იოდის სპირტხსნარი RFF 5%
JODA SPIRTA ŠĶĪDUMS RFF 5%
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ს აქვს ანტიბაქტერიული, სპორების გამანადგურებელი, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები. იოდის სპირტხსნარი RFF 5% განკუთვნილა კანზე გამოსაყენებლად. ის გამოიყენება კანის დეზინფექციისათვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Iodine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% 20მლ გარეგანი გამოყენების სპირტიანი ხსნარი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, იოდის პრეპარატები
- ATC კოდი
- D08AG03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042320
- რეგისტრირებულია
- 6 ნოემბერი 2024, მოქმედებს 6 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
იოდის სპირტხსნარი RFF 5% — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ს აქვს ანტიბაქტერიული, სპორების გამანადგურებელი, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% განკუთვნილა კანზე გამოსაყენებლად. ის გამოიყენება კანის დეზინფექციისათვის.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დოზა დამოკიდებულია კანის სადეზინფექციო ფართობზე.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის და გამოიყენება დაუზიანებელი კანის დეზინფექცისათვის და საოპერაციო არის დასამუშავებლად, რომელიც უნდა გაშრეს.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბება ფაქტობრივად შეუძლებელია გარეგანი და ხანმოკლე გამოყენებისას (არა ხანგრძლივი და განმეორებითი გამოყენებისას).
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის შემთხვევით დალევისას შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია იოდის კოროზიული ეფექტით (ქსოვილის ნელი დაშლა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: უსიამოვნო მეტალის გემო პირში, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. თუ კუჭში არის სახამებელი, ნაღებინები მასა იქნება ლურჯი.
მკურნალობა
იოდით მწვავე ინტოქსიკაციის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით რძისა და სახამებლის პასტის მიღება, უნდა მოხდეს კუჭის დაცლა და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რადგან სისხლის წნევა შეიძლება დაეცეს და შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების შეშუპება.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების დავიწყებისას
არ არის მოწოდებული.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების შეწყვეტისას
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არის კანის სადეზინფექციო საშუალება და არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია იოდის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ უნდა იქნეს გამოყენებული ლორწოვან გარსებზე (თვალები, პირი და ა.შ.);
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ უნდა იქნეს რეგულარულად გამოყენებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტების მიერ.
იხ. ასევე პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების გამოყენება”.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანგრძლივი გამოყენებისას.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე.
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
არ არის რეკომენდებული განმეორებით გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ არის რეკომენდებული დამწოლი ნახვევის ქვეშ გამოსაყენებლად.
ბავშვები და მოზარდები

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% გარეგანი გამოყენებისას ქიმიურად შეუთავსებელია ამიაკთან, ტუტეებთან, ტუტე კარბონატებთან, ქლორჰიდრატთან, ფენოლთან, ნატრიუმის თიოსულფატთან, ვერცხლისწყლის ან ტყვიის ხსნად მარილებთან, ტანინებთან, სახამებელთან. ფეთქებადი ნარევი წარმოიქმნება ტერპენტინის ზეთთან და უმეტესობა ეთერზეთებთან. აცეტონთან ერთად ის წარმოქმნის ძლიერ გამაღიზიანებელ ნაერთს.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენება საკვებთან ერთად
საკვები არ ახდენს გავლენას იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის ეფექტზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
არ არის რეკომენდებული იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
იოდის სპირტხსნარი RFF 5% შეიცავს 46% ეთილის სპირტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა ანაფილაქსიური რეაქცია, ცხელება, გამონაყარი.
შეიძლება შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ლაბორატორიული მაჩვენებლები.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
არ არის აღწერილი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ლატვიის რესპუბლიკის წამლის სახელმწიფო სააგენტოში, იერსიკას ქ. 15. რიგა, LV-1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთირება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ იოდს.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ქლორიდი, ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი.
იოდის სპირტხსნარ RFF 5%-ში ეთილის სპირტის შემცველობა დაახლოებით 46%-ია.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არის მოწითალო-ყავისფერი, გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი მკვეთრი სუნით.
20 მლ მოთავსებულია მუქ მინის ბოთლში, ჩახრახნილი აქვს საწვეთური და თავდახურულია პლასტიკის მჭიდრო თავსახურით. ბოთლზე არის ეტიკეტი. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 ლ (4.5 კგ) ხსნარი ABPE კონტეინერში (5 ლ) კოპოლიმერის თავსახურით.
ყველა შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს ხელმისაწვდომი
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
იოდის სპირტხსნარი RFF 5% გარეგანი გამოყენების ხსნარი
იოდი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად..
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა! შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორამციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება 2-3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს იოდის სპირტხსნარი RFF 5% და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებამდე
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს იოდის სპირტხსნარი RFF 5% და მისი გამოყენება
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ს აქვს ანტიბაქტერიული, სპორების გამანადგურებელი, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% განკუთვნილა კანზე გამოსაყენებლად. ის გამოიყენება კანის დეზინფექციისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებამდე
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია იოდის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ უნდა იქნეს გამოყენებული ლორწოვან გარსებზე (თვალები, პირი და ა.შ.);
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ უნდა იქნეს რეგულარულად გამოყენებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტების მიერ.
იხ. ასევე პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების გამოყენება”.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანგრძლივი გამოყენებისას.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე.
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
არ არის რეკომენდებული განმეორებით გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ არის რეკომენდებული დამწოლი ნახვევის ქვეშ გამოსაყენებლად.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა პრეპარატები და იოდის სპირტხსნარი RFF 5%
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% გარეგანი გამოყენებისას ქიმიურად შეუთავსებელია ამიაკთან, ტუტეებთან, ტუტე კარბონატებთან, ქლორჰიდრატთან, ფენოლთან, ნატრიუმის თიოსულფატთან, ვერცხლისწყლის ან ტყვიის ხსნად მარილებთან, ტანინებთან, სახამებელთან. ფეთქებადი ნარევი წარმოიქმნება ტერპენტინის ზეთთან და უმეტესობა ეთერზეთებთან. აცეტონთან ერთად ის წარმოქმნის ძლიერ გამაღიზიანებელ ნაერთს.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენება საკვებთან ერთად
საკვები არ ახდენს გავლენას იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის ეფექტზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
არ არის რეკომენდებული იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
იოდის სპირტხსნარი RFF 5% შეიცავს 46% ეთილის სპირტს.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დოზა დამოკიდებულია კანის სადეზინფექციო ფართობზე.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის და გამოიყენება დაუზიანებელი კანის დეზინფექცისათვის და საოპერაციო არის დასამუშავებლად, რომელიც უნდა გაშრეს.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბება ფაქტობრივად შეუძლებელია გარეგანი და ხანმოკლე გამოყენებისას (არა ხანგრძლივი და განმეორებითი გამოყენებისას).
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის შემთხვევით დალევისას შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია იოდის კოროზიული ეფექტით (ქსოვილის ნელი დაშლა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: უსიამოვნო მეტალის გემო პირში, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. თუ კუჭში არის სახამებელი, ნაღებინები მასა იქნება ლურჯი.
მკურნალობა
იოდით მწვავე ინტოქსიკაციის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით რძისა და სახამებლის პასტის მიღება, უნდა მოხდეს კუჭის დაცლა და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რადგან სისხლის წნევა შეიძლება დაეცეს და შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების შეშუპება.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების დავიწყებისას
არ არის მოწოდებული.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის გამოყენების შეწყვეტისას
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არის კანის სადეზინფექციო საშუალება და არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა ანაფილაქსიური რეაქცია, ცხელება, გამონაყარი.
შეიძლება შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ლაბორატორიული მაჩვენებლები.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
არ არის აღწერილი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ლატვიის რესპუბლიკის წამლის სახელმწიფო სააგენტოში, იერსიკას ქ. 15. რიგა, LV-1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
იოდის სპირტხსნარი RFF 5%-ის შენახვის წესი
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იოდის სპირტხსნარი RFF 5%
აქტიური ნივთირება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ იოდს.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ქლორიდი, ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი.
იოდის სპირტხსნარ RFF 5%-ში ეთილის სპირტის შემცველობა დაახლოებით 46%-ია.
იოდის სპირტხსნარი RFF 5% გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
იოდის სპირტხსნარი RFF 5% არის მოწითალო-ყავისფერი, გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი მკვეთრი სუნით.
20 მლ მოთავსებულია მუქ მინის ბოთლში, ჩახრახნილი აქვს საწვეთური და თავდახურულია პლასტიკის მჭიდრო თავსახურით. ბოთლზე არის ეტიკეტი. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 ლ (4.5 კგ) ხსნარი ABPE კონტეინერში (5 ლ) კოპოლიმერის თავსახურით.
ყველა შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს ხელმისაწვდომი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
JSC “Rigas farmaceitiska fabrika”
Ozolu iela 10, Riga, LV-1005, Latvia
Tel.: 67355550, 67355551
Fax: 67355551
E-mail: [email protected]
სს “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”
ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია
ტელ.: 67355550, 67355551
ფაქსი: 67355551
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 11/2017
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.