პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინსტი ანწლი

INSTY Elderberry

ურეცეპტოდ5,6გინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (სხეულის ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი) სიმპტომატური მკურნალობა.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5,6გ გრანულები პაკეტი №5
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გრიპისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-040525
რეგისტრირებულია
19 მარტი 2024, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინსტი ანწლი და სხვა წამალი ერთად

ინსტი ანწლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (სხეულის ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი) სიმპტომატური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად

მოზრდილები: 1 საშე-პაკეტი 3-ჯერ დღეში.

12-დან 18 წლამდე. 1 საშე-პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 საშე-პაკეტი 2-ჯერ დღეში.

პაკეტის შიგთავსი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ წყალში და ნელა დალიეთ.

მკურნალობის კურსი - 5-7 დღე.

უკუჩვენებები

  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა
  • ასპირინული ასთმა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • 6 წლამდე ბავშვები

წამლების ურთიერთმოქმედება

არ არის რეკომენდირებული ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ასევე ნახველის შემცირების პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღება. ერთდროული მიღებისას ხდება სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების და აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების გაძლიერება.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით, ექსუდაციური დიათეზით დაავადებული ადამიანები, ასევე ჰიპოკალორიული დიეტის დროსაც.

თუ რესპირატორული დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული სუნთქვით, ციებ-ცხელებით, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველით, უნდა მიმართოთ ექიმს.

სამკურნალო საშუალებების გავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმებისა და მანქანების მართვის დროს

არ ახდენს გავლენას.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები

სისხლის შედედების მაჩვენებლების შემცირება

ჭარბი დოზა

პრეპარატის ინსტი ანწლის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

შემადგენლობა

თითოეული საშე-პაკეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:

შავი ანწლის მშრალი ექსტრაქტი 250 მგ

ექსტრაქტებს:

თეთრი ტირიფი 750 მგ

ძირტკბილა 550 მგ

ადხატოდა ვასიკა 300 მგ

ჩინური ჩაი 125 მგ

სურნელოვანი ია 100 მგ

სამკურნალო კატაბალახა 100 მგ

ცერეცო ჩვეულებრივი 75 მგ

ევკალიპტი სფერული 35 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზა, ევკალიპტის ზეთი, პოლივინილპიროლიდონი K 30, მენთოლი კრისტალური, ანწლის არომატიზატორი.

აღწერა

ყავისფერი ან მუქი ყავისფერის შეფერილობის გრანულები დამახასიათებელი სურნელით.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

გაციებისა და ხველის სიმპტომების აღმოსაფხვრელი პრეპარატები.

პრეპარატების სხვა კომბინაციები გაციების სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ინსტი ანწლის პრეპარატის მოქმედება წარმოადგენს მისი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებას, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელია: ყველა კომპონენტის გამოკვლევა მარკერების ან ბიოკვლევების მეშვეობით ვერ ხერხდება. ამ მიზეზის გამოც, შეუძლებელია პრეპარატის მეტაბოლიტების გამოვლენა.

ფარმაკოდინამიკა

ინსტი ანწლის გრანულები - კომპლექსური ფიტოპრეპარატი ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და ორგანიზმის ზოგადგამაძლიერებელი მოქმედებით.

ანწლი შავი (კენკრა) შეიცავს ანტოციანებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, რუტინს, სამბუცინს, ქრიზანტემინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კარბონის მჟავებს და ამინომჟავებს (თიროზინს). შავი ანწლის კენკრას გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და რბილი ამოსახველებელი მოქმედება. ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს გაციების განვითარების რისკს.

თეთრი ტირიფი შეიცავს სალიცინის გლიკოზიდებს, ტრემულაცინს. გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ადხატოდა ვასიკა შეიცავს ვაზიცინის ალკალოიდებს, ვაზიცინონს. ახდენს ბრონქების გამაფართოებელ, ამოსახველებელ მოქმედებას, ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აძლიერებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობით აქტივობას, რაც ხელს უწყობს ნახველის იოლად ამოღებას. ასტიმულირებს სურფაქტანტის გამომუშავებას, რათა სუნთქვითი მუსკულატურამ სრულფასოვნად შეასრულოს „შესუნთქვის/ამოსუნთქვის“ ციკლი. გამოირჩევა ასთმის საწინააღმდეგო ეფექტით, იცავს ბრონქოსპაზმისგან, გამოწვეული ჰისტამინის მოქმედებით.

სურნელოვანი ია შეიცავს ვიოლინს, ფრიდელინს, ეთერზეთებს. ახდენს ანტიჰისტამინურ, ამოსახველებელ, სიცხის დამწევს და ოფლმდენი მოქმედებას.

ძირტკბილა შეიცავს გლიცირიზინის გლიკოზიდს, ფლავონოიდებს და ასპარაგინს. მას გააჩნია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ძირტკბილაში გლიცირიზინის მჟავის შემცველობა უზრუნველყოფს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, აძლიერებს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად იმუნიტეტს.

ჩინური ჩაი შეიცავს ტანინს, კოფეინს და თეოფილინს. გამოირჩევა ბლანტი, მატონიზირებელი, შარდმდენი მოქმედებით.

ჩვეულებრივი ცერეცო შეიცავს ეთერზეთებს, დიპენტინს. აძლიერებს ბრონქების სეკრეტულ ფუნქციას და ახდენს მუკოლიზურ მოქმედებას, ასევე გააჩნია ანტისეპტიკური და ანთებასაწინააღმდეგო თვისებები.

ევკალიპტი სფერული შეიცავს ეთერზეთებს (ცინეოლი, პინენი, მირტენოლი, პინოკარვონი, ეიდესმოლი), სათრიმლავ ნივთიერებებს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, განსაკუთრებით სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების მიმართ, იწვევს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

სამკურნალო კატაბალახა შეიცავს ეთერზეთებს (იზოვალერინის მჟავა, ვალერენალი, ბორნეოლი, ა-პინენი), ალკალოიდებს (ვალერიანა, ხატინინი), საპონინებს და კეტონებს. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, გლუვი კუნთების ორგანოების სპაზმებს.

ინსტი ანწლი მცენარეული პრეპარატია გამოხატული ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ზოგადგამაძლიერებელი მოქმედებით; გააჩნია ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

ინსტი ანწლი აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას, ამცირებს მომატებულ ტემპერატურას და ხველების ინტენსივობას. ხელს უწყობს რინიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის სიმპტომების სწრაფ მოხსნას მისი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში.

ამცირებს გართულებული გაციების განვითარების რისკს. ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას ავადმყოფობის შემდეგ.

არ იწვევს ძილიანობას და მიჩვევას. სწრაფად იხსნება ცხელ წყალში.

რეკომენდებულია გაციებისა ან გრიპის ნებისმიერ სტადიაზე გამოყენებისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის

“ინსტი ანწლის”

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება

ინსტი ანწლი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

არ არის

წამლის ფორმა

გრანულები

გამოყენების ჩვენებები

გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (სხეულის ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი) სიმპტომატური მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მისაღებად

მოზრდილები: 1 საშე-პაკეტი 3-ჯერ დღეში.

12-დან 18 წლამდე. 1 საშე-პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 საშე-პაკეტი 2-ჯერ დღეში.

პაკეტის შიგთავსი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ წყალში და ნელა დალიეთ.

მკურნალობის კურსი - 5-7 დღე.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები

სისხლის შედედების მაჩვენებლების შემცირება

უკუჩვენებები

  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა
  • ასპირინული ასთმა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • 6 წლამდე ბავშვები

წამლების ურთიერთმოქმედება

არ არის რეკომენდირებული ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ასევე ნახველის შემცირების პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღება. ერთდროული მიღებისას ხდება სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების და აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით, ექსუდაციური დიათეზით დაავადებული ადამიანები, ასევე ჰიპოკალორიული დიეტის დროსაც.

თუ რესპირატორული დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული სუნთქვით, ციებ-ცხელებით, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველით, უნდა მიმართოთ ექიმს.

სამკურნალო საშუალებების გავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმებისა და მანქანების მართვის დროს

არ ახდენს გავლენას.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის ინსტი ანწლის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

  • 6 გ გრანულები საშე-პაკეტებში.

5 საშე-პაკეტი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

Herbion

ჰერბიონი პაკისტანი პვტ ლტდ

30/28 კორანგის ინდუსტრიული ზონა,

კარაჩი, პაკისტანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა