იმურანი ეს არის 50 მგ ტაბლეტი, რომელიც ბლისტერში 100 ტაბლეტის სახით არის წარდგენილი გაყიდვაში. იმურანი იმუნოსუპრესორების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფის წარმომადგენელია, იმუნოსუპრესიული წამლები იმუნურ სისტემას თრგუნავენ, ასეთი ეფექტი სასურველია ავადმყოფებში ორგანოთა გადანერგვით ანდა იმუნური სისტემის საკუთარი უჯრედების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აზათიოპრინი (azathioprine)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №100
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0115
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
იმურანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იმურანი ეს არის 50 მგ ტაბლეტი, რომელიც ბლისტერში 100 ტაბლეტის სახით არის წარდგენილი გაყიდვაში.
იმურანი იმუნოსუპრესორების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფის წარმომადგენელია, იმუნოსუპრესიული წამლები იმუნურ სისტემას თრგუნავენ, ასეთი ეფექტი სასურველია ავადმყოფებში ორგანოთა გადანერგვით ანდა იმუნური სისტემის საკუთარი უჯრედების მიმართ გააქტიურიების შემთხევვაში (აუტოიმუნური დაავადებების დროს).
იმურანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:
ავადმყოფებში ორგანოთა გადანერგვით, გადანერგილი ორგანოს მიღების შესაძლებლობის გაზრდისთვის
ზოგიერთი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როცა იმუნური სისტემა საკუთარი სხეულის უჯრედების მიმართ გააქტიურდება (აუტოიმუნური დაავადებები)
აუტოიმუნური დაავადებები, რომლის დროსაც იმურანი გამოიყენება :
მძიმე რევმატოიდული ართრიტი (ჩირქოვან ანთებას დაკავშირებული სახსრების შესივება და ტკივილი)
სისტემური წითელი მგლურა (სახსრების, თირკმლების, კანის, გულის, ფილტვების, სისხლძარღვების და თავის ტვინის ჩათვლით ბევრი ორგანოს ჩირქოვანი ანთების განმაპირობებელი და იმუნური სისტემის მიერ საკუთარი სხეულის ჯანმრთელი უჯრედების დამაზიანებელი დაავადება)
დერმატომიოზიტი/პოლიმიოზიტი (ჩონჩხის კუნთებში გამოვლენილი ჩირქოვანი ანთებით მიმდინარე დაავადება, რომლის მიზეზიც უცნობია, დერმატომიოზიტის დროს პოლიმიოზიტისგან განსხვავებით კანზე ვლინდება გამონაყარი)
აუტოიმუნური ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი (ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ქალებში, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, სახსრების ტკივილით და კანზე გამონაყარით)
ვულგარული პემფიგუსი (ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის მიზეზიც უცნობია, ხასიათდება კანსა და ლორწოვანზე ბულების წარმოქმნით)
კვანძოვანი პოლიარტერიიტი(ეს არის სისხლძარღვოვანი დაავადება, რომლის დროსაც მცირე არტერიებში ვითარდება ჩირქოვანი ანთება, ზოგჯერ თან ახლავს ცხელება)
აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია (ეს არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები იწვევს სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებას)
ქრონიკული რეფრაქტერული იდიოპათიური თრომოციტოპენიური პურპურა (ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების სახელით ცნობილი და შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება და ლორწოვანზე სისლხჩაქცევები ვითარდება)
- იმურანის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
იმურანი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ;
თუ აზათიოპრინის ანდა იმურანის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (ნახეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) გაქვთ
6-მერკაპტოპურინის (6-mp) მიმართ თუ ალერგია გაქვთ
იმურანი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
მკურნალობის პროცესში ექიმის ახლო დაკვირვების ქვეშ უნდა იყოთ, მკურნალობის პირველ 8 კვირის განმავლობაში ყოველ კვირას ექიმი სისხლის საერთო ანალიზს მოითხოვს. თუ წამლის მაღალი დოზა უნდა მიიღოთ ანდა თირკმლის ანდა ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება უფრო ხშირად იქნება საჭირო, მკურნალობის შემდგომ ეტაპებზე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება თვეში ერთხელ ანდა 3 თვეში ერთხელ იქნება საჭირო.
მკურნალობის პროცესში ინფექციის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, სხეულის ნებისმიერ ნაწილში სისხლჩაქცევის ანდა დალურჯების შემჩნევისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავადმყოფები ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოცილტრანსფერაზას უკმარისობით (ლეშ-ნიჰანის სინდრომი), თიოპურინ მეთილტრანსფერაზას ენზიმის თანდაყოლილი არ არსებობისას, ზოგიერთი ავადმყოფი იმურანის მოქმედი ნივთიერების აზათიოპრინის იმუნური სისტემის დათრგუნვის ეფექტის წინააღმდეგ შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე იყოს. ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი რეგულარულად უნდა გაკეთდეს, მდგომარეობის ცვლილების არსებობისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ ანდა ექიმი მკურნალობას ყველაზე დაბალი დოზით იწყებს, სისხლის მაჩვენებლების ახლო კონტროლია საჭირო.
ზოგიერთ ავადმყოფთან იმურანით მკურნალობისას ქრომოსომული (მემკვიდრეობითი თვისებების განმსაზღვრელი გენების მატარებელი უჯრედები) ანომალიები გამოვლინდა. ქრომოსომული ანომალიები იმურანით ნამკურნალევი ავადმყოფების შვილების ლიმფოციტებშიც (სხეულის დაცვით ფუნქციაში მონაწილე სისხლის თეთრი უჯრედები) ვლინდება. იშვიათი შემთხვევების გარდა, ბავშვებში, რომელთა მშობლებიც იმურანით მკურნალობას გადიან, ფიზიკური ანორმალობა არ ვლინდება.
ავადმყოფები, რომლებიც იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტებით მკურნალობენ, არსებობს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით თუ ერთზე მეტ იმუნოსუპრესორულ მედიკამენტს ღებულობენ, რისკი მაღალია. ამიტომ მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას უნდა მოერიდოთ, ჩაიცვით დამცავი ტანისამოსი და გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი მაღალი დაცვით.
იმუნური სისტემის დამთრგუნავმა მკურნალობამ ჩუტყვავილას ანდა ზოსტერის (ჰერპეს ზოსტერის ვირუსი)ინფექცია შეიძლება გაამწვავოს. ამიტომ, თუ მანამდე ეს ინფექციები გადატანილი გაქვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ. თუ არ გაქვთ გადატანილი, ამ ინფექციის მატარებელ პირებთან კონტაქტს მოერიდეთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
იმურანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
იმურანმა შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს, აღნიშნული რომ არ მოხდეს, წამალი კვების შემდეგ მიიღეთ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულებში გამოყენება:
ორგანოთა გადანერგვა: ზოგადად, მკურნალობის პირველ დღეს შემდეგი დოზა ეძლევა: 5 მგ/კგ/დღეში. დამატებითი დოზა 1-4 მგ/კგ/დღეში შორისაა.
გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკის თავიდან აცილებს მიზნით იმურანით მკურნალობა, თუნდაც ძალიან დაბალი დოზებით, უვადოდ უნდა გაგრძელდეს.
სხვა დაავადებები: ზოგადი საწყისი დოზა არის 1-3 მგ/კგ/დღეში. მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად თქვენმა ექიმმა შეიძლება წამლის დოზა <1 მგ/კგ/დღეში დოზიდან 3მგ/კგ/დღეში დოზამდე გაზრდოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
იმურანის ტაბლეტები გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ორგანოთა გადანერგვის და სხვა დაავადებების მკურნალობა: ბავშვებში გამოყენებული დოზები და წამლის მიცემის გზა ზრდასრულების დოზების ანალოგიურია.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ექიმი თქვენი ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად წამლის დოზას შეგირჩევთ.
უკუჩვენებები
იმურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა აზათიოპრინის ან სამკურნალო პროდუქტის სხვა კომპონენტების მიმართ (იხილეთ ნაწილი 6.1). 6-მერკაპტოპურინის (6-MP) მიმართ მომატებული მგრძნობელობა ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს იმურანის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:
ექიმი თირკმლის და ღვიძლის დაავადების სიმძიმის შესაბამისად საჭირო დოზას შეგირჩევთ.
თუ ექიმის სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აღნიშნული ინსტრუქციის მითითებას მიჰყევით.
წამლის დროულად მიღება არ დაგავიწყდეთ.
ექიმი იმურანით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ განმარტებას გაგიკეთებთ. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ ფიქრობთ, რომ იმურანის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ იმურანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ იმურანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ იმურანის მიღება დაგავიწყდათ
თქვენი ექიმი გამოტოვებული დოზის მიღების დროს მიგითითებთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც იმურანით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ იმურანით მკურნალობის შეწყვეტას აპირებთ, ჯერ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, იმურანში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, იმურანის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
- ზოგადი დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება ანდა დიარეა
- მაღალი ცხელება, კანკალი ანდა შემცივნება
- კანის სიწითლე ანდა კანზე გამონაყარი
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- შარდის ფერის და რაოდენობის ცვლილება(თირკმლის პრობლემები)
- სისხლის წნევის დაქვეითების გამო თავბრუსხვევა, კონფუზია (გონების არევა), გაბრუება
ადვილად დალურჯება ანდა უჩვეულო ნიშნები
მაღალი ცხელება ანდა სხვა ინფექციის ნიშნები
ძლიერი დაღლილობა
სხეულზე წარმონაქმნები
კანში სითხის შეკავება, აცლის, აქერცვლის მსგავსი ცვლილებები
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევები
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თქვენთან შეამჩნევთ, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან ერთთან შეიძლება გამოვლინდეს)
- ვირუსული, სოკოვანი ანდა ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციები
- ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითება, სისხლის ანალიზში გამოვლენილი ცვლილებები, რომელიც ავადმყოფის შეუძლოდ ყოფნის განმაპირობებელი შეიძლება იყოს
- სისხლის ანალიზში ინფექციის განმაპირობებელი თეთრი უჯრედების დაქვეითება
გავრცელებული (10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
- სისხლჩაქცევის და ადვილად სისხლდენის (სისხლის შედედებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სისხლის უჯრედები) დაბალი დონე.
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
- სისხლში ლეიოციტების რაოდენობის დაცემა, რომელიც განაპირობებს დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ვარჯიშის დროს ჰაერის უკმარისობას, თავბრუსხვევას, სიფერკმკრთალეს.
- კუჭის ზემო ნაწილში ტკივილის, გულისრევის, ღებინების განმაპირობებელი პანკრეასის ანთება.
- ღვიძლის პრობლემები, რომელიც განაპირობებს მუქი ფერის განავალის, მუქი ფერის შარდის გამოყოფას, ქავილს, კანისა და თვალების სიყვითლეს.
იშვიათი (1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
სისხლის და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს: სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, ენის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სისხლჩაქცევები და ინფექციები.
ნაწლავთა პრობლემები, რომელიც განაპირობებს დიარეას, მუცლის ტკივილს, ყაბზობას, ღებინებას.
თმის ცვენა, რომელიც იმურანით მკურნლობის გაგრძლეების მიუხედავად აღდგება.
ღვიძლის მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.
კანის, ლიმფური კვანძების და კანის ჩათვლით სიმსივნის ზოგიერთი ტიპი.
კანის შეფერადების და გამონაყარის განმაპირობებელი მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა
ძალიან იშვიათი (10,000 ავამყოფიდან < 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
ჰაერის უკმარისობის, ხველის და ცხელების განმაპირობებელი ფილტვების ანთება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- იმურანის შენახვა შენახვა
იმურანი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ იმურანი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, იმურანი არ გამოიყენოთ.
ციტოტოსქსიკური და ციტოსტატიკური ნაერთების სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის მეთოდების მიხედვით ხორციელდება.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ASPEN europe GmbH ლიცენზია და VLD საკონსულტაციო, სამედიცინო პროდუქტები და სარეკლამო მომსახურება. ბუიუქდერეს ქ. N:127. ასტორიას სამუშაო ცენტრი, ა ბლოკი, სართული:8. შიშლი-სტამბული. ტელ: 0 212 340 76 84
წარმოების ადგილი: შპს. Aspen Port Elizabeth(Pty), Port Elizabeth/ სამხრეთ აფრიკა
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.04.2020-ში დამოწმებულია.
ასპენ
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საკვები, რძე და რძის შემცველი პროდუქტები
აზათიოპრინის საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს სისტემური ექსპოზიცია. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს (იხ. ნაწილი 4.8). ამიტომ, აზათიოპრინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებთან ერთად. თუმცა, პაციენტებმა უნდა სტანდარტიზაცია გაუწიონ მიღების მეთოდს. აზათიოპრინი არ უნდა მიიღონ რძესთან ან რძის შემცველ პროდუქტებთან ერთად, რადგან ის შეიცავს ქსანთინ ოქსიდაზას, ფერმენტს, რომელიც მეტაბოლიზებს 6-მერკაპტოპურინს და შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს 6-მერკაპტოპურინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება (იხ. ნაწილები 4.2 და 5.2).
ვაქცინები
აზათიოპრინის იმუნოსუპრესიულმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპიური და პოტენციურად მავნე რეაქცია ცოცხალ ვაქცინებზე. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ მიიღონ ცოცხალი ვაქცინები იმურანით მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი 4.4).
თანმხლები სამკურნალო საშუალებების გავლენა აზათიოპრინზე
რიბავირინი
რიბავირინი არის ინოზინ-მონოფოსფატ დეჰიდროგენაზა (IMPDH) ფერმენტის ინჰიბიტორი, რაც იწვევს აქტიური 6-თიოგუანინის ნუკლეოტიდების წარმოების შემცირებას. აზათიოპრინისა და რიბავირინის ერთდროული მიღების შემდეგ აღწერილია მძიმე მიელოსუპრესია; ამიტომ, ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2).
ციტოსტატიკური/მიელოსუპრესიული საშუალებები (იხ. ნაწილი 4.4).
ციტოტოქსიკური პრეპარატების ან მიელოსუპრესიული ეფექტის მქონე პრეპარატების, მაგალითად, პენიცილამინის, ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, თუკი ეს შესაძლებელია. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები აზათიოპრინსა და ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლს შორის ურთიერთქმედების შესახებ, რაც სერიოზულ ჰემატოლოგიურ დარღვევებს იწვევს.
არსებობს შემთხვევები, რომლებიც მიუთითებს, რომ აზათიოპრინისა და აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური დარღვევები.
არსებობს ვარაუდი, რომ ციმეტიდინს და ინდომეტაცინს შეიძლება ჰქონდეთ მიელოსუპრესიული ეფექტი, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს აზათიოპრინის ერთდროული მიღებით.
ალოპურინოლი/ოქსიპურინოლი/თიოპურინი და ქსანთინ ოქსიდაზას სხვა ინჰიბიტორები
ქსანთინოქსიდაზას აქტივობას აფერხებენ ალოპურინოლი, ოქსიპურინოლი და თიოპურინოლი, რაც იწვევს ბიოლოგიურად აქტიური 6-თიოინოზინის მჟავას ბიოლოგიურად არააქტიურ 6-თიოურინის მჟავად გარდაქმნის შემცირებას.
ალოპურინოლის, ოქსიპურინოლის და/ან თიოპურინოლის 6-მერკაპტოპურინთან ან აზათიოპრინთან ერთად მიღებისას, 6-მერკაპტოპურინის და აზათიოპრინის დოზა უნდა შემცირდეს საწყისი დოზის 25%-მდე (იხ. ნაწილი 4.2).
პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სხვა ქსანთინოქსიდაზას ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფებუქსოსტატი, შეიძლება გაახანგრძლივონ აზათიოპრინის ეფექტი და გამოიწვიონ ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები აზათიოპრინის დოზის შესაბამისი შემცირების დასადგენად. სხვა ქსანთინოქსიდაზას ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფებუქსოსტატი, შეიძლება შეანელონ აზათიოპრინის მეტაბოლიზმი. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები დოზის შესაბამისი შემცირების დასადგენად.
ამინოსალიცილატი
არსებობს როგორც in vitro, ასევე in vivo მტკიცებულება, რომ ამინოსალიცილატის წარმოებულები (მაგ., ოლსალაზინი, მესალაზინი ან სულფასალაზინი) თრგუნავენ TPMT ფერმენტს. ამიტომ, ამინოსალიცილატის წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს აზათიოპრინის უფრო დაბალი დოზების მიღება (იხ. ნაწილი 4.4).
მეთოტრექსატი
მეთოტრექსატმა (20 მგ/მ², პერორალურად) გამოიწვია 6-მერკაპტოპურინის AUC დაახლოებით 31%-ით გაზრდა, ხოლო მეთოტრექსატმა (2 ან 5 მგ/მ², ინტრავენურად) გამოიწვია 6-მერკაპტოპურინის AUC -ს გაზრდა 69%-ით და 93%-ით, შესაბამისად.
ინფლიქსიმაბი
დაფიქსირდა ურთიერთქმედება აზათიოპრინსა და ინფლიქსიმაბს შორის. აზათიოპრინს მიმღებ პაციენტებში ინფლიქსიმაბის ინფუზიიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღინიშნა 6-TGN-ის (6-თიოგუანინის ნუკლეოტიდი, აზათიოპრინის აქტიური მეტაბოლიტი) დონის დროებითი მატება და სისხლის თეთრი უჯრედების საშუალო რაოდენობის შემცირება. ეს ცვლილებები სამი თვის შემდეგ დაუბრუნდა საწყის დონეს.
ნეირომუსკულური საშუალებები
პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ქსანთინ-ოქსიდაზას სხვა ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფებუქსოსტატი, შეიძლება გაახანგრძლივონ აზათიოპრინის ეფექტი და გამოიწვიონ ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები აზათიოპრინის დოზების ადეკვატურად შესამცირებლად.
აზათიოპრინის გავლენა სხვა მედიკამენტებზე
ანტიკოაგულანტები
ვარფარინისა და აცენოკუმაროლის ანტიკოაგულანტური ეფექტის ინჰიბირება აღინიშნა აზათიოპრინთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების უფრო მაღალი დოზების მიღება. ანტიკოაგულანტების აზათიოპრინთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია კოაგულაციის მაჩვენებლების მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა ახლო პერიოდში დაორსულების ალათობა არსებობს, იმურანი არ გამოიყენოთ.
თუ წყვილიდან რომელიმე იმურანს ღებულობს, რეკომენდირებულია შესაბამისი კონტრაცეფცია(ორსულობისგან თავის დაცვა).
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
წამალი დედის რძეში გადადის, ამიტომ დედები, რომლებიც იმურანს ღებულობენ, ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იმურანის მიღებისას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
იმურანის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ იმურანის შემადგენლობაში არსებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტის გამოვლენა არ არის მოსალოდნელი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ანდა რეცეპტის გარეშე მიღებული წამლების ჩათვლით სხვა წამალს ღებულობთ, ანდა ახლო პერიოდში ღებულობდით ანდა მომავალში გამოყენების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ალოპურინოლი, ოქსიპურინოლი ანდა თიოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)
სუქცინილქინოლინი და ტუბოკურარინი(ოპერაციების დროს გამოყენებული ნეირო-მუსკულარული ბლოკერები)
ვარფარინი(სისხლის შედედებისთვის გამოყენებული სისხლის გამათხელებელი წამალი)
ინდომეტაცინი(ანთების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ტკივილის და შეშუპების შემცირებისთვის გამოიყენება)
ციმეტიდინი (კუჭის წყლულის და დისპეფსიების სამკურნაოდ გამოიყენება)
კაპტოპრილი(მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალო წამალი)
მიელოსუპრესორული და ციტოსტატიკური წამლები(სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
პენიცილამინი (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება)
კორტიმოქსაზოლი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი)
ამინოსალიცილატები(ოლსალაზინი, მესალაზინი ანდა სულფასალაზინის მსგავსი) (უხშირესად წყლულოვანი კოლიტის სახელით ცნობილი ნაწლავთა პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება)
ფუროსემიდი (მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციებია ძვლის ტვინის დათრგუნვა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის ან ანემიის სახით; ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები; სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის დაზიანება; ჰიპერმგრძნობელობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ამჟამად არ არსებობს კლინიკური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმურანის არასასურველი ეფექტების სიხშირის განსაზღვრას. არასასურველი ეფექტების სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს მათი ჩვენებების მიხედვით. სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1.000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც აზათიოპრინს სხვა იმუნოსუპრესანტებთან ერთად იღებენ.
არახშირი: ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები სხვა პაციენტთა პოპულაციებში.
ძალიან იშვიათი: JC ვირუსთან ასოცირებული PML-ის შემთხვევები აღწერილია აზათიოპრინის სხვა იმუნოსუპრესანტებთან კომბინაციაში გამოყენების შემდეგ (იხილეთ ნაწილი 4.4).
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმურანს ცალკე ან სხვა იმუნოსუპრესანტებთან, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში, ავლენენ მომატებულ მგრძნობელობას ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, მათ შორის მძიმე ან ატიპიური ჩუტყვავილას ინფექციის, B ჰეპატიტის, ჰერპეს ზოსტერის და სხვა ინფექციური ნივთიერებების მიმართ (იხ. ნაწილი 4.4).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
იშვიათი:
ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები, კანის კიბო (მელანომა და არამელანომა), სარკომა (კაპოშის და არაკაპოშის) და ნეოპლაზმები, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო in situ, მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლაზიური სინდრომი (იხ. ნაწილი 4.4).
უცნობია: ჰეპატოელენთის T-უჯრედოვანი ლიმფომა (იხ. ნაწილი 4.4).
არაჰოჯკინის ლიმფომის და სხვა ავთვისებიანი მდგომარეობების, განსაკუთრებით კანის კიბოს (მელანომა და არამელანომა), სარკომების (კაპოშის და არაკაპოშის) და საშვილოსნოს ყელის in situ კიბოს განვითარების რისკი იზრდება იმუნოსუპრესანტული პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, განსაკუთრებით ტრანსპლანტაციის მიმღებ პირებში, ამიტომ აგრესიულად ნამკურნალებ ტრანსპლანტაციის მიმღებ პირებში ასეთი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმალური ეფექტური დონით. არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების გაზრდილი რისკი იმუნოკომპრომეტირებული რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც დაკავშირებულია თავად დაავადებასთან.
მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლაზია (ზოგიერთი ქრომოსომული დარღვევით) იშვიათად არის აღწერილი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ლეიკოპენია
ხშირი: თრომბოციტოპენია
არახშირი: ანემია
იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, აპლასტიური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ერითროიდული ჰიპოპლაზია.
იმურანმა შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული, ჩვეულებრივ, შექცევადი ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც უფრო ხშირად ვლინდება ლეიკოპენიის, მაგრამ ზოგჯერ ანემიის, თრომბოციტოპენიის და იშვიათად აგრანულოციტოზის, პანციტოპენიის და აპლასტიური ანემიის სახით. ასეთი მდგომარეობები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით მიელოტოქსიკურობისადმი მიდრეკილ პაციენტებში, მაგალითად, თიოპურინ მეთილტრანსფერაზას (TPMT) დეფიციტის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც იმურანის დოზის შემცირება ვერ მოხერხდა და ალოპურინოლით თერაპიის მიმღებ პაციენტებში. იმურანით მკურნალობის დროს აღინიშნა სისხლის წითელი უჯრედების საშუალო მოცულობისა და ჰემოგლობინის შემცველობის შექცევადი, დოზადამოკიდებული მატება. ასევე დაფიქსირდა მეგალობლასტური ძვლის ტვინის ცვლილებები, მაგრამ მძიმე მეგალობლასტური ანემია და სისხლის წითელი უჯრედების ჰიპოპლაზია იშვიათია.
იმუნური სისტემის დაავადებები
არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
აზათიოპრინის ტაბლეტებისა და ინექციების მიღების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნა იდიოსინკრაზული ჰიპერმგრძნობელობის სხვადასხვა კლინიკური სინდრომი. ეს სინდრომები მოიცავს ზოგად სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, ცხელებას, შემცივნებას, ეგზანთემას, გამონაყარს, Erythema nodosum-ს, ვასკულიტს, მიალგიას, ართრალგიას, ჰიპოტენზიას, თირკმლის ფუნქციის დარღვევას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევას და ქოლესტაზს (იხ. ჰეპატობილიარული დარღვევები). ბევრ შემთხვევაში დადასტურდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმურანთან.
შემთხვევათა უმრავლესობაში, იმურანის თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული სისხლის მიმოქცევის შემანარჩუნებელი მედიკამენტები. დიაგნოზის დასადასტურებლად ან დიაგნოზის დასასმელად შეიძლება საჭირო გახდეს სხვა პათოლოგის გამოკვლევა.
იმურანის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხვევაში, ყურადღებით უნდა იქნას განხილული იმურანის შემდგომი მიღების აუცილებლობა.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
უცნობია: პელაგრა (იხ. ნაწილი 4.4)
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შექცევადი პნევმონია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: გულისრევა.
არახშირი: პანკრეატიტი.
ძალიან იშვიათი: კოლიტი, დივერტიკულიტი და ნაწლავის პერფორაცია აღინიშნა ტრანსპლანტაციის მქონე პოპულაციებში, ასევე მწვავე დიარეა ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პოპულაციებში. პაციენტების მცირე რაოდენობას აზათიოპრინის პირველი მიღებისას აღენიშნება გულისრევა. გულისრევა ქრება, თუ ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ. თუმცა, აზათიოპრინის ტაბლეტების ჭამის შემდეგ მიღებამ შეიძლება შეამციროს პერორალური შეწოვა; ამიტომ, ამ მიღების შემდეგ უნდა განიხილებოდეს თერაპიული ეფექტურობის მონიტორინგი (იხილეთ ნაწილები 4.2, 4.5 და 5.2).
იმუნოსუპრესიული თერაპიის მიმღებ პაციენტებში ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში აღწერილია სერიოზული გართულებები, მათ შორის კოლიტი, დივერტიკულიტი და ნაწლავის პერფორაცია. თუმცა, ეტიოლოგია ზუსტად არ არის ცნობილი და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მიღებასთან. იმურანის განმეორებითი მიღებისას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნაწლავის ანთებითი დაავადების გამო, აღწერილია მძიმე დიარეის რეციდივები. ასეთი პაციენტების მკურნალობისას ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული იმის შესაძლებლობა, რომ სიმპტომების გამწვავება შეიძლება კავშირში იყოს მედიკაციასთან.
პანკრეატიტი აღწერილია იმურანით ნამკურნალები პაციენტების მცირე პროცენტში, განსაკუთრებით თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტებში და ნაწლავების ანთებითი დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტებში.
ჰეპატობილიარული დაავადებები
არახშირი: ქოლესტაზი და ორსულობის ქოლესტაზი.
იშვიათი: პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის დაზიანება.
იმურანის თერაპიის დროს იშვიათად აღინიშნა ქოლესტაზი და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან (იხ. ნაწილი 4.8. - იმუნური სისტემის დარღვევები). იმურანის ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, დაფიქსირდა იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის დაზიანება.
პაციენტებში ჰისტოლოგიური მონაცემები მოიცავს სინუსოიდურ დილატაციას, ღვიძლის პელიოზს, ვენების ოკლუზიურ დაავადებას და კვანძოვან რეგენერაციულ ჰიპერპლაზიას. ზოგიერთ შემთხვევაში, იმურანის შეწყვეტამ გამოიწვია ღვიძლის ჰისტოლოგიისა და სიმპტომების გარდამავალი ან მუდმივი გაუმჯობესება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
იშვიათი: ალოპეცია
უცნობი: სვიტის სინდრომი (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი), ფოტომგრძნობელობა.
გამოკვლევები
არახშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა. თმის ცვენა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზათიოპრინს და სხვა იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა სპონტანურად გაქრა მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე, სავარაუდოდ, იგივე იქნება, რაც მოზრდილებში.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამკურნალო საშუალებებზე საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას წამლის მარკეტინგული ავტორიზაციის შემდეგ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს შეტყობინება იძლევა პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება გაუგზავნონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr, ელ.ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: +49 800 314 00 08; ფაქსი: +49 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
იმურანის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია უცნობი წარმოშობის ინფექციები, ყელის წყლულები, სისხლჩაქცევები და სისხლდენა. ისინი გამოწვეულია ძვლის ტვინის სუპრესიით, რომელიც შეიძლება პიკს მიაღწიოს 9-14 დღის შემდეგ. ეს სიმპტომები უფრო მეტად ვლინდება ქრონიკული დოზის გადაჭარბების შემდეგ, ვიდრე ერთჯერადი მწვავე დოზის გადაჭარბების შემდეგ. პაციენტში დაფიქსირდა 7.5 გ აზათიოპრინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბება. ამ დოზის გადაჭარბების დაუყოვნებლივი ტოქსიკური ეფექტები იყო გულისრევა, ღებინება და დიარეა, რასაც მოჰყვა მსუბუქი ლეიკოპენია და ღვიძლის მსუბუქი დისფუნქცია. გამოჯანმრთელება გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.
მკურნალობა
ვინაიდან სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, საჭიროა სისხლის ანალიზის მკაცრი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის გადასხმის ჩათვლით, ზოგადი დამხმარე ზომების მიღება. იმურანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აქტიური ზომები (მაგალითად, აქტივირებული ნახშირის გამოყენება) შეიძლება არაეფექტური იყოს, თუ არ მიიღება პრეპარატის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში.
შემდგომი მკურნალობა უნდა ჩატარდეს კლინიკური ჩვენების ან ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ იმურანი ნაწილობრივ დიალიზებადია, დიალიზის ეფექტი იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც მიიღეს იმურანის ზედოზირება, უცნობია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აზათიოპრინი (INN) 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან) 74 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1
შენახვის პირობები
60 თვე
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისგან.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
იმურანი 50 მგ შემოგარსული ტაბლეტები, 100 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში/მუყაოს კოლოფში.
- 6. ადამიანის სამკურნალო საშუალებებიდან მიღებული ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
იმურანის შემოგარსული ტაბლეტების უტილიზაცია უნდა მოხდეს ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების შესახებ არსებული ჯანდაცვის სპეციალისტების ადგილობრივი ინსტრუქციების და/ან რეგულაციების შესაბამისად.
იმურანის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებისას არანაირი რისკი არ არსებობს, თუ ტაბლეტის აპკიანი გარსი დაუზიანებელია. აპკით შემოგარსული იმურანის ტაბლეტები არ უნდა გაიყოს და აპკიანი გარსი დაუზიანებელი უნდა იყოს. სხვა მხრივ, ტაბლეტების გამოყენებისას დამატებითი უსაფრთხოების ზომები არ არის საჭირო.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
ASPEN Europe GmbH-ის ლიცენზიით /შპს ასპენ ევროპის ლიცენზით
VLD კონსულტაციის, სამედიცინო პროდუქტებისა და პოპულარიზაციის სერვისები
ბუიუკდერე კად. No:127 ასტორია ბიზნეს ცენტრი A ბლოკი K8
ესენტეპე, შისლი-სტამბოლი
ტელ: 0 212 340 76 84
- ლიცენზიის ნომერი
129/96
- სამედიცინო პროდუქტის ლიცენზიის პირველად გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
- 04.2010
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
- 01.2025
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიკური და იმუნომოდულაციური საშუალებები, იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები, აზათიოპრინი
ATC კოდი: L04AX01
აზათიოპრინი არის 6-მერკაპტოპურინის (6-MP) იმიდაზოლის წარმოებული. ის სწრაფად მეტაბოლიზდება in vivo 6-MP-მდე და მეთილნიტროიმიდაზოლის ნარჩენებამდე. 6-MP ადვილად კვეთს უჯრედის მემბრანებს და უჯრედის შიგნით გარდაიქმნება პურინის თიოანალოგების რაოდენობად, მათ შორის მთავარ აქტიურ ნუკლეოტიდად, თიოინოზინის მჟავად. გარდაქმნის სიჩქარე განსხვავდება ინდივიდიდან ინდივიდამდე. ნუკლეოტიდები არ კვეთენ უჯრედის მემბრანებს და შესაბამისად, არ ცირკულირებენ სხეულის სითხეებში. 6-MP ძირითადად გამოიყოფა არააქტიური დაჟანგული მეტაბოლიტის, თიოურინის მჟავას სახით, მიუხედავად იმისა, მიიღება თუ არა პირდაპირ in vivo. ეს დაჟანგვა განპირობებულია ქსანთინ ოქსიდაზათი, ფერმენტით, რომელსაც ალოპურინოლი აინჰიბირებს.
მეთილნიტროიმიდაზოლის ფრაგმენტის აქტივობა მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ის რამდენიმე სისტემაში ცვლის აზათიოპრინის აქტივობას 6-MP-თან შედარებით. აზათიოპრინის ან 6-MP-ის პლაზმური კონცენტრაციების განსაზღვრას არ აქვს ამ ნაერთების ეფექტურობის ან ტოქსიკურობის პროგნოზირებისათვის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების მექანიზმები ბოლომდე არ არის ნათელი, არსებობს რამდენიმე სავარაუდო მექანიზმი, მათ შორის:
6-MP-ის გამოთავისუფლება, რომელიც მოქმედებს როგორც პურინის ანტიმეტაბოლიტი.
SH ჯგუფების შესაძლო ბლოკადა ალკილირებით.
ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის მრავალი გზის ინჰიბირება, რითაც ხელს უშლის იმუნური პასუხების ინდუქციასა და გაძლიერებაში ჩართული უჯრედების პროლიფერაციას.
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) დაზიანება პურინის თიოანალოგების ინკორპორაციით.
ამ მექანიზმების გამო, აზათიოპრინის თერაპიული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. როგორც ჩანს, აზათიოპრინი კარგად შეიწოვება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებსაც მიეცათ [35S]-აზათიოპრინი, არ აჩვენა უჩვეულოდ დიდი კონცენტრაციები რომელიმე კონკრეტულ ქსოვილში და ტვინში ძალიან მცირე [35S]-მარკირება აღმოჩნდა. აზათიოპრინის და 6-მერკაპტოპურინის პლაზმური დონეები კარგად არ კორელირებს აზათიოპრინის თერაპიულ ეფექტურობასთან ან ტოქსიკურობასთან.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
აზათიოპრინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საკვების აზათიოპრინზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ არსებობს, ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა 6-მერკაპტოპურინით აზათიოპრინთან შედარებით. 6-მერკაპტოპურინის საშუალო ფარდობითი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 27%-ით დაბალი იყო საკვებთან და რძესთან ერთად მიღების შემდეგ, ღამის შიმშილთან შედარებით. 6-მერკაპტოპურინი არასტაბილურია რძეში ქსანთინ ოქსიდაზას არსებობის გამო (30%-ით იშლება 30 წუთში) (იხ. ნაწილი 4.2). აზათიოპრინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, მაგრამ პაციენტებმა უნდა მოახდინონ მიღების მეთოდის რეგულირება. იმურანი არ უნდა მიიღოთ რძესთან ან რძის შემცველ პროდუქტებთან ერთად (იხ. ნაწილი 4.2).
[35S]-აზათიოპრინის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმური რადიოაქტიურობის მაქსიმალური მაჩვენებელი 1-2 საათში ვლინდება და 4-6 საათის ნახევარგამოყოფის პერიოდით მცირდება. ეს არ არის თავად აზათიოპრინის ნახევარგამოყოფის სავარაუდო პერიოდი, არამედ ასახავს აზათიოპრინის და მისი [35S] შემცველი მეტაბოლიტების პლაზმიდან გამოდევნას. აზათიოპრინის სწრაფი და ფართო მეტაბოლიზმის შედეგად, პლაზმაში გაზომილი რადიოაქტიურობის მხოლოდ ნაწილი შედგება არამეტაბოლიზებული პრეპარატისგან. კვლევებში, რომლებშიც აზათიოპრინის და 6-მერკაპტოპურინის პლაზმური კონცენტრაციები განისაზღვრა აზათიოპრინის ინტრავენური მიღების შემდეგ, აზათიოპრინის პლაზმური T1/2 საშუალოდ შეფასებულია 6-28 წუთში, ხოლო პლაზმური T1/2 საშუალოდ 38-დან 114 წუთამდე პრეპარატის ინტრავენური მიღების შემდეგ.
განაწილება
აზათიოპრინის Steady-State-მოცულობა (Vdss) უცნობია. 6-MP-ის საშუალო (± SD) აშკარა Vdss არის 0.9 (± 0.8) ლ/კგ. თუმცა, ეს მნიშვნელობა შეიძლება არასაკმარისად იყოს შეფასებული, რადგან 6-MP გამოიყოფა მთელი ორგანიზმიდან (არა მხოლოდ ღვიძლში). აზათიოპრინის დაახლოებით 30% უკავშირდება ცილებს. 6-MP-ის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში (CSF) დაბალი ან უმნიშვნელოა ინტრავენური ან პერორალური მიღების შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
თიოპურინ S-მეთილტრანსფერაზა (TPMT)
TPMT აქტივობა სისხლის წითელი უჯრედების 6-მერკაპტოპურინისგან მიღებული თიოგუანინის ნუკლეოტიდის კონცენტრაციის უკუპროპორციულია, სადაც თიოგუანინის ნუკლეოტიდის უფრო მაღალი კონცენტრაცია იწვევს ლეიკოციტებისა და ნეიტროფილების რაოდენობის უფრო მეტად შემცირებას. TPMT დეფიციტის მქონე პირებს უვითარდებათ თიოგუანინის ნუკლეოტიდის ძალიან მაღალი ციტოტოქსიური კონცენტრაციები.
გენოტიპის ტესტირებით შესაძლებელია პაციენტის ალელის ტიპის დადგენა. ამჟამად, სამი ალელი - TPMT*2, TPMT*3A და TPMT*3C - დაბალი TPMT აქტივობის მქონე პირთა დაახლოებით 95%-ს შეადგენს. პაციენტების დაახლოებით 0.3%-ს (1:300) აქვს TPMT გენის ორი არაფუნქციური ალელი (ჰომოზიგოტური დეფიციტი) და აქვთ მცირე ან საერთოდ არ აღენიშნებათ ფერმენტული აქტივობა. პაციენტების დაახლოებით 10%-ს აქვს არაფუნქციური TPMT ალელი (ჰეტეროზიგოტური), რაც იწვევს TPMT-ის დაბალ ან საშუალო აქტივობას. პაციენტების 90%-ს აქვს ორი ფუნქციური ალელი და ნორმალური TPMT აქტივობა. ასევე შეიძლება იყოს დაახლოებით 2%-იანი ჯგუფი ძალიან მაღალი TPMT აქტივობით. ფენოტიპური ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ თიოპურინის ნუკლეოტიდების დონეს ან TPMT აქტივობას სისხლის წითელ უჯრედებში, ასევე შეიძლება იყოს ინფორმაციული (იხ. ნაწილი 4.4).
ელიმინაცია
100 მგ 35S-აზათიოპრინის პერორალური მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის 50% გამოიყოფა შარდში, ხოლო 12% განავალში 24 საათის განმავლობაში. შარდის ძირითადი კომპონენტი იყო არააქტიური დაჟანგული მეტაბოლიტი, თიორიმჟავა. 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში აზათიოპრინის ან 6-MP-ის სახით. აზათიოპრინს აქვს მაღალი ექსტრაქციის სიჩქარე, ჯანმრთელ მოხალისეებში საერთო კლირენსით, რომელიც აღემატება 3 ლ/წთ-ს. არ არსებობს მონაცემები აზათიოპრინის თირკმლის კლირენსის ან ნახევარგამოყოფის პერიოდის შესახებ. 6-MP-ის თირკმლის კლირენსი და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს შესაბამისად 191 მლ/წთ/მ² და 0.9 საათს. მერკაპტოპურინი, აზათიოპრინის მეტაბოლიტი, იდენტიფიცირებულია აზათიოპრინით თერაპიის მიმღები ქალების კოლოსტრუმში და დედის რძეში. აზათიოპრინი გამოიყოფა ძირითადად შარდში 6-თიორიმჟავას სახით. 1-მეთილ-4-ნიტრო-5-თიომიდაზოლი ასევე აღმოჩენილია შარდში მცირე ელიმინაციის პროდუქტის სახით. ეს გულისხმობს აზათიოპრინის დისოციაციას ნიტროიმიდაზოლის რგოლის 5-პოზიციაზე ნუკლეოფილური შეტევით 6-მერკაპტოპურინად და 1-მეთილ-4-ნიტრო-5-(S-გლუტათიონილ)იმიდაზოლად. პრეპარატის მცირე ნაწილი შეიძლება გადანაწილდეს S ატომსა და პურინის რგოლს შორის. შეყვანილი აზათიოპრინის დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდში მეტაბოლიზებული სახით.
ხაზოვანება/არახაზოვანება
მონაცემები მიუწვდომელია.
სპეციალური პაციენტების პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია - ჭარბწონიანი ბავშვები
აშშ-ში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, 18 ბავშვი (3-დან 14 წლამდე ასაკის) თანაბრად გაიყო ორ ჯგუფად, რომელთა წონა შეადგენდა: სიმაღლის თანაფარდობა 75 პროცენტზე დაბალი და მეტი. თითოეულმა ბავშვმა მიიღო 6-მერკაპტოპურინით შემანარჩუნებელი თერაპია და დოზა გამოითვალა შრატის კალციუმის ფართობის მიხედვით. 6-მერკაპტოპურინის (0-) საშუალო AUC 75 პროცენტულ ჯგუფში იყო 75 პროცენტი. ქვემოთ მოცემული ჯგუფი 2.4-ჯერ დაბალია. ამიტომ, ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ბავშვები დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარზე არიან. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია აზათიოპრინის დოზების მკაცრი მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.2).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
აზათიოპრინის კვლევებმა არ აჩვენა განსხვავება 6-მერკაპტოპურინის ფარმაკოკინეტიკაში ურემიულ პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ვინაიდან თირკმლის უკმარისობის დროს აზათიოპრინის აქტიური მეტაბოლიტების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა განიხილონ დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.2). აზათიოპრინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით, რადიოაქტიური მეტაბოლიტების დაახლოებით 45% გამოიყოფა 8-საათიანი დიალიზის დროს.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ჩატარდა კვლევა აზათიოპრინით თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტების სამ ჯგუფში: ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტებში, ღვიძლის დაავადების (მაგრამ ციროზის გარეშე) და ღვიძლის დაავადებისა და ციროზის მქონე პაციენტებში. კვლევამ აჩვენა, რომ 6-მერკაპტოპურინის ექსპოზიცია 1.6-ჯერ მეტი იყო ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ციროზის გარეშე) და 6-ჯერ მეტი ღვიძლის უკმარისობისა და ციროზის მქონე პაციენტებში ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტებთან შედარებით. ამიტომ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.2).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
იმურანი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
ციტოტოქსიური
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 50 მგ აზათიოპრინს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება იმურანი?
იმურანის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება იმურანი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
იმურანის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება იმურანი?
იმურანი ეს არის 50 მგ ტაბლეტი, რომელიც ბლისტერში 100 ტაბლეტის სახით არის წარდგენილი გაყიდვაში.
იმურანი იმუნოსუპრესორების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფის წარმომადგენელია, იმუნოსუპრესიული წამლები იმუნურ სისტემას თრგუნავენ, ასეთი ეფექტი სასურველია ავადმყოფებში ორგანოთა გადანერგვით ანდა იმუნური სისტემის საკუთარი უჯრედების მიმართ გააქტიურიების შემთხევვაში (აუტოიმუნური დაავადებების დროს).
იმურანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:
ავადმყოფებში ორგანოთა გადანერგვით, გადანერგილი ორგანოს მიღების შესაძლებლობის გაზრდისთვის
ზოგიერთი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როცა იმუნური სისტემა საკუთარი სხეულის უჯრედების მიმართ გააქტიურდება (აუტოიმუნური დაავადებები)
აუტოიმუნური დაავადებები, რომლის დროსაც იმურანი გამოიყენება :
მძიმე რევმატოიდული ართრიტი (ჩირქოვან ანთებას დაკავშირებული სახსრების შესივება და ტკივილი)
სისტემური წითელი მგლურა (სახსრების, თირკმლების, კანის, გულის, ფილტვების, სისხლძარღვების და თავის ტვინის ჩათვლით ბევრი ორგანოს ჩირქოვანი ანთების განმაპირობებელი და იმუნური სისტემის მიერ საკუთარი სხეულის ჯანმრთელი უჯრედების დამაზიანებელი დაავადება)
დერმატომიოზიტი/პოლიმიოზიტი (ჩონჩხის კუნთებში გამოვლენილი ჩირქოვანი ანთებით მიმდინარე დაავადება, რომლის მიზეზიც უცნობია, დერმატომიოზიტის დროს პოლიმიოზიტისგან განსხვავებით კანზე ვლინდება გამონაყარი)
აუტოიმუნური ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი (ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ქალებში, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, სახსრების ტკივილით და კანზე გამონაყარით)
ვულგარული პემფიგუსი (ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის მიზეზიც უცნობია, ხასიათდება კანსა და ლორწოვანზე ბულების წარმოქმნით)
კვანძოვანი პოლიარტერიიტი(ეს არის სისხლძარღვოვანი დაავადება, რომლის დროსაც მცირე არტერიებში ვითარდება ჩირქოვანი ანთება, ზოგჯერ თან ახლავს ცხელება)
აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია (ეს არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები იწვევს სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებას)
ქრონიკული რეფრაქტერული იდიოპათიური თრომოციტოპენიური პურპურა (ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების სახელით ცნობილი და შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება და ლორწოვანზე სისლხჩაქცევები ვითარდება)
- იმურანის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
იმურანი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ;
თუ აზათიოპრინის ანდა იმურანის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (ნახეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) გაქვთ
6-მერკაპტოპურინის (6-mp) მიმართ თუ ალერგია გაქვთ
იმურანი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
მკურნალობის პროცესში ექიმის ახლო დაკვირვების ქვეშ უნდა იყოთ, მკურნალობის პირველ 8 კვირის განმავლობაში ყოველ კვირას ექიმი სისხლის საერთო ანალიზს მოითხოვს. თუ წამლის მაღალი დოზა უნდა მიიღოთ ანდა თირკმლის ანდა ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება უფრო ხშირად იქნება საჭირო, მკურნალობის შემდგომ ეტაპებზე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება თვეში ერთხელ ანდა 3 თვეში ერთხელ იქნება საჭირო.
მკურნალობის პროცესში ინფექციის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, სხეულის ნებისმიერ ნაწილში სისხლჩაქცევის ანდა დალურჯების შემჩნევისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავადმყოფები ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოცილტრანსფერაზას უკმარისობით (ლეშ-ნიჰანის სინდრომი), თიოპურინ მეთილტრანსფერაზას ენზიმის თანდაყოლილი არ არსებობისას, ზოგიერთი ავადმყოფი იმურანის მოქმედი ნივთიერების აზათიოპრინის იმუნური სისტემის დათრგუნვის ეფექტის წინააღმდეგ შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე იყოს. ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი რეგულარულად უნდა გაკეთდეს, მდგომარეობის ცვლილების არსებობისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ ანდა ექიმი მკურნალობას ყველაზე დაბალი დოზით იწყებს, სისხლის მაჩვენებლების ახლო კონტროლია საჭირო.
ზოგიერთ ავადმყოფთან იმურანით მკურნალობისას ქრომოსომული (მემკვიდრეობითი თვისებების განმსაზღვრელი გენების მატარებელი უჯრედები) ანომალიები გამოვლინდა. ქრომოსომული ანომალიები იმურანით ნამკურნალევი ავადმყოფების შვილების ლიმფოციტებშიც (სხეულის დაცვით ფუნქციაში მონაწილე სისხლის თეთრი უჯრედები) ვლინდება. იშვიათი შემთხვევების გარდა, ბავშვებში, რომელთა მშობლებიც იმურანით მკურნალობას გადიან, ფიზიკური ანორმალობა არ ვლინდება.
ავადმყოფები, რომლებიც იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტებით მკურნალობენ, არსებობს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით თუ ერთზე მეტ იმუნოსუპრესორულ მედიკამენტს ღებულობენ, რისკი მაღალია. ამიტომ მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას უნდა მოერიდოთ, ჩაიცვით დამცავი ტანისამოსი და გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი მაღალი დაცვით.
იმუნური სისტემის დამთრგუნავმა მკურნალობამ ჩუტყვავილას ანდა ზოსტერის (ჰერპეს ზოსტერის ვირუსი)ინფექცია შეიძლება გაამწვავოს. ამიტომ, თუ მანამდე ეს ინფექციები გადატანილი გაქვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ. თუ არ გაქვთ გადატანილი, ამ ინფექციის მატარებელ პირებთან კონტაქტს მოერიდეთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
იმურანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
იმურანმა შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს, აღნიშნული რომ არ მოხდეს, წამალი კვების შემდეგ მიიღეთ.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა ახლო პერიოდში დაორსულების ალათობა არსებობს, იმურანი არ გამოიყენოთ.
თუ წყვილიდან რომელიმე იმურანს ღებულობს, რეკომენდირებულია შესაბამისი კონტრაცეფცია(ორსულობისგან თავის დაცვა).
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
წამალი დედის რძეში გადადის, ამიტომ დედები, რომლებიც იმურანს ღებულობენ, ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
იმურანის მიღებისას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
იმურანის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ იმურანის შემადგენლობაში არსებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტის გამოვლენა არ არის მოსალოდნელი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ანდა რეცეპტის გარეშე მიღებული წამლების ჩათვლით სხვა წამალს ღებულობთ, ანდა ახლო პერიოდში ღებულობდით ანდა მომავალში გამოყენების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ალოპურინოლი, ოქსიპურინოლი ანდა თიოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)
სუქცინილქინოლინი და ტუბოკურარინი(ოპერაციების დროს გამოყენებული ნეირო-მუსკულარული ბლოკერები)
ვარფარინი(სისხლის შედედებისთვის გამოყენებული სისხლის გამათხელებელი წამალი)
ინდომეტაცინი(ანთების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ტკივილის და შეშუპების შემცირებისთვის გამოიყენება)
ციმეტიდინი (კუჭის წყლულის და დისპეფსიების სამკურნაოდ გამოიყენება)
კაპტოპრილი(მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალო წამალი)
მიელოსუპრესორული და ციტოსტატიკური წამლები(სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
პენიცილამინი (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება)
კორტიმოქსაზოლი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი)
ამინოსალიცილატები(ოლსალაზინი, მესალაზინი ანდა სულფასალაზინის მსგავსი) (უხშირესად წყლულოვანი კოლიტის სახელით ცნობილი ნაწლავთა პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება)
ფუროსემიდი (მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება იმურანი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულებში გამოყენება:
ორგანოთა გადანერგვა: ზოგადად, მკურნალობის პირველ დღეს შემდეგი დოზა ეძლევა: 5 მგ/კგ/დღეში. დამატებითი დოზა 1-4 მგ/კგ/დღეში შორისაა.
გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკის თავიდან აცილებს მიზნით იმურანით მკურნალობა, თუნდაც ძალიან დაბალი დოზებით, უვადოდ უნდა გაგრძელდეს.
სხვა დაავადებები: ზოგადი საწყისი დოზა არის 1-3 მგ/კგ/დღეში. მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად თქვენმა ექიმმა შეიძლება წამლის დოზა <1 მგ/კგ/დღეში დოზიდან 3მგ/კგ/დღეში დოზამდე გაზრდოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
იმურანის ტაბლეტები გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ორგანოთა გადანერგვის და სხვა დაავადებების მკურნალობა: ბავშვებში გამოყენებული დოზები და წამლის მიცემის გზა ზრდასრულების დოზების ანალოგიურია.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ექიმი თქვენი ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად წამლის დოზას შეგირჩევთ.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:
ექიმი თირკმლის და ღვიძლის დაავადების სიმძიმის შესაბამისად საჭირო დოზას შეგირჩევთ.
თუ ექიმის სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აღნიშნული ინსტრუქციის მითითებას მიჰყევით.
წამლის დროულად მიღება არ დაგავიწყდეთ.
ექიმი იმურანით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ განმარტებას გაგიკეთებთ. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ ფიქრობთ, რომ იმურანის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ იმურანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ იმურანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ იმურანის მიღება დაგავიწყდათ
თქვენი ექიმი გამოტოვებული დოზის მიღების დროს მიგითითებთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც იმურანით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ იმურანით მკურნალობის შეწყვეტას აპირებთ, ჯერ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, იმურანში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, იმურანის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
- ზოგადი დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება ანდა დიარეა
- მაღალი ცხელება, კანკალი ანდა შემცივნება
- კანის სიწითლე ანდა კანზე გამონაყარი
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- შარდის ფერის და რაოდენობის ცვლილება(თირკმლის პრობლემები)
- სისხლის წნევის დაქვეითების გამო თავბრუსხვევა, კონფუზია (გონების არევა), გაბრუება
ადვილად დალურჯება ანდა უჩვეულო ნიშნები
მაღალი ცხელება ანდა სხვა ინფექციის ნიშნები
ძლიერი დაღლილობა
სხეულზე წარმონაქმნები
კანში სითხის შეკავება, აცლის, აქერცვლის მსგავსი ცვლილებები
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დარღვევები
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თქვენთან შეამჩნევთ, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან ერთთან შეიძლება გამოვლინდეს)
- ვირუსული, სოკოვანი ანდა ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციები
- ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითება, სისხლის ანალიზში გამოვლენილი ცვლილებები, რომელიც ავადმყოფის შეუძლოდ ყოფნის განმაპირობებელი შეიძლება იყოს
- სისხლის ანალიზში ინფექციის განმაპირობებელი თეთრი უჯრედების დაქვეითება
გავრცელებული (10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
- სისხლჩაქცევის და ადვილად სისხლდენის (სისხლის შედედებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სისხლის უჯრედები) დაბალი დონე.
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
- სისხლში ლეიოციტების რაოდენობის დაცემა, რომელიც განაპირობებს დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ვარჯიშის დროს ჰაერის უკმარისობას, თავბრუსხვევას, სიფერკმკრთალეს.
- კუჭის ზემო ნაწილში ტკივილის, გულისრევის, ღებინების განმაპირობებელი პანკრეასის ანთება.
- ღვიძლის პრობლემები, რომელიც განაპირობებს მუქი ფერის განავალის, მუქი ფერის შარდის გამოყოფას, ქავილს, კანისა და თვალების სიყვითლეს.
იშვიათი (1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
სისხლის და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს: სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, ენის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სისხლჩაქცევები და ინფექციები.
ნაწლავთა პრობლემები, რომელიც განაპირობებს დიარეას, მუცლის ტკივილს, ყაბზობას, ღებინებას.
თმის ცვენა, რომელიც იმურანით მკურნლობის გაგრძლეების მიუხედავად აღდგება.
ღვიძლის მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.
კანის, ლიმფური კვანძების და კანის ჩათვლით სიმსივნის ზოგიერთი ტიპი.
კანის შეფერადების და გამონაყარის განმაპირობებელი მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა
ძალიან იშვიათი (10,000 ავამყოფიდან < 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)
ჰაერის უკმარისობის, ხველის და ცხელების განმაპირობებელი ფილტვების ანთება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- იმურანის შენახვა შენახვა
იმურანი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ იმურანი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, იმურანი არ გამოიყენოთ.
ციტოტოსქსიკური და ციტოსტატიკური ნაერთების სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის მეთოდების მიხედვით ხორციელდება.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ASPEN europe GmbH ლიცენზია და VLD საკონსულტაციო, სამედიცინო პროდუქტები და სარეკლამო მომსახურება. ბუიუქდერეს ქ. N:127. ასტორიას სამუშაო ცენტრი, ა ბლოკი, სართული:8. შიშლი-სტამბული. ტელ: 0 212 340 76 84
წარმოების ადგილი: შპს. Aspen Port Elizabeth(Pty), Port Elizabeth/ სამხრეთ აფრიკა
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.04.2020-ში დამოწმებულია.
ასპენ
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




