პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
თიროიდული თერაპია

იოდომარინი 100

Iodomarin® 100

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

იოდომარინი® 100 არის ანტითირეოიდული საშუალება. იოდომარინი® 100 გამოიყენება: იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში, სადაც აღინიშნება იოდის არასაკმარისი შემცველობა ნიადაგში და წყალში, ასევე, იოდის დეფიციტით განპირობებული …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Potassium Iodide)
ფორმა და შეფუთვა
100მკგ ტაბლეტი №100 ქარვისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი
Menarini-Von Heyden GmbH, გერმანია; Menarini-Von Heyden GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თირეოიდული თერაპია, იოდოთერაპია
ATC კოდი
H03CA
რეგისტრაციის ნომერი
რ-044306
რეგისტრირებულია
11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BERLIN-CHEMIE AG (MENARINI GROUP) (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიოდომარინი 100 და სხვა წამალი ერთად

იოდომარინი 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იოდომარინი® 100 არის ანტითირეოიდული საშუალება.

იოდომარინი® 100 გამოიყენება:

იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში, სადაც აღინიშნება იოდის არასაკმარისი შემცველობა ნიადაგში და წყალში, ასევე, იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);

ჩიყვის მკურნალობისთვის ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი იოდომარინი® 100 მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი® 100, ჩვეულებრივ, მიიღება რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.

ახალშობილებსა და ჩვილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ ნაწილად თანაბარი დოზირებით.

თუ მიიღეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება, მაგალითად გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია კალიუმის იოდიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატების დროს (ჩივილებით)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფარულად მიმდინარე მომატების დროს (ჩივილების გარეშე) დოზით 150 მკგ-ზე მეტი იოდი დღე-ღამეში

კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის შემთხვევაში, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობისას დოზით 300-1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება პრეპარატ იოდომარინი® 100-თან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის მედიკამენტურ მკურნალობაზე (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ხოლო იოდის სიჭარბე - ამცირებს. ამიტომ, ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.

ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე, სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად არ შთაინთქმება, მაგალითად, თიოციანატი 5 მგ/დლ-ზე მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შთანთქმას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.

იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმი ჯირკვალში სტიმულირდება ენდოგენური და ეგზოგენური თირეოტროპული ჰორმონით (თტჰ).

იოდის მაღალი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი დოზებით და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იოდის დეფიციტი აძლიერებს რეაქციას თირეოსტატულ თერაპიაზე ჰიპერთირეოზის დროს, ხოლო ჭარბი იოდი ასუსტებს მას, ამიტომ, ჰიპერთირეოზის დროს მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პერიოდში, თუ შესაძლებელია, თავი უნდა შეიკავოთ იოდის მიღებისგან. თირეოსტატული სამკურნალო საშუალებები, ფარისებრ ჯირკვალში აინჰიბირებს იოდის გადასვლას ორგანულ ნივთიერებებთან შეკავშირებულ ფორმაში, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვის წარმოქმნა.

ნივთიერებებს, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს ისეთივე მექანიზმით, როგორც იოდიდს, შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმის ინჰიბირება კონკურენტული მექანიზმით (მაგალითად, პერქლორატი, რომელიც ასევე თრგუნავს იოდიდის რეცირკულაციას ფარისებრ ჯირკვალში). ასევე, ინჰიბირება შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების მიერ, რომლებიც თავად არ შთაინთქმება, მაგალითად, თიოციანატი, 5 მგ/დლ-ზე მაღალი კონცენტრაციებით.

იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმი ჯირკვალში სტიმულირდება ენდოგენური და ეგზოგენური თირეოტროპული ჰორმონით (თტჰ).

იოდის მაღალი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი დოზებით და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში

ჩიყვის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა მედიკამენტური მკურნალობის დასრულების შემდეგ ან იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ

1-2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობა

ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები და მოზარდები:

1-2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები:

3-5 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა საჭირო არ არის.

პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე, თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობისას და იოდის დანიშვნისას სადღეღამისო დოზებში, რომელიც აღემატება 150 მკგ-ს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.

ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, იოდით გამოწვეული სურდო, კანის რეაქციები (ბულოზური ან ტუბეროზული იოდოდერმა, ექსფოლიატური დერმატიტი), კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლების შესიება.

დარღვევები ჰორმონული სისტემის მხრივ

მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზა 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ჰორმონწარმომქმნელი კერების არსებობა ფარისებრ ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ხანდაზმული პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაციის სიმპტომები:

ლორწოვანი გარსების ყავისფერი შეფერილობა, ღებინების რეფლექსი (ლურჯი შეფერილობა საკვებში სახამებლის არსებობის შემთხვევაში), ტკივილი მუცლის არეში და დიარეა (შესაძლებელია, სისხლიანი განავალი). შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაუწყლოებას და შოკს. იშვიათია საყლაპავის სტენოზის განვითარების შემთხვევები. სიკვდილის შემთხვევები აღინიშნა მხოლოდ იოდის დიდი დოზების მიღების შემდეგ (30-250 მლ იოდის ნაყენი).

პრეპარატის ხანგრძლივი მიღება იშვიათ შემთხვევებში იწვევს ე.წ. “იოდიზმის”, ე.ი. იოდით ინტოქსიკაციის განვითარებას: რკინის გემო პირში, ლორწოვანი გარსების შეშუპება და გაღიზიანება (სურდო, კონიუნქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი). იოდიდმა შეიძლება გაააქტიუროს ლატენტური ანთებითი პროცესები, როგორიცაა ტუბერკულოზი. შეიძლება განვითარდეს შეშუპება, ერითემა, აკნეს მსგავსი და ბულოზური გამონაყარი, ჰემორაგიები, ცხელება და გაღიზიანება.

დეზინტოქსიკაციური თერაპია:

  • თერაპია მწვავე ინტოქსიკაციის დროს

კუჭის გამორეცხვა სახამებლის, ცილის ხსნარით ან თიოსულფატის 5%-იანი ხსნარით, იოდის ნიშნების სრულ გაქრობამდე. სიმპტომური თერაპია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების დროს, შოკის საწინააღმდეგო თერაპია.

  • თერაპია ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს

იოდის მოხსნა.

  • იოდის მიღებით გამოწვეული ჰიპოთირეოზი

იოდის მოხსნა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დანიშვნა ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზების მიზნით.

  • იოდის მიღებით გამოწვეული ჰიპერთირეოზი

ამ შემთხვევაში, არ შეიძლება საუბარი იყოს დოზის გადაჭარბებაზე, რადგან ჰიპერთირეოზი შეიძლება გამოწვეული იყოს იოდის ისეთი რაოდენობით, რაც სხვა ქვეყნებისთვის ნორმალურია. მსუბუქი ფორმა, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას; გამოხატული ფორმების დროს ნაჩვენებია თირეოსტატული თერაპია (თუმცა, მისი ეფექტი დგება ოდნავ მოგვიანებით). ძალიან მძიმე შემთხვევებში (თირეოტოქსიკური კრიზი): ინტენსიური თერაპია, პლაზმაფერეზი ან თირეოიდექტომია.

შემადგენლობა

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის შემადგენელი ნივთიერებები

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (შეესაბამება 100 მკგ იოდიდს).

სხვა კომპონენტები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი ძირითადი მსუბუქი, ჟელატინი, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ყავისფერი მინის ფლაკონები შეიცავს 50 ან 100 ტაბლეტს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და გარე მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იოდის პრეპარატი.

ათქ კოდი: H03CA

მოქმედების მექანიზმი

ადამიანის ორგანიზმზე ეგზოგენური იოდის ეფექტი დამოკიდებულია იოდის სადღეღამისო დოზაზე, იოდის პრეპარატის ტიპზე და ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე (ჯანმრთელი ორგანო, დაავადების ლატენტური თუ მანიფესტური ფორმა).

იოდი არის საკვების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ელემენტს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - თიროქსინის და ტრიიოდთირონინის სინთეზისთვის. იოდის დღიური მოთხოვნილება, ე.ი. ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკისთვის იოდის ყოველდღიურად მისაღები რაოდენობა, შეადგენს დაახლოებით 100-150 მკგ-ს დღე-ღამეში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კვების პირობებში, მოხმარების აღნიშნული მინიმუმი ვერ მიიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 150-300 მკგ-ს.

იოდის შთანთქმის შემდეგ ელექტროქიმიური გზით (იოდირება) ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ეპითელიუმის უჯრედებში ხდება იოდიდ-პეროქსიდაზას კატალიზური ფერმენტით წყალბადის ზეჟანგთან (H2O2) (რომელიც არის კოსუბსტრატი) იოდის ჟანგვა, რის შედეგადაც ხდება ელემენტური იოდის გამოყოფა. ამასთან, გლუკოპროტეინის (თირეოგლობულინი) თიროზინული ნარჩენების იოდირება ხდება 3 და ნაწილობრივ 5 არომატული რგოლის პოზიციაში (იოდირება).

ჟანგვითი კონდენსაციის შედეგად თიროზინის იოდირებული ჯგუფები ერთიანდება და ქმნის თირონინის კარკასს. ძირითადი პროდუქტებია თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3). წარმოქმნილი “თირონინ-თირეოგლობულინის“ კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეპო-ფორმას, გამოიყოფა მისი ფოლიკულის კოლოიდში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

იოდს ფიზიოლოგიური დოზით (დაახლოებით 300 მკგ-მდე) გააჩნია ჩანაცვლებითი ეფექტი ისეთი დეფიციტის დროს, რომელიც ჭარბობს ფედერაციულ რესპუბლიკაში, ე.ი. ის ხელს უშლის იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის წარმოქმნას, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ზომების ნორმალიზებას ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე, გავლენას ახდენს ბიოქიმიური პარამეტრების რიგ დარღვევაზე (T3/T4 თანაფარდობა, თტჰ-ის დონე).

იოდს ფარმაკოლოგიურად აქტიური დოზით (1 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი ეფექტები:

ა) ვოლფ-ჩაიკოვის ეფექტი: იოდის ჭარბი რაოდენობა იწვევს მისი ინტრათირეოიდული ორგანიფიკაციის ინჰიბირებას. ამ სიჭარბის შენარჩუნებისას, ინჰიბირება იცვლება იოდის შთანთქმის შემცირებით. პათოლოგიურ პირობებში ვოლფ-ჩაიკოვის ეფექტის შენარჩუნება იწვევს ჰიპოთირეოზს, შედეგად კი - ჩიყვის ფორმირებას.

ბ) იოდისა და კოლოიდის პროტეოლიზის ინტრათირეოიდული ცვლის შემცირება და აღნიშნულით განპირობებული ჰორმონების გამოთავისუფლების დაქვეითება. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ჰიპერთირეოზის დროს და, განსაკუთრებით იმუნური თირეოპათიების შემთხვევაში, თან ახლავს სისხლის მიწოდების შემცირება, ორგანოს ზომების შემცირება, ასევე მისი გამკვრივება.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

იოდის შეყვანის ძირითადი გზა არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ასევე, იოდი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს კანიდან და სხეულის ღრუებიდან. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ფარმაკოლოგიური იოდის შემთხვევით მიღებისას.

შეწოვა

წვრილ ნაწლავში არაორგანული იოდი შეიწოვება თითქმის 100%-ით, ხოლო კანში შეწოვა უმნიშვნელოა და არ ექვემდებარება კონტროლს.

განაწილება

ჯანმრთელ პირებში განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 23 ლიტრს (სხეულის მასის 38%). სისხლის შრატში არაორგანული იოდის შემცველობის მაჩვენებლები ჩვეულებრივ არის 0,1-0,5 მკგ/დლ ფარგლებში. ორგანიზმში იოდიდი გროვდება ფარისებრ ჯირკვალში და სხვა ქსოვილებში, მაგალითად, სანერწყვე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლებში და კუჭში. ნერწყვში, კუჭის წვენსა და რძეში იოდიდის კონცენტრაცია დაახლოებით 30-ჯერ აღემატება მის პლაზმურ კონცენტრაციას.

