (6cP)

ძირითადი ბუტილირებული მეთაკრილატის კოპოლიმერი (Eudragit E 100)

კაფსულა

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ყვითელი ქინოლინი (E104)

Sunset ყვითელი (E110)

Brilliant Blue FCF (E133)

Ponceau 4R (E 124)

მეთილ p-ჰიდროქსი ბენზოატი (E218)

პროპილ p-ჰიდროქსი ბენზოატი (E216)

ანჰიდროზული კოლოიდური სილიციუმი

ნატრიუმის ლაურილ სულფატი

გლაციალურ აცეტილის მჟავა

გლიცეროლი

ჟელატინი

შეუსაბამობანი

არ არსებობს

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ 25 ◦C ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მუყაოს ყუთი PCV/Al-ის 3 ბლისტერით, 5 კაფსულა თითოეულზე

საგანგებო გაფრთხილებები გადაგდებისა და სხვაგვარი მოპყრობისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნექსტრა გრუპი“

იროდიონ ევდოშვილის ქ. N18, 0154 თბილისი, საქართველო.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი

023856/17.11.2017

პირველი ავტორიზაციის ან რეავტორიზაციის თარიღი:

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 17.11.2017

ტექსტის გადახედვის თარიღი:

2022 წლის ოქტომბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა