იმუნოჰბს 180 სე/მლ
IMMUNOHBs 180 IU/ml
B ჰეპატიტის ვირუსის რეციდივის პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის შედეგად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური ვიროსტატიკური საშუალებების ერთდროული გამოყენება უნდა ჩაითვალოს სტანდარტად B ჰეპატიტით რე-ინფიცირების პრევენციაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Human hepatitis B immunoglobulin)
- ფორმა და შეფუთვა
- 180ს.ე./მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Kedrion S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, სპეციფიკური იმუნოგლობულინები
- ATC კოდი
- J06BB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033959
- რეგისტრირებულია
- 8 დეკემბერი 2021, მოქმედებს 8 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Kedrion S.p.A. (იტალია)
- განმცხადებელი
- შპს „ნუგეში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
იმუნოჰბს 180 სე/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
B ჰეპატიტის ვირუსის რეციდივის პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის შედეგად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური ვიროსტატიკური საშუალებების ერთდროული გამოყენება უნდა ჩაითვალოს სტანდარტად B ჰეპატიტით რე-ინფიცირების პრევენციაში.
B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქტიკა
არაიმუნიზებულ სუბიექტებთან (მათ შორის, რომელთა ვაქცინაცია არასრულია ან სტატუსი უცნობია) შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებში, ვიდრე ვაქცინაცია ეფექტიანი გახდება;
ახალშობილებში B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი დედისგან;
იმ სუბიექტებში, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ არ განუვითარდათ იმუნური პასუხი (არ არის გაზომვადი ანტისხეულები B ჰეპატიტის მიმართ) და რომელთაც სჭირდებათ მუდმივი პროფილაქტიკა, B ჰეპატიტით დაინფიცირების მუდმივი რისკის გამო.
გასათვალისწინებელია ასევე სხვა ოფიციალური რეკომენდაციები ინტრამუსკულური გამოყენების ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
B ჰეპატიტის ვირუსის რეციდივის პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის შედეგად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.
მოზრდილები
2000 სე ყოველ 15 დღეში.
ეს დოზირება უნდა შეიცვალოს გრძელვადიანი მკურნალობის დროს, რათა უზრუნველყოფილი იყოს შრატში HBsAg ანტისხეულების დონის შენარჩუნება 100 სე/ლ-ზე მაღლა HBV-დნმ უარყოფით პაციენტებში და 500 სე/ლ-ზე მაღლა HBV-დნმ დადებით პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პოპულაციაში ამ თერაპიული ჩვენებისთვის ეფექტურობის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქსია
ჰეპატიტის პროფილაქტიკა არაიმუნიზირებულ სუბიექტებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში:
სულ მცირე 500 სე, ექსპოზიციის ინტენსივობიდან გამომდინარე, გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე და სასურველია 24 - 72 საათის განმავლობაში.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქტიკა:
8-12 სე/კგ ყველაზე მეტი 500 სე, ყოველ 2 თვეში ვაქცინაციის შემდეგ სეროკონვერსიამდე.
ახალშობილების პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი დედისგან,ნ დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რაც შეიძლება მალე:
30-100 სე/კგ. შეიძლება საჭირო გახდეს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის განმეორებითი შეყვანა ვაქცინაციის შემდეგ სეროკონვერსიამდე.
ყველა ამ სიტუაციაში რეკომენდებულია B ჰეპატიტის ვირუსუს საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ერთსა და იმავე დღეს შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინა და ადამიანის B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი, ოღონდ სხვადასხვა ადგილას.
პირებში, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ არ აქვთ იმუნური პასუხი (არ ისაზღვრება B ჰეპატიტის ანტისხეულები) და რომელთათვისაც აუცილებელია უწყვეტი პრევენცია, ინიშნება 500 სე მოზრდილებში და 8 სე/კგ ბავშვებში ყოველ 2 თვეში ერთხელ; დამცავი ანტისხეულების მინიმალური ტიტრი არის 10 მსე/მლ.
გასათვალისწინებელია ასევე ინტრამუსკულური გამოყენების ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის დოზებისა და დოზირების სქემების შესახებ სხვა ოფიციალური რეკომენდაციები.
გამოყენების წესი
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) შეჰყავთ კუნთში.
თუ საჭიროა დიდი მოცულობის (> 2 მლ ბავშვებისთვის ან > 5 მლ მოზრდილებისთვის) შეყვანა, რეკომენდებულია დოზის გაყოფა და გაყოფილი დოზების სხვადასხვა ადგილას შეყვანა.
ერთდროული ვაქცინაციის აუცილებლობისას, იმუნოგლობულინი და ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ სხვადასხვა ადგილას.
ყურადღება: ინიექციის ჩატარებისას უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ არ მოხვდით სისხლძარღვში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
დაუშვებელია იმუნოჰბს (IMMUNOHBs) სისხლძარღვებში შეყვანა (იხ. ნაწილი 4.3).
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) ასევე არ შეჰყავთ კუნთში მწვავე თრომბოციტოპენიის და ჰემოსტაზის სხვა დარღვევების დროს.
სიფრთხილის ზომები
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
შოკის რისკის გამო დარწმუნდით, რომ იმუნოჰბს (IMMUNOHBs) არ შეგყავთ სისხლძარღვში.
თუ რეციპიენტი არის HBsAg-ის მატარებელი, ამ პროდუქტის გამოყენებას არანაირი სარგებელი არ აქვს.
ჰიპერმგრძნობელობის
რეალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) მცირე რაოდენობით შეიცავს IgA-ს. IgA-ს დეფიციტის მქონე პირებში არსებობს IgA-ს მიმართ ანტისხეულების განვითარების პოტენციალი და შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები IgA შემცველი სისხლის კომპონენტების შეყვანის შემდეგ. ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს ტეტანუს გამას მკურნალობის უპირატესობა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პოტენციურ რისკთან მიმართებაში.
იშვიათად, ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ანაფილაქსიური რეაქციით, იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც ადრე ტოლერანტული იყვნენ ადამიანის იმუნოგლობულინით მკურნალობის მიმართ.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პირველი ნიშნების შესახებ, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გენერალიზებული ჭინჭრის ციება, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინი, ჰიპოტენზია და ანაფილაქსია.
მკურნალობა დამოკიდებულია გვერდითი ეფექტების ხასიათსა და სიმძიმეზე.
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციებზე ეჭვი მოითხოვს ინიექციის დაუყოვნებლად შეწყვეტას. შოკის შემთხვევაში საჭიროა შოკის სტანდარტული მკურნალობა.
თრომბოემბოლია
არტერიული და ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია, ასოცირდება იმუნოგლობულინების გამოყენებასთან. მიუხედავად იმისა, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები არ არის დაფიქსირებული იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის გამოყენებისას, იმუნოგლობულინების გამოყენებამდე საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თრომბოზული მოვლენების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ., ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სისხლძარღვოვანი დაავადების ან თრომბოზული ეპიზოდების ისტორია, შეძენილი ან მემკვიდრეობითი თრომბოფილური დარღვევების მქონე პაციენტები, იმობილიზაციის ხანგრძლივი პერიოდის მქონე პაციენტები, მწვავე ჰიპოვოლემიური პაციენტები, სისხლის გაზრდილი სიბლანტის დაავადებების მქონე პაციენტები).
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თრომბოემბოლიური მოვლენების პირველი სიმპტომების შესახებ, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, კიდურის ტკივილი და შეშუპება, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები და გულმკერდის ტკივილი, ხოლო სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 3,9 მგ-მდე ნატრიუმს 1 მლ ფლაკონში და 11,7 მგ-მდე ნატრიუმს 3 მლ ფლაკონში და 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული 2 გ ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 0.19% და 0.58%-ის ექვივალენტურია, შესაბამისად.
სეროლოგიურ ტესტებში ჩარევა
იმუნოგლობულინის ინიექციის შემდეგ პაციენტის სისხლში სხვადასხვა პასიურად გადატანილი ანტისხეულების დროებითმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი სეროლოგიური ტესტის შედეგები.
ანტისხეულების პასიურმა გადაცემამ ერითროციტების ანტიგენებზე, როგორიცაა A, B, D, შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის წითელი უჯრედების ანტისხეულების მიმართ ზოგიერთ სეროლოგიურ ტესტს, მაგ., ანტიგლობულინის ტესტს (კუმბსის ტესტი).
ტრანსმისიული აგენტები
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად ინფექციების თავიდან ასაცილებლად სტანდარტული ზომები შეიცავს დონორების შერჩევას, ცალკეული დონაციების და პლაზმის პულების სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერების არსებობაზე და წარმოებაში ვირუსების ინაქტივაციის / მოცილების მიზნით ეფექტური ეტაპების ჩართვა.
ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან მიღებული სამკურნალო საშუალებების შეყვანისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა საერთოდ ვერ გამოირიცხება. ეს ასევე ეხება უცნობ ან წარმოქმნილ ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
გატარებული ზომები ეფექტურია გარსის მქონე ვირუსებისთვის, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV), ისევე როგორც უგარსო ვირუსებისთვის, მათ შორის A ჰეპატიტის ვირუსი (HAV).
ეს ზომები ნაკლებად ეფექტურია ისეთი უგარსო ვირუსებიცთვის როგორიცაა პარვოვირუსი B19.
არსებობს პოზიტიური კლინიკური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B19-ის ვირუსების გადაცემა არ ხდება იმუნოგლობულინებით, ასევე ითვლება, რომ ანტისხეულების არსებობას მნიშვნელოვნი წვლილი შეაქვს ვირუსულ უსაფრთხოებაში.
იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის შეყვანისას მკაცრად რეკომენდებულია ჩაიწეროს პროდუქტის სახელი და სერიის ნომერი, რომ დაფიქსირდეს კავშირი პაციენტსა და პროდუქტის სერიის შორის.
პედიატრიული პოპულაცია
არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ზომების მიღება და მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცოცხალი, დასუსტებული ვირუსის ვაქცინები
იმუნოგლობულინის გამოყენებამ შეიძლება 3 თვის განმავლობაში ხელი შეუშალოს იმუნური პასუხის განვითარებას ცოცხალ დასუსტებულ ვირუსულ ვაქცინებზე, როგორიცაა წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა, განმავლობაში.
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი შეჰყავთ ცოცხალი დასუსტებული ვაქცინით ვაქცინაციიდან 3-4 კვირის შემდეგ; იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შეყვანა აუცილებელია ვაქცინაციიდან 3-4 კვირაში, მაშინ რევაქცინაცია უნდა ჩატარდეს ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენებიდან სამი თვის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება ორსულობის დროს კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დადგენილი არ არის, რის გამოც ორსულებში იგი სიფრთხილით გამოიყენება.
იმუნოგლობულინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ორსულობის დროს, ასევე ნაყოფსა და ახალშობილებზე, მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დადგენილი არ არის, რის გამოც ძუძუთი კვების დროს იგი სიფრთხილით გამოიყენება. იმუნოგლობულინები გადადიან დედის რძეში და შეიძლება დაიცვან ახალშობილი ლორწოვანი გარსის მეშვეობით შემავალი პათოგენებისაგან.
ფერტილობა
იმუნოგლობულინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ნაყოფიერებაზე მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტებმა, რომლებსაც მკურნალობის დროს აღენიშნება გვერდითი რეაქციები, მათ გაქრობამდე თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებისაგან.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კუნთში შესაყვანი ადამიანის სხვა იმუნოგლობულინების მსგავსად პრეპარატის შეყვანისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალე, ღებინება, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ართრალგია, არტერიული წნევის დაქვეითება და ზომიერი ხასიათის წელის ტკივილი.
იშვიათად ადამიანის ნორმალურმა იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და ცალკეულ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს არ აღენიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა წინა შეყვანის დროს. ხშირია ადგილობრივი რეაქციები ინიექციის ადგილას: შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, გამკვრივება, ადგილობრივად სითბოს შეგრძნება, ქავილი, სისხლჩაქცევები და გამონაყარი.
უარყოფითი რეაქციების ცხრილი
ქვემოთ მოცემული ცხრილი შედგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის (SOC და განსაზღვრული ტერმინების დონე) შესაბამისად და მოიცავს ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შემცველი პროდუქტების კუნთში შეყვანის შემდეგ განვითარებულ არასასურველ ეფექტებს.
სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციით: ძალიან ხშირად (≥1 / 10); ხშირად (≥1 / 100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1 / 1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1 / 10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციების სიხშირის შესახებ საიმედო მონაცემები არ არსებობს. ქვემოთ მოცემული მონაცემები შეესაბამება ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის უსაფრთხოების პროფილს კუნთში გამოყენებისას და დადასტურებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებით; ვინაიდან პოსტმარკეტინგული შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ ნებაყოფლობითია და მიღებულია განუსაზღვრელი რაოდენობის მოსახლეობისგან, ამ რეაქციების სიხშირის საიმედოდ შეფასება შეუძლებელია.
MedDRA-ს სტანდარტის ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქციები
სიხშირე
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა, ანფილაქსიური შოკი
უცნობია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
უცნობია
გულის მხრივ
ტაქიკარდია
უცნობია
სისხლძარღვთა მხრივ
ჰიპოტენზია
უცნობია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა,
უცნობია
ღებინება
ძალიან იშვიათად
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კანის რეაქციები, ერითემა, სიწითლე
უცნობია
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია
უცნობია
საერთო დარღვევები და შეყვანის ადგილის მხრივ
ცხელება, არასასურველი შეგრძნება, შემცივნება
უცნობია
ინიექციის ადგილას: ტკივილი
არც ისე ხშირად
ინიექციის ადგილას: შეშუპება, ერითემა, გამკვრივება, სიმხურვალის შეგრძნება, სიწითლე, გამონაყარი, ქავილი
უცნობია
ინფორმაცია ტრანსმისიული აგენტების მიმართ უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ნაწილში 4.4.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ პედიატრიულ პოპულაციაზე სპეციფიკური მონაცემები არ მოიპოვება, მოსალოდნელია, რომ გვერდითი რეაქციების სიხშირე, ხასიათი და სიმძიმე არ განსხვავდება ბავშვებსა და მოზრდილებში.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ
სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება საეჭვო არასასურველი ეფექტების შესახებ. ეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდოღ ეროვნული საანგარიშო სისტემის მეშვეობით.
შემადგენლობა
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი
იმუნიჰბს (IMMUNOHBs)
180 სე/მლ
იმუნიჰბს (IMMUNOHBs) 1000 სე/ 3მლ
ადამიანის ცილა
100 - 180 გ / ლ
100 - 180 გ / ლ
იმუნოგლობულინი G (IgG), რომელიც სულ მცირე არის
90%
90%
ანტისხეულები HBs ანტიგენის (anti-
HBs) წინააღმდეგ არანაკლები ვიდრე
180 სე / მლ
180 სე 1 მლ ფლაკონში
540 სე 3 მლ ფლაკონში
334 სე / მლ
1000 სე 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში
IgG ქვეკლასების განაწილება:
IgG1 63.7 %
IgG2 31.8 %
IgG3 3.3 %
IgG4 1.2 %
IgA-ს მაქსიმალური შემცველობა: 300 მიკროგრამი / მლ.
წარმოებულია ადამიანის დონორების პლაზმადან.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: პროდუქტი შეიცავს 3,9 მგ ნატრიუმს 1 მლ ფლაკონში და 11,7 მგ ნატრიუმს 3 მლ ფლაკონში და 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
შენახვის პირობები
3 წელი.
კონტეინერის გახსნის შემდეგ, სამკურნალო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ტეტანუს გამა უნდა ინახებოდეს მაცივარში (2 °C - 8 °C).
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაყინოთ.
კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა
მუყაოს კოლოფი შეიცავს:
ერთ ნეიტრალურ, გამჭვირვალე მინის (Type I) ფლაკონს ჰალობუტილის რეზინის ელასტომერული საცობით, რომელიც შესაფერისია პერფორაციისთვის, ან ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი ნეიტრალურ მინაში, თანდართული ნემსით და ჰალობუტილის დგუშით.
ფლაკონი 1 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 180 სე
ფლაკონი 3 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 540 სე
წინასწარ შევსებული შპრიცი 3 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 1000 სე
უტილიზაციის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პროდუქტის გამოყენებამდე უნდა შეათბოთ ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე.
ფლაკონები: რეზინის საცობის ცენტრიდან მოაცილეთ დამცავი, ამოიღეთ საინექციო ხსნარი შპრიცით. შეცვალეთ ნემსი და გააკეთეთ ინექცია.
მას შემდეგ, რაც ხსნარი ამოიღება ფლაკონიდან შპრიცში, სამკურნალო საშუალება უნდა იყოს გამოყენებული დაუყოვნებლივ.
წინასწარ შევსებული შპრიცი: ტარი ჩახრახნეთ დგუშში და გააკეთეთ ინიქცია.
ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს უფეროდან ღია ყვითლამდე და ღია ყავისფრამდე. არ გამოიყენოთ ხსნარი, რომელიც შემღვრეულია ან რომელსაც აქვს ნალექი.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან/და მისი ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები. ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი, ათქ კოდი: J06BB04
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი შეიცავს ძირითადად იმუნოგლობულინ G-ს (IgG) B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBs) წინააღმდეგ ანტისხეულების განსაკუთრებულად მაღალი შემცველობით.
კვლევებმა HBsAg ნეგატიური სუბიექტების მონაწილეობით, რომლებსაც გადატანილი HBV ინფექციის გამო მოუწიათ ღვიძლის გადანერგვა, დაადასტურა, რომ იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის ეფექტურობა ანტი-HBsAg-ანტისხეულების დონის შენარჩუნებაში 100 სე / ლ-ზე მეტია. ამ კვლევაში იმუნოჰბს (IMMUNOHBs) შეჰყავდათ დოზებით 2000-2160 სე (შეფუთვის ზომის შესაბამისად), ყოველ 15 დღეში, 6 თვის განმავლობაში. HBs ანტისხეულების დონის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც იზომება ყოველი 12 ინიექციის წინ, აღემატებოდა გათვალისწინებულ ზღვრულ მონაცემს (390 სე/ლ - 334 სე/მლ კონცენტრაციისთვის, მინიმალური დონით 109 სე/ლ და 403 სე/ლ - 180 კონცენტრაციისთვის სე/მლ მინიმალური დონით 106 სე/ლ).
პედიატრიული პოპულაცია
ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ გამოავლინა ძირითადი განსხვავებები მოზრდილებსა და იგივე დაავადების მქონე ბავშვებს შორის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის კუნთში შეყვანისას ბიოშეღწევადობა რეციპიენტის სისხლში 2-3 დღის შემდეგ აღინიშნება.
ელიმინაცია
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-4 კვირაა. ეს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში.
IgG და IgG-კომპლექსები იშლება რეტიკულოენდოთელიალური სისტემის უჯრედებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) 180 სე/მლ საინიექციო ხსნარი, ინტრამუსკულური გამოყენებისთვის
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) 1000 სე/3მლ საინიექციო ხსნარი, ინტრამუსკულური გამოყენებისთვის
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი
იმუნიჰბს (IMMUNOHBs)
180 სე/მლ
იმუნიჰბს (IMMUNOHBs) 1000 სე/ 3მლ
ადამიანის ცილა
100 - 180 გ / ლ
100 - 180 გ / ლ
იმუნოგლობულინი G (IgG), რომელიც სულ მცირე არის
90%
90%
ანტისხეულები HBs ანტიგენის (anti-
HBs) წინააღმდეგ არანაკლები ვიდრე
180 სე / მლ
180 სე 1 მლ ფლაკონში
540 სე 3 მლ ფლაკონში
334 სე / მლ
1000 სე 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში
IgG ქვეკლასების განაწილება:
IgG1 63.7 %
IgG2 31.8 %
IgG3 3.3 %
IgG4 1.2 %
IgA-ს მაქსიმალური შემცველობა: 300 მიკროგრამი / მლ.
წარმოებულია ადამიანის დონორების პლაზმადან.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: პროდუქტი შეიცავს 3,9 მგ ნატრიუმს 1 მლ ფლაკონში და 11,7 მგ ნატრიუმს 3 მლ ფლაკონში და 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
კუნთში შესაყვანი საინიექციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ან ღია ყავისფერი ხსნარი; შენახვის დროს შეიძლება შეიმღვრეს ან წარმოიქმნას მცირე რაოდენობის მყარი ნაწილაკები.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენებები
B ჰეპატიტის ვირუსის რეციდივის პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის შედეგად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური ვიროსტატიკური საშუალებების ერთდროული გამოყენება უნდა ჩაითვალოს სტანდარტად B ჰეპატიტით რე-ინფიცირების პრევენციაში.
B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქტიკა
არაიმუნიზებულ სუბიექტებთან (მათ შორის, რომელთა ვაქცინაცია არასრულია ან სტატუსი უცნობია) შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებში, ვიდრე ვაქცინაცია ეფექტიანი გახდება;
ახალშობილებში B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი დედისგან;
იმ სუბიექტებში, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ არ განუვითარდათ იმუნური პასუხი (არ არის გაზომვადი ანტისხეულები B ჰეპატიტის მიმართ) და რომელთაც სჭირდებათ მუდმივი პროფილაქტიკა, B ჰეპატიტით დაინფიცირების მუდმივი რისკის გამო.
გასათვალისწინებელია ასევე სხვა ოფიციალური რეკომენდაციები ინტრამუსკულური გამოყენების ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შესახებ.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
B ჰეპატიტის ვირუსის რეციდივის პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის შედეგად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.
მოზრდილები
2000 სე ყოველ 15 დღეში.
ეს დოზირება უნდა შეიცვალოს გრძელვადიანი მკურნალობის დროს, რათა უზრუნველყოფილი იყოს შრატში HBsAg ანტისხეულების დონის შენარჩუნება 100 სე/ლ-ზე მაღლა HBV-დნმ უარყოფით პაციენტებში და 500 სე/ლ-ზე მაღლა HBV-დნმ დადებით პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პოპულაციაში ამ თერაპიული ჩვენებისთვის ეფექტურობის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქსია
ჰეპატიტის პროფილაქტიკა არაიმუნიზირებულ სუბიექტებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში:
სულ მცირე 500 სე, ექსპოზიციის ინტენსივობიდან გამომდინარე, გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე და სასურველია 24 - 72 საათის განმავლობაში.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების B ჰეპატიტის იმუნოპროფილაქტიკა:
8-12 სე/კგ ყველაზე მეტი 500 სე, ყოველ 2 თვეში ვაქცინაციის შემდეგ სეროკონვერსიამდე.
ახალშობილების პროფილაქტიკა B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი დედისგან,ნ დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რაც შეიძლება მალე:
30-100 სე/კგ. შეიძლება საჭირო გახდეს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის განმეორებითი შეყვანა ვაქცინაციის შემდეგ სეროკონვერსიამდე.
ყველა ამ სიტუაციაში რეკომენდებულია B ჰეპატიტის ვირუსუს საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ერთსა და იმავე დღეს შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინა და ადამიანის B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი, ოღონდ სხვადასხვა ადგილას.
პირებში, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ არ აქვთ იმუნური პასუხი (არ ისაზღვრება B ჰეპატიტის ანტისხეულები) და რომელთათვისაც აუცილებელია უწყვეტი პრევენცია, ინიშნება 500 სე მოზრდილებში და 8 სე/კგ ბავშვებში ყოველ 2 თვეში ერთხელ; დამცავი ანტისხეულების მინიმალური ტიტრი არის 10 მსე/მლ.
გასათვალისწინებელია ასევე ინტრამუსკულური გამოყენების ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის დოზებისა და დოზირების სქემების შესახებ სხვა ოფიციალური რეკომენდაციები.
გამოყენების წესი
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) შეჰყავთ კუნთში.
თუ საჭიროა დიდი მოცულობის (> 2 მლ ბავშვებისთვის ან > 5 მლ მოზრდილებისთვის) შეყვანა, რეკომენდებულია დოზის გაყოფა და გაყოფილი დოზების სხვადასხვა ადგილას შეყვანა.
ერთდროული ვაქცინაციის აუცილებლობისას, იმუნოგლობულინი და ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ სხვადასხვა ადგილას.
ყურადღება: ინიექციის ჩატარებისას უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ არ მოხვდით სისხლძარღვში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
დაუშვებელია იმუნოჰბს (IMMUNOHBs) სისხლძარღვებში შეყვანა (იხ. ნაწილი 4.3).
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) ასევე არ შეჰყავთ კუნთში მწვავე თრომბოციტოპენიის და ჰემოსტაზის სხვა დარღვევების დროს.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
შოკის რისკის გამო დარწმუნდით, რომ იმუნოჰბს (IMMUNOHBs) არ შეგყავთ სისხლძარღვში.
თუ რეციპიენტი არის HBsAg-ის მატარებელი, ამ პროდუქტის გამოყენებას არანაირი სარგებელი არ აქვს.
ჰიპერმგრძნობელობის
რეალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) მცირე რაოდენობით შეიცავს IgA-ს. IgA-ს დეფიციტის მქონე პირებში არსებობს IgA-ს მიმართ ანტისხეულების განვითარების პოტენციალი და შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები IgA შემცველი სისხლის კომპონენტების შეყვანის შემდეგ. ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს ტეტანუს გამას მკურნალობის უპირატესობა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პოტენციურ რისკთან მიმართებაში.
იშვიათად, ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ანაფილაქსიური რეაქციით, იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც ადრე ტოლერანტული იყვნენ ადამიანის იმუნოგლობულინით მკურნალობის მიმართ.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პირველი ნიშნების შესახებ, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გენერალიზებული ჭინჭრის ციება, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინი, ჰიპოტენზია და ანაფილაქსია.
მკურნალობა დამოკიდებულია გვერდითი ეფექტების ხასიათსა და სიმძიმეზე.
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციებზე ეჭვი მოითხოვს ინიექციის დაუყოვნებლად შეწყვეტას. შოკის შემთხვევაში საჭიროა შოკის სტანდარტული მკურნალობა.
თრომბოემბოლია
არტერიული და ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია, ასოცირდება იმუნოგლობულინების გამოყენებასთან. მიუხედავად იმისა, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები არ არის დაფიქსირებული იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის გამოყენებისას, იმუნოგლობულინების გამოყენებამდე საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თრომბოზული მოვლენების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ., ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სისხლძარღვოვანი დაავადების ან თრომბოზული ეპიზოდების ისტორია, შეძენილი ან მემკვიდრეობითი თრომბოფილური დარღვევების მქონე პაციენტები, იმობილიზაციის ხანგრძლივი პერიოდის მქონე პაციენტები, მწვავე ჰიპოვოლემიური პაციენტები, სისხლის გაზრდილი სიბლანტის დაავადებების მქონე პაციენტები).
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თრომბოემბოლიური მოვლენების პირველი სიმპტომების შესახებ, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, კიდურის ტკივილი და შეშუპება, კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები და გულმკერდის ტკივილი, ხოლო სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 3,9 მგ-მდე ნატრიუმს 1 მლ ფლაკონში და 11,7 მგ-მდე ნატრიუმს 3 მლ ფლაკონში და 3 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული 2 გ ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 0.19% და 0.58%-ის ექვივალენტურია, შესაბამისად.
სეროლოგიურ ტესტებში ჩარევა
იმუნოგლობულინის ინიექციის შემდეგ პაციენტის სისხლში სხვადასხვა პასიურად გადატანილი ანტისხეულების დროებითმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი სეროლოგიური ტესტის შედეგები.
ანტისხეულების პასიურმა გადაცემამ ერითროციტების ანტიგენებზე, როგორიცაა A, B, D, შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის წითელი უჯრედების ანტისხეულების მიმართ ზოგიერთ სეროლოგიურ ტესტს, მაგ., ანტიგლობულინის ტესტს (კუმბსის ტესტი).
ტრანსმისიული აგენტები
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად ინფექციების თავიდან ასაცილებლად სტანდარტული ზომები შეიცავს დონორების შერჩევას, ცალკეული დონაციების და პლაზმის პულების სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერების არსებობაზე და წარმოებაში ვირუსების ინაქტივაციის / მოცილების მიზნით ეფექტური ეტაპების ჩართვა.
ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან მიღებული სამკურნალო საშუალებების შეყვანისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა საერთოდ ვერ გამოირიცხება. ეს ასევე ეხება უცნობ ან წარმოქმნილ ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
გატარებული ზომები ეფექტურია გარსის მქონე ვირუსებისთვის, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV), ისევე როგორც უგარსო ვირუსებისთვის, მათ შორის A ჰეპატიტის ვირუსი (HAV).
ეს ზომები ნაკლებად ეფექტურია ისეთი უგარსო ვირუსებიცთვის როგორიცაა პარვოვირუსი B19.
არსებობს პოზიტიური კლინიკური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B19-ის ვირუსების გადაცემა არ ხდება იმუნოგლობულინებით, ასევე ითვლება, რომ ანტისხეულების არსებობას მნიშვნელოვნი წვლილი შეაქვს ვირუსულ უსაფრთხოებაში.
იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის შეყვანისას მკაცრად რეკომენდებულია ჩაიწეროს პროდუქტის სახელი და სერიის ნომერი, რომ დაფიქსირდეს კავშირი პაციენტსა და პროდუქტის სერიის შორის.
პედიატრიული პოპულაცია
არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ზომების მიღება და მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება
ცოცხალი, დასუსტებული ვირუსის ვაქცინები
იმუნოგლობულინის გამოყენებამ შეიძლება 3 თვის განმავლობაში ხელი შეუშალოს იმუნური პასუხის განვითარებას ცოცხალ დასუსტებულ ვირუსულ ვაქცინებზე, როგორიცაა წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა, განმავლობაში.
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი შეჰყავთ ცოცხალი დასუსტებული ვაქცინით ვაქცინაციიდან 3-4 კვირის შემდეგ; იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შეყვანა აუცილებელია ვაქცინაციიდან 3-4 კვირაში, მაშინ რევაქცინაცია უნდა ჩატარდეს ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენებიდან სამი თვის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება ორსულობის დროს კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დადგენილი არ არის, რის გამოც ორსულებში იგი სიფრთხილით გამოიყენება.
იმუნოგლობულინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ორსულობის დროს, ასევე ნაყოფსა და ახალშობილებზე, მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში დადგენილი არ არის, რის გამოც ძუძუთი კვების დროს იგი სიფრთხილით გამოიყენება. იმუნოგლობულინები გადადიან დედის რძეში და შეიძლება დაიცვან ახალშობილი ლორწოვანი გარსის მეშვეობით შემავალი პათოგენებისაგან.
ფერტილობა
იმუნოგლობულინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ნაყოფიერებაზე მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
იმუნოჰბს (IMMUNOHBs) არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტებმა, რომლებსაც მკურნალობის დროს აღენიშნება გვერდითი რეაქციები, მათ გაქრობამდე თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებისაგან.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კუნთში შესაყვანი ადამიანის სხვა იმუნოგლობულინების მსგავსად პრეპარატის შეყვანისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალე, ღებინება, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ართრალგია, არტერიული წნევის დაქვეითება და ზომიერი ხასიათის წელის ტკივილი.
იშვიათად ადამიანის ნორმალურმა იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და ცალკეულ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს არ აღენიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა წინა შეყვანის დროს. ხშირია ადგილობრივი რეაქციები ინიექციის ადგილას: შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, გამკვრივება, ადგილობრივად სითბოს შეგრძნება, ქავილი, სისხლჩაქცევები და გამონაყარი.
უარყოფითი რეაქციების ცხრილი
ქვემოთ მოცემული ცხრილი შედგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის (SOC და განსაზღვრული ტერმინების დონე) შესაბამისად და მოიცავს ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შემცველი პროდუქტების კუნთში შეყვანის შემდეგ განვითარებულ არასასურველ ეფექტებს.
სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციით: ძალიან ხშირად (≥1 / 10); ხშირად (≥1 / 100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1 / 1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1 / 10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციების სიხშირის შესახებ საიმედო მონაცემები არ არსებობს. ქვემოთ მოცემული მონაცემები შეესაბამება ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის უსაფრთხოების პროფილს კუნთში გამოყენებისას და დადასტურებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებით; ვინაიდან პოსტმარკეტინგული შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ ნებაყოფლობითია და მიღებულია განუსაზღვრელი რაოდენობის მოსახლეობისგან, ამ რეაქციების სიხშირის საიმედოდ შეფასება შეუძლებელია.
MedDRA-ს სტანდარტის ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქციები
სიხშირე
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა, ანფილაქსიური შოკი
უცნობია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
უცნობია
გულის მხრივ
ტაქიკარდია
უცნობია
სისხლძარღვთა მხრივ
ჰიპოტენზია
უცნობია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა,
უცნობია
ღებინება
ძალიან იშვიათად
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კანის რეაქციები, ერითემა, სიწითლე
უცნობია
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია
უცნობია
საერთო დარღვევები და შეყვანის ადგილის მხრივ
ცხელება, არასასურველი შეგრძნება, შემცივნება
უცნობია
ინიექციის ადგილას: ტკივილი
არც ისე ხშირად
ინიექციის ადგილას: შეშუპება, ერითემა, გამკვრივება, სიმხურვალის შეგრძნება, სიწითლე, გამონაყარი, ქავილი
უცნობია
ინფორმაცია ტრანსმისიული აგენტების მიმართ უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ნაწილში 4.4.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ პედიატრიულ პოპულაციაზე სპეციფიკური მონაცემები არ მოიპოვება, მოსალოდნელია, რომ გვერდითი რეაქციების სიხშირე, ხასიათი და სიმძიმე არ განსხვავდება ბავშვებსა და მოზრდილებში.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ
სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება საეჭვო არასასურველი ეფექტების შესახებ. ეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდოღ ეროვნული საანგარიშო სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები. ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი, ათქ კოდი: J06BB04
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი შეიცავს ძირითადად იმუნოგლობულინ G-ს (IgG) B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBs) წინააღმდეგ ანტისხეულების განსაკუთრებულად მაღალი შემცველობით.
კვლევებმა HBsAg ნეგატიური სუბიექტების მონაწილეობით, რომლებსაც გადატანილი HBV ინფექციის გამო მოუწიათ ღვიძლის გადანერგვა, დაადასტურა, რომ იმუნოჰბს (IMMUNOHBs)-ის ეფექტურობა ანტი-HBsAg-ანტისხეულების დონის შენარჩუნებაში 100 სე / ლ-ზე მეტია. ამ კვლევაში იმუნოჰბს (IMMUNOHBs) შეჰყავდათ დოზებით 2000-2160 სე (შეფუთვის ზომის შესაბამისად), ყოველ 15 დღეში, 6 თვის განმავლობაში. HBs ანტისხეულების დონის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც იზომება ყოველი 12 ინიექციის წინ, აღემატებოდა გათვალისწინებულ ზღვრულ მონაცემს (390 სე/ლ - 334 სე/მლ კონცენტრაციისთვის, მინიმალური დონით 109 სე/ლ და 403 სე/ლ - 180 კონცენტრაციისთვის სე/მლ მინიმალური დონით 106 სე/ლ).
პედიატრიული პოპულაცია
ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ გამოავლინა ძირითადი განსხვავებები მოზრდილებსა და იგივე დაავადების მქონე ბავშვებს შორის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის კუნთში შეყვანისას ბიოშეღწევადობა რეციპიენტის სისხლში 2-3 დღის შემდეგ აღინიშნება.
ელიმინაცია
ადამიანის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-4 კვირაა. ეს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში.
IgG და IgG-კომპლექსები იშლება რეტიკულოენდოთელიალური სისტემის უჯრედებში.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
იმუნოგლობულინი არის ადამიანის სხეულის ნორმალური შემადგენელი ნაწილი.
იმის გამო, რომ იმუნოგლობულინების ცხოველებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისხეულების ფორმირება, უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები შეზღუდულია.
ამასთან, ცხოველებზე ჩატარებულმა შეზღუდულმა მწვავე და ქვემწვავე ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული რისკები ადამიანებისთვის.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცინი
ნატრიუმის ქლორიდი
საინექციო წყალი
შეუთავსებლობა
ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
კონტეინერის გახსნის შემდეგ, სამკურნალო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ტეტანუს გამა უნდა ინახებოდეს მაცივარში (2 °C - 8 °C).
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაყინოთ.
კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა
მუყაოს კოლოფი შეიცავს:
ერთ ნეიტრალურ, გამჭვირვალე მინის (Type I) ფლაკონს ჰალობუტილის რეზინის ელასტომერული საცობით, რომელიც შესაფერისია პერფორაციისთვის, ან ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი ნეიტრალურ მინაში, თანდართული ნემსით და ჰალობუტილის დგუშით.
ფლაკონი 1 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 180 სე
ფლაკონი 3 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 540 სე
წინასწარ შევსებული შპრიცი 3 მლ ხსნარით, რომელიც შეიცავს 1000 სე
უტილიზაციის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პროდუქტის გამოყენებამდე უნდა შეათბოთ ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე.
ფლაკონები: რეზინის საცობის ცენტრიდან მოაცილეთ დამცავი, ამოიღეთ საინექციო ხსნარი შპრიცით. შეცვალეთ ნემსი და გააკეთეთ ინექცია.
მას შემდეგ, რაც ხსნარი ამოიღება ფლაკონიდან შპრიცში, სამკურნალო საშუალება უნდა იყოს გამოყენებული დაუყოვნებლივ.
წინასწარ შევსებული შპრიცი: ტარი ჩახრახნეთ დგუშში და გააკეთეთ ინიქცია.
ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს უფეროდან ღია ყვითლამდე და ღია ყავისფრამდე. არ გამოიყენოთ ხსნარი, რომელიც შემღვრეულია ან რომელსაც აქვს ნალექი.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან/და მისი ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Kedrion S.p.A.
ლოკ აი კონტი,
კასტელვეკიო პასკოლი, 55051 წ
ბარგა (ლუკა) - იტალია.
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
IMMUNOHBs 180 სე/მლ ი.მ. საინექციო ხსნარი 1 ფლაკონი 1 მლ
MA n° 025653015
IMMUNOHBs 540 სე/3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი 1 ფლაკონი 3 მლ
MA n° 025653027
IMMUNOHBs 1000 სე/3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი 1 მზა შპრიცი 3 მლ
MA n°025653054
პირველი ავტორიზაციის თარიღი / ავტორიზაციის განახლება
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 1985 წლის ივლისი
განახლების თარიღი: 2010 წლის ივნისი
ტექსტის გადახედვის თარიღი
2019 წლის დეკემბერი
/ბეჭედდასმულია, ხელმოწერილია/
თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


