ილოპერა შეიცავს 0.01 მგ ილოპროსტს (ილოპროსტ ტრომეტამოლის სახით) ნებულაიზერის 1 მლ ხსნარში. ის შეჰყავთ სპეციალური მოწყობილობის, ნებულაიზერის გამოყენებით. ილოპერას აქტიური ნივთიერება - ილოპროსტი, არის სინთეზური პროსტაციკლინის მსგავსი მოლეკულა. ის ადუნებს ფილტვების სისხლძარღვებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ილოპროსტი (iloprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მკგ/მლ 2მლ საინჰალაციო ხსნარი ამპულა №30 ნებულაიზერისთვის
- მწარმოებელი
- GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044554
- რეგისტრირებულია
- 25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში
ილოპერა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ილოპერა შეიცავს 0.01 მგ ილოპროსტს (ილოპროსტ ტრომეტამოლის სახით) ნებულაიზერის 1 მლ ხსნარში. ის შეჰყავთ სპეციალური მოწყობილობის, ნებულაიზერის გამოყენებით.
ილოპერას აქტიური ნივთიერება - ილოპროსტი, არის სინთეზური პროსტაციკლინის მსგავსი მოლეკულა. ის ადუნებს ფილტვების სისხლძარღვებს.
ილოპერა წარმოდგენილია 30 ამპულის სახით, თითოეული შეიცავს 2 მლ ხსნარს.
ილოპერა გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის უნარის და სიმპტომების გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალო და მძიმე პირველადი (უცნობი წარმოშობის ან ოჯახური) ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სკლეროდერმიით (ქსოვილების გასქელება) გამოწვეული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, რომლებშიც არ არის ფილტვის ქსოვილის დაზიანება.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ილოპერას მიღებამდე?
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ილოპერათი მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებული დოზაა 2.5 მიკროგრამი. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 5.0 მიკროგრამამდე და შენარჩუნდეს ამ დონეზე. 5.0 მიკროგრამი დოზის ცუდი ამტანობის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 2.5 მიკროგრამამდე. ინჰალაციის სესიაზე დოზა უნდა მიიღოთ დღეში 6-დან 9-ჯერ, ინდივიდუალური საჭიროებისა და ამტანობის მიხედვით.
დოზას საჭიროებისამებრ დაარეგულირებს ექიმი.
მიღების გზა და მეთოდი:
ილოპერა გამოიყენება ინჰალაციის გზით, ნებულაიზერების სახელით ცნობილი მოწყობილობების გამოყენებით. თითოეული სეანსი დაახლოებით 4-დან 10 წუთამდე გრძელდება. ილოპერას ნებულაიზერის ხსნარი არ უნდა მოხვდეს კანთან და თვალებთან კონტაქტში; თავი უნდა აარიდოთ ილოპერას ხსნარის პერორალურად მიღებას. ნებულაიზერის სესიების დროს თავი უნდა აარიდოთ სახის ნიღბის ტარებას და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მუნდშტუკი.
გამოყენების ინსტრუქცია, I-Neb AAD სისტემა;
I-Neb AAD სისტემის გამოყენებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
I-Neb AAD სისტემის მიერ მოწოდებული წინასწარ დაყენებული დოზა კონტროლდება მედიკამენტის კამერით და საკონტროლო დისკთან ერთად. თითოეული მედიკამენტის კამერისთვის არის შესაბამისი ფერადი კოდირებით საკონტროლო დისკი.
- 5 მიკროგრამიანი დოზისთვის წითელი საკეტით აღჭურვილი მედიკამენტის კამერა გამოიყენება წითელ საკონტროლო დისკთან ერთად.
5 მიკროგრამიანი დოზისთვის იისფერი საკეტით აღჭურვილი მედიკამენტის კამერა გამოიყენება იისფერ საკონტროლო დისკთან ერთად.
I-Neb AAD-ით თითოეული ინჰალაციის სესიისთვის, ილოპერას ერთი 1 მლ ნებულაიზერის ხსნარის ამპულის (10 მიკროგრამი/მლ) შიგთავსი, რომელსაც ორი ფერადი რგოლი (თეთრი - ყვითელი) აქვს, გამოყენებამდე დაუყოვნებლივ გადაიტანება ნებულაიზერის შესაბამის მედიკამენტურ კამერაში.
ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: ასაკი და სქესი კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს ილოპროსტის შეწოვაში, ეფექტის ხანგრძლივობაში, განაწილებასა და ორგანიზმიდან გამოყოფაში.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ილოპროსტის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი - მაგალითად, თუ გაქვთ კუჭის ან წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილის აქტიური წყლული (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), თუ მიიღეთ ფიზიკური დაზიანება (ტრავმა), თუ გაქვთ თავის ქალაში სისხლჩაქცევის რისკი,
თუ გაქვთ გულის პრობლემა, მაგალითად როგორიცაა:
გულის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მძიმე კორონარული დაავადება ან არასტაბილური სტენოკარდია, ან სხვაგვარად - ტკივილი გულმკერდის არეში მოსვენების დროს).
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს გულმკერდის არეში,
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი გულის შეტევა,
გულის სისუსტე (გულის დეკომპენსირებული უკმარისობა), რომელიც არ არის მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ,
მძიმე არასტაბილურ გულისცემას,
გულის სარქვლების დეფექტის (თანდაყოლილი ან შეძენილი), რაც იწვევს გულის მუშაობის შესუსტებას (რომელიც არ არის დაკავშირებული ფილტვისმიერ ჰიპერტენზიასთან),
თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა რაიმე შემთხვევა, რამაც შეამცირა ტვინში სისხლის მიწოდება (მაგ., გარდამავალი იშემიური შეტევა),
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ხდება ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეგუბების)
თუ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია გამოწვეულია ვენის დახშობით ან შევიწროებით (ვენის ოკლუზიური დაავადება).
სიფრთხილეა საჭირო ილოპერას გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში
ილოპერას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
ილოპერას შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი (მცირე სასუნთქი გზების კედლებში კუნთების უეცარი შევიწროება) და ხიხინი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ფილტვის ინფექცია, მძიმე ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
მკურნალობის დაწყებამდე თქვენი არტერიული წნევა უნდა შემოწმდეს და თუ ის ძალიან დაბალია (ზედა მაჩვენებლისთვის 85 მმ.ვწყ.სვ.-ზე ნაკლები), მაშინ ილოპერათი თერაპიის დაწყება არ შეიძლება.
ზოგადად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დაბალი არტერიული წნევის ისეთი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა გულის წასვლა და თავბრუსხვევა:
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რადგან ილოპერასთან ერთად კომბინირებულმა ეფექტმა შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს თქვენი არტერიული წნევა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ილოპერა“).
სკამიდან ან საწოლიდან ადგომისას ნელა ადექით.
თუ საწოლიდან ადგომისთანავე გონება გეკარგებათ, შესაძლოა სასარგებლო იყოს დღის პირველი დოზის მიღება ჯერ კიდევ წოლის მდგომარეობაში.
თუ გონების დაკარგვის ეპიზოდები გაქვთ, მოერიდეთ განსაკუთრებულ დაძაბვას, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს; შესაძლოა სასარგებლო იყოს ილოპერას ინჰალაცია მიღებამდე.
გონების დაკარგვის ეპიზოდები შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი დაავადებით. აცნობეთ ექიმს, თუ ისინი გაუარესდება. მან შეიძლება განიხილოს თქვენი დოზის კორექტირება ან მკურნალობის შეცვლა.
თუ ;
თუ გაწუხებთ გულის სისუსტე გამოწვეული ისეთი დაავადებით, როგორიცაა მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა და გრძნობთ, რომ თქვენი დაავადება უარესდება, აცნობეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტერფებისა და კოჭების შეშუპებას, ქოშინს, გულისცემის შეგრძნებას, ღამით გახშირებულ შარდვას ან შეშუპებას. ექიმი განიხილავს მკურნალობის შეცვლას.
თუ გაწუხებთ სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ხველა და/ან ჭარბი ოფლიანობა, ეს შეიძლება იყოს ფილტვებში წყლის არსებობის ნიშნები (ფილტვის შეშუპება).
შეწყვიტეთ ილოპერას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ის დაადგენს მიზეზს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
ილოპერას ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება პოტენციური სუნთქვის გაძნელებით), განსაკუთრებით ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია სისხლის კოლტების გამო და თუ შესაძლებელია თქვენი მდგომარეობის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით,
ილოპერა არ უნდა იქნას გამოყენებული პირველი რიგის მკურნალობის სახით. ექიმი გეტყვით, გეხებათ თუ არა ეს თქვენ.
თუ გონებას კარგავთ ან გულის წასვლის ეპიზოდების რაოდენობა გახშირდა, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან თირკმლის ძალიან მძიმე პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს, აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, თანდათან მიიღოთ დანიშნული დოზა ან დაგინიშნონ ილოპერას უფრო დაბალი დოზა, ვიდრე სხვა პაციენტებს.
არ დაუშვათ ილოპერას ხსნარის კანთან ან თვალებთან კონტაქტი. ილოპერა არ უნდა გადაყლაპოთ. გადაყლაპვის შემთხვევაში, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და აცნობეთ ექიმს. ნებულაიზერით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ სახის ნიღბების გამოყენებას და გამოიყენოთ მუნდშტუკი.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ თუნდაც წარსულში.
ახალშობილები, ჩვილები და ორსული ქალები არ უნდა იყვნენ ოთახში ილოპერას ინჰალაციის დროს.
საკვებისა და სასმელების გავლენა ილოპერაზე
ილოპერა მიიღება ინჰალაციის გზით. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რაიმე ურთიერთქმედებას მოახდენს საკვებთან ან სასმელებთან. თუმცა, ინჰალაციის დროს, თავი უნდა აარიდოთ საკვების ან სასმელების მიღებას.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. კლინიკურ კვლევებში თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ინტრავენური გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც დიალიზი ესაჭიროებოდათ, ილოპროსტის შემცირებული ელიმინაცია დაფიქსირდა. ამიტომ, უნდა დაიცვათ იგივე დოზირების რეკომენდაციები, რაც ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა: ილოპროსტის გამოყოფა შემცირებულია ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
დღის განმავლობაში არასასურველი აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად, ამ პაციენტებთან დოზის საწყისი ტიტრაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თავდაპირველად, 2.5 მიკროგრამის (ნახევარი დოზის) დოზები უნდა დაინიშნოს 3-4 საათიანი ინტერვალებით (შეესაბამება დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ მიღებას). შემდგომში, დოზირების ინტერვალები შეიძლება ფრთხილად შემცირდეს ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. თუ ნაჩვენებია დოზის შემდგომი გაზრდა 5.0 მიკროგრამამდე, თავიდანვე უნდა შეირჩეს მინიმუმ 3-4 საათიანი დოზირების ინტერვალები და შემცირდეს ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. სამკურნალო პრეპარატის შემდგომი არასასურველი დაგროვება მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა, ღამეს პრეპარატის მიღებისგან შესვენების გამო.
თუ თვლით, რომ ილოპერას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ილოპერას საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. შესაძლოა გამოვლინდეს არტერიული წნევის უეცარ ვარდნასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ალები, გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასევე, გულისცემა შეიძლება იყოს ნორმაზე დაბალი ან მაღალი, არტერიული წნევა შეიძლება დაეცეს ან ტკივილი აღინიშნებოდეს კიდურებსა და ზურგში. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ინჰალაციის სეანსი და მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ილოპერას მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს.
ილოპერათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო ეფექტები: .
თუ შეწყვეტთ ან გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, პირველ რიგში მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიმართეთ ექიმს, თუ ილოპერას ერთდროულად იყენებთ შემდეგ მედიკამენტებთან. შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის ჩატარება:
მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ვაზოდილატატორები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ბეტა-ბლოკატორები, ნიტროვაზოდილატატორები, ADE ინჰიბიტორები და ა.შ.), შესაძლოა კიდევ უფრო შეამცირონ თქვენი არტერიული წნევა.
სისხლის გამათხელებლები ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი ან აცეტილსალიცილის მჟავა, ჰეპარინი, კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები, ნიტროვაზოდილატატორები და სხვა),
კორტიზონი და მსგავსი მედიკამენტები (ჰიდროკორტიზონი, მეთილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი).
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა ილოპერათი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
ორსულობის დროს ილოპერა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, ილოპერა იწვევს ან საეჭვოა სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევა.
თუ შეამჩნევთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, გადადის თუ არა ილოპერა დედის რძეში. ამიტომ, ილოპერათი თერაპიის დროს თავი უნდა შეიკავოთ ძუძუთი კვებისგან.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ილოპერა ამცირებს არტერიულ წნევას და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა.
თუ ამ ეფექტებს განიცდით, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ რაიმე ხელსაწყოებით ან მექანიზმებით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ილოპერაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ილოპერას თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; შესაბამისად, ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს. ის ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით (თითოეულ დოზაში 100 მგ-ზე ნაკლებს) ეთანოლს (ალკოჰოლს).
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ილოპერას მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
ილოპერათი მკურნალობის დროს დაფიქსირებული ყველა გვერდითი მოვლენა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან სულ მცირე 1 ადამიანში
ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში
არახშირი: შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში
იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
ძალიან იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ილოპერას გამოყენება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ:
მომატებული მგრძნობელობა (უცნობი სიხშირე)
გამონაყარი (ხშირი)
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, შესაძლოა გქონდეთ მძიმე ალერგია ილოპერას მიმართ, რაც მოითხოვს სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში:
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) (ხშირი)
სისხლდენის შემთხვევები, ძირითადად ჰემატომის (სისხლის ადგილობრივად დაგროვება) და ეპისტაქსი (ცხვირიდან სისხლდენა) სახით, როგორც მოსალოდნელი იყო, ხშირი იყო ამ პაციენტთა პოპულაციაში, პაციენტების დიდი ნაწილი იღებდა ანტიკოაგულანტებთან ერთად მკურნალობას (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები). სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოციტების (სისხლის შედედებისთვის აუცილებელი პროტოპლაზმის მცირე ნაწილაკები), აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან ანტიკოაგულანტებს (ძალიან ხშირი). ძალიან იშვიათად, აღწერილია ფატალური შემთხვევები, მათ შორის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური და ქალასშიდა სისხლდენა).
სინკოპე (გონების დაკარგვა) (ხშირი)
ქოშინი (დისპნეა) (ხშირი)
დისკომფორტი/ტკივილი გულმკერდის არეში (ძალიან ხშირი)
სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი
სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია — შეიძლება გამოიწვიოს კანისა და სახის სიწითლე და დაბალი არტერიული წნევა)
ხველა
თავის ტკივილი
გულისრევა
ყბის ტკივილი/დაბლოკვა
ხელებსა და ფეხებში შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)
ხშირი
თავბრუსხვევა
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
შესამჩნევი გულისცემა, მათ შორის სწრაფი და ძლიერი რიტმები, გულის ფრიალი
დიარეა
ღებინება
ყელის ტკივილი (ყლაპვისას)
ყელის გაღიზიანება
პირის ღრუსა და ენის გაღიზიანება და ტკივილი
ზურგის ტკივილი
უცნობი
თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
გემოს დარღვევა
ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეგუბება)
სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმის სიმპტომები, ქოშინი)
ხიხინი
სხვა პოტენციური გვერდითი მოვლენები
ტერფებისა და ფეხების შეშუპება წყლის შეკავების გამო დაავადების ძალიან გავრცელებული სიმპტომია. თუმცა, ეს შეიძლება ასევე მოხდეს ილოპერათი მკურნალობის გამო.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე 0 800 314 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.
შენახვის პირობები
ილოპერა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ილოპერა ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ილოპერა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ილოპერა.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოახდინეთ უტუკუზაცია გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,
D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ილოპერა 10 მკგ/მლ ნებულაიზერის ხსნარი
გამოიყენება ინჰალაცის გზით.
აქტიური ნივთიერება: ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 0.01 მგ ილოპროსტს (ილოპროსტ ტრომეტამოლის სახით) და ხსნარის ყოველი 2 მლ შეიცავს 0.02 მგ ილოპროსტს (ილოპროსტ ტრომეტამოლის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ტრომეტამოლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
- ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
- დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.
ამ გამოყენების ინსტრუქციაში:
- რა არის ილოპერა და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა გაითვალისწინოთ ილოპერას მიღებამდე?
- როგორ გამოიყენება ილოპერა?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ილოპერას შნახვის წესი.
ქვეთავები მოცემულია.
- რა არის ილოპერა და რისთვის გამოიყენება?
ილოპერა შეიცავს 0.01 მგ ილოპროსტს (ილოპროსტ ტრომეტამოლის სახით) ნებულაიზერის 1 მლ ხსნარში. ის შეჰყავთ სპეციალური მოწყობილობის, ნებულაიზერის გამოყენებით.
ილოპერას აქტიური ნივთიერება - ილოპროსტი, არის სინთეზური პროსტაციკლინის მსგავსი მოლეკულა. ის ადუნებს ფილტვების სისხლძარღვებს.
ილოპერა წარმოდგენილია 30 ამპულის სახით, თითოეული შეიცავს 2 მლ ხსნარს.
ილოპერა გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის უნარის და სიმპტომების გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალო და მძიმე პირველადი (უცნობი წარმოშობის ან ოჯახური) ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სკლეროდერმიით (ქსოვილების გასქელება) გამოწვეული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, რომლებშიც არ არის ფილტვის ქსოვილის დაზიანება.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ილოპერას მიღებამდე?
არ გამოიყენოთ ილოპერა
თუ გაქვთ ალერგია ილოპროსტის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი - მაგალითად, თუ გაქვთ კუჭის ან წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილის აქტიური წყლული (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), თუ მიიღეთ ფიზიკური დაზიანება (ტრავმა), თუ გაქვთ თავის ქალაში სისხლჩაქცევის რისკი,
თუ გაქვთ გულის პრობლემა, მაგალითად როგორიცაა:
გულის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მძიმე კორონარული დაავადება ან არასტაბილური სტენოკარდია, ან სხვაგვარად - ტკივილი გულმკერდის არეში მოსვენების დროს).
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს გულმკერდის არეში,
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი გულის შეტევა,
გულის სისუსტე (გულის დეკომპენსირებული უკმარისობა), რომელიც არ არის მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ,
მძიმე არასტაბილურ გულისცემას,
გულის სარქვლების დეფექტის (თანდაყოლილი ან შეძენილი), რაც იწვევს გულის მუშაობის შესუსტებას (რომელიც არ არის დაკავშირებული ფილტვისმიერ ჰიპერტენზიასთან),
თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა რაიმე შემთხვევა, რამაც შეამცირა ტვინში სისხლის მიწოდება (მაგ., გარდამავალი იშემიური შეტევა),
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ხდება ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეგუბების)
თუ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია გამოწვეულია ვენის დახშობით ან შევიწროებით (ვენის ოკლუზიური დაავადება).
სიფრთხილეა საჭირო ილოპერას გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში
ილოპერას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
ილოპერას შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი (მცირე სასუნთქი გზების კედლებში კუნთების უეცარი შევიწროება) და ხიხინი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ფილტვის ინფექცია, მძიმე ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
მკურნალობის დაწყებამდე თქვენი არტერიული წნევა უნდა შემოწმდეს და თუ ის ძალიან დაბალია (ზედა მაჩვენებლისთვის 85 მმ.ვწყ.სვ.-ზე ნაკლები), მაშინ ილოპერათი თერაპიის დაწყება არ შეიძლება.
ზოგადად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დაბალი არტერიული წნევის ისეთი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა გულის წასვლა და თავბრუსხვევა:
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რადგან ილოპერასთან ერთად კომბინირებულმა ეფექტმა შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს თქვენი არტერიული წნევა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ილოპერა“).
სკამიდან ან საწოლიდან ადგომისას ნელა ადექით.
თუ საწოლიდან ადგომისთანავე გონება გეკარგებათ, შესაძლოა სასარგებლო იყოს დღის პირველი დოზის მიღება ჯერ კიდევ წოლის მდგომარეობაში.
თუ გონების დაკარგვის ეპიზოდები გაქვთ, მოერიდეთ განსაკუთრებულ დაძაბვას, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს; შესაძლოა სასარგებლო იყოს ილოპერას ინჰალაცია მიღებამდე.
გონების დაკარგვის ეპიზოდები შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი დაავადებით. აცნობეთ ექიმს, თუ ისინი გაუარესდება. მან შეიძლება განიხილოს თქვენი დოზის კორექტირება ან მკურნალობის შეცვლა.
თუ ;
თუ გაწუხებთ გულის სისუსტე გამოწვეული ისეთი დაავადებით, როგორიცაა მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა და გრძნობთ, რომ თქვენი დაავადება უარესდება, აცნობეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტერფებისა და კოჭების შეშუპებას, ქოშინს, გულისცემის შეგრძნებას, ღამით გახშირებულ შარდვას ან შეშუპებას. ექიმი განიხილავს მკურნალობის შეცვლას.
თუ გაწუხებთ სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ხველა და/ან ჭარბი ოფლიანობა, ეს შეიძლება იყოს ფილტვებში წყლის არსებობის ნიშნები (ფილტვის შეშუპება).
შეწყვიტეთ ილოპერას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ის დაადგენს მიზეზს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
ილოპერას ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება პოტენციური სუნთქვის გაძნელებით), განსაკუთრებით ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია სისხლის კოლტების გამო და თუ შესაძლებელია თქვენი მდგომარეობის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით,
ილოპერა არ უნდა იქნას გამოყენებული პირველი რიგის მკურნალობის სახით. ექიმი გეტყვით, გეხებათ თუ არა ეს თქვენ.
თუ გონებას კარგავთ ან გულის წასვლის ეპიზოდების რაოდენობა გახშირდა, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან თირკმლის ძალიან მძიმე პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს, აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, თანდათან მიიღოთ დანიშნული დოზა ან დაგინიშნონ ილოპერას უფრო დაბალი დოზა, ვიდრე სხვა პაციენტებს.
არ დაუშვათ ილოპერას ხსნარის კანთან ან თვალებთან კონტაქტი. ილოპერა არ უნდა გადაყლაპოთ. გადაყლაპვის შემთხვევაში, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და აცნობეთ ექიმს. ნებულაიზერით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ სახის ნიღბების გამოყენებას და გამოიყენოთ მუნდშტუკი.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ თუნდაც წარსულში.
ახალშობილები, ჩვილები და ორსული ქალები არ უნდა იყვნენ ოთახში ილოპერას ინჰალაციის დროს.
საკვებისა და სასმელების გავლენა ილოპერაზე
ილოპერა მიიღება ინჰალაციის გზით. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რაიმე ურთიერთქმედებას მოახდენს საკვებთან ან სასმელებთან. თუმცა, ინჰალაციის დროს, თავი უნდა აარიდოთ საკვების ან სასმელების მიღებას.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა ილოპერათი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
ორსულობის დროს ილოპერა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, ილოპერა იწვევს ან საეჭვოა სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევა.
თუ შეამჩნევთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, გადადის თუ არა ილოპერა დედის რძეში. ამიტომ, ილოპერათი თერაპიის დროს თავი უნდა შეიკავოთ ძუძუთი კვებისგან.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ილოპერა ამცირებს არტერიულ წნევას და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა.
თუ ამ ეფექტებს განიცდით, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ რაიმე ხელსაწყოებით ან მექანიზმებით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ილოპერაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ილოპერას თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; შესაბამისად, ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს. ის ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით (თითოეულ დოზაში 100 მგ-ზე ნაკლებს) ეთანოლს (ალკოჰოლს).
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში
მიმართეთ ექიმს, თუ ილოპერას ერთდროულად იყენებთ შემდეგ მედიკამენტებთან. შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის ჩატარება:
მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ვაზოდილატატორები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ბეტა-ბლოკატორები, ნიტროვაზოდილატატორები, ADE ინჰიბიტორები და ა.შ.), შესაძლოა კიდევ უფრო შეამცირონ თქვენი არტერიული წნევა.
სისხლის გამათხელებლები ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი ან აცეტილსალიცილის მჟავა, ჰეპარინი, კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები, ნიტროვაზოდილატატორები და სხვა),
კორტიზონი და მსგავსი მედიკამენტები (ჰიდროკორტიზონი, მეთილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი).
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა მიიღოთ ილოპერა?
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ილოპერათი მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებული დოზაა 2.5 მიკროგრამი. კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 5.0 მიკროგრამამდე და შენარჩუნდეს ამ დონეზე. 5.0 მიკროგრამი დოზის ცუდი ამტანობის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 2.5 მიკროგრამამდე. ინჰალაციის სესიაზე დოზა უნდა მიიღოთ დღეში 6-დან 9-ჯერ, ინდივიდუალური საჭიროებისა და ამტანობის მიხედვით.
დოზას საჭიროებისამებრ დაარეგულირებს ექიმი.
მიღების გზა და მეთოდი:
ილოპერა გამოიყენება ინჰალაციის გზით, ნებულაიზერების სახელით ცნობილი მოწყობილობების გამოყენებით. თითოეული სეანსი დაახლოებით 4-დან 10 წუთამდე გრძელდება. ილოპერას ნებულაიზერის ხსნარი არ უნდა მოხვდეს კანთან და თვალებთან კონტაქტში; თავი უნდა აარიდოთ ილოპერას ხსნარის პერორალურად მიღებას. ნებულაიზერის სესიების დროს თავი უნდა აარიდოთ სახის ნიღბის ტარებას და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მუნდშტუკი.
გამოყენების ინსტრუქცია, I-Neb AAD სისტემა;
I-Neb AAD სისტემის გამოყენებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
I-Neb AAD სისტემის მიერ მოწოდებული წინასწარ დაყენებული დოზა კონტროლდება მედიკამენტის კამერით და საკონტროლო დისკთან ერთად. თითოეული მედიკამენტის კამერისთვის არის შესაბამისი ფერადი კოდირებით საკონტროლო დისკი.
- 5 მიკროგრამიანი დოზისთვის წითელი საკეტით აღჭურვილი მედიკამენტის კამერა გამოიყენება წითელ საკონტროლო დისკთან ერთად.
5 მიკროგრამიანი დოზისთვის იისფერი საკეტით აღჭურვილი მედიკამენტის კამერა გამოიყენება იისფერ საკონტროლო დისკთან ერთად.
I-Neb AAD-ით თითოეული ინჰალაციის სესიისთვის, ილოპერას ერთი 1 მლ ნებულაიზერის ხსნარის ამპულის (10 მიკროგრამი/მლ) შიგთავსი, რომელსაც ორი ფერადი რგოლი (თეთრი - ყვითელი) აქვს, გამოყენებამდე დაუყოვნებლივ გადაიტანება ნებულაიზერის შესაბამის მედიკამენტურ კამერაში.
ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: ასაკი და სქესი კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს ილოპროსტის შეწოვაში, ეფექტის ხანგრძლივობაში, განაწილებასა და ორგანიზმიდან გამოყოფაში.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. კლინიკურ კვლევებში თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ინტრავენური გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც დიალიზი ესაჭიროებოდათ, ილოპროსტის შემცირებული ელიმინაცია დაფიქსირდა. ამიტომ, უნდა დაიცვათ იგივე დოზირების რეკომენდაციები, რაც ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა: ილოპროსტის გამოყოფა შემცირებულია ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
დღის განმავლობაში არასასურველი აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად, ამ პაციენტებთან დოზის საწყისი ტიტრაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თავდაპირველად, 2.5 მიკროგრამის (ნახევარი დოზის) დოზები უნდა დაინიშნოს 3-4 საათიანი ინტერვალებით (შეესაბამება დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ მიღებას). შემდგომში, დოზირების ინტერვალები შეიძლება ფრთხილად შემცირდეს ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. თუ ნაჩვენებია დოზის შემდგომი გაზრდა 5.0 მიკროგრამამდე, თავიდანვე უნდა შეირჩეს მინიმუმ 3-4 საათიანი დოზირების ინტერვალები და შემცირდეს ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. სამკურნალო პრეპარატის შემდგომი არასასურველი დაგროვება მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა, ღამეს პრეპარატის მიღებისგან შესვენების გამო.
თუ თვლით, რომ ილოპერას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ილოპერას საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. შესაძლოა გამოვლინდეს არტერიული წნევის უეცარ ვარდნასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ალები, გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასევე, გულისცემა შეიძლება იყოს ნორმაზე დაბალი ან მაღალი, არტერიული წნევა შეიძლება დაეცეს ან ტკივილი აღინიშნებოდეს კიდურებსა და ზურგში. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ინჰალაციის სეანსი და მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ილოპერას მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს.
ილოპერათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო ეფექტები: .
თუ შეწყვეტთ ან გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, პირველ რიგში მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ილოპერას მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
ილოპერათი მკურნალობის დროს დაფიქსირებული ყველა გვერდითი მოვლენა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან სულ მცირე 1 ადამიანში
ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში
არახშირი: შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში
იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
ძალიან იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ილოპერას გამოყენება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ:
მომატებული მგრძნობელობა (უცნობი სიხშირე)
გამონაყარი (ხშირი)
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, შესაძლოა გქონდეთ მძიმე ალერგია ილოპერას მიმართ, რაც მოითხოვს სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში:
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) (ხშირი)
სისხლდენის შემთხვევები, ძირითადად ჰემატომის (სისხლის ადგილობრივად დაგროვება) და ეპისტაქსი (ცხვირიდან სისხლდენა) სახით, როგორც მოსალოდნელი იყო, ხშირი იყო ამ პაციენტთა პოპულაციაში, პაციენტების დიდი ნაწილი იღებდა ანტიკოაგულანტებთან ერთად მკურნალობას (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები). სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოციტების (სისხლის შედედებისთვის აუცილებელი პროტოპლაზმის მცირე ნაწილაკები), აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან ანტიკოაგულანტებს (ძალიან ხშირი). ძალიან იშვიათად, აღწერილია ფატალური შემთხვევები, მათ შორის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური და ქალასშიდა სისხლდენა).
სინკოპე (გონების დაკარგვა) (ხშირი)
ქოშინი (დისპნეა) (ხშირი)
დისკომფორტი/ტკივილი გულმკერდის არეში (ძალიან ხშირი)
სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი
სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია — შეიძლება გამოიწვიოს კანისა და სახის სიწითლე და დაბალი არტერიული წნევა)
ხველა
თავის ტკივილი
გულისრევა
ყბის ტკივილი/დაბლოკვა
ხელებსა და ფეხებში შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)
ხშირი
თავბრუსხვევა
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
შესამჩნევი გულისცემა, მათ შორის სწრაფი და ძლიერი რიტმები, გულის ფრიალი
დიარეა
ღებინება
ყელის ტკივილი (ყლაპვისას)
ყელის გაღიზიანება
პირის ღრუსა და ენის გაღიზიანება და ტკივილი
ზურგის ტკივილი
უცნობი
თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
გემოს დარღვევა
ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეგუბება)
სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმის სიმპტომები, ქოშინი)
ხიხინი
სხვა პოტენციური გვერდითი მოვლენები
ტერფებისა და ფეხების შეშუპება წყლის შეკავების გამო დაავადების ძალიან გავრცელებული სიმპტომია. თუმცა, ეს შეიძლება ასევე მოხდეს ილოპერათი მკურნალობის გამო.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე 0 800 314 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.
- როგორ ინახება ილოპერა?
ილოპერა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ილოპერა ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ილოპერა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ილოპერა.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოახდინეთ უტუკუზაცია გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,
D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა
მწარმოებელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,
ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013. Cad. No.24
Sincan/ანკარა
პაციენტის საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების თარიღია 24/03/2022.
შემდეგი ინფორმაცია მოწოდებულია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ მედიკამენტს
შეუთავსებლობა
ვინაიდან შეუთავსებლობის კვლევები არ ჩატარებულა, ეს პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს.
განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ გადაყაროთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტები! გთხოვთ, ჩააბაროთ გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
თითოეული ინჰალაციის სესიისთვის, ილოპერას ერთი გახსნილი ამპულის შიგთავსი გამოყენებამდე დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანოთ ნებულაიზერის მედიკამენტურ კამერაში. თითოეული ინჰალაციის სესიის შემდეგ, ნებულაიზერში დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს. ასევე, მკაცრად უნდა დაიცვათ მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინსტრუქციები ნებულაიზერის ჰიგიენისა და გაწმენდის შესახებ.
ნებულაიზერთან ერთად გამოყენება:
ზოგადად, ილოპერა 10 მკგ/მლ ნებულაიზერის ხსნარი დამტკიცებულია შესაბამის ნებულაიზერებთან ერთად ინჰალაციური გამოყენებისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. ეს ნებულაიზერები მუშაობენ შეკუმშული ჰაერით, ულტრაბგერით ან ვიბრაციული ბადის ტექნოლოგიით.
ილოპერა 10 მკგ/მ1 ინჰალაციური ხსნარისთვის შესაფერისი ნებულაიზერები აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: 2.5 ან 5 მკგ ილოპროსტის გამოყოფა მუნდშტუკიდან 4-10 წუთის განმავლობაში. აეროზოლის მასის საშუალო აეროდინამიკური დიამეტრი (MMAD) 1-დან 5 მიკრომეტრამდეა.
შემდეგი ნებულაიზერები გამოცდილი და დამტკიცებულია ილოპერა 10 მკგ/მლ-თან გამოსაყენებლად:
- HaloLite AAD (Philips Respironics)
- Prodose AAD (Philips Respironics)
- Venta-Neb (Nebu-Tec)
- I-Neb AAD (Philips Respironics)
შემთხვევითი ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით, რეკომენდებულია ილოპერას გამოყენება ინჰალაციით ტრიგერული სისტემების მქონე ნებულაიზერებთან ერთად და ოთახის კარგად ვენტილაცია.
სხვა ნებულაიზერზე გადასვლა უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების ინსტრუქცია, I-Neb AAD სისტემა;
I-Neb AAD სისტემის გამოყენებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
I-Neb AAD სისტემის მიერ მოწოდებული წინასწარ დაყენებული დოზა კონტროლდება მედიკამენტის კამერით და საკონტროლო დისკთან ერთად. თითოეული მედიკამენტის კამერისთვის არის შესაბამისი ფერადი კოდირებით საკონტროლო დისკი.
- 5 მიკროგრამიანი დოზისთვის წითელი საკეტით მედიკამენტის კამერა გამოიყენება
წითელ საკონტროლო დისკთან ერთად.
5 მიკროგრამიანი დოზისთვის იისფერი საკეტით მედიკამენტის კამერა გამოიყენება
იისფერ საკონტროლო დისკთან ერთად.
I-Neb AAD-ით თითოეული ინჰალაციის სესიისთვის, ილოპერას ერთი 1 მლ ამპულის შიგთავსი, რომელსაც აქვს ორი ფერადი რგოლი (თეთრი - ყვითელი), გადაიტანება შესაბამის ნებულაიზერის მედიკამენტის კამერაში გამოყენებამდე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


