ივაბრადინი ნორმონი 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Ivabradina Normon 5mg comprimidos recubiertos con película EFG
ივაბრადინი წარმოადგენს საგულე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: სიმპტომური სტაბილური სტენოკარდია (რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს) მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 70 დარტყმის წუთში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ივაბრადინი (ivabradine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB17
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034452
- რეგისტრირებულია
- 17 თებერვალი 2022, მოქმედებს 17 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ივაბრადინი ნორმონი 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ივაბრადინი წარმოადგენს საგულე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
სიმპტომური სტაბილური სტენოკარდია (რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს) მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 70 დარტყმის წუთში. გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აუტანლობა აქვთ ან არ შეუძლიათ საგულე პრეპარატების, ე.წ. ბეტა-ბლოკატორების მიღება. ასევე, გამოიყენება ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სრულად ვერ კონტროლდება ბეტა-ლოკატორებით.
ქრონიკული გულის უკმარისობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 75 დარტყმის წუთში. ის ასევე გამოიყენება სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს ბეტა-ბლოკატორებით თერაპიას ან როცა უკუნაჩვენებია ბეტა-ბლოკატორები, ან პაციენტს აუტანლობა აქვს მათ მიმართ.
სტაბილური სტენოკარდია:
სტაბილური სტენოკარდია არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა გული არ მარაგდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით. ის ჩვეულებრივ ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე ხშირი სიმპტომია მკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტი. სტენოკარდია უფრო მეტად ვითარდება, როცა გულისცემა ხშირდება, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, ემოციის, სიცივის ზემოქმედების დროს ან ჭამის შემდეგ. გულისცემის სიხშირის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სტენოკარდია.
გულის ქრონიკული უკმარისობის შესახებ:
გულის ქრონიკული უკმარისობა არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა და კოჭების შეშუპება.
ივაბრადინი ნორმონის მოქმედების მექანიზმი:
ივაბრადინი ნორმონის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია გულისცემის სიხშირის დაქვეითებით რამდენიმე დარტყმით წუთში, რაც ამცირებს გულის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როცა სტენოკარდიის შეტევის განვითარების უფრო მეტი ალბათობაა. ამ გზით ივაბრადინი ნორმონი ხელს უწყობა სტენოკარდიის შეტევის კონტროლს და ამცირებს მათ რაოდენობას.
გარდა ამისა, აჩქარებული გულისცემა მოქმედებს გულის მუშაობაზე და სიცოცხლის პროგნოზზე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ივაბრადინის გულიცემის სიხშირის დამაქვეითებელი სპეციფიკური ეფექტი ხელს უწყობს გულის მუშაობისა და სიცოცხლის პროგნოზის გაუმჯობესებას ასეთ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ივაბრადინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს საუზმის და სადილის დროს.
თუ პაციენტი მკურნალობს სტაბილური სტენოკარდიის გამო:
საწყისმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ ტაბლეტ 5 მგ ივაბრადინ ნორმონს ორჯერ დღეში. თუ პაციენტს ისევ აღენიშნება სტენოკარდიის სიმპტომები და თუ პაციენტის მიერ კარგად გადაიტანება 5 მგ ორჯერ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს.
შემანარჩუნებელმა დოზამ არ უნდა გაადაჭარბოს 7.5 მგ-ს ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი ნიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს, ზოგიერთ შემთხვევებში (მაგ.: თუ პაციენტი ხანდაზმულია). ექიმი ნიშნავს დოზის ნახევარს, ანუ ივაბრადინი ნორმონი 5 მგ-ის ნახევარ ტაბლეტს (შეესაბამება 2.5 მგ ივაბრადინ ნორმონს) დილით და 5 მგ ტაბლეტის ნახევარს საღამოს.
თუ პაციენტი მკურნალობს გულის ქრონიკული უკმარისობის გამო:
ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი ივაბრადინი ნორმონი 5 მგ ორჯერ დღეში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ივაბრადინი ნორმონის 7.5 მგ-მდე ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ.: თუ პაციენტი ხანდაზულია), ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნახევარი დოზა, ერთი 5 მგ ივაბრადინი ნორმონის ტაბლეტის ნახევარი (შეესაბამება 2.5 მგ ივაბრადინ ნორმონს) დილით და ერთი 5 მგ ივაბრადინი ნორმონის ტაბლეტის ნახევარი საღამოს.
ივაბრადინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ივაბრადინი ნორმონის დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ან დაღლილობა, რადგან გულის მუშაობა ძალიან ნელდება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ივაბრადინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
ივაბრადინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას, უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტაბლეტების შემცველ ბლისტერზე დაბეჭდილია კალენდარული დღეები, რათა პაციენტს ახსოვდეს, როდის მიიღო ივაბრადინი ნორმონის ბოლო ტაბლეტი.
ივაბრადინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა
სტენოკარდიის ან გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სამკურნალო პროდუქტის მიღების შეწყვეტამდე.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ივაბრადინი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ივაბრადინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ პაციენტის მოსვენების გულისცემის სიხშირე მკურნალობამდე ძალიან დაბალია (70 დარტყმაზე წუთში ნაკლები);
თუ პაციენტს აღენიშნება კარდიოგენური შოკი (გულის მდგომარეობა, რომლის მკურნალობა ხდება ჰოსპიტალში);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევა;
თუ პაციენტს აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდიის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ტკივილი მკერდის არეში ვითარდება უფრო ხშირად და ფიზიკური დატვირთვის დროს ან მის გარეშე);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გაუარესდა;
თუ გულისცემას განაპირობებს კარდიოსტიმულატორი;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტი უკვე იღებს მედიკმენტებს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ანტიბიოტიკები (როგორიცაა ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან დილტიაზემი, ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და არ იყენებს საიმედო კონტრაცეპტივებს;
თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ცდილობს დაფეხმძიმებას;
ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, გულის თრთოლვა, მკერდის არეში ტკივილის მომატება) ან ხანგრძლივი წინაგულების ციმციმი (არითმიის ტიპი) ან ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე) ცვლილებები, როგორიცაა ე.წ. “ხანგრძლივიQQT სინდრომი”;
თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა: დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ქოშინი (ეს შეიძლება მიუთითებდეს შენელებულ გულისცემაზე);
თუ პაციენტს აღენიშნება წინაგულების ციმციმის სიმპტომები (პულსის სიხშირე მოსვენების დროს უჩვეულოდ მაღალი (110 დარტყმაზე მეტი წუთში) ან არარეგულარული, აშკარა მიზეზის გარეშე, რაც ართულებს მის დათვლას);
თუ პაციენტს აღენიშნება ახლახან გადატანილი ინსულტი;
თუ პაციენტს აღენიშნება სუსტი ან ზომიერი ხასიათის დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტის არტერიული წნევა არ არის გაკონტროლებული, განსაკუთრებით, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ცვლილების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა ან გულის უკმარისობა ეკგ ცვლილებებთან ერთად, ე.წ. “ჰისის კონის ბლოკადა”;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის რქოვანას ქრონიკული დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზომიერი ხარისხის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ბავშვები
ივაბრადინი ნორმონი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე შემდეგ მედიკამენტს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ივაბრადინი ნორმონის დოზის კორექცია ან მკურნალობის მონიტორინგი:
ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
ბარბიტურატები (გამოიყენება დაძინების გაძნელების ან ეპილეფსიის დროს)
ფენიტოინი (ეპილეფსია)
Hypericum perforatum ან კრაზანა (მცენარეული მედიკამენტი გამოიყენება დეპრესიის დროს)
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების ან სხვა მდგომარეობების დროს:
ქინიდინი, დიზოპირამიდი, იბუტილიდი სოტალოლი, ამოიდარონი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს)
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის დროს)
გარკვეული ტიპის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზების სამკურნალოდ (როგორიცაა: პიმოზიდი, ზიპრასიდონი, სერტინდოლი)
მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა მეფლოქინი ან ჰალოფანტრინი)
ინტრავენურად ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
პენტამიდინი (ანტიპარაზიტული მედიკამენტი)
ცისაპრიდი (გამოიყენება გასტროეზოფაგული რეფლუქსის დროს)
ზოგიერთი ტიპის დიურეტიკი, რომელიც აქვეითებს სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა ფუროსემიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი (გამოიყენება შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
ივაბრადინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ უნდა იქნას მიღებული გრეიფრუტის წვენი ივაბრადინი ნორმონით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
არ შეიძლება ივაბრადინი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“).
ფეხმძიმობის დროს, თუ პაციენტმა მიიღო ივაბრადინი ნორმონი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი არის შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალი და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდებს (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“).
დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, რადგან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ივაბრადინი ნორმონით თერაპიის დროს.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ექიმის რეცეპტის სიმბოლო: O
A.S.S.S (ფინანსდება სოციალური დაზღვევით)
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი ინფორმაცია
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
PC {ნომერი} [პროდუქტის კოდი]
SN {ნომერი} [სერიული ნომერი]
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბლისტერი ივაბრადინი ნორმონი 5 მგ x 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სისტემის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ამ მედიკამენტის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები დოზაზეა დამოკიდებულია და დაკავშირებულია მისი მოქმედების მექანიზმთან:
ძალიან ხშირი:
ვიზუალური ნათების ფენომენი (ნათების გაზრდილი სიკაშკაშის ხანმოკლე მომენტები, ხშირად გამოწვეულია სინათლის ინტენსივობის უეცარი ცვლილებებით). ასევე შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ორეოლები, ფერადი გაელვება, გამოსახულების დეკომპოზიცია ან მრავლობითი გამოსახულება. ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, რომლის შემდეგ ისინი შეიძლება ისევ გამეორდეს და ქრება მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
ხშირი:
გულის ფუნქციის ცვლილება (გულისცემის სიხშირის დაქვეითების სიმპტომები). ძირითადად, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
ასევე, აღინიშნა სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი:
გულის არარეგულარული სწრაფი შეკუმშვა, გულისცემის პათოლოგიური შეგრძნება, გაუკონტროლებელი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (დაბინდული მხედველობა).
არახშირი:
გულის ფრიალი და ესქტრასისტულია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), კუნთების სპაზმები, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში, ეოზინოფილების (ლეიკოციტების გარკვეული ტიპი) რაოდენობის მომატება და კრეატინინის (კუნთების დაშლის პროდუქტი) მაღალი დონე სისხლში, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება (როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), დაბალი არტერიული წნევა, გულისწასვლა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტის შეგრძნება, ცვლილებები ეკგ-ზე, მხედველობის გაორება, მხედველობის დარღვევა.
იშვიათი:
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის სიწითლე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი:
არარეგულარული გულისცემა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ივაბრადინი (ჰიდროქლორიდის სახით).
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 5.42 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის).
ივაბრადინი ნორმონი 7.5 მგ: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 8.13 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E 551) და ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000, გლიცერინი (E 422), მაგნიუმის სტეარატი (E 470B), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).
ივაბრადინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ არის ფორთოხლისფერ-ვარდისფერი, ელიფსური ფორმის, ორმხრივ ამობურცული და გამყოფი ხაზით, აპკით შემოგარსული ტაბლეტები. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 56 ტაბლეტს.
ივაბრადინი ნორმონი 7.5 მგ არის მოწითალო-ვარდისფერი, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები. თითოეული შეფუთვა შეიცავს 56 ტაბლეტს.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ივაბრადინი ნორმონი 7.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ივაბრადინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე;
ივაბრადინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ივაბრადინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ივაბრადინი ნორმონი და მისი გამოყენება
ივაბრადინი წარმოადგენს საგულე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
სიმპტომური სტაბილური სტენოკარდია (რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს) მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 70 დარტყმის წუთში. გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აუტანლობა აქვთ ან არ შეუძლიათ საგულე პრეპარატების, ე.წ. ბეტა-ბლოკატორების მიღება. ასევე, გამოიყენება ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სრულად ვერ კონტროლდება ბეტა-ლოკატორებით.
ქრონიკული გულის უკმარისობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 75 დარტყმის წუთში. ის ასევე გამოიყენება სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს ბეტა-ბლოკატორებით თერაპიას ან როცა უკუნაჩვენებია ბეტა-ბლოკატორები, ან პაციენტს აუტანლობა აქვს მათ მიმართ.
სტაბილური სტენოკარდია:
სტაბილური სტენოკარდია არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა გული არ მარაგდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით. ის ჩვეულებრივ ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე ხშირი სიმპტომია მკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტი. სტენოკარდია უფრო მეტად ვითარდება, როცა გულისცემა ხშირდება, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, ემოციის, სიცივის ზემოქმედების დროს ან ჭამის შემდეგ. გულისცემის სიხშირის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სტენოკარდია.
გულის ქრონიკული უკმარისობის შესახებ:
გულის ქრონიკული უკმარისობა არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა და კოჭების შეშუპება.
ივაბრადინი ნორმონის მოქმედების მექანიზმი:
ივაბრადინი ნორმონის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია გულისცემის სიხშირის დაქვეითებით რამდენიმე დარტყმით წუთში, რაც ამცირებს გულის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როცა სტენოკარდიის შეტევის განვითარების უფრო მეტი ალბათობაა. ამ გზით ივაბრადინი ნორმონი ხელს უწყობა სტენოკარდიის შეტევის კონტროლს და ამცირებს მათ რაოდენობას.
გარდა ამისა, აჩქარებული გულისცემა მოქმედებს გულის მუშაობაზე და სიცოცხლის პროგნოზზე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ივაბრადინის გულიცემის სიხშირის დამაქვეითებელი სპეციფიკური ეფექტი ხელს უწყობს გულის მუშაობისა და სიცოცხლის პროგნოზის გაუმჯობესებას ასეთ პაციენტებში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ივაბრადინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ პაციენტის მოსვენების გულისცემის სიხშირე მკურნალობამდე ძალიან დაბალია (70 დარტყმაზე წუთში ნაკლები);
თუ პაციენტს აღენიშნება კარდიოგენური შოკი (გულის მდგომარეობა, რომლის მკურნალობა ხდება ჰოსპიტალში);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევა;
თუ პაციენტს აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდიის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ტკივილი მკერდის არეში ვითარდება უფრო ხშირად და ფიზიკური დატვირთვის დროს ან მის გარეშე);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გაუარესდა;
თუ გულისცემას განაპირობებს კარდიოსტიმულატორი;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტი უკვე იღებს მედიკმენტებს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ანტიბიოტიკები (როგორიცაა ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან დილტიაზემი, ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და არ იყენებს საიმედო კონტრაცეპტივებს;
თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ცდილობს დაფეხმძიმებას;
ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, გულის თრთოლვა, მკერდის არეში ტკივილის მომატება) ან ხანგრძლივი წინაგულების ციმციმი (არითმიის ტიპი) ან ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე) ცვლილებები, როგორიცაა ე.წ. “ხანგრძლივიQQT სინდრომი”;
თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა: დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ქოშინი (ეს შეიძლება მიუთითებდეს შენელებულ გულისცემაზე);
თუ პაციენტს აღენიშნება წინაგულების ციმციმის სიმპტომები (პულსის სიხშირე მოსვენების დროს უჩვეულოდ მაღალი (110 დარტყმაზე მეტი წუთში) ან არარეგულარული, აშკარა მიზეზის გარეშე, რაც ართულებს მის დათვლას);
თუ პაციენტს აღენიშნება ახლახან გადატანილი ინსულტი;
თუ პაციენტს აღენიშნება სუსტი ან ზომიერი ხასიათის დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტის არტერიული წნევა არ არის გაკონტროლებული, განსაკუთრებით, ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ცვლილების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა ან გულის უკმარისობა ეკგ ცვლილებებთან ერთად, ე.წ. “ჰისის კონის ბლოკადა”;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის რქოვანას ქრონიკული დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზომიერი ხარისხის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, ივაბრადინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ბავშვები
ივაბრადინი ნორმონი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
სხვა მედიკამენტები და ივაბრადინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე შემდეგ მედიკამენტს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ივაბრადინი ნორმონის დოზის კორექცია ან მკურნალობის მონიტორინგი:
ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
ბარბიტურატები (გამოიყენება დაძინების გაძნელების ან ეპილეფსიის დროს)
ფენიტოინი (ეპილეფსია)
Hypericum perforatum ან კრაზანა (მცენარეული მედიკამენტი გამოიყენება დეპრესიის დროს)
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების ან სხვა მდგომარეობების დროს:
ქინიდინი, დიზოპირამიდი, იბუტილიდი სოტალოლი, ამოიდარონი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს)
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის დროს)
გარკვეული ტიპის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზების სამკურნალოდ (როგორიცაა: პიმოზიდი, ზიპრასიდონი, სერტინდოლი)
მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა მეფლოქინი ან ჰალოფანტრინი)
ინტრავენურად ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
პენტამიდინი (ანტიპარაზიტული მედიკამენტი)
ცისაპრიდი (გამოიყენება გასტროეზოფაგული რეფლუქსის დროს)
ზოგიერთი ტიპის დიურეტიკი, რომელიც აქვეითებს სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა ფუროსემიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი (გამოიყენება შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
ივაბრადინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ უნდა იქნას მიღებული გრეიფრუტის წვენი ივაბრადინი ნორმონით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
არ შეიძლება ივაბრადინი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“).
ფეხმძიმობის დროს, თუ პაციენტმა მიიღო ივაბრადინი ნორმონი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი არის შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალი და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდებს (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“).
დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს (იხ. „დაუშვებელია ივაბრადინი ნორმონის მიღება“). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, რადგან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ივაბრადინი ნორმონით თერაპიის დროს.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ივაბრადინი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ვიზუალური ნათების ფენომენი (დროებითი სიკაშკაშე მხედველობის არეში, იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, რადგან შეიძლება აღინიშნოს სინათლის ინტენსივობის უეცარი ცვლილებები, განსაკუთრებით, ღამით მართვის დროს.
ივაბრადინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ივაბრადინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ივაბრადინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს საუზმის და სადილის დროს.
თუ პაციენტი მკურნალობს სტაბილური სტენოკარდიის გამო:
საწყისმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ ტაბლეტ 5 მგ ივაბრადინ ნორმონს ორჯერ დღეში. თუ პაციენტს ისევ აღენიშნება სტენოკარდიის სიმპტომები და თუ პაციენტის მიერ კარგად გადაიტანება 5 მგ ორჯერ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს.
შემანარჩუნებელმა დოზამ არ უნდა გაადაჭარბოს 7.5 მგ-ს ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი ნიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს, ზოგიერთ შემთხვევებში (მაგ.: თუ პაციენტი ხანდაზმულია). ექიმი ნიშნავს დოზის ნახევარს, ანუ ივაბრადინი ნორმონი 5 მგ-ის ნახევარ ტაბლეტს (შეესაბამება 2.5 მგ ივაბრადინ ნორმონს) დილით და 5 მგ ტაბლეტის ნახევარს საღამოს.
თუ პაციენტი მკურნალობს გულის ქრონიკული უკმარისობის გამო:
ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი ივაბრადინი ნორმონი 5 მგ ორჯერ დღეში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ივაბრადინი ნორმონის 7.5 მგ-მდე ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს. ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ.: თუ პაციენტი ხანდაზულია), ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნახევარი დოზა, ერთი 5 მგ ივაბრადინი ნორმონის ტაბლეტის ნახევარი (შეესაბამება 2.5 მგ ივაბრადინ ნორმონს) დილით და ერთი 5 მგ ივაბრადინი ნორმონის ტაბლეტის ნახევარი საღამოს.
ივაბრადინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ივაბრადინი ნორმონის დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ან დაღლილობა, რადგან გულის მუშაობა ძალიან ნელდება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ივაბრადინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
ივაბრადინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას, უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტაბლეტების შემცველ ბლისტერზე დაბეჭდილია კალენდარული დღეები, რათა პაციენტს ახსოვდეს, როდის მიიღო ივაბრადინი ნორმონის ბოლო ტაბლეტი.
ივაბრადინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა
სტენოკარდიის ან გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სამკურნალო პროდუქტის მიღების შეწყვეტამდე.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ივაბრადინი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სისტემის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ამ მედიკამენტის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები დოზაზეა დამოკიდებულია და დაკავშირებულია მისი მოქმედების მექანიზმთან:
ძალიან ხშირი:
ვიზუალური ნათების ფენომენი (ნათების გაზრდილი სიკაშკაშის ხანმოკლე მომენტები, ხშირად გამოწვეულია სინათლის ინტენსივობის უეცარი ცვლილებებით). ასევე შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ორეოლები, ფერადი გაელვება, გამოსახულების დეკომპოზიცია ან მრავლობითი გამოსახულება. ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, რომლის შემდეგ ისინი შეიძლება ისევ გამეორდეს და ქრება მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
ხშირი:
გულის ფუნქციის ცვლილება (გულისცემის სიხშირის დაქვეითების სიმპტომები). ძირითადად, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
ასევე, აღინიშნა სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი:
გულის არარეგულარული სწრაფი შეკუმშვა, გულისცემის პათოლოგიური შეგრძნება, გაუკონტროლებელი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (დაბინდული მხედველობა).
არახშირი:
გულის ფრიალი და ესქტრასისტულია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), კუნთების სპაზმები, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში, ეოზინოფილების (ლეიკოციტების გარკვეული ტიპი) რაოდენობის მომატება და კრეატინინის (კუნთების დაშლის პროდუქტი) მაღალი დონე სისხლში, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება (როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), დაბალი არტერიული წნევა, გულისწასვლა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტის შეგრძნება, ცვლილებები ეკგ-ზე, მხედველობის გაორება, მხედველობის დარღვევა.
იშვიათი:
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის სიწითლე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი:
არარეგულარული გულისცემა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ივაბრადინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ივაბრადინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ივაბრადინი (ჰიდროქლორიდის სახით).
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 5.42 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის).
ივაბრადინი ნორმონი 7.5 მგ: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 8.13 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E 551) და ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000, გლიცერინი (E 422), მაგნიუმის სტეარატი (E 470B), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).
ივაბრადინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ არის ფორთოხლისფერ-ვარდისფერი, ელიფსური ფორმის, ორმხრივ ამობურცული და გამყოფი ხაზით, აპკით შემოგარსული ტაბლეტები. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 56 ტაბლეტს.
ივაბრადინი ნორმონი 7.5 მგ არის მოწითალო-ვარდისფერი, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები. თითოეული შეფუთვა შეიცავს 56 ტაბლეტს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid
Spain
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი
ესპანეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2017 წლის იანვარი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი ივაბრადინი ნორმონი 5 მგ x 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 5.42 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის).
- დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი და სხვა დამხმარე ნივთიერებები
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის საელწოდება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A. Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid
(SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა. რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი
ესპანეთი
- სერიული ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ივაბრადინი-ნორმონი 5 მგ–აპკიანი გარსით დაფარული-ტაბლეტები
- სხვა
ეროვნული კოდი: 714174.7
შეფუთვის დოზა
სიგრე სიმბოლო
ნორმონის ლოგო
ავტომობილის მართვის პიქტოგრამა
ექიმის რეცეპტის სიმბოლო: O
A.S.S.S (ფინანსდება სოციალური დაზღვევით)
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი ინფორმაცია
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
PC {ნომერი} [პროდუქტის კოდი]
SN {ნომერი} [სერიული ნომერი]
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბლისტერი ივაბრადინი ნორმონი 5 მგ x 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ივაბრადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- მიღების მეთოდი და გზა
შიგნით მისაღებად
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება
NORMON, S.A.
ნორმონი, ს.ა.
- შენახის ვადა:
შენახვის ვადა:
- სერიული ნომერი
სერია:
- სხვა
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
ორშ. (მზის სურათი)
ორშ. (მთვარის სურათი)
სამშ. (მზის სურათი)
სამშ. (მთვარის სურათი)
ოთხ. (მზის სურათი)
ოთხ. (მთვარის სურათი)
ხუთ. (მზის სურათი)
ხუთ. (მთვარის სურათი)
პარ. (მზის სურათი)
პარ. (მთვარის სურათი)
შაბ. (მზის სურათი)
შაბ. (მთვარის სურათი)
კვ. (მზის სურათი)
კვ. (მთვარის სურათი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