გამოყოფა

შარდით იოდის გამოყოფა, რომელიც ხშირად მიეთითება კრეატინინის მკგ/გ-ში, წარმოადგენს იოდის უზრუნველყოფის კრიტერიუმს, რადგან დაბალანსებულ მდგომარეობაში შეფარდებულია საკვებთან ერთად იოდის დღიურ მიღებასთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

იოდომარინი® 100

100 მკგ, ტაბლეტები

კალიუმის იოდიდი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი მიიღება ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა გჭირდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან გაგიღრმავდათ დაავადების სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს იოდომარინი® 100 და რისთვის გამოყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის გამოყენებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ იოდომარინი® 100
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • იოდომარინი® 100-ის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს იოდომარინი® 100 და რისთვის გამოყენება იგი

იოდომარინი® 100 არის ანტითირეოიდული საშუალება.

იოდომარინი® 100 გამოიყენება:

იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში, სადაც აღინიშნება იოდის არასაკმარისი შემცველობა ნიადაგში და წყალში, ასევე, იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);

ჩიყვის მკურნალობისთვის ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ იოდომარინი® 100

თუ გაქვთ ალერგია კალიუმის იოდიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატების დროს (ჩივილებით)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფარულად მიმდინარე მომატების დროს (ჩივილების გარეშე) დოზით 150 მკგ-ზე მეტი იოდი დღე-ღამეში

კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის შემთხვევაში, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობისას დოზით 300-1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება პრეპარატ იოდომარინი® 100-თან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის მედიკამენტურ მკურნალობაზე (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ხოლო იოდის სიჭარბე - ამცირებს. ამიტომ, ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.

ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე, სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად არ შთაინთქმება, მაგალითად, თიოციანატი 5 მგ/დლ-ზე მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შთანთქმას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.

იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმი ჯირკვალში სტიმულირდება ენდოგენური და ეგზოგენური თირეოტროპული ჰორმონით (თტჰ).

იოდის მაღალი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი დოზებით და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და შვილოსნობის ფუნქცია

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, აგრეთვე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში იოდზე მოთხოვნა იზრდება - ამიტომ აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის იოდის მიწოდების უზრუნველყოფა. მაგრამ იოდის და იოდის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს “სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის შეფასების შემდეგ და ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა საჭირო არ არის.

პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ უნდა მიიღოთ იოდომარინი® 100

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის დეფიციტის დროს

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები:

½-1 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 50-100 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

მოზარდები და მოზრდილები:

1-2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:

2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში

ჩიყვის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა მედიკამენტური მკურნალობის დასრულების შემდეგ ან იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ

1-2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობა

ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები და მოზარდები:

1-2 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები:

3-5 ტაბლეტი პრეპარატი იოდომარინი® 100 (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს) ერთხელ დღე-ღამეში.

გამოყენების წესი

პრეპარატი იოდომარინი® 100 მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი® 100, ჩვეულებრივ, მიიღება რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.

ახალშობილებსა და ჩვილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ ნაწილად თანაბარი დოზირებით.

თუ მიიღეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება, მაგალითად გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე, თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობისას და იოდის დანიშვნისას სადღეღამისო დოზებში, რომელიც აღემატება 150 მკგ-ს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.

ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, იოდით გამოწვეული სურდო, კანის რეაქციები (ბულოზური ან ტუბეროზული იოდოდერმა, ექსფოლიატური დერმატიტი), კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლების შესიება.

დარღვევები ჰორმონული სისტემის მხრივ

მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზა 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ჰორმონწარმომქმნელი კერების არსებობა ფარისებრ ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ხანდაზმული პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • იოდომარინი® 100-ის შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და გარე მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის შემადგენელი ნივთიერებები

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (შეესაბამება 100 მკგ იოდიდს).

სხვა კომპონენტები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი ძირითადი მსუბუქი, ჟელატინი, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ იოდომარინი® 100-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ყავისფერი მინის ფლაკონები შეიცავს 50 ან 100 ტაბლეტს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბერლინ-ჰემი აგ (მენარინი გრუპ)

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

მწარმოებელი

მენარინი – ფონ ჰეიდენ გმბჰ

ლეიფციგერ შტრასე 7-13

01097 დრეზდენი

გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2021 წლის აგვისტო

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა