პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

იზოფლურანი USP

ISOFLURANE USP

რეცეპტით250მლინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

იზოფლურანი არის ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იზოფლურანი (isoflurane)
ფორმა და შეფუთვა
250მლ საინჰალაციო სითხე ქარვისფერი მინის ბოთლი №1
მწარმოებელი
Piramal Pharma Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-037111
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Piramal Pharma Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიზოფლურანი USP და სხვა წამალი ერთად

იზოფლურანი USP — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იზოფლურანი არის ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

იზოფლურანის მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით განსხვავდება. ქვემოთ ცხრილში მოცემულია მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

მოზრდილები

ასაკი

მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა

100% ჟანგბადში

70% N2O

26+4 წელი

  • 28%
  • 56%

44+ 7 წელი

  • 15%
  • 50%

64+ 5 წელი

  • 05%
  • 37%

პედიატრიული პოპულაცია

დღენაკლული ახალშობილები

<32 კვირა გესტაციური ასაკი

  • 28%

დღენაკლული ახალშობილები

32-37 კვირა გესტაციური ასაკი

  • 41%

0-1 თვე

  • 60%

1-6 თვე

  • 87%

6-12 თვე

  • 80%

1- 5 წელი

  • 60%

პრემედიკაციისთვის პრეპარატების შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროების მიხედვით. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის დამთრგუნველი ზემოქმედება. ანტიქოლინერგიული პრეპარატების გამოყენება არჩევანის საკითხია, მაგრამ შეიძლება რეკომენდებული იყოს პედიატრიულ პაციენტებში ინჰალაციის ინდუქციისთვის.

ინდუქცია:

ვინაიდან იზოფლურანი არის ოდნავ ცხარე, ინჰალაციამდე უნდა გაკეთდეს ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საინდუქციო საშუალება ხველის პრევენციის მიზნით. ალტერნატიულად, შეიძლება იზოფლურანის შეყვანა ჟანგბადთან ან ჟანგბადის/აზოტი ოქსიდის ნარევთან.

რეკომენდებულია, რომ იზოფლურანით ინდუქცია დაიწყოს 0.5% კონცენტრაციით. როგორც წესი, 1.5-3.0% კონცენტრაცია წარმოქმნის ქირურგიულ ანესთეზიას 7-10 წუთში.

ანესთეზიის ინდუქცია ბავშვებში: იზოფლურანის გამოყენება რეკომენდებული არ არის ინჰალაციის ინდუქციისთვის ჩვილებსა და ბავშვებში ხველის, სუნთქვის შეკავების, დესატურაციის, მომატებული სეკრეციებისა და ლარინგოსპაზმის გამო.

შენარჩუნება:

ჟანბადის/აზოტის ოქსიდის ნარევში შესუნთქული იზოფლურანის 1.0-2.5% კონცენტრაციით შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციისთვის ადეკვატური ანესთეზიის შენარჩუნება. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი იზოფლურანი (0.5-1.0%), როდესაც იზოფლურანი შეიყვანება მხოლოდ ჟანგბადთან ერთად.

საკეისრო კვეთისას ანესთეზიის შესანარჩუნებლად შესაფერისია 0.5-0.75% იზოფლურანი ჟანგბადის/აზოტის ოქსიდის ნარევში.

შენარჩუნების დროს არტერიული წნევის დონეები დაკავშირებულია ალვეოლარულ იზოფლურანის კონცენტრაციასთან გართულების სხვა ფაქტორების არარსებობისას. თუ არ არის გართულების სხვა ფაქტორები, ეს სავარაუდოდ გამოწვეული იქნება პერიფერიული ვაზოდილატაციით. არტერიული წნევის ძლიერ დაცემა შეიძლება გამოწვეული იყოს ანესთეზიის სიღრმით და ასეთ შემთხვევაში, მისი კორექცია შეიძლება შესუნთქული იზოფლურანის კონცენტრაციის შემცირებით.

ხანდაზმულები:

როგორც სხვა საშუალებების შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში ქირურგიული ანესთეზიის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, საჭიროა იზოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციები.

შეყვანის წესი:

გამოიყენება სპეციალურად კალიბრირებული ინჰალატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ანესთეზიის კონცენტრაციის ზუსტ კონტროლს.

იზოფლურანი რეკომენდებული არ არის, როგორც საინდუქციო საშუალება ბავშვებში.

უკუჩვენებები

იზოფლურანი უკუნაჩვენებია იზოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების მიმართ დადასტურებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ასევე უკუნაჩვენებია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ დადასტურებული ან საეჭვო გენეტიკური მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

გამოყენებული უნდა იყოს იზოფლურანისთვის სპეციალურად კალიბრირებული ინჰალატორები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდებული ანესთეტიკის კონცენტრაციის ზუსტი კონტროლი. ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად მატულობს ჰიპოტენზია და რესპირატორული დეპრესია.

მიღებულია ცნობები პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes) (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური) ასოცირებული QT პროლონგაციის შემთხვევების შესახებ.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის შეყვანისას QT პროლონგაციის რისკი მქონე პაციენტებში.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის იზოფლურანის გამოყენებისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

იზოფლურანს, სხვა საინჰალაციო საშუალებების მსგავსად, გააჩნია მარელაქსირებელი ეფექტები საშვილოსნოზე საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პოტენციური რისკით.

აუცილებელია კლინიკური დასაბუთება იზოფლურანის გამოყენებისას გინეკოლოგიური ოპერაციების დროს ანესთეზიისას. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის ყველაზე დაბალი შესაძლო კონცენტრაციის გამოყენება გინეკოლოგიური ოპერაციებისას (იხ. „ორსულობა“).

  • CF2H წილით ჰალოგენირებული საინჰალაციო საშუალებების (მაგ. დესფლურანი, ენფლურანი და იზოფლურანი) გამოყენებისას აღინიშნა მომატებული კარბოქსიჰემოგლობინის ცალკეული შემთხვევები. ნორმალურად ჰიდრატირებული აბსორბენტების არსებობისას არ წარმოიქმნება ნახშირბადის მონოოქსიდის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები. აუცილებელია CO2 აბსორბენტების შესახებ მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.

ცნობილია, რომ იზოფლურანი ურთიერთქმედებს მშრალ ნახშირბადის დიოქსიდის აბსორბენტებთან დახურული კონტურის ანესთეზიის დროს და წარმოქმნის ნახშირბადის მონოოქსიდს. ხელახალი შესუნთქვის კონტურებში ნახშირბადის მონოოქსიდის წარმოქმნის რისკისა და კარბოქსიჰემოგლობინის დონეების მატების ალბათობის შემცირების მიზნით, არ უნდა მოხდეს ნახშირბადის დიოქსიდის აბსორბენტების გამოშრობა.

აღინიშნა ჭარბი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანტური ხანძრის იშვიათი შემთხვევები საანესთეზიო დანადგარში ამ კლასის პრეპარატებით ზოგადი ანესთეზიისას, როდესაც ისინი გამოიყენებოდა გამომშრალ CO2 აბსორბენტებთან ერთად, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობის მქონე აბსორბენტებთან (მაგ. ბარალიმი). როდესაც ექიმს აქვს ეჭვი, რომ CO2 აბსორბენტები შეიძლება გამომშრალი იყოს, იზოფლურანის გამოყენებამდე ისინი უნდა შეიცვალოს. CO2 აბსორბენტების უმრავლესობის ფერის ინდიკატორი ყოველთვის არ ცვლის გამოშრობის შედეგს. ამიტომ, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა აუცილებლად არ მიუთითებს ადეკვატურ ჰიდრატაციაზე. აუცილებელია CO2 აბსორბენტების პერიოდულად გამოცვლა მიუხედავად ფერის ინდიკატორის მდგომარეობისა.

ვინაიდან იზოფლურანით ანესთეზიის დონეები შეიძლება იოლად და სწრაფად შეიცვალოს, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის ინჰალატორები, რომლებიც წარმოქმნიან პროგნოზირებად კონცენტრაციას მაღალი სიზუსტით და ტექნიკით, რომლითან შესაძლებელია შესუნთქული ან ამოსუნთქული კონცენტრაციების კონტროლი.

ჰიპოტენზიის და სუნთქვის დათრგუნვის ხარისხის მიხედვით შეიძლება გარკვეულწილად განისაზღვროს ანესთეზიის სიღრმე.

როგორც სხვა ძლიერი ზოგადი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, იზოფლურანის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ საანესთეზიო გარემოში იმ პირების მიერ, რომლებიც იცნობენ პრეპარატის ფარმაკოლოგიას და კვალიფიცირებული არიან ანესთეზირებული პაციენტის მართვის მიმართულებით მიღებული სწავლებისა და გამოცდილების საფუძველზე.

არსებული ცნობები აჩვენებს, რომ იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, რაც შეიძლება გამოიხატოს ღვიძლის ფერმენტების მსუბუქი ტრანზიტორული მომატებით და ღვიძლის ფატალური ნეკროზით ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ცნობილია, რომ მანამდე ჰალოგენირებული ჰიდროკარბონის ანესთეტიკების ზემოქმედებამ, განსაკუთრებით, თუ ინტერვალი 3 თვეზე ნაკლებია, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანების პოტენციალის ზრდა. ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი ან სხვა მანამდე არსებული ღვიძლის დაავადება შეიძლება იყოს არა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალების, არამედ სხვა საანესთეზიო საშუალების შერჩევის მიზეზი.

გამოყენებული საანესთეზიო საშუალების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ნორმალური ჰემოდინამიკის შენარჩუნება მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად კორონარული არტერიული დაავადების მქონე პაციენტებში

იზოფლურანი მნიშვნელოვნად ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს ანესთეზიის უფრო ღრმა დონეებზე. შეიძლება აღინიშნოს ცერებრალური სპინალური სითხის წნევის ტრანზიტორული მომატება, რაც სრულად შექცევადია ჰიპერვენტილაციით.

იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება მომატებული ქალასშიდა წნევის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ჰიპერვენტილაცია.

იზოფლურანის გამოყენება ჰიპოვოლემიურ, ჰიპოტენზიურ და დასუსტებულ პაციენტებში ვრცლად შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია იზოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაცია.

იზოფლურანი მნიშვნელოვნად აძლიერებს ყველა ფართოდ გამოყენებულ კუნთების რელაქსანტებს, ზემოქმედება უფრო ძლიერია არამადეპოლარიზებელი საშუალებების გამოყენებისას.

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური ფუნქციის ოდნავ დაქვეითება ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. ასევე გამოყენების შემდეგ 6 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს მცირე ხასიათის ცვლილებები და სიმპტომები. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტების მიერ ყოველდღიური საქმიანობის განახლებისას, მათ შორის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის ხელახლა დაწყებისას (იხ. „ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე“).

ნეიროკუნთოვანი დაღლილობა შეიძლება გაძლიერდეს ნეიროკუნთოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა მიასთენია გრავისი. ასეთ პაციენტებში იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება.

იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც შეიძლება განვითარდეს ბრონქოკონსტრიქცია, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ბრონქოსპაზმი (იხ. „არასასურველი ეფექტები“).

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დეპრესია, რაც შეიძლება შესუსტდეს ნარკოტიკული საშუალებით პრემედიკაციის გზით ან რესპირატორული დეპრესიის გამომწვევის სხვა საშუალებებით. აუცილებელია სუნთქვაზე დაკვირვება და აუცილებლობისას, დამხმარე ზომების მიღება (იხ. „არასასურველი ეფექტები“).

ანესთეზიის ინდუქციისას, შეიძლება გაიზარდოს ნერწყვის რაოდენობა და ტრაქეობრონქული სეკრეცია, რაც შეიძლება გახდეს ლარინგოსპაზმის განვითარების მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში.

პედიატრიული პოპულაცია

ორ წლამდე ასაკის ბავშვები

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის გამოყენებისას მცირეწლოვან ბავშვებში, პაციენტთა ამ ჯგუფში შეზღუდული გამოცდილების გამო.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია:

მგრძნობიარე პირებში იზოფლურანით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რის გამოც შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადზე მოთხოვნა და განვითარდეს კლინიკური სინდრომი - ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ეს სინდრომი მოიცავს არასპეციფიკურ მოვლენებს, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ციანოზი, არითმიები და არასტაბილური არტერიული წნევა (ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ არასპეციფიკური ნიშნების უმრავლესობა შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ანესთეზიისას, მწვავე ჰიპოქსია, სხვ.). საერთო მეტაბოლიზმის გაზრდა შეიძლება გამოიხატოს ტემპერატურის მომატებით (ტემპერატურის მატება შეიძლება სწრაფად აღინიშნოს ადრეულ ან გვიან ეტაპზე, მაგრამ, როგორც წესი, არ წარმოადგენს დასუსტებული მეტაბოლიზმის პირველ ნიშანს) და CO2 აბსორბციის სისტემის (ცხელი ფილტრაციის ყუთი) გამოყენების გაზრდით. PaO2 და pH შეიძლება შემცირდეს და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია და ძირითადი დეფიციტი. მკურნალობა მოიცავს გამომწვევი ამ მდგომარეობების გამომწვევი საშუალებების (მაგ. იზოფლურანი) მიღების შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ვენებში შეყვანას და დამხმარე თერაპიის ჩატარებას. ამგვარი თერაპია მოიცავს აგრესიული ზომების მიღებას სხეულის ტემპერატურის ნორმის ფარგლებში აღდგენისთვის, რესპირატორულ და ცირკულატორულ დახმარებას ჩვენების მიხედვით და ელექტროლიტების-სითხის-მჟავა-ფუძის დარღვევის მართვას (პაციენტის მართვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ინფორმაცია ინტრავენური დანტროლენის ნატრიუმის შესახებ).

მიღებულია ცნობები პოსტმარკეტინგულ პერიოდში ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფატალური იყო.

პერიოპერაციული ჰიპერკალემია:

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონეების იშვიათ მატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში პოსტოპერაციულ პერიოდში. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ლატენტური, აგრეთვე აშკარა ნეიროკუნთოვანი დაავადების, კერძოდ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები. უმეტეს და არა ყველა ასეთ შემთხვევაში იმავდროულად გამოიყენება სუქცინილქოლინი. ასეთ პაციენტებში ასევე აღინიშნება შრატში კრეატინინის კინაზას დონეების მნიშვნელოვნად მატება და ზოგიერთ შემთხვევაში, მიოგლობინურიისთვის დამახასიათებელი შარდის ცვლილებები. ავთვისებიან ჰიპერთერმიის გამოვლინებასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებში არ აღინიშნება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის კლასიკური ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა და ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა. რეკომენდებულია ჰიპერკალემიის და რეზისტენტული არითმიების სასწრაფო და აგრესიული მკურნალობა და ლანეტური ნეიროკუნთოვანი დაავადების გამოსავლენად შემდგომი შეფასება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არარეკომენდებული კომბინაციები:

იზოფლურანით ნარკოზის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებების, როგორიცაა იზოპრენალინი და ალფა- და ბეტა- სიმპათომიმეტიკური საშუალებების, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, გგამოყენებისას ვენტრიკულური არითმიების პოტენციური რისკის გამო. არასელექციური მაო-ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე 15 დღით ადრე.

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება:

არაპირდაპირ მოქმედი სიმპათომიმეტიკები (ამფეტამინები და მათი წარმოებულები, ფსიქოსტიმულატორები, მადის დამთრგუნველი საშუალებები, ეფედრინი და მისი წარმოებულები): პერი-ოპერაციული ჰიპერტენზიის რისკი. იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება არჩევითი ქირურგია, მკურნალობა სასურველია შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

ადრენალინი კანქვეშა ან გინგივალური ინექციებით: სერიოზული ვენტრიკულური არითმიების რისკი, მომატებული გულისცემის შედეგად, თუმცა, ადრენალინთან დაკავშირებით მიოკარდიუმის სენსიტივობა უფრო დაბალია იზოფლურანის გამოყენებისას, ვიდრე ჰალოთანის გამოყენებისას.

კალციუმის ანტაგონისტები, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები:

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კალციუმის ანტაგონისტებით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი ნეგატიური ინოტროპული ზემოქმედების რისკის გამო.

ბეტა-ბლოკატორები: ბეტაბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულარული კომპენსაციის რეაქციების დარღვევა.

CYP2E1 ინდუქტორები:

სამკურნალო საშუალებებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან P450 ციტოქრომის CYP2E1 იზოფერმენტის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გამოიწვიონ იზოფლურანის მეტაბოლიზმის ზრდა და პლაზმაში ფტორის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი მომატება.

იზოფლურანისა და იზონიაზიდის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰეპატოტოქსიკური ეფექტების გაძლიერების რისკი.

ოპიოიდები, ბენზოდიაზეპინები და სხვა სედაციური საშუალებები ასოცირებულია სუნთქვის დათრგუნვასთან და აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანთან ერთად მათი გამოყენებისას.

სუქცინილქოლინის იმავდროული გამოყენება საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან ერთად ასოცირებულია შრატში კალიუმის დონეების იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტ-ოპერაციულ პერიოდში.

იზოფლურანი მნიშვნელოვნად აძლიერებს ყველა ფართოდ გამოყენებულ კუნთების რელაქსანტებს. ნეოსტიგმინი მოქმედებს არამადეპოლარიზებელ რელაქსანტებზე, მაგრამ არ მოქმედებს თვითონ იზუფლურანის მარელაქსირებელ მოქმედებაზე. მოზრდილებში N2O-ს იმავდროული გამოყენება ამცირებს მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს ან შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში იზოფლურანის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობას. იზოფლურანი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

იზოფლურანს, სხვა საინჰალაციო საშუალებების მსგავსად, გააჩნია მარელაქსირებელი ეფექტები საშვილოსნოზე საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პოტენციური რისკით. აუცილებელია კლინიკური დასაბუთება იზოფლურანის გამოყენებისას გინეკოლოგიური ოპერაციების დროს ანესთეზიისთვის. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის ყველაზე დაბალი შესაძლო კონცენტრაციების გამოყენება გინეკოლოგიური ოპერაციების დროს.

გამოყენება საკეისრო კვეთის დროს:

ნაჩვენებია, რომ 0.75%-მდე კონცენტრაციით იზოფლურანი უსაფრთხოა საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის შესანარჩუნებლად.

ძუძუთი კვება:

ცნობილი არ არის გადადის თუ არა იზოფლურანი/მეტაბოლიტები ადამიანის დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გადადის დედის რძეში, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის გამოყენებისას მეძუძურ დედებში.

ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო დანადგარების მართვა, შეიძლება შეფერხდეს იზოფლურანით ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, იზოფლურანის გამოყენებიდან 6 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს ხასიათის მცირე ცვლილებები და სიმპტომები.

გვერდითი მოვლენები

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

იზოფლურანის გამოყენებისას გამოვლენილი უარყოფითი რეაქიები, როგორც წესი დოზადამოკიდებული ფარმაკოფიზიოლოგიური ეფექტებია და მოიცავს ჰიპოტენზიას, სუნთქვის დათრგუნვას და არითმიებს. პოტენციურად სერიოზული არასასურველი ეფექტები მოიცავს ავთვისებიან ჰიპერთერმიას, ჰიპერკალემიას, შრატში კრეატინინის კინაზას მომატებას, მიოგლობინურიას, ანაფილაქსურ რეაქციებს და ღვიძლის მხრივ უარყოფით რეაქციებს (იხ. „სიფრთხილის ზომები“). პოსტოპერაციულ პერიოდში აღინიშნება კანკალი, გულისრევა, ღებინება, ილეუსი, აჟიტაცია და დელირიუმი.

გულის შეტევა, ბრადიკარდია და ტაქიკარდია აღინიშნება ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის იზოფლურანის გამოყენებისას.

არსებობს ცნობები პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes) ასოცირებული QT პროლონგაციის შესახებ (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური); ასევე გამოვლინდა ილეუსის შემთხვევები.

ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური შეჯამება

ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია კლინიკური ცდებისას და პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები. განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით, ამიტომ მითითებულია „ცნობილი არ არის“.

პრეპარატის ყველაზე ხშირი უარყოფითი რეაქციების შეჯამება

სისტემურ ორგანოთა კლასი

სიხშირე

უარყოფითი რეაქცია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

კარბოქსიჰემოგლობინემია2

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

ანაფილაქსური რეაქცია1

ცნობილი არ არის

მომატებული მგრძნობელობა1

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ცნობილი არ არის

ჰიპერკალემია2

ცნობილი არ არის

სისხლში გლუკოზის მომატება1

ფსიქიკური დარღვევები

ცნობილი არ არის

აჟიტაცია

ცნობილი არ არის

დელირიუმი

ცნობილი არ არის

ხასიათის ცვლილება5

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

კონვულსია

ცნობილი არ არის

ფსიქიკური დარღვევა4

დარღვევები გულის მხრივ

ცნობილი არ არის

არითმია

ვასკულარული დარღვევები

ცნობილი არ არის

ჰიპოტენზია2

ცნობილი არ არის

ჰემორაგია3

რესპირატორული, თორაკიული და შუასაყარის დარღვევები

ცნობილი არ არის

ბრონქოსპაზმი2

ცნობილი არ არის

დისპნოე1

ცნობილი არ არის

ქოშინი1

ცნობილი არ არის

სუნთქვის დათრგუნვა2

ცნობილი არ არის

ლარინგოსპაზმი2

კუჭ-ნაწლავური დარღვევები

ცნობილი არ არის

ილეუსი

ცნობილი არ არის

ღებინება

ცნობილი არ არის

გულისრევა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ცნობილი არ არის

ღვიძლის ნეკროზი2

ცნობილი არ არის

ჰეპატოცელულარული დაზიანება2

ცნობილი არ არის

სისხლში ბილირუბინის მომატება1

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ცნობილი არ არის

სახის შეშუპება1

ცნობილი არ არის

კონტაქტური დერმატიტი1

ცნობილი არ არის

გამონაყარი1

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

სისხლში კრეატინინის მომატება1

ცნობილი არ არის

სისხლში შარდოვანას მომატება1

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ცნობილი არ არის

ავთვისებიანი ჰიპერთერმია2

ცნობილი არ არის

დისკომფორტი გულის არეში1

ცნობილი არ არის

შემცივნება

გამოკვლევები

ცნობილი არ არის

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება1

ცნობილი არ არის

ღვიძლის ფერმენტების მომატება2

ცნობილი არ არის

ფტორის მომატება1

ცნობილი არ არის

დარღვევები ელექტროენცეფალოგრამაზე

ცნობილი არ არის

სისხლში ქოლესტერინის შემცირება1

ცნობილი არ არის

სისხლში ტუტე ფოსფატაზას შემცირება1

1 იხ. ქვემოთ „შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა“

2 იხ. „სიფრთხილის ზომები“

3 იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება ინდუცირებული აბორტი

4 შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური ფუნქციის ოდნავ დაქვეითება ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. იხ. „სიფრთხილის ზომები“

5 ხასიათის მცირე ცვლილებები და სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 6 დღემდე. იხ. ‘სიფრთხილის ზომები“.

გ. შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

აღინიშნა სისხლში ბილურუბინის, სისხლში გლუკოზას და შრატში კრეატინინის ტრანზიტორული მომატება BUN-ის, შრატში ქოლესტერინისა და ტუტე ფოსფატაზას შემცირებით. როგორც სხვა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, ქირურგიული სტრესის არარსებობის დროსაც კი აღინიშნა სისხლში თეთრი უჯრედების ტრანზიტორული მომატება.

მიღებულია ცნობები მომატებული მგრძნობელობის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (მათ შორისაა კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, დისპნოე, ქოშინი, დისკომფორტი გულის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის იზოფლურანის გრძელვადიანი პროფესიონალური ექსპოზიციისას. ეს რეაქციები დადასტურებულია კლინიკური ტესტირებით (მაგ. მეთაქოლინის შეყვანა). ინჰალაციური ანესთეზიის ზემოქმედების დროს გამოვლენილი ანაფილაქსური რეაქციების ეტიოლოგია უცნობია, ვინაიდან ამ დროს ერთდროულად გამოიყენება მრავალი პრეპარატი, რომელთაგან უმრავლესობა, როგორც ცნობილია, იწვევს აღნიშულ რეაქციებს.

იზოფლურანით ანესთეზიის დროს და შემდეგ აღინიშნება შრატში არაორგანული ფტორის დონეების მინიმალურად მომატება, რაც გამოწვეულია ამ საშუალების ბიოდეგრადაციის შედეგად. მოსალოდნელი არ არის, რომ შრატში არაორგანული ფტორის დაბალმა დონემ (საშუალო 4.4მკგმოლ/ლ ერთი კვლევისას) გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა, ვინაიდან ეს დონე თირკმლის ტოქსიკურობისთვის შემოთავაზებულ ზღვრულ დონეებზე მნიშვნელოვნად ქვემოთაა.

დ. პედიატრიული პოპულაცია

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში.

ანესთეზიის ინდუქციის დროს შეიძლება გაიზარდოს ნერწყვის ნაკადი და ტრაქეობრონქული სეკრეცია და შედეგად განვითარდეს ლარინგოსპაზმი.

ე. სხვა სპეციალური პოპულაციები

ნეიროკუნთოვანი დაავადება:

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში. ამ მხრივ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, აგრეთვე აშკარა ნეიროკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. რეკომენდებულია ადრეული და აგრესიული ჩარევა ჰიპერკალემიისა და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ და ლატენტური ნეიროკუნთოვანი დაავადების გამოსავლენად შემდგომი შეფასება.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ანესთეზიის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, საჭიროა იზოფლურანის ნაკლები კონცენტრაციები.

ჭარბი დოზა

როგორც სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, აღინიშნება ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა. რეკომენდებულია არტერიული წნევისა და სუნთქვის მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ზომების მიღება ანესთეზიის ძალიან ღრმა დონით გამოწვეული ჰიპოტენზიისა და რესპირატორული დეპრესიის კორექციისთვის.

ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები:

ინახება კონტროლირებულ ოთახის ტემპერატურაზე (15-300C) მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული თარიღის შემდეგ.

შემადგენლობა

იზოფლურანი არის უფერო, არააალებადი ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება, რომელიც არ შეიცავს დანამატს ან სტაბილიზატორს. ის არის 1-ქლორო-2,2,2-ტრიფლუოროეთილ დიფლუორომეთილის ეთერი.

შენახვის პირობები

5 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

შეფუთვის შესახებ ინფორმაცია:

იზოფლურანი წარმოდგენილია 100 მლ ან 250 მლ ბოთლებში.

Piramal

Critical Care

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

IN/PI/0031/22/00

იზოფლურანი USP

სიანჰალაციო საანესთეზიო საშუალება

შემადგენლობა და აღწერა

იზოფლურანი არის უფერო, არააალებადი ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება, რომელიც არ შეიცავს დანამატს ან სტაბილიზატორს. ის არის 1-ქლორო-2,2,2-ტრიფლუოროეთილ დიფლუორომეთილის ეთერი.

ჩვენებები

იზოფლურანი არის ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის.

უკუჩვენებები

იზოფლურანი უკუნაჩვენებია იზოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების მიმართ დადასტურებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ასევე უკუნაჩვენებია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ დადასტურებული ან საეჭვო გენეტიკური მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები:

გამოყენებული უნდა იყოს იზოფლურანისთვის სპეციალურად კალიბრირებული ინჰალატორები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდებული ანესთეტიკის კონცენტრაციის ზუსტი კონტროლი. ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად მატულობს ჰიპოტენზია და რესპირატორული დეპრესია.

მიღებულია ცნობები პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes) (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური) ასოცირებული QT პროლონგაციის შემთხვევების შესახებ.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის შეყვანისას QT პროლონგაციის რისკი მქონე პაციენტებში.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის იზოფლურანის გამოყენებისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

იზოფლურანს, სხვა საინჰალაციო საშუალებების მსგავსად, გააჩნია მარელაქსირებელი ეფექტები საშვილოსნოზე საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პოტენციური რისკით.

აუცილებელია კლინიკური დასაბუთება იზოფლურანის გამოყენებისას გინეკოლოგიური ოპერაციების დროს ანესთეზიისას. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის ყველაზე დაბალი შესაძლო კონცენტრაციის გამოყენება გინეკოლოგიური ოპერაციებისას (იხ. „ორსულობა“).

  • CF2H წილით ჰალოგენირებული საინჰალაციო საშუალებების (მაგ. დესფლურანი, ენფლურანი და იზოფლურანი) გამოყენებისას აღინიშნა მომატებული კარბოქსიჰემოგლობინის ცალკეული შემთხვევები. ნორმალურად ჰიდრატირებული აბსორბენტების არსებობისას არ წარმოიქმნება ნახშირბადის მონოოქსიდის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები. აუცილებელია CO2 აბსორბენტების შესახებ მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.

ცნობილია, რომ იზოფლურანი ურთიერთქმედებს მშრალ ნახშირბადის დიოქსიდის აბსორბენტებთან დახურული კონტურის ანესთეზიის დროს და წარმოქმნის ნახშირბადის მონოოქსიდს. ხელახალი შესუნთქვის კონტურებში ნახშირბადის მონოოქსიდის წარმოქმნის რისკისა და კარბოქსიჰემოგლობინის დონეების მატების ალბათობის შემცირების მიზნით, არ უნდა მოხდეს ნახშირბადის დიოქსიდის აბსორბენტების გამოშრობა.

აღინიშნა ჭარბი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანტური ხანძრის იშვიათი შემთხვევები საანესთეზიო დანადგარში ამ კლასის პრეპარატებით ზოგადი ანესთეზიისას, როდესაც ისინი გამოიყენებოდა გამომშრალ CO2 აბსორბენტებთან ერთად, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობის მქონე აბსორბენტებთან (მაგ. ბარალიმი). როდესაც ექიმს აქვს ეჭვი, რომ CO2 აბსორბენტები შეიძლება გამომშრალი იყოს, იზოფლურანის გამოყენებამდე ისინი უნდა შეიცვალოს. CO2 აბსორბენტების უმრავლესობის ფერის ინდიკატორი ყოველთვის არ ცვლის გამოშრობის შედეგს. ამიტომ, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა აუცილებლად არ მიუთითებს ადეკვატურ ჰიდრატაციაზე. აუცილებელია CO2 აბსორბენტების პერიოდულად გამოცვლა მიუხედავად ფერის ინდიკატორის მდგომარეობისა.

ვინაიდან იზოფლურანით ანესთეზიის დონეები შეიძლება იოლად და სწრაფად შეიცვალოს, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის ინჰალატორები, რომლებიც წარმოქმნიან პროგნოზირებად კონცენტრაციას მაღალი სიზუსტით და ტექნიკით, რომლითან შესაძლებელია შესუნთქული ან ამოსუნთქული კონცენტრაციების კონტროლი.

ჰიპოტენზიის და სუნთქვის დათრგუნვის ხარისხის მიხედვით შეიძლება გარკვეულწილად განისაზღვროს ანესთეზიის სიღრმე.

როგორც სხვა ძლიერი ზოგადი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, იზოფლურანის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ საანესთეზიო გარემოში იმ პირების მიერ, რომლებიც იცნობენ პრეპარატის ფარმაკოლოგიას და კვალიფიცირებული არიან ანესთეზირებული პაციენტის მართვის მიმართულებით მიღებული სწავლებისა და გამოცდილების საფუძველზე.

არსებული ცნობები აჩვენებს, რომ იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, რაც შეიძლება გამოიხატოს ღვიძლის ფერმენტების მსუბუქი ტრანზიტორული მომატებით და ღვიძლის ფატალური ნეკროზით ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ცნობილია, რომ მანამდე ჰალოგენირებული ჰიდროკარბონის ანესთეტიკების ზემოქმედებამ, განსაკუთრებით, თუ ინტერვალი 3 თვეზე ნაკლებია, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანების პოტენციალის ზრდა. ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი ან სხვა მანამდე არსებული ღვიძლის დაავადება შეიძლება იყოს არა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალების, არამედ სხვა საანესთეზიო საშუალების შერჩევის მიზეზი.

გამოყენებული საანესთეზიო საშუალების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ნორმალური ჰემოდინამიკის შენარჩუნება მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად კორონარული არტერიული დაავადების მქონე პაციენტებში

იზოფლურანი მნიშვნელოვნად ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს ანესთეზიის უფრო ღრმა დონეებზე. შეიძლება აღინიშნოს ცერებრალური სპინალური სითხის წნევის ტრანზიტორული მომატება, რაც სრულად შექცევადია ჰიპერვენტილაციით.

იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება მომატებული ქალასშიდა წნევის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ჰიპერვენტილაცია.

იზოფლურანის გამოყენება ჰიპოვოლემიურ, ჰიპოტენზიურ და დასუსტებულ პაციენტებში ვრცლად შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია იზოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაცია.

იზოფლურანი მნიშვნელოვნად აძლიერებს ყველა ფართოდ გამოყენებულ კუნთების რელაქსანტებს, ზემოქმედება უფრო ძლიერია არამადეპოლარიზებელი საშუალებების გამოყენებისას.

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური ფუნქციის ოდნავ დაქვეითება ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. ასევე გამოყენების შემდეგ 6 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს მცირე ხასიათის ცვლილებები და სიმპტომები. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტების მიერ ყოველდღიური საქმიანობის განახლებისას, მათ შორის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის ხელახლა დაწყებისას (იხ. „ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე“).

ნეიროკუნთოვანი დაღლილობა შეიძლება გაძლიერდეს ნეიროკუნთოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა მიასთენია გრავისი. ასეთ პაციენტებში იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება.

იზოფლურანი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც შეიძლება განვითარდეს ბრონქოკონსტრიქცია, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ბრონქოსპაზმი (იხ. „არასასურველი ეფექტები“).

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დეპრესია, რაც შეიძლება შესუსტდეს ნარკოტიკული საშუალებით პრემედიკაციის გზით ან რესპირატორული დეპრესიის გამომწვევის სხვა საშუალებებით. აუცილებელია სუნთქვაზე დაკვირვება და აუცილებლობისას, დამხმარე ზომების მიღება (იხ. „არასასურველი ეფექტები“).

ანესთეზიის ინდუქციისას, შეიძლება გაიზარდოს ნერწყვის რაოდენობა და ტრაქეობრონქული სეკრეცია, რაც შეიძლება გახდეს ლარინგოსპაზმის განვითარების მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში.

პედიატრიული პოპულაცია

ორ წლამდე ასაკის ბავშვები

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის გამოყენებისას მცირეწლოვან ბავშვებში, პაციენტთა ამ ჯგუფში შეზღუდული გამოცდილების გამო.

ანესთეზიის ინდუქციისას, შეიძლება გაიზარდოს ნერწყვის რაოდენობა და ტრაქეობრონქული სეკრეცია, რაც შეიძლება გახდეს ლარინგოსპაზმის განვითარების მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია:

მგრძნობიარე პირებში იზოფლურანით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რის გამოც შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადზე მოთხოვნა და განვითარდეს კლინიკური სინდრომი - ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ეს სინდრომი მოიცავს არასპეციფიკურ მოვლენებს, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ციანოზი, არითმიები და არასტაბილური არტერიული წნევა (ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ არასპეციფიკური ნიშნების უმრავლესობა შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ანესთეზიისას, მწვავე ჰიპოქსია, სხვ.). საერთო მეტაბოლიზმის გაზრდა შეიძლება გამოიხატოს ტემპერატურის მომატებით (ტემპერატურის მატება შეიძლება სწრაფად აღინიშნოს ადრეულ ან გვიან ეტაპზე, მაგრამ, როგორც წესი, არ წარმოადგენს დასუსტებული მეტაბოლიზმის პირველ ნიშანს) და CO2 აბსორბციის სისტემის (ცხელი ფილტრაციის ყუთი) გამოყენების გაზრდით. PaO2 და pH შეიძლება შემცირდეს და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია და ძირითადი დეფიციტი. მკურნალობა მოიცავს გამომწვევი ამ მდგომარეობების გამომწვევი საშუალებების (მაგ. იზოფლურანი) მიღების შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ვენებში შეყვანას და დამხმარე თერაპიის ჩატარებას. ამგვარი თერაპია მოიცავს აგრესიული ზომების მიღებას სხეულის ტემპერატურის ნორმის ფარგლებში აღდგენისთვის, რესპირატორულ და ცირკულატორულ დახმარებას ჩვენების მიხედვით და ელექტროლიტების-სითხის-მჟავა-ფუძის დარღვევის მართვას (პაციენტის მართვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ინფორმაცია ინტრავენური დანტროლენის ნატრიუმის შესახებ).

მიღებულია ცნობები პოსტმარკეტინგულ პერიოდში ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფატალური იყო.

პერიოპერაციული ჰიპერკალემია:

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონეების იშვიათ მატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში პოსტოპერაციულ პერიოდში. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ლატენტური, აგრეთვე აშკარა ნეიროკუნთოვანი დაავადების, კერძოდ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები. უმეტეს და არა ყველა ასეთ შემთხვევაში იმავდროულად გამოიყენება სუქცინილქოლინი. ასეთ პაციენტებში ასევე აღინიშნება შრატში კრეატინინის კინაზას დონეების მნიშვნელოვნად მატება და ზოგიერთ შემთხვევაში, მიოგლობინურიისთვის დამახასიათებელი შარდის ცვლილებები. ავთვისებიან ჰიპერთერმიის გამოვლინებასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებში არ აღინიშნება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის კლასიკური ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა და ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა. რეკომენდებულია ჰიპერკალემიის და რეზისტენტული არითმიების სასწრაფო და აგრესიული მკურნალობა და ლანეტური ნეიროკუნთოვანი დაავადების გამოსავლენად შემდგომი შეფასება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არარეკომენდებული კომბინაციები:

იზოფლურანით ნარკოზის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებების, როგორიცაა იზოპრენალინი და ალფა- და ბეტა- სიმპათომიმეტიკური საშუალებების, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, გგამოყენებისას ვენტრიკულური არითმიების პოტენციური რისკის გამო. არასელექციური მაო-ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე 15 დღით ადრე.

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება:

არაპირდაპირ მოქმედი სიმპათომიმეტიკები (ამფეტამინები და მათი წარმოებულები, ფსიქოსტიმულატორები, მადის დამთრგუნველი საშუალებები, ეფედრინი და მისი წარმოებულები): პერი-ოპერაციული ჰიპერტენზიის რისკი. იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება არჩევითი ქირურგია, მკურნალობა სასურველია შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

ადრენალინი კანქვეშა ან გინგივალური ინექციებით: სერიოზული ვენტრიკულური არითმიების რისკი, მომატებული გულისცემის შედეგად, თუმცა, ადრენალინთან დაკავშირებით მიოკარდიუმის სენსიტივობა უფრო დაბალია იზოფლურანის გამოყენებისას, ვიდრე ჰალოთანის გამოყენებისას.

კალციუმის ანტაგონისტები, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები:

იზოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კალციუმის ანტაგონისტებით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი ნეგატიური ინოტროპული ზემოქმედების რისკის გამო.

ბეტა-ბლოკატორები: ბეტაბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულარული კომპენსაციის რეაქციების დარღვევა.

CYP2E1 ინდუქტორები:

სამკურნალო საშუალებებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან P450 ციტოქრომის CYP2E1 იზოფერმენტის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გამოიწვიონ იზოფლურანის მეტაბოლიზმის ზრდა და პლაზმაში ფტორის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი მომატება.

იზოფლურანისა და იზონიაზიდის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰეპატოტოქსიკური ეფექტების გაძლიერების რისკი.

ოპიოიდები, ბენზოდიაზეპინები და სხვა სედაციური საშუალებები ასოცირებულია სუნთქვის დათრგუნვასთან და აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანთან ერთად მათი გამოყენებისას.

სუქცინილქოლინის იმავდროული გამოყენება საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან ერთად ასოცირებულია შრატში კალიუმის დონეების იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტ-ოპერაციულ პერიოდში.

იზოფლურანი მნიშვნელოვნად აძლიერებს ყველა ფართოდ გამოყენებულ კუნთების რელაქსანტებს. ნეოსტიგმინი მოქმედებს არამადეპოლარიზებელ რელაქსანტებზე, მაგრამ არ მოქმედებს თვითონ იზუფლურანის მარელაქსირებელ მოქმედებაზე. მოზრდილებში N2O-ს იმავდროული გამოყენება ამცირებს მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციას.

ორსულობა:

არ არსებობს ან შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში იზოფლურანის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობას. იზოფლურანი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

იზოფლურანს, სხვა საინჰალაციო საშუალებების მსგავსად, გააჩნია მარელაქსირებელი ეფექტები საშვილოსნოზე საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პოტენციური რისკით. აუცილებელია კლინიკური დასაბუთება იზოფლურანის გამოყენებისას გინეკოლოგიური ოპერაციების დროს ანესთეზიისთვის. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის ყველაზე დაბალი შესაძლო კონცენტრაციების გამოყენება გინეკოლოგიური ოპერაციების დროს.

გამოყენება საკეისრო კვეთის დროს:

ნაჩვენებია, რომ 0.75%-მდე კონცენტრაციით იზოფლურანი უსაფრთხოა საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის შესანარჩუნებლად.

ძუძუთი კვება:

ცნობილი არ არის გადადის თუ არა იზოფლურანი/მეტაბოლიტები ადამიანის დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გადადის დედის რძეში, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იზოფლურანის გამოყენებისას მეძუძურ დედებში.

ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო დანადგარების მართვა, შეიძლება შეფერხდეს იზოფლურანით ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, იზოფლურანის გამოყენებიდან 6 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს ხასიათის მცირე ცვლილებები და სიმპტომები.

დოზირება და მიღების წესი:

იზოფლურანის მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით განსხვავდება. ქვემოთ ცხრილში მოცემულია მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

მოზრდილები

ასაკი

მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა

100% ჟანგბადში

70% N2O

26+4 წელი

  • 28%
  • 56%

44+ 7 წელი

  • 15%
  • 50%

64+ 5 წელი

  • 05%
  • 37%

პედიატრიული პოპულაცია

ასაკი

მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა

დღენაკლული ახალშობილები

<32 კვირა გესტაციური ასაკი

  • 28%

დღენაკლული ახალშობილები

32-37 კვირა გესტაციური ასაკი

  • 41%

0-1 თვე

  • 60%

1-6 თვე

  • 87%

6-12 თვე

  • 80%

1- 5 წელი

  • 60%

პრემედიკაციისთვის პრეპარატების შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროების მიხედვით. გათვალისწინებული უნდა იყოს იზოფლურანის დამთრგუნველი ზემოქმედება. ანტიქოლინერგიული პრეპარატების გამოყენება არჩევანის საკითხია, მაგრამ შეიძლება რეკომენდებული იყოს პედიატრიულ პაციენტებში ინჰალაციის ინდუქციისთვის.

ინდუქცია:

ვინაიდან იზოფლურანი არის ოდნავ ცხარე, ინჰალაციამდე უნდა გაკეთდეს ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საინდუქციო საშუალება ხველის პრევენციის მიზნით. ალტერნატიულად, შეიძლება იზოფლურანის შეყვანა ჟანგბადთან ან ჟანგბადის/აზოტი ოქსიდის ნარევთან.

რეკომენდებულია, რომ იზოფლურანით ინდუქცია დაიწყოს 0.5% კონცენტრაციით. როგორც წესი, 1.5-3.0% კონცენტრაცია წარმოქმნის ქირურგიულ ანესთეზიას 7-10 წუთში.

ანესთეზიის ინდუქცია ბავშვებში: იზოფლურანის გამოყენება რეკომენდებული არ არის ინჰალაციის ინდუქციისთვის ჩვილებსა და ბავშვებში ხველის, სუნთქვის შეკავების, დესატურაციის, მომატებული სეკრეციებისა და ლარინგოსპაზმის გამო.

შენარჩუნება:

ჟანბადის/აზოტის ოქსიდის ნარევში შესუნთქული იზოფლურანის 1.0-2.5% კონცენტრაციით შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციისთვის ადეკვატური ანესთეზიის შენარჩუნება. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი იზოფლურანი (0.5-1.0%), როდესაც იზოფლურანი შეიყვანება მხოლოდ ჟანგბადთან ერთად.

საკეისრო კვეთისას ანესთეზიის შესანარჩუნებლად შესაფერისია 0.5-0.75% იზოფლურანი ჟანგბადის/აზოტის ოქსიდის ნარევში.

შენარჩუნების დროს არტერიული წნევის დონეები დაკავშირებულია ალვეოლარულ იზოფლურანის კონცენტრაციასთან გართულების სხვა ფაქტორების არარსებობისას. თუ არ არის გართულების სხვა ფაქტორები, ეს სავარაუდოდ გამოწვეული იქნება პერიფერიული ვაზოდილატაციით. არტერიული წნევის ძლიერ დაცემა შეიძლება გამოწვეული იყოს ანესთეზიის სიღრმით და ასეთ შემთხვევაში, მისი კორექცია შეიძლება შესუნთქული იზოფლურანის კონცენტრაციის შემცირებით.

ხანდაზმულები:

როგორც სხვა საშუალებების შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში ქირურგიული ანესთეზიის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, საჭიროა იზოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციები.

შეყვანის წესი:

გამოიყენება სპეციალურად კალიბრირებული ინჰალატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ანესთეზიის კონცენტრაციის ზუსტ კონტროლს.

იზოფლურანი რეკომენდებული არ არის, როგორც საინდუქციო საშუალება ბავშვებში.

არასასურველი ეფექტები:

ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

იზოფლურანის გამოყენებისას გამოვლენილი უარყოფითი რეაქიები, როგორც წესი დოზადამოკიდებული ფარმაკოფიზიოლოგიური ეფექტებია და მოიცავს ჰიპოტენზიას, სუნთქვის დათრგუნვას და არითმიებს. პოტენციურად სერიოზული არასასურველი ეფექტები მოიცავს ავთვისებიან ჰიპერთერმიას, ჰიპერკალემიას, შრატში კრეატინინის კინაზას მომატებას, მიოგლობინურიას, ანაფილაქსურ რეაქციებს და ღვიძლის მხრივ უარყოფით რეაქციებს (იხ. „სიფრთხილის ზომები“). პოსტოპერაციულ პერიოდში აღინიშნება კანკალი, გულისრევა, ღებინება, ილეუსი, აჟიტაცია და დელირიუმი.

გულის შეტევა, ბრადიკარდია და ტაქიკარდია აღინიშნება ზოგადი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის იზოფლურანის გამოყენებისას.

არსებობს ცნობები პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes) ასოცირებული QT პროლონგაციის შესახებ (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური); ასევე გამოვლინდა ილეუსის შემთხვევები.

ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური შეჯამება

ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია კლინიკური ცდებისას და პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები. განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით, ამიტომ მითითებულია „ცნობილი არ არის“.

პრეპარატის ყველაზე ხშირი უარყოფითი რეაქციების შეჯამება

სისტემურ ორგანოთა კლასი

სიხშირე

უარყოფითი რეაქცია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

კარბოქსიჰემოგლობინემია2

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

ანაფილაქსური რეაქცია1

ცნობილი არ არის

მომატებული მგრძნობელობა1

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ცნობილი არ არის

ჰიპერკალემია2

ცნობილი არ არის

სისხლში გლუკოზის მომატება1

ფსიქიკური დარღვევები

ცნობილი არ არის

აჟიტაცია

ცნობილი არ არის

დელირიუმი

ცნობილი არ არის

ხასიათის ცვლილება5

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

კონვულსია

ცნობილი არ არის

ფსიქიკური დარღვევა4

დარღვევები გულის მხრივ

ცნობილი არ არის

არითმია

ვასკულარული დარღვევები

ცნობილი არ არის

ჰიპოტენზია2

ცნობილი არ არის

ჰემორაგია3

რესპირატორული, თორაკიული და შუასაყარის დარღვევები

ცნობილი არ არის

ბრონქოსპაზმი2

ცნობილი არ არის

დისპნოე1

ცნობილი არ არის

ქოშინი1

ცნობილი არ არის

სუნთქვის დათრგუნვა2

ცნობილი არ არის

ლარინგოსპაზმი2

კუჭ-ნაწლავური დარღვევები

ცნობილი არ არის

ილეუსი

ცნობილი არ არის

ღებინება

ცნობილი არ არის

გულისრევა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ცნობილი არ არის

ღვიძლის ნეკროზი2

ცნობილი არ არის

ჰეპატოცელულარული დაზიანება2

ცნობილი არ არის

სისხლში ბილირუბინის მომატება1

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ცნობილი არ არის

სახის შეშუპება1

ცნობილი არ არის

კონტაქტური დერმატიტი1

ცნობილი არ არის

გამონაყარი1

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

სისხლში კრეატინინის მომატება1

ცნობილი არ არის

სისხლში შარდოვანას მომატება1

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

ცნობილი არ არის

ავთვისებიანი ჰიპერთერმია2

ცნობილი არ არის

დისკომფორტი გულის არეში1

ცნობილი არ არის

შემცივნება

გამოკვლევები

ცნობილი არ არის

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება1

ცნობილი არ არის

ღვიძლის ფერმენტების მომატება2

ცნობილი არ არის

ფტორის მომატება1

ცნობილი არ არის

დარღვევები ელექტროენცეფალოგრამაზე

ცნობილი არ არის

სისხლში ქოლესტერინის შემცირება1

ცნობილი არ არის

სისხლში ტუტე ფოსფატაზას შემცირება1

1 იხ. ქვემოთ „შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა“

2 იხ. „სიფრთხილის ზომები“

3 იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება ინდუცირებული აბორტი

4 შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური ფუნქციის ოდნავ დაქვეითება ანესთეზიიდან 2-4 დღის განმავლობაში. იხ. „სიფრთხილის ზომები“

5 ხასიათის მცირე ცვლილებები და სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 6 დღემდე. იხ. ‘სიფრთხილის ზომები“.

გ. შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

აღინიშნა სისხლში ბილურუბინის, სისხლში გლუკოზას და შრატში კრეატინინის ტრანზიტორული მომატება BUN-ის, შრატში ქოლესტერინისა და ტუტე ფოსფატაზას შემცირებით. როგორც სხვა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, ქირურგიული სტრესის არარსებობის დროსაც კი აღინიშნა სისხლში თეთრი უჯრედების ტრანზიტორული მომატება.

მიღებულია ცნობები მომატებული მგრძნობელობის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (მათ შორისაა კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, დისპნოე, ქოშინი, დისკომფორტი გულის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის იზოფლურანის გრძელვადიანი პროფესიონალური ექსპოზიციისას. ეს რეაქციები დადასტურებულია კლინიკური ტესტირებით (მაგ. მეთაქოლინის შეყვანა). ინჰალაციური ანესთეზიის ზემოქმედების დროს გამოვლენილი ანაფილაქსური რეაქციების ეტიოლოგია უცნობია, ვინაიდან ამ დროს ერთდროულად გამოიყენება მრავალი პრეპარატი, რომელთაგან უმრავლესობა, როგორც ცნობილია, იწვევს აღნიშულ რეაქციებს.

იზოფლურანით ანესთეზიის დროს და შემდეგ აღინიშნება შრატში არაორგანული ფტორის დონეების მინიმალურად მომატება, რაც გამოწვეულია ამ საშუალების ბიოდეგრადაციის შედეგად. მოსალოდნელი არ არის, რომ შრატში არაორგანული ფტორის დაბალმა დონემ (საშუალო 4.4მკგმოლ/ლ ერთი კვლევისას) გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა, ვინაიდან ეს დონე თირკმლის ტოქსიკურობისთვის შემოთავაზებულ ზღვრულ დონეებზე მნიშვნელოვნად ქვემოთაა.

დ. პედიატრიული პოპულაცია

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში.

ანესთეზიის ინდუქციის დროს შეიძლება გაიზარდოს ნერწყვის ნაკადი და ტრაქეობრონქული სეკრეცია და შედეგად განვითარდეს ლარინგოსპაზმი.

ე. სხვა სპეციალური პოპულაციები

ნეიროკუნთოვანი დაავადება:

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მომატებასთან, რაც იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში. ამ მხრივ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, აგრეთვე აშკარა ნეიროკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. რეკომენდებულია ადრეული და აგრესიული ჩარევა ჰიპერკალემიისა და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ და ლატენტური ნეიროკუნთოვანი დაავადების გამოსავლენად შემდგომი შეფასება.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ანესთეზიის შესანარჩუნებლად, როგორც წესი, საჭიროა იზოფლურანის ნაკლები კონცენტრაციები.

ჭარბი დოზა:

როგორც სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, აღინიშნება ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა. რეკომენდებულია არტერიული წნევისა და სუნთქვის მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ზომების მიღება ანესთეზიის ძალიან ღრმა დონით გამოწვეული ჰიპოტენზიისა და რესპირატორული დეპრესიის კორექციისთვის.

ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები:

ინახება კონტროლირებულ ოთახის ტემპერატურაზე (15-300C) მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული თარიღის შემდეგ.

შენახვის ვადა

5 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

შეფუთვის შესახებ ინფორმაცია:

იზოფლურანი წარმოდგენილია 100 მლ ან 250 მლ ბოთლებში.

Piramal

Critical Care

მწარმოებელი

Piramal Pharma Limited

Sy.Nos. 7-70, 70/1 & 70/2,

Digwal Village, Kohir Mandal,

Sangareddy District,

Telengana State, India

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა