ადგილობრივი მკურნალობისთვის: ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენოზური უკმარისობისას; ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომელსაც ახლავს ტკივილი და შეშუპება; კუნთ-სახსრების დაავადებები (ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, მიოზიტი, სინოვიტი); ტრავმული წარმოშობის ჰემატომები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინდომეთაცინი (indomethacin) + ვენორუტინოლი (venorutinol)
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ + 30მგ)/გ 40გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041476
- რეგისტრირებულია
- 2 ივლისი 2024, მოქმედებს 2 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ინდოვენოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადგილობრივი მკურნალობისთვის:
ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენოზური უკმარისობისას;
ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომელსაც ახლავს ტკივილი და შეშუპება;
კუნთ-სახსრების დაავადებები (ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, მიოზიტი, სინოვიტი);
ტრავმული წარმოშობის ჰემატომები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად! 0,5-1 გ ინდოვენოლი (გელის2,5-5 სმ სიგრძის ზოლი) თანაბარ თხელ ფენად დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება 1-2 წუთის განმავლობაში. პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ აუცლებელია ხელების დაბანა (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აპლიკაცია ტარდება ხელების არეში). პროცედურა უნდა განმეორდეს 2-3-ჯერ დღეში. საერთო სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის და 14 წლიდან ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5 გ გელს.
ინდოვენოლით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
ბავშვები.
14 წლამდე ბავშვებში ინდოვენოლის გამოყენება არ შეიძლება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ინდომეტაცინის, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ), ვენორუტინოლის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა ასაპ მიმართ ასთმური შეტევის, ჭინჭრის ციების ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით.
სიფრთხილის ზომები
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის; დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
არ დაიტანება კანის ჭრილობიან ზედაპირზე, კანის ინფიცირებულ მონაკვეთებზე (მ.შ. ჩირქიანი პროცესებისას) და ყურადღება მისაქცევია, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში, და ლორწოვან გარსებზე. შეიძლება დატანა ოკლუზიური სახვევის ქვეშ. არასასურველი ეფექტების გამოვლენის პრევენციის მიზნით პრეპარატ ინდოვენოლის დატანა უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებებისგან, კოსმეტიკისგან და კანის სიბინძურისგან გაწმენდის შემდეგ. გელის დატანის შემდეგ მოერიდეთ კანის დამუშავებულ მონაკვეთებზე მზის სხივების ზემოქმედებას.
პაციენტებისთვის ქრონიკული ვენოზური უკმარისობით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია როგორც დაავადების საწყის, ასევე გვიან სტადიებზე (მცირდება სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ქვედა კიდურების შეშუპება, უმჯოფედება ტროფიკა).
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასაპ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ალერგიული დაავადებებით და რეაქციებით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, კანის დიდ მონაკვეთებზე დატანისას.
ზოგჯერ ასაპ-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება; გულის ფუნქციის გაუარესება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით; ღვიძლია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების შესაძლო ხანგრძლივი გამოყენების გათვალისწინებით, პაციენტებმა ფრთხილად უნდა გამოიყენონ შემდეგ შემთხვევებში: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ასევე მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან (ჰემოროიდული სისხლდენის ჩათვლით); ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი; სისხლის წარმოქმნის სხვადასხვა ეთიოლოგიის დარღვევები; გულის მძიმე უკმარისობა.
მიუხედავად იმისა, რომ კანზე ადგილობრივად დატანის შემდეგ სისტემური რეზორბცია მინიმალურია, პაციენტებისთვის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულით, თირკმელების დაავადებით და გულის უკმარისობით ანამნეზში, გელით მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
10 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობისას აუცილებელია ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა.
პრეპარატით მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებით საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების მიმართ ან ალერგიული დაავადებებით: პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ნაზალური პოლიპოზი.
არსებობს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ასაპ-ების მიმართ, ამიტომ ასეთ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები ინდომეტაცინის მიმართაც.
გელის თვალებში მოხვედრისას ისინი უკნა ამოიბანოთ წყლით. დიდი რაოდენობით გელის შემთხვევით ჩაყლაპვისას უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევა და მიმართეთ ექიმს.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს ალაგებას ან, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ გაჩნდება გამონაყარი, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის პროპილენგლიკოლი და დიმეთილსულფოქსიდი, რასაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ინდოვენოლის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია. ასაპ-ებს სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება შეუძლიათ არტერიული წნევის დაწევით, თუმცა ადგილობრივი გამოყენებისას ასეთი რისკი ძალიან მცირეა.
მაგრამ რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას არ შეიძლება შემდეგი ურთიერთქმედებების გამორიცხვა:
ანტიკოაგულანტურ და ანტითრომბულ საშუალებებთან - იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი;
ინდოვენოლმა შეიძლება შეამციროს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ეფექტურობა β-ადრენობლოკატორების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ), მარყუჟული, თიაზიდური და კალიშემნახველი დიურეზულების ეფექტურობის შემცირების ხარჯზე;
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ციკლოოქსიგენაზის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), გლუკოკორტიკოიდებთან, ალკოჰოლთან ერთად - გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდა, ულცეროგენული მოქმედების გაძლიერება;
დიგოქსინთან, ლითიუმის პრეპარატებთან ერთად - შეუძლია სისხლის პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციების გაზრდა;
შეუძლია მეთოტრექსტატის ტუბულარული სეკრეციის შემცირება და, შესაბამისად, მისი ტოქსიკურობის გაზრდა;
პრებენიციდთან ერთად შესაძლებელია პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების შემცირება და ორგანიზმიდან ინდომეტაცინის გამოყოფის შენელება;
სულფინპირაზონს შეუძლია შეანელოს ორგანიზმიდან ინდომეტაცინის გამოყოფა;
არასასურველია კომბინირება მიელოსუპრესიულ, სიმშივნის საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, ცეფალოსპორინებთან, ვალპროის მჟავას პრეპარატებთან;
ალისკირენთან - შესაძლებელია ჰიპერკალიემია;
აძლიერებს ასკორბინის მჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და შეღწევადობაზე;
სულნდაკის პრეპარატებთან ერთად შეუძლია პერიფერიული ნეიროპათიის გამოწვევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი.
ინდოვენოლი არ ახდენს ზეგავლენას რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (ალერგიული რეაქციები), მ.შ. ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი (მ.შ. ვეზიკულური), კანის გაღიზიანება, დერმატიტი (მ.შ. კონტაქტური დერმატიტი), სითბოს შეგრძნება დატანის მონაკვეთზე, წვა, ადგილობრივი შეშუპება, კანის აქერცვლა, სიმშრალე; ზოგჯერ - მცირე პუსტულების, ბუშტუკების ან ბუშტების წარმოქმნა.
ძალიან იშვიათად კანის ფართო მონაკვეთებზე ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა; მადის დაკარგვა, დიარეა, ტკივილი, სისხლჩაქცევები, წყლულები;
საშარდე სისტემის მხრივ: შეშუპებები, შარდვის დარღვევა, ჰემატურია, შარდის ფერის ან სუნის შეცვლა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, გონების დაბინდვა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა;
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რინიტი, კვინკეს შეშუპება, გუდვა, ანაფილაქსია, ასთმური შეტევა;
სხვა: კუნთების სისუსტე, მიალგია, სიყვითლე, პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, არტერიული წნევის აწევა, თვალების სიმშრალე და სიწითლე.
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს და დიმეთილსულფოქსიდს, რომლებსაც შეუძლიათ კანის გაღიზიანების გამოწვევა.
ჩვეულებრივ ეს სიმპტომები თავისით ლაგდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ნებისმიერი ნეგატიური რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის რჩევის მიღება პრეპარატის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების, კანის ფართო მონაკვეთებზე პრეპარატის დატანის, ინდომეტაცინის სხვა პრეპარატებთან კომბინირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული გვერდითი რეაქციები. დარჩენილი გელი უნდა მოშორდეს ან ჩამოიბანოს კანიდან. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომუეი თერაპია.
ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) საჭიროა კონტროლი შესაძლო სისტემური ეფექტების გამოსავლენად: ჰეპატოტოქსიკურობა, თავის ძლიერი ტკივილი, სისხლჩაქცევები, ასევე სისხლის ლაბორატორიული კვლევები (ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი).
გელის შემთხვევით შიგნით მიღებისას აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანას წვა, ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა. ღონისძიებები შიგნით მიღებისას - პირის ღრუს და კუჭის ამორეცხვა, საჭიროებისას - სიმპტომური მკურნალობა.
გელის თვალებში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას აღინისნება ლოკალური გაღიზიანება: ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების დიდი რაოდენობით დისტილირებული წყლით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარით დაბანა გაღიზიანების შემცირებამდე ან ალაგებამდე.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ვენორუტინოლი, ინდომეტაცინი;
1 გ პრეპარატი შეიცავს 20 მგ ვენორუტინოლს და 30 მგ ინდომეტაცინს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, დიმეთილსულფოქსიდი, კარბომერი, პოლიეთილენგლიკოლი 400.
წამლის ფორმა. გელი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ყვითელი ფერის გელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის, სპეციფიკური სუნით.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, გაყინვა არ დაიშვება. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 40 გ ტუბში კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. რუტოზიდი, კომბინაციები. ათქ კოდი C05C A51.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ინდოვენოლის ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებებით - ვენორუტინოლით და ინდომეტაცინით.
ვენტორუტინოლი - ბივოფლავონოიდია, რომელსაც P-ვიტამინური აქტივობა გააჩნია, ავლენს გამოხატულ ანგიოპროტექტორულ, ვენების მატონიზირებელ, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ თვისებებს, ამცირებს კაპილარების შეღწევადობას და მსხვრევადობას, უზრუნველჰყოფს მათ ელასტიურობას, სიმკვრივეს და რეზისტენტობას ტრავმული დაზიანებების მიმართ, ამცირებს ექსუდაციურ ანთებას სისხლძარღვის კედელში. ამგვარად ეს ხელს უწყობს მიკროცირკულირების ნორმალიზებას, აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას, ამცირებს შეგუბებით მოვლენებს ვენებსა და პერივენოზურ ქსოვილებში.
ინდომეტაცინი - განეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, განპირობებულს პროდტალგანდინების და ანთების სხვა მედიატორების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატის გელის ფუძე ხელს უწყობს მოქმედი ნივთიერებების სწრაფ და მაქსიმალურ გამოთავისუფლებას და საჭირო თერაპიული კონცენტრაციების შექმნას ანთებიან ქსოვილებში და სინოვიალურ სითხეში.
სისხლის პლაზმის ცილებს ინდომეტაცინი უერთდება 90%-ით. მეტაბოლზმი ხდება ღვიძლში O-დემეთილირების და N-დეაცეტილირების გზით არააქტიურ შენაერთებამდე. გამოიყოფა 60% შარდით და 30% განავლით. აღწევს დედის რძეში.
ფარმაკოკინეტიკა.
შესწავლილი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ინდოვენოლი
(INDOVENOL)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: ვენორუტინოლი, ინდომეტაცინი;
1 გ პრეპარატი შეიცავს 20 მგ ვენორუტინოლს და 30 მგ ინდომეტაცინს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, დიმეთილსულფოქსიდი, კარბომერი, პოლიეთილენგლიკოლი 400.
წამლის ფორმა. გელი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ყვითელი ფერის გელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის, სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. რუტოზიდი, კომბინაციები. ათქ კოდი C05C A51.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ინდოვენოლის ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებებით - ვენორუტინოლით და ინდომეტაცინით.
ვენტორუტინოლი - ბივოფლავონოიდია, რომელსაც P-ვიტამინური აქტივობა გააჩნია, ავლენს გამოხატულ ანგიოპროტექტორულ, ვენების მატონიზირებელ, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ თვისებებს, ამცირებს კაპილარების შეღწევადობას და მსხვრევადობას, უზრუნველჰყოფს მათ ელასტიურობას, სიმკვრივეს და რეზისტენტობას ტრავმული დაზიანებების მიმართ, ამცირებს ექსუდაციურ ანთებას სისხლძარღვის კედელში. ამგვარად ეს ხელს უწყობს მიკროცირკულირების ნორმალიზებას, აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას, ამცირებს შეგუბებით მოვლენებს ვენებსა და პერივენოზურ ქსოვილებში.
ინდომეტაცინი - განეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, განპირობებულს პროდტალგანდინების და ანთების სხვა მედიატორების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატის გელის ფუძე ხელს უწყობს მოქმედი ნივთიერებების სწრაფ და მაქსიმალურ გამოთავისუფლებას და საჭირო თერაპიული კონცენტრაციების შექმნას ანთებიან ქსოვილებში და სინოვიალურ სითხეში.
სისხლის პლაზმის ცილებს ინდომეტაცინი უერთდება 90%-ით. მეტაბოლზმი ხდება ღვიძლში O-დემეთილირების და N-დეაცეტილირების გზით არააქტიურ შენაერთებამდე. გამოიყოფა 60% შარდით და 30% განავლით. აღწევს დედის რძეში.
ფარმაკოკინეტიკა.
შესწავლილი არ არის.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ადგილობრივი მკურნალობისთვის:
ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენოზური უკმარისობისას;
ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომელსაც ახლავს ტკივილი და შეშუპება;
კუნთ-სახსრების დაავადებები (ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, მიოზიტი, სინოვიტი);
ტრავმული წარმოშობის ჰემატომები.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ინდომეტაცინის, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ), ვენორუტინოლის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა ასაპ მიმართ ასთმური შეტევის, ჭინჭრის ციების ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
ინდოვენოლის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია. ასაპ-ებს სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება შეუძლიათ არტერიული წნევის დაწევით, თუმცა ადგილობრივი გამოყენებისას ასეთი რისკი ძალიან მცირეა.
მაგრამ რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას არ შეიძლება შემდეგი ურთიერთქმედებების გამორიცხვა:
ანტიკოაგულანტურ და ანტითრომბულ საშუალებებთან - იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი;
ინდოვენოლმა შეიძლება შეამციროს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ეფექტურობა β-ადრენობლოკატორების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ), მარყუჟული, თიაზიდური და კალიშემნახველი დიურეზულების ეფექტურობის შემცირების ხარჯზე;
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ციკლოოქსიგენაზის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), გლუკოკორტიკოიდებთან, ალკოჰოლთან ერთად - გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდა, ულცეროგენული მოქმედების გაძლიერება;
დიგოქსინთან, ლითიუმის პრეპარატებთან ერთად - შეუძლია სისხლის პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციების გაზრდა;
შეუძლია მეთოტრექსტატის ტუბულარული სეკრეციის შემცირება და, შესაბამისად, მისი ტოქსიკურობის გაზრდა;
პრებენიციდთან ერთად შესაძლებელია პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების შემცირება და ორგანიზმიდან ინდომეტაცინის გამოყოფის შენელება;
სულფინპირაზონს შეუძლია შეანელოს ორგანიზმიდან ინდომეტაცინის გამოყოფა;
არასასურველია კომბინირება მიელოსუპრესიულ, სიმშივნის საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, ცეფალოსპორინებთან, ვალპროის მჟავას პრეპარატებთან;
ალისკირენთან - შესაძლებელია ჰიპერკალიემია;
აძლიერებს ასკორბინის მჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და შეღწევადობაზე;
სულნდაკის პრეპარატებთან ერთად შეუძლია პერიფერიული ნეიროპათიის გამოწვევა.
გამოყენების თავისებურებანი.
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის; დაიტანება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
არ დაიტანება კანის ჭრილობიან ზედაპირზე, კანის ინფიცირებულ მონაკვეთებზე (მ.შ. ჩირქიანი პროცესებისას) და ყურადღება მისაქცევია, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში, და ლორწოვან გარსებზე. შეიძლება დატანა ოკლუზიური სახვევის ქვეშ. არასასურველი ეფექტების გამოვლენის პრევენციის მიზნით პრეპარატ ინდოვენოლის დატანა უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებებისგან, კოსმეტიკისგან და კანის სიბინძურისგან გაწმენდის შემდეგ. გელის დატანის შემდეგ მოერიდეთ კანის დამუშავებულ მონაკვეთებზე მზის სხივების ზემოქმედებას.
პაციენტებისთვის ქრონიკული ვენოზური უკმარისობით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია როგორც დაავადების საწყის, ასევე გვიან სტადიებზე (მცირდება სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ქვედა კიდურების შეშუპება, უმჯოფედება ტროფიკა).
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასაპ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ალერგიული დაავადებებით და რეაქციებით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, კანის დიდ მონაკვეთებზე დატანისას.
ზოგჯერ ასაპ-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება; გულის ფუნქციის გაუარესება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით; ღვიძლია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების შესაძლო ხანგრძლივი გამოყენების გათვალისწინებით, პაციენტებმა ფრთხილად უნდა გამოიყენონ შემდეგ შემთხვევებში: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ასევე მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან (ჰემოროიდული სისხლდენის ჩათვლით); ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი; სისხლის წარმოქმნის სხვადასხვა ეთიოლოგიის დარღვევები; გულის მძიმე უკმარისობა.
მიუხედავად იმისა, რომ კანზე ადგილობრივად დატანის შემდეგ სისტემური რეზორბცია მინიმალურია, პაციენტებისთვის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულით, თირკმელების დაავადებით და გულის უკმარისობით ანამნეზში, გელით მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
10 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობისას აუცილებელია ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა.
პრეპარატით მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებით საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების მიმართ ან ალერგიული დაავადებებით: პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ნაზალური პოლიპოზი.
არსებობს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ასაპ-ების მიმართ, ამიტომ ასეთ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები ინდომეტაცინის მიმართაც.
გელის თვალებში მოხვედრისას ისინი უკნა ამოიბანოთ წყლით. დიდი რაოდენობით გელის შემთხვევით ჩაყლაპვისას უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევა და მიმართეთ ექიმს.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს ალაგებას ან, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ გაჩნდება გამონაყარი, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის პროპილენგლიკოლი და დიმეთილსულფოქსიდი, რასაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი.
ინდოვენოლი არ ახდენს ზეგავლენას რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გამოყენების წესი და დოზები.
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად! 0,5-1 გ ინდოვენოლი (გელის2,5-5 სმ სიგრძის ზოლი) თანაბარ თხელ ფენად დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება 1-2 წუთის განმავლობაში. პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ აუცლებელია ხელების დაბანა (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აპლიკაცია ტარდება ხელების არეში). პროცედურა უნდა განმეორდეს 2-3-ჯერ დღეში. საერთო სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის და 14 წლიდან ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5 გ გელს.
ინდოვენოლით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
ბავშვები.
14 წლამდე ბავშვებში ინდოვენოლის გამოყენება არ შეიძლება.
ჭარბი დოზა.
ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების, კანის ფართო მონაკვეთებზე პრეპარატის დატანის, ინდომეტაცინის სხვა პრეპარატებთან კომბინირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული გვერდითი რეაქციები. დარჩენილი გელი უნდა მოშორდეს ან ჩამოიბანოს კანიდან. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომუეი თერაპია.
ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) საჭიროა კონტროლი შესაძლო სისტემური ეფექტების გამოსავლენად: ჰეპატოტოქსიკურობა, თავის ძლიერი ტკივილი, სისხლჩაქცევები, ასევე სისხლის ლაბორატორიული კვლევები (ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი).
გელის შემთხვევით შიგნით მიღებისას აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანას წვა, ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა. ღონისძიებები შიგნით მიღებისას - პირის ღრუს და კუჭის ამორეცხვა, საჭიროებისას - სიმპტომური მკურნალობა.
გელის თვალებში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას აღინისნება ლოკალური გაღიზიანება: ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების დიდი რაოდენობით დისტილირებული წყლით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარით დაბანა გაღიზიანების შემცირებამდე ან ალაგებამდე.
გვერდითი რეაქციები.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (ალერგიული რეაქციები), მ.შ. ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი (მ.შ. ვეზიკულური), კანის გაღიზიანება, დერმატიტი (მ.შ. კონტაქტური დერმატიტი), სითბოს შეგრძნება დატანის მონაკვეთზე, წვა, ადგილობრივი შეშუპება, კანის აქერცვლა, სიმშრალე; ზოგჯერ - მცირე პუსტულების, ბუშტუკების ან ბუშტების წარმოქმნა.
ძალიან იშვიათად კანის ფართო მონაკვეთებზე ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა; მადის დაკარგვა, დიარეა, ტკივილი, სისხლჩაქცევები, წყლულები;
საშარდე სისტემის მხრივ: შეშუპებები, შარდვის დარღვევა, ჰემატურია, შარდის ფერის ან სუნის შეცვლა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, გონების დაბინდვა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა;
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რინიტი, კვინკეს შეშუპება, გუდვა, ანაფილაქსია, ასთმური შეტევა;
სხვა: კუნთების სისუსტე, მიალგია, სიყვითლე, პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, არტერიული წნევის აწევა, თვალების სიმშრალე და სიწითლე.
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს და დიმეთილსულფოქსიდს, რომლებსაც შეუძლიათ კანის გაღიზიანების გამოწვევა.
ჩვეულებრივ ეს სიმპტომები თავისით ლაგდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ნებისმიერი ნეგატიური რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის რჩევის მიღება პრეპარატის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, გაყინვა არ დაიშვება. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 40 გ ტუბში კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება "სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი "ბორშჩაგოვის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა".
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 03134, ქ.კიევი, მირის ქ., 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 21.03.2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
