პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

იანუმეტი

JANUMET

რეცეპტით50მგ+850მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი იანუმეტი შეიცავს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ ორ აქტიურ ნივთიერებას - სიტაგლიპტინს და მეტფორმინს. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4) ინჰიბიტორი, ხოლო მეტფორმინი ბიგუანიდების კლასის პრეპარატია. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD07
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0347
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაიანუმეტი და სხვა წამალი ერთად

იანუმეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი იანუმეტი შეიცავს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ ორ აქტიურ ნივთიერებას - სიტაგლიპტინს და მეტფორმინს. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4) ინჰიბიტორი, ხოლო მეტფორმინი ბიგუანიდების კლასის პრეპარატია. ორივე პრეპარატი ერთად გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.

ეს ორი აქტიური ნივთიერება ერთდროულად გამოყენებისას არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს ტიპი 2 დიაბეტით (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) დაავადებულ პაციენტებში. იანუმეტი ხელს უწყობს საკვების მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის მატებას და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული შაქრის რაოდენობას.

იანუმეტი წარმოდგენილია 56 ტაბლეტიან შეფუთვაში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - 50 მგ სიტაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დიეტასა და ვარჯიშთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. შესაძლებელია იანუმეტის გამოყენება სხვა დიაბეტურ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ინსულინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონი, ან მონოთერაპიის სახით.

რა არის ტიპი 2 დიაბეტი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი)?

ტიპი 2 დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს და გამომუშავებული ინსულინი არ არის სათანადოდ ეფექტური. შესაძლებელია თქვენმა ორგანიზმმა გამოიმუშავოს ძალიან დიდი რაოდენობით შაქარიც. ამ შემთხვევაში შაქარი (გლუკოზა) დაგროვდება სისხლში და შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია (ორგანოს მოკვეთა, ორგანოს დაკარგვა).

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება იანუმეტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ

ყოველთვის მიიღეთ იანუმეტი თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა:

დღეში ორჯერ 1 ტაბლეტი

ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა სისხლში შაქრის დონის რეგულირების მიზნით.

თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

იანუმეტით მკურნალობის დროს უნდა განაგრძოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ეცადოთ, რომ დღის განმავლობაში თანაბრად გაანაწილოთ მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა.

არ არის მოსალოდნელი, რომ იანუმეტით მონოთერაპიამ გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერი დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). სულფონილშარდოვანას ჯგუფის რომელიმე პრეპარატთან ან ინსულინთან ერთად იანუმეტის გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში დაქვეითდეს შაქრის დონე და ექიმმა შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

გამოყენების გზა და მეთოდი

მიიღება პერორალურად.

კუჭში დისკომფორტის გამოწვევის ალბათობის შესამცირებლად მიიღეთ საკვებთან ერთად.

ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად, ერთი ჭიქა წყლით).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. არ არის ეფექტური 10-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

ასაკოვნებში გამოყენება

იანუმეტის გამოყოფა ხდება თირკმლებიდან, რის გამოც საჭიროა სიფრთხილით გამოყენება ასაკის მატებასთან ერთად და თირკმლის ფუნქციებზე ინტენსიური დაკვირვება. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის სათანადო დოზის შესახებ.

გამოყენების სპეციალური პირობები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ შეიძლება იანუმეტის გამოყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევით და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

თუ თვლით, რომ იანუმეტის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იანუმეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ გამოიყენეთ იანუმეტი თქვენთვის დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შემცივნება ან ავადმყოფობის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, უმიზეზოდ წონაში კლება, კუნთების კრამპი ან აჩქარებული სუნთქვა, მიმართეთ საავადმყოფოს (იხილეთ, თავი 2).

თუ გამოიყენეთ იანუმეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ იანუმეტის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ იანუმეტის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატის დოზა. მაგრამ თუ მომდევნო დოზის მიღებამდე არ გაგახსენდებათ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ძველი გრაფიკის შესაბამისად.

დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

განაგრძეთ იანუმეტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული ვადის განმავლობაში, რათა მან ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. არ შეწყვიტოთ იანუმეტის გამოყენება თქვენი ექიმის მითითების გარეშე. თუ შეწყვეტთ იანუმეტის გამოყენებას, შესაძლებელია სისხლში შაქრის დონემ ისევ მოიმატოს.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, იანუმეტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან იანუმეტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე;

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების სერიოზული დარღვევა;

თუ გაქვთ დიაბეტი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და მას ახლავს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (იხილეთ ქვემოთ განმარტებული „ლაქტაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. მისი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან პირის ღრუდან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი;

თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია ან თქვენმა სხეულმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (დეჰიდრატაცია);

თუ უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც კეთდება ფერადი ნივთიერების ინექცია. რენტგენოგრაფიის დროს და 2 დღის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ფუნქციონირებს თირკმელები, ექიმის მითითების შესაბამისად დაგჭირდებათ იანუმეტის შეწყვეტა;

თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან გქონდათ შოკი ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება;

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ იღებთ ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან პერიოდულად);

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში იანუმეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იანუმეტს, ცნობილია პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები. (იხილეთ, თავი 4).

ლაქტაციდოზის რისკი

იანუმეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი იზრდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის დროს, როდესაც სხეულის რომელიმე უბანში შემცირებულია ჟანგბადის მარაგი (როგორიცაა გულის მწვავე სერიოზული დაავადება).

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა თქვენ გეხებათ, უფრო დეტალური მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გექნებათ ლაბორატორიული კვლევის შედეგებში დარღვევა ან აუხსნელი დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. ეს შესაძლებელია იყოს კეტოაციდოზის ან ლაქტაციდოზის ნიშანი.

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს დეჰიდრატაციას (ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), მცირე ხნით შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება (მაგალითად, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება). უფრო დეტალური მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაციდოზის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ლაქტაციდოზის სიმპტომებია:

ღებინება

კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)

კუნთების კრამპი

ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობის თანხლებით

სუნთქვის გაძნელება

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება.

ლაქტაციდოზი გადაუდებელი სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში.

თუ გექნებათ პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) სიმპტომები, შეწყვიტეთ იანუმეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. პანკრეატიტის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • მუცლის (კუჭის მიდამოს) ძლიერი და მუდმივი ტკივილი, შესაძლებელია ზურგის არეში გადაცემით, ღებინებისა და გულისრევის თანხლებით ან მის გარეშე.

იანუმეტის მიღებისას მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2. „ლაქტაციდოზის რისკი“).

თუ გექნებათ B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:

სისუსტე, დაღლილობა ან თავბრუსხვევა

ფერმკრთალი კანი

დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე

მხედველობის დაკარგვა

დეპრესია, მეხსიერების დაკარგვა ან ქცევის ცვლილება.

იმ შემთხვევაში,

თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება (მაგალითად, პანკრეატიტი);

თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ნაღვლის ბუშტში კენჭი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (გარკვეული სახეობის ცხიმი) დონის მატება. ასეთმა სამედიცინო შემთხვევებმა შესაძლებელია გაზარდოს პანკრეასის ანთების რისკი (იხილეთ, თავი 4).

თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებენ,

თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ალერგია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან იანუმეტზე (იხილეთ, თავი 4).

თუ იანუმეტთან ერთად იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), შესაძლებელია სისხლში დაქვეთდეს შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

თქვენმა ექიმმა იანუმეტით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ პერიოდულად უნდა შეაფასოს თირკმლის ფუნქცია.

თუ გესაჭიროებათ ინტრავენურად იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინექციის გაკეთება, მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან ტომოგრაფიის ფარგლებში, ინექციამდე და ინექციის დღეს უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდით უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იანუმეტს, ცნობილია კანის რეაქციის შემთხვევები, სახელად ბულოზური პემფიგოიდი, რომლის დროსაც შესაძლებელია საჭირო გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა. ბუშტუკების გაჩენის ან კანის აქერცვლის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა მიგითითოთ, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება.

ზოგ პაციენტს, რომელიც იღებს დპპ-4-ის ინჰიბიტორებს, მათ შორის იანუმეტს, შესაძლებელია აღენიშნებოდეს სახსრების ძლიერი ტკივილი. სახსრების ძლიერი ტკივილის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. არ არის ეფექტური 10-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

იანუმეტით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას ან, თუ ხართ ასაკოვანი და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შემოწმება ჩატარდება უფრო ხშირად.

იანუმეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან ერთად იანუმეტის მიღებისას მცირდება კუჭში დისკომფორტის წარმოქმნის ალბათობა.

იანუმეტის გამოყენებისას მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2. „ლაქტაციდოზის რისკი“).

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

იანუმეტის გამოყენება არ შეიძლება I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში და დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

მწვავე პანკრეატიტი

DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება ასოცირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის შესახებ: ძლიერი და მუდმივი მუცლის ტკივილი. სიტაგლიპტინის შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა, პანკრეატიტის განკურნება (დამატებითი თერაპიით ან მის გარეშე), მაგრამ დაფიქსირდა ნეკროზული ან ჰემორაგიული პანკრეატიტის და/ან სიკვდილის ძალიან იშვიათი შემთხვევები. თუ პანკრეატიტი საეჭვოა, იანუმეტის და სხვა პოტენციურად საეჭვო სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა შეწყდეს და იანუმეტის გამოყენება არ უნდა განახლდეს, თუ დადასტურებულია მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ პანკრეატიტი ანამნეზში.

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულება, ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების ან კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის არსებობისას. მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესებისას, რაც ზრდის ლაქტური აციდოზის რისკს. დეჰიდრატაციის შემთხვევაში (ძლიერი ღებინება, ცხელება ან სითხის შემცირებული მიღება) მეტფორმინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდირებულია სამედიცინო პერსონალთან კონტაქტი.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, სიფრთხილით უნდა დაიწყონ იმ მედიკამენტების მიღება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესება (მაგ. ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები). ლაქტური აციდოზის სხვა რისკ-ფაქტორებია ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება, ღვიძლის უკმარისობა, არაადეკვატურად კონტროლირებადი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი პერიოდით შიმშილის დიეტა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, აგრეთვე სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლაქტური აციდოზი (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5. ).

პაციენტები და/ან მათი მომვლელები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტური აციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზს ახასიათებს აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც მოჰყვება კომა. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შედეგები მოიცავენ სისხლის pH-ის დაქვეითებას (<7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მატებას (>5 მმოლ/ლ) და ანიონის ინტერვალის და ლაქტატის/პირუვატის თანაფარდობის გაზრდას.

თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი

GFR უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყებისას და შემდგომიც რეგულარულად (იხ. ნაწილი 4.2). იანუმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ GFR <30 მლ/წთ და დროებით უნდა შეწყდეს მიღება ისეთ სიტუაციებში, რომლის დროსაც შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციის პოტენციური ცვლილებები (იხ. ნაწილი 4.3).

ჰიპოგლიკემია

პაციენტები, რომლებიც იღებენ იანუმეტს სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან ერთად, შესაძლოა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის რისკის ქვეშ. ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით, რომელიც არის იანუმეტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ეს რეაქციებია ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება და კანის ექსფოლიაციური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით. რეაქციების დაწყება დაფიქსირდა სიტაგლიპტინით მკურნალობის დაწყებიდან პირველ 3 თვეში, ზოგიერთში პირველი დოზის მიღების შემდეგაც. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვის შემთხვევაში, იანუმეტის მიღება უნდა შეწყდეს, უნდა შეფასდეს რეაქციების სხვა პოტენციური მიზეზები და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ალტერნატიული დიაბეტის საწინააღმდეგო თერაპია (იხ. პუნქტი 4.8).

ქირურგიული პროცედურები

იანუმეტის გამოყენება უნდა შეწყდეს ოპერაციის დაწყებამდე ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის გამოყენებისას. მკურნალობა უნდა დაიწყოს ხელახალი შეფასებიდან და თირკმელების სტაბილური ფუნქციიდან, ოპერაციის შემდეგ ან ორალური კვების განახლების შემდეგ სულ მცირე 48 საათის გასვლის შემდეგ.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენება

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტული საშუალებით გამოწვეული ნეფროპათია, რაც იწვევს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტური აციდოზის გაზრდის რისკს. იანუმეტის მიღება უნდა შეწყდეს გაშუქების პროცედურის დროს ან მის დაწყებამდე და უნდა განახლდეს მისი მიღება თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასებიდან და სტაბილურად დადგენიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ (იხ. პუნქტები 4.2 და 4.5).

ადრე კონტროლირებადი ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების კლინიკური სტატუსის ცვლილება

ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც იანუმეტის წინა თერაპიისას აღნიშნებოდა ეფექტური კონტროლი და რომლებსაც განუვითარდათ პათოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლები ან კლინიკური დაავადება (განსაკუთრებით ბუნდოვანი და ცუდად განსაზღვრული დაავადება) დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კეტოაციდოზის და ლაქტოაციდოზის არსებობის შეფასება. ეს შეფასება უნდა მოიცავდეს შრატის ელექტროლიტების და კეტონის, სისხლში გლუკოზას და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის pH, ლაქტატის, პირუვატის და მეტფორმინის დონეების განსაზღვრას. თუ აციდოზის ორი ფორმადან რომელიმე განვითარდა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სხვა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები უნდა იქნეს მიღებული.

ბულოზური პემფიგოიდი

ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს. ხშირ შემთხვევაში, პაციენტებში აღინიშნა გაუმჯობესება პრეპარატის შეწყვეტის და სისტემური/ადგილობრივი იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარებისას. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ შეატყობინონ ექიმს ბუშტუკებისა და ეროზიების განვითარების შესახებ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კანზე იანუმეტის გამოყენებისას. თუ არსებობს ეჭვი ბულოზური პემფიგოიდის რისკზე, იანუმეტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს შესაბამისი დიაგნოზის დადგენისათვის და მკურნალობისთვის.

ართრალგია

მძიმე და მოძრაობის შემზღუდველი ართრალგიის პოსტმარკეტინგული შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს. მკურნალობის დაწყებიდან სიმპტომების გამოვლენის დრო მერყეობდა პირველი დღიდან ერთ წლამდე. დაფიქსირდა, რომ სიმპტომები ასევე გაქრა წამლის შეწყვეტისას და სიმპტომების ხელახალი გამოვლენა აღინიშნა, როდესაც იგივე პრეპარატი ან სხვა DPP-4 ინჰიბიტორი ხელახლა გამოყენებული იქნა პაციენტებში. DPP-4 ინჰიბიტორები უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის შესაძლო მიზეზად და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ჰიპოქსიური პირობები

მეტფორმინთან დაკავშირებული ლაქტური აციდოზის უმეტესი შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ახლავს ჰიპოპერფუზიას და ჰიპოქსემიას) დაფიქსირდა გულის მწვავე უკმარისობის ფონზე. გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი (შოკი), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სეფსისი და სხვა ჰიპოქსემიასთან დაკავშირებული დაავადებები ასოცირდება ლაქტური აციდოზთან და ასევე შეიძლება გამოიწვიოს პრერენალური აზოტემია. იანუმეტის გამოყენება უნდა შეწყდეს მსგავსი მოვლენების განვითარებისას.

ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება

ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის ზემოქმედებას ლაქტატის მეტაბოლიზმზე, რამაც შეიძლება გაზარდოს მეტფორმინთან ასოცირებული ლაქტური აციდოზის რისკი. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ მიიღონ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი იანუმეტის მიღებისას.

ვიტამინი B12 დეფიციტი

მეტფორმინით 29 კვირიანი კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტების დაახლოებით 7%-ს აღენიშნებოდა ვიტამინი B12 დონის დაქვეითება შრატში ადრე ნორმალური დონიდან სუბნორმალურ დონემდე. ეს შემცირება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს B12-ის შინაგანი ფაქტორის კომპლექსიდან აბსორბციაზე ზემოქმედებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს ანემიასთან, მაგრამ ვლინდება სწრაფი გაუმჯობესება მეტფორმინის შეწყვეტისას ან ვიტამინის B12 დანამატებით მიღებისას. როგორც ჩანს, ზოგიერთ პირები (ისინი, ვინც არასაკმარისი რაოდენობით მოიხმარს ან აღენიშნებათ ვიტამინი B12 ან კალციუმის არასაკმარისი აბსორბცია) მიდრეკილინი არიან ვიტამინ B12-ის ნორმულ ზღვარზე დაბლა მაჩვენებლების არსებობაზე.

პაციენტებში, რომლებიც იყენებენ იანუმეტს უნდა მოხდეს ჰემატოლოგიური პარამეტრების გაზომვა ყოველწლიურად, ვიტამინი B12 უნდა გაიზომოს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ და უნდა მოხდეს ყველა ანომალიის კორექცია.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე; რაც ნიშნავს, რომ ძირითადად ,,ნატრიუმისგან თავისუფალია". ამ დოზებით ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიტაგლიპტინის (50 მგ) და მეტფორმინის (1000 მგ) მრავალჯერადი დოზა დღეში ორჯერ არ ცვლიდა მნიშვნელოვნად სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკას II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ იანუმეტთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ცალკეული კვლევები ჩატარდა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის გამოყენებით. არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული გამოყენება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტური აციდოზის გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით უზმოზე, არასწორი კვების ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენება

იანუმეტის მიღება უნდა შეწყდეს გაშუქების პროცედურის დროს ან მის დაწყებამდე და უნდა განახლდეს მისი მიღება თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასებიდან და სტაბილურად დადგენიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ (იხ. პუნქტები 4.2 და 4.5).

წამლები, რომლებიც გასათვალისწინებელია ერთდროული გამოყენებისას

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, გაზარდოს ლაქტური აციდოზის რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის სელექციური ციკლოოქსიგენაზას (COX) II ინჰიბიტორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეზულები (განსაკუთრებით მარყუჟული დიურეზულები). ამ ტიპის პროდუქტების მეტფორმინთან ერთად მიღებისას ან გამოყენებისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

თირკმელების მილაკოვან სატრანსპორტო სისტემებში ჩართული წსამლების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც მონაწილეობენ მეთფორმინის თირკმელებით ელიმინაციაში (მაგ., ორგანული კათიონური გადამტანი -2 [OCT2]/მულტი-წამლისა და ტოქსინის ექსტრუზიის [CITE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი) შეიძლება გაზარდონ მეტფორმინის სისტემური ზემოქმედება და ლაქტოციდოზის რისკი. უნდა შეფასდეს ერთდროული გამოყენების რისკ-სარგებელი. აუცილებელია გლიკემიური კონტროლის მკაცრი მონიტორინგი, ასევე გასათვალისწინებელია დოზის კორექცია რეკომენდებული დოზირების ფარგლებში და დიაბეტური თერაპიის ცვლილებები ასეთი პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას.

სისტემურად ან ადგილობრივად შეყვანილ გლუკოკორტიკოიდებს, ბეტა-2-აგონისტებს და დიურეტიკებს ახასიათებთ ინტერნული ჰიპერგლიკემიური აქტივობა. ასეთი პრეპარატების გამოყენებისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, საჭიროა პაციენტის ინფორმირება და სისხლში გლუკოზის გაზომვა უფრო ხშირად. საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დარეგულირდეს სამკურნალო პროდუქტით მკურნალობის დროს და პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

აგფ ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დარეგულირდეს სხვა პრეპარატთან მკურნალობის დროს და სხვა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები

ტოპირამატი ან სხვა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები (მაგ., ზონისამიდი, აცეტაზოლამიდი ან დიქლორფენამიდი) ხშირად იწვევენ შრატში ბიკარბონატის შემცირებას და წარმოქმნიან არაანიონური ინტერვალს, ჰიპერქლორემიულ მეტაბოლურ აციდოზს. ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ იანუმეტთან შეიძლება გაზარდოს ლაქტური აციდოზის რისკი. გასათვალისწინებელია ამ პაციენტების უფრო ხშირი დაკვირვება.

ინსულინის სეკრეტაგოგები ან ინსულინი

იანუმეტის ერთდროულმა გამოყენებამ ინსულინის სეკრეტოგოგებთან (მაგ. სულფონილშარდოვანას) ან ინსულინთან ერთად შეიძლება მოითხოვოს ინსულინის სეკრეტოგოგების ან ინსულინის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით.

მეტფორმინის კომბინაცია სხვა მედიკამენტებთან

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გლიკემიის კონტროლის დაკარგვა. ამ პრეპარატებს მიეკუთვნებიან თიაზიდები და სხვა დიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ფენოთიაზინები, ფარისებრი ჯირკვლის პროდუქტები, ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, სიმპათომიმეზურები, კალციუმის არხის ბლოკატორები და იზონიაზიდი. ასეთი პრეპარატების მიღებისას პაციენტისათვის, რომელიც ღებულობს იანუმეტს, უნდა უზრუნველყოფილი იქნეს ადეკვატური გლიკემიური კონტროლი პაციენტის მკაცრი მონიტორინგის მეშვეობით.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება სიტაგლიპტინზე

ქვემოთ მოყვანილი ინ ვიტრო და კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სიტაგლიპტინთან ერთად შეყვანილ სამკურნალო საშუალებებს აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების დაბალი რისკი.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე არის CYP3A4 და CYP2C8 ასევე ხელს უწყობს ამ მეტაბოლიზმს. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმი (მათ შორის მეტაბოლიზმი CYP3A4-ით) უმნიშვნელო როლს თამაშობს სიტაგლიპტინის კლირენსში. პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების (ESRD) მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმმა შეიძლება ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი სიტაგლიპტინის ელიმინაციაში. ამიტომ შესაძლებელია, რომ ძლიერმა CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, კლარითრომიცინი) შეიძლება შეცვალონ სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. CYP3A4 ინჰიბიტორების ეფექტი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შეფასებული არცერთ კლინიკურ კვლევებში.

ინ ვიტრო სატრანსპორტო კვლევებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არის p-გლიკოპროტეინის და OAT3-ის (ორგანული ანიონის გადამტანი-3) სუბსტრატი. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების დაბალი რისკის მიუხედავად, სიტაგლიპტინის ტრანსპორტი OAT3-ით ინ ვიტრო დათრგუნული იყო პრობენეციდით. OAT3 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი in vivo.

ციკლოსპორინი: ჩატარდა კვლევა ციკლოსპორინის, P-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის ეფექტის შესაფასებლად, სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. ციკლოსპორინის 600 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის და 100 მგ სიტაგლიპტინის ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა სიტაგლიპტინის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) და პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) დაახლოებით 29% და 68%-ით, შესაბამისად. სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების ეს ცვლილებები არ განიხილება როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. სიტაგლიპტინის თირკმლის კლირენსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამიტომ, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან მოსალოდნელი არ არის.

სიტაგლიპტინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

დიგოქსინი

გამოვლინდა სიტაგლიპტინის უმნიშვნელო ეფექტი პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე. 100 მგ სიტაგლიპტინის 0.25 მგ დიგოქსინთან ერთად მიღების შემდეგ 10 დღის განმავლობაში, დაფიქსირდა პლაზმაში დიგოქსინის AUC საშუალოდ 11%-ით და პლაზმური Cmax საშუალოდ 18%-ით მომატება. არ არის რეკომენდებული დიგოქსინის დოზის კორექცია. თუმცა, სიტაგლიპტინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინის ტოქსიკურობის რისკის მქონე პაციენტებში უნდა განხორციელდეს ამ კუთხით დაკვირვება.

ინ ვიტრო მონაცემებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არვ თრგუნავს CYP450-იზოფერმენტებს და არც ახდენს მათ წარმოქმნას. კლინიკურ კვლევებში აღმოჩნდა, რომ სიტაგლიპტინი კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ცვლის მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, როსიგლიტაზონის, ვარფარინის ან ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკას. ამ კვლევებმა გამოავლინა in vivo მტკიცებულება წამლის ურთიერთქმედების დაბალი მიდრეკილების შესახებ CYP3A4, CYP2C8, CYP2C9 სუბსტრატებთან და ორგანული კათიონების გადამტანებთან (OCT). სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი in vivo.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არსებობს მონაცემები სპეციალური პოპულაციების შესახებ.

პედიატრიული მოსახლეობა

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი პედიატრიული მოსახლეობის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის იანუმეტით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდების გამოყენება.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ შეიძლება ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ იანუმეტი, თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს. იხილეთ თავი 2, ნაწილი „არ გამოიყენოთ იანუმეტი შემდეგ შემთხვევებში“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის ცნობილი იანუმეტის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე ან ზემოქმედება შესაძლებელია იყოს უმცირესი დონის. ამასთანავე ცნობილია თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

სულფონილშარდოვნებთან ან ინსულინთან ერთად იანუმეტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება და აღნიშნულმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იანუმეტის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ რეალურად „არ შეიცავს ნატრიუმს“. ამ დოზებით არ არის მოსალოდნელი კალიუმთან დაკავშირებული რომელიმე გვერდითი რეაქცია.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ გესაჭიროებათ ინტრავენურად იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინექციის გაკეთება (მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან ვიზუალიზაციის ფარგლებში), ინექციამდე და ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

იანუმეტმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმში იანუმეტის ფუნქციონირებაზე. აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატი, რომელსაც იღებთ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, და მცენარეული პრეპარატები. შესაძლებელია უფრო ხშირად დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის შემცველობის და თირკმლის ფუნქციის ტესტების ჩატარება ან იანუმეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიუთითოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები - გამოიყენება ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა და ართრიტი (სახსრების ანთება). შესაძლებელია ამ პრეპარატებს იღებდეთ პერორალურად, სასუნთქი გზებით ან ინექციის გზით;

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობით არსებობს სისხლში სიტაგლიპტინის დონის შეცვლის ალბათობა CYP3A4-ის დამთრგუნველი პრეპარატების გამო (მაგალითად, კეტოკონაზოლი (გამოიყენება შინაგანი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ) და კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ));

პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდის წარმოქმნას (დიურეზული საშუალებები);

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);

ბრონქული ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სპეციფიკური პრეპარატები (β-სიმპათომიმეტური პრეპარატები);

კუჭის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა სიმეტიდინი;

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები (რენტგენოგრაფიისას ინტრავენურად გამოყენებული საღებავები) ან სპირტის შემცველი პრეპარატები;

სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი რანოლაზინი;

აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი დოლუტეგრავირი;

გარკვეული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ვანდეტანიბი;

დიგოქსინი (არათანაბარი გულის რითმის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი). იანუმეტთან ერთად მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის გაკონტროლება;

ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი;

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი პრობენეციდი;

ორგანოს გადანერგვის შემდეგ ორგანიზმის მიერ ორგანოს უარყოფის პრევენციის მიზნით და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ციკლოსპორინი;

გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ტოპირამატი, ზონისამიდი, აცეტაზოლამიდი ან დიკლოფენამიდი;

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები - ინსულინის სეკრეციის სტიმულატორები ან ინსულინი;

ფენოთიაზინები, ფსიქოზური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, პროქლორპერაზინი, ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი);

თირეოიდული ჰორმონების დაბალი დონის სამკურნალოდ განკუთვნილი თირეოიდული ჰორმონების პრეპარატები;

ესტროგენები;

ორალური კონტრაცეპტივები;

კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ფენიტოინი;

ნიაცინის დეფიციტის და მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატი ნიკოტინმჟავა;

დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგალითად, ამლოდიპინი, ბეპრიდილი და დილთიაზემი;

ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი იზონიაზიდი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შესაძლებელია აღენიშნებოდეს პაციენტების იმდენად მცირე რაოდენობას, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ იანუმეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

მუცლის მიდამოში ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, შესაძლებელია ზურგის არეში გადაცემით, ღებინებისა და გულისრევის თანხლებით ან ღებინების და გულისრევის გარეშე. ეს შესაძლებელია იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) სიმპტომი.

იანუმეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტაციდოზი (სისხლში რძემჟავას მატება), რომელიც ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციაა (იხილეთ თავი 2 „ლაქტაციდოზის რისკი“). ასეთ შემთხვეევაში შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა.

თუ განვითარდება ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია იყოს სერიოზული და მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, კანზე ბუშტუკებს/კანის აქერცვლას, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპებას, რაც იწვევს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას (უცნობი სიხშირე), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ პრეპარატი ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ და განსხვავებული პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ.

სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთად გამოყენებისას ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

გულისრევა

შებერილობა

ღებინება

არახშირი:

მუცლის ტკივილი

დიარეა

ყაბზობა

ძილიანობა

სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევა, კუჭში, ნაწლავებში აირების დაგროვება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი ან ღებინება (სიხშირე: ხშირად).

იანუმეტის და სულფონილშარდოვანას ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

ხშირი:

ყაბზობა

იანუმეტისა და პიოგლიტაზონის ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

ხელების ან ფეხების შეშუპება

იანუმეტისა და ინსულინის ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

არახშირი:

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი

კლინიკური კვლევებით იანუმეტის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერების - სიტაგლიპტინის დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში ან იანუმეტით ან სიტაგლიპტინით მონოთერაპიის და/ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

თავის ტკივილი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

გაგუდულობა ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი

ოსტეოართრიტი (სახსრების დაავადება)

ხელის ან ფეხის ტკივილი

არახშირი:

თავბრუსხვევა

ყაბზობა

ქავილი

იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

უცნობი სიხშირე:

თირკმლის პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს)

ღებინება

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

ზურგის ტკივილი

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (სუნთქვის გაძნელება)

კანის ვასკულიტი (კანზე არსებული სისხლძარღვების ანთება)

ბულოზური პემფიგოიდი (კანზე ერთზე მეტი ბუშტუკის გაჩენა, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს)

უეცრად დაწყებული პანკრეასის ანთება

პანკრეასის ქსოვილიდან ლეტალური ან არალეტალური სისხლდენა ან ქსოვილის კვდომა

კანქვეშ შეშუპება

გამონაყარი, ჭინჭრის ციება

კანზე არსებული სისხლძარღვების ანთება

კანის გაწითლება და აქერცვლა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ხელების და ფეხების ტკივილი

სახსრების დაავადებები

თირკმლის უკმარისობა

ზოგ პაციენტს, რომელიც იღებდა მხოლოდ მეტფორმინს, გამოუვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

ღებინება

ფაღარათი

მუცლის ტკივილი

უმადობა

ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს მეტფორმინის დაწყებისას და, როგორც წესი, ქრება.

ხშირი:

პირში ლითონის გემო, სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება ან დაქვეითება (შესაძლებელია მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი დაღლილობა (სისუსტე), ენის ტკივილი და სიწითლე (გლოსიტი), დაბუჟება (პარესთეზია) ან ფერმკრთალი ან ყვითელი კანი). თქვენმა ექიმმა სიმპტომების მიზეზის დასადგენად შესაძლებელია ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები, რადგან ზოგიერთი ამ სიმპტომის მიზეზი შესაძლებელია იყოს დიაბეტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ძალიან იშვიათი:

ჰეპატიტი (ღვიძლის დაავადება)

ურტიკარია

კანზე სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი

ლაქტაციდოზი (სისხლში რძემჟავას მატება) განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: შემცივნება ან ავადმყოფობის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, უმიზეზოდ წონაში კლება, აჩქარებული სუნთქვა

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • იანუმეტის შენახვა

იანუმეტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

იანუმეტი შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ იანუმეტი გარეთა კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ იანუმეტი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

ლიცენზიის მფლობელი: შპს მერკ შარპ დოუმ ილაჩლარი

ლევენთი-სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.

გებზე - ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 25.01.2024 წელს.

MSD

12027031

ჭარბი დოზა

ჯანმრთელ სუბიექტებში კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში შეყვანილი იყო სიტაგლიპტინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზა. კვლევაში, რომელშიც გამოყენებული იქნა სიტაგლიპტინის 800 მგ დოზით, QTc-ის მინიმალური ზრდა არ ჩაითვალა როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. კვლევები ადამიანებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენებით არ ჩატარებულა. I ფაზის მრავალჯერადი დოზის კვლევებში, დოზასთან დაკავშირებული კლინიკური გვერდითი ეფექტები არ აღინიშნა 600 მგ სიტაგლიპტინის დღეში 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში და 400 მგ დღეში 28 დღის განმავლობაში გამოყენებისას.

მეტფორმინის გადაჭარბებულმა დოზირებამ (ან ლაქტური აციდოზის ამჟამინდელი თანმხლები რისკები) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტური აციდოზი, რომელიც საჭოროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტური გზაა ჰემოდიალიზი.

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ მიღებული დოზის დაახლოებით 13.5% გამოიდევნება ჰემოდიალიზით 3-4 საათის შემდეგ. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ხანგრძლივი ჰემოდიალიზი. უცნობია შესაძლებელია თუ არა სიტაგლიპტინის გამოდევნა პერიტონეალური დიალიზით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია გამოიყენოთ ცნობილი დამხმარე მეთოდები (მაგ., კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული ნივთიერების გამოდევნა) კლინიკური დაკვირვება ელექტროკარდიოგრამის ჩათვლით (ეკგ) და საჭიროების შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპია საავადმყოფოში.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები

სიტაგლიპტინი 50 მგ (64.25 მგ სიტაგლიპტინის ფოსფატის მონოჰიდრატის სახით)

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 850 მგ

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

  • წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

ვარდისფერი, აპკით დაფარული შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეს წარწერით '515' და მეორე მხარეს თავისუფალი.

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა

მედიკამენტი წარმოდგენილია Al/Al ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 56 შემოგარსულ ტაბლეტს კოლოფში.

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების" რეგულაციების შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

Merck Sharp Dohme Pharmaceuticals Ltd. სტი.

მერკ შარფ დომე ფარმასიუტიკალს ლტდ. სტი.

ესენტეპე მაჰ. ბუიუკდერე კად.

No:199 ლევენტი 199 ოფისი

სართული: 13 ლევენტი 34394 სტამბოლი

ტელ: 0212 336 10 00

ფაქსი: 0212 355 02 02

  • ლიცენზიის ნომერი

2014/560

  • პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 18.07.2014

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
  • 12.2021

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, ორალური პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც იწვევენ სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას.

ათქ კოდი: A10BD07

იანუმეტი წარმოადგენს ორი ანტიჰიპერგლიკემიური ნივთიერების კომბინაციას, რომელსაც გააჩნია დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის კონტროლს II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში: სიტაგლიპტინი, დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, რომელიც მიეკუთვნება ბიგუანიდების კლასს.

სიტაგლიპტინი

მოქმედების მექანიზმი

სიტაგლიპტინ ფოსფატი არის დიპეპტიდილ პეპტიდაზას ფერმენტის (DPP-4) პერორალურად აქტიური, ძლიერი და მაღალი სელექციური ინჰიბიტორი და გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. DPP-4 ინჰიბიტორები მიეკუთვნებიან იმ კლასის ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ინკრეტინის გამაძლიერებლები. DPP-4 ფერმენტის ინჰიბირების დახმარებით სიტაგლიპტინი ზრდის ორი ცნობილი აქტიური ინკრეტინის ჰორმონის დონეს: გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) და გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP). ინკრეტინები წარმოადგენენ ენდოგენური სისტემის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაზე. როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალურია ან მომატებულია, GLP-1 და GIP ზრდის ინსულინის სინთეზს და გამოყოფას პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან. GLP-1 ასევე ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა უჯრედებიდან, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის წარმოების შემცირებას.

როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ეცემა, ინსულინის გამოყოფა არ იზრდება და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება. სიტაგლიპტინი არის DPP-4 ფერმენტის ძლიერი და უაღრესად შერჩევითი ინჰიბიტორი და თერაპიული კონცენტრაციების დროს არ აინჰიბირებს ძალიან მსგავსი ხასიათის DPP-8 ან DPP-9 ფერმენტებს. სიტაგლიპტინი ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინის, სულფონილშარდოვანას ან მეგლიტინიდების, ბიგუანიდების, პეროქსისომა პროლიფერატორით გააქტიურებული რეცეპტორების გამა აგონისტების, ალფა გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისა და ამილინის ანალოგებისგან. ორდღიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ სუბიექტებში, მარტო სიტაგლიპტინმა გამოიწვია GLP-1-ის კონცენტრაციის გაზრდა, ხოლო მხოლოდ მეტფორმინმა გამოიწვია აქტიური და მთლიანი GLP-1-ის კონცენტრაციების გაზარდა ანალოგიურად. დაფიქსირდა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის დამატებითი ეფექტები GLP-1 კონცენტრაციაზე. სიტაგლიპტინი ზრდის GIP კონცენტრაციას, ხოლო მეტფორმინი არა.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ზოგადად, სიტაგლიპტინი, როგორც მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპია, აუმჯობესებდა გლიკემიურ კონტროლს 2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში.

კლინიკურ კვლევებში, მონოთერაპიის სახით შეყვანილმა სიტაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი და გამოიწვია ჰემოგლობინის A1c (HbA1c) და უზმოზე და ჭამის შემდეგ გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. უზმოზე პლაზმური გლუკოზის (FPG) შემცირება დაფიქსირდა მე-3 კვირაში FPG პირველადი გაზომვისას. ჰიპოგლიკემიის სიხშირე, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით, პლაცებოს მსგავსი იყო. სხეულის წონა არ გაიზარდა საწყისიდან სიტაგლიპტინით მკურნალობისას. ბეტა უჯრედების რეაქციის გაუმჯობესება დაფიქსირდა ბეტა უჯრედების ფუნქციის არაპირდაპირ მარკერებში (HOMA- (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-), პროინსულინი/ინსულინის თანაფარდობა) და კვების ტოლერანტობის ტესტში, სადაც ნიმუშები აღებული იქნა ხშირი ინტერვალებით.

კვლევები სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციით

24-კვირიან, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა სიტაგლიპტინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას 100 მგ დღეში დამატებული მეტფორმინით მიმდინარე თერაპიას, სიტაგლიპტინმა გამოიწვია მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გლიკემიურ პარამეტრებში პლაცებოსთან შედარებით. სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში სხეულის წონის საწყისიდან ცვლილება პლაცებოს მსგავსი იყო. ჰიპოგლიკემიის გამოვლენის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით ან პლაცებოთი ამ კვლევაში მსგავსი იყო. საწყისი თერაპიის 24-კვირიან, პლაცებოზე კონტროლირებად ფაქტორულ კვლევაში, სიტაგლიპტინმა 50 მგ ორჯერ დღეში და მეტფორმინმა (500 მგ ან 1000 მგ ორჯერ დღეში) მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია გლიკემიურ პარამეტრებში, თითოეული ნივთიერებით მონოთერაპიასთან შედარებით. სხეულის წონის შემცირება სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციისას მსგავსი იყო მხოლოდ მეტფორმინის ან პლაცებოს გამოყენებასთან; არ იყო ცვლილება საწყისთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სიტაგლიპტინს. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ყველა ჯგუფში.

კვლევა, რომელშიც გამოკვლეული იქნა სიტაგლიპტინის კომბინაცია მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან

24-კვირიანი, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა შემუშავებული იყო გლიმეპირიდში დამატებული სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად (მარტო ან მეტფორმინთან ერთად). გლიმეპირიდსა და მეტფორმინში სიტაგლიპტინის დამატებამ გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სხეულის წონის უმნიშვნელო მატება (+1,1 კგ) პლაცებოსთან შედარებით დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით.

კვლევა, რომელიც იკვლევს სიტაგლიპტინის კომბინაციას მეტფორმინთან და PPAR აგონისტთან

26-კვირიანი პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, რომელიც დაემატა პიოგლიტაზონისა და მეტფორმინის კომბინაციას. სიტაგლიპტინის დამატებამ პიოგლიტაზონსა და მეტფორმინში გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სხეულის წონის საწყისიდან ცვლილება მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით ან პლაცებოთი. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით ან პლაცებოთი.

კვლევა, რომელიც იკვლევს სიტაგლიპტინის კომბინაციას მეტფორმინთან და ინსულინთან

24-კვირიანი, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის (100 მგ დღეში ერთხელ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, რომელიც დაემატა ინსულინით თერაპიას (სტაბილური დოზით მინიმუმ 10 კვირა) მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე (მინიმუმ 1500 მგ). საშუალო დღიური დოზა იყო 70.9 U/დღეში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წინასწარ შერეულ ინსულინს. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არაპრემიქსირებულ ინსულინს (შუალედური/ხანგრძლივი მოქმედების), საშუალო დღიური დოზა იყო 44.3 U/დღეში. მონაცემები პაციენტების 73%-ზე, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, წარმოდგენილია ცხრილში 2.

ინსულინში სიტაგლიპტინის დამატებამ უზრუნველყო გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. არც ერთ ჯგუფში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები სხეულის წონაში საწყისთან შედარებით.

ცხრილი 2: პლაცებოზე კონტროლირებადი კომბინირებული თერაპიის კვლევების HbA1c- შედეგები, რომლებიც იკვლევენ სიტაგლიპტინს და მეტფორმინს*

კვლევა

საშუალო საწყის ეტაპზე HbA1c (%)

საშუალო ცვლილება საბაზისო HbA1c-დან (%)

HbA1c-ში (%) მორგებული საშუალო ცვლილება პლაცებოსთან შედარებით (95% CI)

სიტაგლიპტინი 100 მგ/დღეში დამატებული მიმდინარე მეტფორმინის თერაპიაზე %

(n= 453)

  • 0
  • 0.7†
  • 0.7 †,‡

(-0.8,-0.5)

სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ემატება მიმდინარე გლიმეპირიდ + მეტფორმინის თერაპიას (n= 115)

  • 3
  • 0.6†
  • 9†,‡

(-1.1,-0.7)

სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ემატება მიმდინარე პიოგლიტაზონით + მეტფორმინის თერაპიას ¶ (N=152)

  • 8
  • 1.2†
  • 0.7†,‡

(-1.0,-0.5)

სიტაგლიპტინი 100 მგ დღეში ემატება მიმდინარე ინსულინის + მეტფორმინის თერაპიას % (N=223)

  • 7
  • 0.7†
  • 0.5§,‡

(-0.7,-0.4)

საწყისი თერაპია (დღეში ორჯერ) %: სიტაგლიპტინი 50 მგ + მეტფორმინი 500 მგ (n= 183)

  • 8
  • 1.4†
  • 1.6 †,‡

(-1.8,-1.3)

საწყისი მკურნალობა (დღეში ორჯერ) %: სიტაგლიპტინი 50 მგ + მეტფორმინი 1000 მგ (n= 178)

  • 8
  • 1.9†
  • 2.1 †,‡

(-2.3,-1.8)

  • ყველა მკურნალი პაციენტის პოპულაცია (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)

† უმცირესი კვადრატი ნიშნავს კორექტირებულ წინა ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის სტატუსს და საწყისს

‡ P<0.001 პლაცებოს ან პლაცებოს + კომბინირებული თერაპიის წინააღმდეგ. 24% ყოველკვირეული HbA1c (%)

¶ 26 კვირა HbA1c (%)

§ ინსულინის გამოყენება (წინასწარ შერეული ან არაწინასწარ შერეული [შუალედური ან ხანგრძლივი მოქმედების]) 1 ვიზიტზე და საბაზისო მნიშვნელობის დარეგულირებული მინიმალური კვადრატი.

52-კვირიან კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა სიტაგლიპტინის 100 მგ დღეში ან გლიპიზიდინის (სულფონილშარდოვანას აგენტი) ეფექტურობა და უსაფრთხოება, რომელიც გამოყენებული იქნა დამატებითი თერაპიის სახით გლიკემიის არაადეკვატური კონტროლის მქონე პაციენტებში მეტფორმინის მონოთერაპიის დროს, გამოვლინდა სიტაგლიპტინის მსგავსი მაჩვენებლები გლიპიზიდთან HbA1c-ის დაქვეითებისას. (საშუალო ცვლილება საწყისიდან 52 კვირაში - 0,7% HbA1c -ის საწყისი მაჩვენებლისთვის დაახლოებით 7,5% ორივე ჯგუფში). გლიპიზიდის საშუალო დოზა, რომელიც გამოყენებული იყო შესადარებელ ჯგუფში, შეადგენდა 10 მგ-ს დღეში და პაციენტების დაახლოებით 40%-ს ესაჭიროებოდა 5 მგ გლიპიზიდი დღეში საკვლევ პერიოდში.

თუმცა, პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა ეფექტურობის ნაკლებობის გამო, სიტაგლიპტინის ჯგუფში უფრო მაღალი იყო, ვიდრე გლიპიზიდის ჯგუფში. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით, აღენიშნებოდათ სხეულის წონის მნიშვნელოვანი შემცირება (-1,5 კგ) საწყისიდან, ხოლო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ გლიპიზიდით, აღინიშნა წონის მნიშვნელოვანი მომატება (+1,1 კგ). ამ კვლევაში პროინსულინი/ინსულინის თანაფარდობა, ინსულინის სინთეზისა და გამოთავისუფლების მარკერი, გაუმჯობესდა სიტაგლიპტინით და გაუარესდა გლიპიზიდით მკურნალობისას. ჰიპოგლიკემიის სიხშირე სიტაგლიპტინის ჯგუფში (4.9%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე გლიპიზიდის ჯგუფში (32 %).

24-კვირიანი პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა 660 პაციენტში შემუშავებული იყო ინსულინ გლარგინში (100 მგ დღეში) სიტაგლიპტინის დამატების ეფექტურობის შესაფასებლად მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე (მინიმუმ 1500 მგ) ინსულინოთერაპიის გაძლიერების დროს ინსულინის მოთხოვნილების შესამცირებლად და სიტაგლიპტინის უსაფრთხოების შესაფასებლად.

საწყისი HbA1c მნიშვნელობა არის 8.70%, ხოლო ინსულინის საწყისი დოზაა 37 სე/დღეში. პაციენტებს დაევალათ ინსულინის გლარგინის დოზების ტიტრირება თითიდან უზმოზე აღებული ანალიზის გლუკოზის მნიშვნელობების მიხედვით. 24 კვირაში, ინსულინის დღიური დოზის ზრდა შეადგენდა 19 სე/დღეში სიტაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში, პლაცებოს მომხმარებლებში 24 სე/დღეში.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით და ინსულინით მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე, HbA1c შემცირება შეადგენდა -1,35%, -0,9% მაჩვენებელთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და ინსულინს მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე, რომლის დროსაც სხვაობა შეადგენდა -0,45% (95% CI: - 0,62, -0,29). ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 24,9% პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ სიტაგლიპტინს, მეტფორმინს და ინსულინს, იმ პაციენტების 37,8% შედარებით, რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს, მეტფორმინს და ინსულინს. განსხვავების მთავარი მიზეზი არის ჰიპოგლიკემიის 3 ან მეტი ეპიზოდის მქონე პაციენტების მაღალი პროცენტი პლაცებოს ჯგუფში (9.1% -19.8%-ის წინააღმდეგ). არ იყო განსხვავება მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირეში.

მეტფორმინი

მოქმედების მექანიზმი

მეტფორმინი არის ბიგუანიდი, რომელსაც ახასიათებს ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი და იწვევს გლუკოზის შემცირებას როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიალურ პლაზმაში. მეტფორმინი არ ახდენს ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას და შესაბამისად, ის არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინს ახასიათებს მოქმედების სამი მექანიზმი:

გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით ამცირებს გლუკოზის გამომუშავებას ღვიძლში

ზრდის გლუკოზის პერიფერიულ ათვისებას და გამოყენებას კუნთებში ინსულინის მგრძნობელობის ზომიერად გაზრდით

აყოვნებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებიდან. მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენის სინთეტაზაზე მოქმედებით.

მეტფორმინი ზრდის მემბრანული გლუკოზის გადამტანების სპეციფიკურ ტიპებს (GLUT-1 და GLUT-4).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ადამიანებში მეტფორმინი ახდენს დადებით გავლენას ლიპიდურ მეტაბოლიზმზე თავისი გლიკემიაზე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად. ეს ეფექტები ნაჩვენებია თერაპიულ დოზებში კონტროლირებად, შუალედურ ან ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში: მეტფორმინი ამცირებს საერთო ქოლესტერინს, LDL-c და ტრიგლიცერიდების დონეს.

პროსპექტიულმა რანდომიზებულმა (UKPDS) კვლევამ აჩვენა სისხლში გლუკოზის ინტენსიური კონტროლის გრძელვადიანი სარგებელი ტიპი 2 დიაბეტის დროს. ჭარბი წონის მქონე პაციენტების შედეგების ანალიზმა, რომლებმაც ვერ შეძლეს მხოლოდ დიეტით კონტროლი და შემდგომ მკურნალობდნენ მეტფორმინით, აჩვენა შემდეგი შედეგი:

დიაბეტის ნებისმიერი სახის გართულების აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა მეტფორმინის ჯგუფში (29.8 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი) მხოლოდ დიეტასთან (43.3 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი; p=0.0023) და კომბინირებულ სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფებთან (40.1 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი; p=0.0034). 1000 პაციენტის წელი) შედარებით.

დიაბეტისგან ნებისმიერი სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 7.5 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი, დიეტა მხოლოდ 12.7 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი (p=0.017)

საერთო სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: 13.5 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი მეტფორმინთან ერთად; 20.6 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი მხოლოდ დიეტით (p=0.011) და 18.9 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის კომბინირებულ ჯგუფში (p=0.021)

მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 11 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი, დიეტა მხოლოდ 18 მოვლენა/1000 პაციენტ-წელი (p=0.01).

TECOS გულ-სისხლძარღვთა Safety Study - კვლევა რანდომიზებული იყო 14,671 პაციენტში, HbA1c 6.5% - 8.0% გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე intent-to-treat პოპულაციაში, რომლებიც იღებენ 100 მგ სიტაგლიპტინს (7,332) დღეში (50 მგ დღეში, თუ eGFR 30 და <1.7 მლ/წთ) ან პლაცებოს (7,339), რომელიც დაემატა ჩვეულებრივ კლინიკურ დოზას და რომელიც მიზნად ისახავს გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორების რეგიონალურ სტანდარტების გამოკვლევას.

პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებოდათ eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2 არ იყვნენ ჩართული კვლევაში.

საკვლევი პოპულაცია მოიცავდა 75 წლის და 75 წელზე უფროსი ასაკის 2.004 პაციენტს და ასევე თირკმელების უკმარისობის მქონე 3.324 პაციენტს (eGFR <60 მლ/წთ/1.73 მ2). მთელი კვლევის განმავლობაში, HbA1c-ის სავარაუდო საერთო საშუალო მაჩვენებელი სიტაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის იყო 0.29% (0.01), 95% CI (-0.32, -0.27); p<0.001.

პირველადი გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილი არის პირველი დაწყებული გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტის, არალეტალური ინსულტის ან ჰოსპიტალიზაციის ერთობლიობა არასტაბილური სტენოკარდიის გამო. მეორადი გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილები მოიცავდა პირველი შემთხვევის გულ-სისხლძარღვთა სიკვდილს, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტის ან არალეტალური ინსულტის, პირველი შემთხვევის პირველადი კომპოზიტის ცალკეულ კომპონენტებს, ყველა მიზეზით სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო.

საშუალოდ 3 წლის შემდგომი დაკვირვების შემდეგ, როდესაც სიტაგლიპტინი დაემატა ჩვეულებრივ კლინიკურ დოზას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ძირითადი გვერდითი მოვლენების რისკი ან ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო არ გაიზარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჩვეულებრივ კლინიკურ დოზასთან შედარებით, რომელიც შეყვანილია სიტაგლიპტინის გარეშე (ცხრილი 3).

ცხრილი 3. გაერთიანებული გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილის და მნიშვნელოვანი მეორადი საბოლოო წერტილის თანაფარდობა

სიტაგლიპტინი

100 მგ

პლაცებო

რისკის კოეფიციენტი (95% CI)

p-მნიშვნელობა†

ნომერი (%)

წლიური სიხშირე 100 პაციენტზე*

ნომერი (%)

წლიური სიხშირე 100 პაციენტზე*

პოპულაციის თერაპიული ანალიზი

პაციენტების რაოდენობა

7,332

7,339

  • 98

(0.89-

  • 08)

<0.001

პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილი

გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი, არალეტალური მიოკარდიული ინფარქტი, არასასიკვდილო ინსულტი, ან არასტაბილური სტენოკარდიის ჰოსპიტალიზაცია

839

(11.4)

  • 1

851

(11.6)

  • 2

მეორადი კომპოზიტური საბოლოო წერტილი

გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი, არალეტალური მიოკარდიული ინფარქტი, ან არალეტალური ინსულტი

745

(10.2)

  • 6

746

(10.2)

  • 6

(0.89- 1.10)

<0.001

მეორადი შედეგი

გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი

380

(5.2)

  • 7

366

(5.0)

  • 7
  • 03

(0.89-

  • 19)
  • 711

მიოკარდიუმის ყველა ინფარქტი (ლეტალური და არალეტალური)

300

(4.1)

  • 4

316

(4.3)

  • 5
  • 95

(0.81-

  • 11)
  • 487

ყველა ინსულტი (ფატალური და არალეტალური)

178

(2.4)

  • 8

183

(2.5)

  • 9
  • 97

(0.79-

  • 19)
  • 760

ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო

116

(1.6)

  • 5

129

(1.8)

  • 6
  • 90

(0.70-

  • 16)
  • 419

(სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით)

547

(7.5)

  • 5

537

(7.3)

  • 5
  • 01

(0.90-

  • 14)
  • 875

(ჰოსპიტალიზაცია გულის დაავადების გამო) ‡

228

(3.1)

  • 1

229

(3.1)

  • 1
  • 00

(0.83-

  • 20)
  • 983
  • წლიური ინციდენტის მაჩვენებელი 100 პაციენტზე გამოითვლებოდა როგორც: 100 × (პაციენტთა საერთო რაოდენობა 1 შემთხვევა სულ პაციენტზე შესაბამისი ექსპოზიციის პერიოდში წლიური შემდგომი დაკვირვების დროს).

† რეგიონების მიხედვით სტრატიფიცირებული Cox-ის მოდელზე დაყრდნობით. კომპოზიციური საბოლოო წერტილებისთვის p-მნიშვნელობები შეესაბამება არადაქვემდებარებულ ტესტს, რომელიც ცდილობს აჩვენოს Hazard Ratio 1.3-ზე ნაკლები. ყველა სხვა საბოლოო წერტილისთვის, p-მნიშვნელობები შეესაბამება ტესტირებას რისკის კოეფიციენტებში განსხვავებებში.

‡ გულის უკმარისობის ჰოსპიტალიზაციის ანალიზი გულის უკმარისობის ისტორიის საფუძველზე.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპულმა წამლის სააგენტომ უარი თქვა თავის ვალდებულებაზე იანუმეტით კვლევების შედეგების წარდგენის შესახებ პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს (პედიატრიული გამოყენების შესახებ იხ. ნაწილი 4.2).

სიტაგლიპტინის დამატების უსაფრთხოება და ეფექტურობა 10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მე-2 ტიპის დიაბეტით და არაადეკვატური გლიკემიური კონტროლი მეტფორმინზე ინსულინთან ერთად ან მის გარეშე შეფასებული იყო ორ კვლევაში 54 კვირის განმავლობაში. სიტაგლიპტინის დამატება (შეიყვანება სიტაგლიპტინის + მეტფორმინის ან სიტაგლიპტინის + მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების (XR) სახით), შედარებული იყო მეტფორმინის ან პლაცებოს დამატებასთან მეტფორმინ XR-ში.

ამ ორი კვლევის გაერთიანებულ ანალიზში, HbA1c-ის შემცირება დაფიქსირდა სიტაგლიპტინის + მეტფორმინის / სიტაგლიპტინის + მეტფორმინის XR-სთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეტფორმინის უპირატესობა გამოვლინდა მე-20 კვირაში, ინდივიდუალური კვლევების შედეგები არათანმიმდევრულია. გარდა ამისა, სიტაგლიპტინის + მეტფორმინის / სიტაგლიპტინის + მეტფორმინის XR უფრო დიდი ეფექტურობა მეტფორმინთან შედარებით 54 კვირაში არ არის დაფიქსირებული. ამიტომ იანუმეტი არ უნდა იქნას გამოყენებული 10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში არასაკმარისი ეფექტურობის გამო (იხ. პედიატრიული გამოყენება).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

იანუმეტი

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა ბიოეკვივალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ იანუმეტი (სიტაგლიპტინის/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი) კომბინირებული ტაბლეტები ბიოექვივალენტურია სიტაგლიპტინ ფოსფატისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების სახით ერთდროულად მიღებისას.

შემდეგი ნაწილში მოცემულია იანუმეტის თითოეული აქტიური ინგრედიენტის ფარმაკოკინეტიკური თვისებები.

აბსორბცია

სიტაგლიპტინი

ჯანმრთელ სუბიექტებში 100 მგ პერორალური მიღების შემდეგ, როგორც ჩანს, სიტაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, აღწევს პლაზმურ პიკურ დონეს (მედიან Tmax) მიღებიდან ერთიდან ოთხ საათში, საშუალო პლაზმური AUC 8,52 μM•სთ, Cmax 950 nM. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 87%-ს. ვინაიდან სიტაგლიპტინის მიღება ცხიმიან საკვებთან ერთად არ ახდენს გავლენას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე, სიტაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC იზრდება დოზის პროპორციულად. დოზის პროპორციულობა არ იყო დადგენილი Cmax-ისთვის და C24hr-ისთვის (Cmax გაიზარდა დოზის პროპორციულად უფრო მეტად და C24h გაიზარდა ნაკლები დოზის პროპორციულად).

მეტფორმინი

მეტფორმინის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, Tmax მიიღწევა 2,5 საათში. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60% ჯანმრთელ მოხალისეებში. პერორალური მიღების შემდეგ, ფეკალიებით გამოიყოფა არააბსორბირებული ნივთიერების 20-30%.

პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის აბსორბცია გაჯერებულია და არასრულია. მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა ითვლება არაწრფივად. მეტფორმინის რეკომენდირებული დოზებისა და დოზირების გრაფიკის დროს პლაზმაში Steady-State-კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში და დონეები ჩვეულებრივ 1 მიკროგრამ/მლ-ზე ნაკლებია. პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური დონე (Cmax) არ აღემატებოდა 4 მიკროგრამს/მლ მაქსიმალურ დოზებში კონტროლირებად კლინიკურ კვლევებშიც კი.

საკვები ამცირებს და გარკვეულწილად ანელებს მეტფორმინის შეწოვას. 850 მგ ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში პიკური კონცენტრაციის 40%-ით დაქვეითება, AUC-ის 25%-ით დაქვეითება და პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დროის გახანგრძლივება 35 წუთით. ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

განაწილება

სიტაგლიპტინი

განაწილების საშუალო წონასწორული მოცულობა სიტაგლიპტინის 100 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში შეადგენს დაახლოებით 198 ლიტრს. იგი შექცევადად უკავშირდება პლაზმის ცილებს დაბალ წილებში (38%).

მეტფორმინი

პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში პიკური კონცენტრაცია უფრო დაბალია ვიდრე პლაზმური პიკური …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

იანუმეტი 50/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სიტაგლიპტინს (64,25 მგ სიტაგლიპტინის ფოსფატის მონოჰიდრატის სახით) და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის იანუმეტი და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება იანუმეტის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება იანუმეტი?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
  • იანუმეტის შენახვა
  • რა არის იანუმეტი და რისთვის გამოიყენება?

პრეპარატი იანუმეტი შეიცავს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ ორ აქტიურ ნივთიერებას - სიტაგლიპტინს და მეტფორმინს. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4) ინჰიბიტორი, ხოლო მეტფორმინი ბიგუანიდების კლასის პრეპარატია. ორივე პრეპარატი ერთად გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.

ეს ორი აქტიური ნივთიერება ერთდროულად გამოყენებისას არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს ტიპი 2 დიაბეტით (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) დაავადებულ პაციენტებში. იანუმეტი ხელს უწყობს საკვების მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის მატებას და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული შაქრის რაოდენობას.

იანუმეტი წარმოდგენილია 56 ტაბლეტიან შეფუთვაში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - 50 მგ სიტაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დიეტასა და ვარჯიშთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. შესაძლებელია იანუმეტის გამოყენება სხვა დიაბეტურ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ინსულინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონი, ან მონოთერაპიის სახით.

რა არის ტიპი 2 დიაბეტი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი)?

ტიპი 2 დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს და გამომუშავებული ინსულინი არ არის სათანადოდ ეფექტური. შესაძლებელია თქვენმა ორგანიზმმა გამოიმუშავოს ძალიან დიდი რაოდენობით შაქარიც. ამ შემთხვევაში შაქარი (გლუკოზა) დაგროვდება სისხლში და შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია (ორგანოს მოკვეთა, ორგანოს დაკარგვა).

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება იანუმეტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ იანუმეტი შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან იანუმეტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე;

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების სერიოზული დარღვევა;

თუ გაქვთ დიაბეტი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და მას ახლავს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (იხილეთ ქვემოთ განმარტებული „ლაქტაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. მისი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან პირის ღრუდან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი;

თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია ან თქვენმა სხეულმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (დეჰიდრატაცია);

თუ უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც კეთდება ფერადი ნივთიერების ინექცია. რენტგენოგრაფიის დროს და 2 დღის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ფუნქციონირებს თირკმელები, ექიმის მითითების შესაბამისად დაგჭირდებათ იანუმეტის შეწყვეტა;

თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან გქონდათ შოკი ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება;

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ იღებთ ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან პერიოდულად);

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში იანუმეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იანუმეტს, ცნობილია პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები. (იხილეთ, თავი 4).

ლაქტაციდოზის რისკი

იანუმეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი იზრდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის დროს, როდესაც სხეულის რომელიმე უბანში შემცირებულია ჟანგბადის მარაგი (როგორიცაა გულის მწვავე სერიოზული დაავადება).

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა თქვენ გეხებათ, უფრო დეტალური მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გექნებათ ლაბორატორიული კვლევის შედეგებში დარღვევა ან აუხსნელი დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. ეს შესაძლებელია იყოს კეტოაციდოზის ან ლაქტაციდოზის ნიშანი.

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს დეჰიდრატაციას (ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), მცირე ხნით შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება (მაგალითად, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება). უფრო დეტალური მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაციდოზის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ლაქტაციდოზის სიმპტომებია:

ღებინება

კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)

კუნთების კრამპი

ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობის თანხლებით

სუნთქვის გაძნელება

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება.

ლაქტაციდოზი გადაუდებელი სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში.

თუ გექნებათ პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) სიმპტომები, შეწყვიტეთ იანუმეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. პანკრეატიტის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • მუცლის (კუჭის მიდამოს) ძლიერი და მუდმივი ტკივილი, შესაძლებელია ზურგის არეში გადაცემით, ღებინებისა და გულისრევის თანხლებით ან მის გარეშე.

იანუმეტის მიღებისას მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2. „ლაქტაციდოზის რისკი“).

თუ გექნებათ B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:

სისუსტე, დაღლილობა ან თავბრუსხვევა

ფერმკრთალი კანი

დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე

მხედველობის დაკარგვა

დეპრესია, მეხსიერების დაკარგვა ან ქცევის ცვლილება.

იმ შემთხვევაში,

თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება (მაგალითად, პანკრეატიტი);

თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ნაღვლის ბუშტში კენჭი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (გარკვეული სახეობის ცხიმი) დონის მატება. ასეთმა სამედიცინო შემთხვევებმა შესაძლებელია გაზარდოს პანკრეასის ანთების რისკი (იხილეთ, თავი 4).

თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებენ,

თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ალერგია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან იანუმეტზე (იხილეთ, თავი 4).

თუ იანუმეტთან ერთად იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), შესაძლებელია სისხლში დაქვეთდეს შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

თქვენმა ექიმმა იანუმეტით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ პერიოდულად უნდა შეაფასოს თირკმლის ფუნქცია.

თუ გესაჭიროებათ ინტრავენურად იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინექციის გაკეთება, მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან ტომოგრაფიის ფარგლებში, ინექციამდე და ინექციის დღეს უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდით უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იანუმეტს, ცნობილია კანის რეაქციის შემთხვევები, სახელად ბულოზური პემფიგოიდი, რომლის დროსაც შესაძლებელია საჭირო გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა. ბუშტუკების გაჩენის ან კანის აქერცვლის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა მიგითითოთ, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის მიღება.

ზოგ პაციენტს, რომელიც იღებს დპპ-4-ის ინჰიბიტორებს, მათ შორის იანუმეტს, შესაძლებელია აღენიშნებოდეს სახსრების ძლიერი ტკივილი. სახსრების ძლიერი ტკივილის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. არ არის ეფექტური 10-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

იანუმეტით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას ან, თუ ხართ ასაკოვანი და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შემოწმება ჩატარდება უფრო ხშირად.

იანუმეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან ერთად იანუმეტის მიღებისას მცირდება კუჭში დისკომფორტის წარმოქმნის ალბათობა.

იანუმეტის გამოყენებისას მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2. „ლაქტაციდოზის რისკი“).

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის იანუმეტით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდების გამოყენება.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ შეიძლება ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ იანუმეტი, თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს. იხილეთ თავი 2, ნაწილი „არ გამოიყენოთ იანუმეტი შემდეგ შემთხვევებში“.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

არ არის ცნობილი იანუმეტის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე ან ზემოქმედება შესაძლებელია იყოს უმცირესი დონის. ამასთანავე ცნობილია თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

სულფონილშარდოვნებთან ან ინსულინთან ერთად იანუმეტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება და აღნიშნულმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იანუმეტის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ რეალურად „არ შეიცავს ნატრიუმს“. ამ დოზებით არ არის მოსალოდნელი კალიუმთან დაკავშირებული რომელიმე გვერდითი რეაქცია.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ გესაჭიროებათ ინტრავენურად იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინექციის გაკეთება (მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან ვიზუალიზაციის ფარგლებში), ინექციამდე და ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ იანუმეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

იანუმეტმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმში იანუმეტის ფუნქციონირებაზე. აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატი, რომელსაც იღებთ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, და მცენარეული პრეპარატები. შესაძლებელია უფრო ხშირად დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის შემცველობის და თირკმლის ფუნქციის ტესტების ჩატარება ან იანუმეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიუთითოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები - გამოიყენება ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა და ართრიტი (სახსრების ანთება). შესაძლებელია ამ პრეპარატებს იღებდეთ პერორალურად, სასუნთქი გზებით ან ინექციის გზით;

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობით არსებობს სისხლში სიტაგლიპტინის დონის შეცვლის ალბათობა CYP3A4-ის დამთრგუნველი პრეპარატების გამო (მაგალითად, კეტოკონაზოლი (გამოიყენება შინაგანი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ) და კლარითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ));

პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდის წარმოქმნას (დიურეზული საშუალებები);

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);

ბრონქული ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სპეციფიკური პრეპარატები (β-სიმპათომიმეტური პრეპარატები);

კუჭის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა სიმეტიდინი;

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები (რენტგენოგრაფიისას ინტრავენურად გამოყენებული საღებავები) ან სპირტის შემცველი პრეპარატები;

სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი რანოლაზინი;

აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი დოლუტეგრავირი;

გარკვეული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ვანდეტანიბი;

დიგოქსინი (არათანაბარი გულის რითმის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი). იანუმეტთან ერთად მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის გაკონტროლება;

ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი;

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი პრობენეციდი;

ორგანოს გადანერგვის შემდეგ ორგანიზმის მიერ ორგანოს უარყოფის პრევენციის მიზნით და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ციკლოსპორინი;

გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ტოპირამატი, ზონისამიდი, აცეტაზოლამიდი ან დიკლოფენამიდი;

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები - ინსულინის სეკრეციის სტიმულატორები ან ინსულინი;

ფენოთიაზინები, ფსიქოზური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, პროქლორპერაზინი, ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი);

თირეოიდული ჰორმონების დაბალი დონის სამკურნალოდ განკუთვნილი თირეოიდული ჰორმონების პრეპარატები;

ესტროგენები;

ორალური კონტრაცეპტივები;

კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ფენიტოინი;

ნიაცინის დეფიციტის და მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატი ნიკოტინმჟავა;

დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგალითად, ამლოდიპინი, ბეპრიდილი და დილთიაზემი;

ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი იზონიაზიდი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება იანუმეტი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ

ყოველთვის მიიღეთ იანუმეტი თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა:

დღეში ორჯერ 1 ტაბლეტი

ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა სისხლში შაქრის დონის რეგულირების მიზნით.

თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

იანუმეტით მკურნალობის დროს უნდა განაგრძოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ეცადოთ, რომ დღის განმავლობაში თანაბრად გაანაწილოთ მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა.

არ არის მოსალოდნელი, რომ იანუმეტით მონოთერაპიამ გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერი დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). სულფონილშარდოვანას ჯგუფის რომელიმე პრეპარატთან ან ინსულინთან ერთად იანუმეტის გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში დაქვეითდეს შაქრის დონე და ექიმმა შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

გამოყენების გზა და მეთოდი

მიიღება პერორალურად.

კუჭში დისკომფორტის გამოწვევის ალბათობის შესამცირებლად მიიღეთ საკვებთან ერთად.

ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად, ერთი ჭიქა წყლით).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. არ არის ეფექტური 10-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

ასაკოვნებში გამოყენება

იანუმეტის გამოყოფა ხდება თირკმლებიდან, რის გამოც საჭიროა სიფრთხილით გამოყენება ასაკის მატებასთან ერთად და თირკმლის ფუნქციებზე ინტენსიური დაკვირვება. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის სათანადო დოზის შესახებ.

გამოყენების სპეციალური პირობები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ შეიძლება იანუმეტის გამოყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევით და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

თუ თვლით, რომ იანუმეტის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იანუმეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ გამოიყენეთ იანუმეტი თქვენთვის დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შემცივნება ან ავადმყოფობის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, უმიზეზოდ წონაში კლება, კუნთების კრამპი ან აჩქარებული სუნთქვა, მიმართეთ საავადმყოფოს (იხილეთ, თავი 2).

თუ გამოიყენეთ იანუმეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ იანუმეტის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ იანუმეტის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატის დოზა. მაგრამ თუ მომდევნო დოზის მიღებამდე არ გაგახსენდებათ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ძველი გრაფიკის შესაბამისად.

დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

იანუმეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

განაგრძეთ იანუმეტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული ვადის განმავლობაში, რათა მან ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. არ შეწყვიტოთ იანუმეტის გამოყენება თქვენი ექიმის მითითების გარეშე. თუ შეწყვეტთ იანუმეტის გამოყენებას, შესაძლებელია სისხლში შაქრის დონემ ისევ მოიმატოს.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, იანუმეტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მითითებული სახით:

ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შესაძლებელია აღენიშნებოდეს პაციენტების იმდენად მცირე რაოდენობას, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ იანუმეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

მუცლის მიდამოში ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, შესაძლებელია ზურგის არეში გადაცემით, ღებინებისა და გულისრევის თანხლებით ან ღებინების და გულისრევის გარეშე. ეს შესაძლებელია იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) სიმპტომი.

იანუმეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტაციდოზი (სისხლში რძემჟავას მატება), რომელიც ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციაა (იხილეთ თავი 2 „ლაქტაციდოზის რისკი“). ასეთ შემთხვეევაში შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა.

თუ განვითარდება ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია იყოს სერიოზული და მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, კანზე ბუშტუკებს/კანის აქერცვლას, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპებას, რაც იწვევს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას (უცნობი სიხშირე), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ იანუმეტის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ პრეპარატი ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ და განსხვავებული პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ.

სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთად გამოყენებისას ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

გულისრევა

შებერილობა

ღებინება

არახშირი:

მუცლის ტკივილი

დიარეა

ყაბზობა

ძილიანობა

სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევა, კუჭში, ნაწლავებში აირების დაგროვება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი ან ღებინება (სიხშირე: ხშირად).

იანუმეტის და სულფონილშარდოვანას ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

ხშირი:

ყაბზობა

იანუმეტისა და პიოგლიტაზონის ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

ხელების ან ფეხების შეშუპება

იანუმეტისა და ინსულინის ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

არახშირი:

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი

კლინიკური კვლევებით იანუმეტის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერების - სიტაგლიპტინის დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში ან იანუმეტით ან სიტაგლიპტინით მონოთერაპიის და/ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

თავის ტკივილი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

გაგუდულობა ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი

ოსტეოართრიტი (სახსრების დაავადება)

ხელის ან ფეხის ტკივილი

არახშირი:

თავბრუსხვევა

ყაბზობა

ქავილი

იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

უცნობი სიხშირე:

თირკმლის პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს)

ღებინება

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

ზურგის ტკივილი

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (სუნთქვის გაძნელება)

კანის ვასკულიტი (კანზე არსებული სისხლძარღვების ანთება)

ბულოზური პემფიგოიდი (კანზე ერთზე მეტი ბუშტუკის გაჩენა, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს)

უეცრად დაწყებული პანკრეასის ანთება

პანკრეასის ქსოვილიდან ლეტალური ან არალეტალური სისხლდენა ან ქსოვილის კვდომა

კანქვეშ შეშუპება

გამონაყარი, ჭინჭრის ციება

კანზე არსებული სისხლძარღვების ანთება

კანის გაწითლება და აქერცვლა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ხელების და ფეხების ტკივილი

სახსრების დაავადებები

თირკმლის უკმარისობა

ზოგ პაციენტს, რომელიც იღებდა მხოლოდ მეტფორმინს, გამოუვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

ღებინება

ფაღარათი

მუცლის ტკივილი

უმადობა

ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს მეტფორმინის დაწყებისას და, როგორც წესი, ქრება.

ხშირი:

პირში ლითონის გემო, სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება ან დაქვეითება (შესაძლებელია მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი დაღლილობა (სისუსტე), ენის ტკივილი და სიწითლე (გლოსიტი), დაბუჟება (პარესთეზია) ან ფერმკრთალი ან ყვითელი კანი). თქვენმა ექიმმა სიმპტომების მიზეზის დასადგენად შესაძლებელია ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები, რადგან ზოგიერთი ამ სიმპტომის მიზეზი შესაძლებელია იყოს დიაბეტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ძალიან იშვიათი:

ჰეპატიტი (ღვიძლის დაავადება)

ურტიკარია

კანზე სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი

ლაქტაციდოზი (სისხლში რძემჟავას მატება) განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: შემცივნება ან ავადმყოფობის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, უმიზეზოდ წონაში კლება, აჩქარებული სუნთქვა

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • იანუმეტის შენახვა

იანუმეტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

იანუმეტი შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ იანუმეტი გარეთა კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ იანუმეტი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

ლიცენზიის მფლობელი: შპს მერკ შარპ დოუმ ილაჩლარი

ლევენთი-სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.

გებზე - ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 25.01.2024 წელს.

MSD

12027031

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა