თუთიის მალამო 100 მგ/გ RFF
CINKA 100 mg/g ziede RFF
თუთიის მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის მონაწილეობს ჭრილობების მოშუშებასა და კანის ზედა შრის რეგენერაციის პროცესში. თუთიის მალამო გამოიყენება გარეგანად, დერმატიტის, მათ შორის ეკზემას დროს, ასევე ზედაპირული ჭრილობების, დამწვრობების, ტროფიკული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Zinc oxide)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დამარბილებელი და დამცავი საშუალებები, თუთიის პროდუქტები
- ATC კოდი
- D02AB
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040091
- რეგისტრირებულია
- 29 იანვარი 2024, მოქმედებს 29 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
თუთიის მალამო 100 მგ/გ RFF — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თუთიის მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის მონაწილეობს ჭრილობების მოშუშებასა და კანის ზედა შრის რეგენერაციის პროცესში. თუთიის მალამო გამოიყენება გარეგანად, დერმატიტის, მათ შორის ეკზემას დროს, ასევე ზედაპირული ჭრილობების, დამწვრობების, ტროფიკული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარტს.
თუთიის მალამო ისმევა გარეგანად, კანის დაზიანებულ მიდამოებზე, 1-3-ჯერ დღეში.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია თუთიის ოქსიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (თეთრი ვაზელინი (სრული ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში)).
არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
სიფრთხილის ზომები
თუთიის მალამოს გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
არ უნდა მოხვდეს თვალებში, პირის ღრუში, ლორწოვან გარსებზე, მათ შორის სასუნთქ გზებში. თვალებზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს ხელსახოცით მოწმენდა და/ან გამდინარე წყლით დაბანა.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვთა ასაკში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
თუთიის მალამოში შემავალი აქტიური ნივთიერება (თუთიის ოქსიდი) შეუთავსებელია კონსერვანტ 8-ჰიდროქსიქინოლონთან, რომელიც მალამოების ხშირი კომპონენტია. ამრიგად, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ პარალელურად გამოყენებული სხვა ტოპიკური პრეპარატები არ შეიცავს აღნიშნულ კონსერვანტს.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
საკვები, სასმელი და ალკოჰოლი გავლენას არ ახდენს პრეპარატის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
რეპროდუქციურ უნარზე გავლენის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრილიანტის მწვანეს ხსნარი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), კონტაქტური დერმატიტი.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში
ბავშვებში გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობის შეყწვეტას არ არ არის ასოცირებული გართულების რისკებთან.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
თუთიის მალამოს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ თუთიის ოქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რიგის ფარმაცევტული ქარხანა ს.ს
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
თუთიის მალამო 100 მგ/გ RFF
თუთიის ოქსიდი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს თუთიის მალამო და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა თუთიის მალამოს გამოყენებამდე
თუთიის მალამოს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
თუთიის მალამოს შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს თუთიის მალამო და რისთვის გამოიყენება იგი
თუთიის მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის მონაწილეობს ჭრილობების მოშუშებასა და კანის ზედა შრის რეგენერაციის პროცესში. თუთიის მალამო გამოიყენება გარეგანად, დერმატიტის, მათ შორის ეკზემას დროს, ასევე ზედაპირული ჭრილობების, დამწვრობების, ტროფიკული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა თუთიის მალამოს გამოყენებამდე
თუთიის მალამო არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია თუთიის ოქსიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (თეთრი ვაზელინი (სრული ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში)).
არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუთიის მალამოს გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
არ უნდა მოხვდეს თვალებში, პირის ღრუში, ლორწოვან გარსებზე, მათ შორის სასუნთქ გზებში. თვალებზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს ხელსახოცით მოწმენდა და/ან გამდინარე წყლით დაბანა.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვთა ასაკში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
თუთიის მალამოში შემავალი აქტიური ნივთიერება (თუთიის ოქსიდი) შეუთავსებელია კონსერვანტ 8-ჰიდროქსიქინოლონთან, რომელიც მალამოების ხშირი კომპონენტია. ამრიგად, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ პარალელურად გამოყენებული სხვა ტოპიკური პრეპარატები არ შეიცავს აღნიშნულ კონსერვანტს.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
საკვები, სასმელი და ალკოჰოლი გავლენას არ ახდენს პრეპარატის მოქმედებაზე.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული უნარი
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
რეპროდუქციურ უნარზე გავლენის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ბრილიანტის მწვანეს ხსნარი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- თუთიის მალამოს გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარტს.
თუთიის მალამო ისმევა გარეგანად, კანის დაზიანებულ მიდამოებზე, 1-3-ჯერ დღეში.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ზედოზირება მოსალოდნელი არ არის.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობის შეყწვეტას არ არ არის ასოცირებული გართულების რისკებთან.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), კონტაქტური დერმატიტი.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში
ბავშვებში გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- თუთიის მალამოს შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
თუთიის მალამოს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ თუთიის ოქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
თუთიის მალამო თეთრი ფერის ან ბაცი ყვითელი მალამოა.
მოთავსებულია 30 გ ალუმინის ტუბებში. შეფუთულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
AS “rigas farmacetiska fabrika” Ozulu Street 10, Riga, LV-1005, Latvia Tel: 6735550, 67355551 Fax: 67355551 E-mail: [email protected]
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა” ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია ტელ: 6735550, 6735551 ფაქს: 7355551 ელ. ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 01/2018
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



